შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეხუთე თავი)


16-02-2017, 20:08
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 363

ისტორიაზე მომხდარმა, ისე გამაღიზიანა, არც ბექას და არც ლუკას სახელის ხსენება აღარ მინდოდა .. მთელი დღეების განმავლობაში, ვცდილობდი გეგაზე ფიქრი შემეწყვიტა . თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მეორე სემესტრში აღარ დაემთხვეოდა ჩვენი ლექცია და არც მას ვნახავდი .
პირველი სემესტრის დასრულებამდე, თითქმის ერთი თვე იყო დარჩენილი.
ერთკვირაში ახალი წელი მოდიოდა.
იმისდა მიუხედავად, რომ ხუთშაბათობით ლექცია არ მქონდა არჩეული, უნივერსიტეტში მისვლა მანც მომიწია, ლექტორის მიერ გაცდენილი ლექციის აღდგენაზე, რათა პრეზენტაცია წარმედგინა..
თავაწეული მივიწევდი უნივერსიტეტისკენ.
უეცრად, გეგა მეტრეველს მოვკარი თვალი. უნივერსიტეტიდან გამოსულ, ნიკა დვალს სიგარეტს ართმევდა. ცხვირაბზუებულმა გადავხედე ორივეს და შენობაში შევაბიჯე.. ლიფტის ლოდინს აზრი არ ქონდა, ამიტომ ფეხით ავუყევი მეშვიდე სართულს .. 719ე აუდიტორიის კარი შევაღე ..
-ნიდა, როგორ ხარ ? ღიმილით შემეგება აგათონიკე.
- რავი არამიშავს აგა, შენ როგორ ხარ ?
- თუ არ ჩავთვლით, რომ მიკრო მეტენება მაშინ მშვენივრად. აბარებ დღეეს? თვალით პრეზენტაციაზე მანიშნა ..
-ხო რავი , თუ ცოტანი ვიქნებით კი ..სიცილით მივუგე.. და იმწამს შემოსულ ლექტორს შევხედე. აუდიტორია უკმაყოფილოდ მოათვალიერა .
-ამ ათი კაცის მეტი, არ ხართ ?
-შეიძლება შემოგვემატონ.. პასუხი აგათონიკემ გასცა.
-რაც უნდა ის ქნან, მე კი არ ვაძალებ ლექციაზე სიარულს..
ჯგუფელები პრეზენტაციას აბარებდნენ, მეც ველოდებოდი როდის დადგებოდა ჩემი ჯერი, ნერვიულად ვათამაშებდი კალამს ხელში .
ფურცლები ავიღე და ლექტორის წინ დავდექი. კარები ნიკა დვალმა შემოაღო და აგათონიკეს გვერდით მოთავსდა.
ბედი არ გინდა? მთელი სემესტრი ლექციებს აცდენდა და ეხლა მოუნდა შემოსვლა . გაღიმებული მომაშტერდა .
სხვა რა გზა იყო? დავიწყე ჩემი ბიზნეს გეგმის წარდგენა ..
-„Drywash კომპანია, რომელიც ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა.
ადამიანებს შეუძლიათ ადგილზე გამოიძახონ მომსახურე პერსონალი , რომლებიც მაშინვე მივლენ და 25 წუთში მანქანას გარეცხილს ჩააბარებენ. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ღრუბლით გარეცხილი მანქანა იფხაჭნება, გარდა ამისა, ნარეცხი წყალი ისხმევა ძირს და იქაურობას აჭუჭყიანებს, რაზეც საკმაოდ დიდი ჯარიმაა. drywash-ით რეცხვას კი ეს პრობლემები არ ახლავს. “
ლექტორი კმაყოფილი სახით ისმენდა, ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ „ვითომ კომპანიის“, ბიზნეს გეგმას .. აზარტში შესული, ემოციებით ვყვებოდი ჩემს კომპანიის შესაძლებლობებზე...
-ნიდა ეხა შენ ის მითხარი, რა ღირს თქვენი მომსახურეობა ?
-პატარა მანქანები - 15ლარი, ხოლო ჯიპი 18. პასუხის ბოლომდე გაცემც არ მაცალა, ნიკა დვალმა საუბარში, რომ ჩაერთო.
-და რატო უნდა ისარგებლოს ადამიანმა შენი კომპანიით, როდესაც უფრო იაფია სხვა სამრეცხაოები ? გამომცდელად მკითხა და ტუჩის ცალი მხარე ჩატეხა .. ნერვები ამეშალა , ამ რეგვენის გამო ათს კი არა 5საც ვერ ავიღებ ..
-რაგინდა რას დამინგრიე ჯერ არ, აშენებული კომპანია ? გაღიზიანებულს ლექტორის იქ ყოფნაც კი დამავიწყდა, დაბღვერილი შევხედე დვალს..
-უბრალოდ მაინტერესებს, 18 ლარი რატო უნდა გადავიხადო, როცა 12 ლარადაც მშვენივრად გავრეცხავ ჯიპს? ისევ აგძელებდა თავისას. ლექტორი გაღიმებული ისმენდა ორი, აწ მომავალი ბიზნესმენების კამათს.
-იმიტომ რომ, წყლით გარეცხვა აზიანებს ძვირად ღირებულ მანქანებს, თან ჩვენს მომსახურეობაში VIP პაკეტიც შედის . წარბ აწეულმა შევხედე . მისი თაფლისფერი თვალები შემომანათა და გაიცინა .
-ველოდები, როდის შექმნი შენს კომპანიას.. აუცილებლად ვისარგებლებ DRYwashით. თვალი ჩამიკრა და ტელეფონში თამაში განაგძო.
-ერთადერთი იყავი ვინც განსხვავებული თემა შემოგვთავაზე ამიტომ, 10 ქულას გიწერ . მახარა ლექტორმა ..
გაღიმებული დავჯექი აგას გვერდით .
-ნიდა ამ კვირას კლუბში მივდივართ და ხო წამოხვალ ? ჩემსკენ შემოტრიალდა აგა.
-არა.
-ლაიკო პატალა ალ გიშვებენ ? ენის ჩლიფინით თქვა დვალიმ. აგამ თავი ვერ შეიკავა და როხროხი ატეხა..
-შენგან განსხვავებით, მე თავმოყვარეობა გამაჩნია და ფინალურ გამოცდებს არ ვიკიდებ, ამიტომ მირჩევნია გამოცდებისთვის მოვემზადო და არა კლუბში ვიარო , განსაკუთრებით მაშინ თუ შენც იქნები იქ.. ჩემი მონოლოგის დასრულებისას, გავუსწორე თვალი და მამის მკვლელ სახეს, რომ გადავაწყდი, მაშინვე მივტრიალდი ..
-გატლეკილი.. ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-უზრდელი.. მეც ჩემთვის დავიჩურჩულე . წარბაწეულმა გამომხედა ..
-ოეეე ამტკივდა თავი ..როგორც ჩანს შუაში მჯდომი აგა, ჩვენმა აგრესიამ შეაწუხა.
უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, მაწანწალა ძაღლი, რომ გამომეკიდა .. ჰამერის წინ მდგარი დვალი , შევნიშნე და ისე ჩავაფრინდი მკლავში, იმ წამს კაციშვილი ვერ მომაგლეჯდა მას .. ორ თითს შორის, დაჭერილი სიგარეტის ღერი ხელიდან გაუარდა, საწყლად დაიხედა ძირს, მერე კი განრისხებულმა ამომხედა.. როგორც სიტუაციიდან მივხვდი , ეს ერთი ღერი ქონდა ამ საცოდავს და ისიც მე „შემომწირა“..მაგრამ სად მეცალა მაგისი სიგარეტისთვის? ნიკას ქურთუკს ვიყავი ჩაბღაუჭებული და ძაღლისგან თავდასაცავად დავაპროწიალებდი აქეთ იქით ..
-ვაიმეეეეე მიშველე ძაღლი..
-თუ ხელს გამიშვებ კაი იქნება . ირონიით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა.
-წავიდეს და გაგიშვებ.. ისევ ვაგძელებდი პანიკას..
გონს მაშინ მოვეგე, წინ მდგომი ჰამერიდან სამმა ბიჭმა ერთდროულად, რომ გამოყო თავი და ახარხარდნენ .. მათ ხარხარზე ძაღლს შეეშინდა და გაიქცა, მაშინვე ვუშვი ხელი ნიკას .. რამდენიმე წამი ჩუმად ვიდექი, მერე კადრებივით გამიელვა ამ სიტუაციამ თავში და ისეთი სიცილი დავიწყ, იქ მყოფი ხალხი გაშტერებული მიყურებდა. ნიკაც მოეგო გონს და მანაც ატეხა როხროხი ..
-ბოდიში და მადლობა .. მივაძახე მოხარხარეს , ხელი ზევით ავწიე დამშვიდობების ნიშნად და კისკისით გავუყევი გზას მეტროსკენ ..
ესეც შენი საძულველი ნიკოლოზ დვალი, რომელიც გადამჩენელად მომევლინა.



№1  offline წევრი snoopy

უფრო პატარა თავები დადე რამენაირად -__-

 


№2  offline წევრი tatiachelo

snoopy
უფრო პატარა თავები დადე რამენაირად -__-

შენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ და შემდეგში დიდ თავებს დავდებ, მაგრამ ეხლა როგორც შევძელი ისე დავწერე, რადგან ფინალურების გადაბარება მაქვს ))))

 


№3  offline წევრი HappyForever

dzaan kaia velodebi shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent