შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (სრულად)


15-02-2017, 17:49
ავტორი murachashvili
ნანახია 28 741

თავი პირველი
როგორც ყოველთვის გამთენიისას ვიღვიძებ, წელმოწყვეტილი ვდგები, ხელის ერთი ჩამოსმით ვისწორებ დასრესილსა და დაჭმუჭნილ ტანისამოსს. თმას თითებით ვივარცხნი. დასაბანი, ჭუჭყიანი, საკუთარ ხელებს ვუმზერ, ეს კანში გამჯდარი მური ადრე მაწუხებდა, ამ ბოლო დროს კი აშკარად ჩემი ფერი მგონია. იდიოტური ღიმილით ვუმზერ მეტროს გვირაბთან მოსიარულე დაცვის თანამაშრომელს, რომელიც უკვე რამდენი ხანია მარიდებს თვალს, თითქოს ვერ მამჩნევს, თითქოს არ იცის, რომ აქ, მეტროს გვირაბის ერთ, საკმაოდ ბნელ ჯურღმულში უსახლკარო, უდედ-მამო, უთვისტომო, ყველასგან დავიწყებული და დაკარგული, ცხოვრებისგან გამეტებული, ჩაწიხლული და საბოლოოდ გათელილი 17 წლის გოგონა ცხოვრობს.
ასე ბევრად მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ერთიმეორეს ყოველ დღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს მაინც ვხედავთ, ერთმანეთს არ ვიცნობთ. უტყვი, უსიტყვო დიალოგით ვესალმებით და ვემშვიდობებით. არ მიმჩნევს და არც მე ვიმჩნევ მუდამ კუშტი სახით მოსიარულეს, რეზინის ხელკეტით აღჭურვილს.
თუმცა რას ვერჩი?! სხვა მის ადგილზე ალბათ, კარგა ხნის წინ გამაგდებდა, მან კი შემიცოდა. ცხოვრებაში პირველად უანგაროდ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ვიღაც დამეხმარა. მან ხომ აქ დარჩენის უფლება მომცა, მართალია ეს არც ბინაა და არც კომფორტულად მოწყობილ ლოგინში ვწევარ, მაგრამ მე იმის მადლობელიც ვარ, რომ თავზე არ მაწვიმს, არ მათოვს, სამ დღეში ერთხელ კი (როცა მისი მორიგეობაა) დაცვის ჯიხურში დაძინების ნებასაც მაძლევს. ეს მცირედი სიკეთეც კი საკმარისია ისევ ადამიანად რომ ვიგრძნო თავი, ისევ ცხოვრების ხალისი რომ დამიბრუნდეს.
ვნერვიულობდი, ჩემი დაცვის თანამშრომელი თითქმის ორი კვირა არ ჩანდა, მეც ეს დღეები მეტროს გვირაბში მიწევდა ღამის გათევა. თოთხმეტი დღე დიდი დრო ყოფილა. დღეს კი მისი კუშტად შეკრული შუბლის დანახვაზე უბედნიერესი ვარ. დიახ, ჩემთვის გულში, ჩუმად მსიამოვნებს და მიხარია მისი დანახვა. სულ ოდნავ შესამჩნევად იღიმება, გვერდულად მიყურებს და მიდის. მეც იქვე ვჯდები და მოთმინებით ველოდები პირველ მატარებელს, რომელიც ჩვეულებისამებრ ხრიგინ-ხრიგინით შემოდის მეტროს სადგურში.
თითქმის ცარიელ ვაგონში მგზავრები კანტი-კუნტად სხედან, არც მე ვჩქარობ სამათხოვროდ ჩამოვლას, ვცდილობ არ შევიმჩნიო ჩემსკენ მომართული წყვილი თვალი, ვიღაც ინტერესით მიმზერს, ვიღაც - ზიზღით, დამცინავადაც -კი. უბრალოდ ვჯდები თავისუფალ სავარძელში, თვალებს ვხუჭავ და მოგონებების ლაბირინთში ვიკარგები.
- იყო და არა იყო რა... იყო ერთი პატარა გოგო, სახელად გვანცა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა მამას... - ასე იწყებოდა ჩემი ზღაპარი, სადაც ბედნიერი და ხალისიანი გოგონა ცხოვრობდა მის ლამაზსა და უზრუნველ ოჯახთან ერთად.
- კარგი, რა, მა... მანდ ასე არ წერია!... - ვინ იცის მერამდენედ ვუსწორებდი და ამდენი ღიტინით შეწუხებული, ვცდილობდი როგორმე ხელიდან დავსხლტომოდი, თან ვკისკისებდი და სანახევროდ ცრემლები მერეოდა ხმაში. ის კი ისევ ხელში მიტაცებდა, ამდენი სიცილისგან ჩაბჟირებულს ყელში მკოცნიდა და ჰაერში მისროდა. ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი...
დიახ, მე მამიკოს ნებიერა, სიყრმის შვილი გახლდით. ამ დროს, ასე ხუთ წლამდე ვიყავი, ჩემი შუათანა და სავარაუდოდ სამის იქნებოდა, ჩემი ერთად-ერთი ნაბოლარა ძმა კი - წლამდე, სამი მცირეწლოვანი, თითქმის ერთმანეთზე მიყოლებული ბავშვი. დიახ, სამნი ვიყავით, სამი დედმამიშვილი. თუმცა მამის ნებიერა ერთად - ერთი, მხოლოდ მე ვიყავი, მის სიყვარულს ვერავის გავუნაწილებდი, დედასაც კი. ეგოისტურად მიყვარდა ჩემი ოჯახის ერთად-ერთი უფროსი. ალბათ, იყო ამ გრძნობაში რაღაც ავადმყოფური, არაჯანსაღი, მაგრამ მე ეს სულაც არ მაღელვებდა, მამა ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი!.
თუმცა ყველაფერი სრულდება, მთავრდება, ლამაზი ზღაპრებიც - კი. შემდეგ იყო რეალობა და მწარე ვარდნა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, სახლში მოსული რამდენიმე პოლიციელი, მათი დახრილი თავები, ხელებში უხერხულად მოჭმუჭნილი ქუდი, მათი სიტყვები არ მესმოდა, ან უბრალოდ გონებას არ სურდა გაგონება, ვხედავდი მხოლოდ დედაჩემის გაფითრებული სახეს, აკანკალებულ ხელებს და ტკივილით სავსე მზერას.
პოლიციელები ტრაფარეტული სიტყვებით გვიხსნიდნენ, რომ მამა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
- სწრაფად მოდიოდა, წინ ბავშვმა გადაურბინა, ავტომობილი მოარიდა, ბიჭუნას აარიდა, წონასწორობა ვეღარ შეიკავა, ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, ჯებირები გაარღვია და...
ყურებზე ვიფარებდი ხელებს, არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვისმენდი. მამა ვერ იპოვეს, უბრალოდ გაქრა, მისი საფლავიც კი არ დაგვრჩა. მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იქვე არსებულმა ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციამ გადასცა პოლიციას, სწორედ ამ ჩანაწერში იყო დაფიქსირებული როგორ ვარდებოდა მისი ავტომობილი ადიდებულ რიონში, რა უნდოდა იქ?! ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ ვიცი.

დავრჩით ასე ერთმანეთის ამარა დედა და სამი ობოლი. უცნაური ის იყო, რომ თითქმის ყველამ დაგვივიწყა, ბებიაჩემს, მამაჩემის დედას, იმის ნაცვლად რომ გასაჭირში მყოფ რძალს დაჰხმარებოდა, სწორედ მაშინ გაახსენდა დედაჩემი მისი ოჯახისთვის შესაფერისი რომ არ იყო. ჩვენი დანახვაც კი აღარ მოინდომა. რატომღაც აღარავის ადარდებდა რას ვჭამდით, რას ვსვამდით, როგორ ვიყავით. მხოლოდ რამდენიმე ნათესავი თუ მოგვიკითხავდა, ისინიც ალბათ, ზედმეტად ახლობლები და ზედმეტად შინაურები, იმისთვის რომ მივეტოვებინეთ.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთად-ერთი რაც მამაჩემისგან დაგვრჩა სახლი იყო და პატარა მეურნეობა, ვცხოვრობდით ასე, გაჭირვებასა და ნახევრად შიმშილში, დედას შეძლებისდაგვარად მხარში ვედექი, ვცდილობდი მისთვის ესოდენ მძიმე ცხოვრება როგორმე შემემსუბუქებინა, თუმცა აშკარად ვერ ვახერხებდი.
თვალსა და ხელს შუა ვამჩნევდი ერთ დროს ულამაზესი დედა როგორ მოტყდა, გაჭაღარავდა, თითქოს დაბერდა. უცნაურია, ადამიანი ასე სწრაფად თუ იცვლებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ დროს მებრძოლი და ამაყი ქალი ახლა ყველას თავს უხრიდა, სხვის დანაშაულზეც კი ბოდიშს იხდიდა. მისი ეს თვისება საკმაოდ მაღიზიანებდა, მის ნაცვლად ისევ მე ვიბრძოდი, ეს იმდენად გამიჯდა ხასიათში, რომ ყველგან საფრთხეს ვხედავდი, სულ თავდაცვით რეჟიმში ვიყავი.
როგორც იქნა ამ გაჭირვებასა და ობლობაში თხუთმეტი წლისაც გავხდი, მეცხრე კლასს ვამთავრებდი. ჩემი თანაკლასელებისგან განსხვავებით საკმაოდ მაღალი ბავშვი ვიყავი, ჩემი ქალური ფორმების დამალვას იმ ძონძებში ვცდილობდი, რასაც ჩემი სამოსი ერქვა.
ჩემი ასაკის ბავშვებთან ზედმეტ ურთიერთობას ვერიდებოდი, არ იფიქროთ, თითქოს გაჭირვების გამო დამცინოდნენ ან აბუჩად მიგდებდნენ, არა, უბრალოდ, როგორ აგიხსნათ. მე ერთ-ერთი რაიონიდან გახლდით (შეგნებულად არ მინდა ვახსენო საიდან, მე ხომ საკუთარ წარმომავლობას ვმალავ), სადაც რა თქმა უნდა არ იყო ღამის კლუბები, რესტორნები, მეგობრების თავშეყრის ადგილი ერთმანეთის ოჯახებში სტუმრობა და იქ ქეიფი იყო. მე კი ვერასოდეს ვეპატიჟებოდი ჩემთან.
ხშირად მესმოდა როგორ აგროვებდნენ გასართობად გარკვეულ თანხას, ვიღაცისთვის ალბათ არც თუ მნიშვნელოვან რაოდენობას, აი ჩემთვის კი, ის მცირედი მილიონს უდრიდა. დედაჩემს არც კი ვეუბნებოდი, გული რომ არ სტკენოდა, ჩემითვე ვპოულობდი სხვადასხვა სახის მიზეზებს მათთან ერთად წასვლაზე უარის სათქმელად, ხან ვირუსი მემართებოდა, ხან გრიპი...
ალბათ, ხვდებოდნენ ბავშვები, ჩემი უარის რეალურ მიზეზს, რამდენიმეჯერ შემომთავაზეს კიდევაც, რომ ჩემს ნაცვლად თანხას თვითონვე დადებდნენ, რათქმაუნდა ვიუკადრისე მათი წინადადება:
- სამათხოვრო რა მჭირს, უბრალოდ ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ მეთქი!. - საკმაოდ ამპარტავნულად გამოვუცხადე ჩემთან სახლში შუამავლად მოსულ გიორგის.
- აუ, ჩემი გიტყდება, ტო?!- გიორგის პირიდან ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერდა უკანასკნელი სიტყვა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ ფიქრობდა რომ ჟარგონით საუბარი გამოსდიოდა - დედას გეფიცები, ვაფშე არ გავაგებინებ ბავშვებს, ოღონდ წამოდი და მე დავდებ შენს მაგივრადაც!
გული ამიჩუყდა იმდენად გულწრფელად მეუბნებოდა, ცრემლები მომადგა, თუმცა საკუთარ კომპლექსებს მაინც ვერ ვსძლიე:
- არა, გიო, მართლა არ შემიძლია, ვერ ვარ კარგად!... - ხმა ჩამწყდარმა ძლივს ამოვღერღე მე.
- გვანცუ, დედას გაფიცებ, რამე რომ გიჭირდეს ხომ მეტყოდი?! ხომ იცი ჩემი და ხარ, ხომ იცი?! - გამომცდელად მიმზერდა ის.
- ვიცი, გიო, ვიცი... - ვეღარ მოვითმინე, ცრემლების დასამალად მეგობარს ჩავეხუტე და თავი მის მკერდში ჩავრგე.
საბოლოოდ თანხის დადებას ჩემთან აღარც ახსენებდნენ, მე მხოლოდ საქეიფოდ მისვლას, მათთან ყოფნას მთხოვდნენ, მაგრამ საკუთარი კომპლექსების გამო მაინც არ მივდიოდი. არ შემეძლო, ასეთი უკუღმართი ვიყავი, ყელში მაინც არაფერი გადამივიდოდა, მუდმივად იმის ფიქრში ვიქნებოდი, რომ დამცინოდნენ, რომ ზურგს უკან ჩემზე იქირქილებდნენ, ალბათ მთლად ჯანსაღი აზროვნების არც მე ვიყავი.
ცხოვრება რა უცნაურია არა? მაშინ თავის დახრა და ჩემი ამპარტავნების დათმობა არ მსურდა, ახლა კი ჭუჭყიანი, „ძუნძგლიანი“, ხელგაწვდილი მოწყალებას ვითხოვდი და სულაც აღარ მერიდებოდა. ნეტა რას იზავდნენ ჩემი კლასელები, რომელიმეს ასეთ მდგომარეობაში რომ ვენახე, რას მეტყოდა გიო?
ყელში ბოღმისგან გაჩხერილ, მოზრდილ ცრემლს ძლივს ვაგორებ, თვალებს ვახელ, ყურადღებით ვაკვირდები ვაგონში შემოსულ ხალხს.
- „საკმაოდ გავსებულა, უკვე ჩამოვლაც შეიძლება!“... - წამში ვფხიზლდები, სადღა მაქვს ფიქრის დრო, მუშაობა უნდა დავიწყო, თუ ამას „მუშაობას“ დავარქმევ და ხვეწნით ვიწყებ: - თქვენი ლამაზი ხელების ჭირიმე, მოწყალება გაიღეთ, დამეხმარეთ!...


თავი მეორე
დაღლილი, დაქანცული, თითქმის ფორთხვით მივდივარ მეტროსადგურ „მარჯანიშვილის მოედნამდე“, როგორც იქნა დღევანდელი დღეც დასრულდა, თვალებით დაცვის თანამშრომელს ვეძებ, იმედი მაქვს, ჩვეულებისამებრ ღამის გასათევს შემომთავაზებს.
- რამდენი იშოვე დღეს, ალბათ ოც ლარამდე? - საკუთარ დასმულ კითხვას თვითონვე სცემს პასუხს ვიღაც - ასე კარდაკარ მათხოვრობას, ორმოცდაათ ლარად თუ მომცემ!... - მოულოდნელად მესმის, ვიღაც უხეშად ხელზე მექაჩება და უცერემონიოდ მაბრუნებს მისკენ. აქეთ-იქით დაბნეული ვიყურები, თითქოს მიკვირს, ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან, ან რა უნდა მივცე საკმაოდ ასაკიან, ღიპიან მამაკაცს.
- უკაცრავად, რა ბრძანეთ?! - თვალების ფახუნით ვეკითხები მას.
- რაო, შემოთავაზება ხომ არ გეცოტავა?! არაა პრობლემა, საკმაოდ ქორფა ჩანხარ, ჰა-ჰა ათ ლარს კიდევ დაგიმატებ!...
იმდენად ურცხვად მათვალიერებს, რომ სიბრაზისგან ვკანკალებ, ვინ ვგონივარ, მეძავი?!
- ვიღაცაში შეგეშალეთ!... - დაუფარავი ირონიითა და ზიზღით ვითავისუფლებ მისი ბინძური თითებისგან მკლავს - კახპა არ ვარ!...
- ოჰ, გამომივიდა ანგელოზი, მადლობას არ მეტყვი, რომ?!.. - ისევ უხეშად მწვდება მკლავში და ზედმეტად ახლოს მიკრავს ქონიან მკერდზე.
- წადი, შენი!... - არ ვიცი ამხელა ძალას საიდან ვპოულობ, სრულიად მოულოდნელად აკრძალულ ილეთს ვიყენებ, მამაკაცს ფეხებსშუა ვურტყამ, ტკივილისგან ცხოველივით ღმუის, ხელს მიშვებს და იკეცება. მეც დროს არ ვკარგად და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. უფრო სწორად მინდა გაქცევა, მაგრამ როგორც ყოველთვის, უიღბლოს არც ამჯერად მიმართლებს, ჩემითვე ვუვარდები ხელებში პოლიციელს, სახეში არც კი ვუყურებ ისტერიულად ვფართხალებ და ვცდილობ როგორმე დავუსხლტე.
- დამშვიდდი, გესმის? ვერაფერს დაგიშავებს, მე შენთან ვარ! - ბრძანებითი ტონით ნათქვამი მესმის და ვგრძნობ როგორ ვდუნდები, უნებურად ვემორჩილები უცნობს. არ მინდა, მაგრამ მისგან წამოსული თამბაქოსა და სუნამოს სურნელი ცხვირში მიღიტინებს და ვერ ვხვდები რა მემართება, ნელ-ნელა თავს ვწევ, ქვემოდან ზევით შევცქერი თითქმის ერთი თავით მაღალ, პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს და სუნთქვა მეკვრის, როცა შუბლშეკრულ ჩემს დაცვის თანამშრომელს ვხედავ. გული სიხარულით მევსება, ორმაგად ვცახცახებ და მაკანკალებს ამდენი ემოციისგან.
თუმცა სიხარული, მალევე მშხამდება, ფეხზე წამომდგარი გაავებული მამაკაცი მიახლოვდება.
- არ გაუშვათ ეს კახპა, ჩემი გაქურდვა სცადა!... - უსირცხვილოდ მაბრალებს ქურდობას.
- მე, მე არა... - ენა მებმის დაბნეულს - ამას არ ვიკადრებდი, თქვენ ხომ იცით?! - თვალები ცრემლებით მევსება, მუდარით ვუმზერ პოლიციელს.
ჩემი დაცვის თანამშრომელი, რომელიც ამჯერად რატომღაც პოლიციის ფორმით მომევლინა, რამდენიმე წამით თვალებში მიმზერს, თუმცა ვერ ვხვდები ჩემი სჯერა თუ არა, კუშტი მზერით თვალს მარიდებს.
- ამ გოგონას მე მივხედავ!... - ღრენით ეუბნება მამაკაცს.
- ძალიან კარგით, ბატონო პოლიციელო, ახლავე მოგცემთ ჩვენებას... - მლიქვნელური, პირფერული თავაზიანობით იშაქრება მამაკაცი. მაციებს, მთელ სხეულში მაცახცახებს.
- ვერ გაიგეთ რა გითხარით?! - ხმა უმკაცრდება პოლიციელს - ამ გოგონას მე მივხედავ, თქვენ კი მისგან რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანზე ძალადობის გამო, იქეთ გახდებით დასაჭერი!...
აშკარად ვხედავ, როგორ მოქმედებს პოლიციელის სიტყვები მამაკაცზე, ფითრდება, სიბრაზისგან თეთრდება.
- რას კადრულობთ, ახალგაზრდავ?! - შეტევაზე გადმოდის ის.
- რაც გესმით! - არ თმობს პოზიციას ჩემი მხსნელიც - ნუ მაიძულებთ ვიდეო ჩანაწერი ამოვიღო, არამგონია სასიამოვნო სანახავი იყოს!... - ირონიულად უმზერს მას.
- ერთმანეთთან შეკრულები ხართ?! უნდა მივმხვდარიყავი, ეს ამბავი არ შეგრჩებათ, არ იფიქროთ ამით დასრულდეს!... - თითის ქნევით გვშორდება აპილპილებული, ყოვლად გაურკვეველი მიზეზით ჩემზე მეტად შეურაცყოფილი კაცი.
თუმცა მისი მუქარა აშკარად არ აღელვებს ჩემს დაცვის მუშაკს, დამცინავი სახით გაჰყურებს ექსკალატორზე მდგომს.
- კარგად ხარ?! - ისევ მკაცრი ტონით მეკითხება. სიტყვის ამოღებას ვეღარ ვბედავ, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - მიხარია! - თვალებით მიცინის და ხელით მსუბუქად მისი ჯიხურისკენ მიბიძგებს.
ესეც ჩვენი პირველი შეხვედრა, პირველი დიალოგი, თუ ამას დიალოგს დავარქმევთ. თუმცა სიხარულისთვის ესეც მყოფნის, ბედნიერი ვარ, სულაც არ ყოფილა ჩემი მცველი უჟმური და უხასიათო, თან როგორი მამაკაცურია, როგორ უხდება ფორმა, ნეტა აქამდე რატომ არ ეცვა?!
თითქოს ჩემ აზრებს კითხულობს, მოულოდნელად მეუბნება: - მიხდება ხომ? დღეს მოგვიტანეს... - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დანაშაულზე წამასწრო, ვგრძენობ როგორ ვწითლდები, ალბათ სიჩუმე ეხამუშება - არაფერს მეტყვი, მიხდება?!
თავს ვხრი და ძლივს გასაგონად ვბლუყუნებ: - კი, გიხდებათ! ვაჟკაცურ იერს გძენთ, თუმცა არ ვიცოდი პოლიციელი თუ იყავით, მე მხოლოდ დაცვის თანამშრომელი მეგონეთ...
- დაცვის თანამრომელი?! - გულიანად ხარხარებს ის - მეტროში პოლიცია პატრულირებს. - მის სიტყვებზე კიდევ ერთხელ ვწითლდები, ის კი თითქოს ვერც კი ამჩნევს, ისევ აგრძელებს - ფორმის გარეშე არ ვარ ვაჟკაცი?!... - აშკარად ზედმეტად გაამხიარულა ჩემმა სიტყვებმა. ისედაც არეული, ორმაგად ვიბნევი.
- არა, ასე არ მითქვამს, უბრალოდ... ფორმა, უბრალოდ... - ენა მებმის, იმდენად ვირევი, რომ საკუთარი თავი მეცოდება და ტირილი მინდა.
- ნუ ნერვიულობ!.. - ჩემი ცრემლების დანახვაზე წუხს - მივხვდი რისი თქმაც გსურდა, პოლიციაში ხომ სწორედ ამ მუნდირის გამო წამოვედი, მიხარია თუ მოგწონს... - პატარა ბავშვივით აღტაცებული უმზერს ტანზე კოხტად მორგებულ კიტელს.
- ბედნიერი ხართ! - ემოციებს ვერ ვმალავ და ალბათ, ცხოვრებაში პირველად მისი მშურს, მან ხომ ჩემგან განსხვავებით ოცნება აისრულა. კაბინაში ჯერ მე მიშვებს.
- თუ წინააღმდეგი არ ხარ, ცოტა ხნით მეც აქ გავჩერდები!... - პასუხს არც კი ელოდება, სათვალთვალო კამერის მონიტორებთან მდებარე პატარა სკამზე თავსდება, ჩემი მიმართულებით არც კი იყურება, ჯიუტად ჩასცქერის გამოსახულებებს.
რამდენიმე წამით უხერხულად ვიშმუშნები, როგორც კი ვრწმუნდები, რომ საკუთარი საქმითაა დაკავებული და ჩემი არსებობა სავარაუდოდ აღარც კი ახსოვს, იქვე მდგარ პატარა სავარძელზე ვთავსდები და ვცდილობ დავიძინო, თუმცა მოგონებები ისევ მისით იწევენ წინ.

მახსოვს როგორ დავიბენი, როცა პირველად ჩემზე რამდენიმე წლით დიდმა ერთ-ერთმა ჩემმა რაიონელმა ბიჭმა მითხრა, რომ ველური კატის კვალობაზე საკმაოდ ლამაზი ვიყავი.
- ველური კატის?! - მისი სიტყვები ვიუკადრისე. არც მის მზერაში შემჩნეული დაუფარავი წადილი მესიამოვნა, რატომღაც შემრცხვა, შემეშინდა და აცახცახებული გავიქეცი სახლში.
ვიდექი სარკის წინ და ვუყურებდი საკუთარ გამოსახულებას, ვცდილობდი იმ უცნობი ბიჭის თვალებით დამენახა ჩემი თავი. მართლაც კატის მსგავსი ჭროღა თვალებით, სკეპტიკური სახით ვუმზერდი თხუთმეტიოდე წლის გამხდარ არსებას, ვერაფერ ლამაზს მე ვერ ვხედავდი, თუმცა...

უცნობმა ბიჭმა ნელ-ნელა მოუხშირა სკოლაში სიარულს, თავიდან მეგობრებთან სკოლის ეზოში იდგა, შორიდან მაყოლებდა თვალს, თითქოს ვერ ვამჩნევდი, ან უბრალოდ არ მინდოდა მისი დანახვა, შემდეგ შენობაშიც შემოვიდა, მეორე სართულზეც ამოვიდა და ჩემი კლასის წინაც დადგა.
ხმას არ იღებდა, არაფერს ამბობდა, არადა მთელმა სკოლამ იცოდა, რომ იქ ჩემს გამო მოდიოდა. გოგონები მეუბნებოდნენ, რომ იღბლიანი ვიყავი, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ვახოს რაიონის ერთ-ერთ საუკეთესო ბიჭს მაინცდამაინც მე მოვწონდი. არადა მე იმდენად ვერ ვიტანდი, რომ მისი სახელის ხსენებასაც კი ვერიდებოდი, დაცინვითა და ირონიით „რაიონის პრინცს“ ვეძახდი და სხვა ეპითეტით არც არასოდეს მომიხსენებია.
წესით ალბათ, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, ცხოვრებაში პირველად შემამჩნიეს, დამინახეს, ვიღაცას მოვეწონე, მისთვის სასურველი ვიყავი, მე კი რატომღაც მეშინოდა. რამდენიმეჯერ მოინდომა ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება, თუმცა როგორც კი ჩემსკენ მომავალი დავინახე, მაშინვე გავიქეცი. ალბათ, ბავშვივით ვიქცეოდი, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო, იყო რაღაც რაც არ მომწონდა, არ მსიამოვნებდა. არ ვიცი ეს რა იყო, იქნებ - ინტუიცია. თქვენ ყოფილხართ ასე?
ჩემი კლასელები მასზე აფანატებდნენ, დაუფარავად ეკეკლუცებოდნენ, ეპრანჭებოდნენ. გულში ვნატრობდი, მართლაც მოსწონებოდა რომელიმე მათგანი.
პერიოდულად იკარგებოდა, ზოგჯერ რამდენიმე თვითაც კი, ხშირად გამიგონია, როგორ ინტერესდებოდნენ გოგოები სად ქრებოდა, სად მიდიოდა იმ დღეებში, თუმცა „რაიონის პრინცი დუმდა. არადა, მე მისი არყოფნა მიხაროდა, ეს ჩემთვის საუკეთესო დღეებიც კი იყო. თითქოს თავისუფლად ვიწყებდი სუნთქვას, სახეზე ღიმილიც კი მიბრუნდებოდა.

მას აქებდნენ, მის ოჯახს პატივს სცემდნენ, იმდენი მოახერხეს, რომ დედაჩემიც კი დღე და ღამე მის ქება-დიდებაში იყო.
- ბედი კარს მოგდგომია, შენ კი არც კი იცი რა გინდა. ფიზიკურად კარგი ბიჭია, მშვენიერი ოჯახი, ყველაფერს შეგიქმნიან, ყველაფერს მოგცემენ რაც კი გჭირდება, ცხოვრებას ნახავ!... - მეჩიჩინებოდა ის.
მე კი, როგორც კი მის სახეს წარმოვიდგენდი, ძარღვებში სისხლი მეყინებოდა.
- ჭინჭი-პინჭებზე არასოდეს გავიყიდები, მისი არაფერი მჭირდება!... - რაც უფრო ცდილობდა დედა მის დადებითი კუთხიდან წარმოჩენას, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი.
- არ მინდა, არ მომწონს, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!
- სულელი ხარ, რაღაზე გელაპარაკო!... - საბოლოოდ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი დედაჩემმა და თავიც დამანება.
ეს დღე იყო და ეს, მისი სახელიც კი აღარ უხსენებია ჩემთან. მეც დავისვენე, სხვა თუ არაფერი საკუთარ სახლში მაინც აღარ მესმოდა მისი ხოტბა.

რეალურად რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან? რა, რადა გათხოვება ნამდვილად - არა. ბევრი არაფერი, სკოლის დამთავრება, ჩემთვის სასურველი პროფესიის დაუფლება, შემდეგ, ოდესმე, ალბათ ჩემი ოცნების მამაკაცის ნახვა, ისეთის რომელსაც მთელი გულით ვეყვარებოდი და მოსიყვარულე ოჯახის შექმნა. ეს ბევრი იყო?! ალბათ, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი. ჩემი თინეიჯერული, ჩამოუყალიბებელი გემოვნებითაც კი, ერთად-ერთი რაც ზუსტად ვიცოდი, ის იყო რომ ის, რაიონელი ბიჭი, ჩემი პრინცი ნამდვილად არც იყო და ვერც იქნებოდა.

ჩემი ოცნებები ალბათ, ილუზიებს უფრო ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ჩემი ოჯახის მძიმე მატერიალური პირობების გამო, სავარაუდოდ სწავლის გაგრძელებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. იქნებ თქვენც დედაჩემის მსგავსად მითხრათ, რას იტანჯებოდი, ბედი კარს მოგდომოდა და თავს რას იფასებდიო, მაგრამ მე ასე სულაც არ ვფიქრობდი.
ვცხოვრობდი ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებით. ვოცნებობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ჩემი ოჯახის მძიმე მატერიალური პირობების გამო სავარაუდოდ სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. არადა, მთელი გულით მინდოდა მასწავლებლობა. გაგეცინებათ ალბათ, დღევანდელ ცხოვრებაში მასწავლებლობა რა სანატრებელიაო, მაგრამ მე ძალიან მინდოდა, განსაკუთრებით საბავშვო ბაღის მასწავლებლობა მსურდა. მინდოდა საკუთარი ბაღი მქონოდა, სადაც გაჭირვებული ოჯახებიდან ივლიდნენ პატარები და ოდნავ მაინც გავულამაზებდი და გავუხალისებდი უფერულ ცხოვრებას. ალბათ, ოცდამეერთე საუკუნის მერი პოპინსი ვიქნებოდი, თუმცა მე არც სათვალე მქონდა ცხვირზე და არც სასაცილო ქოლგა. გარდა მასწავლებლობისა, კიდევ მქონდა ერთი ოცნება, ყველაზე სათუთი და ყველაზე ტკბილი, ცეკვა მინდოდა მესწავლა.
იქნებ დედაჩემის მსგავსად, თქვენც მითხრათ, თავს რას იტანჯავდი, შე.. გაჭირვებულო, ბედი კარს მოგდომოდა გაჰყოლოდი იმ ყმაწვილს ცოლად და ცეკვასაც ისწავლიდი და საბავშვო ბაღიც გექნებოდაო, მაგრამ არა, მერწმუნეთ ეს ჩემი ახირება ნამდვილად არ იყო. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ის ადამიანი ჩემთვის არ იყო შექმნილი და აქ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არაფერ შუაში იყო.
თუმცა სულ სხვა თემაზე ვსაუბრობდი და სულ სხვაგან გადავხტი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა დამრიგებელმა სკოლაში გამოგვიცხადა, რომ განათლების სამინისტროსა და რაიონის გამგეობის დახმარებით ჩვენს სოფელში ცეკვის მასწავლებლები ჩამოდიოდნენ, სკოლიდან ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებს შეარჩევდნენ და დაიწყებოდა რეპეტიციები. როგორც აღმოჩნდა, თავგადასავლების მაძიებელმა რამდენიმე ახალგაზრდამ გადაწყვიტა მიყრუებულ სოფლებში ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების მოძიება, ყველაზე მომხიბვლელი კი, ის იყო რომ აღნიშნული პროექტით განათლების სამინისტროც დააინტერესეს, რომელიც მთლიანად საკუთარ თავზე იღებდა მათ დაფინანსებას. ჩვენ მხოლოდ მონდომება და კარგად ცეკვა გვევალებოდა.
გველაპარაკებოდა პედაგოგი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ მე მესაუბრებოდა, სიხარულის ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, მეგონა, ღმერთმა ჩემი თხოვნა შეისმინა და ოცნება მისრულდებოდა. ასეც იყო, მაშინ ხომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რამხელა როლს ითამაშებდა ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში.
მასწავლებლები „ქართული ნაციონალური საბალეტო სკოლის“ წარმომადგენლები გახლდნენ, ალბათ ასე 20-22 წლამდე იქნებოდნენ, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ სუხიშვილების სოლისტები თურმე სულ რამდენიმე თვის წინ დაქორწინებულან. ეს წყვილის ერთობლივი პირველი პროექტი გახლდათ.
ვუმზერდი ჩემზე რამდენიმე წლით დიდ პედაგოგებს და ვხედავდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული მეუღლეები. მათი შემხედვარე სადღაც, გულის კუნჭულში თითქმის ვიჯერებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც შემომხედავდნენ ასეთი აღტაცებული თვალებით.
მთელი გულით შევიყვარე ისინი, ანიტა და კაკი, განსაკუთრებით მომწონდა მუდამ მომღიმარი და ხალისიანი ანიტა, ისეთი თბილი იყო, ისეთი უშუალო. რეპეტიციაზე მისულს მავიწყდებოდა საკუთარი პრობლემები, არც ჩემი სიღარიბე მაწუხებდა და არც მშიერი კუჭი, ვცეკვავდი თავდავიწყებით, მთელი არსებით და ვიყავი ბედნიერი.
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ იცვლები ცეკვის დროს. ანათებ, თვალები გიბრწყინავს... ასეთი რამ არასოდეს მინახავს. საცოდაობაა, ასეთი ნიჭი აქ იკარგებოდეს!... - პატარა ბავშვივით ემოციებს ვერ მალავდა ანიტა და ადგილზე ხტუნაობდა.
ვგრძნობდი უხერხულობისა და ბედნიერებისგან როგორ ვწითლდებოდი, არც კი იცით, როგორ მინდოდა მისი სიტყვები მხოლოდ სტიმულის მოსაცემად ნათქვამი ფრაზა არ ყოფილიყო.
აი რა იყო ჩემი ოცნება, აი რა მინდოდა, მესწავლა და მეცეკვა, გამეშალა ხელები, ვყოფილიყავი დედოფალი, თუნდაც მხოლოდ ცეკვისას დაეკრათ ტაში, ბევრი იყო?! ალბათ...
მოგონებებისგან გული მიჩუყდება, ცრემლები მისით იკვლევენ გზას და ვცდილობ ჩუმად მოვიწმინდო თვალებიდან. კედლისკენ ვბრუნდები, არ მინდა მან დაინახოს, როგორ ვტირი, არ მინდა კიდევ ერთხელ ნახოს უსუსური რომ ვარ. თუმცა, ის ისევ მონიტორს უმზერს, ჩემთვის რათქმა უნდა არ სცალია.

მესამე თავი
ტირილ-ტირილში ვერ ვიგებ როგორ და როდის მეძინება. როგორც ყოველთვის კოშმარები მაწუხებს. ისევ მას ვხედავ, “რაიონის პრინცს“, თითქოს ისევ ვგრძნობ, როგორ მეხება მისი ბინძური ხელებით, მისი საზიზღარი ტუჩებით მკოცნის.
- არ მომეკარო, გემუდარები, არ შემეხო! - ძილში ვფართხალებ, უმისამართოდ ვიქნევ ხელებს, თითქოს მისი მოშორება მინდა. მეღვიძება, ოფლად ვარ გაღვრილი, დაფეთებული აქეთ-იქით ვიყურები, თითქოს ვცდილობ გავერკვიო სად ვარ, მოციმციმე მონიტორებთან მთვლემარე დაცვის, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა პოლიციის თანამშრომელს ვხედავ და შვებით ვიღიმი. სიზმრით შეშინებულს საკუთარი გულისცემაც კი მესმის, მკერდზე ხელს ვიჭერ, თითქოს ასე ვცდილობ პულსის დარეგულირებას. მინდა ყველაფერი დავივიწყო, წარსულის ლაქები მოვიშორო, მაგრამ...
ძილში განცდილი ემოციები იმდენად მძაფრია, რომ დაძინებას ვეღარ ვახერხებ, მოგონებები ისევ ჯიუტად იკვლევენ გზას და ისევ წარსულში ვბრუნდები.

მახსენდება ნოემბრის ბოლო იყო. თითქმის ერთი თვე ჩემი პატარა ძმა ავადმყოფობდა, სერიოზული არაფერი, როგორც ექიმები ამბობდნენ მწვავე ვირუსული ინფექცია, ჩუტყვავილა, ჩვენებურად, მარტივად კი - ბატონები. დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, მაღალი სიცხით და სხეულზე წყლულოვანი გამონაყარით, ბრილიანტის მწვანით ჭიამაიასავით დაკოპლილი ჩემი ძმა ლოგინში იწვა და მთელი დღე ხვნეშოდა. მის გამოჯანმრთელებას არადა, არ დააგდა საშველი, ტიპიური მამაკაცი იყო ავადმყოფობისას, წუწუნა და კრუტუნა. ოცდაერთი დღის გასვლამდე ლამის დღეებს ვითვლიდით მთელი ოჯახი. რამდენიმეჯერ მაღალი სიცხის გამო, კინაღამ გაგვეთიშა, მახსოვს როგორ შეშინდა დედა, პანიკაში მყოფი ისტერიულად გაჰკიოდა. მისი რეაქციის შემხედვარე, ავადმყოფთან წუთითაც ვეღარ ვტოვებდი მატროს, არც ცეკვაზე დავდიოდი და სკოლასაც ვაცდენდი.
უკვე მესამე დღე იყო, რაც ჩემს ძმას სიცხემ დაუკლო, ნელ-ნელა გამონაყარმაც იწყო ალაგება, ჭირვეული პაციენტი, როგორც იქნა დამშვიდდა. გავბედე, იმ დღეს დედასთან ერთად სახლში დავტოვე და სკოლაში წამოვედი.
გარეთ თან წვიმდა, თან თოვდა, უკვე აღარც მჯეროდა, რომ ნოემბერი შემოდგომის თვე იყო. საკმაოდ ციოდა. ჩემი დანახვისთანავე წამოვიდა საყვედურების კორიანტელი დამრიგებლისგა, ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა, რომ ოქროს მედლის კანდიდატს ამდენი გაცდენები არ წამადგებოდა. თავდახრილი ვუსმენდი პედაგოგს და ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ან რა მეთქმოდა?! ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი. საბოლოოდ ალბათ შევეცოდე და გაჩუმდა, ერთი ჩაიქნია ხელი სინანულის ნიშნად და წავიდა.
დამრიგებლის მსგავსად, რამდენიმე წუთიანი საყვედურების შემდეგ ისტორიის მასწავლებელმაც გაკვეთილის ახსნა დაიწყო. იქ კი ვიჯექი, მაგრამ პედაგოგის მოსმენის ნაცვლად გათოშილი ჩემს ჩრჩილისგან შეჭმულ, საცერივით დაძენძილ კაბასა და შემოგლეჯილ ჩექმებს დავცქეროდი. მათი რეაქციიდან გამომდინარე უკვე ცეკვაზეც ვნერვიულობდი, გულის სიღრმეში მეშინოდა გაცდენილი დღეების გამო ცეკვის მიტოვება არ მოეთხოვათ. სწორედ ამ დროს შევნიშნე დერეფანში მოსიარულე კაკი და ანიტა, რომელმაც თავი შემოყო ნახევრად შემინულ კარებში, ღიმილით მიესალმა პედაგოგს და მე გამომხედა შუბლშეკრულმა:
- შენთან საქმე გვაქვს, იქნებ ცოტა ხნით მოიცალო და შემოგვიარო?!... - ზედმეტად მკაცრი, ოდნავ ირონიული ხმით გამომიცხადა მან.
უნებურად გამაცია, არ მესიამოვნა მისი ტონი, როგორც წესი ასეთი მომართვის ფორმა არ ახასიათებდა. ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, ხელის გულები ოფლით დამეცვარა, ალბათ გავფითრდი კიდევაც, უსიტყვოდ დავუქნიე თავი.
თითქოს ჯიბრით მაინცდამაინც იმ დღეს სკოლაში ჩვეულებრივზე დიდხანს დამტოვა დამრიგებელმა. თუმცა რა მიკვირდა, იმდენ საგნებში ჩამოვრჩებოდი, რომ აშკარად დამატებითი გაკვეთილები მჭირდებოდა.
შებინდებული იყო, როცა დარბაზამდე მივედი, მოცეკვავეები კარგა ხნის წასულები იყვნენ, საკმაოდ ასაკიანი, ღამის დარაჯი, ძია ლექსო უკვე კარების დაკეტვასაც კი აპირებდა.
- მასწავლებლებიც წავიდნენ? -ხმა გამებზარა მე.
- ეს-ესაა დირექტორთან შევიდნენ, გამოვლენ თუ არა ვეტყვი რომ მოხვედი....
- ძია ლექსო, დარბაზში შემიშვებთ?! - მუდარით ვუმზერ მას.
- რა თქმა უნდა შვილო, ანიტასაც ვეტყვი, რომ ელოდები...
შევედი დარბაზში, აქეთ-იქით მიმოვიხედე, ღრმად შევისუნთქე ლაკწასმული პარკეტის სუნი, თითქოს ახლაღა ვიგრძენი როგორ მომნატრებია აქაურობა. პედაგოგების ლოდინით გაბეზრებული სარკეში ასახულ საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი, ერთი ფერმკრთალი, ზედმეტად გამხდარი, მწვანეთვალება, სევდიანი გოგონა მიმზერდა. ფეხის ნელი ბაკუნით თანდათან ტემპს ვკრეფდი, ვითვლიდი და სარკის წინ ვცეკვავდი, თავიდან ჩემი დამფრთხალი გამოსახულება თითქოს გაუბედავად მოძრაობდა, შემდეგ კი აშკარად ცეკვის ეშხში შესული ციბრუტივით ტრიალებდა, თვალები უბრწყინავდა, ანცი გამოხედვით მიმზერდა, ასე თვალნთავლივ არასოდეს შემიმჩნევია, თურმე ბედნიერება მეც შემძლებია და ეს ბედნიერი გოგონა რატომღაც ლამაზი მეჩვენებოდა. მუსიკა არ მქონდა თუმცა არც მჭირდებოდა, მელოდიას გულში ვღიღინებდი და ისე ვცეკვავდი. ვერ გეტყვით რამდენ ხანს ვივარჯიშე, ერთი საათი ან იქნებ მეტიც. საკმაოდ დაღლილმა, ტრიალ-ტრიალით დავარტყი კიდევ ერთი წრე დარბაზს და თავბრუსხვევისგან აკისკისებული იატაკზევე ჩავჯექი ბუდას ფორმაში.
ვუმზერდი სარკეში ასახულ საკუთარ გამოსახულებას, მეორე მხრიდან ბედნიერი, თვალებ აციმციმებული თხუთმეტიოდე წლის გოგონა მიმზერდა, ისეთი მშვენიერი, ისე დავაკვირდი, თითქოს ამ გოგონაში ჩემი თავის ცნობა გამიჭირდა, ასეც იყო, ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი - მე.
ზურგს უკან ვიღაცამ ტაში დამიკრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დარბაზში მარტო ვიყავი, მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი, შებრუნება ვერც კი გავბედე, სარკეშივე დავინახე მომღიმარი ანიტა და კაკი.
- ხომ გეუბნებოდი, ამ გოგოს ცეკვა უყვარს, ამისთვისაა დაბადებული! - მრავალმნიშვნელოვნად გახედა ანიტამ კაკის.
- მეუბნებოდი, მაგრამ მხოლოდ სიყვარულით შორს ვერ წავა, ვარჯიში ჭირდება, ის კი -ხშირად აცდენს, ეზარება!... - კოპებ შეკრული, მკაცრად მიყურებდა კაკი.
- გაცდენა არ მინდოდა, უბრალოდ... - ვცდილობდი როგორმე თავი მემართლებინა, მაგრამ ცრემლები ყელში მაწვებოდა და სიტყვაც მიწყდებოდა.
- არ იტირო! - მკაცრად მითხრა კაკიმ და მეც უკვე მოწოლილი ცრემლები მყისვე შემაშრა, წამიერად გავჩერდი. - აქ სასაყვედუროდ არ დაგვიბარებიხარ, შემოთავაზება გვაქვს, გვინდა ყურადღებით მოგვისმინო და კარგად გაიაზრო რასაც გეტყვით...
- კარგად იცი, ეს პროექტი ადრე თუ გვიან დასრულდება. - საუბარში ჩაერთო ანიტაც. - მერწმუნე ძალიან მიხარია, მე და კაკი პედაგოგობას რომ დავთანხმდით და აქ წამოვედით. ამ თვეებმა საკმაოდ ბევრი შეგვძინა, იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ველოდი. ნიჭიერი მოცეკვავეები აღმოვაჩინეთ, ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო. მაგრამ ამ ბავშვებს გზის გაკვლევა და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებათ, რასაც აქ, ამ პირობებში ვერ მოახერხებენ. რამდენიმე მათგანის მშობლებს უკვე ვესაუბრეთ, საკუთარ მომავალზე ალბათ თავადვე იზრუნებენ, მაგრამ შენ... - ვხვდებოდი რომ საკმაოდ ღელავდა ანიტა, თითქოს თითოეულ სიტყვას არჩევდა - არ მინდა გული გატკინო. ბევრი ვიფიქრეთ როგორ გვეთქვა, შენში დიდ პოტენციალს ვხედავთ, საცოდაობაა შენი აქ დაკარგვა, თუ სურვილი გექნება... მოკლედ ჩვენ მხარში ამოგიდგებით, ყველაფერში დაგეხმარებით, ოღონდ ჩვენთან ერთად თბილისში წამოდი....
- მე, მე... - მღელვებისგან ხმა მებზარება, ვიცი მათ ნათქვამს ახდენა არ უწერია, მაგრამ მაინც მიხარია - მადლობთ ასეთი წინადადებისთვის, მაგრამ... - სულ ცოტაც და ისევ ავტირდები.
- დედაშენთან ერთად ვიყავით მისულები, გვეგონა გაუხარდებოდა ჩვენი შემოთავაზება, თუმცა სიურპრიზი დაგვხვდა, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით... - რატომღაც სიტყვა „სიურპრიზს“ საეჭვოდ ირონიულად ამბობს კაკი.
- სიურპრიზი?! - დაბნეული ვაფახუნებ თვალებს.
- თურმე სკოლას დაამთავრებ თუ არა, გათხოვებას გეგმავ. ალბათ, ცეკვაზე ფიქრიც კი არ ღირს!... - გულდაწყვეტილი აღნიშნავს ანიტა.
გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი მასწავლებლებს.
- რას ამბობთ, მე ვთხოვდები?! ასეთი რამ არც კი მიფიქრია, რა სისულელეა... დედას გეფიცებით, უნდა დამიჯეროთ!... -ჩემი გაოგნება ნელ-ნელა სასოწარკვეთილებამ შეცვალა, რადგან ვხედავდი, რამდენად დაბნეულები უმზერდნენ ერთმანეთს კაკი და ანიტა. - ჩემი არ გჯერათ?! - ამჯერად ცრემლები ნამდვილად ვეღარ შევიკავე მე.
- გვჯერა, როგორ არ გვჯერა... - თითქმის ჩემივე ასაკის ანიტა პატარა ბავშვივით მიხუტებდა გულში, - არ გინდა, გთხოვ, დედას გეფიცები, კაკის გეფიცები, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული ყველაფრით დაგეხმარებით!...
- მოგვისმინე, გვანცა, შენი გვჯერა თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ მაინც სოფელში ცხოვრობ, საკმაოდ ლამაზი გოგონა ხარ, ალბათ დედაშენსაც უნდა პატრონს ჩაგაბაროს... - აშკარად მის ნათქვამ სიტყვებს მიმეორებდა - მაგრამ თუ შენ გსურს, დედაშენს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით. ოღონდ მოინდომე, ჩვენ დაგაფინანსებთ, ჩვენთან იცხოვრებ, ყველაფერში დაგეხმარებით...
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მათ წინადადებას დავეთანხმე, ანიტას სიხარულით სავსე მზერას ვხედავდი და ორმაგად გულაჩუყებული ცრემლებს ვეღარც ვიკავებდი, ემოციების დაფარვას აღარც ვცდილობდი, ხან ერთ ვეხუტებოდი და ხან მეორეს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გეტყვით, რომ იმ დღიდან მოყოლებული გაორმაგებული ძალებით ვვარჯიშობდი, ჩემთვის აღარაფერი არ არსებობდა, მხოლოდ სწავლა და ცეკვა. აღარც აბეზარი თაყვანისმცემელი ჩნდებოდა, ან იქნებ მე ვეღარ ვამჩნევდი. ანიტამ და კაკიმ ახალი მიზანი გამიჩინეს, თითქოს იმედი მომცეს, რომ შეიძლებოდა მეც მქონოდა უკეთესი მომავალი, ცხოვრება რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი და ამ ყველაფერს ჩემი შრომით, ჩემი ნიჭით მივაღწევდი.
ახალი წელი ახლოვდებოდა. სვანეთში, მესტიაში მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სადაც განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ჩვენც უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ჩვენი ფორმებისა და მგზავრობის ხარჯებს ისევ სამინისტრო ფარავდა. ვინაიდან ჩვენი გუნდი არსებობის რამდენიმე თვეს ითვლიდა, მონაწილეობას კონკურსგარეშე ვიღებდით, თუმცა ფესტივლის გახსნის პატივი სწორედ ჩვენ გვერგო.
კარგად ვიაზრებდით რამხელა პასუხისმგებლობას გვაკისრებდნენ ორგანიზატორები. ფესტივალის მსვლელობის დროს სულ ხუთი ცეკვა უნდა შეგვესრულებინა: სამაია, მთიულური, კინტაური, აჭარული და დავლური. პედაგოგების გადაწყვეტილებით სამ მათგანში სოლისტი მე უნდა ვყოფილიყავი. ბავშვებმა ერთი კი გამომხედეს გაოცებულებმა, მაგრამ თითქოს ჩემი ლიდერობა აღიარესო, გადაწყვეტილება არც ერთს არ გაუპროტესტებია.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, მომინდა სადმე გავმქრალიყავი და დავმალულიყავი, იცით როგორი შეგრძნება მქონდა?! თითქოს ყველაზე მკაცრ გამოცდას ვაბარებდი, პედაგოგებს მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი სურდათ დაენახათ, მე კი, რა მინდოდა მე?! მე მიყვარდა ცეკვა და ამით სიამოვნების მიღება მსურდა, მეტი არაფერი, ეს იყო და ეს...

ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოგვიტანეს ანიტამ და კაკიმ ჩვენი ფორმები, ვიგრძენი როგორ გამალებით მიცემდა გული, როცა სათუთად დამუშავებულ ნაქარგებსა და უძვირფასეს ქსოვილს ხელით ვეხებოდი.
პირველად სამაიას კაბა მოვისინჯე, წელზე სარტყელი და ბარმა ჩემით დავიმაგრე, ისედაც გრძელი, ბუნებრივი, ოდნავ მწითური თმა ორ სქელ ნაწნავად მხრებზე მეფინა. კაკი ჩოხა -ახალუხში გამოწყობილ ბიჭებთან ერთად მოთმინებით გველოდა, გვირგვინის დადგმაშიც ისევ პედაგოგი დაგვეხმარა. ფეხების კანკალით, მხრებში მოუხერხებლად აწურული გავედი საცეკვაო დარბაზში ლოდინით გაბეზრებულ ბავშვებთან.
რამდენიმე წუთით უხერხული დუმილი ჩამოვარდა, წყვილი თვალები უსიტყვოდ მიმზერდნენ და აღფრთოვანებასა და აღტაცებას გამოხატავდნენ. ხმა არ ამოუღიათ, არც ერთი სიტყვა, მაგრამ ამ დუმილში ყველაფერი იყო ნათქვამი.
- აი, ეს მესმის! - თითქოს თითოეულის სათქმელი ამ სამ სიტყვაში გამოხატა კაკიმ - არჩევანში არ შევმცდარვართ! -კმაყოფილმა მიმართა ანიტას.
ინტერესით გავაპარე თვალი სარკეში საკუთარი ანარეკლისკენ, დაჟინებით ვცდილობდი წინ მდგომ ულამაზეს არსებაში ჩემი თავის ამოცნობას.
- შეუძლებელია, ეს მე არ ვარ! - აშკარად ვერ ვიჯერებდი ასეთ სახეცვლილებას. ბედნიერებისგან თვალები ცრემლებით ამევსო, არ მინდოდა ტირილი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, ვხედავდი ჭროღა თვალები როგორ აუწყლიანდა სარკიდან მომზირალ ჩემს ანარეკლსაც.
- ამას არასოდეს დაგივიწყებთ, უღრმესი მადლობა! - ძლივს მოვახერხე მღელვარებისგან რამდენიმე სიტყვის თქმა.

- ჩემი მახინჯი იხვის ჭუკი! - ეს ალბათ ყველაზე თბილი და გულწრფელი კომპლიმენტი იყო გიორგისგან, რაც კი ოდესმე მომისმენია, - სულაც არ მიკვირს ის ველური რომ გადარიე!
ძნელი მისახვედრი არ იყო, ველურში ვისაც გულისმობდა.
- კარგი რა გიო, ბოლოს თუ არ აურიე, ხომ ვერ მოისვენებ?! - ნამდვილად არ მესიამოვნა „რაიონის პრინცის“ ხსენება.
- გვანცუ, ხომ იცი ჩემი და ხარ! რამე რომ დაგჭირდეს, ხომ იცი?!... - არ ვიცი რის თქმას ცდილობდა, უბრალოდ რატომღაც სიტყვა არ დაასრულა და მეგობრულად ჩამიკრა გულში.
- სულელობ რაღაცას, რა უნდა დამჭირდეს?! - მისი ტორებიდან დასხლტომას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ.
- დედას გეფიცები, ვინმემ რამე რომ გაწყენინოს, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს, ჩემი ხომ გჯერა?!
- ვიცი გიო, ვიცი! - უკვე სიცილს ვეღარ ვიკავებდი მე.
გიო ხომ ბავშვობიდანვე ასე იყო, ჩემი დაცვის სურვილი აშკარად პარანოიასა და ახირებაში გადასვლოდა, მუდმივად ეჩვენებოდა, რომ ვიღაცისგან ხსნა მჭირდებოდა.
- ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და არც შენ გამოიყურები ურიგოდ! - თვალებზე ჩამოვაფხატე თეთრი ფაფახი.
- აბა, რა... - როგორც იქნა ხელები გამიშვა და კმაყოფილი გამეჭიმა.
მართლაც სასიამოვნო შესახედი იყო მხრებში გაშლილი, ჩემზე თითქმის ერთი თავით მაღალი, შავ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თეთრი ფაფახიდან თვალებბრიალა, ქორივით მომზირალი ვაჟი.
- სიფრთხილე მმართებს, სვანის გოგოებმა არ მომტაცონ ერთად-ერთი მეგობარი!...- ძლივს შევწვდი, მაგრამ მაინც მოვახერხე მისთვის თავში მსუბუქად წამორტყმა.
- ამას უყურე ერთი!... - ვითომ გაბრაზდა გიორგი -შენ ვისზე ლაპარაკობ?! ასე დედოფალივით გაპრანჭული თუ დაგიტოვეს მესტიაში, ხმის ამომღებიც არ ვარ, პირიქით ხმამაღლა დავიყვირებ, მეშველა მეთქი და მაყრულის სიმღერ-სიმღერით საქორწინო სუფრის თავშიც გამოვიჭიმები!...
- ბოროტო, ასე გასასაღებლად მაქვს საქმე?! - აშკარად მეწყინა მისი სიტყვები, თვალები ცრემლებით ამევსო, ცოტაც და ალბათ მართლა ავტირდებოდი.
- სულელი ხარ! - ხარხარით ამიტაცა ხელში და რამოდენიმეჯერ დამატრიალა - გასასაღებელი კი არა, ჩემი ცხოვრება ხარ, ერთი ვინმემ გაბედოს და!....- ისევ ჩემს ვირტუალურ მჩაგვრელს ემუქრებოდა ის. ხმამაღლა ვკისკისებდი და ყელზე ვეკიდებოდი მეგობარს.
ამ დღის გახსენებაზე ახლაც სულელივით მეღიმება, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ, მე კი ვერც ვხვდებოდი. ჩემი გიორგი, ჩემი ერთად-ერთი... სად არის ახლა?! ნეტა თუ ვენატრები? სევდა ბოღმის სახით მაწვება, გული დარდით მევსება და ისევ ცრემლების სახით მიიკვლევს გზას.
ჩვენ წასასვლელად ვემზადებოდით, ერთი და იგივე კითხვას ვინ იცის მერამდენედ ვსვავდით: - შორია? რამდენი საათი მოგვიწევს მგზავრობა?
ანიტა და კაკი, ამდენი კითხვებისგან ალბათ უკვე გაბეზრებულები, გაღიზიანებას არ იმჩნევდნენ და მოთმინებით გვპასუხობდნენ თითოეულ დასმულ კითხვაზე.
ოცდარვა დეკემბერს ჩვენი ავტობუსიც დაიძრა მესტიისკენ. მივიწევდით წინ, მივდიოდით და გზა არადა, არ მთავრდებოდა. თავიდან საკმაოდ ომახიანად ვმღეროდით, ვთამაშობდით, თუმცა ბოლოს გასართობების მარაგიც ამოგვეწურა და ფანტაზიის უნარიც. დაღლილები, მისავათებულები ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით და უბრალოდ ჩაგვეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, იქნებ საათი ან იქნებ ორიც. როცა თვალები გავახილე უკვე ზუგდიდში შევდიოდით. ჩემს გვერდით მჯდომ გიორგის თავი ჩემს მხარზე ჩამოედო და ისე ღრმად ეძინა, ჩემი გაღვიძება არც კი შეუნიშნავს. ფანჯრიდან ვაკვირდებოდი სამეგრელოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს.
- ის დადიანების სასახლეა! - ჩუმად გადმომილაპარაკა წინ მჯდომმა ანიტამ და ხელმარცხნივ დარჩენილ ულამაზეს შენობისკენ გამახედა.
- რა მაგარია! - აღტაცება ვერ დავმალე.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია კაკიმაც: - ბებია მყავდა მეგრელი, მთელი ბავშვობა ზუგდიდში მაქვს გატარებული.
- დრო თუ გვექნება, უკან რომ დავბრუნდებით, იქნებ გამოვიაროთ კიდევაც! - თხოვნას მერიდებოდა, თუმცა მაინც ვიგრძნი ჩუმი მუდარა როგორ შემერია ხმაში.
- კარგი იქნებოდა, იმედია დანარჩენებიც მოინდომებენ! - ღიმილით დამეთანხმა ანიტასთან მჯდომი კაკი.
- ეჭვიც არ მეპარება წამოსვლას ისინიც მოინდომებენ! - ეშმაკურად გადავხედე ყველაფერში ბუნტისთავ გიორგის - მთავარია ის დავითანხმო, დარწმუნებული ვარ ამ მცირედზე უარს ნამდვილად არ მეტყვის - კმაყოფილმა გავიფიქრე მე.
ცოტა არ იყოსდა, ნერვების მომშლელად ნელ-ნელა მიიწევდა ავტობუსი ვიწრო უღელტეხილის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ მძინარე ბავშვებმაც გაიღვიძეს, საუბრის თავი მაინც არავის გვქონდა, გასუსულები მივჩერებოდით ბუმბერაზ დათოვლილ მთებს, ღრუბლებში დაკარგულ მყინვარს, სუნთქვაშეკრულნი გადავყურებდით ხევში დაკარგულ მდინარეს. რას ვგრძნობდი?! ამ განცდის შესაფერის სიტყვას ვერც ვიპოვი და ალბათ ზუსტ ახსნას ვერც მოვუძებნი, რა ერქვა ამ ყველაფერს?! ალბათ სიამაყე, მართალია წარმოშობით სვანი არ ვიყავი, მაგრამ ქართველი მაინც ხომ ვიყავი, ამ ქვეყნისა და ამ მთების ნაწილი. იცით როგორი ამაღლებული ვიყავი?! ვიდრე მე საკუთარ ემოციებში გარკვევას ვცდილობდი პირველი სვანური კოშკიც გამოჩნდა, რომლის დანახვისთანავე მხიარული ყიჟინაც აღმოგვხდა. მგზავრობის დასრულებით გახარებული მგზავრები ერთმანეთს ვეხუტებოდით.
მესტიის ბუნების აღწერით თავს არ მოგაბეზრებთ, ან რა აზრი აქვს?! მისი სილამაზის დასახასიათებლად ჩემი მწირი ლექსიკონი მაინც არ მეყოფა. ოჯახური ტიპის სასტუმროში დავბინავდით, ორგანიზატორები საშუალებას გვაძლევდნენ იმ საღამოს დაგვესვენა, ფესტივალი მეორე დღეს იწყებოდა, უბრალოდ გეტყვით, რომ იმ საღამოს მოვინახულეთ ხერგიანების კოშკი, მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა, ფეხებისკანკალით მეგობრებთან ერთად მაინც ავძვერი კოშკის სახურავზე და ზემოდან გადმოვხედეთ სვანეთს.
წარსულის მოგონებაში როდის მეძინება ვერც ვგრძნობ, სიზმარში ისევ სამაიას ფორმა მაცვია, სცენაზე ვდგავარ, დარბაზი სავსეა მაყურებლებით, ღიმილით ვცდილობ ცრემლების შეკავებას, გაბრწყინებული სახით ვიღებ მათ ოვაციებსა და აპლოდისმენტებს. შეგრძნება: - ამაღლებული, როგორც იტყვიან - ზებედნიერი!!!!
- ეს გოგო დედოფლადაა დაბადებული!... - უცნობი ბიჭი აღტაცებას ვერ მალავს და გულწრფელ ემოციას ზედმეტად ხმამაღლა გამოხატავს.
მისი სიტყვები რათქმა უნდა მსიამოვნებს, მიხარია და ისევ ჩვეულებისამებრს ვწითლდები.

არ მახსოვს რამდენ ხანს მეძინა. სასიამოვნო ზმანებიდან დაცვის თანამშრომლის საკმაოდ ფრთხილ შეხებას გამოვყევარ. უკმაყოფილო, ნაწყენი სახით ვუმზერ ისევ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ, თბილად მომღიმარ კეთილისმყოფელს, არ იფიქროთ მისი დანახვა არ მიხარია, უბრალოდ გული მწყდება, ისევ საკუთარ სიზმარში მინდა დაბრუნება.
- გათენდა?! - ძილისგან დაბოხებული ხმით ვეკითხები.
- სავარაუდოდ. - საათს დასცქერის ის.
- მე.. მე... - თხასავით ვკიკინებ - ახლავე ავდგები, მადლობთ, რომ შემიფარეთ!

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია და არ ცივა, ჩვეულებისამებრ მაინც მხრებზე ვიხვევ შალის, უხეში ქსოვილისგან დამზადებულ კუბოკრულ, შარფის ნარჩენებს, რომელიც აშკარად მრავალფუნქციურია: ხან - საბანია, ხან - პლედი.
- არაფრის! - ისე მპასუხობს, თითქოს რაღაცის თქმა სურს და ვერ ბედავს.
- კარგად ბრძანდებოდეთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - ვერ ვხვდები ასე უხერხულად რატომ ვგრძნობ თავს, თუმცა რატომღაც წასვლას ვჩქარობ და დაცვის ჯიხურიდან გამოსასვლელად კარების სახელურს ვწვდები.
- უკაცრავად, ერთი წუთით! - კარების ზღურბლთან ადგილზე მაშეშებს მისი მკაცრი ხმა.
- დიახ! - არ ვიცი რატომ, მაგრამ უსიამოვნო საუბრის მოლოდინში ხმა მიწყდება, მისკენ შებრუნებას ვერც კი ვბედავ.
- რაღაც მინდა შემოგთავაზოთ, თუ რა თქმა უნდა დაგაინტერესდებათ! - იგივე ტონით აგრძელებს საუბარს, ის და მე უკვე საკუთარი გულისცემაც კი მესმის.
- ჩემს ახლობელს რესტორანი აქვს, სადაც მომსახურე პერსონალს ეძებს, სჭირდებათ მიმტანები, ზოგჯერ სამზარეულოში მომუშავე ხალხიც, რათქმა უნდა მზარეულად არავინ დაგნიშნავს, მაგრამ თუ გენდომება იქნებ რამე შენი შესაფერისიც ვიპოვოთ....
გაოცებისგან თვალები მიდიდდება, მისკენ ვბრუნდები და ყურადღებით ვაკვირდები, თითქოს ვცდილობ გავიგო, ხომ არ მეხუმრება. საკუთარ ბინძურ ხელებს დავცქერი, ჭუჭყიან სამოსს.
- სამსახურს მთავაზობთ?! - ეჭვით ვეკითხები.
ის ოდნავ შესამჩნევად იღიმება: - ასე გამოდის.

მეოთხე თავი
- მე მთავაზობთ?! - ისევ არ მჯერა. ველოდები, როდის მეტყვის, რომ სულელურად მეხუმრა, თუმცა ის ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავს მიქნევს - არც კი მიცნობთ, ასე მენდობით?!
- რატომღაც ვიფიქრე, რომ მათხოვრობა შენი საქმე არაა, თუ დამეთანახმები, მამაჩემის რესტორანია. ასე რომ, უარს ნამდვილად არ მეტყვის. უბრალოდ გნახავს, გაგესაუბრება და...
ამის გაგონებაზე გაოცებისგან თვალები უფრო მიდიდდება, როგორ შეიძლება ამ ფორმაში ვინმეს მოვეწონო?! ალბათ ეჭვები სახეზე მაწერია, ყოველ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მიმიხვდა ფიქროებს, აშკარად დაუსმელი კითხვის პასუხს მეუბნება:
- მეტროდან ავალთ თუ არა, ქუჩის მოვაჭრეებთან სუფთა, უბრალო კაბა ვიყიდოთ, აქვე, კიევის ქუჩაზე აბანოა, მოწესრიგდები და...
- ამას რატომ აკეთებთ?! - ენის წვერზე მომდგარ კითხვას ვერ ვაჩერებ და ხმამაღლა ვაჟღერებ.
- არ ვიცი, - მხრებს იჩეჩს - უბრალოდ მინდა დაგეხმარო!... - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს საკუთარი ქცევით ჩემზე ნაკლებად არც თვითონაა დაბნეული. - პასუხი მაინც არ გითქვამს, გინდა იქ მუშაობა?!
- რა თქმა უნდა, ოღონდ მიმტანობას ვერ შევძლებ, - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, უკვე სამუშაო ადგილსაც კი ვარჩევ - ხალხთან რაც ნაკლები შეხება მექნება ის მინდა, სადმე მოფარებულში, თუნდაც ჭურჭლისმრეცხავად!
- ჭურჭლისმრეცხავად?! - ეჭვით მიმზერს, გაოცების ნიშნად ოდნავ ქაჩავს თვალებს, თუმცა ხმამაღლა არაფერს ამბობს: - რატომღაც არ მიკვირს! - ყრუდ, თითქოს საკუთარ თავს ეუბნება ის.
ნელი ნაბიჯით, გვერდი-გვერდ მივდივართ მე და პატრულის ფორმაში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი, რა ვქნა ვერა და ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ის პოლიციის წარმომადგენელია და არა უბრალო დაცვის თანამშრომელი, მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, რატომღაც აზრადაც არ მომდის ვკითხო, გონებაში ისევ „დაცვის თანამშრომელს“ ვუწოდებ, პერიოდულად კი კუთვნილებით ნაცვალსახელ - „ჩემსაც“ ვუმატებ, აშკარად ვერ ვარ კარგად.
ვგრძნობ გამვლელთა ცნობისმოყვარე მზერას, ცოტა არ იყოს მაღიზიანებს მათი ინტერესი, არადა, იყო დრო მიხაროდა და მაბედნიერებდა. ვცდილობ გამოვიცნო რას ფიქრობენ, მაგრამ გულგრილობისა და ზიზღის ნიღაბს იქით, მიჭირს მათი ნააზრევის გაგება. საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძება გულს მტკენს, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს.
ჩემი დაცვის თანამშრომელი ქუჩის გამყიდველთან კაბას მირჩევს, მე უხერხულობისგან თითებს ვიმტვრევ, არც კი ვუმზერ მატერიას, რომელსაც ხელში ატრიალებს, თითქოს ჩემი პროპორციების დადგენას ცდილობს, თუმცა აშკარად უჭირს, ამ ძონძებში ის კი არა, მეც ვეღარ ვიგებ როგორი ტანი მაქვს. საბოლოოდ თითქოს რაღაც შეარჩია, სადა შავი კაბა, მკერდიდან გადაჭრილი, თავისუფალი სტილის, ალბათ მუხლამდე მომერგება, ან იქნებ ცოტა ქვემოთაც.
დასმულ კითხვაზე, მომწონს თუ არა, ინსტიქტურად ვუქნევ თავს, რა მნიშველობა აქვს რა მეცმევა, განა ამით შევიცვლები?! როგორც იქნა შერჩეულ კაბას პოლიეთილენის იასამნისფერ, როგორც უწოდებენ „დუბაის პარკში“ დებენ და გვაწვდიან, თან გამყიდველი მიწოდებულ კუპიურას ბარაქის ნიშნად რამოდენიმეჯერ საქონელზე ატარებს და რაღაც, გაურკვეველს ბუტბუტებს.
ჩვენი ვაჭრობა ამით არ სრულდება, კაბის შერჩევის შემდეგ გვერდით საცვლებით მოვაჭრესთან ვინაცვლებთ, რათქმა უნდა ეს რომელიმე მოდური ბრენდის საცვლები არაა, თუმცა ჩემთვის პლეიბოის საცვლებს უდრის.
- იქნებ შენით აგერჩია?! - გვერდულად, რატომღაც ირონიულად მეუბნება ის.
მისი ტონი ზედმეტად მწყინს, ამ ბოლო დროს აშკარად მგრძნობიარე გავხდი, ამის მიზეზს კი ვერ ვიგებ, საკუთარ ფიქრებზე მეცინება და ვცდილობ აბეზარი აზრები თავის ქნევით მოვიშორო.
ვწითლდები, თვალის ზომით პირველად ვარჩევ საცვლებს, მით უმეტეს მამაკაცთან ერთად. ის კი თითქოს ერთობა, ამჯერად თვალებდაწვრილებული, მხიარული სახით მიმზერს. ღრმად ვსუთქავ, ვცდილობ მის მიმიკას ყურადღება არ მივაქციო, შეძლებისდაგვარად ფარულად, რამოდენიმე შეკვრიდან სასურველი ზომის, შავი ფერის ლიფსა და ტრუსს ვარჩევ და შეფუთვას ვთხოვ გამყიდველს, რომელიც თითქოს განგებ თხელ, გამჭვირვალე პოლიეთილენის ცელოფანში დებს და მას აწვდის, თუმცა რაა გასაკვირი, თანხას ხომ ის იხდის?! ისედაც დაძაბული, ორმაგად ვღიზიანდები, ხმას არც ვიღებ. თავდახრილი, აჭარხლებული, უსიტყვოდ მივყვები კიევის ქუჩისკენ, აქ აბანო თუ იყო არც კი ვიცოდი.
ქუჩაშიც კი იგრძნობა შენობიდან გამოსული დახუთული, უსიამოვნო ნესტის სუნი. ჩემს კეთილისმყოფელს უცნაურად შინაურულად ხვდება მიმღებში მჯდომი ზედმეტად გადაპრანჭული არსება, მისთვის ქალის წოდება ცოტა არ იყოს რთულია. ზედმეტად სქლად წასმულ მაკიაჟში აშკარად მიჭირს მისი ასაკის დადგენა. ცხოვრებაში პირველად ვნახე მამაკაცის ნახვით ასე აცანცარებული, საქციელდაკარგული ქალი.
- ბატონო, სანდრო! - პირფერული ღიმილით გვეგებება კარებში, ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა ვიგებ ჩემი დაცვის თანამშრომლის სახელსაც.
- „სანდრო?! რას ვერჩი მშვენიერი სახელია!“ - მხრებს ვიჩეჩ და გაოცებული ვაკვირდები გვერდით მდგომ მამაკაცს.
არა, ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. ნავარჯიშევი, მაღალი, კუშტად შეკრული შუბლი რომ არა, საკმაოდ სიმპატიურსაც უწოდებდი, თუმცა უნდა ვაღიარო ალბათ მის უხეშობასაც აქვს ხიბლი. მზერა თვალებადქცეულ ქალზე გადამაქვს, მამაკაცს წუწკი მელასავით ისევ დაშაქრული, ვნებააშლილი მზერით უმზერს და მისი ყურადღების მიქცევას ცდილობს. მეცოდება ეს ქალბატონი, აშკარად ძნელი წარმოსადგენია მათი წყვილი,თუმცა თუ მამაკაცის თვალებში გამკრთალი სხივით ვიმსჯელებ, ვხვდები რომ გამორიცხული არაფერია.
ქალი კი თითქოს ისევ არ მიმჩნევს, როგორც წესი სხვისი გრძობების დაცინვა არ მახასიათებს, მაგრამ იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, იმდენად გულისამრევად, რომ მთელი გულით ვცდილობ ხარხარი შევიკავო, თუმცა სახეზე გაპარულ ღიმილს მაინც ვერ ვიკავებ, როგორც ყოველთვის კუშტი სახით მიმზერს სანდრო, ჩემი რეაქციის დანახვაზე, მასაც ჩუმად ეღიმება.
- ნომერი უკვე მოამზადეთ?! - ხმას ისერიოზულებს და ისე ეკითხება ქალს.
- რა თქმა უნდა. თქვენი ნომერი თავისუფალია. მე გამოგყვებით...
- საჭირო არაა, გზას ჩვენითაც გავიკვლევთ!... - ცივად აჩერებს მამაკაცი.
- ნომერი ამ... - რამოდენიმე წამით პაუზას აკეთებს ქალი, თითქოს არჩევს რა ტერმინით მომიხსენიოს - გოგონასთვის გნებავთ?!
- დიახ!
ქალი მტრულად მიმზერს, თვალების ფახუნით ცდილობს წყენის დაფარვას და ისევ საკუთარ ადგილს უბრუნდება. აშკარად ვერაა დალაგებული, ნეტა რა იფიქრა, სად მე და სად სანდრო?!.
- ნომერში შეხვალ და მოწესრიგდები, აბაზანის მისაღებად რაც გჭირდება ყველაფერი იქ დაგხვდება, მე მოსაცდელში დაგელოდები!. - სანდრო თითქოს ბრძანებას გასცემს, მარცხნივ მდებარე პატარა კარებისკენ მითითებს და იქვე მტოვებს, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ზედმეტადაც კი ჩქარობს მიმღებში დაბრუნებას.
ვერასოდეს მიხვდები ამ კაცის განწყობას, თითქოს თბილია ამავე დროს კი ასეთი მბრძანებლური. მხრებს ვიჩეჩ გაოცების ნიშნად, ან რა მეთქმის?! სად მცალია დაცვის თანამშრომელზე ფიქრისთვის, წინ ამხელა სიამოვნება მელის, ცხელი აბაზანა.
უცნაური შეგრძნებაა, ამდენი თვის შემდეგ ცხელი დუშის ქვეშ დგომა. გაყინული სხეული ნელ-ნელა ლღვება, ჩემში თითქმის გამქრალი, გადაგვარებული შეგრძნებები ისევ იღვიძებს, ხელზე შამპუნს ვისხამ, ჭუჭყისგან გაუხეშებულ თმაზე ვისვამ და ვგრძნობ რომ ვცოცხლები. ერთ დროს საკმაოდ მბზინვარე, მოწითალო თმიდან შავი წყალი ჩამომდის და ისევ ჩვეულ ფერს ვიბრუნებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სუნთქვა დავიწყე.
პირსახოცს თავზე ვიხვევ და დაორთქლილ სარკეს ხელით ვწმენდ, სიმართლე გითხრათ ისე მივჩერებივარ საკუთარ გამოსახულებას თითქოს ვერ ვცნობ. პატარა ბავშვივით მიხარია იმის აღმოჩენა, რომ ჭუჭყსა და სიბინძურეს ჩემთვის ბევრი არაფერი დაუკლია, სარკიდან ისევ ჭროღა თვალება, მწითურთმიანი ლამაზმანი მიმზერს, თუმცა თვალებში ადრე არსებული ჭინკების ნაცვლა სევდას და ტკივილს დაუსადგურია. სულ ცოტა ხნის წინ შეძენილ საცვლებს ვირგებ, სანდროს შერჩეული კაბაც ტანზე იმდენად კარგად დგას, თითქოს ჩემთვის იყოს შეკერილი, ხელით ვეფერები ნაზ მატერიას, უბრალოა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. სენტიმენტები მაწვება და სიხარულის ცრემლებიც უკითხავად მიიკვლევენ გზას.
ვდგავარ ასე საკუთარ ანარეკლს მიჩერებული და ისევ წარსული მახსენებს თავს, დაუსრულებელი მოგონებების კორიანტელი.

სვანეთიდან დაბრუნებულმა უკვე ვიცოდი, რომ ორ თვეში მასწავლებლები თბილისში ბრუნდებოდნენ. მათთან ერთად წამოსასვლელად მეც ვემზადებოდი. გაორმაგებული ძალებით ვვარჯიშობდი, ბედნიერებისგან შეიძლება ითქვას ჰაერში დავფრინავდი. გაკვეთილების შემდეგ დარბაზში გვიანობამდე ვრჩებოდი და ვცეკვავდი, ძილშიც კი ვმოძრაობდი. ასე ვიყავი იმ დღესაც.
საკმაოდ ხანგრძლივი ტრიალის შემდეგ, თავბრუდახვეული, დაღლილი, თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი, ჩვეულებისამებრ ბუდას ფორმაში ჩავჯექი და მხიარულად ავკისკისდი. სწორედ ამ დროს, სარკეშივე შევამჩნიე შავებში ჩაცმული მამაკაცის სილუეტი, მისი ირონიულად მომზირალი თვალების დანახვაზე უსიამოვნოდ გამცრა.
- ოდესმე იღლები?! - თითქოს ჩემი რეაქცია ვერც კი დაინახაო, კარგი მეგობარივით მხარზე დამეყრდნო და თვითონაც გვერდით მომიჯდა. უსიამოვნოდ გამაჟრჟლოლა, გამაცია მისი ცივი ხელების შეხებისგან, ინსტიქტურად მოვარიდე მარწუხებივით მოჭერილ თითებს მხარი.
- უკვე დავიღალე და მივდივარ! - მყისვე ფეხზე წამოვხტი.
-ძალიან კარგი, მეც თქვენი სოფლისკენ მოვდივარ, წაგიყვან!...
- არ არის საჭირო! - თითქმის წამოვიყვირე მე.
- შემთხვევით, ჩემი ხომ არ გეშინია?! - დამცინავად მიმზერდა ის.
აშკარად უნდოდა ჩემთვის თავმოყვარეობა შეელახა, რასაც რაოდენ გამაღიზიანებელიც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად ახერხებდა. საკუთარი გულისცემა მეც კი მესმოდა, ვიგრძენი შიში ნელ-ნელა სიბრაზემ როგორ შეცვალა.
- მე არავისი არ მეშინია, მათ შორის თქვენიც.
- მართლა?! არადა ისე იქცევი... - დასაშვეზე მეტად ახლოსაც კი მოიწია მან. მისგან წამოსულმა ალკოჰოლის სუნმა ცხვირი ამწვა და ზიზღით დავიჯღანე. ინსტიქტურად უკან დავიხიე და ბეჭებით კედელს მივეყუდე. - როგორც არ უნდა უარყო, ვხედავ რომ გეშინია, ოღონდ ვერ ვიგებ რატომ, შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია?! პირიქით, არც კი იცი, როგორ მომწონხარ, როგორ... - ზემოდან დამყურებდა ის, ნელ-ნელა ჩემკენ იხრებოდა და ალბათ მაკოცებდა კიდევაც.
- არ გინდათ, გთხოვთ!...- საკუთარ თავზე გავბრაზდი, ყვირილის ნაცვლად ამ არაკაცს შეჩერებას რომ ვემუდარებოდი.
- ეს „თ“ მოაშორე, გესმის, ჩემთან საუბარში „თ“ მოაშორე! - მოულოდნელად გააფთრებულმა შემანჯღრია მან. - რა „თ“, მე ვარ, გესმის?!...- ადამიანის ასე წუთში შეცვლა არასოდეს მენახა, ჩვეული ირონიული მზერა ჩასისხლიანებულმა წითელმა თვალებმა ჩაანაცვლა. სადღა ახსოვდა რამდენიმე წამის წინ ჩემს კოცნას რომ აპირებდა, მხრებში ჩაფრენილი მთელი ძალით მანჯღრევდა.
- არ მინდოდა, თქვენი ცყოფა არც კი მიფიქრია!... - უღონოდ ვცდილობდი, გაგიჟებულს ხელიდან გავსხლტომოდი.
- თქვენი?! ჩემი გაგიჟება გინდა?! ვინ ვარ მე?! მე შენი მომავალი ქმარი ვარ, თუ არ იცი, გეტყვი, ვახო მქვია. რა თქვენი, რა შუაშია თქვენი? „თ“ მოაშორე მეთქი არ გითხარი?! ჩემი ხარ შენ, გგონია იმ დეგენერატებთან ერთად წასვლის უფლებას მოგცემ?! არ ვუარყოფ, კარგად ცეკვავ, ძალიან კარგად, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის იცეკვებ, ჩემი ხარ!... - უხეშად გამოკვეთა ბოლო სიტყვები - ვერავინ გაბედავს შენს წაყვანას, შეუშვი მაგ დებილ თავში!....- თავში უხეშად ჩამიკაკუნა ხელით.
ცყოფისა და შიშისგან ბოღმა მაღრჩობდა, ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავდი. - ჩემი ხარ, გესმის?! ... - ნერვებისგან ისევ ცახცახებდა, დუჟი მოსდიოდა პირიდან, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ფსიქიკურად აშკარად გაუწონასწორებელ ადამიანთან მქონდა საქმე და მე როგორც ყვალაზე „იღბლიანს“ აშკარად ზედმეტად გამიმართლა.
თვითგადარჩენის ინსტინქტი საოცარი რამ ყოფილა, გონება გამალებით მუშაობდა და გამოსავალს ეძებდა:
- გავიგე, დამშვიდდი, გთხოვ! - შეძლებისდაგვარად დავუყვავე, ზედმეტად ალერსიანადაც კი მივმართე - არსად არ მივდივარ, რათქმა უნდა არ წავალ, შენ ხომ ვერ მიგატოვებ!...- საბედნიეროდ ჩემს ხმაში გაპარულ ირონიას ვერ გრძნობდა.
თითქოს გონს მოვიდა, მართალია ისევ გახშირებულად სუნთქვავდა, მაგრამ ნელ-ნელა მარწუხებივით შემორტყმული ხელებიც მოადუნა, გამიშვა, რამოდენიმე ნაბიჯით უკანაც კი დაიხია. შეშინებული გაფართოებული თვალებით ვუმზერდი და ნებისმიერ წუთს ისევ ველოდი შემოტევას. მისთვის თვალის მოუშორებლად, ფრთხილი, ნელი ნაბიჯით გასასვლელისკენ მივიწევდი, როგორც იქნა კარებამდე მივაღწიე და ეზოში დაფეთებული გავვარდი. შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა იქვე მდგომი ძია ლექსო დავინახე, აკანკალებული მაშინვე ჩავეხუტე და ავტირდი.
- რა მოხდა, ვინმემ შეგაშინა?! - ხმა გაებზარა კაცს.
- არაფერი, არაფერი!... - ვლუღლურებდი და ვცდილობდი როგორმე ცრემლები შემეჩერებინა.
- ოხ, მე ამის... - უწმაწურად შეიგინა მამაკაცმა, როგორც კი დარბაზიდან ქურდულად გამომძვრალი, მისი ავტომობილისკენ წასული, ბეჭებში მოხრილი ვახო დაინახა. - რამე ხომ არ დაგიშავა?! არაფრის თქმა არ გსურს?! - ეჭვით გამომხედა ძია ლექსომ.
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. იქნებ სჯობდა კიდევაც მეთქვა, გამემხილა ჩვენს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, მაგრამ მაშინ რატომღაც სიმართლის დამალვა ვამჯობინე, უბრალოდ შემეშინდა, არ იფიქროთ ჩემს გამო ვწუხდი, არა ამჯერად ძია ლექსოზე ვფიქრობდი, არ მინდოდა ჩემს გამო ზედმეტი პრობლემები შეჰქმნოდა თუნდაც ვახოსთან. ალბათ შევცდი, მაშინ რომ სიმართლე გამემხილა იქნებ ჩემი ცხოვრებაც სრულიად სხვა მიმართულებით წასული.
საკუთარი თავი ზედმეტად შემეცოდა, ხელის მტევნებით მოვიწმინდე ისევ უკითხავად წამოსული ჯიუტი ცრემლები.
- ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვო, მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ! - თითქოს ჩემს თავს ვამხნევებ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ნომრიდან გავდივარ.

სანდრო დაპირებისამებრ მისაღებში მიცდის, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ აშკარად არ დაუტანჯავს თავი მარტო ყოფნით, მშვენივრად ერთობოდა მისით ზედმეტად მოხიბლულ ქალბატონთან კურკურით, მის საქციელს ლოდინს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. არ გეგონოთ თითქოს ვაჭარბებ ან ეგოიზმი მალაპარაკებს, უბრალოდ აღვწერ რაც დავინახე და დასკვნებიც თქვენით გამოიტანეთ.
ვდგავარ შესასვლელში უაზროდ გაჩხერილი და ვუმზერ სავარაუდოდ ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ მომცრო ზომის ოთახში, კომპიუტერის გორგოლაჭიან, ზურგმომძვრალ სკამზე მჯდომი სანდრო იმ გაპრანჭულ არსებასთან ერთად ლეპტოპის მონიტორს როგორ ჩასცქერის და გულიანად ხარხარებს. ქალიც ისე იქცევა თითქოს სანახაობით აშკარად ზედმეტად გამხიარულებული თავს ვერ იკავებს და წონასწორობის შესანარჩუნებლად მხარზე მსუბუქად ეყრდნობა, თუმცა მე თუ მკითხავთ, ამას მსუბუქი დაყრდნობა ნამდვილად არ ჰქვია, ზომაზე დიდი მკერდით სანახევროდ შებრუნებული წურბელასავით ეტმასნება მამაკაცს, რომელიც აშკარად არაა ასეთი სიახლოვის წინააღმდეგი. იმის მაგივრად რომ მათთან შევიდე, რატომღაც კარებს ვეფარები და ჩემსდაუნებურად მათ თვალთვალს ვაგრძელებ.
- ამ ქალს ამხელა მკერდი თუ ჰქონდა, რატომ ვერ შევნიშნე?! - რატომღაც ვფიქრობ და საკუთარ მკერდს ვადარებ.
მათი ასეთ პოზაში დანახვა სულაც არ მსიამოვნებს, უცნაური გულისრევის შეგრძნება მეუფლება, როცა სანდრო ქალს თითებზე ეფერება. დაგენიძლავებით, რომ ვკითხო, კომპიუტერში რას უყურებთქო, ვერ მეტყვიან.
ძნელია იმის თქმა რა უფრო მაღშფოთებს, მათი ქცევა, თუ მათი დანახვით გამოწვეული ჩემი არაადეკვატური რეაქცია. რატომღაც ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს გარშემო ხალხის, მათ შორის ჩემი არსებობაც კი დაივიწყეს, აღარც კი ახსოვთ რომ მელოდებოდნენ. კარგით, ის ქალი ალბათ არ მელოდა, მაგრამ ჩემი დაცვის თანამშრომელი?! ჰმ, ისევ ჩემი!...
- ჰა, ჰა, ჰა...- მინდა ირონიულად დავცინო საკუთარ თავს, მაგრამ არ გამომდის, მკერდში უჩვეულოდ მტკივა და ცრემლები მაწვება - ის უბრალო, ტიპიური მამაკაცია, რომელსაც ცხადია ქალები იზიდავენ, ამაში გასაოცარი არაფერია! - ჩუმად ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ სახის ფოკუსი გავასწორო.
უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ემოციურობა საკუთარი თავისგან ზედმეტად მეხამუშება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უზნეო ბავშვივით სხვის პირად ცხოვრებაში ვეჩრები და დაუკითხავად ვყოფ ცხვირს. რა მნიშვნელობა ჰქონდა ვის მიეფერებოდა ან საერთოდაც ვისთან იქნებოდა?! თითქმის არ ვიცნობ, იმის მაგივრად მადლიერი და კმაყოფილი ვიყო, ძლივს ამ წუმპიდან ამოსვლის საშუალება მეძლევა, უკმაყოფილო, გაბუტული სახით მივჩერებივარ. ვხვდები, რომ უაზროდ ვიქცევი, მაგრამ საკუთარ გრძნობებს მაინც ვერაფერს ვუხერხებ, აშკარად არაბუნებრივად გაცოფებული გულში ვლანძღავ მამაკაცს:
- ფუ, საზიზღარი, ღორი, ნაძირალა!...
თითქოს ჯიბრით ისინი ალერსის ეშხში შედიან, ვხედავ, ქალი მამაკაცის მუხლებზე მოხერხებულად როგორ თავსდება, სანდროც არ ახანებსა, ხელებით მკლავების ნაცვლად ამჯერად ქალის დუნდულებისკენაც ინაცვლებს, მისკენ უფრო ძლიერად იზიდავს და ტუჩებში იმდენად ვნებიანად კოცნის, რომ მე უხერხულობისგან თვალებსაც კი ვხუჭავ.
აქ დგომას აზრი არ აქვა, სხვას რომ ვერაფერს ვფიქრობ, ერთმანეთთან მოალერსე წყვილის ყურადღების მისაპყრობად, კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ხმამაღლა ვახველებ. ვერ ვიგებ მათ ნაცვლად მე რატომ მაწუხებს დანაშაულის შეგრძნება, ალბათ, სასაცილოდ გამოვიყურები, კარებში დამნაშავე ბავშვივით აწურული, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი განცდა მიჩნდება.
ქალი უკმაყოფილო სახით ბრუნდება კარებისკენ, გაოცებულები და თვალებგაფართოებულები მიმზერს, თითქოს უკვირს, როგორ გავბედე მათთვის მყუდროების დარღვევა.
- რამე გნებავთ, ქალიშვილო?! - ვაჟის კალთიდან არც კი დგება, ისე მეკითხება და უკანასკნელი სიტყვას გასაკუთრებული მახვილით წარმოსთვამს.
- „დავიჯერო ვერ მცნობს?!“- დაბნეული ამჯერად შუბლშეკრულ სანდროს ვუმზერ და ორმაგად ვრწმუნდები საკუთარი ვერსიის სისწორეში - არა, არაფერი, უბრალოდ ბანაობა დავამთავრე!...- ჩუმად ვლუღლუღებ მე.
მისი რეაქცია არასოდეს დამავიწყდება, ჩემი ხმის გაგონებაზე ადგილიდან დენდარტყმულივით წამოდგა. დავიფიცებ, დუმილი რომ არ დამეღვია ვერც კი მიცნობდა, დიახ, ნამდვილად ხმით მიცნო. არ ვიცი, მის მზერაში რა დავინახე. ამას აღტაცება ან მოწონება ნამდვილად არ ჰქვია, თითქოს საგამოფენო ექსპონატი ვარ, რომელსაც ყურადღებით აკვირდება, აშკარად ნანახის სისწორეში დარწმუნება სურს, რამოდენიმეჯერ ახამხამებს თვალებს, გაოცებას ნელ-ნელა სახეზე გამოხატული ღიმილი უცვლის, სავარაუდოდ ჩემი ვიზუალით კმაყოფილია, ან იქნებ აღტაცებულიც კი, თუმცა როგორც ყოველთვის ემოციების მოთოკვას ახერხებს, თვალები უწვრილდება და სულ ოდნავ შესამჩნევად მიღიმის, ეს არის და ეს. ვდგავარ ასე საგამოფენო ექსპონატივით შუა მისაღებში, კაბის ბოლოს ნერვიულად ვაწვალებ და დუმილის დარღვევას ვერ ვბედავ, ჯერ კიდევ სანახევროდ ნესტიანი, წყლისგან ზამბარებივით დახვეულ თმა თითებით ისე გავისწორე თითქოს ეს რამეს შეცვლიდა.


მეხუთე თავი
- ჩვენი წასვლის დროც მოსულა! - უდარდელი ხმით ამბობს, უკანალზე ხელის მსუბუქი წამორტყმით აგდებს მუხლებზე წამოსკუპებულ კეკლუცად აკისკისებულ არსებას, კარგი ძმაკაცივით თვალს მიკრავს და სანახევროდ გამოხსნილი კარებიდან პირველი თვითონ გადის.
- „ხეპრე, უზრდელი, იმდენიც კი არ იცის, კარებში პირველი ქალი რომ უნდა გაატაროს!“.. - უკვე მერამდენედ ვლანძღავ გულში.
არსებას არც კი ვემშვიდობები, გაბუსხული და განაწყენებული ფეხდაფეხ მივყვები სანდროს. ვეღარ ვიგებ ამჯერად რით ვარ უკმაყოფილო, ასე უცერემონიოდ რომ მიატოვა ის ქალბატონი, თუ ჩემი ცვლილებით გაოგნებულს აღტაცება რომ არ გამოუხატავს. ალბათ უფრო უკანასკნელით, თუმცა ამის აღიარება მიჭირს, სადღაც ქვეცნობიერში ღრმად ვჩქმალავ გაბრაზების რეალურ მიზეზს.
ქუჩაში გასულს თითქოს გავახსენდი, როგორც იქნა მოცდას კადრულობს, უსიტყვოდ ვუდგები გვერდით, ოდნავ ირონიულად მიმზერს, თუმცა დუმილს არც ამჯერად არღვევს, რატომღაც მეჩვენება, ჩაფიქრებულს ჩემთვის უბრალოდ არ სცალია.
ასე გაბუტულებივით ჩუმად, გვერდი-გვერდ მივაბიჯებთ აღმაშენებელზე. საქორწინო კაბების მაღაზიის ფართო ვიტრაჟში ჩვენს გამოსახულებებს ვაკვირდები. საოცარია რა მცირედი ყოფნის ადამიანს თვითრწმენის დასაბრუნებად.
- რა შეიცვალა ჩემში?! არაფერი, განა იგივე გვანცა არ ვიყავი გუშინაც?!- ვეკითხები საკუთარ თავს.
- უბრალოდ ამჯერად დაბანილი და სუფთა კაბაში გამოწყობილი მიაბიჯებ აღმაშენებელზე. - ქილიკით მპასუხობს ის.
- „მაშინ რატომ შეიცვალა გარშემო მყოფთა გამოხედვა?! მათ მზერაში დაუფარავ აღტაცებას ვგრძნობ!“... - აშკარად ჯიბრით ვეუბნები საკუთარ თავს.
- „უბრალოდ ვერ გცნობენ, სანდრო ხომ არ შეცვლილა, განა ისევ ისეთი მოქუფრული არ გიმზერს?!“ - თითქოს მდუღარე გადამასხა.
ნეტა რატომ ვაქცევს მის აზრს ამხელა მნიშვნელობას?! სადღაც, შიგნით ისევ გული მტკივა. მინდა დავიჯერო, რომ ასე ერთი ხელისმოსმით შესაძლებელია ყველაფრის შეცვლა. მინდა ახალი გვანცა გაჩნდეს, სუფთა ცხოვრებით, ტკივილისა და ცრემლების გარეშე, ეგ არის და ეგ, ბევრია?! ალბათ....
ვაღიარებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ზედმეტად მომწონს საკუთარი ასლი, თვალები ბედნიერებისგან მიბრწყინავს, ქვემოდან ვაპარებ სანდროსკენ თვალს, მინდა მისგანაც ვიგრძნო, დავინახო, რომ ეს ყველაფერი არ მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ შემოუხედავს, დარწმუნებული ვარ ჩემი მზერა არ გამოჰპარია, სულ ოდნავ უწვრილდება თვალის ჭრილი, მაგრამ ღიმილს მაინც იკავებს.
მართალია მისგან ჩემთვის ესოდენ სასურველ ემოციას ვერ ვიღებ, მაგრამ მაინც მიხარია, უნებურად სიარულის მანერაში ვბაძავ, მხრებში ვიშლები და ნაბიჯს ვუწყობ.
- ერთი, ორი, ერთი, ორი...- გულში ვითვლი და სულელივით მეცინება. ალბათ, ცოტა გიჟი ვარ.
ასე მივდივართ ორნი, ჯიუტად მხოლოდ წინ ვიყურებით და მხრებში გაშლილნი ამაყად მივაბიჯებთ. დუმილი აშკარად მეც ხელს მაძლევს, ისევ წარსულის მოგონებები მიტივტივებს.
მახსოვს ასეთი ამაყი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, სკოლის ბანკეტზე. საბანკეტო მზადება ფაქტობრივად წლის თემად იყო ქცეული. გოგოები ინტერნეტში ეძებდნენ სასურველი კაბის მოდელებს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა პირდაპირ უკვეთავდა ტანისამოსს, ნაწილი თარგებით, ან ფერად პრინტერზე ამოღებული ნიმუშებით მკერავთან გარბოდნენ. მე?! მე ამ ორომტრიალში მონაწილეობას არ ვიღებდი. დღემდე არ ვიცი ის შავი გრძელი კაბა როგორ იშოვა დედამ ძველმანებით მოვაჭრესთან. მხრებზე წვრილი თასმები მოხსნა და დეკოლტე საკუთარი ხელით მომიქარგა. იმდენად ლამაზად მოხატა კაბის გულ-მკერდი, რომ ნებისმიერ დიზაინერს შეშურდებოდა. საბოლოოდ ვერც კი იფიქრებდით თუ ეს ულამაზესი საღამოს კაბა მეორადების ძველმანებისგან იყო შექმნილი. დიახ, საკუთარი დედით ამაყი ვიყავი, ასეთი კაბა რამდენიც არ უნდა ეძებნათ ინტერნეტში მეორე არ იარსებებდა, ის ექსკლუზიურად ჩემთვის შეიკერა. ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრა დედა! ბანკეტის დღეს გიორგიმ გამომიარა.
- ეეე, ჭუკი რა ვიდზე ხარ! - ემოციას ვერ იკავებდა ის.
- ჭუკის ნუ მეძახი, ერთხელაც იქნება ხალხშიც ასე მომმართავ! - ხმას ვიმკაცრებ და შემფასებლურად ვათვალიერებ მეგობარს.
- ჩემი მახინჯი იხვის ჭუკი ხარ და ვისაც ეს არ მოეწონება!... - წინადადება აღარ დასრულა ისე ჩამიხუტა გულში.
სულგანაბული ვეკვროდი და აღარც კი მახოსოვდა დედაჩემის რამოდენიმე საათიანი წვალება თმის ვარცხნის დროს. ვარცხნილობის გახსენებაზე გიორგის ავხედე. ისეთი სასაცილო იყო კლასიკურად ჩაცმული, მისი მუდამ ურჩი თმა საგულდაგულოდ უკან გადაევარცხნა. ერთი სული მქონდა, როგორმე მივწვდომოდი და ჩვეული ფორმა დამებრუნებინა. თუმცა ვიცოდი, სულ რაღაც ნახევარ საათში, ჩემი დახმარების გარეშეც, მისი თმა ისევ ფაფახივით გაფუვდებოდა და თავზეც ბუჩქად დაადგებოდა. ამის წარმოდგენაზეც კი სულელივით მეცინებოდა. ალბათ, თვითონაც მიხვდა ჩემი გამხიარულების მიზეზს, უკმაყოფილოდ ჩამომხედა:
- არც კი იცი, რამდენი ვიწვალე, ხმა არ ამოიღო იცოდე!... - შემომიღრინა და მეც ღიმილი სახეზე შემეყინა.
- მე გაბურძგნილიც მომწონხარ! -უკმაყოფილო, ნაწყენი თვალებით ვუმზერდი.
- ეჰ, ჭუკი... - ისე დარდიანად ამოიოხრა, ღიმილი ვერ შევიკავე - შენ კი მოგწონვარ, მაგრამ...
- რა მაგრამ?! - ცობისმოყვარედ მივაჩერდი ბავშვობის მეგობარს.
- არაფერი! - ისევ ოხვრა ამოაყოლა სიტყვას.
სოფელში რესტორანი არ გვქონდა, თუმცა სოფლის ცენტრში, მოედანზე არსებობდა დარბაზი, რომელსაც საჭიროებისამებ ხან ქორწილებისთვის იყენებდენ, ხან ქელეხებისთვის. ალბათ, ცოტა უცნაურია ერთსა და იმავე ადგილზე ყველაზე მძიმე და ყველაზე ბედნიერი წუთების აღნიშვა. ჩვენც აქ ვიხდიდით ბანკეტს.
სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზთან წითელი ხალიჩაც კი დაგვიგეს. სოფლის მოსახლეობა გარეთ იყო გამოშლილი და ასე საგანგებოდ გამოპრანჭულებს ოვაციებით გვხვდებოდნენ. მე და გიორგი ხელკავგამოდებულნი, მხრებში გაშლილნი, საოცრად ამაყები და ბედნიერები მივაბიჯებდით.
- ჭუკი, ჭუკი! - სიცილით თავს აქნევდა და ძლიერად იხუტებდა ჩემს თითებს მკერდში. იმ დღეს სამყარო ჩვენი გვეგონა, ან იქნებ იყო კიდეც?!
თითქოს ახლაც მესმის მისი „ჭუკი“, სულელივით მეც ვიღიმები და გვერდულად მომზირალი სანდროს მზერასაც ვამჩევ.
- სიცილი გიხდება! - თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, არც კი მიყურებს ისე მეუბნება. - ბედნიერი ჩანხარ, რაზე ფიქრობდი?!
- ბავშვობას ვიხსენებდი! - უნებურად თვალს ვარიდებ და ვწითლდები.
- სასიამოვნო მოგონებებია?! - ბავშვობის ხსენებაზე პატარა ბიჭივით მასაც ჭინკები უხტის თვალებში.
ალბათ სისულელეა, ან იქნებ ზედმეტი მონატრებისგან მემართება, ამ წუთში ისე საოცრად ვამგავნებ გიორგის. ღმერთო, როგორ მინდა ჩავეხუტო, შევიგრძნო, მისით შევივსო მეგობრის მონატრება. თუმცა, მამაკაცს სწრაფად ეცვლება მზერა, ისევ ჩვეული ირონია უბრუნდება და მეც დროულად ვფხიზლდები. მაინც როგორი განსხვავებულია, ცივი! ამის გააზრებაზე ბოღმა ყელში მებჯინება, უნებურად ცრემლები მაწვება.
- ცოტა უცნაური ხარ! - მხრებს იჩეჩს გაოცებული.
- უკაცრავად?! - ვერ ვხვდები რას გულისმობს.
- წამიერად იცვლები, ხან ბედნიერი ჩანხარ, ხან... ის, ვისზეც ფიქრობდი ასეთი ძვიფასია?! - გამომცდელად მაკვირდება მამაკაცი.
- ჩემი ბავშვობის მეგობარია, ყველაზე ძვირფასი, უახლოესი... - გიორგის ხსენებაზე ისევ ვიბადრები, ამაყად ვპასუხობ მე.
- მეგობარი?!... - ირონიით იმეორებს - სადაა შენი მეგობარი, რატომ არ გეხმარება?! - არც კი მიყურებს ისე უქნევს ხელს ცარიელ ტაქსს.
აშკარად მოუშუშებელ ჭრილობას ეხება სანდრო. ვგრძენობ როგორ ვფითრდები, მაინც როგორი სასტიკია, რა იცის მან ჩემს შესახებ? ვინ მისცა ასეთი ირონიით საუბრის უფლება?! გაბრაზებული პასუხსაც კი არ ვცემ. უსიტყვოდ ვჯდები ჩვენს წინ გაჩერებულ ავტომობილში და მძღოლის გვერდით მოთავსებულ სანდროს გულში ვლანძღავ.
- რამდენად ახლოს ხართ შენ და შენი მეგობარი?! - არც კი აღელვებს ჩემი სიბრაზე, ისევ ჩემს დაკითხვას აგრძელებს.
- ძალიან ახლოს! - ჯიუტი ბავშვივით ვიღრინები.
- რამდენად?! - კითხვას ირონიულად მიმეორებს - ერთმანეთი გიყვარდათ?!
- მეგობრობა ასე გესმით?! შეუძლებელია ასე ფიქრობდეთ, გიო ჩემი ძმაა!...- იმდენად მოულოდნელია მისგან ასეთი კითხვა, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.
ჩემსკენ ბრუნდება, თვალებში ჯიქურ მიმზერს, თითქოს უნდა გამოიცნოს ჩემი პასუხის ქვეტექსტი. მის შემხედვარეს, უნებურად ვახოს ეჭვიანობით გახელებული სახე მახსენდება, მისგან მოქნეული მუშტი, თითქოს იგივე ძალით მეტკინა ახლაც, ტანში უსიამოვნოდ მცრის.
- ცყოფის მოყენება არც კი მიფიქრია, გამოდის ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის გჯერა. გაგიმართლა, ასეთი ადამიანი თუ გყავს! - უდარდელი ღიმილით მიცინის. არა, ის ნამდვილად განსხვავებულია, თავისებური, მართალია ცოტა უხეში, მაგრამ ალალი, მე კი თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვახოს რომ შევადარე.
- მეგობარს, მითუმეტეს ძმას ბევრს ვერ ვუწოდებ, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ასეთი... - ტკივილის დასამალად ავტომობილის ფანჯარაში ვიხედები.
- იმედია, მისთვისაც ასეთივე ძვირფასი ხარ!
გულში დაგროვილ ტკივილს ოხვრას ვაყოლებ, მის რეპლიკას უკომენტაროდ ვტოვებ და სანაპიროზე თბილისის ხედებით ვტკბები.
სანდროს მითითებით ტაქსი საკმაოდ მკვეთრად ამუხრუჭებს.
- ესეც ჩვენი „თეთრი სახლი“! - ამაყად წარმოსთვამს.
მამაკაცი ავტომობილის კარებს გალანტურად მიხსნის და გადასვლაში მეხმარება. ეს უკვე რაღაც ახალია, ვცდილობ ღიმილი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის, ბედნიერებისგან ვიბადრები. თვალბგაფართოებული მივჩერებივარ თეთრი ფერის სამსართულიან, მრგვალ აივნებიან შენობას. ცოტა არ იყოს, მეშინია, ვშფოთავ, თუმცა სანდროს მშვიდი სახის დანახვისთანავე, ოდნავ ვწყნარდები.
შენობაში შევდივართ. საკმაოდ მოზრდილ, ხალხით სავსე დარბაზიდან ნაცნობი მელოდია ისმის, თვალი გამირბის შემინული კარისკენ, მთიულურის ფორმაში ჩაცმული ყმაწვილები ტეხილებით კვეთენ სცენას. უცნაური რეაქცია მაქვს, ტერფები მისით ჰყვებიან ტემპს და ცეკვა-ცეკვით მივყვები წინ წასულ სანდროს, რომელიც მეგობრულად ხვდება თანამშრომლებს, ხელის აწევით შორიდანვე ესალმება დარბაზში მომსახურე პერსონალსა და დაცვის ბიჭებს.
რამოდენიმე წამიანი მოკითხვის შემდეგ მრგვალი კიბით მეორე სართულზე ავდივართ, სადაც ერთმანეთისგან ნახევრად ღია ტიხრებით გამოყოფილი ხის მაგიდებიანი დარბაზი მოჩანს. პირველი სართულისგან განსხვავებით მაგიდები ხალვათადაა შევსებული. როლში შეჭრილი, აშკარად ზედმეტად გათამამებული მელოდიას ფეხებთან ერთად ხელებსაც ვაყოლებ და მამაკაცის გაოცებულ, ნახევრად ირონიულ მზერასაც ვაწყდები, სიცილი შეკავების მიზნით ტუჩებს მაგრად კუმავს, თუმცა თვალებში ისევ ჭინკები უხტის. ადგილზე ვშეშდები, დანაშაულზე წასწრებულივით თავს ვხრი და დარცხვენილი თითებს ვიმტვრევ.
უკომენტაროდ და უსიტყვოდ, დარბაზიდან გასულები ვიწრო დერეფნის გავლით ერთ - ერთ ოთახს ვუახლოვდებით, სანდრო ძლიერად აკაკუნებს და მიპატიჟებას არც კი ელოდება ისე შევდივართ საკმაოდ მოზრდილ კაბინეტში.
ოთახის შუაში მდგომ, მასიურ მაგიდასთან ასე ორმოცდაათიდან სამოც წლამდე მჯდომი მამაკაცი სათვალის ზემოდან კუშტი სახით გვიმზერს დაუპატიჟებელ სტუმრებს. ფაქტობრივად წინ სანდოს ასაკში შესული ასლი მეჯდა.
- აი ეს მესმის, აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?! - გამომეტყველება წუთში შეეცვალა სანდროს დანახვაზე, თბილად მოეხვია შვილს.
- სახლში შენ ვერ მოდიხარ და სამსახურში მაინც გნახავ! თან მინდოდა მეთხოვა, იქნებ ამ გოგონას შენთან დავაწყებინოთ მუშაობა?! - ისევ ჭინკები უხტის თვალებში სანდროს.
მკაცრი, საქმიანი ტონით მამაკაცი შემფასებლურად მაკვირდება.
- ვაჟა ახალკაცი! - ამაყად წარმოსთქვამს საკუთარ სახელს და ხელს მიწვდის ჩამოსართმევად.
ახლაღა ვიაზრებ, რომ ჩემი სახელი მისმა შვილმაც არ იცის, ვყოყმანობ, არ ვიცი ღირს კი ნამდვილი ვინაობის გამხელა?!
- გვანცა დავითური! - თვალს ვერ ვუსწორებ მამაკაცს, რომელიც თითქოს რენტგენს მიტარებს გამჭოლი მზერით მაკვირდება.
- სრულწლოვანია?! - ამჯერად შვილს ეკითხება.
- არა!
- არა?! მშობლებმა იციან? არასრულწლოვნის დასაქმებისთვის მათი თანხმობა დაგვჭირდება! - განაჩენივით მესმის მისი სიტყვები.
- მშობლები არ მყავს!. - ნერვიულობისგან ხმა მეპარება.
- მაშინ მეურვის!...
- არც მეურვე მყავს! - სულ ცოტაც და ალბათ ავტირდები.
- კი, მაგრამ ოჯახი არ გყავს?!...
- არა.
- ეს როგორ?!.... ნათესავები?!.... ბავშვთა სახლიდან ხარ?!
უარყოფის ნიშნად თავს ვაქევ.
- რამეს მალავთ?! - ჩემს წამებას აგრძელებს ვაჟა.
- რას უნდა მალავდეს, უბრალოდ სამუშაო სჭირდება, ეგაა და ეგ!... - უკმაყოფილოდ იღრინება სანდრო.
- ასე, უბრალოდ და მარტივად?! - ირონიას არ იშურებს ვაჟა.
- ასე, უბრალოდ და მარტივად! - სიტყვებს ტკეპნის სანდრო.
- ასეთი რამ ხდება? ჰაერიდან ხომ არ გაჩნდა, იქნებ სახლიდან გამოიქცა, ან სულაც კრიმინალია, ქურდი?!
არ მინდა მამა-შვილის დაპირისპირების მიზეზად ვიქცე, მაგრამ ცყოფისგან სისხლი მაწვება: - უკაცრავად, თქვენ მე არ მიცნობთ, ბატონო ვაჟა, ქურდი არ ვარ! - გაღიზიანებას ვეღარ ვმალავ.
- ვითომ?! - ირონიულად მიმზერს კაცი - მაშინ რას მალავ? რატომღაც არ გენდობი!
სანდროს გაწბილებულ სახეს ვუმზერ და ვხვდები, რომ აქ მოსვლას აზრი არ ჰქონდა.
- ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის! - თითქოს ჩემთვის ვბურტყუნებ და წასასვლელად ვდგები.
- არც კი გაბედო! - სანდროს ბრძანებითი ტონი ადგილზე მაშეშებს. მკლავზე ხელს ისე მიჭერს თითქოს ეშინია არ გავექცე - შენთვის არასოდეს, არაფერი მითხოვია, ამ ელემენტარულზე მეტყვი უარს?!
- ეს ელემენტარულია?! როგორ არ გესმის, ბავშვია, კაცმა არ იცის ვინაა! ასე როგორ დაგაბრმავა?! - არ მინდობს მამაკაცი.
თვალები ცრემლებით მევსება.
- გვანცას კი არა, მე უნდა მენდო! რადგან გეუბნები, ესე იგი ვიცი, ის არც დამნაშავეა და არც კრიმინალი!
- არჩევანს არ მიტოვებ?! იყოს შენებურად, ამ გოგოს სამსახურში ავიყვან. ფრთხილად იყავი, სანანებელი არ გაგიხდეს! - თითის ქნევით აფრთხილებს ვაჟა.
- ნუ გეშინია, არ ვინანებ!
- თქვენო აღმატებულებავ, მაინც სად ინებებთ მუშაობას?!- ირონიულად მეკითხება მამაკაცი. - მიმტანად, მენეჯერად, თუ პირდაპირ ჩემი ადგილი დაგითმოთ?!
ამ კაცთან ურთიერთობას აშკარად მათხოვრობა მირჩევნია, მინდა ავდგე და წავიდე, მაგრამ გვერდით მჯდომი სანდრო მკლავზე თითებს მარწუხებივით მიჭერს.
- მინისტრის ადგილს არ გთხოვ, შრომა არ ეთაკილება, თუნდაც ჭურჭლის მრეცხავად! - კბილებში სცრის ის.
- კარგი, იყოს შენებურად, ხვალიდან ეს გოგონა ჭურჭლის მრეცხავი იქნება, კიდევ გნებავთ რამე?!
- კი, საცხოვრებელი ადგილიც არ აქვს, ჩვენს სასტუმროში ერთი პატარა ნომერი უნდა გამოვუყოთ! - მამის ირონიას ყურადღებას არ აქცევს, თითქოს მის მოთმინებას ცდის, ახალ მოთხოვნას უყენებს. თვალების ფახუნით გაოცებული ამჯერად მე ვუმზერ დაცვის თანამშრომელს.
- ვერ ვიგებ, სამსახური, საცხოვრებელი, ბარემ შენთან წაგეყვანა?! - შხამს არ მაკლებს ვაჟა.
- დაფიქრდი რას ამბობ!... - ხმას უწევს სანდრო - კახპა თუ დამჭირდება, როგორმე ვიშოვო!
ცყოფისგან ვცახცახებ, ბოღმა მახრჩობს, მინდა საკადრისი პასუხი დავუბრუნო, მაგრამ ჩხუბის ახალ ტალღას ვერიდები. საკუთარი უსუსურობისგან თავი მძულს და რაოდენ სამარცვინოც არ უნდა იყოს, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. უფროსი ახალკაცი ისევ მე მაკვირდება.
- ქალისთვის ყველაზე სახიფათო იარაღს ფლობს, ცრემლებს!.. კარგი, იყოს შენებურად. კადრებს ახლავე გავაფრთხილებ! - ოდნავ ხმა ურბილდება, თუმცა ოთახიდან მაინც კარების ჯახუნით გადის.
ახლაღა ვგრძნობ, ნერვიულობისგან ხელისგულები დამსველებია, გული გამალებით მიცემს, რა მინდოდა აქ?! რატომ დავთანხმდი, საყვედურით სავსე თვალებით ვუმზერ ხელებში თავჩარგულ სანდროს.
- ჯობდა მარტო მოვსულიყავი, შენ ეს არ უნდა მოგესმინა! - ხმაჩამწყდარი თითქოს საკუთარ თავს ეუბნება ის.

მეექვსე თავი
- თავს ნუ იდანაშაულებ, ნაწილობრივ მართალია მამაშენი, მართლა არ მიცნობ! - მის დამშვიდებას ვცდილობ.
- იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ... მე მამა-შვილობა ცოტა სხვაგვარად მესმის! - ხმა ებზარება მას.
მის სიტყვებზე მომღიმარი მამაჩემი მახსენდება, რას არ მივცემდი გვერდით რომ მყოლოდა, ეჰ!....
- ბედნიერი ხარ, მხარს მამა გიმაგრებს, შეიძლება რაღაც - რაღაც საკითხებზე ვერ რიგდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასზე მეტად არავის უყვარხარ!... ყველაფერს დავთმობდი, მამაჩემის თუნდაც ერთხელ ნახვა რომ შემძლებოდა!
გაოცებული მიმზერს: - დედას გეფიცები, მაგარი უცნაური გოგო ხარ! - ვეღაც ვხვდები მისი სიტყვები კომპლიმენტად ჩავთვალო, თუ ნაკლად - რაც არის - არის! - სიტყვებს ოხვრას აყოლებს ის - მიუხედავად მისი ხასიათისა, პირობას შეასრულებს, დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე წუთში საცხოვრებელსაც გამოგინახავს და სამუშაო ადგილსაც!..
სანდროს პროგნოზი ამართლებს, მართალია ბატონი ვაჟა თვითონ აღარ ამოდის კაბინეტში, მაგრამ ერთ-ერთ დაცვის თანამშრომელს ნომრის გასაღებს ატანს. მისივე პირით მითვლის, რომ მეორე დილით, შვიდი საათისთვის რესტორანში მივიდე!
სადღაც შიგნით, ისევ მტკივა, მაგრამ ვცდილობ სანდროსთან არ შევიმჩნიო, უსიტყვოდ გამოვდივართ კაბინეტიდან.

სასტუმრო იქვე, მეზობელ ეზოში მდგომი ორსართულიანი შენობა აღმოჩდა. საკმაოდ კომფორტულად მოწყობილი ნომერი მისაღებისა და საძინებლისგან შედგება. მისაღებ ოთახის ერთ-ერთ კუთხეში, დახლით გამოყოფილია მცირე ზომის სამზარეულო. სველი წერტილები დუშ-კაბინისა და საპირფარეშოსგან შედგება, სადაც ვიღაცას მზრუნველი ხელით პირველადი მოხმარების ნივთებიც დაუწყვია. გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდი ნომერს.
- ხუთვარსკვლავიანი არაა, მაგრამ... - ხუმრობას ცდილობს სანდრო.
- ჩემთვის სასახლეა და ამას თქვენ უნდა გიმადლოდეთ!. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ!. - ემოციებს ვერ ვმალავ, მიუხედავად მამამისის უხეშობისა, გულწრფელად მადლიერი ვარ და რატომღაც ვწითლდები.
- სამადლობელი არაფერია, ცოტა არ იყოს მომშივდა... - ხელოვნური უდარდელობით საუბრის თემის შეცვლას ცდილობს - ხომ არ ვისადილოთ?!
- ერთად?! - დაბნეული ვაფახუნებ თვალებს.
- არ ვიკბინები! - მხიარულად იცინის ის - ვეტყვი, რესტორანში ერთი მაგიდა მოგვიმზადონ!
- არა! - თითქმის ვყვირი, სწრაფად ვუარყოფ მის აზრს.
იმის წარმოდგენაზეც კი, რომ მასთან ერთად საპატიო სტუმარივით მჯდომი შეიძლება ვაჟამ დამინახოს პანიკაში ვვარდები, მორიგ შეურაცყოფას ისევ შიმშილი მირჩევნია.
ყურადღებით მაკვირდება, აშკარად ხვდება ჩემი უარის მიზეზს და გამოსავალს თვითონვე მთავაზობს: - აქ რომ ამოვიტანო?!
დაბნეული მივჩერებივარ და ვცდილობ მის ნათქვამში რაიმე ქვეაზრი ამოვიკითხო, მაგრამ იმდენად ალალი და მხიარული ჩანს, რომ უარს ვერ ვეუბნები.
- უხერხული არ იქნება?! - ამ კითხვას უფრო საკუთარ თავს ვუსვამ ვიდრე მას.
- შენ ამაზე ნუ ღელავ! - თვალს მიკრავს და მორიგი კითხვის დასმამდე, ნომრიდან გადის.
მარტო დარჩენილი სულელივით ვიღიმები, არ ვიცი რა მჭირს, თითქოს ნელ-ნელა ტკივილი ქრება, დაკარგული რწმენა მიბრუნდება და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანის სახე მიუღია, დაცვის თანამშრომლის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, თუმცა ყურებში ვაჟას სიტყვები ჩამესმის: - რა იცი ვინაა, იქნებ კრიმინალია?!
- ჩემი უნდა დაიჯერო! - ამჯერად სანდროს მკაცრი, სიბრაზისგან აცახცახებული სახე მიდგას თვალწინ.

დღევანდელი მოვლენების გაანალიზებას ვცდილობ, ნეტა რას მიმზადებს მომავალი? კარგი ინებოდა წინასწარმეტყველის ნიჭი რომ მქონდეს. ფიქრებიდან გარედან შემოსულ ხმაურს გამოვყავარ. კარები იხსნება და სასტუმროს ნომერში გორგოლაჭებიანი, ორკაცზე გაშლილი მაგიდით სანდრო შემოდის.
- აი, მეც მოვედი! - კმაყოფილი, ბედნიერი ღიმილით მიცინის ის.
მაგიდიდან მაგიდისთვის განკუთვნილ დახლზე ვაწყობთ ორ კაცზე გამზადებულ ულუფას და გვერდი-გვერდ მოხერხებულად ვთავსდებით.
ეს არ არის რომანტიული ვახშამი, ვერც იქნება, ჩვენ უბრალოდ კარგი ნაცნობებივით ან იქნებ მეგობრებივითაც გვერდი-გვერდ ვსხედვართ და ჩუმად, თითქმის უსიტყვოდ მივირთმევთ სადილს, თურმე მართლა გვშიებია.
საბოლოოდ სიჩუმის დარღვევას ისევ სანდრო ბედავს: - არ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება!
ისეთი ტონით მეუბნება, ძნელია არ დაეთანხმო.
- „ნეტა სინამდვილეში ვინ ვგონივარ?! ჩემთვის რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, უნდა მოვუყვე, უფლება აქვს სიმართლე იცოდეს!“ - გადაწყვეტილებას მყისიერად ვიღებ და ზუსტად ვიცი, არც შევიცვლი.
- „რომ შემიძულოს?!“ - გულის სიღრმეში მაინც შიში მეპარება.
გონებაში ეკლესიაში გაგონილი ფრაზა მიტივტივებს: -„არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს“!
- „ვალდებული ვარ, უნდა მოვუყვე!“... - საკუთარ შიშს ვაბიჯებ, სიტყვები თავისით მოფრინავენ - დღევანდელ მოვლენებზე ბევრი ვფიქრობდი, მამაშენი მართალი იყო, არ მიცნობ, არადა ჩემზე გარკვეული ინფორმაცია მაინც უნდა გქონდეს.
- ინფორმაცია? მაინც რას გულისხმობ?! - ინტერესით მიმზერს ის.
- თუნდაც, რატომ აღმოვჩნდი ასეთ დღეში, რა მქვია, ვინ ვიყავი, რა ცხოვრებით ვცხოვრობდი...
- არ ვიცოდი ავტობიოგრაფიული მონაცემების ცოდნა სავალდებულო თუ იყო! - ხუმრობს ის.
- უცხო ადამიანს ყოველთვის ასე ეხმარები?!
- არა, რა თქმა უნდა!
- შენ ხომ ჩემი სახელიც კი არ იცოდი?! მამაშენი მართალია...
- დამიჯერე, როგორმე ქურდისა და კახპის ცნობას მოვახერხებ! - ისევ ირონიულად იცინის ის.
- მჯერა, მაგრამ...
- რა მაგრამ?!... - ხმა უსერიოზულდება მას - მე შენი წარსულიც მაინტერესებს და შენი მომავალიც. ასე რომ არ იყოს აქ არ ვიქნებოდით. ალბათ, იმასაც ხვდები, რომ ჩემი კავშირების პატრონს არც შენი ვინაობის გაგება გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, შენთვის წარსულის მოგონებები მტკივნეულია, არ მინდა ჩემი ცობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ზედმეტი ტკივილი მოგაყენო!...
მისი მზრუნველობა იმდენად მსიამოვნებს, რომ გული მიჩუყდება, კიდევ ცოტაც და ალბათ ავტირდები. თუმცა ისიც ვიცი, რომ მისთვის ჩემი ისტორიის გაგება ზედმეტად იოლიც კია, ეს უბრალოდ დროის ამბავია. არ მინდა ყველაფერი შებრუნებულად და შელამაზებულად შეატყობინონ, მინდა სიმართლე ჩემგანვე მოისმინოს, იმის წარმოდგენაზეც კი რამდენ საზიზღრობას ეტყვიან, გული მეკუმშება.
- ალბათ, მართალი ხარ, მღელვარებისგან ხმა მითრთის - მაგრამ, მინდა ჩემგან მოისმინო.
- კარგი იყოს შენებურად, ამ ყველაფერს თუ ამხელა მნიშვნელობას ანიჭებ, გისმენ...
რამოდენიმე წუთით ვჩუმდები, თითქოს სიტყვებს ვეძებ, როგორ დავიწყო თხრობა, სანდრო მოთმინებით მელოდება, ყურადღებით მაკვირდება, ღრმად ვისუნთქავ და ხმის კანკალით ვიწყებ:
- მაშინ თექვსმეტი წლის ვხდებოდი, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ჩემი იმედებით და ოცნებებით. ერთად-ერთი მიზანი მქონდა, ცეკვა...
- რაც უდაოდ კარგად გამოგდის, შეგამჩნიე რესტორანში როგორ აჰყევი მელოდიას... - ღიმილით მაგულიანებს ის.
- ალბათ, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდნენ. მყავდა თბილისიდან ჩამოსული პედაგოგები და სკოლის დამთავრებისთანავე მათთან ერთად დედაქალაქში ვაპირებდი წამოსვლას. ქვეყანა ჩემი მეგონა. ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ განვითარდა. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა გამგზავრების დრო, დღეებს ვითვლიდი წამოსვლამდე. თუმცა ყველა ასე როდი ფიქრობდა, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები ჰქონდა და ჩემი ოცნებები სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. ამბობდა, თითქოს ვუყვარდი და ცოლადაც მომიყვანდა. ყოველ შემთხვევაში მთელმა რაიონმა ასე იცოდა. არ იფიქრო თითქოს მისი გეგმების შესახებ არ ვიცოდი, მის განზრახვასაც ვხვდებოდი, თუმცა რაღა დაგიმალო, მისი დიდი სიყვარულის ნამდვილად არ მჯეროდა. შესაბამისად მასთან ურთიერთობასაც მაქსიმალურად ვარიდებდი თავს.
როგორც უკვე გითხარი, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა და იმედი მაქვს დღემდე არსებობს ყველაზე ერთგული და მეგობრული ადამიანი, გიორგი. ადამიანი რომელიც მთელი არსებით ჩემი იყო. იმ დღეს ორივენი სკოლის ბანკეტზე ვიყავით, ვერთობოდით, პირველად გავუსინჯე გემო ალკოჰოლურ სასმელს. ჩემი მეგობარი აშკარად შეყვარებული გახლდა, ალკოჰოლი მოეკიდა თუ არა აუჟუჟუნდა თვალები, მისი ყოველი სადღეგრძელო სიყვარულსა და ღრმა, უთქმელ გრძნობას ეხებოდა. შევუჩნდი და იმდენი ვუჩხიკინე, რომ ვათქმევინე კიდევაც ვინ იყო მისი ტრფობის ობიექტი.
პოტენციურ სარძლოს რათქმა უნდა ვიცნობდი, ჩვენზე სულ რაღაც ერთი წლით პატარა მარიკა ჩვენივე სკოლაში სწავლობდა, ძალიან თბილი და ლამაზი გოგონა გახლდა. სულ რომ ცუდი ყოფილიყო, გიორგის რჩეული ჩემთვის მაინც საუკეთესო იქნებოდა. როგორც იმ დღეს გავიგე, მუდამ თამამი გიორგი მასთან მისვლას და გრძნობებში გამოტყდომას რატომღაც ვერ ბედავდა.
ალბათ, ალკოჰოლმა გამათამამა, შევუჩნდი: წამოდი, სახლში მივაკითხოთ და რაც გაქვს სათქმელი პირდაპირ უთხარი მეთქი.
ყოყმანობდა, თუმცა მალევე დამეთანხმა. ბანკეტიდან ბავშვებისგან შეუმჩნევლად გამოვიპარეთ, მამამისისგან ნათხოვარ ავტომობილში ჩავსხედით და მარიკას სახლში მივადექით.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ სახლიდან ქალიშვილი მე გამოვიყვანე. ზუსტად არც მახსოვს რა იბლუყუნა გიორგიმ, როგორც იქნა უთხრა სათქმელი, გოგონა თვალცრელიანი უსმენდა. პასუხი არ უთქვამს, თუმცა მისი მზერით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჩემი მეგობრის გრძობებს ისიც იზიარებდა. მათი შემხედვარე ბედნიერი და გახარებული ვიყავი, მარიკა მალევე დაგვემშვიდობა და ჩვენც საბანკეტო დარბაზში დავბრუნდით. კმაყოფილი მეგობარი გულში მიკრავდა და ვინ იცის მერამდენედ მიხდიდა მადლობას.
უკვე დაშლას ვაპირებდით, როცა ვიღაც ბიჭმა გიორგის მოაკითხა. არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ, თუმცა აშკარად ვხედავდი, უცნობი ხელების ქნევით რაღაცას უხსნიდა, გიოც დაძაბული, თვალებდაქაჩული უსმენდა მოსულს.
სიტუაციაში გასარკვევად მათკენ წავედი, თუმცა ვერ მივუსწარი, მხოლოდ ის დავინახე, როგორ ჩასხდნენ ორივენი ავტომობილში და საკმაოდ სწრაფი სიჩქარით გავარდნენ ეზოდან, ასე - უსიტყვოდ, ასე - უთქმელად.
ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ ვპოულობდი. ალბათ, საათზე მეტი მაინც გავიდა, ის კი არ ჩანდა. ბავშვებმა ნელ-ნელა დაშლაც დაიწყეს. მე კი ისევ გიორგის ველოდი, ზუსტად ვიცოდი, სახლში ჩემს გარეშე არ დაბრუნდებოდა, აუცილებლად მომაკითხავდა.
სწორედ ამ დროს შემოვიდა ეზოში ჩემი და გიორგის საერთო მეგობარი, ბესო. პირდაპირ მე მომადგა. მისი მოსვლა კარგს არაფერს ნიშნავდა, ტანში გამცრა.
- ძალიან გთხოვ, ზედმეტი კითხვების გარეშე, გიოს სჭირდები, გარეთ ავტომობილი გველოდება, უნდა წამოხვიდე!
ნერვიულობისგან აცახცახებული გავყევი მეზობელს. ორმაგად დავიძაბე, როცა იქვე მდგომი ბიჭებით სავსე ვახოს მანქანა შევნიშნე.
- ვახო?! - ეჭვით გავხედე ბესოს.
- გიოსთან მან უნდა წაგვიყვანოს, დახმარება შემომთავაზა და უარს ხომ არ ვეტყოდი?! - ისეთი სახით გამომხედა, თითქოს ყოვლად გაურკვეველი, უადგილო კითხვა დავსვი.
- „მართლაც და რა სულელი ვარ! გიოს რაღაც უჭირს, მე კი მანქანას ვარჩევ!“ - საკუთარი თავი დავტუქსე.
ალბათ, სასაცილოა, ჩემი ფეხით, ყოველგვარი ზედმეტი ისტერიკების გარეშე უსიტყვოდ მოვთავსდი მძღოლის გვერდით სავარძელში. ყურადღება არც იმისთვის მიმიქცევია, ბესოს უკან ჩაჯდომისთანავე ცენტრალური საკეტით როგორ ჩაკეტა ავტომობილი ვახომ. ფიქრებით ისევ მეგობარს ვუტრიალებდი. აზრადაც კი არ მომსვლია, მოხერხებულად დაგებულ მახეში ჩემით როგორ გავები.
- გიოს რა სჭირს?! - ნახევრად უკან შებრუნებული ისევ ბესოს მივმართავდი.
- ცემეს! - ბესოს ნაცვლად ვახომ მიპასუხა.
- რატომ ცემეს?! - ხმაში ისტერიკა გამერია მე.
- სხვის საქმეში რომ უყვარს ცხვირის ჩაყოფა, იმიტომ! - ირონიულად მიპასუხა მან.
- სხვის საქმეში?! - ნელ-ნელა ხმის ტონს ვუწევდი - სადაა?.. ვინ?!.. - კითხვა ვეღარ დავასრულე, ქუჩის კუთხეში, ძირს დავარდნილი, ელექტრო ბოძზე მისვენებული, მაგრად ნაცემი მეგობარის დანახვისთანავე ცრემლებმა მისით გაიკვლიეს გზა.
- გიორგიიი! - უკნიდან ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და ყელიდან ხროტინის მსგავსი ხმა აღმომხდა.
ვახოს ავტომობილი აშკარად შორიდანვე შენიშნა, ზუსტად ვიცი, ჩემი ხმაც გაიგონა, მისი სიბრაზისგან აალებული თვალებიც დავინახე და სიმწრისგან, უმისამართოდ მოქნეული მუშტიც.
აზრი არ აქვს ჩემი ტირილისა და მუდარის აღწერას, დღემდე ვერ გავიგე, რას მერჩოდა ბესო, ასე რატომ გამიმეტა.

როგორც შემდგომ გიორგისგან გავიგე, იმ დღეს, ბანკეტზე მოსული ბიჭისგან გაიგო, რომ ვახო ჩემს მოტაცებას აპირებდა. სწორედ მასთან ურთიერთობის გასარკვევად გავარდა ასე კისრისტეხით და დაგებულ მახეშიც გავებით. ქუჩის ბოლოში ისევ მისგანვე მიგზავნილი ბიჭების ჯგუფი დახვდა და უმოწყალოდაც გაუსწორდნენ.
- ყველაფერი ჭკვიანურად გაუთვლიათ! - ზიზღით აღნიშნავს სანდრო.
- კი, ასე გამოვიდა! - ცრემლების ყლაპვით ვეთანხმები - ასე აღმოვჩნდი ვახოსთან. ასე დასამარდა ჩემი ოცნებებიც! ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვი, რომ თითქმის ერთი კვირა ვახოს ერთ-ერთ ძმაკაცთან ვიყავით. რამოდენიმეჯერ სცადა ჩემთან დაწოლა. თავს ვიცავდი, ვიბრძოდი, მასაც ალბათ მეგობრების ერიდებოდა, ყოველ შემთხვევაში მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, დამეფიცება, რომ რაიონში ხელუხლებელი დავბრუნდი. კმაყოფილი ვიყავი, იმედი მქონდა ჩემებს ვნახავდი და სახლშიც დავბრუდებოდი, მაგრამ არ გამიმართლა.
არ დამავიწყდება დედაჩემის პირველი სტუმრობა, მისი ცრელები, აკანკალებული ხმა:
- დედა მოგიკვდეს შვილო, შენ!.. მონატაცებს, მთელი კვირა მასთან ნამყოფს ვინ წაგიყვანს?, ვინღა დაიჯერებს, ისევ ქალიშვილი რომ ხარ?!
- გემუდარები, არ დამტოვო, არ დამღუპო, დედა! - მუხლებზე მდგომი, ფეხებზე მოვეხვიე და ცრემლებად დავიღვარე, მაგრამ უშედეგოდ.
იმ ღამით იყო ყველაზე მძიმე ღამე ჩემს ცხოვრებაში. პირველი ცემა, პირველი შეურაცყოფა, პირველი ძალადობა და დაკარგული ქალწულობა.
მეორე დღეს გრძელმკლავიან ტანისამოსში დამალული სილურჯეები. დედამთილის შეგონებები: - რომ ქმართან უნდა ვიყო თბილი, მომთმენი და ოჯახის სირცხვილი გარეთ არ უნდა გავიტანო.
დამეფიცება, რომ მის სიტყვებს უსიტყვოდ ვისმენდი და გულში დაგროვილ ტკივილს ღამით საკუთარ ბალიშთან ჩახუტებული ვიოხებდი, ვისთან ვიჩივლებდი, დედასთან თუ მეგობრებთან?!

მეზობლების დასანახად, წამიყვანეს ბაზრობაზე, მიყიდეს საუკეთესო სამოსი, ოქროული. როგორც იტყვიან ჩამაცვეს და დამახურეს. ორ კვირაში კი ვახოს ოჯახში ქორწილიც გადაგვიხადეს. თუმცა ამას ქორწილი პირობითად ერქვა, ცხვირჩამოშვებული, ნახევრად მგლოვიარე პატარძალი, ძმაკაცებთან მოკალათებული ჩხუბისთავი სიძე, რომელიც თვალების ბრიალით მხოლოდ ეჭვიანობის მიზეზს ეძებდა. ჩემს ეგრეთწოდებულ ქორწილში, ჩემიანები მხოლოდ დედაჩემი და ჩემი დედმამიშვილები იყვნენ. მიუხედავად იმისა რომ უფლება მომცეს, გიორგი დამეპატიჟებინა, ჩემი უახლოესი მეგობარი არ მოვიდა.

არავის უკითხავს, დედაჩემს შეეძლო თუ არა, შემდეგ კვირას, ჩემს ოჯახში ფეხის ბრუნებაც დაიგეგმა, არ ვიცი თქვენთან იციან თუ არა, ფეხისბრუნებას ქორწილისა და ქალის წაყვანის წაყვანის შემდეგ პატარძლის ოჯახში საჩუქრებით მისვლას უწოდებდნენ.

მახსოვს, ფეხის ბრუნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩვენს ოთახს ვალაგებდი, კომოდის ერთ-ერთი უჯრა გამოვხსენი და შემთხვევით წამლებით სავსე საკმაოდ მოზრდილ პარკს წავაწყდი. წამლების ასეთი რაოდენობით გაოცებული, მათი ანოტაციით დავინტერესდი, თუმცა არც ერთ შეკვრას მოხმარების წესი არ ახლდა. ამ ამბით ცოტა არ იყოს შეფიქრიანებული, ვახოს პატარა ნოუთბუქს მივუჯექი და ინტერნეში წამლების დასახელებით მათი ანოტაციების ძებნა დავიწყე.
სიტყვა შიზოფრენიამ, შიზოტიპურმა და შიზოაფექტური აშლილობამ, აგრეთვე - გუნება-განწყობის ანუ აფექტური აშლილობამ, განსაკუთრებით კი ფსიქოზმა მაშინვე მომჭრა თვალი. .ჩემი მწირი სამედიცინო განათლებითაც კი მივხვდი, რომ ხელში უბრალო სიცხის დამწევები არ მეჭირა. ვკითხულობდი და იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ეს წამლები ვახოსთვის იყო განკუთვილი. თუმცა საკუთარ ეჭვებში მაშინვე დავრწმუნდი, როგორც კი ოთახში შემოვიდა.
წამლებით ხელში დამინახა თუ არა, სიბრაზისგან თვალები გაუფართოვდა.
- ვინ მოგცა უფლება, რას ეძებდი?! - ხელიდან გამომგლიჯა წამლების შეკვრა და გვერდზე მოისროლა, მტაცებლის მსგავსად ჩასისხლიანებული თვალებით ჯიქურ ჩემკენ მოიწევდა.
- არაფერს, ვალაგებდი და... - შიშისგან ნელ-ნელა უკან-უკან ვიწევდი მე.
- ალაგებდი, თუ ეძებდი? შემიცვალე? იქნებ ჩემი მოწამვლაც გინდა?! - კედელთან კუთხეში ისე მომიქცია, რომ გაქცევას ვეღარ ვახერხებდი - არ გამოგივა, შენზე ჭკვიანი ვარ!
- რას ბოდავ, გაგიჟდი?!
- მე გიჟი არ ვარ! არც კი გაბედო ჩემთვის ასე დაძახება, მოგკლავ, გესმის, მოგკლავ! - ორივე ხელს ყელში ისე მიჭერდა, რომ ხროტინიც კი დავიწყე.
ჩემი სუსტი თითებით ვცდილობდი მარწუხებად ქცეული ტორების მოშორებას, თუმცა უშედეგოდ. ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვსუსტდებოდი, წინააღმდეგობის გაწევის უნარსაც ვკარგავდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა, უკვე ვხროტინებდი, როცა დედამისმა შემოგვისწრო.
- ვახო! - მკაცრი, მბრძანებლური ხმით დაუყვირა ქალმა.
მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ თითები მოედუნებინა, ჰაერში აწეული მყისიერად აიტაკზე აღმოვჩნდი, როგორც იქნა ამოვისუნთქე. შეშინებული მივჩერებოდი ნადირად ქცეულ ქმარს, რომელიც ნესტოებ დაბერილი მძიმედ სუთქავდა. ვცდილობდი როგორმე ნერვიული ცახცახი შემეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სამაგიეროდ ჩემი დედამთილი არ დაბნეულა, ჩემს მიერ გამოღებული წამლების შეკვრიდან, ერთ-ერთი კოლოფი შეარჩია და მომცრო ზომის ტაბლეტი ვაჟს მიაწოდა. წამალმა იმაზე სწრაფად დაიწყო მოქმედება ვიდრე ველოდი. რამოდენიმე წუთში ვახოს მზერა შეეცვალა, სუნთქვა დაურეგულირდა, უწყინარი ბავშვივით ემბრიონის პოზაში ლოგინზე მოიკუნტა და დაიძინა. იმ წუთებში ვეღარ ვიგებდი ვინ უფრო მეტად მეცოდება ის, თუ საკუთარი თავი.


მეშვიდე თავი
- ამ ყველაფერს მე რატომ მიყვები?! - მოსმენილით აშკარად შეძრწუნებული მეკითხება სანდრო.
- მინდა იცოდე, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, როგორ აღმოვჩნდი ამ წუმპეში. - წარსულის ემოციებით ისევ ხელახლა დამძიმებული ობლად წამოსულ ცრემლს ხელის გულით ვიწმენდ.
- გასაგებია, რომ ასეთ ცხოვრებას გაქცევა ამჯობინე, მაგრამ სად არის დედაშენი, თუნდაც ის შენი მეგობარი გიორგი?!...
- დედაჩემი?! ამ სიტყვამ ჩემთვის მნიშველობა მალევე დაკარგა. მესმის, თავდაპირველად ალბათ იფიქრა, რომ ადრე თუ გვიან ქმარი შემიყვარდებოდა, მან ხომ არ იცოდა, რამხელა დამცირებას ვიტადი ვახოსგან, მაგრამ იმას კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ მისი ავადმყოფობის გაგების შემდეგაც მაიძულებდა იმ ოჯახში ყოფნას. მშობელი ასე არ იქცევა, დედა შვილს არ იმეტებს.
- ანუ, უთხარი რაც სჭირდა და მაინც დაგტოვა?!
მწარედ მეღიმება - ამის მოყოლის გამბედაობა მეორედ აღარ მექნება. ამიტომ, გთხოვ უბრალოდ მომისმინე! როგორც უკვე გითხარი, რამოდენიმე დღეში ფეხის ბრუნებას ვგეგმავდით. სუფრა ეზოში იყო გაშლილი, დედას თითქმის მთელი სოფელი ჰყავდა დაპატიჟებული, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მოპატიჟებულ სტუმრებს შორის მამაჩემის მხრიდან ბებიაჩემი და ბიძაჩემიც კი იყვნენ.
დაეკლათ საკლავი, იქვე გვერდით თუხთუხებდა მოზრდილ ქვაბში ხაშლამა, სადღაც ხინკალსაც ახვევდნენ, მოკლედ დიდი სამზადისი იყო.
ავტომობილების გაბმული სიგნალებით, ზარ-ზეიმითა და სროლა-სროლით ამაყი სახეებით შევედით ეზოში. დედამთილის დარიგებისამებრ, სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი, გარეგნულად ალბათ, ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. ვინ რა იცოდა ჩემს გულში რა ხდებოდა.
თვალების ცეცებით ვეძებდი გიორგის, მისი მშობლები იქ იყვნენ, ჩემი მეგობარი კი არსად ჩანდა. ისევ არ მოვიდა. გული დამწყდა, სადღაც შიგნიდან მეტკინა, ყველაზე დიდ მოუშუშებელ ჭრილობას სახელად გიორგი ერქვა, მისი მონატრება იმდენად მაწვებოდა, რომ საკუთარ უბედურებასაც კი მავიწყებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქეიფი საკმაოდ მალე გახურდა, მიირთმევდნენ ანწლის არაყსა და გაურკვეველი წარმომავლობისა და ფერის ღვინოს. შეზარხოშებულ სტუმრებს იმაზე სწრაფად დავავიწყდით ვიდრე ველოდი.
- მასპინძელო! - სწორედ ამ დროს შემომესმა ნაცნობი ხმა.
სიხარულისგან ინსტიქტურად ფეხზე წამოვხტი. ეზოში მხრებში გაშლილი, ლაღი ნაბიჯით გიორგი მოაბიჯებდა, გვერდით კი ჩემი ცეკვის პედაგოგები, ანიტა და კაკი მოჰყვებოდნენ. იმ დღეს ალბათ ამაზე მეტად არაფერი გამხარებია. მათი სამეულის დანახვაზე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რა თქმა უნდა ასე არ მომხდარა, არც მე მქონდა ამის ილუზია, მაგრამ ამ სიხარულს სხვას ვერაფერს შევადარებდი. სამივეს თბილად ჩავეხუტე, განსაკუთრებით გიორგის.
- ჩემი იმედი გქონდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი იმედი გქონდეს! - ძლიერად მიკრავდა გულში გიორგი და მილოცვის ნაცვლად ამ სიტყვებს მეუბნებოდა.
ანიტა და კაკი მილოცავდნენ გაბედნიერებას, თუმცა ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ ჩემი ბედნიერების დიდად არც მათ სჯეროდათ.
სწორედ ამ დროს საჩუქართან ერთად ხელში ჩამიდო ანიტამ მისი სავიზირო ბარათი.
- იცოდე, მხოლოდ ერთი ზარი და... ნებისმიერ დროს როცა არ უნდა დაგჭირდე, მხარში ამოგიდგები, შენთან ვიქნებით...
კარგად ვიცნობდი ანიტას, ვიცი მისი დაპირება გულწრფელი იყო.
- მადლობთ, რომ მოხვედით, არც კი იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს აქ ყოფნას! - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე.
საოცარია, ზოგჯერ რა მცირედი ყოფნის ადამიანს გამბედაობის მოსაკრეფად. როგორც წესი გადაწყვეტილებებს, საკმაოდ იმპულსურად ვიღებ, არც ამჯერად მიფიქრია დიდხანს, მეგობრების გვერდზე ყოფნით ფრთებშესხმულმა, მიზნად დავისახე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ვახოს რეალური სახე ყველასთვის მეჩვენებინა, რარომღაც მეგონა თუ მისი ავადმყოფობის შესახებ გაიგებდნენ, დედაჩემი ჩემს სახლში დაბრუნებას მოინდომებდა.
იქნებ სასტიკადაც კი მოგეჩვენო, მაგრამ იმ წუთებში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ვახოსდა სავალალოდ, კომოდში წამლების აღმოჩენის შემდეგ მათი მიღების კონტროლის პატივი მე მერგო. თუ პირველად იმის გამო მცემა, რომ შემთხვევით უჯრაში მოთავსებულებს წავაწყდი, ამჯერად მათ ჩემი ხელით ვასმევდი.
საათს დავხედე, თხუთმეტ წუთში მორიგი ტაბლეტის მიღება უწევდა. წარმოდგენა არ მქონდა რას იზავდა წამალს თუ არ მიიღებდა, თუმცა გარისკვად ღირდა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვახოსთვის მისაწოდებელი ტაბლეტი ჩუმად მისივე თეფშის ქვეშ დავმალე, თავად კი ისევ მეგობრებთან ერთად გართობა განვაგრძე.
ჩემი დედამთილი გაფართოვებული, შეშინებული თვალების დანახვაზე მივხვდი, ჩემი გეგმა წარმატებით ხორციელდებოდა. ნამდვილად არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, სულ რაღაც ნახევარ საათში ნერვიული ცახცახი დააწყებინა, კიდურებს ვეღარ იმორჩილებდა, შუბლი ნელ-ნელა ოფლის წვრილი წვეთებით დაენამა.
- წამალი არ დაალევინე?! -თვალების ბრიალით, სისინით მკითხა.
- როგორ არა, მივაწოდე! - უტიფრად მოვიტყუე და თითქოს მაშინღა შევნიშნე თეფშის ქვეშ ამოდებული ტაბლეტი, ისე შევიცხადე - უი, დალევა დავიწყებია!
ყბები ხელით დაუჭირა ქალმა და ტაბლეტი ძალით ჩასჩარა პირში, ხალხის ცნობისმოყვარე მზერას ყურადღებას არ მიაქციეს, აცახცახებულ შვილს მეუღლესთან ერთად მხარში ამოუდგნენ და ისე ცდილობდნენ შედარებით მშვიდ ადგილზე გაეყვანა. ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ან რა დროს დაუსხლტა მშობლებს ხელიდან, კრუნჩხვას აყოლილი ვახოს სხეული ეზოში გორაობდა, პირიდან დუჟი სდიოდა. გაფითრებული ვუმზერდი ქმარს.
- ენა არგადაყლაპოს! - დედამისის კივილმა იქ მყოფების ხმა გადაფარა.
ჩემგან განსხვავებით მამამისი არ დაბნეულა, მაგიდაზე რკინის ნივთს, სავარაუდოდ კოვზს სტაცა ხელი და ახროტინებულ შვილს პირში ჩასთხარა. ეს ყველაფერი ალბათ, ათ წუთზე დიდხანს არ გაგრძელებულა, სავარაუდოდ წამალმაც დაიწყო მოქმედება და ავადმყოფმა ნელ-ნელა სხეულის დამორჩილებაც შეძლო. უკვე გონს მოსული რამოდენიმე კაცის დახმარებით ფრთხილად წამოაყენეს და საძინებელში შეიყვანეს.
ალბათ ჩემი მხრიდან ეს საქციელი საკმაოდ დიდი სისასტიკე გახლდა, მაგრამ იმ სიტუაციაში რატომღაც გამოსავლად ეს ჩავთვალე.
- ეპილეფსია აქვს?! - შეშფოთებული მეკითხებოდა ანიტა.
- არა, ფსიქურადაა დაავადებული! - ხმა ჩამწყდარმა ვუპასუხე ყოფილ პედაგოგს.
მეგონა მხოლოდ მას ვუპასუხე, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა ტალღასავით დაუარა ხალხს.
- შენ მოგიკვდი!... - ბებიაჩემმა იმდენად ძლიერად ჩამიკრა, თითქოს ასე ცდილობდა ჩემს დაცვას. ამდენი წლის შემდეგ ცოტა არ იყოს, მეხამუშა მისი სითბო, მისი მოფერება, თუმცა მისმა შეცოდებამ ცოტა არ იყოს გამაღიზიანა, ერთი სული მქონდა მკლავებიდან დავსხლტომოდი.
- ჩემს რძალს უნდა დაველაპარაკოთ! - თითქმის უბრძანა ბიძაჩემმა, აშკარად დავინახე მკლავში უხეშად როგორ მოჰკიდა ხელი დედაჩემს და გადახურულ ფაცხაში სასაუბროდ შეიყვანა.
შორიდანვე ვხედავდი სამივენი გაცხარებით როგორ კამათობდნენ. ბებია რაღაცას უმტკიცებდა, დედაჩემი ზედმეტად გაწიწმატებული, აჭარხლებული სახით ხელების ქნევით ელაპარაკებოდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მათი კამათის ობიექტი აშკარად მე ვიყავი. ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე, მეც მათი მიმართულებით წავედი:
- რა სინდისით ტოვებ ამ არაკაცთან? ის არ ყოფნის რომ დედაბუდრიანად სადისტები არიან, ყველა სიკეთესთან ერთად ფსიქიკურად დაავადებულიც ყოფილა!... - თითქმის ღრიალებდა ბიძაჩემი.
- ამ ბავშვის ცოდვით ვერ გაიხარებ! - არ ჩამორჩა არც ბებიაჩემი.
- მე ვერ გავიხარებ?! - შეიცხადა დედაჩემმა- რას მემართლებით?! ვიღაცის მარტომ, ყველასგან მიტოვებულმა საკუთარი შვილივით გავზარდე და კიდევ ჩემთან გაქვთ დიდი გული?!..
- გვანცა ვიღაცის არაა. შენ რომ არა ისინი ერთად იქნებოდნენ, აღარც ჩემი შვილი დაიღუპებოდა!...
- ამიხსენით რას მერჩით, რა დავაშავე ასეთი? უბრალოდ შემიყვარდა, სხვა ხომ არაფერი?! ჩემი ბრალია გვანცა თუ მშობიარობას გადაჰყვა? ამიხსენით, დღემდე როგორ ვერ მოვიგე თქვენი გული?! თუმცა თქვენგან რა მინდა, თქვენი შვილიც ხომ ვერა და ვერ შემეგუა, ჩემი ბრალი იყო?! შვილებსაც კი არჩევდა ერთმანეთისგან, მხოლოდ გვანცა - გვანცა ჰქონდა ჩახვეული, თითქოს დანარჩენები მოყოლილი გერები მყავდა!...- იგესლებოდა დედაჩემი.
- რა დააშავე?! იცოდი შენი საუკეთესო დაქალი ჩემი ძმისგან იყო ორსულად და მაინც კისერზე ეკიდებოდი, იმდენი ჰქენი, რომ ნასვამს დაუწექი და შეყვარებულები დააშორე! - კამათში ისევ ბიძაჩემი ჩაერია.
- რა უნდოდა დასავლეთში ჩემს შვილს?! შენც ხომ კარგად იცი, რომ ყოველ კვირას მის საფლავზე დადიოდა...
გახევებული ვიდექი კარებში, მოსმენილის დაჯერება მიჭირდა, ჩემს იქ ყოფნას ვერც-ერთი ვერ ამჩნევდა, გაკაპასებულები ისევ ერთმანეთში კამათს აგრძელებდნენ.
- დამეფიცება, მიუხედავად ყველაფრისა, მე ეს ბავშვი საკუთარი შვილივით შევიყვარე...
- კი არ შეიყვარე, ბავშვს შეაყვარე თავი და მისი ხათრით ჩემი ძმის ცოლობასაც ეღირსე!
- შეიძლება, გამარკვიოთ აქ რა ხდება?! - იმდენად ცივად მივმართე მოკამათეებს, საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი.
ვერ გეტყვი იმ წუთში რას ვგრძნობდი, მოსმენილის მიხედვით ფაქტების დალაგებას ვცდილობდი, რა გამოდიოდა, ეს ქალი ჩემი დედა არ იყო? თუ დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, მე დედის მკვლელი ვიყავი? ყველა სიკეთესთან ერთად ჩემს გამო მამა უსიყვარულოდაც დაქორწინდა?! აზრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. უცნაური ზიზღისა და პროტესტის გრძნობა მაწუხებდა, ვეღაც გავიგე ვინ უფრო მძულდა საკუთარი თავი, თუ ისინი.
- გვანცი, შვილო!... - გაფითრებულმა გამომხედა დედაჩემმა და მომეხვია.
- შვილო, თუ ?! - გამოვცარი კბილებიდან და უხეშად მოვიშორე.
- წარსულის გახსენებას აზრი არ აქვს, უნდა დაგეხმაროთ, იმ ოჯახიდან უნდა წამოხვიდე! - გონს ისევ ბიძაჩემი მოვიდა.
- რას მელაპარაკები? ვინ ხარ შენ ამას რომ მიწყვეტ?! - მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყველაზე სანატრელ ფრაზას მეუბნებოდა, იმ წუთში მხოლოდ დაგროვილი ბრაზისა და ბოღმის ამოფრქვევას ვცდილობდი. ისიც კი დავივიწყე, ამხელა მასკარადი რის გამო მოვაწყვე.
- ამ მდგომარებაში ვერ დაგტოვებთ!... - დამიტკბა ბებია - ასეთ ავადმყოფთან ყოფნა იოლი არაა, წამოდი ჩემთან, გიპატრონებ, ისეთ ბიჭზე გაგათხოვებ, მომავალზეც ხომ უნდა იფიქრო!...
იმდენად შემეზიზღა ამ სიტყვების გამო ბებიაჩემი, კინაღამ იქვე ამერია გული. იმიტომ არა, რომ ვახოს ვერ ვიმეტებდი მისატოვებლად, უბრალო ამ სიტუაციაშიც კი ისევ ჩემს გათხოვებაზე რომ ფიქრობდა ამან დამზაფრა.
- მძულხართ სამივე, ის შეშლილი კაციც კი თქვენზე უკეთესია! - ემოციებს ვეღარ ვიკავებდი - ჩემი სახელის ხსენებაც კი არ გაბედოთ, ჩათვალეთ რომ გვანცა დავითური დღეს გარდაიცვალა!...
- გვანცა, შვილო!... - კვნესა ამოაყოლა დედაჩემმა.
- ასე ნუ მეძახით! - ისევ მკაცრად გავხედე, აკანკალებული და აცახცახებული გამოვვარდი ფაცხიდან და გიორგის შევეჩეხე. მისი მზერით მივხვდი, რომ ჩვენი დიალოგი სრულად მოისმინა.
- იქნებ მაინც გეფიქრა ვახოსგან წამოსვლაზე?! - გაუბედავად მკითხა მან.
- ეჰ, გიო! ნეტა მხოლოდ ეგ პრობლემა მქონდეს! - ცრემლები ვეღარ შევიკავე და მეგობარს ჩავეხუტე. - დღემდე წამოსვლა მინდოდა, ეხლა კი აზრი აღარ აქვს... - ძლივს ამოვისლუკუნე მე.
- დარწმუნებული ხარ?! იქნებ ჩემთან წამოსულიყავი? დაგეხმარები, არაფერს გაგიჭირვებ!.
- აზრი აღარ აქვს! რაც იქნება, იქნება, ალბათ ჩემი ბედიც ესაა! - ისევ ჯიუტად ვიმეორებდი მე.
ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა მისთვის რომ დამეჯერებინა, იქნებ ჩემი ცხოვრებაც უფრო მარტივად წასულიყო, მაგრამ მაშინ დანამდვილებით ვიცოდი, იმ წუთებში მათთან ყოფნას, ისევ ჩემთვის საძულველ ადამიანთან ყოფნა მერჩივნა. სწორად ეს გადაწყვეტილება მეჩვენებოდა.

მერვე თავი
ალბათ, ყველას აქვს მომენტი როცა უბრალოდ ფიქრობ, რა იქნებოდა სათანადო დროს სათანადო გადაწყვეტილება რომ მიგეღო. დღემდე ვერ ვიგებ, რატომ გავჩერდი იმ ოჯახში, რამ დამაკავა იმ ადამიანთან. არ ვიცი რა დამემართა, ზუსტი ახსნა ვერ მოვუძებნე საკუთარ სისუსტეს.
ჩემი ფეხის ბრუნების დღიდან დავიწყე ჩემს ნამდვილ დედაზე ინფორმაციის მოძიება, ვინ იყო, სად ცხოვრობდა.
როგორც აღმოჩნდა დედა ჩემს დედობილთან ბავშვობიდან მეგობრობდა, მასთან სოფელში დასასვენებლად ჩასულმა გაიცნო მამაჩემი და ერთმანეთიც შეუყვარდათ. რასაც მოჰყვა დაუგეგმავი ორსულობა, დანიშნული ქორწილის დღე და საკუთარი ნიშნობის ღამეს წასული პატარძალი. ნერვიულობის ფონზე დაჩქარებული მშობიარობა და ყველაზე მძიმე არჩევანი, დედა თუ შვილი!...
შვილის გარდაცვალებით გაღიზიანებული მშობლებისგან დედის მკვლელად მონათლული, მარტოხელა მამის ამარა დარჩენილი ბავშვი.
- დედის მკვლელი?! - ყურებში მხოლოდ ეს ორის სიტყვა მიტრიალებდა, მხოლოდ ეს ორო.
- არა, მე - არა!.... ჩემი ბრალი არ იყო, ის ქალი რომ არ ყოფილიყო, მამა დედას რომ არ დასშორებოდა, დედას რომ ეპატიებინა.... - ათას მიზეზს ვიგონებდი, ოღონდაც საკუთარი თავი არ დამედანაშაულებინა.
ჩემს ნამდვილ მშობლებს ვეღარაფერში დავადანაშაულებდი, ან რა აზრი ჰქონდა გარდაცვლილ ადამიანებთად ჯიბრს, აი გამზრდელი კი იქვე მყავდა, სწორედ ის იქცა ჩემი აგრესიისა და ზიზღის მორიგ ობიექტად.
უსიტყვოდ შევწყვიტე ჩემს ოჯახის წევრებთან კონტაქტი, აღარ ვნახულობდი დედობილს. არადა თითქოს მადლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ საკუთარი შვილივით გამზარდა. ცხოვრებაზე გაღიზიანებული და გაბოროტებული ჯავრს მე მაინც მასზე ვიყრიდი, მის თვალებში დაუფარავი წყენა და ცრემლები რატომღაც შვებას მგვრიდა, რას ვერჩოდი?!
არც არაფერს. უბრალოდ საკუთარი თავის გარდა ამ სიტუაციაში კიდევ ერთ დამნაშავეს ვეძებდი. ჩემს ასეთ დამოკიდებულებას არც აპროტესტებდა, არც უარყოფდა, მორჩილად იღებდა თითოეულ საყვედურსა და შეურაწყოფას. დიახ, ასეთი ვიყავი, გაღიზიანებული და დაბოღმილი უმისამართოდ, აშკარად უადგილოდ ვაფრქვევდი შხამსა და გესლს. ის კი მაინც მამართლებდა, ნებისმიერი ჩემს უსაქციელობას ახსნას უძებნიდა.
- ძნელად დასაჯერებელია შენგან ამდენი აგრესია! - ეჭვით მიმზერს სანდრო.
მის გამომცდელ მზერას მინდა გავექცე და თვალებს დამნაშავე ბავშვივით ვხრი.
- ნამდვილად ასე იყო, თავი მეზიზღება ამის გამო!.. - თითქმის ჩემთვის ვბუტბუტებ - იმის ნაცვლად პირადი ცხოვრებისთვის მიმეხედა და ჩემი ოჯახური პრობლემები მომეგვარებინა, მამაჩემისა და დედაჩემის ურთიერთობებში ვიჩხრიკებოდი და ვიქექებოდი. იცი, რაღაც გაურკვეველი მჭირდა. წარსულის ამბების ჩხრეკით თითქოს მძიმე აწმყოზე ფიქრს ვანებე თავი. მაგრამ, რამდენად ძლიერადაც არ უნდა მდომოდა, სხვა პრობლემებზე გადართვა, ჩემი რეალობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. ამას სირაქლემას პოზიციაში მყოფიც კი ვხვდებოდი.
გოგოებისგან ხშირად გამიგია როგორ ამაყად აცხადებდნენ: - ქმარს ხელის დარტყმას ვერ ვაპატიებ, შეყვარებულ ღალატს არ მოვუთმენო!..
ასეთ დროს გულში მეც მიფიქრია: - ნეტა მე რას არ მოვუთმენდი ქმარს?! თურმე არასოდეს არ უნდა თქვა, არ...
ვცდილობდი, ძალისხმევას არ ვიშურებდი, რომ როგორმე მთლად თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა თუ არა, ოდნავ მშვიდი ცხოვრება მაინც გვქონოდა. ამდენი ტრანკვილიზატორები და დამამშვიდებლები მის პოტენციაზეც მოქმედებდა, ლოგინში საკუთარ უუნარობას ჩემს სიცივესა და გულგრილობას აბრალებდა, იქნებ ასეც იყო?! თავს ვერაფერზე დავდებ. თითოეული ასეთი ღამის შემდეგ ჩემს სხეულზეც მატულობდა ცხელი უთოსა, თუ მისი ტორებით მიყენებული ახალ-ახალი იარები.
ადრე თუ ოდნავ მაინც ცდილობდა დავერწმუნებინე საკუთარ სიყვარულში, ამჯერად თავს ჩემი გინებითა და შეურაცყოფით ირთობდა. ადრე, თუ მეგობრებსა და ოჯახის წევრების წინ ჩემთან ჩხუბს ერიდებოდა, ამჯერად სახლში გვიან დაბრუნდებულს აღარც სხვადასხვა ქალების თანხლებით მოსვლის რცხვენოდა. არ ვიცი მათთან რამდენად წარმატებული სექსუალურ ცხოვრება ჰქონდა, სავარაუდოდ ბევრი ვერაფერი, რადგან მათზე გაღიზიანებული ისევ ჩემზე იყრიდა ჯავრს, გამეტებით მირტყამდა და ცოცხლად მაწამებდა.
ასე, რომ ჩემი ქმრისგან ცემასაც ვიტანდი, გინებასაც და საყვარლებში სიარულსაც. იყო ამაში რაღაც არაჯანსაღი, ავადმყოფური. თანდათან მეც დავჩაჩანაკდი, დავბეჩავდი და დავემსგავსე ჩემს დედობილს. იქნებ ამიტომაც არ მინდოდა მისი ნახვა, მისი სახის დანახვაზე, ხომ საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მიორმაგდებოდა. ნებისმიერი გაფაჩუნების მეშინოდა. მძულდა ყველა, განსაკუთრებით კი ჩემი თავი.
ყველა სიკეთესთან ერთად, როცა მისი აგრესია მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი უმართავი და აუტანელი ხდებოდა თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულსაც ვსტუმრობდით.
კარგად მახსოვს, საავადმყოფოში ჩემი პირველი ვიზიტი. თვალებგაფართოებული, შეშინებული ვუმზერდი ავადმყოფებს. რამოდენიმეჯერ საკმაოდ უცნაური სიცილისა თუ კივილის გაგონებაზე შიშისგან ადგილზეც კი შევხტი. სამაგიეროდ ვახო გრძნობდა თავს შინაურივით. თქვენ წარმოიდგინეთ პალატებსაც კი იწუნებდა და ერთმანეთს ადარებდა.
- წინა პალატაში კონდენციონერი და ტელევოზორიც ჰქონდათ, ცოტა მეტად რომ მოგენდომებინა!... - ღრენით გამომიცხადა მან.
გაოცებულმა გავხედე გვერდით მდგომ დედამთილს, ვერ მივხვდი ჩემს მონდომებაზე როგორ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული საავადმყოფოში მისი უკეთეს პირობებში ყოფნა.

საკმაოდ გვიან, როცა უკვე პაციენტების ნახვის საათები დასრულდა, საავადმყოფოში ისევ მივედით.
- კარგად მომისმინე, მისი მკურნალი ექიმი ახალგაზრდა მამაკაცია. ლამაზი ხარ, ახალგაზრდა... ცოტა გაუღიმე, გაუცინე, დარწმუნებული ვარ სადაც ჩემი შვილს მოაწონე თავი, არც მისი მოხიბლვა გაგიჭირდება. უკეთეს პალატაშიც გადაიყვანენ და კარგადაც უპატრონებენ!...
აი, თურმე რას ითხოვდნენ ჩემგან, ნეტა ბოლომდე თუ ხვდებოდა რისკენ მიბიძგებდა?! სად გადიოდა ჩემი მოთმინების ზღვარი?! მინდოდა იქვე მეყვირა, ხმამაღლა მეღრიალა, პირში მიმეხალა რომ მძულდნენ, რომ მათი დანახვაც კი აღარ მინდოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა გაშტერებული, უტყვი სახით მივჩერებოდი დედამთილს.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ექიმის სამუშაო გრაფიკიც კი წინასწარ იცოდა, რამოდენიმე წუთში კარებში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა ტყავის პორტფელით ხელში. თეთრი ხალათი მკლავზე გადაეკიდა და ლაღი ნაბიჯებით იქვე მდგომი შავი ტოიოტას ტიპის ჯიპისკენ მიაბიჯებდა.
- ჰე, მიდი!... - მისი მიმართულებით ხელით მიბიძგა დედამთილმა.
გაუბედავი ნაბიჯით უკან მივყვებოდი მობილურზე მოსაუბრე ექიმს, გულში ვნატრობდი რომ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. მაგრამ როდის იყო, რომ ასე მიმართლებდა?!
ექიმი ჩემსკენ შემობრუნდა და საკმაოდ მკაცრი ხმით მკითხა:
- ქალიშვილო, რამე გნებავთ?!
- მე... მე... - მოულოდნელობისგან დავიბენი - მე თქვენი პაციენტის მეუღლე ვარ!
- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაინტერესებთ, სამუშაო საათებში უნდა მობრძანდეთ, მიღების საათები დამთავრებულია!
- მაპატიეთ!... - შეშინებულმა გავხედე საკმაოდ ახლოს მოსულ თვალებ აბრიალებულ დედამთილს, რომელსაც თითქოს იმის ეშინოდა რამე არ გამოსჩენოდა, აშკარად ჩვენს საუბარს აყურადებდა - თქვენთან სათხოვარი მაქვს!
ჩემი მზერა არ გამოპარვია, არ ვიცი იქნებ მომეჩვენა კიდევაც, თითქოს იცნო, რატომღაც მანაც ზიზღით გახედა იქვე ახლოს მდგომ ქალს.
- გისმენთ! - ექიმის მზერაში იმხელა სიბრალული ამოვიკითხე, რომ თავი ორმაგად შემზიზღდა.
- უნდა დამეხმაროთ. ჩემი მეუღლე, როგორმე უკეთეს პალატაში უნდა გადაიყვანოთ!... - აცახცახებული ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
- ბატონი ვახტანგი?! - ირონიით წარმოსთქვა მისი სახელი - თქვენს მეუღლესაც და მის აბეზარ ოჯახის წევრებსაც - მუქარით გახედა ჩემს დედამთილს - საკმაოდ ბევრჯერ ავუხსენი, რომ აქ საავადმყოფოა და არა პანსიონი. გასართობად და დასასვენებლად სხვა ადგილი უნდა შეარჩიონ!...
- გემუდარებით!... - ნერვიულობისგან თითებს ვიმტვრევდი მე.
- ტელევიზორსა და კონდენციონერს ნამდვილად ვერ დაგპირდებით, ერთად-ერთი რაც შემიძლია, ეს დამატებითი ნახვის საათების გამოყოფაა, თქვენც ხომ ეს გნებავთ ქალბატონო ელისო?! განა ამ გოგონას ამიტომ არ ახვეწნინებთ?! - ირონიულად გასძახა აშკარად ზედმეტად კმაყოფილ დედამთილს - კარგად დაიმახსოვრეთ, გამონაკლისს მხოლოდ ამ ბავშვის ხათრით ვაკეთებ, - სიტყვა ბავშვი განსაკუთრებული მახვილით წარმოსთვა - ისე, რომ იცოდეთ, აქ ტელევოზორითა და კონდენციონერით აღჭურვილი პალატები არ გვაქვს, ეს თქვენი მეუღლის ფანტაზიის ნაყოფია... -გახევებულს მადლობის თქმაც კი არაც დამაცალა, თითქოს ჩვენგან შორს წასვლა სურსო, ავტომობილის კარები გახსნა და ეზოდან სწრაფი სიჩქარით გავარდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაიწყეს მკურნალობა, თუმცა მე ამ მკურნალობის ვერაფერს ვიგებდი, რასაც ვხედავდი ერთად-ერთი ის იყო, რომ პერიოდულად დამამშვიდებლებს უკეთებდნენ და აძინებდნენ, როგორც კი აზრზე მოდიოდა ისევ ძველი ვახო ბრუნდებოდა, ყოველ შემთხვევაში მისი ჩემდამი დამოკიდებულება ნამდვილად არ იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი თითქმის მთელი დღე მასთან იყო და საყვარელ შვილს თავს ევლებოდა, მეც, როგორც ერთგული და მზრუნველი ცოლი, საჭმელ-სასმლით დაზურგული საკმაოდ მოზრდილი ჩანთებით დღეში რამოდენიმეჯერ ვაკითხავდი, (რა გვექნა თუ საავადმყოფოს უგემური საკვები არ მოსწონდა?!), ბატონი ვახტანგი მაინც მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ.
- თქვენი მონაყოლიდან აშკარად ჩანს რამდენად ამაზრზენ ადამიანებთან გქონდათ შეხება. ერთ რაღაცას ვერ ვიგებ, რას ფიქრობდი როცა ისევ მათთან აგრძელებდით ცხოვრებას?!
- მე?! ზუსტად ვერ გეტყვი, იმ დროს რას ვფიქრობდი, თითქოს ავტომატურად ვმოქმედებდი. ვცდილობდი საკუთარ პრობლემებზე არ მეფიქრა. საავადმყოფოში ექთნებს დავუახლოვდი, დრო რომ მომეკლა სრულიად უსასყიდლოდ ლამის სანიტრის მოვალეობასაც კი ვასრულებდი. მისგან დაწუნებულ საკვებს ან საავადმყოფოში მომსახურე მედ პერსონალს ვაძლევდი, ან დანარჩენ ავადმყოფებს. მათგან, ადამიანებისგან რომელთა ჯანმრთელობის მდგომარებაც ვახოსგან განსხვავებით ბევრად მძიმე იყო, მადლიერებას და სიყვარულს ვგრძნობდი. იმის შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სასარგებლო ვიყავი მავსებდა და მახარებდა.
იქ სხვადასხვა კატეგორიის ავადმყოფები ჰყავდათ, თვითმკვლელობისადმი მიდრეკილნი, შეზოფრენიით დაავადებულნი, ღრმა დეპრესიაში მყოფნი. იყო სართულები, სადაც ფეხსაც კი ვერ შეადგავდი, ექთნების თქმით იქ განსაკუთრებით საშიში პაციენტები ჰყავდათ. აქვე იყვნენ ისეთი კატეგორიის ავადმყოფებიც, თუმცა არ ვიცი მათ ეს სიტყვა რამდენად შეიძლება ვუწოდო, ალბათ უფრო დამნაშავეები, რომელნიც სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს გადაწყვეტილებით შეურაცხადად იყვნენ ცნობილნი და სასჯელის ნაცვლად იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდნენ.
პალატები რკინის კარებებითა და გისოსებით გარედან ციხეს უფრო მოგაგონებდათ, იმდენად მზარავდა იქიდან გამოსული ხმები, რომ ამ სართულთან ახლოს გავლის სურვილიც კი არ მიჩნდებოდა.
რათქმა უნდა, რომც მდომოდა, მე ამ კატეგორიის ავადმყოფებთან არავინ შემიშვებდა, თუმცა დიდად ამის სურვილი არ გამჩენია. ექთნებს მხოლოდ იმ პალატებში შევყავდი სადაც ავადმყოფები შედარებით მშვიდად, კონტროლს დაქვემდებარებულნი ჰყავდათ. ზედა სართულისგან განსხავებით საავადმყოფოს ეს ნაწილი მართლაც სანატორიუმს მოგაგნებდა. ამ ნაწილში იყო მოთავსებული ჩემი ქმარიც.
იცი, ვუყურებდი ამდენ გაჭირვებულსა და სულით დაავადებულ ადამიანს, ვუმზერდი მათ რეაქციებს, როცა ახსენდებოდათ წარსული ცხოვრებიდან რომელიმე ლამაზი ეპიზოდი, წამიერად სიხარულით გაცისკროვნებულ სახეებს, რომელსაც რამოდენიმე წუთში ისევ გაშტერებული, უმისამართო მზერა ცვლიდა. მინდოდა თუ არ მინდოდა მათ სიმპტომებს მაინც ვახოს მდგომარეობას ვადარებდი.
ვესაუბრებოდი ექთნებს, ექიმებს, ვიგებდი ყველა წვრილმანს რაც ამ დაავადებას ახასიათებდა. სწორედ მაშინ გავიაზრე ბოლომდე, რომ ვახოს ჩემდამი დამოკიდებულებას, ჩემს მიმართ არსებულ აგრესიას ფსიქიკურ აშლილობასთან არაფერი აკავშირებდა. თითქოს ჩემთვის ტკივილისა და შეურაცყოფის მოყენება სიამოვნებდა, არ ვიცი როდის მოასწრო ჩემი ასე ათვალწუნება, უბრალოდ ვძულდი, ვეზიზღებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ვახოს გრძნობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რატომღაც მაინც მეტკინა, გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა. მოკლედ, საავადმყოფოში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ნებისმიერ ფასად ამ ადამიანისგან უნდა წამოვსულიყავი, მისი კლანჭებიდან თავი უნდა დამეღწია.
საავადმყოფოდან გამოწერეს თუ არა, მასაც და დედამთილსაც გზაშივე გამოვუცხადე, რომ მისგან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი.
მთელი გზა ელისოს შეგონებებს ვისმენდი, რომ ოჯახი ერთი დიდი მოთმინებაა, რომ უბრალო კამათის გამო არ უნდა დავანგრიო!...
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ვახოს ხმა არ ამოუღია, არც კი გაუპროტესტებია, ასე. უსიტყვოდ მიმიყვანა საკუთარ სოფელში, რა თქმა უნდა სახლამდე ჩემი მიყვანით თავი არ შეუწუხებია და გზაზევე ჩამომსვა.
- ამდენი ბრალდებების შემდეგ დედობილმა მიგიღო?! - ინტერესით მეკითხება ვახო.
- შენ წარმოიდგინე მიმიღო, ყველაფერი მაპატია და მიმიღო!.. - ნერვიულად მეღიმება მე - ყველაზე რთული ალბათ ეს იყო, ჩემი თითოეული სიტყვის თვითონვე მცხვენოდა, კარგა ხანს თვალებში ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო. ნელ-ნელა ვიჯერებდი, რომ მეწყებოდა ახალი ცხოვრება ვახოს გარეშე. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რამხელა სიურპრიზი მელოდა, როგორც გაირკვა, თვენახვრის ორსული ვიყავი.


მეცხრე თავი
- შვილიც გყავს?! - გაოცებული მეკითხება სანდრო.
- არა! სამწუხაროდ ამ ბავშს დაბადება არ ეწერა. გჯერა, რომ წარუმატებლობა შეიძლება მემკვიდრეობით გადადიოდეს?! ნორმალურ დედას იმის გაგებაზე, რომ ორსულადაა გული სიხარულით ევსება, ოჯახში პატარა ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. რა მოხდა ჩემს შემთხვევაში? ვერ ვივარგე ვერც დედად, ჩემი პატარას დაცვა ვერ შევძელი!... - საკუთარ სიტყვებს ოხვრასაც ვაყოლებ და ყელში მოწოლილ გორგალს ძლივს ვყლაპავ - ამ ბავშვს სიხარულით არავინ შეხვედრია, არ იფიქრო თითქოს ჩემი მარტოხელა დედობა გვაფრთხობდა, არა.. როცა შუა ხნის ფუშფუშა ექიმმა ორსულობის შესახებ შემატყობინა დედობილიც მახლდა. მისი შიშისგან გაფართოებული თვალები არ დამავიწყდება და ექიმისთვის დასმული კითხვა, რომელიც ალბათ მე არ უნდა გამეგო:
- ფსიქოტროპული, ანტიდეპრესანტები ბავშვზე არ მოქმედებს?! ნაყოფი ნორმალური იქნება?!
- ასეთ წამლებს იღებდი?! - ისე მიმზერს ექიმი თითქოს თვალებით რენტგენს მიტარებს.
- მე არა, ჩემი მეუღლე! - ძლივს მოვაბი თავი ორ სიტყვას.
- დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ წამლები ჩემი სიძის სექსუალური ცხოვრების ხარისხზე მოქმედებდნენ, მის პოტენციასა და შვილოსნობის უნარზეც იქონიებდნენ გავლენას!. - ექიმს ისე ესაუბრებოდა თითქოს იქ არც ვიყავი.
- ამას თ ქვენით ვარაუდობდით, თუ კონსულტაცია გქონდათ სპეციალისტთან გავლილი?! - დაუფარავი ირონიით ეკითხებოდა დედობილს, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საკუთარ ემოციებს არ უნდა გამოეხატა, მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სულ ცოტაც ექიმი სიბრაზისგან აფეთქდებოდა. - სექსი ხომ გინდოდა? ლამის აკვნიდან თხოვდებით, ამან ბავშვი როგორ უნდა გააჩინოს, თვითონვეა გასაზრდელი?! რა სიბნელეა?! ბავშვის გაჩენას თუ არ გეგმავდი, არ უნდა გეფიქრა?!
ტვინმა შედარებით გვიან აღიქვავს ნათქვამის მნიშვნელობა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, ქალის შეურაცხმყოფელი სიტყვები დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ მისი რეაქციით ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო, რომ ბავშვს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. პანიკაში ჩავვარდი, შემეშინდა, მერედა როგორ შემეშინდა, თოთქოს უკანასკნელ იმედს ვკარგავდი, ჩემს ნაწილს მაგლეჯდნენ, თვალები ცრემლებით ამევსო, ცახცახის შესაკავებლად ხელებით სკამს ჩავაფრინდი.
- შეუძლებელია, ღმერთი ასე არ გამწირავს! - უკვე გულამოსკვნილი ვტიროდი მე. ალბათ, ჩემს ასეთ რეაქციასარ ელოდა, რამოდენიმე წუთით დაბნეული მომჩერებოდა ქალი
- ასეა, ასე... თქვენ სისულელეები აკეთეთ და შემდეგ ღმერთის იმედად იყავით! - თავი დანანებით გადააქნია, სავარაუდოდ შევეცოდე და ტონიც შეარბილა ექიმმა - რაც მოხდა, მოხდა, ამას ტირილით ვეღარ უშველი! გამოვიკვლიოთ, გავიგოთ და გულიც შემდეგ ვიხეთქოთ. ამ ეტაპზე სავალდებულოა ამ ანალიზების ჩატარება - თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი მომაწოდა - თუ ყველაფერი კარგად იქნება დანარჩენს შემდეგ გეტყვით.
ხმა მითრთოდა ისე ვკითხულობდი: - საერთო დათვალიერება...
- ეს უკვე ჩავიტარეთ!...
- შარდის ანალიზი...
- უფასოა. აქვე ჩააბარე ლაბორატორიაში;
- პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი (სამმაგი ტესტი) - HCG (ფეხმძიმობის ჰორმონი - ქორიონული გონადოტროპინი) + UE3 (ესტრიოლი) + AFP (ალფაფეტოპროტეინი) - ენა დამემტვრა, ძლივს წავიკითხე ნაწერი.
- აი, ეს ცოტა ძვირი ღირს. როგორც წესი, ამ ანალიზის ჩატარება სავალდებულო არაა, თუმცა თქვენ ისეთი რამ მითხარით, რომ უნდა გავაკეთოთ, ეს სამმაგი ტესტი ალფაფეტოპროტეინის დონის განსაზღვრის გარდა, იძლევა ბავშვის დაუნის სინდრომით დაავადების ალბათობის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუ სისხლის ანალიზის განსაზღვრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ალფა ფეტოპროტეინის შემცველობა ნორმაზე მაღალი ან დაბალია, მაშინ შემდგომ გამოკვლევებსაც დავნიშნავთ, სავარაუდოდ ამნეოცენტეზს.
რა თქმა უნდა ექიმის ნათქვამიდან ნახევარი არ მესმოდა, ვერც სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერკვეოდი დიდად, მაგრამ ერთს ნამდვილად მივხვდი, ამ ანალიზებზე ჩემი პატარას ყოფნა-არ ყოფნა იყო დამოკიდებული.
ვიცი სულელი ვიყავი, რატომღაც იმ დღემდე არცკი მიფიქრია, რომ ვახოს მსგავსი მოძალადისგან შესაძლებელი იყო ბავშვი გამეჩინა. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ამ ნაძირალას შეიძლება რაიმე საერთო ჰქონოდა ჩემს შვილთან, თუნდაც საერთო სისხლი. დედობილს ხმა არ მოუღია ფინანსებთან დაკავშირებით, ჩვენთვის საკმაოდ ძვირად ღირებული ანალიზები ჩავაბარეთ და რადგან ვიცოდით, რომ რამოდენიმე დღეში, პასუხებს პირდაპირ ექიმს გაუგზავნიდნენ ელექტრონულ ფოსტაზე სახლში წამოვედით.
- ორსულობას, თუ რათქმა უნდა ბავშვის შენარჩუნებას მოვახერხებთ, თანხები დასჭირდება! - ხმამაღლა მსჯელობდა დედობილი.
- მათთვის თქმა არც კი გაბედო, არაფერი მოსთხოვო, - იმის წარმოდგენაზეც, რომ იმ ოჯახთან რაღაც ისევ დამაკავშირებდა, ტანში გამცრა - ვიცი გაგვიჭირდება, ვეცდები ვიმუშაო, თავს როგორღაც გავიტანთ, საქმე-საქმეზე თუ დადგება ბებიაჩემთანაც კი მივალ, უარს არ მეტყვის, ოღონდ მათთან არა, გთხოვ!
სავარაუდოდ, ბებიაჩემის ხსენება არ ესიამოვნა, თუმცა არაფერი შეიმჩნია
- ნუ ნერვიულობ, ღმერთი მისგან გაჩენილს არ გასწირავს, ყველაფერი კარგად იქნება, თუ სამი წამოგზარდეთ, როგორმე ამ პაწიასაც გავზრდით! - ძლიერად ჩამიკრა გულში.
ვეხუტებოდი და ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი ადამიანი მყავდა.
ოთხიოდე დღეში დაგვირეკა ექიმმა და გაგვაგებინა, რომ ანალიზის პასუხები მიიღო და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრებოდა.
თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მომხსნეს, საკუთარი პრობლემებიც კი დამავიწყდა, შვებით ამოვისუნთქე, რამოდენიმე დღე სიხარულით დავფრინავდი.
ორსულობამ თითქოს უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადა, ვიაზრებდი, რომ ჩემს შვილს ჩემს გარდა რეალურად პატრონი არავინ ჰყავდა, მინდოდა, როგორმე უზრუნველი, ლამაზი ბავშვობა ჰქონოდა.
როცა გჭირდება ფიქრსაც იწყებ, სხვადასხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის ერთ-ერთი მცირე ზომის კოშკების გაკეთება და გაყიდვაც შედიოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ყველაზე მეტ სარგებელს სწორედ ეს საქმიანობა მომიტანდა.
ჩხირკედელაობა ბავშვობიდანვე მეხერხებოდა, ქაღალდის მუყაოს ფურცლებისგან მცირე ზომის მაკეტებს ვაკეთებდი, მძივებს, ნიჟარებსა და კენჭებს წვრილად ვფხვნიდი და კედლების მოსაპირკეთებლად ვიყენებდი. ვქარგავდი სამაჯურებს, ვქსოვდი წინდებს. ჩემივე ხელნაკეთ ნივთებს სოფლის ეკლესიის მესანთლესთან ვტოვებდი, რომელიც მცირედი გასამრჯელოს სანაცვლოდ, ნელ-ნელა ყიდიდა.
რომ გითხრა, ისეთი რეალიზაცია მქონდა აქსესუარების კეთებას ვერ ავუდიოდი მეთქი, მოგატყუებ, ჩვენს სოფელს ტურისტები ხშირად არ სტუმრობდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბედს მაინც არ ვუჩიოდი, ის მცირედი შემოსავალიც კი რაც მქონდა, ჩემს პირად ხარჯებს ჰყოფნიდა.
სწორედ ზემოხსენებული აქსესუარების ჩალაგებით ვიყავი დაკავებული, როცა გიორგი გვესტუმრა.
- ეს რაა?! - ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს ნამუშევარს. - მსგავსი კოშკი ეკლესიაში ვნახე, მესანთლე ჰყიდიდა, არ ვიცოდი შენც თუ აკეთებდი...
- რაღაცით ხომ უნდა ვიარსებო?! - უკმაყოფილომ, ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა შევუღრინე მეგობარს.
- ხალხი ამით ბიზნესს აწყობს, შენ კი ვიარსებოო ამბობ?! - ჩემი ტონი არცკი შეიმჩნია ისე მიპასუხა - მომისმინე, ამას წინებზე რაიონში ვნახე მსგავსი კოშკები, ძველი თბილისის ხედებით გაფორმებული თიხის დოქები, ხევსურული კოშკებით დამშვენებული ღვინის ბოთლები, ნიმუში რომ მოგიტანო, მსგავსის გაკეთებას შეძლებ?
- როგორი გინდა, რომ დაგიმზადოს, ასეთი ხომ არა?! - დედობილმა გარდერობის თავზე საგულდაგულოდ გადამალული ხუთ ლიტრიანი თიხის ბოცა ჩამოიღო, ბოცის საკმაოს გამოზრდილი მუცელი მთლიანად ციხე-ქალაქის მაკეტს ჰქონდა დაკავებული, წვრილი ყელი კი ვაზის ფორმას იღებდა და ზემოდან გადმოჰყურებდა ციხე-სიმაგრეს.
სუნთქვა შემეკრა, მახსოვს თიხასთან მუშაობას მამა მასწავლიდა, ამ მაკეტსაც მისი მითითებებით ვაკეთებდი.
- დედას გაფიცებ, მართლა შენი გაკეთებულია?! - აღტაცებას ვერ ფარავდა გიორგი.
- მისია, მისი... გვეშინოდა პატარებს არ დაეზიანებინათ და კარადის თავზე მოვათავსეთ!... - იღიმებოდა დედობილი.
- ჯიგარი ხარ! - აღტაცებულმა ხელში ამიტაცა და რამდენიმეჯერ დამატრიალა - იცი ამას რა ფასი აქვს? ფიალებს და დოქებს მე მოგიტან, შენ მოხატე, მაკეტები ააწყვე, გაყიდვაზეც მე ვიზრუნებ, შენგან არაფერი მჭირდება, რაიონშიც ჩემითვე ჩავიტან, ჩავაბარებ მაღაზიებში, რასაც მთელი თვე იმ „ფინტი-კრუშკებში“ იღებ ერთ ნამუშევარში აიღებ, იქნებ მეტსაც კი... -ემოციებს აყოლილი, აშკარად ოცნებობდა ის.
- სულელი ნუ ხარ! დამსვი! - სიცილს ვეღარ ვიკავებდი მე.

აი, ასე დაიწყო ჩვენი საქმე. მინდა გითხრა, რომ გიორგის პროგნოზი გამართლდა, არ ვიცი ჩემს ნამუშევრებში რას ხედავდნენ, ან რა ნიშნით არჩევდნენ, ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, საცდელი ნიმუშებიდან უკან არც ერთი არ მოგვბრუნებია. გაოცებულები ვუმზერდით მაღაზიის მეპატრონეს, როცა სამ დოქში 700 ლარი მოგვითვალა და ახალი შეკვეთაც მოგვცა.
თავისთავად ცხადია, ამ ამბით გახარებულები უფრო მეტი ენთუზიაზმით შევიდექით შეკვეთის შესრულებას.
ვახოსგან არაფერი ისმოდა, არ მაწუხებდა და არც მე ვკითხულობდი მის ამბებს. რაიონში სუვენირებით მოვაჭრესთან ჩასულმა რამოდენიმეჯერ ქუჩაში მისივე ავტომობილში მჯდომს მოვკარი თვალი, როგორც ყოველთვის კოპებ შეკრული, მტრულად მიმზერდა, ახლოს მოსვლით თავი არ შეუწუხებია, მეც სწრაფად ავარიდე თვალი. რადგან აღარ აქტიურობდა, ნელ-ნელა დავიჯერე, რომ ჩემი ჯოჯოხეთი დასრულდა. მოვდუნდი, მოვეშვი და საკუთარი ცხოვრებით ვიწყე ტკბობა.

თანდათან ვიბერებოდი, მოზრდილი მუცელი წინ ბურთივით მქონდა წამოსკუპებული. გიორგის რამოდენიმე დღეში სწავლის გასაგრძელებლად თბილისში უწევდა წამოსვლა, დღემდე არ ვიცი რა უთხრა, ან როგორ მოახერხა, შემკვეთი დაითანხმა, თიხის კერამიკის მასალები თვითონვე მოეწოდებინა და მომზადებული სუვენირების ტრანსპორტირებაც თავადვე განეხორციელებინა. ფაქტობრივად სახლიდან გასვლაც კი აღარ მიწევდა, რაც ჩემთვისაც საკმაოდ კომფორტული იყო, სხვა თუ არაფერი ხალხის ცნობისმოყვარე მზერისგან მაინც ვიყავი დაცული.
წინა საახალწლო სამზადისი გვქონდა ოჯახში. მამაჩემის დაღუპვის შემდეგ პირველად ვხვდებოდით ახალ წელს ასეთი ხვავითა და ბარაქით. სახლში ყველაზე ლამაზი, ბუთხუზა ცოცხალი ნაძვის ხე გვედგა, ხის ძირში ბრჭყვილა ფერად-ფერად კოლოფებში შეფუთული საჩუქრები.
ჩვენს ორომტრიალში არდადეგებზე ჩამოსული გიორგიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ჩვენს იდეალურ ნაძვს ერთი დიდი ნაკლი მაინც ჰქონდა, ციმციმა ელექტრო ნათურები აკლდა, რომ არა ეს პირველად არ შემრხვებოდა ჩემი და ძმისთვის თვალებში შეხედვის, ამჯერად კი შეწუხებულები შევცქეროდით მორთულ-მოკაზმულ ხეს:
- რატომ დაგავიწყდათ?! - საყვედურით გვიმზერდა ჩემი ძმა - ნათურების გარეშე როგორ უნდა იციმციმოს?! - უკვე მერამდენედ იწყებდა სლუკუნს.
- აუტანელი ხარ, უზნეო, შარშან ნაძვიც კი არ გქონდა!... - მის გაჩუმებას უშედეგოდ ცდილობდა დედობილი.
- გვანცა დაგვპირდა და მოგვატყუა, ხომ დაგვპირდი?! - ძმას აჰყვა ჩემი დაც.
- დაგპირდით, მაგრამ... - უკვე თავისმართლებაც კი აღარ შემეძლო.
- კარგი, რაც -არის არის, წავიდეთ რაიონში და ვიყიდოთ.... - ბავშვების წუწუნით გაბზრებულმა, შემომთავაზა გიორგიმ.
- აუ, ჰო, წადით, რა წადით... - აშკარად ზედმეტად მოეწონა მისი სიტყვები ჩემს ძმას.
- გადაირიეთ?! ამის ჭკუაზე როგორ დადიხართ? - გაცხარებული წამოსარტყმელად წაეტანა დედა, თუმცა ბავშვი ხელიდან გაუსხლყა და საკუთარი სისხარტით აღტაცებული, მყისვე გიორგის ამოეფარა.
- ნუ ნერვიულობთ, ნახევარ საათში მივალთ და მოვალთ, მამაჩემის ჯიპს გამოვიყვანს, მართლაც საცოდავობაა, ასეთი სილამაზის ციმციმების გარეშე დატოვება! - ბავშვის საქციელმა აშკარად ზედმეტად გაახალისა გიოც.
- რიგებს რომ თავი დაანებოთ, თოვს, გზაც მოყინული იქნება, რამე არ მოიწიოთ!... - ისევ ვიშვიშებდა დედობილი.
- კარგი, ყველაფერზე ნუ ნერვიულობ, ფრთხილად ვივლით! - შუბლზე ვაკოცე და ლაბადა შემოცმული გავყევი კარებში გასულ გიორგის.
წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, სულ რომ წუწუნით აეკლოთ ბავშვებს სახლი, იმ წყეულ დღეს ალბათ სახლიდან ფეხსაც არ გამოვადგავდი. კარგი იქნებოდა მცოდნოდა, მაგრამ...
რა თქმა უნდა მთლად ნახევარ საათში ვერც რაიონამდე ჩავედით და ვერც მობრუნება მოვახერხეთ. პრინციპში გაწელილსა და გართულებულ მგზავრობას არც შევუწუხებივართ, პირიქით, ამდენი თვეების უნახავ მეგობარს, აშკარად ბევრი ჰქონდა მოსაყოლი. ავტომობილის უჯრიდან მცირე ზომის რევოლვერი ამოიღო და ამაყად მაჩვენა:
- უკვე კაცი ხარო, მამაჩემის საჩუქარია! - ანცი თვალებით დასცქეროდა ალაპლაპებულ მეტალს.
- გიჟი ხარ, გატენილი იარაღი გიდევს?! - გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ რევოლვერში ტყვიებიც ედო - სროლა არ იცი და იარაღი რათ გინდა?! - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- მერე რა?! ვისწავლი, ზაფხულში სანადიროდაც წამიყვანს! ამ საღამოს ხომ უნდა ვისროლოთ?. - ისევ ამაყად გამომიცხადა -
- იმედია, მე არ მომარტყავ! ამ რევოლვერით არ აპირებ ნადირობას?! - ხელში რამოდენიმეჯერ შევატრიალე იარაღი და ისევ უჯრაში დავაბრუნე.
- დამცინე, დამცინე, ისეთი კარაბინი აქვს, რომ... - ოცნებობდა გიორგი.
სიამოვნებით ვისმენდი მისი სტუდენტური ცხოვრების შესახებაც. ალაგ-ალაგ ვეჭვიანობდი კიდევაც ახლად შეძენილ უნივერსიტელ მეგობრებზე.
განსაკუთრებით მაინტერესებდა, სიახლეები მისი და მარიკას ურთიერთობის შესახებ. საიდუმლოდ ისიც კი გამანდო, რომ სკოლის დაამთავრების შემდეგ, გოგონაც თბილისში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, ცალ-ცალკე რომ არ ყოფილიყვნენ, იქორწინებდნენ და დედაქალაქშიც ერთად წამოვიდოდნენ.
- მარიკა პატარაა, ორივენი პატარები ხართ, ძალიან ხომ არ ჩქარობთ?! - ეჭვით გავხედე მეგობარს.
- საკუთარ თავს შეხედე, დღე-დღეზე დედა გახდები და ვისზე ლაპარაკობ?! - ზედმეტად განაწყენებულმა გადმომხედა გიომ.
- საკუთარ თავს რომ ვუმზერ ამიტომაც ვამბობ! - ტკივილისგან ხმა გამებზარა.
- დედას გაფიცებ, არ იტირო! - დაფეთებულმა გამომხდა - შენც ხომ იცი, ეგ არ მიგულისხმია, არ მინდოდა გწყენოდა! - აშკარად ინანა საკუთარი სიტყვები.
- ვიცი, თუმცა ჩემგან განსხვავებით, თქვენ ერთმანეთი გიყვართ!
- ეე, აბა რა, ტო! -მხარზე ძმაკაცივით დამარტყა ხელიდა ისევ უადგილოდ ჩატენა ჟარგონი. ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა, მაგრამ ღიმილი მაინც გამეპარა სახეზე.
ჩვენ ჩვენს საფიქრალში ჩართულნი რამოდენიმე წუთით ორივენი გავჩუმდით, გიოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ნიძლავს დავდებდი, ისევ საყვარელ ქალზე ფიქრობდა.
- ავტომობილს ეზოში შევიყვან და ახლავე მოვალ! - ჩემი სახლის შესახვევთან გამიჩარა მანქანა.
- არ დაიგვიანო, იცოდე გელოდები! - იქვე დაწყობილ ნათურებს დავწვდი მე და შეძლებისდაგვარად სხარტად ჩამოვედი.
- ორ წუთში მანდ ვართ მე და ჩემი იარაღი! - მხიარულად შემომცინა მან.
ყინვამ ძვალ-რბილში გაატანა, ორივე ხელით ლაბადა მჭიდროდ შემოვიჭირე, ნათურები გულზე მივიკარი და სახლის მიმართულებით ბორძიკით წავედი. თოვდა, ქარს ნამქერიც მოჰქონდა, გამოსახულებების გარჩევა საკმაოდ ჭირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც აშკარად დავინახე სავალი გზიდან გვერზე გადაწეული ავტომობილი და შუა გზაზე მდგომი ადამიანის ლანდი. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი, როგორც კი გზაზე მდგომ მამაკაცში ჩემი ყოფილი ქმარი ამოვიცანი, ისე ბარბაცებდა აშკარად ნასვამი იყო.
- ქალბატონო, გვანცა, როგორ ბრძანდებით?! - ვახოს ხმის გაგონებაზე ტანში გამცრა - თქვენთვის ახალი წელი, რომ არ მომელოცა არ შემეძლო!..
უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მისი ჩასისხლიანებული, ზიზღით სავსე თვალების დანახვაზე თითქოს წარსულის ყველა ტკივილმა ხელახლა შემახსენა თავი, თითოეული მისი დარტყმული მეტკინა. მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ადგილზე გავხევდი, ნაბიჯის გადადგმასაც კი ვეღარ ვბედავდი.
- უკვე მომწყინდა შენი ლოდინი, შენთვის და შენი კუროსთვის ისეთი საჩუქარი მაქვს მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ!
ეხლაღა შევნიშნე, გვერდზე მდგომი ავტომობილიდან რამოდენიმე ნიღბიანი, რკინის ძელითა და რეზინის დუბინკით შეიარაღებული ბიჭები რომ გადმოვიდა. ვახოს მზერას არ ვაშორებდი, ფრთხილი ნაბიჯით უკან-უკან ვიხევდი.
- ტყუილად წვალობ, ლამაზო, შენს მდგომარეობაში სირბილი არ შეიძლება, ამ საღამოს ერთად უნდა გავერთოთ! - სახე ზედმეტად ახლოს მომიტანა - იმედია ჩვენი გართობა არ დაგავიწყდა, თუ არადა არც ეგაა, პრობლემა უცებ აღგადგენინებ, პრაქტიკის ამბავია! - ხითხითით გამომიცხადა მან.
მივხვდი, გულითაც რომ მდომოდა მაინც ვერ გავიქცეოდი, ამ სიტუაციაში ერთად ერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ პირველი დარტყმა ჩემით მიმეყენებინა, კატასავით სახეზე ვეტაკე და მთელი ძალით ჩამოვკაწრე.
- ოხ, მე შენი!... - მისი ბილწი გინება გავიგე და მძიმე მეტალიც მომხვდა.
მირტყამდნენ შესაშური სიმშვიდით, გამეტებით, რიგ-რიგობით, სახეში, წელში, მუცელში, მირტყამდნენ წიხლებს, მუშტებს, დუბინკებს. ვკიოდი, ვტიროდი, მშველელს ვუხმობდი, მაგრამ თითქოს განგებ ქარის ზუზუნში ჩემი ხმა არავის ესმოდა. საკუთარ თავს აღარ ვჩიოდი, ემბრიონის ფორმაში მოკუნტული, მუცელს ხელებით ვიფარავდი და ვცდილობდი, როგორმე ნაყოფი დარტყმებისგან დამეცვა, მაგრამ უშედეგოდ...
პირის ღრუ საკუთარი სისხლით მევსებოდა, ნელ-ნელა ძალას ვკარგავდი, აშკარად გამოსახულებებსაც ვეღარ ვარჩევდი, ვხედავდი ფერები როგორ გაფერმკლთალდა, ცოტაც და გრძნობასაც დავკარგავდი, თვალებს ვეღარ ვახელდი, მხოლოდ ხმით თუ ვარჩევდი რა ხდებოოდა გარშემო, სწორედ ამ დროს გავიგონე გიორგის განწირული:
- გვანცააა!...
იარაღიდან გასროლილმა რამოდენიმე ტყვიამ მჭახე ხმით გაკვეთა კიდევაც სივრცე. უკანასკნელი რაც შევიგრძენი, ჰაერში დატრიალებული დენთის მწარე სურნელი იყო.
ჩემმა მეგობარმა აშკარად არ ააცილა, ამას ვახოს ღმუილით მივხვდი.
- დროზე მანქანაში!... - ბრძანებას ავტომობილის საბურავებისა და დამწვარი ხუნდების სუნიც მოჰყვა და ყველაფერი დამთავრდა.
ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა გაყინული ხელებით, სასოწარკვეთილი მშველელს უხმობდა, არ ვიცი მომესმა თუ არა, თითქოს დედაჩემის კივილიც გავიგონე. გონს მოსვლას მთხოვდა. მისი დაზაფრული, შეშინებული ხმა მესმოდა, მე კი არ მქონდა ძალა მეპასუხა, ოდნავ მაინც დამემშვიდებინა.
შემდეგ იყო სირენები, საკაცე, ნელ-ნელა მათი ხმებიც დაიკარგა, ყველაფერი გაუფერულდა და ტკივილიც შეწყდა.

მეათე თავი
არის მომენტი, როცა გგონია რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთე, გეტკინა, მაგრამ მოითმინე, გეწყინა, მაგრამ აპატიე. როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი თავზე დაგემხო, დაგენგრა თუკი რამ ძვირფასი გქონდა. მიკვირს, საერთოდ აზროვნების უნარი როგორ შევინარჩუნე, ვკიოდი, განწირული ხმით ვბღაოდი, სიმწრისგან ხორცებს ვიგლეჯდი, როცა გავიგე, რომ ყველაზე წმინდა და სათუთი ვერ შევინარჩუნე, ვერ დავიფარე, ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი დავკარგე.
ჩემთვის სიტყვა ტკივილი აღარ არსებობდა, იმ დღეს მეც მოვკვდი, უბრალოდ დავსრულდი.
სხვადასხვა ადგილზე მოტეხილი ხელ - ფეხი, ოპერაციის შემდეგ სქელ თაბაშირში სასაცილოდ მქონდა წინ გაფშეკილი. ასევე მქონდა დაზიანებული რამოდენიმე ნეკნი, რომლის შეკვრა და დაფისირება ვერ ხერხდებოდა. სახეზე სახვევები, ამდენ სახვევებში მუმიას ვგავდი. მიუხედავად ამდენი ტრავმისა, მაინც ვერაფერი შეედრებოდა იმ გრძნობას რასაც შიგნიდან ვგრძნობდი, ამას ტკივილიც არ ერქვა, უფრო მრისხანება, სულში ჩაგუბებული სიძულვილი შურისძიების მძაფრ შეგრძნებად გადაზრდილიყო. არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი, გარდა ერთი პიროვნებისა, რომელსაც სახელად ვახო ერქვა. მინდოდა, ისევე სტკენოდა როგორც მე.
- ვერაფერი გავიგე, შურისძიებაზე შენ რატომ ფიქრობდი?! საქმის ძიება არ დაიწყო? ვახო არ დააკავეს?!
იმდენად აბსურდულად მეჩვენება სანდროს კითხვა, რომ სიცილს ვერ ვიკავებ: - ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს კანონდამცველებზე, საავადმყოფოში მყოფსვე ჩემი საქმის ისეთი საინტერესო ვერსიები მესმოდა, რომ ლამის მეც კი დავიჯერე მათი უტყუარობა, ერთ-ერთი მაგალითად ასე ჟღერდა: მე და გიორგი ბავშვობიდან შეყვარებულები და საყვარლები ვიყავით. მიუხედავად საყვარლისა, პარალელურად საქმე რაიონში საუკეთესო ბიჭთან, ვახოსთან დავიჭირე, რომელსაც მოტყუებით ცოლადაც მოვაყვანინე თავი, მიუხედავად გათხოვებისა გიორგისთან კავშირი არ შემიწყვეტია. ჩვენი ურთიერთობა ისევ გრძელდებოდა.
რა უნდა ექნა ვახოს?! კაცი, იყო ქალაჩუნა ხომ არა?! ეჭვიანობდა, მაგრამ ფაქტზე ვერ მიჭერდა. ჩაგვისაფრდა და თურმე, საკუთარ სახლში, საძინებელში ერთად მყოფებსაც წაგვასწრო, სწორედ ეს ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი.
შემდეგ ისევ მე ვიაქტიურე, გამოვუცხადე, რომ ორსულად ვიყავი. ის კი, ისეთი ალალი და მოსიყვარულე ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი ეპარებოდა ბავშვის მამობაში, მაინც მაპატია და ჩემთან შერიგება გადაწყვიტა. ქალბატონი ელისო, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა, მაგრამ „როდის იყო შვილები დედას უჯერებდნენ, რომ დაიჯინა, ვერა და ვერ გადავაფიქრებინე“! - ხმის ტონით ვაჯავრებ ყოფილ დედამთილს და ზიზღით ვიჯღანები - თურმე, ნუ იტყვით და, ოჯახში დაბრუნებაზეც დავთანხმებივარ. როგორც მოსიყვარულე ქმარი ახალი წლის შესახვედრად ჩეთან ოჯახშიც დამიპატიჟია. ყველა სიკეთესთან ერთად, გიორგიც მიმიწვევია. ეს კი ვეღარ მოუთმენია ჩემს „ვაჟკაც“ ქმარს. ერთმანეთში შელაპარაკებულან, გიორგი წასულა და უკან იარაღით ხელში დაბრუნებულა, მე თურმე ეზოსთან დავხვედი და ვემუდარებოდი, ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის თავი დაენებებინა, უფლება მოეცა მშვიდად გვეცხოვრა.
გიორგის ამის გაგონებაც არ სდომებია, გამწარებულს ჩემთვის ხელი უკრავს და ძირს დავვარდნილვარ. ჩემი ძვირფასი ქმარი სწორედ ამ დროს გამომსარჩლებია და ამ შეხლა-შემოხლაში მსუბუქად დაჭრილა.
ამ სიბილწის გახსენებაზეც კი ისევ ნერვიული ცახცახი მიტანს და ბრაზი მახელებს.
- შეუძლებელია, შენს ამდენ დაზიანებაზე თვალი დახუჭეს? სამედიცინო ექსპერტიზამ რეა თქვა? ქმარს არ უჩივლე? სიმართლე არ თქვი? რატომ გაჩუმდი?! - მომაყარა კითხები სადრომ.
- გავჩუმდი?! რა თქმა უნდა, არა, ჩემს სიმართლეს ხმამაღლა ვყვიროდი, მაგრამ თითქოს ჩემი არავის ესმოდა, სამყარო თითქოს ორად გაიყო, ერთ მხარეს მე და გიორგი დავრჩით და მეორე მხარეს სოფელი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე მუხლით: განზრახ მკვლელობის მცდელობით, საქმის ძიება დაიწყო, საქმეში პირობითად ორი დაზარალებული ვიყავით: მე და ვახო. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა ბრალდებულის სკამი ვის ჰხვდა წილად. თუმცა მხარეთა ასეთი გადანაწილება დროებითი იყო, იოლი შესაძლებელი იყო, მიუხედავად ჩემი დაზიანებებისა, გიორგისთან ერთად მეც ბრალდებულის სკამზე აღმოვმჩდარიყავი, როგორც განზრას მკვლელობის მცდელობაში მონაწილე.
ვახოს ყალბი ჩვენების საფუძველზე, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გიორგი დამნაშავე იყო. წაყენებულ ბრალდებას არც ის უარყოფდა, ჩემი მეგობარი ჩვენს საყვარლობას რათქმა უნდა არ ადასტურებდა, თუმცა ამბობდა, რომ ვახოს ნამდვილად ესროლა და ჩადენილს არც ნანობდა. ეს კი არა, თითქოს საკუთარი სიტუაციის დამძიმებას ცდილობსო, ხმამაღლა აცხადებდა, რომ ვახოს არ აცოცხლებდა.
ხალხსაც მეტი რა უნდოდა?! მისი ნათქვამიდან თითქოს ვერავინ ვერ გაიგო, როგორ მირტყავდა რამოდენიმე თავდამსხმელი, რომ გასროლამ სიცოცხლე შემინარჩუნა. თითოეულ სიტყვას აბრუნებდნენ, აფორმებდნენ და ალამაზებდნენ. ხშირად მესმოდა უსამართლო ბრალდებები, როგორ ავურიე გზა-კვალი და შევიწირე ორი ვაჟკაცი, თუმცა მათი ნაბოდვარი ნამდვილად არ მაინტერესებდა. ერთად-ერთი საფიქრალი მქონდა, უდანაშაულო გიორგის განთავისუფლება და ნაძირალა ჩემი ქმრის სათანადოდ დასჯა.
მრავლობითი დაზიანებების გამო, ტკივილი რომ არ მეგრძნო, ძირითადად მაძინებდნენ. შესაბამისად ჩემი დაკითხვა კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ყოველ შემთხვევაში გამომძიებლისთვის დასმულ კითხვაზე, ადრე რატომ არ დამკითხეს, მიზეზად სწორედ ეს მითხრეს. ახლანდელი გადასახედიდან, კი ასე მგონია, შეგნებულად, ხელოვნურად გააჭიანურეს ჩემთან მოსვლა.
საბოლოოდ, დაკითხვაზე საშუალო სიმაღლის, ასე 40 წლამდე, ღიპიანი მამაკაცი მოვიდა, ჩემს წინ სკამზე მოუსვენრად დაჯდა და წარა-მარა თვალებს აცეცებდა. შევეცადე მისი დანახვით გამოწვეული უსიამოვნო განცდა, დამევიწყებინა და მომხდარის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი, ორიოდე სიტყვით ასევე აღვნიშნე ამ კონკრეტულ შემთხვევამდე მომხდარი მოვლენებიც.
გამომძიებელი უსიტყვოდ მისმენდა, ერთხელაც კი არ გავუჩერებივარ, პერიოდულად რაღაცას ინიშნავდა მცირე ზომის უბის წიგნაკში. ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემი მონაყოლით შეძრწუნებულს კომენტარის გაკეთება უჭირდა, მაგრამ საკუთარი მოსაზრების სიცრუეში მალევე დავრწმუნდი:
- კარგად გიმუშავიათ შენ და შენს საყვარელს, ჩვენებებიც კი თითქმის იდენტური გაქვთ. ოღონ ერთ რამეს გეტყვი, როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს, არ შეიძლება საყვარლის დასაცავად ასეთი ტყუილის თქმა, სხვა თუ არაფერი საკუთარი შვილი მაინც არ გეცოდება?!... ასეთი ცივსისხლიანი როგორ ხარ?!
- რა ბრძანეთ?! ჩემი არ გჯერათ?!
- არც ერთი სიტყვის, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სამუდამო პატიმრობას მოგისჯიდით ორივეს, მაგრამ...
- რა მაგრამ?! - შოკში ვიყავი მე.
- თქვენი მეუღლე ზედმეტად კეთილშობილი ადამიანია, ისედაც შერცხვენილი ოჯახისთვის თავის მოჭრა არ სურს, გიორგის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივარი გამიტანა და თქვენც იგივეს გირჩევთ...
- რა ქნა?! ეგ ნაძირალა რჩევასაც მაძლევს?! მე გიორგის წინააღმდეგ კი არა, ვახოს წინააღმდეგ გაძლევთ ჩვენებას. მაგ არაკაცს ჩემი და ჩემი შვილის სისხლი მართებს! - მიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ მეჯდა წინ, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ხმამაღლა გავკიოდი მე.
- ისტერიკებს მორჩი! - მოულოდნელად მიღრიალა გამომძიებელმა - აქ კომედიის საყურებლად არ მოვსულვარ, შენი სამსახიობო ნიჭი სხვა წარმოდგენისთვის შეინახე, ისეთი ნიჭიერი ჩანხარ, ახალ დებილს მალევე იპოვი!
- გაეთრიეთ, აქედან გაეთრიეთ. ჩემთან მოსვლა აღარ გაბედოთ, ნაძირლებო, მათხოვრებო, უსინდისოებო, გამყიდველებო!... -ძალა აღარ მეყო, ბოღმისგან სპაზმი ვერ შევიკავე და ხავილი დავიწყე მე.
-მომისმინე, გოგონი, შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი. შენ თუ შენი ქმრის წინააღმდეგ მისცემ ჩვენებას, ის გიორგის არ დაინდობს, შენმა მეგობარმა თვითონაც აღიარა რომ ესროლა, ამას თვითმხილველებიც ადასტურებენ.
- კი მაგრამ, მოწმეებმა თუ გიორგის სროლა დაინახეს, მე რომ რამდენიმე კაცი მცემდა ეგ ვერ შენიშნეს? რატომ არ დამეხმარნენ?!
- არ ვიცი, ვინ რა დაინახეს, ან რა უნდა დაენახათ. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც დაწერეს. ფაქტები შენი მეგობრის წინააღმდეგაა და თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს წინააღმდეგად ბევრი გამოჩნდება. დამიჯერე, გაგიჭირდება იმის დამტკიცება, რომ გცემდა და გირტყამდა, რომც დაამტკიცო, ეს რას მოგცემს? შენს ქმარს ან დაიჭერენ, ან არა, დაიჭერენ, ისიც ჰა-ჰა ორი წლით, შენც კარგად იცი, რომ მისი სამედიცინო ცნობის გამო არავინ დააკავებენ. აი, შენს საყვარელს კი ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე, მის წინააღმდეგ შეტანილ გაცხადებას უკან აღარ გამოიტანენ და მოუწევს ჩაჯდომა. ხვდები რამდენად რთულ სიატუაციაში ხარ?!
ხალხის თვალში ერთი ქუჩის კახპა ხარ, რომელიც ქმარს ღალატობდა და ღალატის გამო სამართლიანად დაისაჯა. შენს ქმარს ყველა მხარს დაუჭერს, მის სასარგებლოდ სიხარულით მისცემენ ჩვენებას.
- მიმიფურთხებია, თქვენთვისაც და თვენი სამართლისთვისაც!... - ასე უსურად თავი არასოდეს მიგრძვნია, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე.
- ანუ რისი თქმა გინდა, ჩვენება შეცვალე?! - აშკარად გავბრაზებული მეკითხება სადრო - შეუძლებელია, იქნებ მართლაც იყავით საყვარლები?- ეჭვით გამომხედა მან.
- ხვდები რა ამბობ?! - ამჯერად სანდროზედ ვბრაზდები.
- მე?! ზღაპრებს შენ მიყვები და... ცდილობ დამაჯერო, რომ შენმა ქმარმა, ერთმა არანორმნალურმა ადამიანმა პოლიციაც მოისყიდა?! არ გეჩვენება, რომ ცოტა არ იყოს დაუჯერებელ ამბავს ყვები? გასაგებია, შეიძლება ქმარს არ ჰყვარებოდი, ეცემე, ეძალადა, მაგრამ ყველა ასე როგორ დაბრმავდა და აგიმხედრდა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაბოლებ და გინდა ამ სისულელეში დამაჯერო! - ცოტა არ იყოს ირონიულად გამომიცხადა სანდრომ.
- გატყუებ?! - ვეღარ ვხვდები მისი სიტყვებზე რა რეაქცია უნდა მქონდეს. - იქნებ, ამიხსნა რას გატყუებ?
- ერთი ფუქსავატი გოგო იყავი, რომელიც ქმარმა სახლიდან ღალატის გამო გამოაგდეს! ეხლა კი შენთვის სასარგებლო ისტორია მოიგონე, ასეთი ამბები არ ხდება, შეუძლებელია! - გაბრაზებული მიმეორებს ის.
- არ ხდება?! რის თქმას ცდილობ, საკუთარი თავი ჩემით დავიზიანე?! - ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი მე.
- მთელი დღეა იმას იმეორებ, რომ დაზიანებებს გაყენებდა, არადა ერთი იარაც კი არ გაქვს...
ყურებს არ ვუჯერებებ, - იარები გაჩვენო?! - არც კი ვფიქრობ რას ვაკეთებმ კაბის საკინძეს ვიხსნი და მსუბუქი მატერია დაბლა მიცურავს, სანდროს წინ საცვლების ამარა ვდგევარ. იმდენად ვარ შეურაცყოფილი, რომ სიშიშვლის გამო სირცხვილსაც კი არ ვგრძნობ:
- მიმტკიცებ, რომ ეს ჭრილობები ჩემით მივაყენე საკუთარ თავს?! ალბათ, დამწვრობისგან ეს იარებიც თავისით გაჩნდა?!...
დაზაფრული, რამოდენიმე წუთით მიმზერდა გაფითრებული სანდრო, უფრო სწორედ მე არა, ჩემს სხეულს მისშტერებოდა. თითოეული ის ჭრილობა, რომელსაც აკვირდებოდა მეწვოდა, მტკიოდა. ამ წუთებში დავიფიცებდი, რომ ჩემს ნაძირალა ქმარზე ნაკლებად არც ის არ მძულდა, ფრთხილად მომიახლოვდა, ძირს დავარდნილი კაბა ხელში აიღო, მხრებზე მომახვია და აცახცახებული ძლიერად ჩამიხუტა.
- მაპატიე, გთხოვ! - თავზე მკოცნიდა ის - უბრალოდ, რასაც მიყვები იმდენად მძიმე მოსასმენია, რომ ამის დაჯერება არ მინდა, ნერვებმა მიმტყუნა, მაპატიე გთხოვ...
ცივად მოვიშორე: - ჩემთან მოკარება არც კი გაბედო. მათგან დიდად არც შენ არ განსხვავდები, შენც ისეთივე ხარ!
თითქოს არ ელოდაო ასეთ რეაქციას, ჯიქურ მიმზერდა თვალებში, არამგონია რამე სასიამოვნო დაენახა. ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა:
- აღარ მიკვირს რატომ გეძახდა შენი ქმარი ველურ კატას, როცა ბრაზდები აფთარივით ხარ, მასთანაც ასეთი პირდაპირი იყავი?!
- ამბავი, რომელმაც ასე გაგართო, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წარსული!... - იმედგაცრუებული ვუმზერდი მას.
- გავერთე?! გართობაზე უცნაური წარმოდგენა გქონია... - სევდანარევი მზერით მიყურებს - როგორც მივხვდი, შენი ჩვენება შეცვალე, მინდა, გავიგო შედეგად რა მიიღე?!
- არა, ჩვენება არ შემიცვლია, იმდენად ვიყავი გამწარებული, რომ გამომძიებლის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, მისთვის დაჯერება აზრადაც არ მომსვლია, ახალი საჩივარი ჩემი ქმრის წინააღმდეგ მე შევიტანე და დაიწყო კიდევაც შემოტევების ახალი ტალღა. დღემდე არ ვიცი როგორ მოახერხა, რომ მთელი სოფელი მას უჭერდა მხარს, ოჯახში გვივარდებოდნენ, სახლს მთელი ფანჯარა არ შეარჩინეს, მლანძღავდნენ, ათას სისაძაგლესა და საზიზღრობას მიწოდებდნენ. ქუჩაში გასვლას, განსაკუთრებით კი პატარების გარეთ გაშვებას ვერიდებოდით, დღე არ გავიდოდა მათი მხრიდან თავდასხმის მინიმუმ ერთი ტალღა მაინც რომ არ ყოფილიყო. თითქოს ფორმალურად კარებთან რამოდენიმე პოლიციელიც დააყენეს. მოდიოდნენ შუამავლები, კეთილისმყოფელები, რომლებიც წარსულის დავიწყებას და საჩივრის გამოტანას მირჩევდნენ.
რაც უფრო მიტევდნენ, ჩემში შურისძიების სურვილიც უფრო და უფრო მატულობდა. პრინციპში, ამას შურისძიებას ვერც დავარქმევ, მე უბრალოდ სამართლიანობის მიღება მინდოდა, ეს იყო და ეს.
მახსოვს გიორგის დედამ მეუღლესთან ერთად სტუმრად მოსვლა როგორ ითხოვა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ასე წინასწარ დარეკვით, ჩვენთან მოსვლა არასოდეს სჭირდებოდათ. სახეზე სახვევები აღარ მქონდა, მოძრაობასაც უკვე ჯოხისა და კასტილის მეშვეობით ვახერხებდი. კარებშივე შევეგებე მეზობლებს. საკმაოდ მშრალად და ცივად მომიკითხეს. მივხვდი, აქ ჩემი ჯანმთელობის მდგომარეობის მოსაკითხად არ იყვნენ მოსულნი, აშკარად სასიამოვნო თემაზე საუბარი არ სურდათ. არც შევმცდარვარ.
- მომისმინე, გვანცა! - ხმა ისე უთრთოდა ქალს, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა - შენი არანორმალური ქმარი პოზიციებს არ თმობს, თურმე შენს განცხადებაზე ყოფილა დამოკიდებული მისი განცხადების გამოტანა, ჩემს შვილს პატიმრობა ემუქრება. არ მაინტერესებს რა ვერ გაარკვიეთ ერთმანეთში, არც ის მაინტერესებს ძალადობდა თუ არა, თქვენი ოჯახური დრამა მე არ მეხება. შეზლებისდაგვარად მთელი ოჯახი მხარში გედექით, არ ამიკრძალავს თქვენთვის მეგობრობა, მაგრამ უფლებას არ მოგცემ ცხოვრება დაუნგრიო, ჩემი შვილი ციხეში ჯდომას არ იმსახურებს! - მისი ხელოვნური სიმშვიდე სადღაც გამქრალიყო, თითქმის კიოდა ქალი.
ვუმზერდი გამწარებულ დედას და პასუხად რა მეთქვა ვერ ვხვდებოდი.
- ნამდვილად არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაზარალდეს, მით უმეტეს გიორგი!.. - ცრემლების ყლაპვით ძლივს ვუთხარი ქალს.
- არ გინდა?! რაღაც არ გეტყობა, ხომ იცოდი, რომ ამით გიორგის მდგოარეობას დაამძიმებდი, რატომ შეიტანე საჩივარი? - ისეთი სიძულვილით მიმზერდა ქალი, თითქოს მართლა მე დავაჭერინე მისი შვილი.
- დავამძიმებდი?! კარგი ადვოკატი დავიქირავოთ, ჩვენებას მივცემ, ექსპერტიზებს ჩავატარებთ, მოწმეებს ვიშოვით...
- ამ ყველაფერს დრო სჭირდება, წლები... კაცმა არ ციის სიმართლეს დავამტკიცებთ, თუ არა... გვანცა, შვილო... შენიც გვესმის, მაგრამ გემუდარები, როგორც ერთად-ერთი შვილის მამა, თუ გინდა დაგიჩოქებთ, თუ გინდა... ვიცი, მართალი ხარ, ვიცი, ჩემი შვილი მკვლელი არაა, ის არაკაცები მე რომ მენახა, მერწმუნე ეხლა ცოცხალები არც იქნებოდნენ, მაგრამ ვერ გადავიტან, ჩემი შვილი ციხეში რომ ჩაჯდეს, ვერ გადავიტან!... გემუდარები, საჩივარი გამოიტანე და შემდეგ მეც დაგეხმარები...
- შემდეგ?!... - სიწრისგან გამეღიმა მე - ხვდებით რას მთხოვთ?! საჩივარი რომ გამოვიტანო ყველაფერი დასრულდება. ეს ერთად-ერთი გზაა ვახოს დასასჯელად, თქვენ კი...
- შენ მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობ, ჩემი შვილი კი ფეხებზე გკიდია, გამოიყენე და ნახმარი ნივთივით მოისროლე!... - გაოგნებული ვისმენდი ქალის ბრალდებებს.
- თქვენც ასე ფიქრობთ?! - ამჯერად მამამისს ვკითხე.
კაცმა თავი დახარა, მისი დუმილით მივხვდი, რომ ცოლს ეთანხმებოდა.
ვუმზედი მათ და ვეღარ ვიგებდი, სად ვუშვებდი შეცდომას, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, იქნებ მართლებიც იყვნენ? ნუთუ ჩემი სიმართლე ასე ძვირად ფასობდა?! ყელში მძიმედ გადავყლაპე მოწოლილი ცრემლები:
- კარგით, გიოს თუ ეს უშველის, ვახოს წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას გამოვიტან!.... - დასრულდა ამით ის უკანასკნელი იმედიც დავკარგე. ფუჭად ჩაარა ჩემმა მცდელობამ, ჩემი სიმართლე არავის აინტერესებდა, იმ ხალხსაც კი, ვისაც ახლობლებად და ჩემებად ვთვლიდი.
მეორე დღესვე გიორგის მშობლებთან ერთად წავედი განყოფილებაში და დავწერე განცხადება საქმის შეწყვეტის თაობაზე. გამომძიებელს კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ...
- მეორე საქმე როდის შეწყდება?! - ყრუდ ვკითხე მე.
- ეგ თქვენ არ გეხებათ! - ცივად გამომიცხადა მან.
ტანში გამცრა: - ვერ გავიგე?! გიორგის არ გამოუშვებთ?!
- ალბათ... - ისევ ირონიულად გამიმეორა მან.
გამომძიებლის ოთახიდან გამოსულს ვახოც იქვე დაგვხვდა:
- სულ ეს იყავი?! არადა როგორ მეშინოდა!... - ირონიულად დაცინოდა ის.
- ჯერ ყველაფერი წინაა, სანანებელი გაგიხდება დღევანდელი დღე!
- აქ საკინკლაოდ არ მოვსულვართ, პირობა შევასრულეთ, ეხლა შენი ჯერია... - ცივად უთხრა გიორგის მამამ.
- პირობებს მეც ვასრულებ, შენ კი გელოდები, მაინტერესებს რას მოიფიქრებ.... - ცინიკურად გამიცინა და თვალი ჩამიკრა მან.
გიორგის მამამ გაჩუმების ნიშნად ამჯერად მე მომიჭირა ხელი იდაყვზე.
- მოვა დრო და ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებ! - თითქმის ჩემთვის ჩავილაპარაკე მე.
დიდი მადლობა!... - უკვე ეზოში გასულს ძაღლივით მომიგდო გიორგის დედამ და არც კი დამემშვიდობა ისე წავიდა. სრულიად არეული და გაორებული გამოვედი პოლიციის შენობიდან.
შინაგანად განადგურებული, მიწასთან გასწორებული მოვდიოდი სახლში, ამას ემატებოდა ცნობისმოყვარე და ჭორიკანა ხალხის რეპლიკები, ხან ვინ მომაძახებდა: - შე გათახსირებულოო და ხან ვინ....
რამოდენიმემ უმი კვერცხიც კი მესროლა. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რას მერჩოდნენ, მათთვის ხომ არაფერი დამიშავებია, რატომ ვეზიზღებოდი, ასე რატომ შემიძულეს?!
ბევრი აღარ მიფიქრია, იმ საღამოს ბარგი შევკარი და სახლიდან წამოვედი.


მეთერთმეტე თავი
- გამოიქეცი?!...
- ასე გამოდის. იქნებ მხდალ ადამიანადაც ჩამთვალო, უბრალოდ დავიღალე, მივხვდი, რომ მშვიდი ცხოვრება არ მეღირსებოდა, ჩემს ოჯახს უკვე პრობლემებს ვუქმნიდი, ადრე თუ გვიან, მათაც მოსწყინდებოდათ მუდმივად ჩემი დაცვა. გმირობა არ მინდოდა, არც ბოროტებასთან ვაპირებდი რქებით შერკინებას, მშვიდსა და წყნარ ცხოვრებას ვეძებდი, ეგ იყო და ეგ...
- სიმშვიდეს მეტროში ეძებდი?! - ირონიულად მეკითხება ის.
- არა, სიმშვიდეს ანიტასა და კაკისთან ვეძებდი, მაგრამ, რoგორც ყოველთვის, არ გამიმართლა. თბილისში ჩამოსვლისთანავე დავრეკე, მობილურები გამორთული ჰქონდათ, სავიზიტო ბარათზე მითითებულ ქალაქის ტელეფონზე როცა დავრეკე, ვიღაც ქალმა მიპასუხა, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს გარშემო ტურნე ჰქონდათ დანიშნული და კაკი და ანიტა სულ მცირე ექვსი თვე თბილისში არ იქნებოდნენ.
დავრჩი ასე ჰაერში, უბინაოდ, უსახლკაროდ, უმუშევარი. თავიდან იმ მცირედ დანაზოგს ვხარჯავდი რაც სახლიდან წამოვიღე, მაგრამ ხუთასი ლარი რამდენ ხანს მეყოფოდა?! ვცდილობდი რომელიმე სასტუმროში ოთახი დამექირავებინა. არასრულწლოვანი, თან კასტილითა და ჯოხით ხელდამშვენებული არავინ მიმიღო.
საბოლოოდ ნახალოვკაში, კერძო, ბარაკების ტიპის ბინაში ერთი პატარა, ნესტიანი ოთახი ძლივს ვიქირავე. უხმაუროდ შევიპარებოდი ჩემს საცხოვრებელ სოროში და გამოვიპარებოდი.
ვეძებდი სამსახურს, დავდიოდი კარდაკარ. სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ჩემი მუდარა, შიდა მოსამსახურედ მაინც ავეყვანე. ოღონდ ქუჩაში არ დავრჩენილიყავი იმაზეც კი ვეთანხმებოდი, უსასყიდლოდ, მხოლოდ საკვებისა და ღამის გასათევის სანაცვლოდ მემუშავა, მაგრამ უცხოს, სახვევებში შეფუთულს ეჭვით შემათვალიერებდნენ, ცხადია არავინ მენდობოდა, ზედაც კი არ მიყურებდნენ, ათას უხამს რეპლიკას მესროდნენ, ან ირონიული ღიმილით ცხვირთან უცერემონიოდ მიხურავდნენ კარებს.
ჩემი ბიუჯეტიც სასურველზე სწრაფად მცირდებოდა. საბოლოოდ, როცა ვეღარც ქირის გადახდა შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლების ღვარღვარით ვპირდებოდი, მუშაობას დავიწყებდი თუ არა, არსებულ დავალიანებას გადავფარავდი, ჩემი მოსმენაც კი არ მოინდომეს. მხოლოდ ორი კვირა დამაცადეს (ალბათ, ამის იმედიც არ უნდა მქონოდა), შემდეგ კი გამომიცხადეს, რომ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი არ ჰქონდათ ჩემი ბარგი დავალიანებაში გამომიქვითეს და ცარიელ-ტარიელი ბინიდანაც გამომაგდეს.
ასე აღმოვჩნდი უფულოდ და უტანსაცმლოდ ქუჩაში გამოგდებული. მშიერ-მწყურვალი მეტრომ შემიფარა.
მახსოვს, როგორ მივიღე პირველად მოწყალების სახით გადმოგდებული ხურდები. გაყინული წონასწორობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ სვეტს ვეყუდებოდი, როცა შემთხვევითმა გამვლელმა, ალბათ ჩემივე ასაკის გოგონამ თაბაშირიან გაშვერილ ხელში პირველი ოცი თეთრი ჩამიგდო და სწრაფი ნაბიჯით მომშორდა, თითქოს მას ელოდნენო, მის მაგალითს რამოდენიმე ბიჭმაც მიბაძა, მივხვდი მათხოვრად ჩამთვალეს და მწარედ გამეცინა, ერთი კი ვიფიქრე, ამ თანხას უკან მივუყრი მეთქი, მაგრამ როცა რამოდენიმე დღის უჭმელმა რკინის მონეტებით სავსე მუჭას დავხედე, ცდუნებას ვეღარ გავუძელი, საკუთარი თავმოყვარეობა დავივიწყე, მეტროდან გამოვედი და მაშინვე საცხობისკენ წავედი. იმ დღიდან მოყოლებული მეტროში მათხოვრობა დავიწყე. უნდა ვაღიარო ეს საქმიანობა სულაც არ ყოფილა მარტივი, მათხოვრები რამოდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ, არასრულწლოვნები, მარტოხელა დედები, ხეიბრები, ქვრივები, უპატრონო მოხუცები, ლოთები. თითოეულ ჯგუფს მისი ხელმძღვანელი ჰყავდა, ადამიანები ვინც ქუჩის მაწანწალებს მათი პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდნენ. არ ვიცი ეს პირები რა კრიტერიუმებით ჰყავდათ შერჩეული, განათლებითა და დიპლომატიით კი ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ, იქნებ - შიში, იქნებ - რიდი?!...
თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ყოველ საღამოს შებინდდებოდა თუ არა, ტროსტის მსგავსი ხელჯოხით შეიარაღებული ძონძებში ჩაცმული მამაკაცები, რომელთაც ძველი ბოშური ფილმების ზეგავლენით, ატამანები დავარქვი, ჩვეულებისამებრ ერთ ადგილზე ჩერდებოდნენ, ათ წუთიანი შუალედით მათთან ნელ-ნელა მიდიოდნენ მათხოვრები და მთელი დღის წვალების შედეგად მიღებულ შემოსავლის ნახევარზე მეტს მაინც გადასცემდნენ.
ვგრძნობდი მათ ცნობისმოყვარე მზერას, მტრულ განწყობას. თუმცა მეტ-ნეკლებად მერიდებოდნენ. ჩემსდაუნებურად ვიღაცის კონკურენტად ვიქეცი. ზუსტად არ ვიცი რას ფიქრობდნენ, იქნებ შეგზავნილი აგენტიც კი ვეგონე. ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი თვე. ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან მიხვდებოდნენ ერთი უგზო-უკვლო, უთვისტომო ადამიანი რომ ვიყავი და ალბათ გარკვეულ პრეტენზიებსაც წამომიყენებდნენ.
ვხედავდი, როგორ გამეტებით უტყავდნენ მათზე სუსტებს, ართმევდნენ უკანასკნელ კაპიკებს, ამცირებდნენ, დასცინოდნენ. ვხედავდი, მცირეწლოვანი ბავშვები საკვების ნაცვლად ალკოჰოლს როგორ იღებდნენ, წებოს ნარჩენებით ბრუვდებოდნენ. არ ვიცი ამ ცხოვრებას რა ერქვა, ბრძოლა თვითგადარჩენისთვის?! მე მათი ნაწილი არ ვიყავი და ვერც გავხდებოდი, დღემდე მახსოვს, ალბათ ასე შვიდ წლამდე პატარა ბიჭუნა მეტროში წანწალის დროს როგორ მომიჯდა. ერთი კი გავხედე, გვერდით მჯდომს, მაგრამ რადგან არ მიყურებდა ზედმეტი ინიციატივა აღარც მე არ გამომიჩენია. გამხდარ მკლავებზე ლურჯად ეტყობოდა ძარღვები. ბინძური მაისური დაუდევრად ჩაეტნია მუხლებამდე გადაჭრილ ჯინსის შორტებში, აკანკალებულ ხელებში მაცხოვრის მცირე ზომის ხატი ეჭირა და გულში ძლიერად იკრავდა.
- ბიძიებო, დეიდებო, დამეხმარეთ!... - მთელი მონდომებით გაჰკიოდა, რამოდენიმეჯერ წამოიწია, თითქოს ადგომა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, ბავშვი ადგილზე შებარბაცდა და მე რომ არა, მოწყვეტით დავარდებოდა.
- არა გრცხვენია? ის არ გყოფნის, რომ სამათხოვროდ იყენებ, ბავშვს საჭმელი მაინც აჭამე!.. - ვიღაც გაკაპასებული ქალი მე დამეტაკა. მისთვის პასუხი არც კი დამიბრუნებია, მატარებელი გაჩერდა თუ არა, ხელში ატატებული პატარა მეტროს სადგურში გამოვიყვანე. ზედ არავინ მიყურებდა, მგზავრები, შორიდან გვივლიდნენ გვერდს, ეგ კი არა, თითქოს განზრახ, პატრულიც კი არ გამოჩნდა.
ალბათ, უნდა შემშინებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, ხელებს ვუსრესდი, ძონძებში გამოკრული პლასტმასის ბოთლიდან წყალს ვასხავდი. გაფითრებულ სახეზე ნელ-ნელა ფერი დაუბრუნდა, როგორც იქნა თვალები გაახილა. ჩასისხლიანებული, ჩაწითლებული თვალებით გამომხედა და ადგილზე გავხევდი, ასეთი მზერა ვახოს ჰქონდა, როცა ზედმეტ წამალს იღებდა.
- ჰეი, როგორ ხარ?! - ვეცადე მხიარულად მიმემართა.
ოდნავ შესამჩნევად სცადა გაეღიმა, მაგრამ არ გამოუვიდა.
კალთაში გამოკრული პატარა ფუნთუშის ნაგლეჯი მივაწოდე. უნდობლად გამომხედა, მაგრამ ტკბილეული მაინც გამომართვა.
- უნდა წავიდე - მიუხედავად იმისა, რომ შებარბაცდა, მაინც წასასვლელად წამოიწია.
- მოიცადე, მდგომარეობიდან გამოხვალ და შემდეგ....
- არა, ერთ საათში ოც ლარს თუ არ მივიტან, უფროსი მცემს...
- ოც ლარის გამო?!
- ბრძანების არ შესრულების გამო! - მკაცრად გამომიცხადა მან. შემცბარი, დაბნეული ვუმზერდი შვიდი წლის ბავშვისთვის ზედმეტად, ალაგ-ალაგ დალილავებულ გაზრდილ სახეს.
- დაისვენე, ცოტა აზრზე მოდი და მაგ ოც ლარს მე გიშოვი.. ერთ საათში ისევ ამ ადგილზე მოვალ დაუფიქრებლად დავპირდი და სადგურში ჩამომდგარ მატარებელს გავყევი.
პირობა პირობა იყო, ერთ საათში ოცი ლარის ნაცვლად ოცდაათით დავბრუნდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბავშვი ისევ იქვე დამხვდა. ფული მივაწოდე, სრულად, ჩემთვის ერთი თეთრიც კი არ დამიტოვებია.
- შენ მოხვედი?! - თვალები ცრემლებით აევსო მას - ტყუილია რასაც შენზე ამბობენ, კეთილი ხარ, ძალიან კეთილი!... - მოულოდნელად ჩამეხუტა ის.
მისი სიხარული მეც მიხაროდა, ძლიერად ვიხუტებდი გამხდარ არსებას.
- შენზე ამბობენ წესებს არ იცავსო, დაშტირვას გიპირებენ! - მოულოდნელად მითხრა ბავშვმა.
- რას მიპირებენ? ეგ წესები ვინ დაადგინა?.. - დავიბენი მე.
- უფროსები?!
- მეტს ვერაფერს გეტყვი, ისინი ამბობენ, რომ არ უნდა დაგელაპარაკოთ, შენთან კონტაქტი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ... - ბავშვი მადლიერი თვალებით მიმზერდა, უსიტყვოდ დამემშვიდობა და წავიდა.
ვუმზერდი სუსტ, გაჩხინკულ არსებას და შიშისგან ვკანკალებდი. ასე დიდხანს ვერ გავძლებდი, ადრე თუ გვიან, მეც მომიწევდა, რომელიმე მათგანის უპირატესობის აღიარება ან არადა...
მაგრამ ჩემი ნებით დამორჩილებას არ ვაპირებდი, ატამანების მსგავსად ყოველ საღამოს მეც ერთსა და იმავე ადგილზე ვჯდებოდი, აზრადაც არ მომსვლია დამალვა. ერთმანეთს შორიდან ვზვერავდით. თავხედურად, პირველად კონტაქტზე გამოსვლას მათგან ველოდი.
საღამოს მეტროსადგური იცლებოდა, მიდიოდნენ მგზავრები, მათხოვრები, ქუჩის მუსიკოსები, გარემოვაჭრეები, იკეტებოდა ყველაფერი. მე მეტროს გვირაბში ვიმალებოდი, ან ღამის გასათევად იქვე ვრჩებოდი, იძინებდა ქალაქი და ვიძინებდი მეც.
- არ ვიცოდი მათხოვრებს ასეთი ორგანიზებული სისტემა თუ ჰქონდათ... ბოლოს როგორ მორიგდით?!... - ცნობისმოყვარედ მეკითხება სანდრო.
- ისევ შემთხვევითობა დამეხმარა. იმ ღამით მეტროსადგურ „დიდუბე“-ში, გადასასვლელი ხიდის ქვეშ, ერთ ბნელ კუთხეში ვიყავი მოკალათებული, ამ ადგილის არსებობა თუ არ იცოდი, ვერც კი მიხვდებოდი, იქ თუ ვინმე იმალებოდა. ეს ადგილი მეც შემთხვევით აღმოვაჩინე და საკმაოდ ხშირად ვიყენებდი ღამის გასათევად. მისი არსებობა არავინ იცოდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. აქ ვერავინ მხედავდა, სამაგიეროდ მთელი სადგური ხელის გულივით ჩანდა. ალბათ ჩამთვლიმა. სწორედ ამ დროს ჩამესმა ძილში ქალის განწირული კივილი. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შეშინებული ადგილიდან წამოვვარდი. შორიდანვე შევნიშნე, ლიანდაგებზე ბეჭებში მოხრილი საკმაოდ მაღალი მამაკაცი მორბოდა, იღლიაში ქალის მოზრდილი ჩანთა ჰქონდა ამოჩრილი, ჩანთა ალბათ ხიდზე მომკივან მანდილოსანს ეკუთვნოდა, რომელიც ხელების ქნევით უკვე მასთან მისულ პატრულის თანამშრომელს მთელი მონდომებით უყვებოდა მომხდარი თავდასხის შესახებ.
მამაკაცი კი მორბოდა, მორბოდა და რაოდენ უცნაურის არ უნდა ყოფილიყო, სწორედ ჩემი სამალავისკენ მოიწევდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე შემოვარდა ჩემ „სოროში“.
თავი სამშვიდობოს ეგონა, ელვა შესაკრავის გახსნა არც კი უფიქრია, ერთი ხელის მოსმით გაბრდღვნა საკმაოდ ძვირფასი ჩანთა და მაშინვე საფულეს ეტაკა. ღირებული ვერაფერი ნახა, შეიკურთხა და ზიზღით მოისროლა. მისი ცნობა ნამდვილად არ გამჭირვებია, ერთ-ერთი ატამანთაგანი იყო, იქნებ ისიც კი დაშტირვას რომ მიპირებდა.
- არ შეგეცოდა?! - თავი ვეღარ შევიკავე, შიში არც კი გამხსენებია ისე ვკითხე თავდამსხმელს.
დავინახე, ჩემი ხმის გაგონებისთანავე დამფრთხალმა როგორ იშიშვლა ბებუთი და აშკარად თავდასხმისთვის მოემზადა. რათქმა უნდა თვითონაც მიცნო, რამოდენიმე წუთიანი დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ერთმანეთის ძალებს ვაფასებდით, მტრული მზერით ერთიმეორეს თვალს არ ვაშორებდით. პოლიციელების ფეხის ნაბიჯების ხმა საკმაოდ ახლოს ისმოდა, ხელის ფანრით გზას ინათებდნენ, თავდამსხმელს მონდომებით ეძენდნენ, თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექეს, მაგრამ უშედეგოდ...
სასაცილო იყო, თითქმის ერთი ნაბიჯი გვაშორებდა სამართალდამცავებთან, რა იცოდნენ თუ იქვე ვიდექით. წინ შეიარაღებული კრიმინალი მედგა, მე კი კივილი აზრადაც არ მომსვლია. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იარაღს არ გამოიყენებდა. გულგრილად, უემოციოდ ისევ იქვე დაგდებულ პატარა ზომის ლინოლიუმის ნაგლეჯზე მოვთავსდი. თითქოს ისიც ამას ელოდაო, იქვე ჩამოჯდა, ბოლომდე მაინც არ მენდობოდა, დანა ხელში ისევ გაშლილი ეჭირა.
ვიჯექით ასე გვერდი-გვერდ მე და კრიმინალი, უსიტყვოდ ვუმზერდით პოლიციელებს, რომლებიც ნელ-ნელა გვშორდებოდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ფანრის ციალით თუ მიხვდებოდი სად იყვნენ ყაჩაღზე მონადირე სამართალდამცავები.
- რატომ არ იკივლე?! - როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა, დუმილი დაარღვია ატამანმა.
- არ ვიცი...
- ჩემი არ გეშინია?!
მხრები ავიჩეჩე, ალბათ მთლად ნორმალური არ ვეგონე, რამოდენიმე წუთით ისევ თვალებში მიმზერდა, თითქოს იქ სურდა დასმული კითხვის პასუხის გაგება.
- იცი ვინ ვარ?! - ხმაში გაოცება გაერია მას.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ხშირად მინახავს როგორ უმოწყალოდ ურტყავდა მათხოვრებს, თუ სასურველზე ნაკლებ თანხას მიუტანდნენ.
- მაინც არ გეშინია?! - კითხვა გამიმეორა მან, რაღაც მომენტში თითქოს თავი შეურაცყოფილადაც კი იგრძნო, ისეთმა იმედგაცრულებულმა შემომხედა.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გეწყინა, რომ არ ვიყვირე?!... - ირონიულად გამეცინა მე - თქვენ თავისუფლება გჭირდებათ, მე კი სიმშვიდე. პოლიციასთან ურთიერთობა არც მე მაწყობს და ალბათ, არც თქვენ... - ვცდილობდი თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს ჩემი თითოეული ნაბიჯი კარგად მქონდა გააზრებული, თუმცა ნელ-ნელა სითამამეს ვკარგავდი და შიშიც მეპარებოდა.
- პოლიციას შენც ემალები?! - გაოცებულმა შემომხედა მამაკაცმა.
- მთლად ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა ზედმეტი პრობლემები მაინც არ მჭირდება!... - მოგონილი უდარდელობით გამეცინა მე.
ეჭვით გამომხედა: - არ ვიცი რა მიზნები გქონდა, მაგრამ ფაქტია, სიკეთე გამიკეთე. - შეძლებისდაგვარად თბილად გამიღიმა ატამანმა - უმადური ადამიანი არ ვარ, არც ვინმესთან ვრჩები ვალში, ამ ამბავს არ დაგივიწყებ...
იმ წუთში მისი სიტყვები უბრალო მადლიერების გამოხატულებად ჩავთვალე და დიდი მნიშვნელობა არც მიმინიჭებია, ვერც იმას ვხვდებოდი, როგორ აპირებდა ვალის გასტუმრებას.
თუმცა მეორე დღეს, როგორც კი სამათხოვროდ გავედი ვიგრძენი, ჩემს გარშემო რაღაც შეცვლილიყო, თითქოს მათხოვრები აღარ მიბღვერდნენ, ატამანმა ოდნავ შესამჩნევად დამიქნია თავი, თითქოს ეს იყო ნიშანი, პატარა მათხოვრები, თბილად შემომეხვიენ. მათ ნაწილად მიმიღეს. ჩემთვის წილი აღარავის მოუთხოვია და არც დაშტირვით დამმუქრებიან.
- ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდა?
- სადღაც ოთხი-ხუთი თვე. ზუსტად არ მახსოვს!
- ყოფილ მასწავლებლებთან დაკავშირება აღარ სცადე?!
- სავიზიტო ბარათი ჩემს ბარგთან ერთად ნაქირავებ ოთახში დამრჩა, რამოდენიმეჯერ მივედი, ვთხოვე, უფლება მოეცათ მომეძებნა, მაგრამ ირონიულად გამომიცხადეს, რომ ჩემი იაფფასიანი ძონძები არაფერში სჭირდებოდათ და ნაგავში გადაყარეს.
- აბა, ვალებში გამომიქვითესო?!
- ნახეს სახეირო არაფერი რომ არ მქონდა და მოიშორეს... - ირონიულად გამეღიმა.
- შენებს აღარ შეხმიანებიხარ?! - მორიგ კითხვას მისვამს სანდრო.
- არა! - უცებ შიში მიპყრობს არ მთხოვოს სახლში დაბრუნება - არ შემიძლია!...
- როგორ ფიქრობ, სახლში დაბრუნების შანსი გაქვს?!
- ამ შანსს ვახოს დაკავება ჰქვია, რაც არა მგონია ოდესმე მოხდეს...
- ოდესმე ყველაფერი ხდება, ყველაზე წარმოუდგენელი ოცებებიც კი... - თბილად მიღიმის ის.
- ალბათ! - იმედიანად ვამბობ და უნებურად მეც მეღიმება.
- ალბათ! - სიცილით მეთანხმება სანდროც - მოკლედ, ისედაც ბევრი დრო წაგართვი, დღეს უნდა დაგესვენა, მე კი განერვიულე... - მემშვიდობება და მე კი წასასვლელად ეგოისტურად არ მემეტება.
- იქნებ კიდევ დარჩე?! სულ ცოტა ხნით... გპირდები სევდიან ამბებს აღარ გავიხსენებ, ამჯერად შენ მოგისმენ! - თითქმის ვემუდარები მას.
ანცი, ეშმაკური თვალებით მიმზერს, ზედმეტადაც კი ახალისებს ჩემი სიტყვები:
- არა, დღეისთვის საკმარისია, წარმატებებს გისურვებ ახალ სამსახურში, რამეში დახმარება თუ დაგჭირდეს, მეც აქ ვარ!... - სამხედრო სალამს მაძლევს ის.
- არის, სერ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- ჭკვიანი გოგო ხარ! - შუბლზე მკოცნის და სწრაფად მიდის.
ტრიალ-ტრიალით ლოგინტან მივდივარ და რბილ მატრასზე მოწყვეტით ვეცემი, იმ დღევანდელ მოვლენებს ვაჯამებ და სულელივით ვიღიმები, სანდრო მართალი ყოფილა, ემოციებისგან დაღლილს ქუთუთოები ნელ-ნელა მიმძიმდება და მეძინება.


მეთორმეტე თავი
ასე აღმოვჩნდი რესტორან „თეთრი სახლი“-ს სამზარეულოში, ჭუჭყიანი ქვაბებისა და ჭურჭლის გარემოცვაში. დაკაპიწებული მკლავებით, დაღლილი სახით, მაგრამ ბედნიერი ღიმილით. დიახ, მიუხედავად სამუშაოს სიმძიმისა, ბედს არ ვუჩიოდი, არ ვწუწუნებდი, არც შრომა მეზარებოდა.
სამზარეულოში ძირითადად ქალები მუშაობდნენ, თუ არ ჩავთვლით ასე ორმოცდაათ წლამდე შეფ-მზარეულს, სახელად ზურას. იცით როგორი იყო?! ასეთი მზარეულები მხოლოდ მულტფილმებში თუ მენახა, სასაცილო ულვაშებით, დიდი ღიპით და თეთრი ჩაჩით, ხელში დიდი ქაფქირით, რომელსაც ზარმაცი თანამშრომლების დასაფრთხობად ჯოხის ფუნქციით უფრო იყენებდა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ასეთი ტიპის მამაკაცები მხოლოდ მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა ჩვენი ზურაბი მუდამ როხროხა ხმით თავზარს სცემდა სამზარეულოს. თანამშრომლებს არ უყვარდათ, ჯიჯღინებდნენ, უკმაყოფილო სახით ზურგს უკან დესპოტსაც კი ეძახდნენ.
არ დამავიწყდება მისი ეჭვნარევი მზერა, როცა სამზარეულოში ბატონმა ვაჟამ შემიყვანა.
- კარგი, რა ვაჟა! - ყოველგვარი ფამილარობის გარეშე მიმართა უფროსს - მშრომელი ქალი გთხოვე, შენ კი ძუძუმწოვარა ბავშვი მომიყვანე, ამან რა უნდა გამიკეთოს?!
ისედაც უკმაყოფილო სახე ორმაგად მოეღუშა ახალკაცს: - გაზარდე, ასწავლე!... - ღრენით გამოუცხადა.
- ნუცას სკოლა ხომ არ მაქვს?! ამას თოჯინები სჭირდება ჭურჭლის რეცხვა კი არა... - ცეცხლზე ნავთს ასხამდა მზარეული.
- მორჩი ძალიან გთხოვ! - ცივად შეაწყვეტინა ვაჟამ - გინდა თოჯინები მიეცი და გინდა დახუჭობანა ეთამაშე, როგორც გინდა ისე მოიქეცი, თუ არ ივარგებს მეორე მრეცხავიც აიყვანე, მაგრამ ეს გოგო როგორმე უნდა შეინარჩუნო, შვილთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას, მეტად ვეღარ გავიფუჭებ! - უკანასკნელი სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჟამ.
- სანდროს პროტეჟეა?! - გაოცებულმა გამომხედა ზურამ, თითქოს პირველად დამინახა ისე ამათვალიერა.
სიტყვა პროტეჟემ ყური უხეშად მომჭრა, უხერხულად მობუზული ვიდექი და ზურას ვერდიქტს ველოდებოდი. თუმცა სანდროს ხსენებამ აშკარად გაჭრა, რამოდენიმე წუთით ჩუმად მიმზერდა, შემდეგ დანებების ნიშნად ჩაიქნია მისი ჯადოსნური ქაფქირი და ხელით მანიშნა გამომყევიო.
აი, ასე მოვხვდი ზურას სამფლობელოში, გონებაში ისე ღრმად ჩამებეჭდა პირველ დღეს ნათქვამი „პროტეჟე“, რომ არასრულფასოვნების კომპლექსიც კი გამიჩნდა, იმის შიშით, რომ არ ეთქვათ, სანდროს ხათრით ამუშავებენ, თორემ ისე არაფრის მაქნისიაო, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას გაორმაგებული ძალებით ვასრულებდი. ნელ-ნელა სხვა თანამშრომლების (დამხმარე მზარეულის, დამლაგებლის) ფუნქციებშიც გავერკვიე და მართალია იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ რომელიმე მათგანსაც ვცვლიდი.

თითოეულ თანამშრომელს საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ერთი საათით შესვენებით სარგებლობის უფლება ჰქონდა. ამ დროს ვიღაც სახლში გარბოდა შვილთან, ვიღაც პირად საქმეს იგვარებდა, ვიღაც შეყვარებულს ხვდებოდა, მე კი... მე ისევ რესტორანში ვრჩებოდი, მათგან განსხვავებით არც სახლში მელოდა ვინმე და არც მეგობრები მყავდა.
რათქმა უნდა ზურა მამოწმებდა, აშკარად არ მენდობოდა, სათითაოდ ათვალიერებდა თაროზე ჩამწკრივებულ ქვაბებს, ტაფებს, კოვზებსა თუ ჩანგლებს.
- ვერცხლის სერვისები უნდა პრიალებდეს! - დამრიგებლურად მეუბნებოდა, თუმცა თვითონაც იცოდა, რომ რესტორნის განსაკუთრებით ძვირფას ჭურჭელთან მე შეხება არ მქონდა.
- დიახ, ბატონო ზურაბ! - თავს ღიმილით ვუქნევდი.
თავიდან აპროტესტებდა, როცა მზარეულთან გვერდში მდგომს მხედავდა, მაგრამ ნელ-ნელა ერთმანეთს შევეჩვიეთ. უსიტყვოდ გადახედავდა ჩამწკრივებულ სუფთა ჭურჭელს, ლამაზად გაფორმებულ სხვადასხვა სახის ულუფებს, კმაყოფილების ნიშნად წარბს ოდნავ ასწევდა და მარჯვენა ხელს ულვაშზე გადაიტარებდა. ეს იყო და ეს, მაგრამ მისი ეს ჟესტი ნებისმიერ შექებას მერჩივნა.
დაღლილობისგან ფეხის გულები მეწვოდა, მაგრამ არ ვწუწუნებდი, ასე მეჩივნა, ფიქრისთვის დრო აღარ მრჩებოდა, ვცდილობდი ჩემს მდგომარეობას ზედმეტად არ ჩავღრმავებოდი, თუმცა საკუთარი ემოციების კონტროლს ყოველთვის ვერ ვახერხებდი.
იმ დღესაც ასე დამემართა, თანამშრომლები შესვენებაზე გავიდნენ, მე კი ფიქრებს შევყევი, ჯერ ჩემი ოჯახი გამახსენდა, და-ძმა, დედობილი, დაკარგული შვილი, ჩემი მძიმე წარსული, სანდრო. ისე მძაფრად მომინდა ვინმე ახლობელტან ყოფნა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებიც ღაპა-ღუპით გადმომცვივდა. საპნიანი ხელი თვალში რომ არ ამომესვა, ცრემლები ქსუტუნ-ცსუტუნით მკლავით მოვიწმინდე და ადგილზე გავშეშდი. ჭურჭლის თაროებს შორის გაოგნებული სახით ბატონი ზურაბი მიმზერდა.
- გვანცა შვილო, რამე გტკივა?! - რამოდენიმე წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მანძილი მამაკაცმა და შეშფოთებული მომვარდა - რა გჭირს?!
- არაფერი, არაფერი... - დარცხვენილი ვარიდებდი თავს პასუხს.
- აბა, უმიზეზოდ ტირი?! თუ ვინმემ გაგაბრაზა, შენ მხოლოდ მითხარი, მაშინვე დავსჯი! - მუქარით მოუღერა ვიღაცას ქაფქირი.
- არა, ბატონო ზურაბ, დედას გეფიცებით, კარგად ვარ! - მისი დაფეთებული სახის დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე.
- მართლა?! - ისევ ეჭვით მიმზერდა მამაკაცი - რამე რომ გაწუხებდეს, ნამდვილად მეტყოდი?!
- ეჰ, რომ ვიცოდე რა მჭირს, ნამდვილად გეტყოდით, ბატონო ზურაბ! - გულწრფელად გავუღიმე.
- ნევროზი, ამ ყველაფრის მიზეზი ნევროზია! - უცებ დამისვა დიაგნოზი - ჩემი ცოლიც ასე იყო, წარა-მარა ტიროდა, ვერ გავუგეთ ვერაფერი, თურმე ნევროზი ყოფილა... ისეთი კარგი ნევროპათოლოგი ვიცი, ჩაგწერ, თუ შენით ვერ წახვალ მე გამოგყვები, ან სულაც ჩემს ცოლს ვთხოვ!... - მისმა სიალალემ გული ამიჩუყა, მივხვდი, ცოტაც და ისევ ავტირდებოდი.
- არ მინდა, ბატონო ზურაბ! დედას გეფიცებით, არ მინდა, უბრალოდ ოჯახი მომენატრა, ეგაა და ეგ... - ვაღიარე მე.
- მიზეზი თუ მხოლოდ ეგაა, შვებულებაში გაგიშვებ, მოინახულებ... - სწრაფად გამომიწერა წამალი.
- ჩემზე ნუ ღელავთ, ძალიან გთხოვთ! გადამივლის, შვებულებაში გაშვებაც არ არის საჭირო!... - დაფეთებულმა, ცივად ვიუარე.
- დარწმუნებული ხარ?! - ისევ ეჭვით მიმზერდა.
- რა თქმა უნდა? ბატონო ზურაბ, განა შესვენებაზე არ გადიოდით, აქ რატომ ხართ? - საუბრის თემის შეცვლა ვცადე.
- ჰო, ჰო... - თითქოს ეხლაღა გაახსენდა მოსვლის მიზეზი, სახე გაებადრა - მიმისმინე, გვანცა შვილო, შენთან პატარა საქმე მქონდა, დღეს დილით ვაჟასთან საუბრისას - უფროსი ახალკაცის ხსენებაზე ვიგრძენი როგორ გავფითრდი, შეშინებულმა შევხედე მზარეულს, მან ან ვერ იგრძნო, ან უბრალოდ არ შეიმჩნია, ისევ მშვიდად გააგრძელა - აღვნიშნე, რომ ძალიან მონდომებული ხარ, რომ მიუხედავად შენი ასაკისა, არ ზარმაცობ. გაკვირდები, საკმაოდ ჭკვიანი გოგონა ხარ, დიდი პოტენციალის მქონე, საცოდავობაა, შენი ამ პოზიციაზე მოცდენა... კარგად ხედავ, ჩვენი რესტორანი ძირითადად ქართულ ტრადიციულ კერძებზეა ორიენტირებული, მაგრამ, ასევე დიდია კლიენტების მოთხოვნა ევროპულ კერძებზეც. ვაღიარებ, მე ამის არაფერი გამეგება... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ თანახმა იქნები, სპეციალურ კურსებზე გაგიშვებთ, ევროპული კერძების მომზადებას ისწავლი და ...
- მე?! ... რას ამბობთ, ბატონო ზურაბ, იმდენი მზარეული გყავთ, ასეთ შემოთავაზებაზე ალბათ ნებისმიერი მათგანი ოცნებობს!... - ყურებს არ ვუჯერებდი მე.
- მათი ოცნებები არ ვიცი, მაგრამ შენ თუ თანახმა იქნები, ჩვენი რესტორნის სახელით რეკომენდაციას სიამოვნებით გაგიწევთ!
- „მერე სამსახური, საცხოვრებელი?“... - გულში შიში შემეპარა, მაგრამ ხმამაღლა კითხვის დასმა ვერ გავბედე.
თითქოს თვითონვე მიხვდა ჩემი ყოყმანის მიზეზს: - სასწავლებელში კვირაში სამჯერ უნდა მიხვიდე, აქედან ორი დღე ლექციებს დაეთმობა, ხოლო ერთი - პრაქტიკულ სამუშაოებს. ლეციების პერიოდში სამსახურიდან გაგანთავისუფლებ, დანარჩენ დღეებში კი რესტორანში იმუშავებ, ხელფასიც იგივე დაგრჩება...
ისედაც სენტიმენტალურ განწყობაზე მყოფს, ზურაბის სიტყვებმა საბოლოოდ მომიღო ბოლო, ზუსტად ვიცოდი, ეს შემოთავაზება მხოლოდ მისი დამსახურება იყო, ემოციებისგან ცრემლები ვეღარ შევიკავე და მადლიერების ნიშნად გახარებული მოვეხვიე.
- გეუბნები, ერთი კარგი ნევროპათოლოგი გჭირდება მეთქი და არ მიჯერებ! - დამრიგებლურად გამომიცხადა, მამა-შვილურად ოდნავ მხარეზე მომიტყაპუნა და კმაყოფილი ღიღინით დამტოვა საკუთარ ფიქრებთან.
აი, ასე შემთხვევით რესტორან თეთრი სახლის ყველაზე ჯიჯღინა და ბობოქარი შეფ-მზარეულის წყალობით, გავხდი საქართველოს კულინარიის აკადემიის, მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსების სტუდენტი.

სანდრო? თითქმის ხუთი თვე გავიდა ჩემი რესტორანში მისვლის დღიდან, ის კი არ ჩანდა. უნდა ვაღიარო, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე, სამსახურში ხომ მაინც იქნება, მეტროში მივაკითხავ და მოვინახულებ მეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ უშედეგოდ, იქ არ დამხვდა.
მეორე დღესაც მივედი, ისევ უშედეგოდ, იქვე მდგომი პატრულის თანამშრომელი დავინახე და მასვე ვკითხე:
- უკაცრავად, სანდრო ახალკაცს ვეძებ, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვნახო?!
პოლიციელმა არაფრისმთქმელი, გულგრილი სახით შემომხედა და რატომღაც ღრენით მკითხა:
- თქვენ ვინ ბრძანდებით?! -.
- მე?! მეგობარი...
- მეგობარი თუ ხარ, უნდა გცოდნოდა, სანდრო აქ დროებით მუშაობდა, ისევ ქალაქის სამმართველოში დაბრუნდა!...
- ისევ?! - ზედმეტი კითხვის დასმა ვეღარ გავბედე, გულდაწყვეტილი უსიტყვოდ წამოვედი.

ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენებოდა მისი გაქრობა, ვაჟასთან მისვლას ვერ ვბედავდი, ერთად - ერთი ზურასთან მოვიკითხე, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღე:
- მაგ ბიჭს ასეთი ქცევა ახასიათებს, გავა დრო და მისითვე გამოჩნდება!... - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
და მოცდის გარდა რაღა დამრჩენოდა?! დავდიოდი ლექციებზე, ვმუშაობდი, ვიცდიდი და ველოდი... კედელზე კალენდარი გავაკარი და ინსტიქტურად დღეების დათვლა დავიწყე, თითოეული უმისოდ გატარებული დღე შავი ბურთულის სახეს იღებდა. მეც კი მიკვირდა საკუთარი თავის, ვერ ვიგებდი ასე მძაფრად რატომ განვიცდიდი, მაგრამ როგორც კი მისი ირონიული მზერა მახსენდებოდა, თვალები ცრემლებით მევსებოდა და ინსტიქტურად ტირილს ვიწყებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც ძალიან ჩემეული მაკლდა, მხოლოდ ჩემი...

იმ დღესაც კალენდარს მივჩერებოდი. თხუთმეტი ოქტომბერი ამჯერად წითელი ბურთულით მოვხაზე და დიდი ძახილის ნიშანიც მივაყოლე. დაძაბული თარიღს მივაჩერდი. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, მიყვარდა ეს დღე? ალბათ, ოდესღაც ბავშვობაში იქნებ მიყვარდა კიდეც. ეხლა? ეხლა მხოლოდ წარსულის მოგონებები მიტივტივებს, ეს დღე უნახავი დედის სიყვარულით მტკივა.
- „მეგობრები გილოცავენ გვანცა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!“ - ირონიულად დავცინივარ საკუთარ თავს.
ვიდრე განწყობა საბოლოოდ მომეშხამება, ჩემი პირველივე ხელფასით შეძენილ ჯინსის შარვალსა და თხელ მაისურს ვიცვამ და რესტორანში გავრბივარ. ზოგჯერ რამხელა შვებაა, როცა გვერდით ვიღაც გყავს, ნაძალადევად ვიღიმები, ვცდილობ სამზარეულოში მომუშავე გოგოებს საუბარში ავყვე და საკუთარ პრობლემებზე სულ ცოტა ხნით მაინც არ ვიფიქრო. სწორედ ამ დროს შემორბის ერთ-ერთი მიმტანი:
- ვინმემ უნდა შემცვალოთ, სახლში სიცხიანი ბავშვი დავტოვე, გემუდარებით... - თვალების ცეცებით ეძებს შემცვლელს, მაგრამ ყველა დუმს, ვხედავ სასოწარკვეთილს როგორ ევსება თვალები ცრემლებით და დაუფიქრებლად ვეუბნები:
- შვილთან წადი, სამსახურში მე შეგცვლი!...
- გვანცა?! - დაბნეული მიმზერს - დედას გეფიცები, რთული არაფერია, მაგიდის ნომრების მიხედვით მიიღებ შეკვეთებს, გოგოებიც ანალოგიურად ნომრითვე დაგილაგებენ და მიიტან, ემსახურები ღიმილით და ზედმეტ პოლემიკაში არ შედიხარ, პრინციპი მარტივია: „კლინეტი ყოველთვის მართალია!“, თუ რამე, მენეჯერს ეძახი!.... - ქცევის წესებს სხაპასხუპით მიყალიბებს, მიმტანის ფორმას მაწვდის და გარბის.
იმის გააზრება, რომ ვიღაცის გახარება შემიძლია ოდნავ მახალისებს, თითქოს ჩემში დაბუდებული ტკივილიც ამდება, სირაქლემის პოზიციაში მყოფი ვიჯერებ, რომ ვიღაცისთვის სარგებლის მოტანა მეც შემიძლია.
მაგიდებს შორის ღიმილით დავქრივარ, სამზარეულოში შესული რამოდენიმეჯერ ზურას გაოცებულ მზერას ვაწყდები, იქვე მდგომი ვაჟაც შევნიშნე. იქნებ მეჩვენება, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს უფროსი ახალკაცი ისეთი ბღვერით აღარ მიმზერს.
დავქრივარ, დავქრივარ და ვამჩნევ რომ მაგიდებს შორის ერთ-ერთზე ჯავშანის ნიშანი ჩნდება, მაგიდა ხუთ კაცზეა გაშლილი.
- სტუმრები რვა საათისთვის მოვლენ, შეკვეთა შვიდი საათისთვის უკვე მზარეულებს უნდა ჰქონდეთ, რვის ნახევრისთვის გადაამოწმე, ყველაფერი წესრიგშია თუ არა... - მარიგებს ადმინისტრატორი.
- წესრიგში რა უნდა იყოს?! - უნებურად ვიძაბები მე.
- ყვავილები..
- ვარდები?
- არა, აუცილებლად მინდვრის, - მიკონკრეტებს ის - ტორტი, სანთლები, მისალოცი... დაბადების დღეს აღნიშნავენ!
- ბედნიერი! - უნებურად მშურს უცნობი იუბილარის.
დრო გადის, თვალსა და ხელს შუა მოდის შვიდი საათი, არ ვიცი რატომ მაგრამ შინაგანად ვშფოთავ, რატომღაც მინდა ჩემგან განსხვავებით ის, უცნობი იუბილარი ბედნიერი დავინახო, დაჯავშნილ მაგიდას საკუთარი ხელით ვაფორმებ, თაიგულს ვდგავ და სტუმრებს ველოდები.
- გოგონა, გოგონა! - გვერდით მდგომი მაგიდიდან ხელს მიქნევს საშუალო ასაკის მანდილოსანი. მეც უბის წიგნაკით მასთან გავრბივარ, შეკვეთა ვიღებ და სამზარეულოს ვაწვდი. რამოდენიმე წუთში ისევ დარბაზში ვბრუნდები, დაჯავშნილი მაგიდა ისევ ცარიელი, აშკარად იგვიანებენ სტუმრები...
მორიგ შეკვეთას ვიღებ, კარებისკენ ვბრუნდები და.... მოულოდნელობისგან ადგილზე ვშეშდები. დარბაზში ადმინისტრატორთან ერთად სანდრო შემოდის, როგორც ყოველთვის მხრებში გაშლილი, ოდნავ ირონიულად მომღიმარი, ვგრძნობ, ემოციებისგან როგორ მიტანს ცახცახი, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დანახვით გამოწვეული სიხარული არაა, უკან ყურებამდე გაკრეჭილი გიორგი, კაკი და ანიტა მოჰყვებიან.

მეცამეტე თავი
არ ვიცი ამ ემოციას სახელად რა ჰქვია, სიხარული? არა, ერთ სიტყვაში ვერ მოვაქცევ ჩემს განცდებს. როცა გგონია, რომ ფეხქვეშ სამყარო გეცლება, როცა გული გითრთის, როცა გინდა გაიღიმო, მაგრამ მაინც ტირი, ნეტა როდის გავხდი ასეთი სუსტი?! როგორც ყოველთვის გიორგი პირველი მორბის, ხელში მიტაცებს, ძვლების ტკივილამდე მიკრავს გულში, უსიტყვოდ, ხელის კანკალით ვეხუტები და მის ძლიერ მკლავებში ვიკარგები.
- ჩემი გიჟი... ჩემი... - როხროხებს და მაბზრიალებს. მე კი, არ ვიცი რა ვუთხრა, სიტყვები ყელში მეჩხირება, იმდენი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ სიტყვას ვერ ვძრავ. გააზრებას ვერ ვასწრებ კაკისთან ვინაცვლებ, თითქოს თოჯინა ვარ, ხელიდან-ხელში გადავდივარ.
მილოცავენ, რაღაცას მსაყვედურობენ, რაღაცას მეუბნებიან, მე კი არაფერი მესმის, მხოლოდ სანდროს ზედმეტად კმაყოფილ მზერას ვამჩნევ, როგორც იქნა მეგობრები ხელს მიშვებენ, ფრთხილად, ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და სულ ოდნავ მეხება ლოყაზე. თითქმის ჩურჩულით ნათქვამს საკუთარ ყვრიმალთან ვგრძნობ:
- სრულწლოვანებას გილოცავ, გვანცა! ...
და, ცხოვრებაში პირველად ვნანობ, რომ გარშემო ამდენი ადამიანია, რომ ასეთი მოუხერხებელი ვარ, რომ მადლიერებისა და სიხარულის გამოხატვის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შემიძლია:
- მადლობ! - მაგრამ მის მზერაში ისევ ჩვეული ირონია ჩანს, რატომღაც მგონია, თითოეულ უთქმელ სიტყვას მიმიხვდა, ამის გააზრებაზე ორმაგად ვწითლდები და სად დავიმალო აღარ ვიცი.
უხერხული მდგომარეობიდან დარბაზში ჩამქრალ შუქს გამოვყევარ, სადღესასწაულო სიმღერის ფონზე, ზურას ვეებერთელა ტორტი შემოაქვს.
- გეგონა ვერ გავიგებდით?! ყველაზე ნიჭიერ თანამშრომელს ყველაზე ჯიჯღინა უფროსისგან! - სიცილით მილოცავს ის.
რა მეთქმის?! ბედნიერი, მადლიერების ნიშნად ამჯერად მას ვეხვევი.
რამოდენიმე წუთიანი ეიფორია სწრაფადვე მივლის, გასახდელში გავრბივარ უნიფორმის გამოსაცვლელად და მაგიდასთან მსხდომთ ვუერთდები. ვაჟას დაბღვერილი მზერა, რესტორნის ყველაზე მკაცრ კანონს მახსენებს: - „მომუშავე პერსონალს კლიენტებთან ახლო ურთიერთობაში შესვლა არ შეუძლია, მით უმეტეს სუფრასთან ჯდომაც ეკრძალებათ!“.
- „ისინი კლიენტები კი არა, ჩემი მეგობრები არიან!“... - ვუსწორებ საკუთარ თავს და ვცდილობ უფროს ახალკაცზე აღარ ვიფიქრო.
- არ მეტყვით, ერთმანეთი როგორ იპოვეთ? - ინტერესით ვუმზერ ოთხივეს.
- ვიპოვეთ?! ჩვენს ერთად ყოფნას სანდროს უნდა უმადლოდე! ჩემი საქმე გამოითხოვა და ხელახლა ძიება დაიწყო... - მხიარული სახით მიყვება გიორგი.
- საქმე დახურული არ იყო?! - ყელში ნერწყვი მეჩხირება - ვახომ განცხადება არ გამოიტანა?!
- რა თქმა უნდა, არა! მაგ არაკაცის ნდობა იქნებოდა?! პირიქით, უფრო და უფრო დამიმძიმა მდგომარეობა, სანდრო რომ არა...
- დიდი არაფერი, რამოდენიმე მოწმემ დაადასტურა, რომ იმ დღეს გასროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, რომ თავდამსხმელების ხელიდან შენი დახსნის ერთად-ერთი გზა იარაღიდან სროლა იყო!... - ისეთი უდარდელი სახით მეუბნება, თითქოს ამ საქმეში მოწმეებს მოძიება უმარტივესი რამ იყოს.
შემცბარი, თვალებგაფართოებული ვუმზერ, მაგრამ ვერ ვბედავ უფრო ღრმად ჩაძიებას, ისიც არაფერს მეუბნება, მზერას მარიდებს და კაკისთან აგრძელებს საუბარს. იმის გააზრებაზეც კი, რომ ამ საქმის ძიებისას ვახოთან შეხება ჰქონდა, ნელ-ნელა ცახცახი მიტანს, ხელის გულები მიოფლიანდება:
- ჩემზე თავდასხმა თუ დადასტურდა, ვახოს რა ბედი ეწია?! - ხმა ჩამწყდარი ვკითხულობ მე.
- დასანანია, მაგრამ შენი საქმის გამომძიებელი მაგ მხრივ მართალი იყო, ოფიციალურად შეურაცხადადაა ცნობილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ვერ გადასცემენ, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა!...
- შეურაცხადად?! - თითქოს მისი სიტყვების დაჯერება მიჭირს, ხმა მებზარება - ამდენი ხანი ციხეში იჯექი?! - ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
- ძალიან გთხოვ, არ გინდა... იმ არაკაცს ადრე თუ გვიან საკადრისს მივუზღავთ და მაშინ!..- ჩემს დამშვიდებას ცდილობს სანდრო.
- რასაც მეუბნები, გჯერათ?! - ცრემლებით სავსე თვალებით ვუმზერ სამივეს.
ბიჭები მზერას მარიდებენ, პასუხს არ მეუბნებიან.
- აუ, კარგით რა… იმის მაგივრად ერთად ყოფნით დავტკბეთ, აქაც ვახოზე უნდა ვისაუბროთ?! - მეტიჩარა ბავშვივით გვებუსხება ანიტა - მომიყევი როგორ ხარ? ერთმანეთი როგორ გაიცანით? ჩვენთან წამოსვლას არ გეგმავ? იქნებ...
- როგორ გავიცანი?! - უხერხულად ვიშმუშნები და ვწითლდები.
- მეტროში, მგზავრობის დროს... - მოხერხებულად გამოვყავარ სიტუაციიდან სანდროს.
- მართლა?!... - აშკარად მორიგი კითხვის დასასმელად ემზადება ანიტა, თუმცა კაკი აწყვეტინებს.
- პაუზა მაინც გააკეთე?! - სიცილს ვეღარ იკავებს.
- დასმულ კითხვებზე პასუხი რომ გაგცე, მთელი საღამო უნდა ვილაპარაკო, მე კი ის უფრო მაინტერესებს თქვენ როგორღა მოგაგნოთ? - კითხვას ვუტრიალებ გოგონას.
- რა ძნელად მოსაძებნი ჩვენ ვართ?! სტუდიაში მოვიდა და ჩვენი კოოორდინატებიც მისცეს...
- ასე მარტივად?! - საკუთარ თავზე ვბრაზდები, ხომ შემეძლო იგივე მეც გამეკეთებინა?!
- საძაგელი ბიჭი ხარ! - მსუბუქად ურტყამს მხარზე ხელს მეუღლეს ანიტა - გატყუებს, სტუდიაში მისვლაც არ დასჭირვებია, უბრალოდ სანდრო გიორგის დაეხმარა ციხიდან გამოსვლაში, გიორგი კი ჩვენ დაგვიკავშირდა...
- მარიკა როგორ გყავს?! - ამჯერად ისევ გიორგის მივმართავ.
- კარგად, რა უჭირს?! რაც ციხიდან გამოვედი თავს მევლება, სხვას ჩემისთანას სად ნახავს?!... - თვალს მიკრავს ის. - როგორც სანდროსგან გავიგეთ, უჩვენოდ მშვენივრად მოეწყვე, სწავლა დაგიწყია...
- მშვენიერის რა გითხრათ! - გავლილი პერიოდი ტკივილით მახსენდება - თუმცა ბედს არ ვუჩივი... - სანდროს წყალობით ვმუშაობ, გავდივარ მზარეულის კურსებს და...
- ცეკვა?! ცეკვას არ დაუბრუნდები? - ცნობისმოყვარედ მეკითხება ანიტა.
- ეჰ, ჩემს ცხოვრებაში ტაშ-ფანდურის ადგილი აღარაა... ცეკვა კარგახანია ბავშვობის ოცნებად დარჩა!... - სევდიანად მეღიმება მე.
- შეუძლებელია!... - იმხელა ხმაზე წამოიკივლა ანიტამ, რომ გარშემო მსხდომებმაც შემოგვხედეს. - გვანცას ცეკვა გინახავს?! - ისე ჰკითხა სანდროს, თითქოს მისი დანაშაული იყო, მე რომ აღარ ვცეკვავდი.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ვაჟმა.
- მაშინ არც ქართული ცეკვა გაქვს ნანახი! - პათეტიკურად აცხადებს კაკი.
- აფორმებენ, აფორმებენ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ მათი დაბღვერილი სახების დანახვაზე.
- ამას ორ წუთში დაგიმტკიცებთ!... - გაპროტესტებას არ მაცდის გიორგი დამკვრელებთან გარბის.
რამოდენიმე წუთში სმენას დაისის ჰანგები სწვდება. დარბაზის შუაში საცეკვაო მოედნისთვის ადგილი თავისუფლდება, ბეჭებში გაშლილი, ლაღი მოძრაობით მოედანს წრეს ურტყამს გიორგი, მაყურებელი გამამხნევებელ ტაშს უკრავს. შორიდანვე მანიშნებს საცეკვაოდ გავყვე. არ მინდა მეგობარს ვაწყენინო, ვდგები და ფრთხილი მოძრაობით ვუახლოვდები. შავ, ბრილა თვალებში ვუმზერ, სულ რამოდენიმე წამი მჭირდება ყველაფრის დასავიწყებლად, ჩემში კარგახნის მივიწყებული გვანცა იღვიძებს, ვგრძნობ მთელი სახით ვიღიმები, ცეკვის მაგივრად დავფრინავ, ნარ-ნარი მოძრაობით დავქრივარ სცენაზე.
დაისს მთიულური ცვლის, ტეხილებით გიორგის კაკი უჭრის, კაკის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სანდრო ენაცვლება, თუმცა სცენიდან არც ერთი არ გადის. ბიჭების ალყაში მოქცეული დამფრთხალი შველივით ვცდილობ თავისუფლების მოპოვებას, ერთი მხრიდან მეორეს ვაწყდები, მეორედან - მესამეს. ბიჭები თითქოს ლიდერობის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეასპარეზებიან, მხსნელად როგორც ყოველთვის, ანიტა მევლინება. ყელმოღერებული, კეკლუცი ღიმილით მეუღლეს უხტება წინ. დაღლილი გიორგი მაგიდასთან ბრუნდება და ვრჩებით ორნი, მე და სანდრო, ცეკვის რიტმს აყოლილნი, ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთის მზერაში დაკარგულნი....
მის დაჟინებულ მწველ გამოხედვას ვეღარ ვუძლებ, უნებურად თვალს ვარიდებ, ისევ ვწითლდები. სულ ცოტაც და გული საგულეს დატოვებს, თითქოს დამკვრელებიც გრძნობენ ჩვენს ემოციებს, მელოდია წყდება, თუმცა სანდრო ჩემს გაშვებას სულაც არ ჩქარობს, ათრთოლებული ხელებით გულში მიკრავს:
- მადლობ! - ჩვეულებისამებრ სულ ოდნავ მეხება ყვრიმალზე.
ტანში ჟრუანტელი მივლის, მის სურნელით გაჟღენთილი, ვცდილობ თითეული დეტალი დავიმახსოვრო. მეშინია სიამოვნების, მასთან სიახლოვით რომ განვიცდი, მინდა მოვშორდე, მაგრამ მკლავებს ბორკილებივით მიჭერს. უსიტყვოდ, ძლიერად მიკრავს მკერდში. ჩვენი ჩახუტება დიდხანს არ გრძელდება, ალბათ სულ რამოდენიმე წამს, მაგრამ მე საუკუნედ მეჩვენება. რატომღაც მგონია, რომ ჩემი გაორმაგებული გულისცემა მთელ დარბაზს ესმის, უნებურად თვალს ვავლებ ფეხზე წამომდგარ მოქეიფეებს და ადმინისტრატორთან დაბღვერილი სახით მდგომ ვაჟას ვამჩნევ.
თითქოს მდუღარე გადამასხესო, ოცნებებიდან აშკარად მიწაზე ვენარცხები. ჩემს მზერას სანდროც თვალს აყოლებს.
- უფლება რომ მქონდეს, ხელს არასოდეს გაგიშვებდი! - რატომღაც დანანებით, ტკივილით მეუბნება, გულიდან მიშორებს, თუმცა ხელს მაინც არ მიშვებს, პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მივყევარ ჩვენი მაგიდისკენ.
-აღიარე, ხომ ლამაზი იყო?! -დაჯდომას არ გვაცდის, აღტაცებული ანიტა.
- ულამაზესი! - გულზე მალამოდ მედება მისი კომპლიმენტი.
- გვანცა, დედას გაფიცებ, ხომ ისევ იცეკვებ?!
- ჩემს მდგომარეობაში ცეკვაზე ფიქრი შემიძლია?!- მისი კითხვა უკვე მაღიზიანებს, ჩემი პასუხით ზედმეტად განაწყენებულს თვალები ცრემლებით ევსება - კარგი, რა ანიტა! როდის აქეთ გახდი ასეთი გულჩვილი?!...
- სულ რაღაც ორი თვეა! - ეშმაკურად იცინის კაკი.
- შეუძლებელია! - თვალებ გაფართოვებული მუცელზე ვაჩერდები მასწავლებელს.
- გირჩევ, ცეკვას დაუბრუნდე, ორსული ქალისთვის უარის თქმა არ შეიძლება, ბავშვი უშნო გამიჩნდება... - ისევ სათავისოდ ატრიალებს სიტუაციას.
- შენ ოღონდ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინე და თუ გინდა მთელი ცხრა თვე ცერზე ვიტრიალებ! - დაუფიქრებლად ვისვრი სიტყვებს.
- კაკი, გესმის კაკი? კარგად დაიმახსოვრე, გვანცა ცეკვაზე დავითანხმე! - ნიშნისმოგებით გადახედა მეუღლეს.
იმ საღამოს კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ზოგჯერ ვიტირეთ კიდევაც. ბედნიერი ვიყავი, არა, უბედნიერესი. პერიოდულად სანდროს მზერას ვგრძნობდი, არ ვიცი რა იყო იქ ასეთი განსაკუთრებული, თითქოს თბილი და თითქოს სევდის მომგვრელი, სადღაც გამქრალიყო მისი ჩვეული ირონია, ღიმილიც კი გაუთბა და უნებურად გავთბი მეც.

თითქმის დახურული რესტორნიდან უკანასნელად ჩვენ გამოვდივართ. არ მემეტებიან გასაშვებად, მაგრამ მაინც მიდიან.
- იქითა კვირას ამ მისამართზე მოდი! - სტუდიის მისამართის მოცემა არ ავიწყდება - არ მომატყუო, იცოდე! - საჩვენებელ თითს მიქნევს ანიტა.
- მოვალ, ანიტა, მოვალ! - ამჯერად საკმაოდ შემთვრალ გიორგის ვეხვევი.
- ჩემი მახინჯი ჭუკი, ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!... - ჩვეულებისამებრ თმებს მიჩეჩავს ის.
- ხომ, იცი როგორ მიყვარხარ?! - ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
- როგორი სენტიმენტალური ხარ, ტო?!... - ისევ უადგილოდ ტენის ჟარგონს და სიცილს ვეღარ ვიკავებ. -ასე არ ჯობია?! არასოდეს არ იტირო, არავის გამო... გესმის?!
- მესმის გიო, მესმის...
ფეხებთან გაჩერებულ ტაქსში ჯდება ისიც და მიდის.
დავრჩით მხოლოდ ორნი, მე და სანდრო. დამშვიდობებას არ ჩქარობდა, თითქოს ჩემი ცქერით ტკბებოდა, მე კი წასასვლელად არ მეთმობოდა. როგორც ყოველთვის, უთქმელ წინადადებაზე მპასუხობს:
- წასვლა არ მინდა!
გააზრებას ვერ ვასწრებ, სიტყვები მისით მწყდება: - რომ არ წახვიდე?! ყავას დაგალევინებ, ჩაის...
საკუთარი ნათქვამის არსს თითქოს ეხლაღა ვიაზრებ, მაგრამ წამოსროლილ ფრაზას უკან ვეღარ ვიბრუნებ. სახეზე ალმური ამდის. ფრთხილად მიახლოვდება, ყვრიმალთან ოდნავ მეხება, ვხედავ ნერწყვს მძიმედ როგორ ყალაპავს: - უნდა წავიდე! ეხლა, რომ არ წავიდე...
წინადადებას არ ასრულებს, უბრალოდ ბრუნდება და მიდის. მე კი მტკივა, მისი დაუსრულებელი სიტყვები მტკივა.


მეთოთხმეტე თავი
ასეთი დღის შემდეგ ბედნიერი საკუთარ ოთახში ვტრიალებ და მოწყეტილი ლოგინზე ვვარდები. გონებაში თითოეულ წამს ვაანალიზებ, ფიქრებში სანდროს სახელს ვიმეორებ და გული სიხარულით მითრთის. ალბათ ალკოჰოლის ბრალია, აშკარად საღად განსჯის უნარი დავკარგე, საკუთარ გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებ. როგორც პეპელა სანთლისკენ, მისკენ ისე მივილტვი.
- რას ვიტყოდი ქალზე, რომელიც მამაკაცს ღამით მასთან ასვლას სთხოვს, კი არ სთხოვს თითქმის ეხვეწება?!
სოლ ცოტა, დაუფიქრებლად, ყველაზე კორექტულად, ალბათ ცანცარას მაინც ხომ ვუწოდებდი. ახლა?! ახლა მე ვიყავი ცანცარაც, ამჩატებულიც და შეყვარებულიც, უკვე სახელიც კი დამირქმევია საკუთარი გრძნობისთვის...
- სიყვარულსა მალვა უნდა!... - ჩამჩიჩინებს ჩემი ქვეცნობიერი.
იქნებ მართალიცაა, მაგრამ რომ არ გამომდის?! ამ ადამიანმა დამავიწყა საკუთარი თავიც, ემოციებიც, ტკივილიც კი, რატომ აქვს ჩემზე ამხელა გავლენა?!... მთელი ჩემი არსება სულელური ღიმილით გაბადრული, უსიტყვოდ გაჰკივის და მხოლოდ მის სახელს იმეორებს.
წესით ამ გრძნობით უნდა ვტკბებოდე, მაგრამ რატომღაც შიში მიპყრობს. ნეტა, სანდრო რას ფიქრობს? იზიარებს ჩემს ემოციებს, თუ სულულ გოგოდ მთვლის? იქნებ, ელოდება აღტაცება როდის გადამივლის? ერთ დღესაც ეს ყველაფერი, რომ დასრულდეს? რომ გაქრეს? ქვეცნობიერი სიფრთხილისკენ მომიწოდებს და ამის გამო ორმაგად მძულს. ყოვლად გაურკვეველი, აბდა-უბდა აზრების გამო თავი მეცოდება, ემბრიონის პოზაში ვიკუნტები, თბილად ვეხვევი პლედში, გაორებულს, საკუთარ ფიქრებში არეულს ჩამთვლიმა და...

არ ვიცი სად ვარ, აშკარად გზააბნეული დავბორიალობ, გარშემო მხოლოდ ტყეა, ასეთი მცენარეები აქამდე არ მინახავს, უკიდეგანოდ აწოწილი, ჯარისკაცებივით სიმეტრიულად ერთ რიგში ჩამწკრივებული, რა უცნაურია, ასეთი სიმაღლის ხეებს პირველად ვხედავ. ხის წვერები ერთმანეთს ეხებიან, ტოტებს შორის ალაგ-ალაგ მოიკვლევენ გზას მზის სხივები, მაგრამ მათი სითბო ჩემამდე ვერ აღწევს. მობუზული, აკანკალებული მივიწევ წინ. ტყიდან გასასვლელს, გზას ვეძებ, ის კი არ ჩანს. სხვა და სხვა მიმართულებით გაკლაკნილ ბილიკებს ვაკვირდები და ვცდილობ ალღოს, ინტუიციას მოვუხმო, როგორმე თვითგადარჩენის ინსტიქტი ავამუშავო და ამ ჯურღმულიდან გავიდე.
როგორც იქნა ამდენი ბილიკიდან ერთ-ერთს ვირჩევ, მივდივარ, ხეები უფრო და უფრო ხშირდება, სიმეტრია ირღვევა და გზაც იკარგება. ისეთი შეგრძენა მაქვს, თითქოს ვიღაც მიმზერს, თვალებს ვაცეცებ, მაგრამ არაფერი ჩანს, გარდა ხეებისა, რომელთაც საკუთარ ტყვედ მაქციეს. წინ გადახლართულ ტოტებს ხელით ვწევ, მინდა წავიდე, გავიქცე, მაგრამ უშედეგოდ. ხის ლერწმებს ელასტიურობა დაუკარგავთ, ნელ-ნელა ფერსაც იცვლიან და რკინის რიკულებად ქცეულნი გარს მერტყმიან, თითქოს თავისუფალი სივრცეც ვიწროვდება, აშკარად ჰაერი არ მყოფნის, სული მეხუთება, მინდა ვიკივლო, დასახმარებლად მოვუხმო, მაგრამ ხმას ვერ ვუშვებ, ყელიდან საბრალო ხავილი მხდება. შეშინებული ვიღვიძებ, გული გამალებით მიცემს, ოფლში ვცურავ.
- მხოლოდ სიზმარია, მხოლოდ!... - საკუთარ თავს უკვე მერამდენედ ვუმეორებ. აკანკალებული წყლის დასალევად ვდგები, რომც მინდოდეს ალბათ, ვეღარც დავიძინებ, ამ ემოციის ხელახლა განცდის მეშინია.
პიჟამით ფანჯარასთან ვდგავარ და ღამის თბილისს გავცქერი. ჩემს ყურადღებას რესტორნის წინ, ხესთან ატუზული მამაკაცის სილუეტი იპყრობს, აშკარად ლამპიონებს ერიდება, თითქოს ვიღაცას ელის, მოუთმენლად ბორგავს, სიგარეტს - სიგარეტზე ეწევა, მაგრამ მისი მოლოდინის ობიექტი არ ჩანს.
მობილურზე ვიღაცას ესაუბრება, რამოდენიმე წამით ჩერდება, არ მეჩვენება, ნამდვილად სასტუმროს მიმართულებით, ჩემი ფანჯრებისკენ იყურება, თვალი ისე უშტერდება, მგონია ჟალუზს იქით ქურდივით ატუზულს მხედავს, იქნებ ხვდება, რომ ვუთვალთვალებ?!.. შეშინებული ფანჯარას ვშორდები, საკუთარ საქციელზე მეცინება.
- ვინაა?.. რა უნდა?... - ისევ ფანჯარასთან ვბრუნდები, თუმცა მამაკაცი იქ აღარ დგას - სრული იდილიისთვის ესღა მაკლდა, პარანოია მჭირს, უკვე მოლანდებებიც დამეწყო! - უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და გაბრაზებული ვუღრენ საკუთარ წარმოსახვას.
იმ ღამით ძილი აღარ მეკარება. ხან უცნობ მამაკაცზე ვფიქრობ, ხან - სანდროზე, ხან - მეგობრებზე, ხან ისევ წარსულ ცხოვრებას ვიხსენებ. ასე გაწამებული, თვალებდაჭყეტილი, კედელზე მოწიკწიკე საათის განათებულ ციფერბლატს ვუმზერ და გათენებამდე მოთმინებით ვითვლი წუთებს. თითქოს ჯიბრით, დრო ნელ-ნელა მიიზლაზნება. უნიჭოდ ვცვლი პოეტის სიტყვებს: - „ცხოვრებაში არ ყოფილა ღამე ასე გრძელი!“.

ყველა სიკეთესთან ერთად, გარედან წყლის წვეთების ხმაც მესმის, წვიმს. უსიამოვნოდ მცრის ტანში, ბავშვობიდან მოყოლებული წვიმა სისველესა და სიცივესთან ასოცირდება. წელმოწყვეტილი, დილით ისე ვდგები, თითქოს მთელი ღამის ნაბახუსევი ვარ, არადა, აშკარად ერთ ჭიქაზე მეტი არ დამილევია. თავი მისკდება. ზანტად ვივლებ შხაპს, უხალისოდ ვემზადები ლექციებზე წასასვლელად. სასტუმროს ნომრის კარებს ხმაურით ვხურავ და მოულოდნელობისგან ადგილზე ვშეშდები. კიბეებზე მისი ჩვეული ლაღი ნაბიჯით ფუნთუშებითა და სხვადასხვა სახის ტკბილეულით ხელდამშვენებული სანდრო მოაბიჯებს.
- ძილისგუდავ, უკვე გაიღვიძე?! - ისე მეკითხება, თითქოს ჩემს ამოღამებულ თვალებს ვერ ამჩნევს. თუმცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მშვიდი ღამე არც მას ჰქონდა.
- აქ რას აკეთებ?! - გაოცებას ვერ ვმალავ.
- რა ვიცი, ერთმა ცელქმა გოგომ წუხელ ჩაიზე და ყავაზე დამპატიჟა!.. თუ წინადადება ისევ ძალაშია... - ფუნთუშებს მიფრიალებს წინ.
- ის, ცელქი გოგო ლექციებზე რომ აგვიანებს?! - მეტიჩარა ხმით ვეკითხები.
- გპირდები, მეორე ლექციაზე მიგიყვან, დავიჯერო ჩემთან ერთად ყავის დალევა ერთ ლექციად არ გიღირს?!... - გვერდულად მიღიმის ის.
- ვინმეს უთქვამს, რომ ზედმეტად მაცდური ღიმილი გაქვს?! - უნებურად საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა წარმოვთქვამ.
- კი, უთქვამთ, ოღონდ არ ვიცოდი, ეს ღიმილი ძუძუმწოვრებზეც თუ სჭრიდა! - ჩემი სიწითლით ორმაგად გახალისებული, მხიარულად ხარხარებს.
დანებების ნიშნად ხელებს მაღლა ვწევ. საგულდაგულოდ დაკეტილი ოთახის კარებს ვხსნი და ორივენი ნომერში შევდივართ.
ვიდრე ჩაიდანს ავავსებ, ის ბარის დახლთან ფუსფუსებს.
- ვერ მოვასწარი მეკითხა, როგორ მიდის სტუდენტური ცხოვრება?!...
-იმეზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა, მამაშენის უზომოდ მადლიერი ვარ... - გულწრფელად აღვნიშნავ მე.
- მართლა?!.. გაუხარდება ბატონ ვაჟას... ჯგუფში რამდენი ხართ? ჩემს პატარა გოგოს ვინმე ხომ არ აბრაზებს?!
- ათი, ექვსი ბიჭი და ოთხი გოგო! - ვცდილობ არ შევიმჩნიო, როგორ მაღიზიანებს მისი ირონიული „პატარა გოგო“.
- შემთხვევით თაყვანისმცემლებიც ხომ არ გყავს?! - ინტერესით მაკვირდება.
- პატარა ბავშვივით რატომ მელაპარაკები?! - გაანჩხლებული მოზრდილი ჭიქით ვუდგამ ხსნად ყავას და გვერდით ვუსკუპდები.
- ბავშვი ხარ, აბა ვინ ხარ?! - მიამიტი სახით მიმზერს. ვერ ვხვდები რა უნდა, ჩემს გაღიზიანებას ცდილობს და უნდა ვაღიარო, კარგადაც გამოსდის.
- მამაშენი იმაზე კარგი უფროსი გამოდგა ვიდრე წარმოვიდგენდი, ჩემი სტუდენტური ცხოვრება მშვენივრად მიდის, ახალი მეგობრებიც გავიჩინე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ბავშვად ნამდვილად არ მთვლიან!... აქ ამის საკითხავად მოხვედი?!.
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და ყავას სვამს: - გემრიელია, უგემრიელესი, მგონი ხშირად მომიწევს შენთან სიარული...
- ვითომ?! შემდეგ მოსვლაზე მარილს ჩაგიყრი!... - თვალებში ჯიუტად მივჩერებივარ და საკუთარ ყავას ნერვების მომშლელად, ხვრეპა-ხვრეპით მივირთმევ.
- ასე სმა უზრდელობაა! ცუდი მასპინძელი ხარ, ავი.. - ისევ დამცინის ის.
- რას ვიზამ? აღმზრდელი არ მივარგოდა! - ცინიზმში არც მე ჩამოვრჩები.
ხმას არც ერთი აღარ ვიღებთ, არ ვიცი რატომ ვეკინკლავები, რა მახელებს. იმის ნაცვლად მასთან ყოფნით ვტკბებოდე, უაზროდ სიტყვებზე ვეკიდები. უცებ სიცილს იწყებს, იმდენად გადამდები სიცილი აქვს, რომ თავს ვერც მე ვიკავებ, ვზივართ ასე სულელებივით და ჩაბჟირებამდე, ცრემლის დენამდე ვიცინივართ.
- არასერიოზული ადამიანი ხარ! - სითბო ეპარება ხმაში.
- შეიძლება...
- მეორე ლექციაზე მისვლას თუ აპირებ, წასვლის დროა! - საათზე მანიშნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე წასვლის განწყობა სულაც აღარ მაქვს, არ ვიმჩნევ და უხალისოდ მივყვები კარებში გასულს.
- მომისმინე, გვანცა, რამდენიმე თვეა საკუთარი მეგობრები არ მინახავს, ამ საღამოს ვხვდები, თუ გეცლება...
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ საღამოს ვმუშაობ, ბატონო სანდრო.
- ანუ, არა?! - თითქოს ნაწყენი მეკითხება.
- ანუ, ვერა... მკაცრი უფროსი მყავს, არ მინდა ზედმეტად გავაღიზიანო! - უფროსი ახალკაცის გაბრაზებული სახის გახსენებაზე უსიამოვნოდ მცრის.

ეზოში გვერდი-გვერდ მივაბიჯებთ, იქვე გაჩერებულ ნაცრისფერ, სპორტულ BMW-სთან ვჩერდებით, მართალია ავტომობილებში ვერ ვერკვევი, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ განსაკუთრებული მოდელია, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცოცხალი არსებაა, მის გლუვ, პრიალა ზედაპის ხელს ფრთხილად ვუსვამ.
- არ ვიცოდი, ავტომობილი თუ გყავდა... - აღტაცებას ვერ ვმალავ.
- ავტომობილი არცაა... - მკაცრი ხმით მისწორებს - ჩემი დიდი სიყვარულია, ზიკო...
- ზიკო?!...
- ჰო, BMW Z4, ჩემებურად ზიკო… - კმაყოფილს თვალები უციმციმებს, მისთვის ჩვეული სხარტი მოზრაობით თავსდება საჭესთან და კერებს შიგნიდანვე მიხსნის.
- ჰმ, ზიკო... შემდეგ მე მიწოდებს პატარა ბავშვს! - სიცილს ვეღარ ვიკავებ.
ავტომობილი ველური ნადირივით ღმუის და სწრაფადვე წყდება ადგილიდან. გამვლელთა ყურადღებას მაშინვე ვიპყრობთ. თუმცა, მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვუმზერ, გზის გადაღმა ისევ ის უცნობი მამაკაცი დგას.

ლექციებიდან დაღლილი პირდაპირ რესტორანში მივდივარ, ზურას შორიდანვე ვესალმები და მუშაობას ვიწყებ. ვერ ვიგებ, მეჩვენება თუ, მართლა უჩვეულოდ ბევრი ჭურჭელია დასარეცხი. დრო იმაზე სწრაფად გადის ვიდრე წარმომედგინა, უკვე ფეხის გულებიც კი მეწვის, დაქანცული ვიხსნი წინსაფარს, როგორც იქნა დასვენება მეღირსა.
- უკვე მიდიხარ?! - მეკითხება სამზარეულოში შემოსული ზურა.
პასუხის გაცემის თავი აღარ მაქვს, მხოლოდ თავს ვუქნევ.
- შენთან საუბარი მინდოდა...
- გისმენთ, ბატონო ზურაბ!
- იქნებ არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ.. - აშკარად სიტყვებს მირჩევს ზურა - ფრთხილად იყავი!
- რამე მოხდა?!
- არაფერი, მაგრამ სანდროს ბავშვობიდან ვიცნობ, ვხედავ მისთვის შემთხვევითი ადამიანი არ ხარ, შენზე სასურველზე მეტადაც კი ზრუნავს, მუშაობა დაგაწყებინა, ვაჟასგან ჩუმად, სწავლის ფულსაც ის გიხდის, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, სახიფათო ზღვარზე დგახართ, ყველაფერი კარგად აწონ - დაწონე, შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეს!...
- თქვენ ხომ მითხარით, შენ სწავლას ვაჟა აფინანსებსო?! - გული გამალებით მიცემს.
- სანდრომ მთხოვა, არ უნდოდა თავი კიდევ უფრო დავალებულად გეგრძნო, მაგრამ...
- რა, მაგრამ?! - ხმა მებზარება მე.
- ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შენიშნო...
- ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ! - თითქოს ვცდილობ თავი ვიმართლო, მაგრამ საკუთარი სიტყვების მეც კი არ მჯერა.
- არ ვიცი, სწორად გამიგე, გთხოვ, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ... ზედმეტად განსხვავებულები ხართ, არ მინდა გეტკინოს, შემდეგ ბევრად რთული იქნება, ვაჟა ის კაცი არაა, მის შვილს ასეთი ურთიერთობის უფლება მისცეს!
ვიცოდი, ვხვდებოდი, რომ ზურა მართალი იყო, მაგრამ ხმამაღლა ამ სიტყების მოსმენა იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.
- გასაგებია!... - ხმა მებზარება, მაგრამ ცრემლების შეკავებას მაინც ვახერხებ.

წელმოწყვეტილი გამოვედი სამზარეულოდან. თითქოს ჯიბრით, რესტორნის ეზოში სანდროს ავტომობილიც დავინახე. მასთან მორიგი შეხვედრის შიშით ავტომობილს გვერდი სწრაფად ავუარე და სასტუმროში შევვარდი.
რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ვიცოდი, ზურა მართალი იყო, მისთვის უნდა დამეჯერებინა, მაგრამ ამას მხოლოდ გონება ფიქრობს, გული?! ჩვეულებისამებრ ჟალუზებს ვუშვებ და რაფაზე მჯდომი უბრალოდ ველოდები როდის გამოვა სანდრო.
არ ვიცი რამდენ ხანს ვზივარ, იქნებ საათი, საათნახევარიც. ვხედავ, როგორ იხსნება რესტორნის კარები, ორი ერთმანეთის მსგავსი, აშკარად ტყუპი ვაჟის თანხლებით, ოდნავ ნაბიჯ არეული, მოაბიჯებს სანდრო.
- აი იქ, აი, იმ ოთახში ერთი, ძალიან ჯიუტი, პატარა გოგო ცხოვრობს! - ხელით ანიშნებს ბიჭებს - მაგრამ, ზედმეტად მთვრალი ვარ, ახლა ვერ გაგაცნობთ!...
- მართალი ხარ, ეხლა ვერ გაგვაცნობ! - სიცილით ეთანხმებიან ბიჭებიც.
- და, საერთოდაც არ გაგაცნობთ, არ ხართ ღირსი, გააბრაზებთ! - თითს უქნევს სანდრო.
- შენ თუ არ აბრაზებ, როგორმე ჩვენც აგვიტანს!...
- ვინ გითხრათ, რომ არ ვაბრაზებ? ვაბრაზებ, ოღონდ სულ, სულ ოდნავ! - აქედანაც კი ვგრძნობ მის ირონიულ ღიმილს, ტანში ჟრუანტელი მივლის, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ვზივარ და ვტირი.
- მაგარი ნერვები ჰქონია მაგ გოგოს, შენ თუ გიტანს! - ეხუმრება მეგობარი.
- ეე, თქვენ არც კი იცით... არც კი იცით...
- სანდრო შენით წახვალ, თუ ჩვენ „წაგიღოთ“?
- ჩემით, ჩემით! - ხმამაღლა ხარხარებს ის.
ბიჭები იქვე მდგომ ტაქსში სხდებიან და მიდიან, სანდრო კი, წასვლის ნაცვლად ვხედავ სასტუმროსკენ როგორ მობარბაცებს. რამოდენიმე წუთში კარებზე აკაკუნებს, გული გამალებით მიცემს.
- არ გახსნა, არ შემოუშვა! - თითქმის მიბრძანებს ჩემი ქვეცნობიერი.
ყურებზე ხელს ვიფარებ, მაგრამ კაკუნი არა და არ წყდება.
- რაც იქნება, იქნება! - ამის ატანა აღარ შემიძლია, ფრთხილად ვუახლოვდები კარებს და ვაღებ. კედელზე ცალი ხელით მიყრდნობილი, ოდნავ გვერდულად მიყურებს უმცროსი ახალკაცი.
- ეეეე, ბავშვი, ტიროდი?! - წამიერად ფხიზლდება ის.
- ბავშვი არ ვარ! - უკმაყოფილოდ ვიღრინები - აქ რას აკეთებ?! - დასმულ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ამჯერად მე ვეკითხები.
- არ გამაგდო, გთხოვ! - მუდარით მიმზერს და ვგრძნობ, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ის მცირედი სურვილიც კი მიქრება. გვერდულად ვიწევი და ოთახში შემოსვლის საშუალებას ვაძლევ - ბავშვი, ყავას დამალევინებ?! - მოწყვეტით ეხეთქება სკამზე.
- მარილიანს?! - ხუმრობას ვცდილობ.
- ჯანდაბას, იყოს მარილიანი, შენი ხელით მომზადებული მარილიანიც მომეწონება!
- არ გინდა, სანდრო, გთხოვ! - ვცდილობ, როგორმე მღელვარება დავმალო.
- ეჰ, ბავშვი, შენ არაფერი არ გესმის!... - ოხრავს ის.
- როგორ ძლიერადაც არ უნდა გინდოდეს, ჩემზე სულ რაღაც, ხუთი წლით ხარ დიდი!... - სიცილს ვერ ვიკავებ.
- მერე რა?! მაინც ბავშვი ხარ! - ჯიუტად მიმეორებს - სხვა გაგებით ხარ ბავშვი, საკუთარ გრძნობებში დაკარგული, შეგრძნებებში არეული, მე კი... - თავი ხელებში აქვს ჩარგული და ისე მელაპარაკება.
- რა, შენ კი?! - წინ მჯდომს ინტერესით ვუმზერ.
- არაკაცი ვიქნები ამ მდგომარეობით რომ ვისარგებლო. არადა, ვეღარ ვჩერდები, მიჭირს... გუშინ ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი, ასე უნდა ყოფილიყო. არც ახლა უნდა ვიჯდე აქ, მაგრამ... განგებ არ დამიგეგმევს, უბრალოდ სახლში წასვლის ნაცვლად ფეხებმა მისით წამომიყვანეს შენთან... ალბათ, სულელად ჩამთვლი, მაგრამ უნდა გითხრა, აუცილებლად უნდა გითხრა, ამ გრძნობას ვეღარ ვიტევ, მჭამს, მაწამებს. სადღაც გულის სიღრმეში მაინც მქონდა ეჭვი, მეშინოდა, რომ შენსა და გიორგის შორის რაღაც იქნებოდა, რომ მას შეეძლო შენს სიყვარულში შემცილებოდა... არ გინდა გთხოვ, - ხელით მანიშნა გავჩუმებულიყავი - ვიცი რასაც მეტყვი, უშენოდაც ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი სისულელეა, ალბათ, არც ეჭვიანობის უფლება მაქვს, მაგრამ... ვიცოდი, მისი თავისუფლებით ბედნიერი იქნებოდი და დავეხმარე. თუ გინდა შემიძულე, ვაღიარებ, გუშინ ცეკვის დროსაც ვეჭვიანობდი... ისეთი ლაღი იყავი, ისეთი ლამაზი, ნებისმიერ იმ მამაკაცზე ვეჭვიანობდი, დარბაზში რომ ისხდნენ, ვინ მისცა შენი ცქერით ტკბობის უფლება?! ეს ნორმალურია?!.... - ტკივილით სავსე მზერით ამომხედა მან.
ალბათ, უნდა გავბრაზდე, მისი უნდობლობა უნდა მეტკინოს, მე კი ვუსმენ და ბედნიერი ვარ, უბედნიერესი.
- სან... - სიტყვა მიწყდება, მოსაფერებლად მისკენ გაშვერილ ხელს საბედნიეროდ ჰაერში დროულად ვაჩერებ და უხერხულად ვიშმუშნები.
- არაფერს მეტყვი?!
- ვერ ვიგებ, რის თქმას მთხოვ?!.. - საბოლოოდ ვირევი.
- ვიჯექი და ვფიქრობდი, ხშირად მადლიერება და სიყვარული ერთმანეთში ერევათ... არ მინდა შენც ეს დაგემართოს, არ მინდა თავი დავალებულად იგრძნო და...
- მადლიერება?! - მისი სიტყვები მაღიზიანებს - იქნებ შენ აურიე სიბრალული და სიყვარული?! - ირონიულად ვეკითხები მე.
- იქნებ?!... - ისეთი თვალებით მიყურებს, რომ თავს უხერხულად ვგრძენობ და მზერას ვარიდებ - ბავშვი, არ გამაგდო, რა!... ამაღამ დავრჩები, გპირდები არ შეგაწუხებ, მისაღებში დავწვები, უბრალოდ დავრჩები!..
სასაცილოდ მეჩვენებოდა მისი თხოვნა, რამდენჯერ მძინებია მისი თანდასწრებით დაცვის ჯიხურში, რა შეიცვალა ახლა?!
მინდოდა, მეთხოვა წასულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, წინ ვეჯექი და ვუმზერდი დღეს უკვე მეორედ როგორ სვამდა სანდრო ახალკაცი ჩემს ოთახში ყავას.


მეთხუთმეტე თავი
იმ ღამით, სანდროსგან განსხვავებით, თვალი არ მომიხუჭავს, ვიწექი და მივჩერებოდი ოთახის კუთხეში არსებულ აბლაბუდას, ჩემი აზრებიც ასე ახლართულიყო, ვერც თავს ვუგებდი და ვერც ბოლოს:
- როგორ მოვიქცე? სადამდე მიმიყვანს ეს ყველაფერი? იქნებ მეცხოვრა დღევანდელი დღით, მივყოლოდი დინებას და არ მეფიქრა მომავალზე? რაღაც ნაწილი მეუბნებოდა, რომ აშკარად დიდ, საშიშსა და წამლეკავ გრძნობას წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი.
დავიღალე, ფიქრით, ანალიზით, საკუთარ თავთან ჭიდილით. ერთად-ერთი რაც ზუსტად ვიცოდი, ის იყო, რომ ჩემს პირდაპირ მდებარე, მცირე ზომის ოთახში ამ არეულობის გამომწვევი ადამიანი იწვა. მამაკაცი, რომელმაც ჩემში არ არსებული შეგრძნებები გააღვიძა, ცხოვრების ხალისი დამიბრუნა და იმედი გამიჩინა, რომ ოდესმე ვიპოვიდი ბედნიერებას.
მერე რა, რომ ეშინოდა?! ვაღიარებ, მეც დაბნეული ვიყავი, მერე რა, რომ საკუთარ გრძნობებზე სალაპარაკოდ სიმთვრალე გამოიყენა, ასე იოლია, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო...
უკვე ვეღარ ვისვენებ, მოჩვენებასავით პიჟამით დავდივარ ოთახებში, სივრცე აღარ მყოფნის. სანდროს თხელი პლედი გადმოვარდნოდა, პატარა ბავშვივით მოკუნტულიყო და ისე ეძინა, შემეცოდა, ფრთხილად მივაფარე გადასაფარებელი. ძილში ვიღაცას უღიმოდა, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, სულ-სულ ოდნავ შევეხე ღიმილნარევ ტუჩებზე. შეიშმუშნა, თუმცა არ გაუღვიძია, უდარდელად იცვალა გვერდი და ისევ ძილი გააგრძელა, მე კი..
ისევ ფანჯრიდან ვიყურები, რამოდენიმე წამი მჭირდება სიბნელისთვის თვალის მისაჩვევად და სილუეტების გასარჩევად. ნიავი ოდნავ არხევს ხის ტოტებს, ლამპიონები ალაგ-ალაგ ანათებს ჩაბნელებულ ქუჩებს და სულაც არ მეჩვენება, რესტორნის ეზოს გადაღმა, ხის ძირში ისევ დგას ვიღაც სიგარეტით ხელში.
- ბავშვი, არ გძინავს?! - მოულოდნელობისგან კინაღამ შევხტი გაბურძგნილი, წელს ზემოთ შიშველი სანდრო რომ წამადგა თავზე - რას უჭყიტინებ?! - ჩემს მხარს ზემოდან ინტერესით გაიხედა თვითონაც.
ვიგრძენი მისი მცირედი შეხებისგან როგორ დამბურძგლა, ოდნავ გვერდზე ვიწევი და მხარს ვარიდებ. ჩემი მოქმედება შეუმჩნეველი არ რჩება, თუმცა არ იმჩნევს.
- ხის ძირში ვიღაც დგას!... - რატომღაც ვჩურჩულებ მე.
- რას მელაპარაკები?!
- რამდენიმე დღეა მანდ დგას!... - მის ირონიულ ტონს ყურადღებას არ ვაქცევ, ისევ ჩურჩულით ვამატებ.
- აქამდე თუ არ იცოდი, დღეიდან მაინც დაიმახსოვრე, ზოგჯერ, უმეტესად კი ღამით, მარტოხელა, ან იქნებ არამარტოხელა მამაკაცებიც, ქუჩაში გამოდიან და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მანდილოსნებს ეძებენ, რომლებსაც ხან ხის ძირში ელოდებიან, ხან - ბუჩქებში...
რამოდენიმე წამით გაოცებული მივჩერებივარ, ტვინი აშკარად გვიან იაზრებს მისი სიტყვების მნიშვნელობა.
- უზრდელი ხარ, უტაქტო... - თავს ვეღარ ვიკავებ და გამეტებით ვურტყამ მკერდში.
- სჯობს, ისევ მე გითხრა, ვიდრე სხვამ... კაი, მწარე ხელი კი გქონია... - ჩარტყმულ ადგილს ისრესს - ბავშვი აღიარე, უცნობი თაყვანისმცემელი გეგონა ხომ?! - ხუმრობას არ წყვეტს.
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ქალს ელოდება, იქნებ ჩვენ გვითვალთვალებს?! - ცოტა არ იყოს მწყინს მისი აგდებული დამოკიდებულება.
- გირჩევ ძილის წინ დეტექტივებს არ უყურო, აშკარად ცუდად მოქმედებს!... - დამრიგებლურად მიცხადებს და მორიგი დარტყმის ასაცილებლად სიცილით მშორდება. მაცივრიდან მინერალურს იღებს და ურცხვად მიმზერს.
- არც არავის ხვდება და არც მიდის!... - გაღიზიანებულმა გავხედე ბართან წამოსკუპებულს, აშკარად ზედმეტად ერთობა ჩემი სიბრაზით, აჭარხლებული ისევ თვალს ვარიდებ.
- ისეთ პახმელიაზე ვარ, ეხლა მაგ კაცზე ფიქრი არ შემიძლია, ხვალიდან კი ბატონო... გემუდარები, ყავა ამიდუღე რა?!
- ამდენი ყავის სმისგან, გული დაგარტყამს! - ღრენით ვრთავ ელექტრო ჩაიდანს.
- ჩემი მზრუნველი!... - ღიმილი ეპარება ხმაში.
- მაისური რომ ჩაიცვა არ გინდა?! - უკმაყოფილო სახით ვეკითხები.
- აღიარე, მოგეწონე ხომ?!.. შენს პიჟამებზე მეც ხომ არაფერს ვამბობ? - თვალს მიკრავს ის.
გაოცებული დავცქერი ჩემს მიკი მაუსებიან, დახურულ საღამურს:
- ზედმეტად უხეში და თვითდაჯერებული ხართ, ბატონო სანდრო!
- ალბათ! - დაბნეული ვწითლდები.
- ერთ დღესაც ჩემს ნათქვამ კომენტარზე, რომ არ გაწითლდე ალბათ მოვკვდები!
პასუხად სათქმელ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ისევ გაჩუმებას ვამჯობინებ და ყავით სავსე ჭიქას წინ ვუდგამ.
- მალე გათენდება!
- და, უპატრონო ძაღლივით მომისვრი შენი ბუნაგიდან!...
- შენ თუ უპატრონო გქვია, მაშინ საშველი არ ყოფილა! – მის მწველ მზერას ვეღარ ვუძლებ, უხერხულად ვიშმუშნები, ისევ ფანჯარასთან მივდივარ და უკვე ნათება შეპარულ ცას ვუმზერ.
- არ გეცოდები, ხომ?! ეჰ... - მოულოდნელად უკნიდან მეხვევა და ცხვირს კეფაზე მიხახუნებს.
- სულ ცოტაც და ავტირდები!... - დაძაბული, ნერვიულ სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- ატირდები და მე დაგამშვიდებ!...
ჟრუანტელი მივლის, როცა წინ ჩამოყრილ თმას უკან მიწევს, მისი თითებისგან დატოვებული კვალი მიხურს, ვწითლდები, მთელი სხეულით ვცახცახებ. ალბათ, უნდა გავრბოდე, მისი მარწუხებივით მოჭერილი თითებისგან გასხლტომას უნდა ვცდილობდე, მაგრამ არ შემიძლია. მთელი არსებით მასზე მინდობილი, სხეულზე ბეჭებით ვეკვრი. გავარვარებული ტუჩებით ფრთხილად მეხება კისერზე, მხრებზე, ყვრიმალზე... ციებიანივით ვკანკალებ. ისე მაბრუნებს მისკენ, რომ ხელებს არ მიშვებს, სულ რამოდენიმე წამით თვალებში ვუმზერ, იქ მხოლოდ სურვილია, იქ მხოლოდ მე ვარ...
ჩვენს შორის არსებული მილიმეტრებიც კი გამქრალა, პირველად ვხედავ მამაკაცის თვალებში დაკარგულ საკუთარ გამოსახულებას, პირველად მინდა ასე ძლიერად მასთან ჩახუტება, მისი შეგრძნება, იმდენად ძლიერია სურვილი, რომ თითის წვერებზე ჩემითვე ვიწევი, სუსტი ხელებით კისერზე ვეკიდები, მისი ტუჩებისკენ ჩემით მივილტვი.
ნელ-ნელა ვკარგავთ სამოსს, ნელ-ნელა ვრჩებით დედიშობილა, პირველად მავიწყდება სირცხვილი.
ემოციებით დაღლილებს, ერთმანეთზე ლერწმებივით გადახლართულებს, ნახევრად ძილში მყოფს მწყდება: - შენ არც კი იცი, როგორ...
- მიყვარხარ! - ჩემს ნაცვლად ასრულებს წინადადებას და საფეთქელთან მკოცნის.
ცხვირით თმას ეხება, მის ღიმილს ისევ ვგრძნობ, სადღაც შორიდან, იქნებ სიზმარშიც ბედნიერების ცრემლებში მეკარგება სანახევროდ ნათქვამი: - მე უფრო!...

დილიდანვე ერთად ვდგებით, მე ლექციებისთვის ვემზადები, ის კი - სამსახურისთვის. ვითომ ვემზადებით, უფრო სწორედ, ხელს ვუშლით ერთმანეთს. ერთად ვაწყოთ საუზმეს, ერთად ვცდილობთ დავრეცხოთ ჭურჭელი, თუმცა საბოლოოდ რეცხვის ნაცვლად, წუწაობით ვასრულებთ. ბედნიერებისგან გაცისკროვნებული, კი არ დავდივარ, დავფრინავ. ცხოვრებაში არ მიმღერია, დღეს კი ვღიღინებ. ღიმილით მიმზერს სანდრო. მომწონს მისი მზერაც, ღიმილიც, ირონიაც, ოდნავ ჩატეხილი ლოყაც და საერთოდაც ეს ბიჭი.
- ბავშვი, პეპი გრძელი წინდა წაგიკითხავს? - მოულოდნელად მეკითხება სასტუმროდან გამოსვლის დროს.
- კი. რატომ მეკითხები?!. - თვალებს ვაფახუნებ დაბნეული.
- ჭორფლები რომ გადახატო, ჩემი პეპი იქნები!
- დახატვა არ მჭირდება, ერთი დღით მზეში ყოფნა და თავისითაც გამიჩნდება...
- შენ არც კი იცი, როგორ მინდოდა კიკინებიანი, საკუთარი პეპი! - მარცხენა ნაწნავს მთელი ძალით მქაჩავს, ის - ისაა საპასუხოდ უნდა ჩავარტყა, რომ ისევ იმ უცნობ მამაკაცს ვხედავ. მოქნეული ხელი ჰაერში მიშეშდება.
- აქ ?! - სადღაც შორიდან მესმის სანდროს ხმა.
ყველაფერი წამებში ხდება. მამაკაცის დაქაჩული თვალები, სანდროს დაძაბული სახე, მზის შუქზე ალაპლაპებული მაყუჩიანი იარაღი, მისი ხმა არ მესმის, მაგრამ ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ სანდროს სახელს იმეორებს. რკინის ყრუ ტკაცუნს, დენთის ნაცნობი მყრალი სუნი იმაზე სწრაფად მოჰყვება ვიდრე ველოდი. სანდრო მოწყვეტით, მთელი ტანით მეჯახება და მასთან ერთად ძირს ვენარცხები. მსროლელი გარბის.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს უკვე იყო, ერთხელ უკვე გადავიტანე. გული მეფლითება, მინდა ვიკივლო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
- ღმერთო, არ გამწირო, ღმერთო არ დამღუპო!
- რაც არ უნდა მოხდეს, არ გაინძრე, არ ადგე! - ზემოდან ფარად დაწოლილი სანდროს ხმა მესმის და შვებით ვსუნთქავ, რაც მთავარია ცოცხალია, ესე იგი მას, არა!... თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ, ეზოში მხოლოდ ჩვენ ვართ, ვერ ვხვდები ვინ იყო თავდასხმის ობიექტი. სანდრო გვერდით ინაცვლებს, როგორც იქნა ვდგები, მტვრიან ტანსაცმელს ვიფერთხავ და ეხლაღა ვამჩნევ, რომ ხელები გაურკვეველი სითხით მისველდება. მაისური წითლად მაქვს შეღებილი, თუმცა ეს ჩემი სისხლი არაა.
შეშინებული მისკენ ვბრუნდები:
- სანდრო!
- ნუ გეშინია!... - აშკარად ვხედავ მუცელზე მიჭერილი ხელიდან გამოჟონილ ბლანტ სითხეს.
- დაჭრილი ხარ?! - სასოწარკვეთილს ხმა მიწყდება მე. - სასწრაფოში დავრეკავ! - ხელის კანკალით ძლივს ვიღებ ძირს დავარდნილ ტელეფონს.
- არა!
-პოლიციაში?!
- აზრი აღარ აქვს, უკვე გაიქცა!...
- როგორ?! - თვალებგაფართოებული, დაბნეული ვუმზერ სანდროს.
- სერიოზული არაფერია, ოთახში ასვლაში დამეხმარე, შოთი ან იკა, რომელიმესთან დარეკე. ამ ნაგავს ისედაც დავიჭერთ, არ არის აუცილებელი ჩემებმა გაიგონ, პანიკაში არ ჩავარდე, დამეხმარე! - თვალებით მბურღავს ის.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები, მაინც მხარში ვუდგები, ბიჭების მოსვლამდე მაისურს ვხდი, ჭრილობას სუფთა წყლით ვბან, არ მინდა ვიტირო, მაგრამ ცრემლები მისით მდის:
-სისხლი მუქი ფერის არაა, ესე იგი შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ მაქვს, ოდნავ გამკაწრა, ნაკერის დადებაც კი არ მჭირდება! - რატომღაც მგონია, რომ ამ სიტყვებს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ამბობს. მის გაფითრებულ სახეს ვუმზერ და მისი დაკარგვის პანიკურად მეშინია.
- შენ ხომ ექიმი არ ხარ, სისხლი გდის, რომ ვერ შევაჩეროთ, იქნებ მაინც დაგვერეკა?!- მუდარით ვუმზერ.
- პოლიცია მე ვარ გვანცა! - ხუმრობას ცდილობს - ისედაც მუდმივი ემუქრება, ასე რომ...
– „ვიდრე დაიჭერენ, რამე რომ დაუშავოს?“ - ამის გაფიქრებაზეც კი თვალები ცრემლებით მევსება.
- არ გინდა გთხოვ! ჩემზე ნუ ღელავ! გვანცა, არ გინდა!...
მაგრამ ცრემლები გზას მისით მიიკვლევდნენ. სანდრო მიყურებს, მის თბილად მომზირალ თვალებში გამკრთალ სხივში საკუთარი შეშინებული, ატირებული გამოსახულება შევნიშნე.
- ვერ გადავიტან!... - თითქმის ჩემთვის ვჩურჩულებდი.
- შოთი ექიმია, დამეხმარება, არაფერი მომივა! - გულში ძლიერად მიკრავს და სიცილნარევი ხმით ჩემს დამშვიდებას ცდილობს. მე კი, დაუფიქრებლად ვეკვრი, ძლიერად, იმდენად ძლიერად, თითქოს ამ ჩახუტებით მინდოდა მისი ტკივილის შემსუბუქება.
- დედას გაფიცებ, ხომ არ მატყუებ?!
- არ გატყუებ, გვანცა, არ გატყუებ! - თავზე მკოცნის ის. გონს კარებზე კაკუნის ხმას მოვყავარ.
- ისინი დამეხმარებიან! - სწრაფად გავრბივარ სტუმრების შესახვედრად. ორი აბსოლიტურად ერმანეთის მსგავსი მამაკაცი სერიოზული, დაბღვერილი სახით მომჩერებიან, სამედიცინო ჩემოდნით ვარჩევ, მარჯვნივ მდგომი ნამდვილად შოთია.

მეთექვსმეტე თავი
კარებში გვერდზე ვიწევი და ბიჭებს შემოსვლის საშუალებას ვაძლევ. ხმას არც ერთი არ იღებს, უსიტყვოდ მომყვებიან საძინებელში.
სანდროს ასეთ მდგომარეობაში ნახვას აშკარად არ ელოდნენ: - რა გჭირს, შე ჩემა?! - ირაკლი შეშფოთებული დაჰყურებს სანახევროდ შეხვეულ ჭრილობას.
- არაფერი, უბრალო ნაკაწრია!
- ნაკაწრი?! - შოთის აცახცახებული ყბით ძნელი მისახვედრი არაა, რომ სანდროს იარას ნაკაწრად სულაც არ თვლის.
- ხელების დაბანას სად შევძლებ? - ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, მკაცრი ხმით მეკითხება
სააბაზანოში მივყვები - დამჭირდება: ადუღებული წყალი, წყლისთვის ჭურჭელი, სუფთა თეთრეული! სახვევი თქვენ დაადეთ? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ - რამე სამედიცინო საშუალება ხომ არ გამოიყენეთ?!
- ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი, მხოლოდ წყლით მოვბანე!
- როგორც ვხედავ, სისხლის არ გეშინია, კარგი იქნება თუ ტანისამოსს გამოიცვლი! - ახლაღა ვამჩნევ, რომ ისევ მტვრიანი მაისურით ვარ - ირაკლის ვერ ვენდობი, პატარა ბავშვივით პანიკაში ვარდება, შეიძლება თქვენი დახმარება დამჭირდეს!...
მისი მკაცრი ტონი ორმაგად მაშინებს და მაბნევს, გახევებული ვუსმენ.
- ოპერაციის გაკეთებას გეგმავთ?! აქ, ჩემს ოთახში? რამე რომ გართულდეს? - პანიკა შერეული ხმით ვეკითხები.
- დრო ცოტა გაქვთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალეთ, ხელები კარგად დაიბანეთ და გელოდებით!...
- იქნებ საავადმყოფოში გადაგვეყვანა?! - მუდარით ვუმზერ.
- დასაკარგი დრო არ გვაქვს! - უხეშად მიჭრის და აფორიაქებულს მტოვებს.
შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული მათთან გავდივარ. შოთის სანდროს ჭრილობის დათვალიერება უკვე მოუსწრია, დაძაბულობა შედარებით მოხსნია.
- მაშ ასე, ჩემი ასისტენტიც მოსულა... - რეზინის ხელთათმანებს მაწოდებს - იმედია ალერგიული არ ხარ, ნარკოზს ვერ დაგპირდები, მაგრამ ადგილობრივ ანესთეზიას გაგიკეთებთ, ტკივილი არ შეგაწუხებს და ჩვენთან ყოფნითაც დატკბები! - თვალს უკრავს სანდროს.

ირაკლი სწრაფად ტრიალებს, რაღაცას ეძებს, სააბაზანოდან იატაკის საწმენდ ჯოხს მოათრევს: - გამოდგება?!
ძმისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ჯოხს ლოგინის თავთან დგამს.
- იატაკის საწმენდი?! - გაოცებული ვუმზერ შოთის.
- ამ შემთხვევაში გადასხმის სისტემის სამაგრი, ჩვენი მინი-ოპერაციის შემდეგ, პაციენტს დასჭირდება... - მოხერხებულად ამაგრებს გადასხმის სისტემას ხელნაკეთ სადგამზე.
- სულ რაღაც თხუთმეტი წუთი და ისევ ჩიტივით იქნები!... - რატომღაც მგონია, რომ ამ სიტყვებს ჩემს დასამშვიდებლად ამბობს შოთი.
გამაყუჩებელი ნელ-ნელა მოქმედებს, სანდროს ტკივილისგან შეჭმუხნილი სახე უსწორდება, მეგობრებთან ერთად ისე ხუმრობს თითქოს საველე პირობებში ოპერაციას მას კი არა, ვიღაც უცნობს უკეთებენ. საბედნიეროდ მისი პროგნოზი ამართლებს, ჭრილობა სერიოზული ნამდვილად არ გამოდგა, თუმცა ოთხი ნაკერის დადება მაინც ჭირდება. არ ვიცი რამდენად მოხერხებული დამხმარე ვარ, თუმცა ვცდილობ. გაფითრებული, აცახცახებული ხელებით ვაწვდი შოთის საჭირო ნივთებს, სახვევს, სკალპელს, ძაფს.
- ვერაფერი გავიგე, შე ჩემა.. სახლში არ მიდიოდი, აქ როგორ აღმოჩნდი?! - ისე ეკითხება ირაკლი, თითქოს იქ არ ვარ. სხვა დროს ალბათ გავწითლდებოდი, მაგრამ ამჯერად მის რეპლიკაზე ფიქრის თავი არ მაქვს, დაძაბული მივჩერებივარ შოთის რომელიც ჭრილობას შესაშური სიდინჯით ამუშავებს და ნაკერებს ადებს.
- რა გინდათ, სახლში არ მოვედი?!...
როგორც იქნა უკანასკნელ ნაკერსაც ასრულებს და მეც შვებით ვსუნთქავ, ჰაერის მასისგან ფილტვები ისე მტკივა, თითქოს ამდენ ხანს არც ვსუნთქავდი.
- გასაგებია, თქვენი პოზიცია, ბატონო სანდრო... - ჭუჭყიან ხელთათმანებს დასვრილ თეთრეულთან დებს და ბიჭების საუბარში ერთვება შოთიც - როგორც ვხედავ, აქედან საკუთარ ბინაში გადაბარგებას არ გეგმავთ?!...
- არც კი მიფიქრია!... - მისთვის ჩვეული გვერდული ღიმილით მიმზერს სანდრო.
- ამ შემთხვევაში პატარა ქალბატონს მცირედი ინსტრუქტაჟის ჩატარება არ აწყენს. მოკლედ, სახვევს დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც მოჰხსნი, ბედატინით დაამუშავებ და...
მის ყოველს სიტყვას ყურადღებით ვისმენ, პერიოდულად თანხმობის ნიშნად თავსაც ვუქნევ. იქვე მიყრილ ჭუჭყიან თეთრეულს ვიღებ, მასვე მიჰყვება სანდროს მაისურიც, მასზე შერჩენილ სისხლის ლაქას დავყურებ და ვგრძნობ, ჰაერი აღარ მყოფნის, გამშრალი ცრემლებისგან თვალები მეწვის, შოთის სიტყვებიც ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება, სანდროს ისედაც გაფითრებული სახე ორმაგად ეძაბება.
ალბათ, ხვდებიან კარგად რომ არ ვარ, ირაკლი მყისვე იქ მდგომი სკამს მიწევს და მეც მოწყვეტით ვჯდები. არა, გონებას ნამდვილად არ ვკარგავ, დაჭიმული სხეული ეშვება, თითქოს ეხლაღა ვიაზრებ რას გადავურჩით. თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ვტირი. ცივ წყალს მაწოდებენ, თუმცა დალევას ვერ ვახერხებ, ხელები მიკანკალებს, მთელი სხეულით ვცახცახებ.
- ხომ გეუბნებოდი, ვერ გაგიძლებს მეთქი? შენს ძმობას ვფიცავარ, გოგო იმენნა ერთ დღეში გააგიჟე! - იმდენად გულწრფელად ჟღერს ირაკლის სიტყვები, რომ სიმწრის სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- შოკშია! ისე გამოკვლევები არც შენთვის იქნებოდა ცუდი..
- რას ამბობ?! გამოკვლევები მე კი არა, თქვენს მეგობარს უნდა ურჩიოთ! რომ ვერ მივხედო, ინფექცია რომ შეეჭრას? - სასოწარკვეთილი მივჩერებივარ ბიჭებს.
- სანდროს კარად არ იცნობ! - ოდნავ შესამჩნევად ეღიმება იკას - მოკვდება, მაგრამ ამ ამბავს მის მშობლებს არ გააგებინებს...
- კი, მაგრამ...
- მისი პოლიციაში მუშაობის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ვაჟას სხვა გეგმები ჰქონდა, ერთად-ერთი ვაჟი, მის ბიზნესს უნდა ჩასდგომოდა თავში, მან კი ქუჩა-ქუჩა ხეტიალი და ყაჩაღების დევნა გადაწყვიტა. კარგა ხანს არ ელაპარაკებოდნენ, დღემდე ვერ მოინელეს ეს ამბავი...
- სამაგიეროდ საკუთარი მეგობარი გაგიშვი ვაჟასთან, რა ბიჭი ჩაგიგდო?! - თვალს უკრავს იკას სანდრო.
- მე რომ ვერ შეგცვლი, შენც კარგად იცი.. ახალკაცების იმპერიას მისი მმართველი სჭირდება!
- შენც სისხლი გადაგისხა, გადაგიყვანა მის ჭკუაზე?! - უკმაყოფილოდ უბღვერს სანდრო.
- როდემდე აპირებ ასე ქუჩა-ქუჩა ხეტიალს? - პოზიციებს არ სთმობს იკა.
- ეს ჩემი საქმეა, ხეტიალი კი არა...
- ერთხელაც იქნება მაგ შენი საქმის გამო... - სიტყვას არ ასრულებს შოთი.
- ადრე თუ გვიან ყველა კვდება... - სულ რამოდენიმე წამით სანდროს თვალებში ვუყურებ, მზერა ცივი აქვს, კატეგორიული, ვიტყოდი მომთხოვნიც კი.
- ადრე თუ გვიან?! - შიში მეპარება ხმაში - ხვდები, რომ ეგ დღე შეიძლება დღესაც დამდგარიყო? მაშინ?
- გვანცა, შენ მაინც არ გინდა!... - მუდარით მიმზერს ის.
- რა არ მინდა? ეგოისტი ხარ სანდრო. საკუთარი თავის გარდა არავინ გადარდებს, არც დედა, არც მამა.. - მისთვის ძვირფასი ადამიანების სიაში საკუთარი თავის შეყვანას ვერ ვბედავ.
- და არც შენ?! წინადადებას რატომ არ ასრულებ?
- ალბათ, არც მე... - მისი ჩვეული ირონია ბოლოს მიღებს, ცრემლებს ხელის გულით ვიწმენდ.
- უბრალოდ, არ იცი!... - ისეთი ტკივილით მეუბნება, რომ ვმუნჯდები.
- არ ხარ მართალი და შენც კარგად იცი!... - ჩემგან განსხვავებით ისევ საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს შოთი.
- გაჩერდი, ჩემი პოლიციაში წასვლის მიზეზი შენ მაინც ხომ იცი? - სანდრო ჩუმდება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სასურველზე მეტი თქვა, რომ მათთვის ყველაზე სათუთსა და მტკივნეულს შეეხო.
- ვიცით სან, მაგრამ ათ წელზე მეტი გავიდა... - ხმა ებზარება ვაჟს - თან ის , ხომ უკვე ციხეშია?
- დარწმუნებული ხარ?! - ირონიულად უმზერს სანდრო - ან რატომ ფიქრობ, რომ ერთი მოქმედებდა? დღეს ის , როგორც შენ უწოდე ციხის კედლებში კი არა, აქ იდგა, ეზოში. თვალებში მიყურებდა, გვანცას უყურებდა... რამოდენიმე დღე ჩასაფრებული მელოდა. შეეძლო მოვეკალი, განა არ შეეძლო?! მაგრამ არაკაცია, გამბედავობა არ ეყო, ზურგიდან დარტყმასაა მიჩვეული და დღესაც ასე მოიქცა.
- შეუძლებელია! - ვხედავ როგორ ცახცახებს ნერვებისგან იკა. სანდროს თვალებში ჩაბუდებულს ტკივილს სიძულვილი სცვლის.
- ჩვენ მაშინ შევცდით, როცა პოლიციას მივანდეთ მისი ბედი, როცა ბორკილებ დადებული პატიოსნად გადავეცით სასამართლოს. მაგისთვის ციხე ხსნაა, ცოცხლად დარჩენის შესაძლებლობა. უნდა ჩამეძაღლებინა, ისე წამებით, ისე ნელ-ნელა უნდა მომეკლა როგორც თვითონ გაიმეტა კახა, მისივე შემოთრეულ წამალში უნდა ჩამეხრჩო, ჩამელპო... იქნებ გამძღარიყო?! იქნებ... - იმდენად მოულოდნელია შოთისგან ასეთი სიტყვები, რომ გაოგნებული მივჩერებივარ.
- აქ ამიტომაც დაგიბარეთ, იკა, გესმის ჩემი?! - საეჭვოდ გაჩუმებულ მეგობარს ეკითხება სანდრო - ჩვენი სიკვდილით კახას ვერ დავეხმარებით. ის მარტო არ იყო, არც არასოდეს ყოფილა ერთი, კარგა ხანია ამ საქმეზე ვმუშაობ, იმაზე მეტი სამხილი მაქვს შეგროვებული, ვიდრე წარმოიდგენთ, სიფრთხილე გვმართებს... ყველაფერი ჭკვიანურად უნდა გავთვალოთ, ბიჭებს დავუკავშირდები, ხელიდან თუ დაგვისხლტა, ვეღარც დავიჭერთ... ეტყობა რაღაც „ისქესა“, თავდასხმაზეც ამიტომ გადმოვიდა, კარგად იცის დაჭრილი რომ ვარ, ამჯერად იერიშს თქვენზე მოიტანს...
- დედას მოვ... - მუქარით ურტყამს კედელს მუშტს ირაკლი - კაცი არ ვიყო, თუ შევარჩინო!
თავი რომელიღაც თრილერის გმირი მგონია, მათ საუბარს ვისმენ და მათი რისხვის, დაუოკებელი ზიზღის მეშინია. მივჩერებივარ სანდროს და თვალსადახელს შუა სრულიად სხვა ადამიანს ვხედავ, ტკივილისგან გაბოროტებულს, შურისმაძიებელს.
ბიჭები კიდევ დიდხანს საუბრობენ, გარკვეულ გეგმებს სახავენ, საკონტაქტო ნომრებს ადგენენ, რეკავენ და ურეკავენ, მათი ტელეფონები არ ჩერდება, ჩემი პატარა ნომერი აშკარად ოფისად აქციეს.
რამოდენიმე უცნობიც მოდის, როგორც ვხვდები სანდროს კოლეგები, ქაღალდების მოზრდილი პაპკები შემოაქვთ. ვერც კი იფიქრებ, თუ იქვე ახლად ნაოპერაციები ადამიანია, სანდროც კი ფეხზე დგას, საქაღალდეებს უკირკიტებს.
ერთ დროს სადილისთვის განკუთვნილ ბარის მაგიდაზე თავისუფალ ადგილს ვერ იპოვი, ყველგან ქაღალდებია, ამონარიდები საქმის მასალებიდან. თავდამსხმელის სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა პირებთან გადაღებული ფოტოები. აშკარად უთვალთვალებდნენ.
- რატომ არ იჭირენ? თუ იციან სად არის, რატომ არ იყვანენ?! - მინდა ვიკითხო, მაგრამ ვერ ვბედავ. უბრალოდ ვისმენ, მათ მიერ წამოსროლილი ფრაგმენტებიდან ვცდილობ პასუხის გაგებას, თუმცა ვერაფერს ვიგებ, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მუხლებითა და კოდექსებით საუბრობენ, თავი უცხოპლანეტელი მგონია, ერთი სიტყვას კი არ მესმის.
უაზროდ ვატრიალებ ხელში ოთახში გაფანტულ ფოტოებს და ვცდილობ ერთ ადგილზე მოვუყარო თავი, ინტერესით ვაკვირდები მათზე გამოსახულ სახეებს. რამოდენიმე ფოტოზე აშკარად მეტროსადგურშია გადაღებული. დღევანდელი თავდამსხმელი ერთ-ერთ მეთაურთან, ჩემს მიერ შერქმეულ ატამანთან ერთად დგას, ფუთას აწვდის და ისიც მალულად ცდილობს ჯიბეში შეკვრის ჩადებას. სადღაც კუთხეში კადრში მეც კი ვარ მოხვედრილი.
მეტროში პოლიციელის ნათქვამი სიტყვები მახსენდება: - სანდრო აქ დროებით იყო, ისევ სამმართველოში დაბრუნდა!
დასკვნების გამოტანისგან თავს ვიკავებ, ისევ ფოტოებს ვათვალიერებ და მოულოდნელობისგან ვშეშდები.
- აი, თურმე საიდან მეცნობოდა!
რამოდენიმე ფოტოზე თავდამსხმელი ვახოსთან ერთადაა გადაღებული. სურათები აშკარად ახალი გადაღებულია.
- რა უნდოდა ამ კაცს ვახოსთან? რა საერთო უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან?! - ათასი უპასუხო კითხვა მიტრიალებს თავში. გული მეწურება, დამფრთხალი ვუმზერ სანდროს, ის კი თითქოს ჯიბრით არაფერს მეუბნება, უბრალოდ თვალს მარიდებს.
ბიჭები უკვე მოძიებულ ინფორმაციებს ცვლიან, მორიგ დირექტივებს იღებენ და სწრაფადვე გვტოვებენ, მათვე მიჰყვებიან შოთი და ირაკლიც, წასვლისას ბევრად უფრო ხალისიანები და ოპტიმისტურად განწყობილნი ისე მემშვიდობებიან, თითქოს წლებია ვიცნობ:
- გაუმართლა სანდროს, შენ რომ შეგხვდა! - ალბათ, შოთისგან ყველაზე დიდ კომპლიმენტს ვიღებ.
-არ შეგეშინდეს, ყველაფერი მოგვარდება!... - მინდა მათი განწყობა მეც გავიზიარო, რაღაც კარგის იმედი მქონდეს, მაგრამ არ გამომდის, არ შემიძლია.
ალბათ, შვებას უნდა ვგრძნობდე, უნდა მიხაროდეს ამ ძიებაში სანდრო მარტო რომ არაა, მაგრამ რატომღაც არ შემიძლია, სკამზე ვზივარ და ნერვიული ცახცახი მიტანს.
- გვანცა! - მხარზე ფრთხილად მეხება სანდრო - მაპატიე, დღევანდელი დღე მაპატიე!
თავს ვეღარ ვიკავებ და ვეხვევი, მისი თლილი თითებით თმაზე მეფერება, აი, რა მაკლდა მთელი დღე, თურმე რა მაკლდა!
- მითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ იმ ნაძირალებს დაიჭერ! მითხარი, რომ... - ცრემლები სიტყვას მაწყვეტინებს და ვტირი.
- არ გინდა, გთხოვ!... შენი თვალით ნახავ, დავიჭერთ და ბედნიერებიც ვიქნებით!
-მპირდები?! - ცრემლებით სავსე თვალებით ვუმზერ მას.
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს: - არ იცი, როგორ მიყვარხარ!
კოცნით მიშრობს ცრემლიან თვალებს, მიკოცნის სახეს და ტკივილიც ამდება, მის ვნებიან ტუჩებს საკუთარ ბაგეებს ვახვედრებ და ასეთი ნანატრი სიმშვიდეც მოდის.
იმ დღეს, წესით მეორე ცვლაში უნდა მემუშავა, ზურას მოვატყუე, თითქოს გამოცდისთვის ვემზადებოდი და აღარ წავედი. რა თქმა უნდა მაინტერესებდა, რა აკავშირებდათ ბიჭებს და თავდამსხმელს, ვინ იყო კახა, რა როლი ჰქონდა ამ საქმეში ჩემს ყოფილ ქმარს, მაგრამ კითხვების დასმა ვერ გავბედე, პანიკურად შემეშინდა სიმართლის. უბრალოდ, ვიჯექი და მძინარე სანდროს მივჩერებოდი, ალბათ, მთლად ნორმალური არ ვიყავი, მაგრამ იმ წუთში ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, მეტი არაფერი მინდოდა.



მეჩვიდმეტე თავი
სადღაც, ბინძურ ოთახში ვდგავარ, რომელსაც ერთი ცალი, ნახევრად მბჟუტავი ნათურა ძლივს ანათებს, ნათურასთან რკინის მაგიდა დგას, აქეთ - იქით ორი სკამი, ესა და ეს. ნესტისა და გაურკვეველი ნივთიერების მწარე სუნი ცხვირს მწვავს.
- ნეტა სად ვარ?! - საკუთარ თავს ვეკითხები.
თითქოს ჩემს კითხვას ელოდებიანო, რკინის კარები ღრჭიალით იხსნება, ოთახში ორნი შემოდიან, ვახო და სანდრო. მაგიდასთან მდგომ სკამებზე სხდებიან. ერთმანეთს თვალებში ჯიუტად უცქერენ, თითქოს მზერით პაექრობენ, ერთმანეთის შესაძლებლობებს ამოწმებენ. სანდროს ხელში მცირე ზომის რევოლვერს ვამჩნევ.
- დუელი?! - შეშინებული ვუმზერ მათ.
- არა, რულეტკა!... - დამცინავად მპასუხობს ვიღაც.
მართალია ამის მთქმელს სახეზე ვერ ვხედავ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ის უცნობი თავდამსხმელია.
ტანში ჟრუანტელი მივლის: - შეუძლებელია!...
ბიჭები უემოციოდ ხსნიან იარაღის ბარაბანს, რიგ-რიგობით ამოწმებენ შიგნით მოთავსებული ვაზნების რაოდეობას.
ვგრძნობ, სასხლეტზე ნერვიულად აცახცახებულ თითს, თითქოს წვეთ-წვეთად ვიცლები.
- სანდრო არ გინდა! - ცრემლების ყლაპვით ვემუდარები, მაგრამ ჩემი არ ესმის - ვაზნაში რამდენი ტყვია ეტევა?
- ათი! - ცივად მპასუხობს თავდამსხმელი.
- რატომ არ აჩერებ?
ისეთი თვალებით მიმზერს, თითქოს რაღაც ალოგიკური ვიკითხე, მისი ცივი ხარხარი ოთახს აზანზარებს.
დაძაბული მივჩერებივარ სანდროს, პირველად ის იწყებს.
- არა! - რკინის ცივი ჭახანთან ერთად ვკვდები და ისე ვცოცხლდები, სულ რაღაც რამოდენიმე წამით ბედნიერი ვარ. ვახოს ჯერია. ალბათ, ბოროტი ვარ, მაგრამ მთელი გულით მინდა, რომ იარაღმა გაისროლოს. მაგრამ როდის იყო ბედი მქონდა?! ვითვლი, უკვე რვამდე ავედი, მხოლოდ ორი დარჩა. სანდროს ჯერია, ცივი ღიმილით მიაქვს იარაღი საფეთქელთან და...
- არა! - საკუთარი განწირული კივილი ჩამესმის და მეღვიძება. გული საგულედან ამოხტომას ცდილობს.
სკამზევე დამძინებია, თუმცა ეს პლედი ხომ არ მეფარა?! შეშინებული აქეთ - იქით ვიყურები, სანდრო იქ აღარაა. შემოსასვლელში აბაჟური ანათებს. ყველაფერი მტკივა, კისერს ხელით ვისრესს და ოთახიდან გავდივარ.
- ეწევი?! - გაოცებას ვერ ვმალავ, როცა ფანჯარასთან მდგომს ვხედავ სიგარეტით ხელში.
- ზოგჯერ... - ზიზღით ისვრის ჩამწვარ ღერს ფანჯრიდან- დღეს რომ არ მომეწია!... მეჩვენება?! არა, ხმა აშკარად ებზარება, იქნებ ტიროდა კიდეც?! მაგრამ მე მის სახეს ვერ ვხედავ. უბრალოდ უკნიდან, წელზე ვეხვევი, მის სითბოს მთელი სხეულით შევოგრძნობ. გვერდი-გვერდ ვდგავართ და ჩაბნელებულ ქალაქს გავცქერით.
- ვიცი, კითხები დაგიგროვდა, ალბათ პასუხს უნდა გცემდე, მაგრამ...
ტუჩებზე ხელს ვაფარებ: - არაფერს ვითხოვ, არც გეკითხები, ჩემთვის ისიც საკმარისია, აქ რომ ხარ!...
სიფრიფანა თითებზე მკოცნის, მის ძლიერ ხელის გულებში იქცევს, მკერდზე ისე იკრავს, თითქოს გასაშვებად არ ემეტება.
- ყველაფერს ვერ მოგიყვები, მაგრამ არის რაღაც რაც უნდა იცოდე...
- თუ მოყოლა არ გსურს?!..
- ხომ უნდა იცოდე ვინ შეგიყვარდა? იქნებ, სულაც არ ვარ ისეთი კარგი შენ რომ გგონივარ? - ხუმრობა ნარევი ტონით მეკითხებოდა.
- შენ ცუდი ვერ იქნები! - პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელი, ჯიუტი ტონით ვუმეორებ მე.
თვალებში ჩვეული ჭინკები უხტის, თუმცა ცდილობს როგორმე ღიმილი შეიკავოს. ხელს მხარებზე მხვევს და ისევ მიხუტებს, ვგრძნობ როგორ უთრთის ყელთან არტერია, ტუჩები მისით გამირბის საკოცნელად, ახლად ამოსული წვერი სასიამოვნოდ მსუსხავს. გულისცემა უორმაგდება, სახეს მაწევინებს, ჩამუქებული, ვნებით სავსე თვალებით მიმზერს, მაგრამ არ ჩქარობს, თლილი თითებით მეფერება სახეზე, ტუჩებზე, ნიკაპზე, თითქოს ჩემი ნაკვთების შესწავლითაა დაკავებული, თითქოს ცდილობს დაიმახსოვროს. ვერ ვიგებ ასეთი აღტაცებით რატომ მიყურებს, მაგრამ მისი მზერისგან ჟრუანტელი მივლის, ვწითლდები, ის კი იცინის.
- მაბნევ და გსიამოვნებს! - განაწყენებული სახეს მის მკერდზე ვმალავ.
- სულელო! - ორივე ხელით მეხვევა - ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი. არც კი იცი ამ სიტყვებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. როგორ ძლიერადაც არ უნდა უნდოდეთ ჩემი განადგურება, შენ ვერ შეგეხებიან, ვერაფერს დაგიშავებენ. ამის უფლებას არ მივცემ! ეს ყველაფერი გაივლის, დასრულდება და... უბრალოდ არ შეგეშინდეს, ჩემთან ყოფნის არ შეგეშინდეს!... ჩემი გჯერა?!
- მიყვარხარ! - სულ ოდნავ ვეხები გაუპარსავ ლოყაზე და ისევ მკერდზე ვეკვრი.
- დღეს ყველაზე მეტად შემეშინდა, საკუთარი სიცოცხლის გამო არა, უბრალოდ შემეშინდა, რომ ის ნაძირალა რამეს დაგიშავებდა, რომ დაგკარგავდი, სწორედ ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ კახა დავკარგე, საყვარელი ადამიანის მეორედ დაკარგვას ვეღარ გადავიტან. ათი წელი გავიდა, მე კი მაინც ვერ მოვინელე. დღემდე ვერ დავიჯერე, რომ აღარაა, სულ ველი, ასე მგონია ნებისმიერ დროს შემოვა და...
შოთი და იკა ჩემი კარის მეზობლები იყვნენ, ერთად დავდიოდით უბნის საბავშვო ბარში, შემდეგ ჩვენივე მოთხოვნით ერთ სკოლაში და შენ წარმოიდგინე ერთ კლასშიც კი მივედით. ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით, ან ისინი რჩებოდნენ ჩემთან, ან მე - მათთან. ტყუპების წყალობით არც კი მიგრძვნია დედმამიშვილი რომ არ მყავდა. ჩვენ სამნი ერთნი ვიყავით. ერთი ტკივილი გვტკიოდა, ერთად გვიხაროდა. გაგეცინება ალბათ, სიყვარულის ობიექტიც კი საერთო გვყავდა, ჩვენივე კლასელი, წარჩინებული მოსწავლე ნია. მაშინ ასე იყო, ვინც ყველაზე კარგად სწავლობდა, სწორედ ის მოგვწონდა. ნია ყველას უყვარდა, მთელი კლასის ბიჭებს, ჩვენც ხომ არ ჩამოვრჩებოდით?! მოკლედ, ჩვენს სიყვარულის ობიექტს გრძელი თმა ჰქონდა, კარგად მახსოვს როგორ გვიშლიდა მის ქერა ოქროსფერ თმებთან მიკარებას. კაპასა ხმით გვეუბნებოდა:
- თქვენ ალბათ, ხელები ჭუჭყიანი გექნებათ, მე კი დედამ დილით მაბანავაო!
კოპლექსიც კი გამიჩნდა, ასე მეგონა, მართლა ჭუჭყიანი დავდიოდი, საგულდაგულოდ ვიბანდი ხელებს, ჩუმად ვეპარებოდი და თმას ვწიწკნიდი, შემდეგ ვინახავდი მოგლეჯილ ღერებს, მისი ცრემლები ოდნავადაც კი არ მაღელვებდა, რაც მთავარია ნიას რაღაც ნაწილი ჩემთან რჩებოდა.
- და როგორ დასრულდა თქვენი სიყვარული?!
- როგორ? ერთ დღეს ჩვენს ნიას ტილები დაესია და თმები გადაპარსეს! საბრალო გოგონა ერთბაშად იქცა კლასში დაცინვის ობიექტად. მაშინ პირველად ვიჩხუბეთ დანარჩენ კლასელებთან. პირველად მივედი ჩამოგლეჯილი მაისურითა და დალურჯებული თვალით, თუმცა ჩვენმა გამოქომაგებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ნიაკო სკოლიდან გადავიდა და ჩვენც დავივიწყეთ.
ეს ამბავი უბრალოდ იმიტომ მოგიყევი, რომ სულ მცირედი წარმოდგენა მაინც გქონოდა ჩვენი მეგობრობის შესახებ.
ვიყავით სამნი და გვყავდა ერთი კუმირი, რომელსაც გვინდოდა ვმსგავსებოდით, მის მსგავსად ჩაგვეცვა, მისი მანერები გვქონოდა. ჩვენი გმირი ჩემი ბიძაშვილი (დედაჩემის ძმიშვილი) კახა იყო, ჩემზე ათი წლით უფროსი ფაქტობრივად მამობასაც მიწევდა, ბიძის როლსაც ითავსებდა და უფროსი მეგობრისაც. იცი როგორი იყო? მაღალი, შავგვრემანი, უზომოდ ხალისიანი.
ის და ლუკა აბაშიძე ოჯახებით მეგობრობდნენ, ფაქტობრივად განუყრელ ძმაკაცებად ითვლებოდნენ. ლუკას ხილვის ბედნიერება დღეს გქონდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი ასე შეტრიალდებოდა. - ამას ნამდვილად არ ველოდი, გაოცებულმა შევხედე სანდროს, თუმცა ხმის ამოღება ვერ გავბედე - ვერ გეტყვი მათი რა მოგვწონდა, ალბათ მამაკაცური მანერები, უმეტესად შავ სათვალესა და მუქი ფერის ტანისამოსს ატარებდნენ, ჰყავდათ საუკეთესო ავტომობილები, დღესაც კი მახსოვს მაისურის მარჯვენა ჯიბიდან ოდნავ ამოჩრილი „მარლბორო“-ს მოწითალო კოლოფის თავი.
სულ მოძრაობაში იყო, სულ ტელეფონზე, ხან ვინ აკითხავდა და ხან - ვინ. ბევრჯერ მინახავს მისი ჩხუბისგან დასისხლიანებული მუშტები, თუმცა ამას ნაკლად არავინ უთვლიდა.
დღემდე მახსოვს მამაჩემის სიტყვები: - კაცები მუშტით იბრძვიან, არაკაცები კი -იარაღითო!...

ჩვენთვის იცი როგორი იყო კახა? ქარივით შემოქანდებოდა, მოგვკიდებდა სამივეს ხელს და.... ისტერიულად დავყავდით, ხან ვაკის პარკში ვიყავით, ხან - ზოოპარკში. ერთად ვისხედით ეშმაკის ბორბალზე, კარუსელებზე, დღემდე მახსოვს ის შეგრძნება, როცა ზოოპარკში, ნავში ყველაზე ბოლო რიგში დაგვსვა.
- აქედან სულ სხვა შეგრძნებააო! - გვეუბნებოდა.
მართალიც იყო, მაშინ სამყარო ჩემი მეგონა, მხოლოდ ჩვენი.. ბედნიერები ვიყავით და ამაყები. უბნის გოგოებს უყვარდათ. წერილებს სწერდნენ და მასთან მიტანას მთხოვდნენ, სანაცვლოდ ხან ნაყინებს მყიდლობდნენ, ხან კანფეტებს. მე კი... მე ჩემი გემოვნებით ვარჩევდი, თუ რომელიმე მათგანი არ მომწონდა, წერილი კახასთან არ მიმქონდა. - წარსულის მოგონებისგან თვალები უციმციმებდა სანდროს. - ჩვენ, ჩვენ უბრალოდ ბავშვები ვიყავით, არ გვანაღვლებდა არც თბილისის ომი, არც გარშემო სოკოებივით მომრავლებული საძმოები.
ხშირად გვესმოდა: - „კულინარია“, „გარადოკელია“, ვეძისელია...
კარგა ხანს სიტყვა “კულინარი” მზარეულიც კი მეგონა. ვერაფრით ვხვდებოდი მათი ასე პანიკურად რატომ ეშინოდათ. თითქოს ცხოვრების წესადაც კი ითვლებოდა 16-17 წლის ასაკის ბიჭების რომელიმე საძმოში გაერთიანება. ვიზრდებოდით და ჩვენც იმ დღეზე ვოცნებობდით, როდის გავხდებოდით მათი ასაკის, რათა ჩვენც საძმოს წევრებად ვქცეულიყავით. ვერც კი ვიფირებდი, თუ ეს ეგრეთწოდებული საძმოები კრიმინალური გაერთიანებები შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინ მე ათი წლის ვიყავი, ის კი - ოცის.
დაძაბულობის მუხტი მატულობდა, მამაჩემისგან ხშირად მესმოდა სხვადასხვა სახის ჭორები ადამიანის მოტაცების, ორგანოებით ვაჭრობის, ნარკოტიკების შემოტანის შესახებ. შემდეგ დაიწყო ყველაზე სასტიკი ომი, საძმოებს შორის პოზიციების გადანაწილება. თითქმის ყოველ მეორე დღეს ქუჩის რომელიღაც ჩაბნელებულ კუთხეში ხოცავდნენ ბიჭებს, მათივე თანატოლები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ.
საძმოების მიმართ შიში არა, უფრო ზიზღი გამიჩნდა, რატომღაც აზრადაც კი არ მომდიოდა, რომ კახაც რომელიმე მათგანის წევრი იქნებოდა, რომ ერთ დღეს შეიძლება ისიც მოეკლათ. თუმცა აშკარად ვხედავდი, რომ რაღაც შეიცვალა. მამაჩემთან ხშირად კამათობდა, ჩვენთან სიარულს უკლო. სამაგიეროდ მუდამ მშვიდი ვაჟა ბორგავდა, თითქმის ყოველ დღე აიძულებდა დედაჩემს დაერეკა და მოეკითხა როგორ იყო, სად იყო, ვისთან ერთად დადიოდა.
მახსოვს, ერთ დღეს ჩვენთან დაიბარა, კახაც მოვიდა, იმაზე სწრაფადაც კი ვიდრე წარმოვიდგენდი. მამაჩემი ზედმეტად უყვარდა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ კარებთან ატუზული ვიდექი და ვცდილობდი გამეგო რაზე საუბრობდნენ, არაფერი მესმოდა, გარდა ფრაგმენტულად წამოსროლილი ლუკას სახელისა, ოდნავ შევხსენი კარები და ოთახში შევიჭყიტე:
- ქვეყნიდან გასვლაში დაგეხმარები, სანდო ხალხთან იქნები, ოღონდ მაგ დაწყევლილ ადამიანებს მოშორდი, ოღონ მაგ წუმპიდან ამოსვლა მოინდომე და შენთან ვიქნები, გვერდში დაგიდგები! - პირველად მესმოდა, რომ მუდამ მბრძანებლობის მოყვარული ვაჟა რაღაცას ეხვეწებოდა, ემუდარებოდა.
- არ ვიცოდი, დედას გეფიცებით, სანდროს თავს ვფიცავარ, არ ვიცოდი!... - კახა სავარძელში იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და პატარა ბავშვივით ტიროდა.
- წამალს რომ იღებდი, კითხვა არ გაგიჩნდა საიდან, როგორ შემოჰქონდათ? თქვენი მიწოდებული ნარკოტიკით ბიჭები რომ იღუპებოდნენ სინდისი არ გაწუხებდათ?! - მამაჩემი ღრიალებდა.
კახას ნაცვლად მე შემრცხვა, თავი დამნაშვავედ ვიგრძები, ის ჩემი კუმირი იყო, მისი ცრემლები მე არ უნდა დამენახა, ჩუმად გამოვიხურე კარები და ოთახში შევედი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღეს მამაჩემი მძულდა, ის რომ არა კახა არ იტირებდა, საკუთარი თავიც მძულდა უაზრო ცნობისმოყვარეობის გამო და კახაც მძულდა, ის ხომ უბრალო „მტირალა“, მხდალი გამოდგა.
სულელი ვიყავი, სამყაროს მხოლოდ ჩემი ვიწრო ჭრილიდან ვხედავდი. შემდეგ იცი რა მოხდა?! - ინტერესით მიმზერს სანდრო - თუმცა შენ საიდან უნდა იცოდე! - საკუთარ დასმულ კითხვას, თვითონვე პასუხობს. კახამ და ლუკამ იჩხუბეს, უბნის ბიჭებისგან გავიგეთ, რომ ერთმანეთზე იარაღითაც კი იწიეს, უფრო სწორედ, იარაღი ლუკამ ესროლა და ააცილა, კახამ კი ცემა, მაგრად, გამეტებით, ისე ცემა, რომ რამოდენიმე თვე საავადმყოფოში იშუშებდა ჭრილობებს.
ჩხუბიდან რამოდენიმე დღეში ჩვენთან მოვიდა, მამამ პირობა შეასრულა, სულ რაღაც ერთ კვირაში მოსკოვში გადააფრინა.
წავიდა კახა და თითქოს ჩემი ბავშვობაც დასრულდა. აღარავინ მანებივრებდა, აღარავინ მეფერებოდა, კარგახანს პარანოია შეპყრობილივით უკან დამყვებოდა ვაჟა, მისი მომეტებული სიფრთხილე მაღიზიანებდა, ვაპროტესტებდი. მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, რომ საძმოს წევრები კახას ჩაბარებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მოტაცებით ემუქრებოდნენ. მამა ასეთი ნაძირალა არ იყო, კახას არ გაწირავდა, არასოდეს!

თანდათან თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, ვაჟაც მოდუნდა, მივეჩვიე, იმ აზრით ცხოვრებას, რომ კახა ჩემგან შორს იქნებოდა, უმისოდ ცხოვრება ვისწავლე. თუმცა ვაღიარებ მენატრებოდა, ტყუპებთან ერთად ხშირად ვიხსენებდი, იმ ბედნიერ დღეებს, როცა ატრაქციონებზე ოთხივენი ერთად დავდიოდით. ჩვიდმეტი წლის ისე გავხდი კახა ერთხელაც არ მინახავს.
მახსოვს სკოლის ბანკეტისთვის ვემზადებოდით. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო, დიდი დღე იყო. თავი გავიგიჟეთ, შარვალ-კოსტუმებს არ ჩავიცვამთ და არც ჰალსტუხებს გავიკეთებთო, სმოკინგებსა და ბაბთებში გამოპრანჭულები ერთმანეთს დავცინოდით.
სარკის წინ პატარძლებივით იმდენ ხანს ვიპრანჭებოდით, რომ საბოლოოდ რესტორანში დავიგვიანეთ. საქორწილო მაყარივით სიგნალებითა და სიცილ - ხარხარით შევცვივდით დარბაზში, გიჟები ვიყავით, სულ ცოტა არანორმალურები.
მშობლებისა და მასწავლებლების მაგიდა საერთო მაგიდისგან გამოყოფილი იყო. ჩემები იქ უნდა ყოფილიყვნენ, არც შევმცდარვარ, ვაჟას სერიოზული სახით გვერდით მჯდომს ესაუბრებოდა, რატომღაც დაძაბული მეჩვენა, თუმცა ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ვერ წარმოიდგენ ჩემს ემოციას, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა თანამოსაუბრე ვიცანი. ოდნავ ჭაღარა შერეული, ცოტა დასრულებული, მაგრამ ისევ ჩემი ძველი კახა მამაჩემს ეხვეოდა. დედას გეფიცები, ამაზე მეტი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია. ჩემი ბიძაშვილი დაბრუნდა, ჩემს ბანკეტზე, ჩემი სკოლის დამთავრების მოსალოცად მოვიდა. ერთმანეთს მთელი ძალით ვუტყაპუნებდით ბეჭებზე. ხალხის მრცხვენოდა, თორემ სიხარულით ავტირდებოდი. რათქმა უნდა, მამაჩემთან არ მოვასვენეთ, ჩვენს მაგიდასთან გადავიყვანე.
ვიხსენებდით განვლილ წლებს, ვიცინოდით, უაზროდ ისტერიულად ვიცინოდით. თავი ძალიან დიდი მეგონა, სხვა თუ არაფერი, სკოლას ვამთავრებდი, სტუდენტი მერქვა. კარგად შეზარხოშებული ვიყავი, როცა კახამ კონვერტი მომაწოდა, ყურადღება არ მიმიქცევია, ჩავთვალე სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით საჩუქარს მაძლევდა, დაუდევრად ჩავიდევი ჯიბეში.
- ჯიგარი ხარ! - მადლობის ნიშნად მოვეხვიე ბიძაშვილს.
- თავს გაუფრთხილდი, რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ ჩემი სისხლი ხარ, ჩემი ერთად-ერთი ძმა!
- ეეე, ტო... მიდიხარ? ხომ კიდევ გნახავ?!
- მნახავ, აუცილებლად მნახავ! - მაშინ ვერ მივხვდი, თურმე მემშვიდობებოდა.
გულდაწყვეტილმა თვალი გავაყოლე დარბაზიდან გასულს, რესტორნის ფანჯრებიდან დავინახე, როგორ ჩაჯდა შავ ავტომობილში, საჭესთან ლუკა იჯდა. ეს იყო და ეს. მეორე დღეს სანაპიროზე მიგდებულ იმავე ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ვიპოვეთ. იარაღი საფეთქელთან მიბჯენით ჰქონდა ნასროლი.
სანდრო აცახცახებული ხელებით ძლიერად მიხუტებდა, მე კი დამუნჯებული გახევებული ხმას ვერ ვიღებდი, რა უნდა მეთქვა? განა მისი ტკივილის წამალი არსებობდა?!

მეთვრამეტე თავი
- იქნებ ლუკას არ მოუკლავს? - რატომღაც არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ბავშვობის მეგობარი ასე გაიმეტებდა, თითქოს ხავსს ვეკიდებოდი მე.
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვალით ვნახე, როგორ იჯდა ავტომობილის საჭესთან, მისი დადანაშაულება აზრად არ მომსვლია, ვიდრე... - ხმა უკანკალებდა მას.
- ვიდრე?! - ინტერესით ჩავეკითხე მე.
- ვიდრე კახას წერილი არ წავიკითხე...
- წერილი?!
- დიახ, კონვერტში, რომელიც ბანკეტის დღეს გადმომცა, მისი წერილი იდო...
- იცოდა, რომ მოკლავდნენ?! - გაოცებას ვერ ვმალავ მე.
სევდიანად გაეღიმა და ისევ თხრობა გააგრძელა: - ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ჩაივლიდა დასაფლავება. ის დღეები გონებამ ფრაგმენტებად შემოინახა. კახასგან სამახსოვროდ დამრჩა ტკივილი, მონატრება და ერთი დიდი, გაუყუჩებელი, ღიად დარჩენილი იარა. დასაფლავებიდან დაბრუნებული უგონოდ მთვრალი ჩემს ოთახში შევიკეტე, მომხდარში თავს ვიდანაშაულებდი, უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: - იქნებ შემეძლო მისი გადარჩენა? რა იქნებოდა რომ არ დაბრუნებულიყო? გაშტერებული ვცდილობდი გამეანალიზებინა, მივმხვდარიყავი კონკრეტულად სად, რა მომენტში დავუშვი საბედისწერო შეცდომა.
თვალი გამექცა კუთხეში მიგდებული სმოკინგისკენ. მახსოვდა, როგორ ზიზღით მოვისროლე ბანკეტიდან დაბრუნებულმა. დიახ, ყველა და ყველაფერი მძულდა, რაც იმ დღესთან მაკავშირებდა.
ახლაღა გამახსენდა კახას საჩუქარი, კანკალით დავწვდი სმოკინგს და ჯიბეში ჩაკუჭული კონვერტი ამოვიღე. სენტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა იმ წუთში ვაღაირებ, გახსნამდე ქაღალდის კონვერტს ვეფერებოდი, არ მემეტებოდა ჩემი ბინძური თითებით დასასვრელად.
ბოლოს როგორც იქნა გავბედე, გაოცებული ჩავცქეროდი შიგნით მოთავსებულ ფურცელს, გაუცნობიერებლად მეშინოდა მისი წაკითხვის, თუმცა მაინც ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ სამყარო, ნელ-ნელა კახას თვალით ვხედავდი ყველაფერს, ისევ მტკიოდა, თუმცა გატყუებ, ამას ტკივილი აღარ ერქვა, მე ვიდექი ფსიქოზისა და შერაცხადობის ზღვარს შორის, იმ წუთში შლეგი ვიყავი, ჩვეულებრივი გიჟი.
- „ვიცი რომ კითხულობ, ვიცი რომ გტკივა, თუმცა უნდა მეთქვა, უნდა მომეწერა! - ასე იწყებდა წერილს კახა - „ბევრი დაგვიგროვდა, ბევრი დაგვრჩა უთქმელი, გაუზიარებელი. თუმცა ზუსტად ვიცი, რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ამ სიტყვებს ვერ გეტყოდი, გამბედავობა არ მეყოფოდა შენთვის თვალებში შემოსახედად. ალბათ, მხდალი ვარ! არ უარვყოფ, უამრავ ნაკლს შორის ეს კიდევ ერთია, დიახ, შემეშინდა. არ მინდოდა დამენახა შენს ბავშვურ წარმოსახვაში არსებული კახა, როგორ დავემხობოდა, როგორ შემიძულებდი.
მაგრამ შემიძულებდი კი?! სადღაც გულის სიღმეში მინდა მჯეროდეს, რომ - არა, ვიცი რომ - არა!
ეგოისტი ვარ, მესაკუთრე, ასეთი ვიყავი და ასეთად დავრჩი. იცი, შენს დაბადებამდე პატარა ბავშვებს ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდნენ მჩხავანა, წითელი არსებები, მაგრამ შენ გაჩნდი და... მახსოვს მუთაქასავით შეფუთული როგორ მოგიყვანეს სახლში. ისეთი უსუსური იყავი, ისეთი პატარა, გაოცებული გიმზერდი და ვინ იცის მერამდენე ვკითხულობდი:
- მეც ასეთი ვიყავი?! მხედავს?
ძირითადად ჭამდი და გეძინა, ერთხელ შენს ოთახში შემოვიპარე, გეღვიძა. ფრთხილად შეგეხე ხელის გულებზე, მოცუცქნული თითებით მომეჭიდე და გამიღიმე. მაშინ ვიწამე სასწაულების, შენით ვისწავლე სიყვარული, შენით ვისწავლე ერთგულება.
მშობლები მიხსნიდნენ, რომ ორმოცი დღის განმავლობაში ჩვილს მხედველობა არ აქვს და ვერც სახეებს არჩევს.
არ გეწყინოს, სან, მაგრამ მაგარი მტირალა კი იყავი. იმხელა ხმაზე ჩხაოდი, რომ...
თუმცა შემოვიდოდი თუ არა, ჩუმდებოდი. დედას გაფიცებ, ხომ მხედავდი?! ჩემი არ სჯეროდათ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მცნობდი.
ეჰ, სან, მაგარი დრო იყო! იცი რა მიყვარდა ყველაზე მეტად?! შენს თვალებში დანახული სიხარული, ასე მხოლოდ შენ გიყვარდი, ასე მხოლოდ შენ მხვდებოდი. გულით მინდოდა იდეალური ვყოფილიყავი, ისეთი შენ რომ გაგიხარდებოდა, მინდოდა შენი უფროსი ძმით გეამაყა, თუმცა შენ ხომ ისედაც ამაყობდი?!
დედას გეფიცები, მინდოდა შენთვის მისაბაძი ვყოფილიყავი, არ გამომივიდა, ვერ შევძელი!
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მაშინ არც კი ვფიქრობდი, ასე თუ გაგრძელდებოდა, ასე თუ გამიჭირდებოდა ამ ჭაობიდან თავის დაღწევა.
ლუკას მშობლებს დიღომში დაკეტილი ერთ ოთახიანი ბინა ჰქონდათ. გასაღებს ვიღებდით და იმ ბინაში ავდიოდით. არ იფიქრო რამე ცუდს ვაკეთებდით, სულაც არა, ვერთობოდით ჩვენებურად, თბილისურად, იყო კარგი მუსიკა, ძირითადად როკი ცოცხალი შესრულებით, ალკოჰოლი, ცოტა მოსაწევი და ბევრი სექსი. ეხლაც მეცინება ამის გახსენებაზე. უდარდელები ვიყავით.
შემდეგ?! არც მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ალბათ თხუთმეტი-თექვსმეტიის, ან იქნებ ჩვიდმეტის?! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ერთ დღეს ლუკამ ამპულები მოიტანა, სუფთა მორფი იყო. დღემდე არ ვიცი სად იშოვა, მაშინ ეს კითხვები არ გამჩენია, საერთო ბაიანით ყველამ გავიკეთეთ, თითქოს ასე ვუმტკიცებდით ერთმანეთს ძმობას, ერთ-ერთს, მისი სახელი კარგად არც მახსოვს, შპრიცის ეშინოდა, პანიკურად კანკალებდა, ჩვენ კი დავცინოდით, ისტერიულად ვხარხარებდით, აკანკალებული ხელები ვერაფრით რომ ვერ დაიმორჩილა, საბოლოოდ წამალი ვენაში ლუკამვე გაუკეთა.
ნელ-ნელა მოდიოდა სანატრელი გაბრუება, ნელ-ნელა ვეთიშებოდი ამ სამყაროს. იმ წუთში თავს ნარკომანად არ ვთვლიდი. არც ვიყავი, ვის არ გაისუნჯავს? სხვა თუ არაფერი ჩვიდმეტი წლის კაცს ერთხელ ხომ მაინც უნდა მქონოდა გაკეთებული?!
ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. მეოთხედ კი ჩემით მოვითხოვე.
ლუკას სასაცილოდ არ ეყო ჩემი სიტყვები: - ეეე, შე ჩემა... ამპულებს ხეზე კი არ ისხამს?! ფული უნდა, გაჩითე და...
ფიქრი არ დამიწყია, ფულის მეტი რა მქონდა?! უპრობლემოდ ვიხდიდი სასურველ წამალში. მასაც მოჰქონდა და მოჰქონდა. მაგრამ... მახსოვს როგორ მოვპარე მამაჩემს საფულე. უტყვი, უტიფარი თვალებით ვუმტკიცებდი, რომ სადღაც გზაში, სახლში მოსვლამდე დაკარგა. შემდეგ დედაჩემის ნაყიდი ახალი ტყავის ქურთუკი გავყიდე, ნელ-ნელა გაქრა სახლიდან ვიდეო- მაგნიტოფონი, ძვირფასი ჭურჭელი, დედაჩემის სამკაულები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ კითხვას არავინ მისვამდა სად მიმქონდა ნივთები, იქნებ ეშინოდათ პასუხის მოსმენის?! ალბათ, ეშინოდათ!
ნელ-ნელა შემომეძარცვნენ საყვარელი ადამიანები, ნელ-ნელა ზურგი მაქციეს. შემდეგ გასაყიდი აღარაფერი დამრჩა, თავიდან ვფიქრობდი, რომ წამლის გარეშე არსებობას შევძლებდი, ამის მჯეროდა, მაგრამ გაბრუების სურვილი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. არ ჩათვალო, თითქოს თავს ვიმართლებ, არა! მხსნელად ისევ ლუკა მომევლინა, დიახ ჩემი „ერთგული“ მეგობარი. ყველაზე სარფიანი წინადადება შემომთავაზა:
- საძმოს წევრი გახდები! -რაშიც სამარცხვინოს მე პირდად ვერაფერს ვხედავდი - და ნარკოტიკების რეალიზაციით დავკავდებოდი, სანაცვლოდ კი უფასოდ მივიღებდი წამალს!.
სან, გძულვარ?! მერწმუნე იმაზე მეტად არა ვიდრე მე მძულდა ჩემივე თავი. თუმცა მინდა გითხრა, რომ საკუთარ საქციელს მაინც ვამართლებდი: - რატომღაც მჯეროდა, რომ ჩემისთანა გაჭირვებულებისთვის წამლის მიტანა დახმარება იყო, განა ასე არ იყო?! დავიფიცებ სან, რომ პირველად არავისთვის არ გამისინჯებია, წამალზე არავინ შემისვამს. მე მხოლოდ ლომკაში მყოფებს ვეხმარებოდი, განა ეს სიკეთე არ იყო?! თუმცა სიკეთესაც ყველა მისებურად ხედავს.
მახსოვს, მამაშენმა დამიბარა, პირდაპირ მკითხა:
- რაც გავიგე მართალია?!
- ნეტა რომელს გულისხმობდა, ნარკომანობას თუ ბარიგობას?
მოცდა ვავჯობინე, მინდოდა სათქმელი თავად ეთქვა: - კახა, თუ დახმარება გჭირდება, შენ მხოლოდ მითხარი, მხარში დაგიდგები, ოღონდ მაგ ხალხს ჩამოშორდი, ოღონდ!....
- ვინ ხალხს, ვაჟა ბიძია?! - მიამიტი თვალებით მივჩერებოდი.
- იცი შენ ვისაც, სანდროს რა მაგალითს აძლევ, ერთ დღეს მასაც მიჰყიდი წამალს?
გამაცია, დედას გეფიცები იმ წუთში მოვკვდი: - არა, სანდრო წამალს არც კი გაეკარება, სანდროს რა უნდა ნარკოტიკებთან?!
- არა? აბა იმ ბიჭებმა რა დაგიშავეს? გეკითხები რა დაგიშავეს? - მამაშენი ქეჩოში მანჯღრევდა - აზრზე მოდი, ვიდრე გვიანი არაა, აზრზე მოდი!...
- ისინი ჩაძირულები არიან, დაღუპულები, ჩემსავით დაღუპულები... - ვინ იცის მერამდენედ ვუმეორებდი.
მკაცრი სახით მიმზერდა ვაჟა. ვხვდებოდი, მასაც ვკარგავდი, თუმცა გული აღარ მწყდებოდა, მხოლოდ შიში მქონდა, ერთი რამ რაც ისევ მტკიოდა შენ იყავი, შენი ნახვა რომ აეკრძალა ვერ გადავიტანდი.
მოვდიოდი, ისეტერიულად დამყავდი ატრაქციონებზე, შენ იქნებ არც გინდოდა, მაგრამ მე მჭირდებოდა, უნდა მეგრძნო რომ ჯერ კიდევ მქონდა შეგრძნების უნარი, ჯერ კიდევ მყავდა პატარა სიწმინდე.
სამი წელი, დაუსრულებელი სამი წელი გავატარე საძმოში. შემდეგ იცი რა მოხდა? ქალაქში გაკეთებული წამალი შემოიტანეს. შენ თავს ვფიცავარ, არ ვიცოდი ისე მივუტანე ბიჭებს. ჩემი მიწოდებული წამლით ჩემივე უბნის ბიჭები დაიღუპნენ, გესმის სანდრო?! მკვლელი გავხდი. საკუთარ სურვილებს აყოლილმა ძმაკაცები დავხოცე. აი, რა სანაქებო ბიძაშვილი გყავდა, ჩამპალი ნარკომანი, კაცის მკვლელი, უპრინციპო, ნაძირალა!
იმ ღამით ვაჟამ დამიბარა, სულელი არ ვიყავი, კარგად ვხვდებოდი მისი მოწვევის მიზეზს. არ შემშინებია, უკვე აღარაფრის აღარ მეშინოდა. ჩუმად ვუსმენდი, ბიჭების დაღუპვის შესახებ იცოდა, რათმა უნდა ჩადენილში მადანაშაულებდა. თავის მართლება არც კი მიცდია.
იმ დღეს გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამალი უნდა გადამეგდო, საძმოდან უნდა წამოვსულიყავი.
იმ საღამოსვე შევხვდი ლუკას, მისგან ახსნას ვითხოვდი, მინდოდა ეთქვა, რომ არ იცოდა, რომ ისიც ჩემსავით მოატყუეს, გააბითურეს, გამოიყენეს. რაც გინდა ეთქვა, შენს თავს ვფიცავარ დავუჯერებდი, ოღონდ ის სიტყვები არა!
- მიკვირს შენ რატომ არ გაიკეთე, ცდუნებას როგორ გაუძელი?! - ირონიულად მეკითხებოდა ის.
მეგონა მომესმა, ხვდები რა მითხრა?! იმ ნაბიჭვარმა მარტო ბიჭები კი არა, მეც გამწირა! იმ ღამით მეც უნდა მოვმკვდარიყავი. კარგად იცი, როგორ დასრულდა ჩვენი შეხვედრა.

მამაჩემთან მისვლას აზრი არ ჰქონდა, დახმარების სათხოვნელად ისევ ვაჟასთან მოვედი. არ დამიმალავს, პირდაპირ ვუთხარი, რომ წამლის გადაგდება მინდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ წუმპისგან განთავისუფლება მსურდა.
დამეხმარა, როგორც ყოველთვის ვაჟა დამეხმარა, იცი რატომ? იმიტომ რომ კაცია! მაშინ პირველად მითხრა:
- ის ბავშვი, ეხლა მალულად რომ გვისმენს, იცოდე შენი ძმაა, შენი ხასიათი აქვს, შენ თუ ვერ გამოძვრები, ისიც დაიღუპება!
გესმის სან, რა მითხრა?! ეეე.. შენ არც კი იცი ეს სიტყვები რას ნიშნავდა ჩემთვის, მოვკვდებოდი და წამალს მაინც აღარ გავიკეთებდი, შენს თავს ვფიცავარ ვერავინ გეტყოდა, რომ შენი ბიძაშვილი, შენი საამაყო კახა, წამალში გაიპარა! ისე ძმაკაცების მკვლელის სახელს წამალში გაპარვა არ სჯობდა?! დამიჯერე, სან, ჯობდა, მაგრამ....

სან, წამალს ხომ არ გაეკარები?! ჩემ თავს გაფიცებ, არ გაეკარო, არ მიიღო! ნებისმიერი ვინც ბაიანს მოგაწოდებს მაშინვე ჩაკალი, ჩააძაღლე, გესმის სან? ხომ გესმის არა?! მაგრამ მე ვინ ვარ რჩევა რომ მოგცე?!
წამოვედი, პირობა შევასრულე, არც არავინ ჩამიშვია, არც არავინ გამიცია, მაგრამ ვერ მოისვენეს, ყველაზე სათუთით, შენით მემუქრებოდნენ.
ვხვდებოდი, რომ რეალურად ვერც ვერაფერს დაგიშავებდნენ, უბრალოდ ვაჟა არ მისცემდა ამის უფლებას, მაგრამ თავის დაზღვევა გადავწყვიტე. არც ისეთი უვიცი ვიყავი, ლუკას რომ ეგონა, საკმაოდ ბევრი რამ მესმოდა, ბევრი რამ ჩემითაც გავიგე. შენი სიცოცხლის ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ, ჩემს მიერ მოგროვებული ინფორმაციის ნაწილი გადავეცი. შედარებით დამშვიდდნენ, ჩაწყნარდნენ. ალბათ, მიხვდნენ, რომ პოლიციაში წამსვლელი მე არ ვიყავი, უშიშროებაში ხომ მითუმეტეს.
მაგრამ, გგონია მუქარას ვაპატიებდი?! შეიძლება ნაძირალა ვიყავი და ვარ კიდევაც, შეიძლება უპრინციპოც ვიყავი, მაგრამ სიყვარული შემეძლო. ყველაზე დიდი შეცდომა, მაშინ დაუშვეს შენით როცა დამემუქრნენ. ისიც ზუსტად ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც მომკლავდნენ, ამხელა ინფორმაციის მატარებელს როგორ გგონია ცოცხალს დამტოვებდნენ?!... ცოდვა გამხელილიც სჯობს, ცუდი რამაა სინდისი, გულითაც რომ გინდოდეს ვერ გაექცევი, ვერსად დაემალები.
კარგად ვხვდებოდი, რომ ამ დიდ თამაშში ჩემისთანა პეშკები საკმაოდ ბევრნი იყვნენ, არც ლუკას ჰქონდა მაინც და მაინც სახარბიელო პოზიცია. პოტენციურ რეალიზატორების მოძიებით იყო დაკავებული, ჩემისთანა გოიმებს, საკუთარ თავზე შეყვარებულ კრეტინებს პოულობდა, წველიდა, წველიდა, აკოტრებდა და...
მაგრამ მხოლოდ ნარკოტიკები რომ ყოფილიყო კიდევ რა უჭირდა, ბავშვებით ვაჭრობდნენ, ტო! საზღვარგარეთ გაჰყავდათ, ვითომ აშვილებდნენ, ვითომ მკურნალობდნენ. ძიება დავიწყე, გესმის სან?! შვიდი წელი ვაგრობევდი ინფორმაციას, შვიდი წელი პატარა დრო ხომ არაა?! დიდიან - პატარიანად, პეშკიან, მბძანებლიანად... შევძელი, სან. გეგონა ვერ შევძლებდი?! ეეე, რას ამბობ, ტო?! შენით მემუქრებოდნენ, ყველაზე წმინდით, ყველაზე თბილით!...
ეეეჰჰჰ, სან! რომ იცოდე როგორ მიყვარხარ! ნეტა ჩემით ისევ იამაყებ? ნეტა ამ წერილის შემდეგ ისევ გეყვარები? სან, ამ კონვერტში მეხსიერების ბარათია, სულ რაღაც ერთმა ბარათმა დაიტია მთელი მასალა. თუ ვინიცობა და დაკარგო, ჩემი მოსკოვის ბინის კარადაში მეორე ეგზემპლარიც ინახება, ერთი წლის ქირა წინასწარ მაქვს გადახდილი, ბინაში არავინ შევა, გესმის სან? ამ მასალებს სხვას ვერ ვანდობ, ვერც პოლიციას, ვერც უშიშროებას. ადრე თუ გვიან, შენითვე მიხვდები რატომ...ნახე, და შენით გადაწყვიტე როგორ იმოქმედო.
ეს რა ყოფილა წერილის წერა?! წესით უნდა ვასრულებდე არადა ვერ გელევი, იმდენი რამ დამრჩა უთქმელი, იმდენი... გახსოვს ეშმაკის ბორბალზე ჯდომისას შუქი რომ ჩაქრა? სან, ეხლა მაინც აღიარე, შეგეშინდა?! მე - შემეშინდა. კი გეუბნებოდი ვაჟკაცი ხარ, არ შეშინდე მეთქი, მაგრამ მე მეშინოდა, ვკანალებდი და ხმას ვერ ვიღებდი.
ჩემი ხარ, სან! მხოლოდ ჩემი, მერე რა რომ ერთი უპრინციპო და ნაძირალა გამოვდექი, მე რა რა, რომ შენთან არ ვიყავი, შენს თავს ვფიცავარ, ყველაზე დიდი ძმა გყავდი, ყველაზე ერთგული და ყველაზე გამტანი.

სან, ჩემი უბნელი ლიაკო გახსოვს? ჰო, ჰო, ის შავი, ტყავის ქურთუკით რომ დადიოდა, გაგახსენდა ხომ? ისე მაგ გოგოს შენთვის კამფეტები არ მოუცია, პრინციპში არც წერილები მოუწერია, მაგრამ შენ მაინც ყველასგან გამოარჩევდი. ნეტა როგორ ხვდებოდი? იცი რომ მისთვის არ მითქვამს? ისე წამოვედი, ერთხელაც ვერ ვუთხარი. ზოგჯერ მოინახულებ ხოლმე? არა, ხშირად არ გთხოვ, უბრალოდ, ზოგჯერ, კვირაში ერთხელ?!.. ბევრია? კარგი თვეში ერთხელ?!... ესეც ბევრია?!. ვიცი ბევრია, მაგრამ... თუ გინდა ნუ ნახავ, არ მინდა ეტკინოს. ვიცი, არ იტყვის, არ გაამხელს, მაგრამ ეტკინება.
ეჰ, სან... სან!“...
ასე სრულდებოდა კახას წერილი, კონვერტში მართლაც იდო მეხსიერების ბარათი, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამივრცელებია. იმდენს კი ვხვდებოდი, რომ ვერავის ვენდობოდი, საბუთები იმ წელს ეკონომიურიდან იურიდიულზე გადავიტანე, გაგეცინება ალბათ, სად ფინანსები და სად იურისპუდენცია, მაგრამ ასე გამოვიდა.
ჩემებმა გააპროტესტეს, დედაჩემი გადაირია, შვილს პოლიციელად კი არ ვზრდიდიო, მაგრამ მათი აზრი არ მაინტერესებდა, მე მჯეროდა, მოვიდოდა დრო და ჩემითვე მივიყვანდი კახას დაწყებულ საქმეს ბოლომდე. ალბათ, მეტყვი, რომ ისიც დამნაშავე იყო, რომ ისიც ლუკასგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ ჩემი იყო, გესმის გვანცა ჩემი?!
- კახასა და ლუკას მტრობის მიზეზს მივხვდი, გავიგე რატომ გძულს და რატომ უნდა შენი განადგურება, მაგრამ ამ ისტორიასთან რა აკავშირებს ვახოს, მათხოვრებს?
- ალბათ უსამართლობაა, მაგრამ მეტს ვერაფერს მოგიყვები! კახასა და ლუკას მსგავსები ამ ჯგუფში ბევრნი იყვნენ, არიან და სამწუხაროდ, ალბათ იქნებიან. მე მხოლოდ ლუკას მსგავსების დაჭერა კი არა, მათი ლიდერების განადგურებაც მინდა. იმ ბობოლების მათი მახინჯი წესებით ადამიანების სიცოცხლით ასე რომ თამაშობენ!
- რამე რომ დაგიშავონ?! კახას მსგავსად შენც რომ გაგიმეტონ?!- შიშით ხმა მებზარება.
- შენ ხომ დამიცავ?! - აშკარად დამცინის სანდრო და დასმულ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ტუჩებში მსუბუქად მკოცნის.
- სანდრო... - ხმაში ჩვეულებისამებრ ცრემლები მერევა, მაგრამ ყურადღებას აღარ მაქცევს, სათქმელი აღარაფერი აქვს, ზურგს მაქცევს და საძინებელში შედის. ისე იძინებს, თითქოს ქვეყნად დარდი არ აქვს, მე კი თვალს ვერ ვხუჭავ: სივრცე აღარ მყოფნის, ემოციებისგან დაღლილი გარეთ გამოვდივარ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ცრემლებს გასაქანს ვაძლევ და ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ვმშვიდდები, თუმცა არც აქ ყოფნა შემიძლია, ისევ ოთახში ვბრუნდები.

მეცხრამეტე თავი
მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, სანდრო რამოდენიმე დღეში გავიდა სამსახურში, ან სასტუმროში ჯდომას რა აზრი ჰქონდა, თუ მისი განყოფილება, სრული შემადგენლობით იქ იჯდებოდა?! თავიდან მეგონა, რომ ჩემთან დარჩენა ჭრილობის გამო მოინდომა. ვფიქრობდი, ალბათ, თავისუფლად გადაადგილება უჭირს და ამიტომ არჩია სასტიმროში ყოფნა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემი მარტო დატოვების ეშინოდა. თუმცა ბიჭების ჩემს ოთახებში ზედმეტი მისვლა-მოსვლით ყურადღებასაც ვიპყრობდით და სავარაუდოდ სასტუმროში მცხოვრებთა გულისწყრომასაც ვიმსახურებდით. დავიღალე ქარაგმებიანი და პაროლებიანი საუბრებით. საკუთარ საცხოვრებელში თავს უცხოდ და ზედმეტადაც კი ვგრძნობდი. რა თქმა უნდა იმის ამბიცია ნამდვილად არ მქონდა, რომ ყველა წვრილმანზე ინფორმაცია მქონოდა, მაგრამ რაღაცას რომ მიმალავდნენ ჩემს პატარა ნაწილს მაინც არ სიამოვნებდა.
სანდრო დილით სასწავლებელში მტოვებდა, შემდეგ სამსახურში მიდიოდა, მე?! მე სწავლაზე ფიქრის ნაცვლად აზრებით მასთან ვტრიალებდი, მეშინოდა. მეუბნებოდა, რომ ტყუილად ვნერვიულობდი, მაგრამ რა მექნა? სხვაგვარად არ გამომდიოდა, შფოთი და ფორიაქი არ მტოვებდა.
ნელ-ნელა ჭირვეულ, ეჭვიან ქალს ვემსგავსებოდი, საყვარელი ადამიანისგან წარა-მარა ყურადღებას რომ ითხოვს, დღეში ასჯერ რომ ურეკავს. მაგრამ, დავიფიცებ, ამას ეჭვიანობის გამო კი არა, მზრუნველობისა და ნერვიულობის გამო ვაკეთებდი. თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა ჩემი ასეთი ქცევა უკვე გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევდა. სანდრო არ იმჩნევდა, ხმას არ იღებდა, თუმცა ვხედავდი, რომ ნელ-ნელა მოთმინების ფიალა ევსებოდა. პანიკურად მეშინოდა, რომ ერთ დღესაც მეტყოდა, რომ ჩემი მზრუნველობისგან უბრალოდ დაიღალა.
ყურადღების ოდნავ მაინც გადასატანად, დაპირებისამებრ კაკისა და ანიტასთანაც მისვლა გადავწყვიტე. შეხვედრაზე შევუთანხმდი და მივედი. ნანახმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა, კომფორტულად მოწყობილ სავარჯიშო დარბაზს ვეებერთელა სარკეები კიდევ უფრო დიდ სივრცეს მატებდნენ, პრიალა პარკეტზე ფეხის დადგმაც კი დაგენანებოდა. როგორც ყოველთვის ხალისიანად დამხვდა ანიტა, საშუალო ასაკის მანდილოსანთან მიმიყვანა და წარმადგინა:
- ნინა მიხაილოვნა, ეს ის გოგონაა ამასწინებზე რომ გესაუბრეთ!
ქალი შემფასებლურად მაკვირდებოდა, თავი უხერხულად ვიგრძენი, აწურული თვალს ვერ ვუსწორებდი მკაცრი სახის მანდილოსანს.
- ანუ ჩვენთან ცეკვა გსურს?! - დამცინავი ხმით მკითხა მან.
- მე?! - დაბნეულმა ავხედე მას.
- განა შენს გარდა კიდევ ხედავ ვინმეს?! ცეკვა გინდა?! - ისევ ჩამეკითხა ქალი.
- რა თქმა უნდა, მინდა! - ოდნავ გამეღიმა.
- ანუ გინდა.. რატომ? ხედავ რამდენი ვარჯიშობს, მათ ყველას მოცეკვაობაზე აქვთ პრეტენზია, თუმცა ჰა, ჰა, ამ წოდებას მაქსიმუმ ხუთი მათგანი იმსახურებდეს, ხვდები პრეტენზიას რაზე აცხადებ?!
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ნეტა რას მერჩოდა? თუ არ მოვწონდი, ეთქვა პირდაპირ და წავიდოდი.
- უკაცრავად, ეტყობა რაღაც შემეშალა! - ცოტა არ იყოს ნაწყენი თვალებით გავხედე ანიტას და წასასვლელად შემოვბრუნდი.
- ყველა სიკეთესთან ერთად მხდალიც ყოფილხარ! - ქალის სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა.
- მხდალი?! - ხმაში სიბრაზე ვეღარ შევიკავე - თქვენ ბრძანეთ, რომ ამ გოგონებიდან მაქსიმუმ ხუთი თუ იმსახურებს მოცეკვავის სტატუსს. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მათ შემფასებლად მე არ გამოვდგები, მკითხეთ რა მინდა? არაფერი, ან ყველაფერი, ცეკვა მიყვარს, არ ვიცი შემიძლია თუ არა, მაგრამ მიყვარს... - მხოლოდ გვიან გავიაზრე, რომ ხმას სასურველზე მეტად ავუწიე - „ასე არ უნდა გავცხარებულიყავი!“ - საკუთარი სიფიცხე ვინანე.
ქალი უსიტყვოდ მომჩერებოდა, ირონიული ღიმილი უცნაურმა თვითკმაყოფილმა გამოხედვამ შეუცვალა.
- ანუ გიყვარს?!...
- დიახ. - ნირწამხდარმა ვუპასუხე.
- მაშინ, რატომ არ ცეკვავ?!
- ბატონო?! - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
- მიჩვენე რა შეგიძლია, მიჩვენე რამდენად გიყვარს ცეკვა, მიჩვენე ვინ ხარ! - მარჯვენა ხელი ბრძანების ნიშნად შემართა და მუსიკაც აჟღერდა.
დარბაზი დუმდა, თითქოს სუნთქვითაც კი სინქრონში სუნთქავდნენ. მოცეკვავეები ინტერესით მომჩერებოდნენ. ეხლაც კი მიკვირს როგორ გავბედე, საიდან მოვიტანე ამდენი სითამამე?
მუსიკის სხვადასხვა ტაქტი ერთმანეთს ენაცვლებოდა და მე ვმოძრაობდი, ამას ცეკვას ვერ დავარქმევდი, ინსტიქტურად მივყვებოდი ტემპს.
- ერთი, ორი... ერთი ორი... - ითვლიდა ქალი, თანდათან უმატებდნენ ტემპს, თვლას და მეც მის რიტმს აყოლილი ვცეკვავდი.
უცებ მუსიკა შეწყდა და მეც გავშეშდი, ვეღარ ვიძროდი, მძიმედ ვსუნთქავდი. თვალების ცეცებით გავხედე მუსიკოსებს, შემდეგ კი ზამბარასავით მოჭიმულ ქალს.
- ხვალ, ისევ ამ დროს მოხვალ! - ცივად გამომიცხადა და დარბაზიდან გავიდა.
- მოვეწონე?! - გახევებული შევყურებდი მიმავალს, გოგოები მილოცავდნენ, მე კი დაჯერება მიჭირდა.
აი, ასე მოვხვდი ანიტასთან და კაკისთან, ასე გავხდი გვანცა დავითური, სუხიშვილების რიგითი წევრი. წლების შემდეგ, საკმაოდ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მეღირსა ხელმძღვანელის მიერ ასე საპატიოდ მიჩნეული მოცეკვავის სტატუსი. თუმცა ამ თემის აქ განხილვას ალბათ, აზრი არც აქვს. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ მაშინ ცეკვა ჩემთვის ანტიდეპრესანტივით იყო. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ვვარჯიშობდი და არ ვფიქრობდი, სიმართლე გითხრათ დროც აღარ მრჩენოდა ფიქრისთვის. დაქანცულს მისვლისთანავე მეძინებოდა. სანდროსაც თავი დავანებე, მუდმივი გამაწვრილებელი კითხვებით აღარ ვაწუხებდი. ისიც აშკარად უფრო დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო აღარ მსაყვედურობდა.
არ ჩათვალოთ, თითქოს ვწუწუნებ, უბრალოდ მიჭირდა, მის რამოდენიმე დღიან დაკარგვებთან შეგუება, როცა ელემენტარულად დარეკვა და იმის გაგებაც კი არ შემეძლო სად იყო, როგორ იყო, იქნებ რამე უჭირდა? იქნებ დახმარება სჭირდებოდა?
თუნდაც ახლაც, ვარჯიშიდან დაღლილი გასახდელში სწრაფად ვიცვლიდი ჭუჭყიან ფორმას, და ისევ სანდროზე ვფიქრობდი. მეხუთე დღე იწურებოდა, ის კი არ ჩანდა.
- ნეტა სადაა? რომ აღარ დაბრუნდეს, რომ დამივიწყოს? - ალბათ, სულელი ვარ, მაგრამ ცრემლები მისით მწყდება და ვტირი.
- მოვა, აუცილებლად მოვა! - ვცდილობ როგორმე თავი დავიმშვიდო, მაგრამ არ გამომდის.
დამძიმებული და აფორიაქებული, როგორც იქნა ტანისამოსს ვიცვლი, გარეთ გამოვდივარ და ეზოში სანდროს Z4-ს ვხედავ... წესით სიხარულით უნდა ვკიოდე, ალბათ უნდა გავრბოდე და აღტაცებული ვეხვეოდე. მე კი, ადგილზე ვდგავარ და კაკისა და ანიტასთან უდარდელი სახით, მხიარულად მოსაუბრე სანდროს მივჩერებივარ. უბრალოდ ამ წამის კარგად დამახსოვრებას ვცდილობ, მისი თითოეული მიმიკის აღქმას. როცა მომენატრება მისი სახე რომ აღვიდგინო. მისი დანახვით გამოწვეული სიხარულის შეგრძნებას გასაზიარებლად ვერ ვიმეტებ, ჩემში ღრმად მინდა შევინახო.
ჩუმად ვუახლოვდები, მისი ჩვეული, ირონიული ღიმილით ოდნავ გვერდულად მიმზერს, თითქოს რამოდენიმე საათის უნახავი ვყავდე, მარცხენა ხელით მხარზე მეხვევა და მსუბუქად მიკრავს მკერდზე, ხმა ისევ მშვიდი აქვს, თუმცა მისი გულისცემა მაინც მაგრძნობინებს სასურველ ემოციებს, თვალები უწყვრილდება, მიმიკური ნაოჭები დაღლილობისგან ჩაშავებულ უპეებს ოდნავ ფარავს.
მეღიმება, აი, რა მაკლდა, ფორიაქი და დარდი მეხსნება, ნანატრი სიმშვიდეც მოდის და ორივე ხელით ძლიერად ვეხვევი წელზე. საუბარში მეც ვერთვები, სამივენი ანიტას ბურთივით წამობზეკილ მუცელზე ვხალისობთ, იმხელა ხმაზე ვიცინივართ, გამვლელთა ყურადღებასაც კი ვიპყრობთ. პერიოდულად სანდროს თითების შეხებას ვრძნობ სახეზე, ისე ფრთხილად მეფერება, რომ ჟრუანტელი მივლის, ჩვეულებისამებრ ვწითლდები და ბედნიერი ვარ, უბრალოდ ბედნიერი, თურმე რა მცირედი მყოფნის!...
კაკი თითქმის გვემუდარება:
- წამოდით, სადმე დავსხდეთ, რამდენი ხანია ერთად არ ვყოფილვართ?!...
ალბათ, ცუდად გამომდის, მაგრამ მაშინვე ვაპროტესტებ: - სხვა დროს კაკი, ახლა გასასვლელები ვართ!
გაოცებული მიმზერს სანდრო, თუმცა არაფერს მეკითხება, ხმამაღლა ვერ ვიტყვი რომ მასთან გასატარებელი წუთები, სხვისთვის გასაზიარებლად არ მემეტება, ეგოისტი ვარ ხომ? ვიცი რომ ასეა, მაგრამ რა ვქნა?
კაკი ჭირვეული ბავშვივით ჯიჯღინებს, ცოტაც და დავნებდები, ისევ ანიტა მეხმარება:
- მეც არ შემიძლია, რაღაც ძალიან დავიღალეთ მე და ჩემი პატარა, იქნებ შემდეგში?!... - მზრუნველი მეუღლე ცოტა არ იყოს ეჭვით უმზერს წინ გამობზეკილ ღიპს - შვილიც ცოლივით უჟმური მყავს?! - წყენას არ იმჩნევს და ავტომობილის გამოსაყვანად ავტოსადგომისკენ მიდის.
- ასე ადამიანს მურმანის ეკლობა მოსწონდეს!... -კმაყოფილი ანიტა სიცილით გვიქნევს ხელს, სანდროსგან შეუმჩნევლად თვალს მიკრავს, მეცინა მის განდაგან სიარულზე, მუდმივი ბავშვურობა ორმაგად მახალისებს.
- ესე იგი, დღეს გეგმები გვაქვს?! - ოდნავ ეღიმება სანდროს და ავტომობილის კარებს მიხსნის.
- არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მომენატრე და... - უხერხულად ვიშმუშნები მე.
- და?! - დაღლილობისგან ჩამუქებული, მაგრამ მაინც ანცი თვალებით ისე მიყურებს, რომ ვწითლდები, პასუხს ვერ ვცემ - ასეთი რთულია?! - თვალები ცრემლებით მევსება, მზერას ვარიდებ და საქარე მინიდან ვიყურები. მარცხენა ლოყაზე მისი თლილი თითებით მეფერება - ვიცი, რომ დაგღალე, სულ ცოტაც და, არ გინდა ჯვარზე ასვლა?
- დაღლილი არ ხარ?! - ფრთხილად ვეფერები ჩამუქებულ უპეებზე.
- ოდნავ! - ტუჩებით მეხება ხელისგულებზე - მაგრამ ძალიან მინდა, ავიდეთ?!
რა თქმა უნდა, სიხარულით ვეთანხმები.
ვიდექით ჯვარზე და გადმოვყურებდით ჩაბნელებულ მცხეთას. მიუხედავად სიბნელისა, მაინც შეამჩნევდით მტკვრისა და არაგვის შესართავს. უცნაური სანახავი იყო, გიჟმაჟი, გადარეული არაგვი, როგორ უერთდებოდა დინჯსა და ამაყ მტკვარს. ლამპიონებით განათებული ხვლიკისფერი ტაძარი მთელი მისი დიდებულებით იწონებდა თავს. მონუსხულები მივჩერებოდით სვეტიცხოველს. მოაჯირზე დაყრდნობილები დუმილის დარღვევას ვერც ერთი ვერ ვბედავდით, სადღაც შორს ჭოტი კიოდა, ნეტა ვის ეძახდა? იქნებ ჩვენ?
- „მტკვარი სანდროა, არაგვი კი -მე!..“- საკუთარმა აღმოჩენამ უჩვეულოდ გამახალისა, ჩაფიქრებულ სანდროს გავხედე და გამეღიმა.
ცოტა არ იყოს მცივა, მობუზული, დახორკლილ მკლავებს ვისრესს.
- რომ ჩაგეხუტო?! - უკნიდან ორივე ხელით მეხვევა და ძლიერი მკლავებით მიხუტებს - გათბი? - ყურთან ვგრძენობ მისი ტუჩების შეხებას და ტანში ჟრუანტელი მივლის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და მთელი ტანით
- ამ ადგილთა ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. კახას ხშირად მოვყავდით მე და ტყუპები. ყოველთვის ამბობდა, რომ ოდესმე ცოლს მოიყვანდა და ჯვარსაც აქ დაიწერდნენ. არ ვუმხელდი, მაგრამ გულში მეც იგივეს ვიმეორებდი. ალბათ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყველაზე მეტად შეგიყვარებდა, კი, კი ნუ გეცინება! - მსუბუქად გამკრა თითი ცხვირზე - ჩემი მეუღლე ყველაზე მეტად მას ეყვარებოდა!
- მეუღლე?! - ვგრძნობ როგორ გამალებით იწყებს გული ძგერას.
ის კი არ იმჩნევს, თითქოს ასეც უნდა იყოს: - კი, მეუღლე, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, აქ გაგიცნობდა, აქ შეგიყვარებდა და აქვე მეტყოდა:
- რაღას ელოდები, შე ჩემა? იქორწინე ბარემ! იცი, წეღან ანიტას ვუმზერდი და ვფიქრობდი, მაგარი წყვილია, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვიქნებით, ანიტა ლამაზი გოგონაა, მაგრამ შენ უფრო ლამაზი ორსული იქნები!... რა ბედნიერება იქნება შენი ორსულობის ნახვა...
- მე, ორსული?! - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- შენ არ გიფიქრია? ჩემი და შენი შვილი... - თვალებში გაოცებული ვუმზერ, ვეღარ ვხვდები ხუმრობს, თუ სერიოზულად მელაპარაკება - გვანცა, ძალიან მალე ძიებას დავასრულებთ, თითქმის ბოლოში გავედით და...
- დარწმუნებული ხარ?! ადრე ხომ არაა? - პანიკა მერევა ხმაში.
- ადრე? საკუთარ გრძნობებში ეჭვი გეპარება? - უკმაყოფილო, ნაწყენი სახით მიმზერს.
- ეჭვი რა შუაშია, მაგრამ მეშინია!... - ხმა მებზარება.
- გეშინია?!
- ჰო, მეშინია, ერთ დღესაც რომ ინანო, ჩემგან გაქცევა რომ მოგინდეს?!...
მისი ხარხარი ექოდ ისმის: - შენ, შენ რომ მოგბეზრდე?
- მე ვერ მომბეზრდები! - სასწრაფოდ უარვყოფ.
- ვითომ რატომ?! - აშკარად ახალისებს ჩემი სიტყვები,
- მე სულ მენატრები! - რატომღაც ნაწყენი ტონით ვეუბნები, ღიმილისგან სახე უნათდება სანდროს.
- სულელო, მე არ მენატრები?!
- ალბათ, მეშინია, სანდრო... ძალიან მეშინია, ერთ დღესაც რომ დაგკარგო? - ხმა მებზარება მე.
- თვითონაც კი არ გჯერა ამ სისულელის! - სიცილს ვერ იკავებს, ჩემკენ იხრება და ფრთხილად მეხება ტუჩებზე, მე? მე მთელი ტანით ვეკვრი, მონატრებული ვკოცნი და აღარ მინდა დასრულდეს ეს ღამე.
- კოცნა თანხმობად ჩავთვალო?! - ისევ საკუთარ კითხვას უტრიალებს სანდრო. თავს ვუქნევ და მორიგი სიწითლის დასაფარად ისევ მის მკერდს ვაფარებ თავს. - ეს ოცნება ხომ მაინც ავისრულე?! - ჩემს თმებში თავჩარგული მეჩურჩულება. მე? წესით ბედნიერი, ვეღარ ვხვდები რა რეაქცია უნდა მქონდეს, თან მიხარია, თან გული მწყდება, რომ მის ბედნიერებას კახა ვერ იზიარებს.
დიდხანს ვსხედვართ ტაძრის ეზოში ერთმანეთს ჩახუტებულები, უსიტყვოდ ვისმენ მის გულისცემას და ბედნიერი ვარ. არ ვიცი რამდენი ხანი გადის, დროს არ ვითვლით. როდის - როდის წამოვდექით, დასატოვებლად არ გვემეტება ჯვარი, თუმცა უნდა დავბრუნდეთ. ვინ იცის მერამდენედ მოვდივართ ერთად ამ გზაზე, მცხეთის გადასახვევს ვცდებით, სვეტიცხოვლს გავცქერი, გულში ვლოცულობ და ღმერთს ჩვენს ბედნიერებას ვევედრები.

მეოცე თავი
სადღაც გულის სიღრმეში მეშინოდა იმ მომავლის სანდრო რომ მთავაზობდა, მეშინოდა არა იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვიყავი მის გრძნობებში, ან საკუთარ სიყვარულში მეპარებოდა ეჭვი. უბრალოდ ზედმეტი ბედნიერების აღქმა მიჭირდა. ამდენ სიხარულს მიუჩვეველს, თითქოს შიში მიპყრობდა, ნუთუ ბედისწერა ბედნიერებას ასე ერთი ხელის მოსმით მაჩუქებდა?!
მართალია მეშინოდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. უსაზღვროდ ბედნიერი კი არ დავდიოდი, თითქმის დავფრინავდი. ჩემს თვალებში არსებული სხივი შეუმჩნეველი არც დანარჩენებს დარჩათ, ყოველ შემთხვევაში ანიტამ დამინახა თუ არა, ცვლილება მაშინვე შენიშნა. ბედნიერების მიზეზი მისთვის არ დამიმალავს, რომც მდომოდა ალბათ, ვერც შევძლებდი.
- აბა? რამე გამომრჩა?! - ეშმაკურად მიცინოდა ვარჯიშიდან გამოსულს ანიტა.
- გამოგრჩა?! არაფერი... - თავი შეძლებისდაგვარად ისე მოვიკატუნე, თითქოს კითხვის არსს ვერ მივუხვდი.
- რეპეტიციაზე სახიდან ღიმილი არ მოგშორებია, ნინა მიხაილოვნას შენიშვნებზეც კი არ გქოდა რეაქცია!
- დაქორწინება შემომთავაზა!
- რას მეუბნები?! ასე წყნარად უნდა ამბობდე? - ისე აკივლდა ადგილზე შევხტი, დანარჩენმა გოგოებმაც გაოცებულებმა გამოხედეს ხელებზე ჩაჭიდებულ და ადგილზე აკივლებულ, მოხტუნავე ორსულ ანიტას.
- სირცხვილია, ანიტა! - გული ისე გამალებით მიცემს, თითქოს ეხლაც ხელს მთავაზობს სანდრო.
- რა მაგარია, როგორც იქნა გადაწყვიტეთ! გილოცავ, გილოცავთ! - აშკარად ემოციებში მყოფი ანიტა არც კი მისმენდა, ისევ ხტუნაობდა - კაკი გადაირევა, გიორგი გაგიჟდება!...
- ძალიან გთხოვ, სიურპრიზი არ ჩამიშალო, მათი რეაქციები ჩემით უნდა ვნახო! - მკაცრად გამოვუცხადე ყოფილ პედაგოგს. თუმცა ვაღიარებ, ეჭვი მეპარებოდა კაკისთვის დამალვა მოეხერხებინა.
- ცუდი ხარ, ბოროტი!... - ისევ იკრიჭებოდა ანიტა - მათი გაოცებული სახეების ერთად ნახვა მეც მიღირს, არაფერს ვიტყვი! ვაიმე, არ მჯერა... - როგორც იქნა ცოტა დამშვიდდა ის.
- შენი მეუღლე ისედაც წუწუნებდა ერთად შეკრებასთან დაკავშირებით და მიზეზიც გაგვიჩნდა!...
- თან რა მიზეზი!... - მგონი ჩემზე ნაკლებად არც ანიტას უხარია.
- მოკლედ, მე გავიქცევი, - კიდევ ერთხელ მოვეხვიე და გაღიპულ მუცელზე მივეფერე - დღეს ბოლო გამოცდა მაქვს, - თვალს ვუკრავ - სწავლას ვამთავრებ... სანდრო რესტორნის ამბებს რომ მოაგვარებს, ბიჭებს თვითონვე დაუკავშირდება და შეხვედრის ადგილსაც გაგაგებინებთ!
- ანუ ოფიციალური მზარეული ხდები?! ნინა მიხაილოვნას უნდა ვუთხრა, სპეციალური ცეკვა დადგას „მზარეულური“! კაციშვილი ვერ ლება, მხოლოდ შენთვის იქნება შექმნილი! - ბუროტად ხუმრობს ის.
კარგა ხანია ვიცი მისი დამოკიდებულება კულინარიასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რეპლიკა მაინც მწყინს:
- ეე, ანიტა კარგი რა, რამდენჯერ შეიძლება ამ თემაზე კამათი?! - კოპებ შეკრული ვუმზერ მას.
- რა მზარეული გოგო, შენ მსოფლიო გელოდება! - პათეტიკურად მიყურებს და სიცილს ვერ იკავებს.
- შენ რომ გიყვარვარ, ამიტომ ფიქრობ ასე, კაცმა არ იცის წინ რა მელის!
- ნუ სულელობ რაღაცას! რა გელის და, დიდი, ბედნიერი და ლამაზი ოჯახი! - კაპასა ბავშვივით მიცხადებს ის.
- იმედია! - ისევ ვორჭოფობ მე.
- გვანცა, დედას გეფიცები, თუ დროზე არ გამასწრებ ჩემი ხელით მოგკლავ, ასეთი ურწმუნო რა ხარ?! - სიცილით მემუქრება.
- წავედი, წავედი, თორემ დავრჩი უდიპლომო მზარეულად!
- საღამოს დიპლომით გელოდები იცოდე!- კარებში გასვლისას მესმის მისი სიტყვები.
გამოცდა უკვე დაწყებული მხვდება, თუმცა ლექტორი ჩემს მუდმივ დაგვიანებებს შეგუებული, არც გამოცდაზე დაგვიანებას იმჩნევს. ფართხა-ფურთხით ვიღებ წინსაფარსა და მარჟეტებს და ჩემთვის განკუთვნილ მაგიდასთან ვდგები. არ ვიცი შეიძლება აქაც ჩემი განწყობა მეხმარება, აშკარად ბევრად მარტივად ვასრულებ დავალებებს, ყურებში ყურსასმენებ გარჭობილს, საყვარელი მელოდია ჩემესმის და მუსიკის ტემპს აყოლილი მოთმინებით ველოდები ღუმელიდან მომზადებული კერძების გამოღებას. შედეგი ბევრად უკეთესია, ვიდრე ველოდი. ლექტორის შეფასებით: - თითქმის იდეალური! თუმცა იდეალური უბრალოდ არ არსებობს.
- პირველად ვნახე, ასე ცეკვა-ცეკვით გამოცდის ჩაბარება! - იღიმება პედაგოგი - ყოჩაღ, გვანცა, ყოჩაღ!
- მადლობთ!... - ჩვეულებისამებრ ისევ ვწითლდები.
სწორედ ამ დროს სანდროს მესიჯიც მომდის: - გარეთ გელოდები!
კმაყოფილი სასწავლებლიდან გამოვდივარ, თვალებს ვაცეცებ და Z4-თან მდგომსაც ვამჩევ. ამდენი სტუდენტების ფონზეც კი გამოარჩევ, გული გამალებით მიცემს და თითქმის მივრბივარ, ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები:
- აბა, რა ვქენით?! - ძლიერი ხელებით მეხვევა და მკერდში მიხუტებს.
- ერთ კვირაში მოდი და დიპლომი წაიღეო! - საკუთარი თავით კმაყოფილი ვუცხადებ.
- ანუ, გასათხოვრად მზად ხარ, ქმარს შიმშილით არ მოკლავ ხომ?! - მისი ჩვეული ირონიული გამომეტყველებით კითხულობს ის.
- ერთი რამ მაინც არ მასწავლეს, წიწაკას და მარილს ვერ ვარჩევ!
- ჩემი მწარე გოგო! - ირონიულად იცინის ის. ხმაურით ვკოცნი ლოყაზე და ავტომობილში ვჯდები.
არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მისი მოქმედებები ნაძალადევია, თითქოს ღიმილსა და ჩვეულ ირონიაში საკუთარი განწყობის დამალვას ცდილობს.
- მოხდა რამე?! - ცნობისმოყვარედ ვკითხულობ.
- ცოტა, მძიმე დღე მქონდა, ეგაა და ეგ... ზურა უკვე გაფრთხილებულია, ბიჭებს მე ველაპარაკე, გიორგისაც... ანიტას და კაკის შეეხმიანე და რვა საათისთვის ჩვენთან ველოდები, „თეთრ სახლში“. - უკანასკნელ სიტყვას მახვილით ამბობს და გმომცდელად მიმზერს.
შეუძლებელია ამას ვერ ითვალისწინებდეს, კარგად იცოდა, მამამისთან ზედმეტად სიტუაციის დაძაბვას როგორ ვერიდებოდი, ჩემი დაბადების დღის შემდეგ „თეთრ სახლში“ სამეგობროს შეკრება არც მოგვიწყვია, ყოველთვის სხვაგან ვიკრიბებოდით, ხან ქალაქგარეთ გავდიოდით, ხან მცხეთაში მივდიოდით. ეხლა კი...
- იქნებ, სადმე სხვაგან აღგვენიშნა? - იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩვენი შეკრების შესახებ ვაჟაც გაიგებს ტანში მცრის.
- არა, ამჯერად არა! - ისეთი ტონით მეუბნება, რომ შეწინააღმდეგებას ვერ ვბედავ - ჩემებს უკვე ველაპარაკე, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ჩვენი ამბავი იცოდა, მსუბუქად რომ ვთქვა, დიდად აღტაცებულები არ დარჩენილა. მაგრამ, უნდა დაინახონ რომ ერთმანეთთან დამოკიდებულება გვაქვს, ნელ-ნელა უნდა შეგეჩვიონ, მათთან კუკუ-მალობანას თამაშს არ ვაპირებ!. - გამოგვივა, ერთად ყველაფერი გამოგვივა! - მარჯვენა ხელზე გამამხნევებლად მიჭერს თითებს სანდრო.
- იმედია! - თავს მხარზე ვადებ და ვცდილობ ჩვენი ოჯახი წარმოვიდგინო. ჩემი და მისი... მხოლოდ ჩვენ ორნი....
საღამოს რვა საათისთვის ვიკრიბებით „თეთრ სახლში“, ჩვენთვის დაჯავშნილი მაგიდა უკვე გაწყობილია, როგორც ყოველთვის ზურას უყოჩაღია.
რა გითხრათ? როგორ მოგიყვეთ იმ ემოციებზე, რაც ჩვენმა მეგობრებმა ჩვენი გადაწყვეტილების გაგების დროს გამოხატეს? გიორგი დამუნჯდა, მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა, რომ უნდა ჩამხუტებოდა და მოელოცა.
- ვაა,. ტო...დავიბენი, ხომ ვიცოდი, რომ უყვარდი, მაგრამ ასე მალე არ ველოდი, ნამდვილად არ ველოდი!...
- რაღა მალე?! გამიშრო სისხლი, წელიწადზე მეტია ველოდი... - იცინოდა სანდრო.
ტყუპები როგორც ყოველთვის სინქრონში საუბრობდნენ. შოთის სიმკაცრე სადღაც გამქრალიყო: - ეე, გაგძლო? აი ქალი შენ ყოფილხარ ! - ორივენი მეხუტებოდნე და გულში მიკრავდნენ - როგორც იქნა, გვაღირსეთ, როგორც იქნა!
- რა გულმა მოგითმინა, დილით როგორ არ მითხარი?! - მოლოცვას საყვედურებიც მოაყოლა კაკიმ- შენც იცოდი ხომ?! - ეჭვით გადახედა უწყინარი სახით მდგომ ანიტას. ის კი ისე მიამიტურად აფახუნებდა თვალებს, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა რის გამო საყვედურობდა.
კაკის პატარა ბავშვივით განაწყენებული სახის დანახვაზე, სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- ეეე, კარგი რა, ტო... - როგორც ყოველთვის ამჯერადაც, აუდგილო ადგილას გაჩხირა ჟარგონი - რომ ჰკითხო, ბავშვობის მეგობარი ვარ და მეც კი არ მითხრა!... - ამჯერად გიორგი დადგა წუწუნის ხასიათზე.
- როგორც ვხედავ, არც უნდა გამემხილა, მოხვიდოდით პირდაპირ ქორწილში...
- არ მეტყოდი და!... - თვალებს მუქარით მიბრიალებს გიო.
- ჰა, ეხლა ასეთები არ იყოს, ძლივს რძალს ვეღირსეთ, ასე იოლად ვერ დაგაჩაგვრინებთ! - აქეთ იმით დაცვასავით ამომიდგნენ ტყუპები.
- აი ეს მესმის! - სიცილით გამოვდე ხელკავი ძმებს.
- გაგვყიდე ხომ?! ხომ გეუბნებოდით მოღალატეა მეთქი?! - ეშმაკურად გადახედა გიორგიმ კაკის და ანიტას - იმენნა თხებივით გაგვყიდა!...
- ჩემი ბუტია ბიჭი... - თბილად ვეხუტები გიოს.
- აი, ასე...გახსოვდეს რომ ჯერ მე ვარ და შემდეგ თვითმარქვია ძმაკაცები! - ბღვერით გახედა ტყუპებს.
- სულელი ხარ, დედას გეფიცები, მთლად ნორმალური არ ხარ! - გულიანად ვიცინოდი მე.
- როგორც ვხედავ, შენი მეგობრებისგან შტურმით თუ წამოგიყვან, ისე არ დაგთმობენ... - წინ ჩამოყრილი თმები ყურთან გადამიწია სანდრომ და ოდნავ შემეხო ყვრიმალზე.
- შტურმის გარეშეც ვუშვებ!... კაპიტულაციას ვაცხადებ! - როგორც ყოველთვის იკრიჭება გიო.
- არ გინდა ვიცეკვოთ?! - ჩემს თანხმობას აღარც ელოდება, ან რად უნდა სიტყვები, უკვე კისერზე ვხვევ მკლავებს. ძლიერი ხელებით მკერდზე მიხუტებს. საპასუხოდ მთელი სხეულით ვეკვრი, მისი სურნელით, მისით ვივსები - მიყვარხარ! - გრძნობებით მთვრალს მეჩურჩულება, სხეულში ცხელი სითბო მივლის, პულსი ისევ მიჩქარდება, თავს ვერ ვიკავებ, მფეთქავ არტერიაზე ვკოცნი.
- ეს კოცნა, მიყვარხარს ნიშნავს?! - ღიმილით მიყურებს ის.
- ეს კოცნა სიგიჟემდეს ნიშნავს! - ბედნიერი ვუღიმი.
- მართალია ჟღურტულის დროს უნდა შემოგეჭრათ, მაგრამ ჩემ შვილთან საქმე მაქვს! - დაბნეული მოვბრუნდი. სანდრო დაძაბული მისჩერებოდა დარბაზში შემოსულ შუა ხნის, ალბათ, ორმოცდაათ წლამდე, ან იქნებ ცოტა მეტისაც (იმდენად მოვლილი ქალი იყო, ცოტა რთული გამოსაცნობი გახლდათ მისი ასაკი) ქალს, რომელიც რაღაცნაირი დაყენებული მანერით, გაურკვეველი მედიდურობით მიმზერდა, თითქოს თვალებით ჩემს განადგურებას ცდილობდა.
- ესაა ის გომბიო?! - რატომღაც ზიზღით შემომხედა მან.
- გომბიო კი არა, გვანცა, დედა! - ღრენით ეუბნება სანდრო.
ქალს თითქოს არც ესმის, ისე აგრძელებს: - შენ მიპირებ რძლობას? ხვდები მაინც ვის ედრები?
- უკაცრავად ქალბატონო, მე არც კი გიცნობთ... - ხმა მებზარება, ცოტაც და ალბათ, ავტირდები.
- მომისმინე, გოგონი, კარგად დაფიქრდი, იცოდე შენი ადგილი, ახალკაცების რძლობას ვერ ეღირსები, არასოდეს მოგცემ უფლებას!...
- დედა ზედმეტი მოგდის, - უცერემონიოდ აწყვეტიებს სანდრო - სკანდალის მოსაწყობად მოხვედი? თავს მაინც ეცი პატივი, იქნებ დაგვტოვო?
- ზედმეტი დედაშენს კი არა, შენ მოგდის! - ვაჟას ხმის გაგონებაზე შეშინებული ვხტები - ხომ არ გავიწყდება სად ხარ? შენ? - ამჯერად მე მომმართა უფროსმა ახალკაცმა - ზედმეტს ხომ არ იღებ საკითარ თავზე, პატარა ქალბატონო? გასაგებია, გაერთე, არაჩვეულებრივია, არავინ გიშლის, მაგრამ ცოლად?!
ამის მოსმენა უკვე აღარ შემიძლია, მინდა დარბაზიდან გავიდე, მაგრამ სანდრო ხელს მარწუხივით მიჭერს, ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევს.
- ამ საკითხის აქ განხილვას არ ვაპირებ! სახლში მოვალ და იქ ვისაუბროთ! - კბილებში ცრის ის.
- სახლში? შენ მითითებ სად უნდა ვილაპარაკოთ? უკაცრავად მიღების საათები თუ არ გაქვს, ვისი გერიდება შენი ძმაკაცების, თუ ამ ხროვის პირდაღებულები რომ შემოგცქერიან?! - შხამის ფრქვევას არ ასრულებს ქალი.
- ხროვაში ჩვენ გვიგულისხმა?! - აპილპილებულ ანიტას ვანიშნებ გაჩუმდეს, საბედნიეროდ კაკი დროულად ასწრებს მის დარბაზიდან გაყვანას. გიორგის თავი აქვს ჩარგული. ვხედავ ნერვებისგან როგორ ცახცახებს, თვალებში მიმზერს, თითქოს იქ უნდა დაინახოს როგორ მოიქცეს, ნებართვას ელის, ნიშანს, რომ ჩაერიოს, უარის ნიშნად თავს ვაქნევ, ჩემი ქცევით აშკარად უკმაყოფილო, დგება და ისიც კაკისა და ანიტასთან გადის.
- მანანა დეიდა, ძალიან გთხოვთ, იქნებ სხვაგან ისაუბროთ, უხერხულია, ხალხი გიყურებთ!...- ტაქტიანად ცდილობს იკა ქალის გაჩუმებას.
- ხალხი? ხალხი ამ ორის ბღლაზუნს რომ უყურებდა ეგ შეურაწყოფა არ იყო?! - იერიშით ამჯერად ტყუპებზე იწევს ქალი - თუმცა თქვენ რაზე უნდა გელაპარაკოთ? მისი ჭკუისები ხართ, თქვან რა ძმაკაცები ხართ?! როცა მეგობარი შეცდომას უშვებს არ უნდა უთხრათ, სწორი გზა არ უნდა დაანახოთ?
- საკმარისია დედა! - ხმას უწევს სანდრო.
- ეგ სიტყვები საკუთარ თავს უთხარი. საკმარისია! ერთია გართობა და მეორე ცოლად მოყვანა, როდის იყო ბოზებს ცოლად ირთავდნენ?! - ზიზღით მიყურებს ვაჟა.
- მამა სიტყვები აკონტროლე! - სიბრაზისგან კანკალებს სანდრო.
- რა ბრძანეთ ბატონო ვაჟა? რა მიწოდეთ? - მისი სიტყვები აშკარად უკანასკნელი წვეთია, ამდენი ხნის ნაგროვები მოთმინება ერთბაშად ქრება.
- რა ვბრძანე? ის ჩემო ძვირფასო, რომ შენისთანებზე არ ქორწინდებიან, მხოლოდ ერთობიან!...
უკვე აღარავინ და არაფერი აღარ მახსოვს, არც ის რომ წინ მომავალი მეუღლის მამა მიდგას, ინსტინქტურად ხელს ვიქნევ და სილას ვურტყამ. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, უფროს ახალკაცს მარცხენა ლოყაზე გვანცა დავითურის ხელის ანაბეჭდი დააჩნდა. დარტყმისგან მტევანი მტკივა, მაგრამ მერწმუნეთ ეს ტკივილი არაფერია, ვაჟას სიტყვებით მოყენებულ ტკივილთან შედარებით.
- ოხ, მე შენი....- ჩემზე იწევს ვაჟა.
- საკმარისია! - წინ მეფარება სანდრო.
ქალბატონმა მანანამაც კი შეწყვიტა სისინი, გაფართოებული თვალებით მიმზერს ხან მე, ხან ერთმანეთზე აჯაგრულ ქმარ-შვილს.
- ეს გიჟი გინდა ცოლად?! შეხედე რა თვალებით გვიყურებს, ჯერ ოჯახშიც კი არ შემოსულა და მამა - შვილი ერთმანეთს დაგატაკათ!...
- მე ვაჟა ახალკაცი არ ვიყო, თუ არ გაგანადგურო, ფორთხვას დაიწყებ, ისე შემევედრები პატიებას! - თითს მიქნევს ის.
- დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, ბატონო ვაჟა! - უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებ.
- ამას უყურე, კიდევ რამხელა გული აქვს?! ჩემთან ცხოვრობ, ჩემთან მუშაობ! ხვალიდან შენი ფეხი არ იყოს აქ... გესმის, ზურა?! ხვალიდან ამისი ფეხი არ იყოს აქ! - იქვე მდგომ ზურას თვალების ბრიალით ეუბნება.
- დღეიდან, ბატონო ვაჟა, დღეიდან! - ნათქვამს ვუსწორებ და დარბაზიდან მოვრბივარ. აღარ ვუსმენ უკან დადევნებულ სანდროს, აღარ ვუსმენ მეგობრებს, ზუსტად ვიცი, აქედან უნდა წავიდე, რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება სწრაფად.
ვიცი რომ სანდროც ელოდა, ადრე თუ გვიან რომ ასე მოხდებოდა, გულის სიღრმეში მეც ხომ ვიცოდი, რომ მისი მშობლები ასე იოლად არ მიმიღებდენ, მაგრამ მაინც მტკივა, მაკანკალებს, ვგრძნობ ნერვიულობისგან როგორ მიოფლიანდება ხელის გულები.
- „უკვე იწყება? არ შეიძლებოდა ეს დღე მშვიდად გამეტარებინა?“- საკუთარ თავს მერამდენედ ვეკითხებოდი. თუმცა ხმამაღლა გაპროტესტებას ვერ ვბედავდი, ყველაფერს მივცემდი ოღონდ დღეს ეს შეკრება არ ყოფილიყო, ოღონდ ვაჟას თვალების ბრიალი არ დამენახა.
ჯებირზე დაყრდნობილი ტკვარს გავცქერი, ვტირი, ვტირი და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
- ხომ არ გადაიფიქრე?! - ისევ სანდროს კითხვას გამომიყვანა ფიქრებიდან.
- წესით, შენ უნდა გადაიფიქრო! - სიტყვებს ოხვრას ვაყოლებ მე.
- გვანცა, ნუ ბავშვობ, შენს დათმობას არ ვაპირებ, ადრე თუ გვიან, მიგიღებენ! თუ არ მიგიღებენ არც ეგ იქნება პრობლემა, მთავარია არ შეშინდე! მთავარია არ მიმატოვო!
- ალბთ, მოვკვდები... ვიცი, უშენოდ ვერ გავძლებ! - თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მსდის.
- უჩემოდ ყოფნა არც მოგიწევს! სულელო შენ, გგონია ასე იოლად მომიშორებ?! - ჩვეულებისამებ აჩეჩილ თმას ისევ მიჩეჩს და გულში მიკრავს.
- მპირდები?! - ხმა მიკანკალებს მე.
- გპირდები! - მტკიცედ მპასუხობს და თავზე მკოცნის. გული მწყდება, მის მსგავსად ოპტიმისტურად ფიქრი რომ არ შემიძლია, გული მტკივა და ტკივილის ჩასახშობად, საკუთარი თავმოყვარეობის დასავიწყებლად ვეხვევი, ვეკვრი, მის გულისცემას ვუსმენ და ვცდილობ დავივიწყო ყველა და ყველაფერი, დავრჩეთ მხოლოდ ორნი, მე და სანდრო.

ოცდამეერთე თავი
მეგობრებთან ერთად ვიდექით სანაპიროზე, ხმას ვერ იღებდნენ, ჩუმად გვიმზერდნენ, ორივეს, იქნებ გვამტყუნებდნენ? იქნებ მხდალსაც მიწოდებდნენ, მაგრამ ხმამაღლა არც ერთი ამბობდა.
- რას ფიქრობთ? როგორ მოვიქცეთ? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია გიორგიმ.
- იმედია ნომერში შესვლის უფლებას მომცემენ, ბარგს ჩავალაგებ და... - ირონიულად მეღიმება მე.
- ხომ იცი, ჩემი და ხარ, ჩემთან თუ წამოხვალ!...
- გმადლობ, გიო!...- ჩემს ნაცვლად პასუხს სანდრო უბრუნებს -გაქცევა გამოსავალი არაა, საკუთარი პრობლემები ერთად უნდა მოვაგვაროთ!
- კი, მაგრამ, შენთან ხომ არ წამოვა?! შენები ორმაგად არ გაღიზიანდებიან?! - ანიტა შეძლებისდაგვარად კორექტულად სვამს კითხვას - იქნებ ჩვენთან?!...
- როგორმე საყვარელი ადამიანის დაცვას მოვახერხებ! - ისეთი ტონით ამბობს სანდრო, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უქრება ანიტას.
- ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ დიდი ხნით შენთან დარჩენას არ ვაპირებ, სულ რამოდენიმე დღით, ვიდრე საცხოვრებელს ვიშოვი!... - საკუთარი თავის მეც კი მიკვირს იმდენად მტკიცედ ჟღერს ჩემი ხმა.
- რას ჰქვია რამდენიმე დღით? მართალია ასე არ ვგეგმავდით, მაგრამ დღეიდან ჩემი ცოლი ხარ, მე რე რა, რომ ქორწინების გარეშე?!. მალე ისედაც ყველაფერს მის სახელს დავარქმევთ! - განაწყენებული მიყურებს სანდრო.
- სახელს?! - ტკივილით მეღიმება მე - სახელი უკვე დამარქვეს, „გასართობი გოგო“!
- ნერვებზე ნუ მოქმედებ!.. ნუ მახვეწნინებ, უბრალოდ დამიჯერე! ადრე თუ გვიან მოუწევთ შეგუება, მოუწევთ, თუ ჩემთან ყოფნა უნდათ, თუ არა და..
- ისეთ სიტყვებს ნუ იტყვი, შემდეგ სანანებელი გაგიხდეს! ჩემები დღემდე მენატრებიან, გესმის?! ის ქალი ჩემი დედაც კი არაა, მაგრამ ყოველი უმისოდ გატარებული დღე მკლავს, შენ არც კი იცი რა არის მშობლის მონატრება!... - ცრემლებს ვერ ვიკავებ, იმის წარმოდგენაზეც კი რომ შეიძლება შემიძულოს, რომ ერთ დღეს მშობლებთან დაპირისპირებაში დამადანაშაულებს.
- დამშვიდდი გთხოვ, მანანასთვის იდეალური ქალი არ არსებობს, მისი მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. არ ვაპირებ მათი ხუშტურების გამო შენს დაკარგვას, არ ვაპირებ! - იმდენად ძლიერად მიჭერს ხელებს, რომ ძვლებიც კი მტკივა.
- შემდეგ რა იქნება? ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ გვიქციონ, მაშინაც გეყვარები?!
- ეტყობა შენგან ბევრს ველოდი, ასე უცებ შეშინდი?! - რატომღაც იმედგაცრულებული მიმზერს და გული მტკივა. ნუთი ასე არაადეკვატურად ჟღერს ჩემი სიტყვები?
- ხვდები, რომ შენით ამბობ უარს?- სანდროზე არანაკლებ გაღიზიანებული მეკითხება გიორგი.
- უარს?! - ამის გააზრებაზეც კი შიში მიპყრობს - უარს? ოცნებაზე უარს არ ამბობენ! - ვატყობ, რომ ცოტაც და პანიკაში ჩავვარდები - სანდრო, დედას გეფიცები სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, უშენოდ ვერ გავძლებ, რომც მთხოვო წასვლა, ვერ შევძლებ. მაგრამ მეშინია, იმის მეშინია, რომ შემიძულებ, რომ ერთ დღეს მშობლებთან დაპირისპირების გამო მისაყვედურებ!... - ცრემლების ყლაპვით ვეხუტები მას.
- მოკლედ, პრობლება მოხსნილია, გვანცას ბარგს ვალაგებთ და ჰერი-ჰერი სანდროსთან! - როგორც ყოველთვის ხალისიანია ირაკლი - ისე, რავარი ჩაგვიტარა მანანამ? ვერ დააქორწინა შვილი ერთ დღეში?
- სულ ღლაბუცის ხასიათზე როგორ ხარ?! - თავში წამოარტყა შოთიმ ტყუპის ცალს.
- ეეე, ცოტა ნელა, შე ჩემა, მეტკინა! - ხელით თავს იზელს ირაკლი.
- თავის ტკივილი შემდეგ ნახე, დედაჩემმა თუ გაგიგო, მაყრულის სიმღერით რომ მოგვყვებოდი მეფე- პატარძალს! - თვალი ჩაუკრა სანდრომ.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გეტყვით, იმ ღამით სანდროსთან გადავბარგდი. მიუხედევად დღევანდელი ინციდენტისა, სანდროსთან ჩემს გადაბარგებას რესტორანში შეწყვეტილი ქეიფის გაგრძელება მოჰყვა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მანანასა და მომხდარ ინციდენტზე მხოლოდ მე ვდარდობდი. გაოცებული ვუმზერდი ბიჭებს, ვერ ვხვდებოდი ამ სიტუაციაში, როგორ ახერხებენ ასეთ განწყობაზე ყოფნას, იქნებ მე აღვიქვამ ყველაფერს მძაფრად და დრამატიზირებულად?
- დარწმუნებული ხარ, რომ გაუძლებ? - სამზარეულოში შესულს ეჭვით მეკითხება ანიტა.
- არ ვიცი, მაგრამ... იცი ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, უბრალოდ სანდრო იმდენად ჩემია, რომ... სხვაგვარად არ შემიძლია, მასთან ყოფნის სანაცვლოდ გადასახდელი ხარკი, თუ მისი მშობლების ატანაა, გავუძლებ, მოვითმენ. იქნებ დროთა განმავლობაში....
- მეოცნებე ხარ, ასეთი ადამიანები არ იცვლებიან, ცხოვრებას გაგიმწარებენ!
- არ გინდა, გთხოვ, ისედაც მეშინია, შენ მაინც ნუ დამიმატებ. მიყვარს, იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ჩემი სამყაროა. იქნებ არც არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ... - ამის წარმოდგენაზეც კი ხმა მებზარება მე.
- ჩვენი წასვლის დროა! - სამზარეულოში გიორგი და კაკი შემოდიან.
- სანდრო კარგი ბიჭია, ვიცი პირობას შეასრულებს, არაფერს გაგიჭირვებს, მაგრამ, იცოდე, ჩვენც შენთან ვართ. გავჩუმდებით, მოვითმენთ, ხმას არ ამოვიღებთ, თუ გვეცოდინება რომ ბედნიერი ხარ. შენს გამო იმ ჯოჯო ქალსაც კი ვაპატიებ დღევანდელ სიტყვებს, მაგრამ თუ კიდევ გაწყენინებს, გეფიცები...- გულში მიკრავს ნასვამი გიორგი.
- არ გინდა! - ტუჩებზე ხელს ვაფარებ - ბედნიერი ვიქნები... მაგ ადამიანებს უბრალოდ დავივიწყებ, სანდროს გამო დავივიწყებ! - ტყუპებთან ჩახუტებულ მომღელ სანდროს ვუმზერ მე.
- ხომ იცი, შენთან ვართ?! - კაკი თვალებში მიმზერს.
- იმედია დახმარება არ დამჭირდება! - ოდნავ შესამჩნევად მეღიმება მე.
მეგობრებს ვაცილებ, კიდევ ერთხელ ვეხვევით ერთმანეთს და მეც მოქეიფე სანდროს და ტყუპებს ვუერთდები.
თუმცა არსებობდა ერთი, მაგრამ... რამდენად ძლიერადაც არ უნდა გვდომოდა თავის მოჩვენება, რომ ახალკაცების აზრი ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა, ოჯახში დაძაბულობა მაინც იგრძნობა. დილა-საღამოს წამალივით მქონდა გამოწერილი მანანას კივილ-წივილის მოსმენა, რასაც მისი და სანდროს შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა.
იცით, შეიძლება ჩამთვალოთ, რომ მთლად ნორმალური არ ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში მანანა მეცოდებოდა, ვერც კი ამჩვევდა, მისი გამოხტომებით ყოველდღიურად როგორ შორდებოდა შვილს. მე? ერთად-ერთი რაც მოვახერხე ის იყო, რომ მათი იგნორი ვისწავლე.
თავიდან არსებული ილუზია, რომ ადრე-თუ გვიან მათი გულის მოგებას შევძლებდი, რათქმა უნდა გაქრა. ამ ადამიანებისგან იმდენი უსამართლო რეპლიკა მესმოდა, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი ჩემზე კი არა, ვიღაც სრულიად უცხო ადამიანზე საუბრობდნენ. პირდაპირი გაგებით ვძულდი, ეს არ იყო გაფორმებული და შელამაზებული ფრაზა, სხვა ახსნას ვერ მოვუძებნიდი. იქნებ ვაჟასთან კიდევ მომეხერხებინა რაღაც დონემდე დისტანციის დაცვა, თუნდაც ფორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ მანანასთან ეს ნამდვილად გამორიცხული იყო. ამ ქალთან ნებისმიერი შეხვედრა კივილ-წივილით სრულდებოდა. შემდეგ ისევ მე ვიყავი დამნაშავე და მათი ოჯახის სიმშვიდის დამრღვევი.
- ოღონდ შენ არ აჰყვე და მათ შემოტევებს მე მოვიგერიებ! - მპირდებოდა და დანაპირებს ასრულებდა კიდევაც სანდრო.
ნელ-ნელა ვისწავლე მათი არ შემჩნევა, იგნორი. ვისმენდი როგორ მავსებდნენ რეპლიკებით, ვიყავი წურბელა, მუქთახორა, თქვენ წარმოიდგინეთ მკითხავებთანაც კი დავდიოდი და ჯადოებსაც ვაკეთებდი. უცნაური ის იყო, რომ მანანას მსგავს ვითომ ცივილიზებულსა და გაპრანჭულ არსებას ასეთი სისულელეების სწამდა.
თავი ისე მეჭირა თითქოს მათი სიტყვები მე არ მეხებოდა და სრულიად უცხო ადამიანზე საუბრობდნენ. ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა ოჯახში ასეთი ურთიერთობები, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი უბრალოდ ვერ ვნახე. რადგან მე აღარ ვგიჟდებოდი და კამათშიც აღარ ვყვებოდი, სანდროც დამშვიდდა, რაც არ უნდა ეთქვათ ყველაფერზე თავს უქნევდა, თუმცა რეალურად საწინააღმდეგოს აკეთებდა. თითქოს მაგალითი ჩემგან აიღო, ამ სტრატეგიამ შედარებით გაამართლა.
ნელ-ნელა მანანამაც უკლო ყოველ დღიურ ვიზიტებს, კვირაში ერთხელ შემოივლიდა, აგრესიისგან დაიცლებოდა და წავიდოდა, ამ დროსაც სახლიდან გასვლას და მასთან შეხვედრისგან თავის არიდებას ვცდილობდი.
რაც შეეხება სამსახურს, როგორც დიპლომიან მზარეულს, ჩემმა ლექტორმა რეკომენდაცია გამიწია და ერთ-ერთ რესტორანში შეფ-მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ახალ სამსახურში ბევრად უკეთეს ანაზღაურებასაც ვიღებდი და უფრო მეტი თავისუფალი დროც მრჩებოდა. ნინა მიხაილოვნამაც ანსამბლში გადამიყვანა და თქვენ წარმოიდგინეთ ანაზღაურებაც დამინიშნა. ორივე სამსახურიდან იმხელა შემოსავალი მქონდა, რომ ჩემი ხარჯებისთვის ნამდვილად მყოფნიდა.
სანდრო? სანდროს მთავარ იდეა ფიქსად საქმის სწრაფად გახსნა ექცა. ნელ-ნელა დრო გადიოდა, ჩვენი თანაცხოვრების ოთხი თვე თვალსა და ხელს შუა გაგვექცა, უნდა აღვიშნო, რომ ახალკაცების უარყოფითი დამოკიდებულება თითქოს სტიმულად გვექცა, იმის შიშმა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ერთმანეთი დაგვეკარგა, ერთმანეთის მიმართ უფრო ფაქიზები გაგვხადა, უფრო ყურადღებიანები, უფრო რომანტიულები, არც კი ვიცოდი ეს თვისება სანდროს თუ ჰქონდა, თითქოს ასე ცდილობდა მისი მშობლების ცივი დამოკიდებულების კომპენსირებას. ლტოლვა, გრძნობა რომელსაც ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით დღითიდღე მატულობდა, სულ ერთმანეთის ძებნაში ვიყავით. აქამდე თუ იმას ვფიქრობდი ჩემი ყურადღებით ზედმეტად არ შემეწუხებინა, ახლა პირიქით სანდრო მსაყვედურობდა ნახევარ საათში ერთხელ თუ არ დავრეკავდი. მეგობრები ხუმრობით გვსაყვედურობდნენ: - დაოჯახებული ვინ არ ყოფილა, მაგრამ ასე უერთმანეთოდ წუთი ვერ ძლებდნენ, ასეთი არაფერი გაგვიგიაო!
თავიდან მეხამუშებოდა როცა ოჯახად მოგვიხენიებდნენ, მაგრამ თანდათან შევეჩვიეთ, დიახ, შეიძლება იდეალური არა, მაგრამ მაინც პატარა ოჯახი ვიყავით.
ამ სიტუაციაშიც თუ შეიძლებოდა სარგებლის ნახვა რას წარმოვიდგენდი, მაგრამ აშკარად ასე დაგვემართა, „ზოგი ჭირი მარგებელიაო!“- სწორედ ჩვენზე იყო ნათქვამი.
მანანა საკმაოდ იშვიათად მოდიოდა, ვაჟა ჩემს არსებობას საერთოდ არ იმჩნევდა, ეს დიდად არც მაღელვებდა, პირიქით რაც უფრო შორს იქნებოდნენ ჩემგან მეც ეს მინდოდა.
იმ დღესაც ჩვეულებისამებრ ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი. თავს რატომღაც უჩვეულოდ სუსტად ვგრძნობდი, ვიცოდი სანდროს სამსახურში საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, რამდენიმე დღე ჩემთვის ვერ მოიცლიდა, ამიტომ მასთან დარეკვა არც მიფიქრია, თან მისი შეშინებაც არ მინდოდა. სამსახურში წასვლამდე სახლში შევლა და დასვენება გადავწყვიტე.
თითქოს ჯინაზე ლიფრი არ მუშაობს, სვენებ-სვენებით კიბეებს ფეხით მივუყვები, მეშვიდე სართულზე ასვლა სულაც არ ყოფილა სახუმარო. რამოდენიმეჯერ თაბვრუც დამეხვა, სახლამდე ძლივს ავაღწიე და როგორც იქნა შევედი.
მოულოდნელობისგან ადგლზე გავშეშდი, როცა სანდროს ხმა გავიგონე:
- ამ სისულელის გამო მომიყვანე? მეგონა მართლა საქმე გქონდა, მართლა ცუდად იყავი, ფიქრობ მაინც რას აკეთებ? საერთოდ არ გეცოდები?
- მომისმინე, შვილო, დაგაბრმავა, მაგ გოგოს გარდა ვერავის ხედავ, ან როგორ ნახავ, როცა ყველგან ეგ ქუჩის ქალი გახლავს...
- დედა, დაფიქრდი რას ლაპარაკობ, გვანცა ჩემი ცოლია, გესმის ცოლი? როგორც დედა ხარ ერთი, ისე ისაა შეუცვლელი!
- ცოლი? რამდენ ქალთანაც გაივლი ყველა ცოლი ხომ ვერ იქნება? ახალგაზრდა ხარ, შეცდომა ვის არ მოსვლია, არც კი იცი რა გოგოა, ისეთი ოჯახის შვილი, განათლებული, ლამაზი...
- არ მაინტერესებს მეთქი ადამიანო, რამდენჯერ გითხრა?!
- სანდრო დამიჯერე, ბავშვობიდან უყვარხარ, ხომ იცი როგორ გვინდოდა თქვენი ერთად ყოფნა, როგორც იქნა დაბრუნდა... - ყურებს არ ვუჯერებ, მანანა მაჭანკლობს - ამდენი წლებია არ გინახავს, ხვალ აპირებენ მოსვლას, გთხოვ, უარს ნუ მეტყვი...
-კარგი, უზრდელობაში რომ არ ჩამომართვათ, მოვალთ მე და გვანცა...
- გაგიჟდი? მაგ ქალის ფეხი არ იქნება ჩემს ოჯახში! - გაკაპასებული გაჰკივის მანანა.
- კეთილი, იყოს შენებურად, მაშინ არ მოვალთ!
- სანდრო, მომისმინე, აშკარად ვერ გაგებინებ... - ვხვდები ქალი პოზიციის დათმობას არ აპირებს და სამზარეულოში მოკამათეებთან შევდივარ.
- გამარჯობათ! - მანანას აპილპილებულ სახეს არ ვიმჩნევ, ცივ წყალს ვისხამ ჭიქაში და სანდროს ვუდგები გვერდით.
- ასეთი ფერმკრთალი რატომ ხარ?! - შეშფოთებული მეკითხება სანდრო.
- გადავიღალე! - ღიმილს ვერ ვიკავებ მისი შეწუხებული სახის შემხედვარე. - არ მეგონა სახლში თუ დამხვდებოდი, ხომ მშვიდობაა? - თავს ისე ვიჭერ თითქოს მათი კამათი არ მომესმინოს.
- ცოტა ხნით შემოვირბინე, დასვენება არ გაწყენდა, იქნებ სამსახურში არც წახვიდე?! - აშკარად ვამჩნევ სანდროს სიტყვები, არ სიამოვნებს მანანას, სანდრო თვალებს უბრიალებს დედამისს.
- მე წავალ, იფიქრე რაც გითხარი! - ღრენით ეუბნება შვილს.
- რატომ ქალბატონო მანანა?! დარჩით, ყავას მოგიდუღებთ!... - მიამიტი ღიმილით ვთავაზობ.
- შენი ხელიდან მოწოდებული წამალიც კი არ მინდა!
- როგორც გნებავთ! - ორონიულად ვიჩეჩავ მხრებს.
მანანამ ერთი კი შემომიბღვირა, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, რეპლიკისგან თავი შეიკავა, სიტყვის უთქმელად ადგა და კარების ჯახუნით წავიდა.
გვერდულად გავხედე ჩუმად მყოფ სანდროს.
- არაფერს მეტყვი?- ზედმეტად აპილპილებული ვეკითხები სანდროს, რომელიც უარყოფის ნიშნად თავს იქნევს.
- შემთხვევით, დაქორწინების მოლოცვა ხომ არ მომიწევს? - ირონიულად ვეკითხები მე.
- გაიგონე?! - მისი კმაყოფილი ღიმილის დანახვაზე ნერვები მეშლება.
- დავიჯერო ასეთი სასაცილოა?! - არ მინდა, მაგრამ სიბრაზისგან ვცახცახებ მე.
- ეჭვიანობ? აღიარე ხომ ეჭვიანობ?!
- მე? ვისზე უნდა ვეჭვიანობდე, უცნობ ადამიანზე? - თვალებს ვარიდებ მე.
- რომ იცოდე როგორ მომენატრე, სულ რაღაც ორი საათი მაქვს თავისუფალი, შენ კი მანანას გამო მეჩხუბები! - თავს ისაწ....ბს ის, ხელებს მიშლის და ჩასახუტებლად მიხმობს.
- ორი საათი? - ეშმაკურად მეცინება - მეტი რა მინდა? - გულაჩუყებული ვეხვევი მონატრებულს.
მთელი სხეულით ვეკვრი, ვცდილობ მისი სურნელი დავიმახსოვრო, ბედნიერების სურნელი. მისი ცხელი ტუჩები ისევ მეხებიან მხრებზე, ხერხემლის თითოეულ მალაზე, თითებს ფრთხილად დააცურებს იარებზე და ჩემი ტკივილიც თანდათან უფერულდება. ალერსით დაღლილნი ერთმანეთის ცქერით ვტკბებით, არის მის მზერაში რაღაც ამოუცნობი, გაურკვეველი, ისეთი რაც მაბნევს, ისევ მაწითლებს.
- ერთხელაც, რომ არ გაწითლდე ალბათ მოვკვდები! - სიცილით მიკოცნის აჭარხლებულ სახეს.
მეშინია, გააზრებაც კი არ მინდა, რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი დასრულდება, გაქრება... ცახცახი მიტანს და მკერდს ცრემლებით ვულბობ.
- რამე გაწყენინე, გატკინე? - მისი შეშფოთებული სახის დანახვაზე სულელივით მეცინება - ვეღარ გავიგე, რა გჭირს?!
მაგრამ პასუხს მაინც ვერ ვცემ, უბრალოდ ვიღიმი, სახე ნელ-ნელა უნათდება:
- გიჟი ხარ, დედას გეფიცები, გიჟი!... - ძლიერად მიკრავს მკერდში.
მე კი მის სიტყვებზე ვფიქრობ, საკუთარი განწყობის ასეთი ცვალებადობა მაბნევს, თავში უცებ აზრი მომდის, საპირფარეშოში ფეხშიშველი გავრბივარ, უჯრაში ორსულობის ტესტი მეგულება, გაფართოებული თვალებით ვუმზერ ბაც წითელ ხაზებს. სანდრო დაძაბული მომჩერებია და...
მინდა ვიკივლო, ხმამაღლა ვიყვირო: - მართალია, გესმით მართალია, მე დედა გავხვდები!
თვალები ბედნიერებისგან მიციმციმებს, სიტყვის თქმა აღარც მჭირდება, ისედაც ხვდება და ისევ მოდის სრული ბედნიერების, სრული სისავსის შეგრძნება, ჩვენ ემოციებისგან გაგიჟებულები ერთმანეთს ვეხვევით, ვისღა ახსოვს მანანა და მისი შხამი. დიახ, ბედნიერი ვარ, უბედნიერესი.
ამ ცხოვრებაში ბევრი რამ გინდათ? მე არაფერი, ან ყველაფერი, გააჩნია რას დავარქმევთ სახელად და როგორ აღვიქვამთ მოვლენებს. ბედნიერებას ფერი არ აქვს, არც - სუნი, არც - გემო, კონკრეტულად ვერ იტყვი სად და რა დროს ხარ ბედნიერი, დაუკითხავად მოდის და დაუკითხავადვე მიდის. ვიღაცას ფული აბედნიერებს, ვიღაცას კარგი მანქანა, იქნებ სამკაულიც. მე?! ჩემთვის ბედნიერებას მხოლოდ ორი ადამიანის სახელი ჰქვია - სანდრო და ჯერ კიდევ არ დაბადებული შვილი. მათში მოქცეულა მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემს არსებაში გაუდგამს ფესვები. ალბათ, პირველად ვარ ასეთი სავსე, ასეთი შეუვალი, ასეთი თამამი და ასეთი ქალური. ერთმანეთს ჩახვეულები ვწევართ, ჯერ კიდევ გვიჭირს რამოდენიმე საათის წინ განცდილი სიხარულის ბოლომდე აღქმა.
კედელზე დაკიდებულ საათზე მაღვიძარა რეკავს და ადგომის დროს გვამცნობს. უკმაყოფილოდ შეჭმუხნილი სახით უმზერს მობილურის ეკრანს.
- შენი საათი წინაა! - უცხვად მატყუებს - ჯერ კიდევ გვაქვს დრო!
- უნდა ავდგეთ. სამსახურში გაგვიანდებათ, ბატონო სანდრო!
- რომ გავაცდინო, მოვიმიზეზო, ვითომ ცუდად ვარ?! - ზედმეტად მაცდურად ჟღერს მისი წინადადება, მაგრამ არ ვნებდები.
- რა მენაღვლება? მე საღამოს სმენა ვარ! ისე საინტერესოა, ცუდად გახდომას როგორ ახსნი?!... - ეშმაკურად ვეკითხები მას.
- ასეთი ბოროტი რომ ხარ, შენს უფროსებს ვეტყვი, სამსახურიდან გაგანთავსუფლონ!
- არა მგონია ხვეწნა დაგჭირდეს! - სიცილს ვეღარ ვიკავებ, როგორც იქნა ლოგინიდან ვდგები და იქვე მიგდებულ პლედს ვიხვევ ტანზე.
- რა დავაშავე, მსოფლიოში ყველაზე უჟმური არსება მე რატომ შემიყვარდა?!... - ხელოვნურად ნაწყენი სახით მეკითხება.
- სიყვარული ბრმაა, ჩემო სანდრო! - ტანის მაცდური რხევით აბაზანაში ვძვრები და სარკეში ასახულ საკუთარ ანარეკლს ვუმზერ. ბედნიერ, სახეგაბრწყინებული მწვანეთვალება ლამაზმანში ჩემთვის ნაცნობი გოგონას დანახვა მიჭირს.
სახლიდან ერთად გამვდიოვართ, სამსახურში თავად წაიყვანა:

- გვანც, უფროსები გააფრთხილე და ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, რესტორანში სამუშაოდ არ წახვიდე!
- რატომ?! - დაბნეული ვუმზერ მას.
- უბრალოდ, გთხოვ... შემდეგ მოგიყვები...
ზედმეტი კითხვებით აღარ ვაწუხებ, მაგრამ აზრებით მაინც მის სიტყვებს ვუტრიალებ.
- ფრთხილად ხომ იქნები?! - ხმა მიკანკალებს მღელვარებისგან.
- ვიქნები! - მარჯვენა ხელით ისევ ჩემს თითებს იქცევს მუჭში. ისევ კოცნის, თუმცა ხელს არ მიშვებს, ვგრძნობ, რომ ისიც დაძაბულია, მაგრამ არ მიმხელს. თვალები ცრემლებით მევსება, ზედმეტი კითხვებით ვეღარ ვაწუხებ, გულდაწყვეტილი ვუმზერ როგორ მიდის და ვრჩები მარტო საკუთარ განცდებთან.

ოცდამეორე თავი
სანდროს დანაბარებს ვასრულებ, ადმინისტრაციას იმ დღესვე ვაფრთხილებ, წინააღმდეგნი ნამდვილად არ არიან, უპრობლემოდ მანთავისუფლებენ. არა და, ცოდვა გამხელილი სჯობს, მიუხედავად გაფრთხილებისა, ცნობისმოყვარეობით ვკვდები, რატომ ამიკრძალა სანდრომ სამსახურში მისვლა?!.. სახლში დაბრუნებულს, საღამოს, გვიან, მირეკავს დირექტორი და მეუბნება, რომ მეორე დღეს განსაკუთრებით ძვირფას სტუმრებს ელოდებიან, შეფ-მზარეული ცუდადაა და აუცილებლად უნდა მივიდე. აი, წასვლის მიზეზიც გამიჩნდა, ბოლოსდაბოლოს უფროსს დავაბრალებ. უცნაურია, ნეტა რატომ ხდება ასე? რაც უფრო მიშლიან, მეტად მძაფრად მინდა აკრძალულის გაკეთება.
- დარბაზში ორი ბრონია, ერთი მარცხენა, ბოლო კუპე, სამ კაცზეა გაშლილი, სტუმრები საღამოს შვიდიდან რვა საათამდე მოვლენ, - კუთხის მაგიდისკენ მითითებს ადმინისტრატორი - მეორე ბრონი დარბაზში რომ მაგიდაა, ათ პერსონაზეა. - უკანასკნელ სიტყვას განსაკუთრებული მახვილით ამბობს - ისინიც ამავე პერიოდში შეიკრიბებიან. ეს მათი შერჩეული მენიუა...
ყურადღებით ვავლებ ჩამონათვალს თვალს.
- ეს ორი მაგიდაა განსაკუთრებული სტუმრები? - ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულიც კი ვრჩები, მათი მცირე რაოდენობის გამო.
- ჰო, რა ვიცი... კუპეში მსხდომები ზედმეტი ყურადღებით არ უნდა შეაწუხო, მამაკაცები იქნებიან, შეიძლება ერთი-ორი კაცი კიდევ დაიმატონ. ამიტომ კერძები მეტობით მოამზადე. ის ათი კი შედარებით პრეტენზიულები არიან, გამსაკუთრებით მანდილოსნები, ასე რომ წარმატებები...
- ხშირად გვსტუმრობენ?
- არა, რამდენადაც მე ვიცი, ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეა ოჯახით, ხომ იცი კონკურენცია, არ უნდა ჩავიჭრათ! - იკრიჭება ადმინისტრატორი. მისი სიტყვები მაფრთხობს, თითქოს ვხვდები მოსალოდნელი სტუმრების ვინაობას.
- აი, თურმე რატომ არ უნდა მოვსულიყავი! - თავს მოტყუებულად ვგრძნობ, გული ყელში მებჯინება. აშკარად მიქრება დარბაზში შესვლის სურვილი, აღარც ცნობისმოყვარეობა მაწუხებს - ესეც შენ, გაგაფრთხილეს, გითხრეს, არ გინდოდა მშვიდად ყოფნა?! ხოდა ინერვიულე! - გაცოფებული ვჯიჯღინებ.
მიუხედავად ჩემი ფორიაქისა დღე წყნარად გადის, დამხმარე გოგონები ყოჩაღად ტრიალებენ, სასურველ დროს უკვე მზად გვაქვს ყველა კერძი. ერთი სული მაქვს დღევანდელი დღე დასრულდეს.
- სახლში ვრეკავდი და ტელეფონი რომ არ აიღე, მივხვდი აქ იქნებოდი! - ადგილზე შევხტი, როცა სამზარეულოში სანდრო შემოვიდა - ხომ, გთხოვე დღეს არ გემუშავა?!...
ვიგრძენი სახეზე როგორ მომაწვა სისხლი, იმის მაგივრად რომ თვითონ ეგრძნო თავი დამნაშავედ, კიდევ მე მსაყვედურობდა. წინა დღის ამაღლებული განწყობიდან აღარაფერი დამრჩენოდა, საშუალება რომ მქონოდა, იქვე ამოვაფრქვევდი რასაც ვფიქრობდი. ის კი...
- აქ რას აკეთებ?! - მისალმების ნაცვლად, ღრენით ვეკითხები, საკოცნელად დახრილს სახეს ვარიდებ. არ მინდა მომეკაროს, ოდნავ მაინც შემეხოს.
- გუშინ ასეთი უხეში არ ყოფილხარ!
- გუშინ არც შენ იყავი მატყუარა! - თვალს ვარიდებ.
- მატყუარა? - სახე ეღუშება - რამე შეიცვალა?! - აშკარად დამცინის.
- სანდრო, გთხოვ!... - ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებს, რომ...
- რას მთხოვ?! - სასურველზე ახლოს იწევს, ინსტინქტურად უკან ვიხევ - ჩემი გეშინია?!
- არა, მაგრამ... - მისთვის პირდაპირ ყურებას ვერ ვბედავ, საჩვენებელი თითით თავს მაწევინებს - წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან, ყოველთვის ის არ ხდება რაც ჩანს! მხოლოდ ერთი სურვილი შემისრულე, დარბაზში არ შემოხვიდე, რაც არ უნდა მოხდეს იქ არ შემოხვიდე! ჩემი გესმის?! - იმდენად მკაცრად მაფრთხილებს, რომ ვემორჩილები, მართალია ცრემლები მახრჩობს, მაგრამ მაინც ვემორჩილები - შენს თავს ვფიცავარ, მოგიყვები, ოღონდ დღევანდელი დღე მშვიდად ჩავატაროთ და მოგიყვები! - ტუჩებზე მსუბუქად მკოცნის და გადის.

მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებს სტუმრების ვინაობა, დარბაზში შესვლა აზრადაც არ მომდის.
- დედას გეფიცებით, ასეთი მოვლილი ქალები თუ მენახოს! - აღტაცებას ვერ მალავს მიმტანი, გუმანით ვხვდები, რომ სანდროს მაგიდას განიხილავს.
- მოვლილები იქნებიან, რა უჭირთ, ბოღმისგან გასიებულები! - გულში ვუბრუნებ პასუხს.
- ის ორი რა ტიპია, ასეთი მსგავსება?! - თითქოს ჯიბრით მეორე მიმტანიც ერთვება დიალოგში.
- იკა და შოთიც აქ არიან? არა და, მე მეფიცებიან ძმობას, მოღალატეები, კარგად ეკურკურებიან ახალ სარძლოს! - ისევ ვჯიჯღინებ.
- ის სამკაციანზე ნახე? ერთხელ ჩავუარე და მეორედ იქ მისვლის სურვილიც აღარ გამჩენია, რაღაცნაირი „სტრანნი სასტავია“!
როგორც იქნა ჩემი სამუშაო დრო სრულდება, ტანისამოსს ვიცვლი და სახლში წასასვლელად ვემზადები.
სწორედ ამ დროს შემოდის ადმინისტრატორი: - გვანცა, ვიდრე წახვალ დირექტორს უნდა შენი ნახვა!
- დიახ რა თქმა უნდა!
ხალხით სავსე დარბაზს გვერდს ვუვლი, ცალი თვალით მაინც ვიჭყიტები, მათი მაგიდა კარგად ჩანს, მანანას ზედმეტად კმაყოფილი სიცილი აქაც კი მესმის, გვერდით მისივე ტიპის ქალი უზის, რაღაცაზე საუბრობენ, ჩემსკენ ზურგით მჯდომი ახალგაზრდა ქალიშვილიც პერიოდულად თავს უქნევს მოსაუბრეებს. ვაჟა ახალკაცი ვიღაც მამაკაცთან, სავარაუდოდ უცხოელთან, ერთად ყანწებით მიირთმევს ღვინოს. სანდროს გვერდს ტყუპები უმშვენებენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ეს სამეული ამ სუფრიდან მოწყვეტილნი, სრულიად ცალკე მაგიდასთან სხედან, ერთმანეთს ესაუბრებიან. დანარჩენებისგან განსხვავებით არც იცინიან, არც სასმელს მიირთმევენ. ჯიუტად უმზერენ კუთხის კუპეს. გვერდით მაგიდასთან სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულ სანდროს ორ თანამშრომელ ბიჭსაც ვხედავ, ისე ქეიფობენ თითქოს გვერდით მჯდომ კოლეგას არ იცნობენ.
- მართლა რაღაცას გეგმავენ, კი მაგრამ თუ საქმეზე არიან, სანდრომ თავისები აქ რატომ წამოიყვანა?! - საკუთარ თავს ველაპარაკები.
-შენ აქ რა გინდა?! - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა ასე ქურდულად მოთვალთვალეს თავზე გიორგი წამადგა - სანდრომ არ გაგაფრთხილა? აქ რას აკეთებ?
- შენ? შენ რას აკეთებ აქ? - პასუხის ნაცვლად კითხვას ვუბრუნებ, იმის გააზრებაც კი არ მინდა, რომ კონსპირაციულ შეთქმულებაში გიორგიც ჩაითრია.
- არ ვიცი, როგორ მოახერხებ, მაგრამ ახლავე წადი, ხუთ წუთში შენი ფეხი აღარ იყოს, აქ! დღევანდელი დღე რომ ჩაგვიშალო!... - აშკარად გააფთრებულია ის.
- დირექტორთან ავალ და გპირდები, ხუთ წუთში აღარ ვიქნები!
მაგრამ როდის იყო ჩემს ცხოვრებაში რამე გეგმის მიხედვით ხდებოდა? თითქოს ჯიბრით უფროსი თავს იკლავს, დღევანდელ სტუმრებთან უნდა წარგადგინო, ერთი სული აქვთ საკუთარი თვალით ნახონ ვინაა ამ კერძების შემოქმედიო და მეც წელმოწყვეტილი მივყვები დარბაზში, ფეხები უკან მრჩება, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩება იმის ნაცვლად რომ გავრბოდე, სულელივით აწურული ახალკაცების მაგიდასთან ვდგავარ და მანანას ირონიულ ქება-დიდებას ვისმენ. სანდრო იქ აღარ ზის, ნეტა სად გავიდა? აღარც ტყუპები ჩანან. გაბადრული, ბედნიერი სახით ისმენს დირექტორი როგორ ასხამენ ხოტბას, რა მცირე ყოფნის ადამიანს სიხარულისთვის. ალბათ, ვაჟა არც აპირებს ჩემთან ნაცნობობის აღიარებას, მაგრამ მანანა რისი მანანაა, რამე რომ არ ჩააშხამოს, ვითომ შემთხვევით მის რეპლიკას ასე ასრულებს:
- ალბათ, გეცოდინებათ, თქვენი გვანცა ჩემი შვილის მეგობარია!
- უცნაურია, ჩვენ სანდროს, გვანცას მეუღლედ ვიცნობთ!
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - ნაძალადევი მხიარული სიცილით კისკისებს მანანა - რაღაც გეშლებათ, სანდროს მომავალი მეუღლე ეს ქალიშვილია!
რამოდენიმე წყვილი თვალი დაჟინებით მიმზერს, ვგრძნობ როგორ ვფითრდები.
- ვერ ვხვდები, თუნდაც მეგობარი იყოს, ამით რის თქმას ცდილობთ?! – ირონიულად ეკითხება დირექტორი.
- თქვენი თანამშროლების მორალური შეხედულებები არ უნდა გაინტერესებდეთ?
- მე ჩემი თანამშრომლების მუშაობის ხარისხი მაინტერესებს და არა პირადი ცხოვრება! - მანანას ტონით აშკარად ღიზიანდება დირექტორი.
სანდროს თანამშრომლებთან მჯდომი გიორგი მთელი ტანით ბრუნდება. ვხედავ როგორ უცახცახებს ყბა, მაგრამ თავის შეკავებას ახერხებს, ტუჩების მოძრაობით მანიშნებს:
- წავიდეთ, გარეთ დაგელოდები!.
- უკაცრავად, ქალბატონო მანანა, ოჯახური დრამის განსახილველად ალბათ, სხვა ადგილი უნდა შევარჩიოთ, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ! - ირონიულად ვუცხადებ ერთი სული მაქვს ის გოგონა შევათვალიერო, მაგრამ თავს ვიკავებ, არ მინდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოვავლინო.
ის -ისაა დარბაზი უნდა დავტოვო, რომ საკუთარი სახელიც მესმის:
- გვანცა?! - ვგრძნობ როგორ ირყევა ფეხქვეშ დედამიწა, ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, ადგილზე ვშეშდები.
- ამის დედაც, - ვხედავ როგორ იგინებიან მეორე მაგიდასთან მჯდომი ბიჭები - გეგმა “ბე”! - რაციაში ხმამაღლა აცხადებს ერთ-ერთი.
მთელი ტანით ვბრუნდები და ვხედავ კუპედან გამოსული, მისი საზიზღარი ღიმილით როგორ მიახლოვდება ვახო.
- ვის, ვის და აქ ყოფილი მეუღლის ნახვას ნამდვილად არ ველოდი. როგორ ბრძანდებით, ქალბატონო გვანცა? გავიგე გათხოვილხარ, ქორწილში რატომ არ დამპატიჟე? თუ არ გინდოდა ქმრის ოჯახს გაეგო შენი კაიქალობის ამბავი?
- ყოფილი ქმარი?! - ვხედავ როგორ ქაჩავს თვალებს ვაჟა.
- ჩემს მეუღლეზე ნუ ღელავ, რაც საჭიროა ისედაც ყველაფერი იცის! - კბილებში ზიზღით ვცრი.
- რა უბედურებაა? ამდენი ხანი რით ვერ გამოხვედი?!- კიბეებიდანვე მეძახის რესტორანში შემობრუნებული გიორგი - ეგეც მანდ გდია?! - რათქმა უნდა ხმაზევე სცნობს ვახოს, რამოდენიმე წამი ჰყოფნის შემოსასვლელად - დარბაზიდან გადი და მანქანაში დამელოდე! - კბილებში ცრის გაავებული.
- ისევ შენ იცავ? ვითომ ქმარი სად არის? ამასთან შენი სასიყვარულო ინტრიგების შესახებაც იცის? თუ ისეთი ჩმორია ფეხებზე ჰკიდია?
- ოხ, მე შენი ახვარი!... - ჰაერშივე ხტება გიორგი და მოწყვეტით ურტყამს ვახოს.
ატეხილ კივილ-წივილში ვხედავ სწრაფად როგორ ტოვებენ ახალკაცები დარბაზს.
ხმაურზე კუპეში მყოფებიც გამოდიან. ერთ-ერთს ვერ ვცნობ, მაგრამ მეორე ნამდვილად ლუკაა! ერმანეთს ჩაფრენილი მოჩხუბრების დანახვაზე, სანდროს თანამშრომლებიც ცემა-ტყეპაში ერევიან და ვითომ შემთხვევით ლუკას ისე უტყამენ, რომ ეს უკანასკნელი ძირს ვარდება, მეორე აშკარად მეგობარს ექომაგება, თუმცა მასაც ისე გამატებით ხვდება გიორგის მოქნეული მუშტი, რომ მეც კი მტკივა, ამ ორომტრიალში ვეღარ გაიგებ ვინ - ვის ურტყამს.
რა მინდოდა? რატომ ვერ მოვისვენე? რატომ ვარ ასეთი ცნობისმოყვარე, იქნებ ოდნავ მაინც მქონდეს თვითგადარჩენის ინსტიქტი, მაგრამ არა... სულელივით ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და დავყურებდი როგორ უბრაგუნებდნენ ერთმანეთს ბიჭები.
პატრულში დარეკვა სავარაუდოდ ისევ ვაჟამ მოიფიქრა, პოლიციამაც არ დაგვიანა და რამდენიმე წუთში ამდენიმე ცემისგან დასიბული ბიჭები სამი ეკიპაჟით განყოფილებაში წააბრძანეს.
- ეს ქუჩის ქალიც წაიყვანეთ, ამის გამო მოხდა ეგ ყველაფერი, სულ მაგის ბრალია! - გაკაპასებული გაჰკიოდა მანანა.
- გაგიჟდით, სად მიგყავთ?! მაგათ არაფერი დაუშავებიათ! კრიმინალები ესენი კი არა ისინი არიან! - ცრემლებით სავსე თვალებით მკლავზე ვეკიდებოდი ერთ-ერთ პოლიციელს.
- განყოფილებაში გავარკვევთ, ქალიშვილო! - მკაცრად დამიბღვირა და ცივად მომაშორებინა ხელი.
- ეგეც წაიყვანეთ მეთქი, ხომ გეუბნებით ყველაფრის თავი ეგ ქალბატონია, არ გამიკვირდება მაგ ხულიგნებთან შეკრულიც იყოს! - ლამის პოლიციის მანქანამდე მოგვყვება მანანა.
- წამობრძანდით ქალიშვილო, ამათთან დარჩენას ისევ ჩვენთან ყოფნა ჯობს! - თბილად მთავაზობს ერთ-ერთი სამართალდამცველი. სიმართლე გითხრათ თავპატიჟს ნამდვილად არ ვიწყებ, მაინც ვერ მოვისვენებ, ერთ-ერთი ეკიპაჟის კარებს მიხსნიან და მეც ვჯდები:
- ალბათ, მოკვდებოდი, დღევანდელი მოვლენები შენი თვალით რომ არ გენახა! - გაოგნებული ვუმზერ თბილად მომღიმარ სანდროს.
- ეს ყველაფერი შენი დაგეგმილი იყო? კი, მაგრამ გიორგის რაღაც ერჩოდი?
- ეს აზრი თვეების წინ გაგვიჩნდა, საქმე თითქმის დასრულებულია, უკვე დროა ნელ-ნელა დამნაშავეების დაკავებაც დავიწყოთ. ლიდერების აყვანამდე არ მინდა მიხვდნენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო ვაკავებთ. ჩხუბი ამის მშვენიერი საბაბი იქნებოდა. გიორგი კი კეთილშობილურად დამთანხმდა, შენი ყოფილი მეუღლისთვის გვერდების გაერთიანებაზე! - აშკარად ზედმეტად კმაყოფილია საკუთარი იდეით.
- და აქ შენების წამოყვანა რაღატომ გადაწყვიტე?
- გუშინ ხომ შენითვე მოისმინე მანანას გეგმების შესახებ, დღეს ეს წვეულება რომ არ მომეწყო, იტყოდა პატივს არ გვცემ, მეგობრებთან შეხვედრაზე უარს ამბობო. არა და, ამ ოპერაციას ვერ დავაკლდებოდი. - კმაყოფილი მიკრავს თვალს.
- იცი, რომ მთლად ნორმალური არ ხარ?!
- ვისზე ლაპარაკობ? ათასჯერ გთხოვე სამსახურში არ წახვიდე მეთქი და მაინც მოხვედი! - სიცილს ვერ იკავებს ის.
- ცნობისმოყვარეობამ მძლია! - დამნაშავე ბავშვივით ვაღიარებ მე.
- მერე, ნახე რაც გაინტერესებდა?!
- კი, ვნახე, შენი მომავალი მეუღლე ვიხილე! - ტკივილით აღვნიშნავ მე.
- მომავალი მეუღლე არ ვიცი და ახლანდელი ნამდვილად აქ მყავს! - გულში მიკრავს და თავზე მკოცნის ის.
- ეჰ! - სუნთქვას ოხვრასაც ვაყოლებ და მკერდზე ვკოცი.
პოლიციის განყოფილებაში მისულებს ბიჭები, ტყუპები და გიორგი უკვე სანდროს კაბინეტში გვხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სახეებსა და ტანისამოსზე ჩხუბის კვალი ეტყობათ ზედმეტად პოზიტიურ განწყობაზე არიან, სიცილით იხსენებენ მომხდარ ინციდენტს, დამნაშავეების დასანახავ გამართულ ფორმალურ დაკითხვას. „კაპეზეში“ ჯდომას.
კაბინეტიდან ვხედავ, აივანზე სიგარეტის მოსაწევად გასული გიორგი და სანდრო დაძაბული სახეებით საუბრობენ, მართალია სიტყვები არ მესმის, მაგრამ ვხვდები საუბრის თემა მე ვარ.
- შვილიშვილის ამბავს რომ გაიგებენ დარწმუნებული ვარ დამშვიდდებიან და ამ დაპირისპირებასაც დაესმება წერტილი!. - ოთახში შემოსვლისას ეუბნება სანდრო.
- ეეე, ტო... პატარას ელოდებით?! - იმდენად ხმამაღლა ამბობს გიორგი, რომ ოთახში მსხდომ ბიჭებსაც ესმით.
ვისღა ახსოვს დღეს მომხდარი ინციდენტი, ხმაურით გვილოცავენ, თითქოს საქეიფო მიზეზი გვაკლდეს, ისევ რესტორანში უნდათ წასვლა. თუმცა საკუთარი ვიზუალის დანახვისთანავე ამ აზრს უარყოფენ, ისევ ჩვენთან მივდივართ სახლში, ამჯერად ანიტას და კაკისაც ვიმატებთ.
- საწყალ პოლსაც დავურეკავ, იქნებ როგორმე ვაჟასგან ვიხსნა! - თვალს უკრავს ტყუპებს სანდრო.
- პოლი? - ინტერესით ვკითხულობ.
- ჩემი ამერიკელი მეგობარია, ამავე დროს საქმიანი პარტნიორიც, რესტორნის ნახევარი წილი მას ეკუთვნის. საბრალო გუშინ ჩამოვიდა და გამოფხიზლება არ ეღირსა.
- სანდროს მეგობრები, ჩვენი მეგობრებიც არიან, თუ ზოგიერთ მოღალატე ყმაწვილებს არ ჩავთვლით! - ტყუპების გაკენწვლისგან თავს ვერ ვიკავებ მე.
- არ გამოდიოდა, გვანცუ, იქ უნდა ვყოფილიყავით, სვავებს ხელში ხომ ვერ ჩავუგდებდით შენს ქმარს?! - თავის მართლებას ცდილობს იკა, თან მკლავს მიშვერს ხელკავის გასაკეთებლად.
- მშვენივრად ერთობოდით, ჩემი თვალით დაგინახეთ, აშკარად არ ხართ წინააღმდეგი ახალი რძლის!
- რძლის? ეგ ყველაფერი მანანა დეიდას მოფიქრებულია, ქეთა ჩვენი კლასელია, ბავშვობიდან ვმეგობრობთ, იგნორს ვერ გავუკეთებდით! ... - ძმას იცავს სანდროთან ერთად უკან მომავალი შოთი.
- დააბრალეთ, მანანას, არც თქვენი მეგობარია წინააღმდეგი! - თვალების ბრიალით გავხედე მათ.
- ვერ შეგედავები, შენ ისეთი ოქრო ჩაიგდე ხელში, რომ მისი ცოლობა უდაოდ ბევრს ენდომება! - ჩემი სიფიცხე როგორც ყოველთვის ზედმეტად ართობთ გვერდი-გვერდ მომავლებს.
- მომიფრთხილდი, თორემ, ხომ ხედავ ქეთაც აქვეა!..- თვალს ეშმაკურად მიკრავს სანდრო.
- გეყოთ ხუმრობა, არ გამიბრაზოთ რძალი, გვანცას კიდევ რა უჭირს, ძმისშვილი თუ გაგვიბრაზდა დედის დაცინვის გამო, წასულია ჩვენი საქმე! - თვალს უკრავს სანდროს შოთი.
- აბა, ბიჭო, მამასავით ბოღმა თუ იქნა, ვეღარც შემოვირიგებთ ცხოვრებაში! - საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი თვითონვე იკრიჭება იკა.
- იცინე, იცინე, რა გენაღვლება! - თავში უტყაპუნებს უკნიდან სანდრო - დღესასწაულის ორმაგი საფუძველი გვაქვს, ჩვენი პატარა და წარმატებული სპეც-ოპერაცია.

ოცდამესამე თავი
ბიჭები გვიან ღამით იშლებიან, როგორც ყოველთვის „ჩასახლებით“ მოსული ტყუპები და მათი შემხედვარე უცხოელი სტუმარიც ჩვენთან დარჩნენ. სუფრას სახელდახელოდ ვაახლებთ, პოლი იმაზე თბილი ადამიანია, ვიდრე ველოდი. ირაკლიმ მისი დამტვრეული ინგლისურით ამჯერად შინაურულად წარმადგინა. გაკვრით, მსუბუქ ფერებში ახსენა ჩემსა და უფროს ახალკაცებს შორის არსებული უთანხმოებაც. შეძლებისდაგვარად უთარგმნის წარმოთქმულ სადღეგრძელოებს, ზოგჯერ - სწორად, ზოგჯერ - შეცდომით, რაც სუფრაზე დამსწრე საზოგადოების ხარხარს იწვევს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლს გარკვეულ წილად ესმის კიდეც ქართული ენა, თუმცა ირაკლის მაინც მოთმინებით უსმენს და თავის კანტურით პერიოდულად რაღაცაზე ეთანხმება კიდევაც.
მე? შეძლებისდაგვარად ჩუმად ვმოძრაობ, თან ძიების იმ ნაწილს მიმოვიხილავთ, რომლის მოსმენაც ჩემთვის უკვე დაშლებულია. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ვახოს დაკავების წვრილმანებით ვინტერესდები, განსაკუთრებით ის მაინტერესებს, მიუხედავად მისი სამედიცინო ცნობისა, როგორ მოახერხა მისი დაკავება.
- ცნობა ყალბი იყო, მის ფსიქიატრს ვესაუბრე, მანაც დამიდასრურა, რომ შენს ყოფილ ქმარს ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა, სიმულიანტობდა და მისი შავ-ბნელი საქმეების დასამალად ავადმყოფობას ალიბად იყენებდა.
- დედამისმა იცოდა? - ეხლაც კი მბურძგლავს შვილის ავად ყოფნისას დედამისის გამწარებული და განერვიულებული სახის გახსენებაზე.
- სავარაუდოდ არა. საკმაოდ ნიჭიერი მსახიობი იყო, წამლების ნაცვლად ვიტამინებს იღებდა და პერიოდულად ეპილეფსიურ შეტევებს სიმულირებდა.
- დავიჯერო ფსიქიატრიულის ცნობა მხოლოდ ალიბად სჭირდებოდა?
- არა, ამ ცნობის წყალობით ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა, რომლებსაც შემდეგ რეალიზაციის მიზნით იყენებდა.
- ნარკოტიკებს?! - მის საზინებელში ნანახი წამლების პარკების გახსენებაზე ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.
- მხოლოდ ნარკოტიკებს არა, თუნდაც სუბოტექსი, ზემოქმედება არც მათ აქვთ ნაკლები, მით უმეტეს თუ სხვა სახის გამაბრუებლებსაც დაუმატებ..
- ამ წამლებს ვინ აწვდიდა? რეცეპტით ხომ ვერ იყიდიდა?
- ჩემო პატარავ, ამას გამოძიების დასრულების შემდეგ გაიგებ! - თვალს მიკრავს სანდრო.
კიდევ ბევრი რამ მინდა ვკითხო, მაგრამ ვხვდები, რომ ძიებაზე მისგან სიტყვას ვეღარ გავიგებ.
ჭირჭლის რეცხვას ვასრულებ და იქვე ვჯდები სავარძელში, თვალები მეხუჭება, აშკარად მეძინება, მაგრამ მათთან ყოფნა მინდა, ასეთი მშვიდი საღამოები ხომ საკმაოდ იშვიათად გვაქვს. მეგობრებთან ერთად მოქეიფე სანდროს ვუმზერ, მგონია, რომ ცხოვრებაში პრობლემები არ ჰქონია, არც დარდი იცის, არც ნერვიულობა. უცნაურია, ნუთუ ეს მხოლოდ სასმლის ბრალია?! თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ მრჩება, კარებზე ზარის ხმაა.
- ასე გვიან ვინ უნდა იყოს?! - გაოცებული ვკითხულობ და კარების გასახსნელად მივდივარ.
- შენი გადარეული ძმაკაცი იქნება, ისედაც ძალით წაიყვანა კაკიმ, ალბათ მოტრიალდა! - სიცილით მეუბნება შოთი.
- რა მოათმენინებდა, რომ არ მობრუნებულიყო! - კარებს ვაღებ და ღიმილი სახეზე მეყინება. დაბღვერილი სახით უფროსი ახალკაცი მიმზერს.
- ბატონო ვაჟა?! - გვერდზე ვიწევი და მამაკაცს სახლში ვუშვებ.
ახალკაცი ზედაც არ მიყურებს, უხმოდ, უსალმოდ პირდაპირ მოქეიფე ბიჭებთან შედის.
- საქეიფოდ გაქვთ საქმე?! - ირონიულად კითხულობს ის.
- მამა?! ასე გვიან ჩემს მოსაკითხად არ მოხვიდოდი, ხომ მშვიდობაა?! - ირონიაში საკუთარ მამას არც სანდრო ჩამორჩება.
- უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ორმა, ზედმეტი მოწმეების გარეშე! - ვაჟა ჩვენ გვიყურებს.
- ბიჭები და გვანცა მოწმეებად იქცნენ?!
- გამოფხიზლდი და კაბინეტში გელოდები!
ნირწამხდარი ვუმზერ ბიჭებს, ნერვიულ ცახცახს ვერ ვწყვეტ, მათი საუბარი არ მესმის, მაგრამ გუმანით ვხვდები, რომ ვაჟას გვიანი ვიზიტი დღეს რესტორანში ვახოს წამოსროლილ რეპლიკას ეხება. ოთახიდან რაღაცის ბრაგუნის ხმა ისმის, რაღაც იმტვრევა. გარეთ ვეღარ ვჩერდები. მეც კაბინეტში შებდივარ.
- გაეთრიე! აქედან გაეთრიე! შენი ბრალია, რაც შენ გამოჩნდი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა, შვილი დამაკარგვინე! ვიღაცის ნახმარი ქალი?!... ამის მოთმენა როგორ შეგიძლია? კარგი აღარ გედავები, არ მაინტერესებს არც ქონება, არც ოჯახი, მაგრამ ვიღაცის ნათრევი?!... მიმიფურთხებია, შენი კაცობისთვის! - ვაჟა ასეთი გაცოფებული არასოდეს მინახავს, გაფითრებული ვუმზერ შლეგივით თვალებდაქაჩულს.
- სიტყვები აკონტროლე მეთქი, ასეთი სუფთა ნეტა ბევრი გყავდეს! - თითქოს მამის ხმის გადაფარვას ცდილობს, ბოლო ხმაზე ღრიალებს სანდროც.
- სუფთა? ვინაა ბიჭო სუფთა? ეს?!... - ზიზღით მიყურებს ვაჟა - უწყინარ სახეს იქით დამალული ალქაჯია, დაფიქრდი, ასე რამ დაგაბრმავა?! ლამის მართლა დავიჯერო, რომ რაღაც გაჭამა.
- მეგონა გამიგებდი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამიგებდი, მეგონა ჩემს სიხარულს გაიზიარებდი, შენ კი... ხომ შენი თვალით ნახე ვინ იყო? მასეთ ადამიანთან შეიძლება ქალი ცხოვრობდეს?
- აბა, რა... მასეთთან როგორ იცხოვრებს, როცა შენისთანა დებილებითაა ეს ქვეყანა სავსე?! დებილი ხარ აბა რა ხარ?! ნგელოზივით ქალზე უარს ამბობ და... ჯერ კიდევ კაცმა არ იცის, მაგ ბავშვის მამა ვინაა!
- ბავშვს ნუ ეხები! - ნერვიულად უცახცახებს ყბა სანდროს.
- ვის ბავშვს?!- თითქოს განგებ არ ჩუმდება ვაჟა.
- გაეთრიე, აქედან გაეთრიე! - იმხელა ხმაზე ღრიალებს უმცროსი ახალკაცი, რომ კედლებიც კი ზანზარებს - გაეთრიე და დაივიწყე, რომ შვილი გყავს! დამივიწყე, სწორედ ისე, როგორც მე დაგივიწყებ!
- ბედნიერი ხარ? არ გაპატიებ, არც კი იოცნებო, ამ დამცირებას არ გაპატიებ! - ცხვირთან მიტრიალებს საჩვენებელ თითს.
- ბატონო, ვაჟა! მომისმინეთ გთხოვთ, ერთხელ მაინც მომისმინეთ და დასკვნები შემდეგ გააკეთეთ!... - ვემუდარები მას - თქვენ ხომ არც კი მიცნობთ!
- მომშორდი! - ზიზღით მკრავს ხელს. წონასწორობას ვერ ვიკავებ და ბეჭებით კედელს ვეხეთქები.
- ვის ურტყამ?! - იკა დროულად მაშველებს ხელს.
- ოხ, მე შენი!... - ვხედავ როგორ უქნევს ხელს სანდრო უფროს ახალკაცს.
- არ დაარტყა, შემდეგ ინანებ, მამას არ დაარტყა!... - ვკივივარ მე.
ალბათ, არც ვაჟა არ ელოდა სანდროს ასეთ გააფთრებას, შვილის შემართულ ხელს დაზაფრული მისჩერებია:
- ამ დღესაც მოვესწარი?! ფუ, შენს კაცობას! - სანდროს აფურთხებს ის.
- ორსულ ქალს შენ ურტყამ და ჩემს კაცობაზე ლაპარაკობ? მრცხვენია შენი შვილი რომ ვარ, გესმის? ვაჟა, მრცხვენია! - შხამს არც სანდრო აკლებს.
- მიუხედავად იმისა, იქორწინებთ თუ არა შენ და ქეთი, მე მაინც მას ჩავთლი რძლად, ჩემს შვილად, შვილად რომელიც დღეს მომიკვდა. შენ კი ეგდე ამ ბოზთან და ვნახოთ სადამდე მიხვალ, შენც რომ რქებს დაგადგამს, სახალხოდ რომ დაგცინებენ მაშინ გამიხსენებ! - კარების ძლიერი ბრახუნით გადის ვაჟა, ეზოდან ავტომობილის საბურავების ხმით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ავტომობილზე ცდილობს ჯავრის ამოყრას.

ნაომარ ოთახს თვალს ვავლებ, საწერ მაგიდაზე აღარც ბროლის ლარნაკია და აღარც საფერფლე. ბროლის წვრილი ნამსხვრევები იატაკზეა გაშლილი.
- თქვენთან კაცი არ მოიწყენს! - ხელს იქნევს შოთი.
- ძალიან გთხოვ, ეხლა შენი რეპლიკების ხასიათზე არ ვარ! - ამჯერად მეგობარს უღრენს სანდრო.
- უკაცრავათ, მიღების საათები რომ დაგეწყებათ, გამაგებინეთ! - ვერ ვიგებ შოთი რატომღა ბრაზობს.
- ამას რაღა ბზიკმა უკბინა?! - თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს იკა.
- დჟობია, დზავიდეთ ბიჩებო! - დამტვრეული ქართულით ამბობს პოლი.
ალბათ, უნდა ვთხოვოთ დარჩნენ, რომ მომხდარი ინციდენტის გადატანა მათთან ერთად უფრო იოლია, მაგრამ არ გამოგვდის. ორივენი ჩუმად ვართ, დუმილის დარღვევას ვერც ერთი ვბედავთ. მიდიან ბიჭები და ვრჩებით ასე ერთმანეთის ანაბარა, სანდროს მზერას ვერ ვუძლებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვაჟასთან მისი დაპირისპების გამო თავს დამნაშავედ ვრძნობ, ეს გრძნობა შიგნიდან მჭამს, მაწამებს.
ყურადღების გადასატანად მაგიდის ალაგებას ვიწყებ, ინსტიქტურად ვმოქმედებ, უბრალოდ არ ვფიქრობ. ფანჯარასთან მდგომი ჩაფიქრებული სანდრო კი სიგარეტს სიგარეტზე ეწევა, ვხვდები რომ უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მამასთან დიდად დალაგებული ურთიერთობა არ ჰქონდა, მაინც ვერ ინელებს. მის დაღვრემილ სახეს ვერ ვიტან, ვუახლოვდები და უკნიდან ვეხვევი, ჩემს სიფრიფანა თითებს ხელის გულებში იქცევს და ფრთხილად ეხება ტუჩებით.
- იცი, რას ვფიქრობდი? რომ არ გაგეჩერებინე? რომ დამერტყა? ერთ დღეს ჩემმა შვილმაც რომ გამოიწიოს ჩემზე? ვერ მოვინელებ, ვერ გადავიტან!
- შეუძლებელია შენი შვილი შენზე არ გამოწევს?! - მხარზე ვკოცნი მე.
- შენ ხომ ვაჟას არ იცნობ, შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს როგორი მამა იყო! - ტკივილით მეუბნება ის - როგორი ბიძა, კახასაც კი ყველაზე მეტად მისი სჯეროდა, გესმის შენ? მისი, მამამისის კი არა, ბიძის.. გგონია სხვა ბიძები არ ჰყავდა?! მაგრამ არა, მხოლოდ ვაჟა ედგა გვერდით...
- არ გინდა, გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ, გავა დრო და...
- დრო?! დრო აღარ გავა, შენ ვაჟას არ იცობ, ჯიუტია, მოკვდება და პოზიციას არ დათმობს...
- მაშინ შენ დათმე, შენ აპატიე!
- შეუძლებელია! ეს პატიება ზედმეტად ძვირად ფასობს! - მუცელზე მეფერება ის - ამას კი არ ვაპირებ! მივეჩვევი, უმისობას მივეჩვევი! - ისე ძლიერად მიკრავს გულში თითქოს ასე ცდილობს ტკივილის დაამებას.
სწორედ ამ დროს მობილურზე სამსახურიდან დაურეკეს, სანდრო დაძაბული სახით ისმენდა ყურმილის მეორე მხრიდან მოლაპარაკეს.
- კარგი, მოვდივარ! - სწრაფად ჩასძახა - გვანც, უნდა გავიქცე... - შუბლზე მკოცნის ის.
- მანქანით მიდიხარ? ნასვამი რომ ხარ?
- მივალ თუ არა, დაგირეკავ! შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება! - კარებში გასვლისას შემომცინა და სწრაფად გავარდა.

მე? რაღა დამაძინებდა? ნერვიულად დავდიოდი გალიაში დამწყვდეული ნადირივით, წარა-მარა ტელეფონის ყურმილს ვუმზერდი, ესკანს ვამოწმებდი, იქნებ დარეკა? იქნებ ხმა ვერ გავიგონე? სანდროს წასვლიდან თითქმის ორ საათში დარეკა ირაკლიმ, გამიკვირდა მისი ზარი, არ მესიამოვნა.
- დედას გაფიცებ, სანდროს თავს გაფიცებ, არ ინერვიულო! - სადღაც შორიდან მესმის მისი ხმა.
- ცოცხალია?! - ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხ ქვეს ყველაფერი.
- საოპერაციოში...
- ესეიგი ცოცხალია? - ისტერიკაში მყოფი ვცდილობ როგორმე სასურველი სიტყვა ვათქმევინო, მაგრამ მეორე მხრიდან დუმილია. ყველაზე მძაფრი და ყველაზე საზარელი დუმილი.

და, მე მივრბივარ, მივდივარ, მხოლოდ მისი ხმა მესმის, თითქოს მეძახის, მასთან მიხმობს. ვიცი უჭირს, ტკივა და ახლა გვერდით უნდა ვყავდე. ტკივილი უნდა შევუმსუბუქო. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, თავისით იკვლევენ გზას. მივიწევ, მივდივარ, ვიცი მელის, ვიცი არ დამტოვებს, უფლება არ აქვს, ასე ვერ გამიმეტებს.
საავადმყოფოს მისაღებში კისრისტეხით შევრბივარ. ყურადღებას არ ვაქცევ იქ მყოფთა გაოცებულ სახეებს. შეშლილი ვათვალიერებ მოსაცდელში მყოფთ. თითქოს თვალებზე ლიბრი გადამკვრია, ვერავის ვხედავ, ვერაფერს ვარჩევ. ვგრძნობ, რომ ძალას ვკარგავ, ცოტაც და წავიქცევი, თუმცა ვიღაცის ძლიერი მკლავები მეხვევა, დროულად მიჭერენ და ერთ-ერთ პალატაში შევყავარ.
- აქ არ უნდა მოსულიყავი... - გაღიზიანებული მეუბნება მამაკაცი - ნუ გეშინია, ცოცხალია, კარგად იქნება! - ძლიერად მიკრავს გულში. მართალია სახეში არ ვუმზერ, მაგრამ ხმაზე ვცნობ, შოთიკოა.
- მითხარი, რომ ცოცხალია, მითხარი! - პერანგის საყელოზე ვეკიდები წონასწორობის შესანარჩუნებლად.
- დამშვიდდი, გვანცა, აქ შენი ყოფნა არ შეიძლება, აქ არ უნდა იყო! ამდენი ჟურნალისტი, ამდენი კორესპონდენტი... - ახლაღა ვამჩნევ იკაც იქ ყოფილა.
არეული, ცრემლებით სავსე თვალებით ვუმზერ წინ მდგომ ერთმანეთის მსგავს ძმებს, იკა და შოთი, იგივე ირაკლი და შოთიკო მისი განუყრელი მეგობრები, თითქმის მცველებიც.
-მე, მე... - ხმა მითრთის და ისევ იკას ვეყრდნობი მკლავზე. დამნაშავე ბავშვივით უხერხულად ვიშმუშნები. ვხვდები მათი სიტყვების ფარულ ქვეტექსტს. მას ვეძებ, ახალკაცებისთვის სასურველ მომავალ კანონიერ მეუღლეს. თუმცა არ ჩანს. ალბათ ბიჭებიც ხვდებიან, იგივე ტონით დაუსმელ კითხვაზე მპასუხობენ:
- ის აქ არ არის! თუმცა ამით მაინც არაფერი იცვლება. აქ არ უნდა იყო. ეს ორივესთვის სახიფათოა, ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ნუ ძაბავ, ნუ გაართულებ. აქ რომ გნახონ ახალი სკანდალი აგორდება...
- გასაგებია! - ცრემლები ყელში მებჯინება. საკუთარი უსუსურობის შეგრძნებისგან გული მეწურება.
- შემთხვევითი ავარია არ ყოფილა, მუხრუჭები ჰქონდა დაზიანებული! - იმის გააზრებაზე, რომ ავტომობილში მესაძლებელია ერთადაც ვმჯდარიყავით, ტანში ჟრუანტელი მივლის, იკას ხმა თითქოს შორიდან მესმია, ხელი ინსტიქტურად ჯერ კიდევ არ გაზრდილი მუცლიკენ მიმაქვს, თითქოს დაუბადებელი ბავშვის დაცვას ვცდილობ. საბოლოოდ ვდუნდები და ვეშვები.
შოთი ისევ მიჭერს: - ხომ იცი მისები არ გამოუშვებენ, შენთან ყოფნის საშუალებას არ მისცემენ?!
- ჩვენგან მოდიოდა, მისი მანქანით... შეუძლებელია ეს სცოდნოდათ! - თითქოს საკუთარ თავს ვესაუბრები, ხმამაღლა ვფიქრობ.
- ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, დროა შეწყვიტოთ! - სასიკვდილო განაჩენივით ჟღერს იკას სიტყვები.
- არ შემიძლია, ვერ... - ხმა მებზარება, წინადადებას ვეღარ ვასრულებ, ისევ შოთის ვებღაუჭები, თითქოს მისი დახმარების იმედი მაქვს.
- შეგიძლია, ძლიერი ხარ! უნდა გაუშვა, უფლება არ გაქვს, სხვაგვარად ვერ მოიქცევი,მისით არ წავა, ხომ იცი, რომ არ წავა?! ამ სიტუაციაში კი მისების დახმარება სჭირდება, საქმე უნდა გახსნას, დაასრულოს, ზედმეტად ძლიერი მტრები ჰყავს, ეს ორივესთვის სახიფათია, გვანჩა ჩემი გესმის? - ისევ მიმეორებს ირაკლი.
- ვიცი! - მტკივა, საკუთარი თავი მეცოდება, ვერ ვიმეტებ დასაკარგად, გასაშვებად, მაგრამ... - უბრალოდ... უბრალოდ... - ისევ მითრთის ხმა.
- გიყვარს, საკუთარ თავზე მეტადაც კი! - მეუბნება იკა და ისე მიმზერს, ვხვდები, რომ ზუსტად გრძნობს ჩემს ტკივილს.
- სწორედ ამ სიყვარულის გამო... - ჯიუტად მიმზერს შოთი -თქვენთვისვე სასიკეთოდ!...
- მაპატიეთ, ბიჭებო! ჩემი ეგოიზმი მაპატიეთ! წავალ, დედას გეფიცებით წავალ, სანდროს გეფიცებით... - მეტი დამაჯერობლობისთვის ამჯერად მას ვიფიცებ - უბრალოდ უნდა დავრწმუნდე, რომ კარგადაა, რომ ცოცხალია, რომ!..
- შეძლებ?! - ეჭვით მიმზერს იკა.
- შევძლებ, აუცილებლად შევძლებ, მისთვის, მის გამო...
- ჩვენ შენთან ვიქნებით, არ მიგატოვებთ, ოღონდ!... - თვალებში არ მიმზერს შოთი.
- თქვენგან არაფერი მჭირდება!. - ხმა მიმკაცრდება, ტკივილით ვიღიმები. თვალს ვარიდებ ბიჭებს, არ მინდა ჩემი ტკივილი დავანახო, ისიც საკმარისია მათი თანდასწრებით რომ ავტირდი. მე ხომ სუსტი არ ვარ?! ოღონდ ცოცხალი იყოს, ოღონდ კარგად იყოს.. მე ესეც მეყოფა. - იმედია ბედნიერი იქნება, მე ჩემს გზას ვიპოვი, ჩემს ცხოვრებას...
- გვანცა, თუ რამე დაგჭირდეს... - ამჯერად შოთი მიხუტებს გულში.
ვკანკალებ, ვცახცახებ, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ვახერხებ.
- ბედნიერია შენ რომ ჰყავხარ!- არ ვიცი ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობს, თუ მართლა ასე ფიქრობს, მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებს იკა. ეს ბიჭი ყოველთვის ბავშვივით გულჩვილი იყო, ალალი და თბილი.
- ვითომ?! - თითოეული სანდროს გარეშე გასატარებელი დღე წინასწარ მტკივა.
- უშენოდ გაუჭირდება, იქნებ არც გვაპატიოს, მაგრამ... - თვალს მარიდებს შოთი.
ისევ მეტკინა, ისევ ავტირდი, რამდენიმე თვის წინ ნათქვამი მამამისის სიტყვები გამახსენდა:
- შენისთანებზე არ ქორწინდებიან, შენისთანები საყვარლად ჰყავთ!
მაშინ ისეთი გაცხარებული, ისეთი შეურაცყოფილი ვიყავი. სილაც კი გავარტყი მამაკაცს. ახლა კი ჩემით გავრბოდი, მხდალი ბავშვივით უკან ვიხევდი. ამჯერად თავისდაუნებურად მათი სიტყვებით სწორედ ბიჭებმა გამაწნეს სილა და ხმაც ვერ ამოვიღე.
- მართალია, ცოლსაც მოიყვანს! - ყრუდ ჩავილაპარაკე - ყველსთვის შესაფერისი რძალი გეყოლებათ, ჩემისთანებზე ხომ არ ქორწინდებიან! კარგით ბიჭებო, მე წავედი, იმედია ოდესმე შევხვდებით!
არეული ნაბიჯით გამოვდივარ საავადმყოფოს ეზოში. ვხედავ ალაყაფის კარები როგორ იხსნება და შავი ჯიპით ისინი შემოდიან. რაოდენ განსხვავდებიან ჩემგან. ვაჟა ამაყი, გოროზი სახით გადმოდის ავტომობილიდან, უკან მსხდომ ქალებს კარებს უხსნის, არანაკლებ ამპარტავნების შარავანდედით მოსილ ქალბატონებს გადმოსვლაში დაეხმარა. შედარებით ასაკიან მანდილოსნებში დედამისს ვცნობ. მანანა დეიდა, ღიმილი მხოლოდ ეტიკეტისთვის აქვს, თვალები ცივი, საკუთარ ძალაში ზედმეტად დარწმუნებულიც კი. გვერდს ასე ოციდან-ოცდახუთ წლამდე გოგონა უმშვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ასე ახლოს პირველად ვხედავ, ეჭვი არ მეპარება, სწორედ ისაა მომავალი რძალი.
მომენტალურად, თითქოს მავიწყდება კიდევაც საავადმყოფოს ეზოში რომ ვზივარ, ირონიული მზერით, ტკივილით ვაფასები ქალიშვილს. იქნებ იგრძნო კიდევაც რომ ვაკვირდებოდი, გამომხედა, სულ რამდენიმე წამით შეხვდა ჩვენი მზერა და ესეც საკმარისი იყო, მის თვალებში დაუფარავი სიძულვილის შესამჩნევად. ის მლიქვნელური თავმდაბლობა, რომლითაც მომავალ სადედამთილოს უმზერდა სადღაც გაქრა, გაფითრებული, გამწარებული მიმზერს მე.
მისგან სიყვარულს არ ველოდი, თუმცა არც ასეთ სიძულვილს. ან რა ჰქონდა ჩემთან საპრეტენზიო? რას მერჩოდა? მისთვის ხომ არაფერი წამირთმევია, მას ხომ არ შევზიარებივარ სანდროს სიყვარულში?! ვუმზერდი სიძულვილით აღსავსეს და პასუხს ვეძებდი ჩემივე კითხვებზე, მე რატომ არ მძულდა? რატომღაც სიბრალული უფრო მაწუხებდა, გოგონას მზერას თვალი გამოაყოლა ბატონმა ვაჟამაც, მისი გოროზი სახე წამიერად შეცვალა განრისხებამ, თვალებ დაქაჩული, აპილპილებული სახით წამოვიდა ჩემსკენ.
შიშისგან გამაცახცახა.
- აქ რას აკეთებ? როგორ გაბედე აქ მოსვლა? - იდაყვში მტაცა ხელი, ფარატინა ფურცელივით ვთრთოდი, ვცახცახებდი.
- მისი მდგომარეობა უნდა გამეგო, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო... - ცრემლების ყლაპვით, როგორც იქნა ამოვილუღლუღე მე.
- შენი ბრალია, ახლა სიცოცხლისთვის რომ იბრძვის, შენი ბრალია! - ექოსავით ჩამესმოდა ვაჟას სიტყვები.
- არ გეკადრებათ! - დამტვრეული ქართულით ნათქვამი სიტყვების გაგონებაზე შევკრთი, ახლაღა შევნიშნე ავტომობილს პოლი მართავდა.
- მართალია, არ მეკადრება, ამისთანა ნაგავზე დროს არ უნდა ვკარგავდე!
- ჩემი შვილი სიცოცხლისთვის იბრძვის, შენ კი დროს ამ გომბიოსთან ურთიერთობის რკვევაში კარგავ! - ზიზღით გადმომხედა მანანამ. ხელკავი სდებს მომავალ რძალს და მეუღლეს არც კი ელოდება ისე შედის საავადმყოფოს შენობაში.
- არაფერია, მე ვაჟა ახალკაცი არ ვიყო, თუ ეს გაპატიო! - ისევ თითის ქნევით მემუქრება მამაკაცი და უკან მიჰყვება საკუთარ ოჯახის წევრებს.
ალბათ, მუხლებზე დავვარდებოდი, პოლი რომ არ შემშველებოდა.
- ნუ ღელავთ, გვანცა, ყველაფერი დალაგდება, სანდრო კარგად იქნება... - ნაზად მიკრავდა გულში. ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა მისი სიტყვები. ახლა თითქოს სწორედ მისი მოსმენა მჭირდება. თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი, ისე ვთხოვ, კიდევ ერთხელ გაემეორებინა სასურველი ფრაზა. ისიც ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა: - კარგად იქნება, უფლება არ აქვს ასე არ იყოს, მას ხომ თქვენ ელით!

ოცდამეოთხე თავი
სანდროს ბინაში პოლთან ერთად ვზივარ და ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, ცრემლები უკვე აღარ მდის, რაღაცნაირად გაქვავებული ვარ, უემოციო, თითქოს გახევებულიც.
- შეუძლებელია, ეს ჩემს თავს ხდებოდეს, შეუძლებელია, ასე ერთი ხელის მოსმით მექცეოდეს თავზე სამყარო, შეუძლებელია, სანდრომ გამიმეტოს, არც ტყუპები შემაქცევენ ზურგს, ან იქნებ უკვე შემაქციეს?! იქნებ, მე არ მსურს საზიზღარი რეალობის აღქმა, სადაც ჩვეულებისამებრ ისევ მარტო დავრჩი, სადაც ჩემი ჯერ კიდევ არ დაბადებული პატარას ერთად-ერთი პატრონი მე ვარ?.
პოლი ტელეფონზე საუბრობს, პერიოდულად მისი “ოქეი” მესმის, მაგრამ თავი არ მაქვს ვკითხო რა ხდება.
მობილურზე გიორგი მირეკავს:
- სად ხარ? - მოკითხვის ნაცვლად პირდაპირ მეუბნება.
- სანდროს ბინაში.
- სადმე არ გახვიდე, მანდ დამელოდე! - ტელეფონს მითიშავს ის. ტკივილით მეღიმება, რომც მინდოდეს სად წავალ?!
- გვანთსა, კავა... ჩაი?!... - ინტერესით მეკითხება პოლი.
- არა, გმადლობ! - თითქოს როლები გავცვალეთ, ამჯერად ისაა მასპინძელი, მე კი სტუმარი - ბიჭებს ხომ არ ელაპარაკე, ნეტა სანდრო როგორაა?
- ოპერაცია დამთავრდა, ჟურნალისტები ცავიდნენ! - ისევ დამტვრეული ქართულით მეუბნება ის - ვაჟა და მანანა იქ არიან, პოლიციაც იცავს.
- იცავს?! - ირონიულად მეღიმება მე - იმედია დაიცავს!
- გვანთსა, თქვენ არ გესმიტ, მაგრამ...
- ჰო, ალბათ, არ მესმის, ბევრ რამეს ვერ ვიგებ, არ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია! - ხელს ვისმევ ქუთუთოებზე, თითქოს ცრემლის მოწმენდას ვცდილობ, თუმცა თვალებიდან ცრემლი არ მდის.
- დამიდჟერეთ, კველაპერი კარგად იკნება!
- ეჰ, ნეტა მეც შემეძლოს ასე ფიქრი!
კარებზე ზარის ხმაა, გასახსნელად პოლი დგება. მისაღებში გიორგი შემოდის, მესმის პოლი კიდევ ვიღაცას ესაუბრება, მაგრამ არ მაინტერესებს ვის, მეგობარს ისე ვეხუტები, თითქოს ჩემი შველა მხოლოდ მას შეეძლოს, აქამდე ნაგროვები ცრემლები ერთდროულად იკვლევენ გზას და ვტირი.
- დამშვიდდი, შენთან ვართ, დამშვიდდი!
- სანდრო გიო, მასთან არც კი შემიშვეს, ვერც კი ვნახე! უნახავად როგორ?!... შოთიმ, იკამ, არც კი მიმაკარეს!... - ტკვილი ისევ მიახლდება - ძაღლივით გამომაგდეს, ქუჩის ძაღლივით...
- დაივიწყე გთხოვ, დამიჯერე, ნუ გეშინია, დალაგდება, მოგვარდება!..
- რამე რომ დაემართოს, რომ ვერ... - წინადადებას ვერ ვასრულებ, საკუთარი აზრებისაც კი პანიკურად მეშინია.
- ისტერიკებს ნუ იმართებ, სანდრო კარგად იქნება! - მოულოდნელობისგან ვშეშდები, გაფართოებული თვალებით ვბრუნდები, კარებში პოლთან ერთად ვაჟა დგას. დაბნეული თვალებით მივჩერებივარ ბიჭებს.
- ამას აქ რა უნდა, შენ მოიყვანე? - მინდა ვიკითხო, მაგრამ ენას ვერ ვატრიალებ. ვაჟა ახალკაცი ჩვეულებისამებრ კოპებშეკრული, დაბღვერილი მომჩერებია, თითქოს თვალებით მბურღავს.
- დრო ცოტა გვაქვს, ძალიან ცოტა! - დუმილს არღვევს ის - ერთ საათში ბინის დასარბევად მოვლენ, ერთი ნივთიც კი არ უნდა დარჩეს იმის მიმანიშნებელი, რომ ოდესმე ამ სახლში ყოფილხარ, პატარა მტკიცებულებაც კი, რომ ორსულად ხარ. კარგი იქნებოდა ასეთ უხეშ მეთოდებზე არ გვეფიქრა, მაგრამ კონტროლის სადავეებს ვერ დავკარგავთ!...
- ვერ ვხვდები, რას მელაპარაკებით?! - ისტერიკა მეპარება ხმაში - მითითებებსაც მაძლევთ?!
- მომისმინე გოგონი, ზედმეტად პრიმიტიულად აზროვნებ, ბავშვური თამაშების დრო დასრულდა! წლები მოვანდომეთ ამ საქმის ძიებას, გესმის? წლები! დახლართული ლაბირინთიდან გამოსვლას საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ. ამ ისტორიაში ყველანი რიგითი მოთამაშეები ხართ, სანდროც, შენც, ისინიც დღეს რომ დააკავეთ. გმირობანას და ერთგულების მტკიცების დრო არაა. ვერც კი წარმოიდგენ საიდან იმართება სიტუაცია. მათთვის ერთი რიგითი გამომძიებლის განადგურება არაფერია. მით უმეტეს უპატრონო, უთვისტომო გოგონას მოსპობა. იცი მაინც რამდენი შენისთანა იკარგება უგზო-უკვლოდ?! არ ვიცი რა დაინახა შენში, რა თვალით შემოგხედა, თუმცა ეხლა ამის განხილვას არ ვაპირებ, ერთია ადამიანს მეგობარი გოგო ჰყავდეს და მეორეა ქალი შენი შვილის დედად აირჩიო. შვილს შემთხვევით ადამიანს არ გააჩენინებ, ფაქტი-ფაქტად რჩება, მისთვის ზედმეტად ძვირფასი ხარ და ეგ ბავშვიც უყვარს...
- უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთხელ მოსმენას აღარ ვაპირებ! - ისევ ვცხარდები მე.
- ნუ მაწყვეტინებ, მოსმენის კულტურა მაინც იქონიე, კარგად მომისმინე! - თვალებს მიბრიალებს ვაჟა - ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც პატიებას ვითხოვ, უბრალოდ ჩემი შვილის გადარჩენას ვცდილობ. ასეთი ძნელი გასაგებია?! ეს ძიება აღარაა, პოლიტიკაა, იქ სადაც დიდი ძალაუფლებაა, ხალხი ასეთ გავლენას უბრძოლველად არ თმობს, მკვლელობაც მოსულა, საზიზღარი და ბინძური მეთოდებით ბრძოლაც, შანტაჟიც და დაშინებაც. შენ ჩემი შვილის სუსტი წერტილი ხარ. ამ ამბავმა ჩემი ერთი ოჯახის წევრი უკვე შეიწირა, მეორე რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის. კაცმა არ იცის ეს ყველაფერი რით დასრულდება. უნდა ვიცოდე, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ... - სიტყვას ვერ ასრულებს ვაჟა.
- რომ?! - თვალს არ ვაშორებ მამაკაცს.
- რომ ცოცხალი ხარ! არ მინდა ჯერ კიდევ დაუბადებული შვილიშვილის სიცოცხლეს საფთხე დაემუქროს, რაც შეიძლება სწრაფად წახვალ!
- შვილიშვილის?! იქნებ სანდროს შვილი არცაა?! - ირონიულად ვეკითხები - რომ არ დაგემორჩილოთ?!...
- შენი ძალით გაშვებაც რომ დამჭირდეს, დაგაბამ, გაგკოჭავ და ისე გაგიშვებ! - თვალებს მიბრიალებს ვაჟა.
- გვანცა, ნუთუ არ გესმის?! - ჩემს დარწმუნებას ამჯერად გიორგი ცდილობს.
- რა უნდა მესმოდეს?! ადამიანი, რომელიც დასანახად ვერ მიტანს, წადიო მეუბნება, მისი როგორ უნდა დავიჯერო?! რამდენიმე საათის წინ განადგურებით მემუქრებოდა! შენც მიღალატე? ტყუპებივით შენც ზურგი მაქციე?
- ნუ სულელობ! სანდროზე ვიფიქროთ თუ შენზე?! ერთდროულად რამდენად გავიჭრათ?!
- ჩემი თუ არა, შენი მეგობრის მაინც დაიჯერე! - ღრენით მეუბნება ახალკაცი - მოწმეებს არ ტოვებენ, თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ სანდროსგან რამე ინფორმაცია გაქვს, მოგსპობენ, გაგანადგურებენ...
- ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავთ?! - ირონიულად მეცინება მე.
- არა, ჩემ შვილზე ვზრუნავ. თუ გადარჩება...
- თუ?! - მისი სიტყვები პანიკაში მაგდებს.
- თუ გადარჩება, ამ თამაშიდანაც გასვლას ვაიძულებ, ისედაც ასე ვიყავით მოლაპარაკებული, მისი როლი კახას მკვლელის დაკავებით იწურებოდა, ლუკა ციხეშია, საქმეს მე მივიყვან ბოლომდე, სანდროსთვის ეს ოპერაცია ამით დასრულდება, უფლებას აღარ მივცემ საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს, საკმარისია!...
- თუ?! დარწმუნებული არ ხართ, რომ კარგად იქნება? - ისევ ვაჟას დაუსრულებელ ფრაზას ვიმეორებ. მოწყვეტილი ვეშვები სავარძელში, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღარც სურვილი მაქვს და აღარც ძალა.
- ნუ გეშინია! - ჩემს წინ იმუხლებს გიორგი - სანდრო ძლიერია, არაფერს მოაკლებენ, გამოძვრება. ტყუპებიც მასთან არიან, ერთად წამოწყებულს, ერთადვე დაასრულებენ...
- მეც მხარში ამოვუდგები, თუ საჭირო იქნება მათივე ბინძური მეთოდებითვე გავუსწორდები!
- რატომღაც ეჭვი არ მეპარება, რომ შეძლებთ! - მწარედ მეღიმება მე.
- სანდრომ რთული ოპერაცია გაიკეთა, წინ საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. შენზე ზრუნვას ვერ მოახერხებს, ამის დრო არც მე მექნება და არც ტყუპებს, მის გონს მოსვლას ვერ დაველოდებით, დამნაშავეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. სწრაფი მოქმედებები უნდა დავიწყოთ, სულელები არც ისინი არიან, საპასუხო დარტყმებსაც მოგვაყენებენ. ამ ეტაპზე კი ყველაზე სუსტი წერტილი შენ ხარ!
- ბატონო ვაჟა, თქვენმა მეუღლემ იცის აქ რომ ხართ, ქეთამ?..
- ჩემი შვილისგან განსხვავებით, მე ქალებს საქმეში არ ვრევ!- მკაცრად მეუბნება ის.
- ქეთა, მომავალი რძლის მიმართ ვალდებულებებს არ გრძნობთ? მას რა როლი აქვს ამ საქმეში?
- მომისმინე, გოგონი, სანდრო პატარა ბიჭი აღარაა, ვერაფერს ვაიძულებ, ჩემი აზრის გათვალისწინება რომ სდომოდ,ა ამას ადრევე გააკეთებდა. არ ვმალავ, იქნებ არც მოგეწონოს, მაგრამ მისთვის ერთად-ერთ შესაფერის კანდიდატურად ქეთი მიმაჩნია. დიახ, ჩემმა შვილმა რომ მოინდომოს მისი ცოლად მოყვანა, ნებისმიერ დროს სიხარულით მივიღებ ოჯახში, მაგრამ ... კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, არ მომწონხარ, ერთი თავხედი და ზედმეტად ამბიციური ადამიანი ხარ! დამაცადე! - თვალების ბრიალით მაჩუმებს ის - ამ სიტყვების გამო ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ისიც ვიცი, შენ რომ რამე დაგემართოს, სანდრო არ მაპატიებს, მინდა თუ არ მინდა, ქვეყნიდან გასვლაში უნდა დაგეხმარო!
- ქვეყნიდან? ეს როგორ? რომელი ძებნილი მე ვარ?! კი ბატონო, ამ სახლიდან წავალ, თბილისიდანაც, ბოლოს და ბოლოს ჩემს სოფელში დავბრუნდები, საზღვარგარეთ რა დამრჩენია, რატომ?! - იმის გააზრებაც კი არ მინდა, რომ სანდროს შორიდანაც კი ვერ დავინახავ.
- ღმერთო, შენ მომეცი მოთმინება! მე ამის ნერვები აღარ მაქვს! - ბიჭებს გადახედა ვაჟამ.
- სოფელში ვახოს ოჯახი არ მოგასვენებს!... შენს ხომ იცი, შვილის დაკავებაში შენ დაგადანაშაულებენ!
- სანდროს ასე უნდა, ჩემთან იკნები, მე დაგეხმარები! - მისი დამტვრეული ქართულით მეუბნება პოლი.
- სანდროს?! წასვლის წინ საავადმყოფოში მისვლასაც ვერ მოვახერხებ?! - უკანასკნელ იმედს ვეპოტინები მე.
ვაჟას თვალების ბრიალზე ვხვდები, რომ თხოვნას აზრი აღარ აქვს, ცრემლების ყლაპვით ვბარგდები, ბიჭები მეხმარებიან, პირველადი მოხმარების ნივთებს უცებ ვაწყობ და სახლიდანაც გავდივართ. ვაჟა ისევ საავადმყოფოში ბრუნდება, ჩვენ კი..
აეროპორტის შესასვლელში გამშვებ პუნქტთან ტყუპები გველოდებიან.
- გვანც, გვაპატიე, დედას გეფიცებით ასე არ გვინდოდა, მაგრამ ჟურნალისტებს არ უნდა ენახე, უფლებას ვერ მივცემდით შენი ფოტოებით გაზეთები აეჭრელებინათ! - გულში ძლიერად მიკრავს იკა. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ისევ ვსლუკუნებ.
- ერთად ჩამოვალთ, აუცილებლად ჩამოვალთ, ჩემი ნათლულის დაბადებამდე, აი ნახავ! - მუდამ სერიოზულ შოთის ხმა უთრთის.
- ჩემი და ხარ! გახსოვდეს ეს, თავს მოუფრთხილდი, იმედი არ გაგვიცრუო, ეს კაცი მაგარი ყოჩაღი ვინმე იქნება! - სევდიანად მიღიმის გიო.
- რა იცი, რომ კაცია?! - ტკივილით მეღიმება მე.
- უფლება არ აქვს, ჩემი პირველი ნათლული ბიჭი იქნება!
- სულელო! - ჩვეულებისამებრ თითის წვერებზე ვიწევი და თმებს ვუჩეჩავ.
- ჩემი მახინჯი ჭუკი! მომენატრები გვანც.
- ფრთხილად იყავით! - სამივეს შეძლებისდაგვარად ვუღიმი. არ მინდა ცრემლები დავანახო, მაგრამ...
მივდივარ, მივფრინავ და ვტოვებ ერთად-ერთს, ყველაზე ძვირფასსა და ყველაზე საყვარელს. მივდივარ და იქ, ქვემოთ, ალგ-ალაგ ჩაბნელებულ, ციცინათელებივით აციმციმებულ თბილისში მოუშუშებელ იარად რჩება ჩემი გული და სული. ამდენი ემოციისგან დაღლილი პოლი იძინებს, მე კი გზას ვაძლევ ცრემლებს, ვტირი, ვტირი, ნეტა ცრემლებს შეეძლოს ჩემი ტკივილის გაყუჩება.

ესეც თავისუფალი ამერიკა. მაგრამ სადაა ის ნანატრი თავისუფლების შეგრძნება?! ალბათ, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას უიმედოც შეიძლება ვუწოდო, მაგრამ მე მაინც მიხარია დღეს რომ აქ ვარ. ვუმზერ სხვადასხვა გენის, სხვადასხვა ჯურის წარმომადგენლების გაკრეჭილ, ცხოვრებისგან კმაყოფილ სახეებს და ვცდილობ, გავიგო, ნეტა მართლა ასეთი ბედნიერები არიან? ნეტა მათი ღიმილი ასეთი ხალასია?
დრო საკმადო ნელა გადის, ან იქნებ მე მეჩვენება ასე?! მიხარია, ჩემი ტკივილი წარსულში განცდილ კოშმარად რომ დარჩა, მათი ადგილი მხოლოდ ჩემს სიზმრებშია. პერიოდულად ისევ ვკივივარ, ისევ ტირილით ვიღვიძებ, ხელით ლოგინს ვსინჯავ, ვეძებ, მას ვეძებ, მონატრებისგან ბალიშს ვეხუტები და ისევ ვტირი. თუმცა ვიცი, გაივლის, ესეც გაქრება, სწორედ ისე, როგორც ადრე გაიარა.
ჩემი პატარა დღითი - დღე იზრდება, უკვე მისი სქესიც ვიცი, გიორგის წინასწარმეტყველება არ ხდება, მისი ინტუიციის გადამკიდე გამიკვირდებოდა კიდევაც რომ გამართლებოდა, გოგონას ველოდები. მაგრამ ამ ინფორმაციის გაგებისას მეგობარს ნაღველს დიდად ვერ ვატყობ:
- მახინჯი ჭუკი „დვა“.. - პატარასთვის ზედმეტი სახელი უკვე მზად აქვს.
ნელ-ნელა ვმრგვალდები, შემეცვალა სახე, გავსუქდი?! ალბათ... თუმცა პოლი მეუბნება, რომ ლამაზი ორსული ვარ. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ჩემი სილამაზის შემფასებელი მხოლოდ ერთი ადამიანია და ისიც ძალიან შორსაა. ჩემი თვალები ისევ სევდის ფერია, ნეტა მონატრება კლავს?!. გგონიათ ბევრი მენატრება? არა, ერთი...
კაკისგან და ანიტასგან ვიგებ თბილისის ამბებს, გიოსგან ვიცი, რომ სანდრო გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის, თუმცა მისთვის ფრენა არ შეიძლება, გჯერათ?! მე რატომღაც დაჯერება მიჭირს. იქნებ სიმართლის სათქმელად ვერ გამიმეტა? დედას გეფიცებით, აღარ მინდა ფიქრი, მინდა დავივიწყო, მაგრამ...

საქართველოში იწყება სამკაოდ მაღალი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის პროცესი, რასაც შედეგად ხანგრძლივი, მტკივნეული, სასამართლო პროცესიც მოსდევს. ტელევიზიით ხშირად ვუყურებ ქართულ არხებს, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებს, პროცესის ჩანაწერებს რამოდენიმეჯერ ვახვევ, იმიტომ არა, რომ მისი დეტალები მაინტერესებს, არა, ზოგიერთ ფრაგმენტში ინვალიდის ეტლში მჯდომი სანდრო ჩანს. გული მეწურება, თვალები ცრემლებით მევსება, ვინ იცის მერამდენედ ვახვევ, მერამდენედ ვუმზერ.

საქართველოში არჩევნები ინიშნება. წინასაარჩევნო პროგრამაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყრიან კენჭს, ვაჟა ახალკაცის სარეკლამო ბანერი წარა-მარა ტრიალებს. მისი გოროზი, პატივმოყვარე მზერა რაღაც უცნობს შეუცვლია, იქნებ შვილის ტკივილმა შეცვალა? არ ვიცი, ვერ გეტყვით.
ერთად-ერთი ვინც არ შეცვლილა ქალბატონი მანანაა, ისევ ისეთი გაპრანჭული, დაყენებული ღიმილით უმშვენებს მეუღლეს მხარს.

ჩვეულებისამებრ, ყოველ საღამოს პარკში ვსეირნობ, ამ ბოლო დროს უჰაერობა მაწუხებს, უჟანგბადობა, მეჩვენება?! არა მგონია, აქ ხეებსაც სხვა ფერი აქვთ, ყველაფერი ხელოვნურია. ვზივარ და სანდროს ფოტოს მივჩერებივარ, ეს ჩვევაც აქ დამჩემდა, მის ნაცვლად ქაღალდის ფურცელს ვესაუბრები, ვუყვები, ჩემზე და პატარაზე ვუამბობ, ალბათ მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ...
- მალე გამოძვრები, სამყაროს საკუთარი თვალებით შეხედავ, ნეტა რა ფერი იქნება შენი ოცნება? - ხელს ვუსვამ ბურთივით გაბერილ მუცელს, თითქოს პატარა ხვდება რომ ვეფერები, მოძრაობას წყვეტს - ამაშიც მამას ჰგავხარ, მოფერება გიყვარს! - ტკივილით მეღიმება მე.
ცოტა არ იყოს შემცივდა, საათს გაოცებული ვუმზერ, თურმე რა დრო გასულა, მიკვირს რატომ არ დამირეკა პოლმა?
- არ გამიცივდე! -ლაბადას წინ გამობზეკილ ღიპზე მჭიდროდ ვიხვევ და მივდივარ.
ხვნეშა - ხვნეშით ვხსნი კარებს.
- პოლ, მოვედი! - პასუხს არც ველოდები ისე შევდივარ ჩემს ოთახში და მოწყვეტით ვწვები. ბალიშს ვეხუტები, ფოტოს თავთან ვიდებ და ისევ ვეჩურჩულები:
- მომენატრე, უკვე ტკივილამდე მომენატრე!
კარი ფრთხილად იღება, ალბათ პოლია, მისკენ არ ვბრუნდები, ბალიშს უფრო ძლიერად ვიხუტებ და თავს ვიმძინარებ. არ მინდა ისევ ატირებული მნახოს, უკვე ისიც მეცოდება.
ჰაერში ნაცნობი სურნელი ტრიალებს, ალბათ, მონატრების ბრალია, ან უბრალოდ მძინავს.
-ისევ ასე დაწექი? - მსაყვედურობს და თხელ პლედს მაფარებს, თითებით ოდნავ მეხება სახეზე, ჯიუტად ჩამოყრილ კულულებს მიწევს და ჩვეულებისამებრ საფეთქელზე მკოცნის. ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი ვარ! ნეტავ არ გათენდეს, ნეტავ არ გავიღვიძო. მისი სურნელით გაჟღენთილი, მისით ავსებული, სულელივით მეღიმება, თურმე რა ცოტა მყოფნის!.
სიზმარში ისევ თბილისს ვხედავ, იქ, სადღაც შორს მაინც არის ბედნიერების სხივი, იქ სადღაც ისევ ანათებს ჩემი შუქურა, გზას მინათებს და მისკენ მიზიდავს, მაგნიტივით მიწოვს და ისევ თავისთან მიხმობს:
- სან!...- ღიმილში მეპარება ნანატრი სახელი.
- მიყვარხარ! - ისევ მეხება საფეთქელთან და ისევ ვივსები მისით.
- მე უფრო!... - ნეტა ვუთხარი თუ გავიფიქრე?!



№1  offline მოდერი sopiko

ძალიან, ძალიან თბილი და ადამიანური გრძნობებით აღსავსე ისტორია!

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეეე როგორ მიყვარს ეს ისტორია, ვგიჟდები მე შენზე.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
ძალიან, ძალიან თბილი და ადამიანური გრძნობებით აღსავსე ისტორია!

lalita
ვაიმეეეე როგორ მიყვარს ეს ისტორია, ვგიჟდები მე შენზე.


როგორ მიხარია სიტყვებით ვერ გადმოვცემ smile kissing_heart heart_eyes

 


№4 სტუმარი მკითხველი

ანა,ამ ისტორიის სიყვარული არ მინელდება.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მკითხველი
ანა,ამ ისტორიის სიყვარული არ მინელდება.

kissing_heart heart_eyes

 


№6  offline წევრი deep

აუუუ...უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე.ძალიან მაგარი ხარ

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

deep
აუუუ...უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე.ძალიან მაგარი ხარ

დიდი მადლობა kissing_heart

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოოო აი ჩემი ისტორიაც... ძალიან მიყვარს ეს ისტორია... რა ვქნა შენი ყველა ისტორია რომ ძალიან მიყვარს? ძალიან ემოციური და მტკივნეული ისტორიაა...

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ოოოო აი ჩემი ისტორიაც... ძალიან მიყვარს ეს ისტორია... რა ვქნა შენი ყველა ისტორია რომ ძალიან მიყვარს? ძალიან ემოციური და მტკივნეული ისტორიაა...

smile ჩემო საყვარელო, როგორ მახარებ რომ იცოდე kissing_heart დაველოდოთ ახალ ისტორიას, მინდა იმედი ვიქონიო, რომ ახალ პერსონაჟებსაც ისევე შეიყვარებთ და უგულშემატკივრებთ, როგორც ძველები გიყვართ.

 


№10  offline წევრი Mariamch

ჩემი ფავორიტი მწერალი ანა <3

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
ჩემი ფავორიტი მწერალი ანა <3

smile heart_eyes kissing_heart

 


№12 სტუმარი Guest Mancho

Dzaan kai iyo ert erti sauketeso rac am saitze wamikitxia da damijere cota namdvilad ar maq wakitxuli ...dzaalian didi fanyaziis unari gaq da kargad gadmocem grdznobebs ise megona rom isini namdvili adamoanebi iyvnen d a es martla chem gverdit xdeboda uzomod momwons sandros personaji... magram ragac dasarulit coda gacruebuli var megona bolos moaxdendi afetqebas ragac magars ...mainc dzaaan magari xar daa awi wavikitxav yvela shen nawers ... ogond gtxoov ese agar daasrulo xolme raaa ...

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Mancho
Dzaan kai iyo ert erti sauketeso rac am saitze wamikitxia da damijere cota namdvilad ar maq wakitxuli ...dzaalian didi fanyaziis unari gaq da kargad gadmocem grdznobebs ise megona rom isini namdvili adamoanebi iyvnen d a es martla chem gverdit xdeboda uzomod momwons sandros personaji... magram ragac dasarulit coda gacruebuli var megona bolos moaxdendi afetqebas ragac magars ...mainc dzaaan magari xar daa awi wavikitxav yvela shen nawers ... ogond gtxoov ese agar daasrulo xolme raaa ...


დიდი მადლობა ჩემი ისტორიის წაკითხვისთვის, ორმაგად მიხარია, თქვენი აზრი რომ გამიზიარეთ. ალბათ მართალი ხართ, იქნებ ნაჩქარევად მოგეჩვენოთ, მაგრამ უბრალოდ მგონია ამ ისტორიას მეტი განვითარება ვეღარ ექნებოდა. გვანცამ მისი გზა დაასრულა.

 


№14 სტუმარი Guest baby girl

ძაან მაგარი ადამიანი ხარ და არ დაგიმალავ რომ ცრემლებიც კი წამომივიდა ემოცია ნამდვილად არ აკლდა. ამ ისტორიიდან ყველაზე მეტად (არ ვიცი რატომ ან როგორ)გიორგი მომეწონა თავისი ტო-ებით ძაან სიმპო და მხიარული ადამიანი წარმომიდგა თვალწინ. joy joy დდასასრული რატომღაც სასწაული მეჩვენა ამ ისტორიისთვის მაგარი ხარ ძაან მიყვარხარ<3 kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest baby girl
ძაან მაგარი ადამიანი ხარ და არ დაგიმალავ რომ ცრემლებიც კი წამომივიდა ემოცია ნამდვილად არ აკლდა. ამ ისტორიიდან ყველაზე მეტად (არ ვიცი რატომ ან როგორ)გიორგი მომეწონა თავისი ტო-ებით ძაან სიმპო და მხიარული ადამიანი წარმომიდგა თვალწინ. joy joy დდასასრული რატომღაც სასწაული მეჩვენა ამ ისტორიისთვის მაგარი ხარ ძაან მიყვარხარ<3 kissing_heart kissing_heart kissing_heart

გიორგი მისი "ტოებით" მეც ძალიან მიყვარს kissing_heart მიხარია, რომ მოგეწონა, განსკუთრებით დასასრული, რადგან მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ისტორია, და მიუხედავად იმისა, რომ მე ვწერდი, ჩემთვისაც კი ძალიან მძიმე დასაწერი და წასაკითხი გამოდგა. kissing_heart

 


№16 სტუმარი Mari

Auu dasasrulma.guli matkina ...cxovrebashic xo cudi dasasruli AQ yvelagerss.....motxroba mainc yofiliyo kai ehhh....magram sabolo jamshii magari xar

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mari
Auu dasasrulma.guli matkina ...cxovrebashic xo cudi dasasruli AQ yvelagerss.....motxroba mainc yofiliyo kai ehhh....magram sabolo jamshii magari xar


კარგია თუ მოგეწონა, თუმცა შენიშვნაში ვერ დაგეთანხმები, ისტორიას იდეალური დასასრული ჰქონდა, რადგან მისი საყვარელი ადამიანის გვერდით დარჩა, ყოველ შემტხვევაში მე ასე ვკითხულობ kissing_heart

 


№18  offline წევრი ucnobi_18

უბრალოდ არვიცი კითხვისას ყველანაირი ემოციაა განვიცადე ალბათ რაცკი არსებობს არ მეყო კიდე მინდოდა დასასრულს ესეთს არ მოველოდი მაინც რატომღაც...ძალიაან კარგი იყოო ძაალიან

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ucnobi_18
უბრალოდ არვიცი კითხვისას ყველანაირი ემოციაა განვიცადე ალბათ რაცკი არსებობს არ მეყო კიდე მინდოდა დასასრულს ესეთს არ მოველოდი მაინც რატომღაც...ძალიაან კარგი იყოო ძაალიან

დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და შენი დრო დაუთმე ამ ისტორიას. kissing_heart მკითხველები სხვადასხვაგვარად კითხულობენ უკანასკნელ ფრაზებს. საინტერესოა, შენ როგორ გაიგე ამ ისტორიის დასასრული?

 


№20  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

დრო არ მქონდა და ამ ისტორიას სამი დღე ვკითხულობდი ყოველ დგეს გული სიხარულით ემოციებით მევსებოდააა ასეთი სასწაული ჯერ არაფერი წამიკითხიაა ყველაფერი ისე დეტალებში ისე ნათლად ისე ცხოვრებისეულად გქონდა აღწერილიი ალბათ ყველაზე მკაცრიი კრიტიკოსიიც კი ვერ შეძლებდა შენთვის შენიშვნის მოცემას..საოცრად კარგად წერ ეს ბევრჯერ მითქვამს წერისთვის ხარ დაბადებულიიი ..საოცარი უნარი გაქვს როგორც წერის ასევე მკითხველამდე სწორად მიტანის.ყველა იმ ემოციას ვგრძნობდუ რასაც პერსონაჟები.უზომოდ კმაყოფილიუ და ათამაგ უფრო შეყვარებული და აღტაცებული ვარ შენით.

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
დრო არ მქონდა და ამ ისტორიას სამი დღე ვკითხულობდი ყოველ დგეს გული სიხარულით ემოციებით მევსებოდააა ასეთი სასწაული ჯერ არაფერი წამიკითხიაა ყველაფერი ისე დეტალებში ისე ნათლად ისე ცხოვრებისეულად გქონდა აღწერილიი ალბათ ყველაზე მკაცრიი კრიტიკოსიიც კი ვერ შეძლებდა შენთვის შენიშვნის მოცემას..საოცრად კარგად წერ ეს ბევრჯერ მითქვამს წერისთვის ხარ დაბადებულიიი ..საოცარი უნარი გაქვს როგორც წერის ასევე მკითხველამდე სწორად მიტანის.ყველა იმ ემოციას ვგრძნობდუ რასაც პერსონაჟები.უზომოდ კმაყოფილიუ და ათამაგ უფრო შეყვარებული და აღტაცებული ვარ შენით.

როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ. უზომოდ ბედნიერი ვარ ასეთი სიტყვებით. kissing_heart ეს ისტორია ჩემთვის საკმაოდ რთული დასაწერი აღმოჩნდა და ორმაგად მახარებს, როცა მკითხველს მოწონს. დიდი მადლობა, რომ წაიკითხე და დილიდანვე ასე გამათბე kissing_heart

 


№22  offline წევრი salomee

საოცარი ისტორიაა.
ძალიან,ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივად გადმოცემული ემოციით.
თუმცა, დასასრული მაინც ამოუცნობი დარჩა ჩემთვის:) ერთად დარჩნენ?
უნიჭიერესი ხარ!
სანდრო heart_eyes

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

salomee
საოცარი ისტორიაა.
ძალიან,ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივად გადმოცემული ემოციით.
თუმცა, დასასრული მაინც ამოუცნობი დარჩა ჩემთვის:) ერთად დარჩნენ?
უნიჭიერესი ხარ!
სანდრო heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის kissing_heart არადა, მე ისეთი დარწმუნებული ვიყავი, რომ ზედმეტად გარკვევით ავსახე რამდენად ელოდა და როგორ დაუჯერებლად ეჩვენა სანდროს დაბრუნება. ჩემს წარმოსახვაში ერთად დარჩნენ, უბრალოდ მკითხველს მივეცი ბოლოში საშუალება ცოტა ეოცნება და ალტერნატიულ ფინალზეც ეფიქრა kissing_heart

 


№24  offline წევრი Timea25

დასაწყისი მქონდა წაკითხული და არ მახსოვდა სახელი. როგპრ გამიხქრდა რომ ვიპოვე.
არაჩვეულებრივად გადმოსცემ,იცი ალბათ- მაონც გეტყვი უნიჭიერესი ხარ!

 


№25  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Timea25
დასაწყისი მქონდა წაკითხული და არ მახსოვდა სახელი. როგპრ გამიხქრდა რომ ვიპოვე.
არაჩვეულებრივად გადმოსცემ,იცი ალბათ- მაონც გეტყვი უნიჭიერესი ხარ!

გავწითლდი heart_eyesდიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ძალიან მიხარია, რომ მოახერხე და წაიკითხე kissing_heart

 


№26  offline წევრი Peoplefallformysmile

აუ ასე რატომ დასრულდა :( რა კარგი იყო , ძალიან მომეწონა.

 


№27  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Peoplefallformysmile
აუ ასე რატომ დასრულდა :( რა კარგი იყო , ძალიან მომეწონა.

დიდი, დიდი მადლობა kissing_closed_eyes kissing_heart

 


№28  offline წევრი Barbare ❤

აუუ ლა კაი იყოო... არ მინდოდა დამთავრებულიყო.. შეუდარებლად გადმოსცემ გრძნობებს და ყველაფერს ... მშვენიალური და განსაკუთრებული ისტორია იყო ❤❤შენ კი არაჩვეულებრივი ხარ და ასევე წერ ❤

 


№29  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Barbare ❤
აუუ ლა კაი იყოო... არ მინდოდა დამთავრებულიყო.. შეუდარებლად გადმოსცემ გრძნობებს და ყველაფერს ... მშვენიალური და განსაკუთრებული ისტორია იყო ❤❤შენ კი არაჩვეულებრივი ხარ და ასევე წერ ❤

სამწუხაროდ კომენტარებზე შეტყობინებები არ მოდის და ახლაღა ვნახე შენი მოწერილი. ძალიან მიხარია თუ მოგეონს

 


№30  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Hela
მომეწონა ძააან

ძალიან მიხარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent