შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 3)


17-02-2017, 20:15
ნანახია 1 311

13 ნოემბერი... 2014 წელი!
-გცივა? -მზრუნველი ტონით მკითხა და ჩემსკენ მომართული დიდი ტოტი ხეს მოსწყვიტა, მუხლზე გადაიტეხა და მინდვრებისკენ მოისროლა
-შენი აზრით?! -ვერ ვსაყვედყრობდი, ალბათ იმიტომ რომ ამას ოდესღაც ჩემი სიყვარული განაპირობებდა დემეტრეს მიმართ. როცა დროის ამ აღმნიშვნელ სიტყვას ვიყენებდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან არვიცოდი ზუსტად შეეფერებოდა თუ არა ამ სიტუაციას. ვფიქრობ დარწმუნებული არ ვარ მომწონს თუ არა ის მოსაზრება რომ შესაძლოა მე ის ახლაც მიყვარდეს. კიდევ უფრო ვიძირებოდი იმ რაღაც უაზრო ფიქრებში რომლებიც საშუალებას არ მაძლევდნენ რაიმეში გავრკვეულიყავი. თუნდაც იმაში, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. პასუხები კითხვებზე, თუ უბრალოდ ბედნიერება. ჩემი ფიქრები ოცნებას უფრო გავდა და თან ეს ოცნებები არც ამტკიცებდა რეალობას. ყველაფერი ფანტაზიით და წარმოსახვის უნარით განისაზღვრებოდა... სულ ყველაფერი!
-როგორ გგონია.. -განვაგრძე მასთან ყალბი კამათი. -შემოდგომაზე, ნოემბერში, ამ სიცივეში აქ.. ტყეში რომ მოგყავდი არ შემცივდებოდა? მგონი ტვინიც კი გამეყინა და ვეღარ ვაზროვნებ. -ბოლო წინადადების დროს წავიბუზღუნე მან კი მკვეთრად გადაიხარხარა. არც ცდილობდა სიცილის შეკავებას მხოლოდ იმიტომ მაინც რომ არ მწყენოდა. მაგრამ რა სისულელეა... რა უნდა მწყენოდა. პირიქით, მაბედნიერებდა მის გვერდით, თუნდაც ამ სიცივეში ყოფნა და მხიარულება. რომელიც ბოლო იყო...
-სამაგიეროდ ჩვენს გულებშია სითბო.. -თვალები გადაატრიალა და მომხიბვლელად ჩაიცინა. გაუცნობიერებლად მივაშტერდი მის სახეს რადგან ვდნებოდი.. მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გულს მიჩქარებდა. ქათქათა კბილები კი თითქოს იქაურობას ანათებდა და სხივებს ჰფენდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი ჩემს მარჯვენა მხარზე ედო. უფრო და უფრო ცდილობდა ჩემს მიკრობას.. ცოტა არ იყოს იმ დროს მეშინოდა ჩემი გატაცებები და სიხარული უბრალოდ წამების ამბავი არ ყოფილიყო.. მართლაც რომ მეშინოდა, სხეულს უფრო მიყინავდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ეს წამებიც კი ტყუილი ყოფილიყო. არადა მართლაც ტყუილი აღმოჩნდა!...
-კარგი რა გამხიარულდი. რაიცი კიდევ როდის დადგება ეს მომენტი.. -ამ უბრალო ნათქვამმა ის დაამტკიცა რომ აღარც არასოდეს დამდგარა.. წუთები რომლებიც ასე მაბედნიერებდა უბრალოდ გაქრა.. გაქრა სამუდამოდ!
-რომ მცოდნოდა აქ წამოვიდოდით ამ საღამოთი მაღალქუსლიანებს და კაბას არ ჩავიცვამდი.. -საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა.
-ვარსკვლავებს უყურე და გათბები.. ანდაც მე მიყურე! -ოთხი ჭიქა ჰქონდა დალეული მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ლაპარაკს დალევა არ განაპირობებდა. უბრალოდ უფრო გაბედულად იქცეოდა იმასთან შედარებით ვიდრე მას ახასიათებდა.
-ხომ არ გინდა რომ წავიდეთ?! -ამას ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდი
-სად უნდა წავიდეთ ჯერ ეხლა არ მოვედით? თან ჩემი სათქმელი ჯერ არც დამიწყია -მაჯის საათზე დაიხედა, შემდეგ კი მისი ქურთუკი მხრებზე ფრთხილად დამაფინა.
-დამიჯერე სათქმელს ქცევებითაც გამოხატავ.. -ისეთი ტონი გამოვიყენე თითქოს ეს ისედაც აშკარა და ნათელი იყო
-მთავარი სიტყვებია ქეთუშ.. -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში დარწმუნებული იყო.
-ვფიქრობ უმჯობესი იქნება იმ სახელს თუ დამიძახებდი რაც მქვია. -პირქუშად მივმართე. ამას ის განსაზღვრავდა რომ ყოველთვის გართულება მქონდა სახელზე. მიმართვასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდი
-რა პრეტენზიული ხარ.. -ძალიან მოკლე თმაზე ხელი მომხიბვლელად გადაისვა. იმდენად მოკლეა მისი თმა რომ ხელსაც ვერ მოჰკიდებ, ეს კი ძალიან მომწონდა. უხდებოდა... თან იცოდა რომ მომწონდა და ძალიან ხშირად იჭრიდა თმას.
-პრეტენზიული კი არა მომთხოვნი ვარ.. ჰოდა შეეგუე!
-შევეცდები! -თქვა და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო. იმდენად ფრთხილად რომ ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა. ეს საუკუნეები უფრო ებდნიერს მხდიდა, მაგრამ ისევ ის მაშინებდა რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. დამთავრდა კიდეც!...
იმ დღეს, 13 ნოემბერს მან პირველად მაკოცა... თანაც უკანასკნელად. მაკოცა მაგრამ არ დაუკონკრეტებია ამით სათქმელს გამოხატავდა თუ უბრალოდ "სიამოვნებას" აღნიშნავდა. სწორედ 13 ნოემბერს წარიმართა ჩვენი უკანასკნელი საუბარი და მზერა. ამ დღეს გადავიდა ჩემი ცხოვრება ტყუილი ოცნებიდან რეალობაში. დღემდე რეალობაშია მაგრამ მაინც რაღაცნაირად... ისეთი გაუგებრობებითაა მოცული, რომ ისევ წარმოსახვას ამტკიცებს, რადგან დემეტრე დაბრუნდა! ეს დაბრუნება იმდენი გაურკვევლობითაა სავსე რომ თვითონვე არ ვცდილობ ამის დაცლას. რას ველოდები არ ვიცი.. დრო მოიტანს ყველაფერსო ამბობენ... ჩემთვის ეს ერთერთი ჩვეულებრივი უაზრო ფრაზაა, და უაზროდვე გამოიხატება იმ ორ წელიწადში, რომელიც მაჩაბელის გარეშე გავატარე. პრობლემა ისაა რომ არც მაშინ ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას და არც ახლა. ანდაც რა უნდა გამომესწორებინა?
ასე მგონია ჩემი ცხოვრება წიგნივითაა... თითოეულ ფურცელზეა ზღაპარივით აღბეჭდილი თითოეული წამი. თითქოს ვიღაც წერს ჩემს ცხოვრებას და ასევე ვიღაც კითხულობს.. ბოროტი ზღაპარივითაა, რომელიც საშუალებას არ მაძლევს ვიყო ნორმალური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი. ადამიანი რომელიც ბედნიერებასთან ერთად დახეტიალობს უსასრულობის გზაზე!
13 ნოემბერი -დღე როდესაც ის ბოლოჯერ ვნახე. უკანასკნელი დღე იყო როცა თავიდან შემიყვარდა!..
მერე კი ისე დამთავრდა თითქოს არც არაფერი ყოფილა.. არადა იყო! შიში გამართლდა... თავად წავიდა და რაღაც უაზრო მოგონებები დამიტოვა.
იქნებ ეს ყველაფერი ამ რიცხვის ბრალია?! 13... არც მინდა იმაზე დაფიქრება რომ მთელი ის წამები რომელიც მის გარეშე გავატარე უბრალოდ ამ წყეული რიცხვიდან გამომდინარეობს.
შეშფოთებულ მარიამს ყველაფერს ვუყვებოდი ის კი გაოგნებული მიყურებდა. თვალები ისე ფართოთ ჰქონდა გახელილი რომ უკვე ჩაწითლებოდა. როცა ყველაფერი ვთქვი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. თანაც ისე გავიდა თითქოს მისთვის არაფერი არ მითქვამს.
-რას აკეთებ?! -გავძახე უკვე თვალთახედვის არიდან გამქრალს.
-ერთი წუთით... -წყლის ხმა მოჰყვა მის აკანკალებულ ხმას. ეტყობოდა რომ ისიც ჩემნაირად განიცდიდა დღეს მომხდარ ამბავს.
-კარგად ხარ? -მინდოდა ეს შეკითხვა ჩემთვისაც დაესვა ვინმეს.
-...
პასუხი არ გაუცია მაგრამ ორი წუთის მერე ცხელი ყავით ხელში შემოვიდა. ოღონდ ყავა მხოლოდ მისთვის იყო...
სახეზე შოკი ეტყობოდა მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ცდილობდა არაფერი შეემჩნია. საერთოდ მარიამ ბურდული ასეთია. ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან, ყველაფრის სწორად აღქმას სცდილობს, ყველაფერი მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ ყოველთვის და ყველგან ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. თითქოს ბიჭის ხასიათი აქვს. ისეთი ბიჭის არაფერი რომ აღელვებს და არასერიოზულად რომ მიიჩნევს თითოეულ საკითხს. სინამდვილეში კი გულჩვილია და ალბათ ყოველ ღამე ტირის იმის გამო რომ ქმარს გაშორდა. ისევ არაფერს იმჩნევს მაგრამ ნამდვილად აშკარაა თავს დამცირებულად რომ გრძნობს.. ერთნაირები ვართ მაგრამ ამავდროულად ყველაზე განსხვავებულები. მახარებს კიდეც ის ფაქტი მის გარდა სხვა საუკეთესო მეგობარი რომ არ მყავს. მისი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ და მარიამიც ჩემსავით მარტო ცხოვრობს. 25 წლისაა... წელიწადნახევარში ორჯერ გათხოვდა და ორივე ქმარს გაშორდა მაგრამ არ აქვს მტკიცებულებები რომ ის სიყვარულში ცოტათი მაინც გამოცდილია... ცდილობს რომ იყოს მაგრამ თვითონაც არ იტყუებს თავს. რჩევებს მაძლევს მაგრამ თავადვე იცის რომ ეს რჩევა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ნათქვამი არაა... ისიც იცის როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი, მაგრამ ყველაფრის საპირისპიროდ იქცევა. წამიერი გატაცებები ახარებს, ისევე როგორც მე... დარწმუნებული ვარ ისიც გაცნობიერებული აქვს და ხვდება რომ ეს გატაცებები სიყვარულთან ოდნავადაც არაა კავშირში მაგრამ მაინც თხოვდება ვიღაც ბიჭზე, რომელსაც კარგად არ იცნობს. ორივე ამბის გაგებაზე ჩემს სახეზე ღიმილი ისახებოდა მაგრამ ეს ღიმილი 6 თვეში საპირისპიროდ იქცეოდა. ჩემთან მოდის და მეუბნება.. ''იცი? ქმარს ვშორდები!" -მსგავსი ფრაზების წარმოთქმის შემდეგ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. ასეა... ამ საკითხში უდარდელია. თავიდანვე იცოდა რომ ეს უაზრო ქორწინება არანაირად არ გაამართლებდა მაგრამ მაინც შეიფერა ბავშვური ქცევები და სულელური აზრებით გადაწყვიტა ქმედება რომელიც ნამდვილად დიდი სისულელეა... ახლაც შეყვარებული ყავს.. და გამოიცანით ვინ! ლაშა არაბული... დემეტრე მაჩაბელის ძმაკაცი. არ ვიცი ამ ბიჭთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს. მეგობრული თუ უბრალოდ ნაცნობები უნდა ვიყოთ. ორი წლის წინ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით ოთხივე. ოღონდ როგორც მეგობრები და არა წყვილები. ნამდვილად ასე იყო. მარიამი და ლაშა სულ ჩხუბობდნენ, გამუდმებით! ვერასოდეს წარმოვიდგენდი 4 თვის წინ მარიამი ახალ ამბავს რომ მაცნობებდა და მეტყოდა რომ მას და ლაშას ერთმანეთი უყვართ! დემეტრეს წასვლის შემდეგ მე და არაბულს ერთხელაც კი არ გვილაპარაკია ამ თემაზე. სიტყვაც კი არ დაგვცდენია მაჩაბელზე და მის ქცევებზე. ნაწყენი არ ჩანდა იმით რომ ძმაკაცმა მიატოვა რადგან ყველაფერი იცოდა და მასთან ინტერნეტით კავშირი დღემდე არ ჰქონდა შეწყვეტილი. ისიც იცოდა მე რაც ვიცოდი და დარწმუნებული იყო რომ ამ თემაზე ერთი სიტყვის თქმაც ცუდად გამხდიდა.
აი ასე.. უბრალოდ მთლიანი დღეები რაღაცნაირად დავიწყებას მიეცა.. ოღონდ ყალბ დავიწყებას. დადგა დღე, როდესაც ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დაიშალა. სიბნელეში მიმოიფანტა, შემდეგ კი უბრალოდ გაქრა.
-რა თქვი?! -იცოდა რაც ვთქვი უბრალოდ შოკი არ ქრებოდა არც მის ხმაში და არც გამომეტყველებაში
-ძალიან გთხოვ ახლა არ მითხრა რომ ჩემი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგე
-გავიგე უბრალოდ... ძალიან გთხოვ ყველაფერი განვიხილოთ რა... -ხმაში ეტყობოდა რომ აშკარად მთხოვდა.
-აუცილებლად! ამისთვის მოვედი აქ... -დავარწმუნე ის და ბალიში მუხლებზე დავიდე.
-დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ნახე და ნამდვილად ელაპარაკე მას? ზუსტად იცი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ შენი ფიქრების ნაწილი არ იყო? -სწრაფად მელაპარაკებოდა მაგრამ ფაქტია თვითონაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების.
-რათქმაუნდა მარიამ... მეც კი ყველაფერი გამიკვირდა და დაჯერება მიჭირდა მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ საკითხს სერიოზულად ხომ უნდა შევხედო...
-ქეთი... -დაიწყო ფრთხილად მაგრამ თავდაჯერებულად.
-კარგად იცი რომ 20 წელზე მეტია გიცნობ. ბაღიდან მოყოლებული ერთმანეთს ვიცნობთ არ დაგავიწყდეს.. დამიჯერე წარმომიდგენია იმ დროინდელი სიტუაცია როცა შენ დემეტრე ნახე. ისიც ვიცი როგორი გრძნობა გექნებოდა ლაპარაკის დროს და კარგადაც ელაპარაკე მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვერ გავიგე... როცა უთხარი არაფერი შეცვლილა და გამოსწორებულა შენი დაბრუნებითო... აი მაგით რა გამოსწორდა? რატომ უთხარი? -სიბრაზეს გამოხატავდა თუ წყენას ვერ ვხვდებოდი.
-აბა რა მეთქვა მარიამ?! ისიც არ უთქვამს ან ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ ან მეგობრები ვიყოთო და მე უნდა მეთქვა? -აშკარად გავღიზიანდი.
-და მაინცდამაინც აუცილებელი იყო შენ, ან იმას მაგ საკითხზე გელაპარაკათ? ბოლოსდაბოლოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად ნახეთ ერთმანეთი და პირველადვე მაგ ფრაზით რომ მიმართე რა არის... ცოტა ხანი დაგეცადა და იქნებ ერთი რამ მაინც ყოფილიყო შენს ცხოვრებაში გამოსწორებადი და ბედნიერების მომტანი! -ბოლო წინადადება ხმამაღალი ტონის გამოყენებით თქვა თან სიბრაზე ეტყობოდა.
-და შენი აზრით როგორ უნდა შევძლო ამასთან შეგუება.. -სინანული შემეპარა მზერასა და ხმაში.
-პატიება ხომ გთხოვა და... -ფაქტი აღნიშნა მან.
-მერე რომ მთხოვა ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ უკვე ყველაფერი მოგვარდა. რათქმაუნდა ვაპატიებ, სიტუაციის ახსნიდან გამომდინარე. ანდაც მე ვინ ვარ რომ მას ეს არ ვაპატიო... თავისი მოვალეობა შეასრულა და მამობა გამოიჩინა. რა არის ამაში საგანგაშო. უბრალოდ შენ ძალიან კარგად იცი მე როგორიც ვარ და როგორც შენ ამბობ 20 წელზე მეტია მიცნობ...
-მოიცა რამე არასწორად ვთქვი? შენ ასე არ ფიქრობ?! -წყენით შემაწყვეტინა მან.
-ეს არ მიგულისხმია.. კარგად იცი რაც ვთქვი... ასე კარგად თუ მიცნობ ისიც კარგად გეცოდინება რომ მთელ ცხოვრებაში ამას ვერ ვიტან ყველაზე ძალიან... უყურადღებობას! და ის რომ დემეტრე ასე უყურადღებოდ მოიქცა ჩემს მიმართ, უთქმელად წავიდა გერმანიაში რაღაც მოვალეობის შესასრულებლად და შემდეგ ჩამოვიდა და პატიებას მთხოვს, დროის არანაირ ასპექტში არ ამართლებს ამ სიტუაციას! -რატომღაც მეც ავუწიე ტონს ბოლოს
-ვიცი ქეთი ვიცი რომ არ მოიქცა არასწორად მაგრამ საბოლოოდ რა გწყინს მაინც ვერ ვიგებ. ხომ გიყვარს?! -გამომცდელად მკითხა მან.
-მერე რა რომ მიყვარს... შეყვარებულები ხომ არ ვყოფილვართ?! -თითქოს ის დრო გამახსენდა სიყვარული რომ უნდა აეხსნა.
-ჰოდა სწორედ მაგას ვერ ვიგებ. ვფიქრობ იმ დროს იყავით თუ არა შეყვარებულები არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კარგად იცი როგორი ურთიერთობაც გქონდათ... შეიძლება ითქვას შეყვარებულებზე მეტიც! შენც იცოდი რომ გიყვარდა და უყვარდი და მანაც... ერთად დადიოდით, კაფეში, ბარში.. შენს გამოსვლებს ესწრებოდა. ხან რას გჩუქნიდა ხან რას... ჩემს არცერთ ქმართან არ ვყოფილვარ ასე. ეგრე ბოლოსდაბოლოს აპირებდა სიყვარულის ახსნას და ესეც კარგად იცი.
-აპირებდა მაგრამ ამიხსნა?! -ჩვენი ლაპარაკი რომ კამათში გადაიზარდა უდავო იყო.
-პირველი კოცნით გამოხატა სამაგიეროდ! რა
-უნდა ეთქვა რასაც ფიქრობდა. და საერთოდაც ეგ ის დღე იყო როცა უკანასკნელად შევხვდით. მაგ დღის შემდეგ გაქრა...
-მოდი ქეთი ვაღიაროთ რომ საერთოდ არ გიძებნია.
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი თუ რატომ უნდა მომეძებნა მე დემეტრე..
-იმიტომ რომ გიყვარდა! -იმდენად მტკიცედ და სწრაფად მიპასუხა რომ მეც კი გამიკვირდა მისი ასეთი თავდაჯერებულობა. -და მასაც უყვარდი! -მტკიცედვე დაამატა მან.
-იცი რა... სათანადოდ რომ ვყვარებოდი ყველაფერში გამარკვევდა და უპასუხოდ არ დამტოვებდა... -სინანული ჩემდაუნებურად გამოვხატე
-ისე მახსოვს მე თქვენი გაურკვევლობა. თითქმის მთელი ერთი წელი ვერ აღიარებდით რომ ერთმანეთი გიყვარდათ... არადა ყველამ ვიცოდით! მე ქორწილსაც კი ვგეგმავდი გულში. მახსოვს როგორი დაბნეული მოდიოდი ხოლმე ჩემთან და შეშინებული დაიწყებდი ლაპარაკს უყვარდი დემეტრეს თუ არა. თან არც იმას რომ არ აღიარებდი შენც რომ გიყვარდა? -აშკარად გაეცინა მას.
-მახსოვს... -სიცილითვე ვუპასუხე.
-ის კი ლაშასთან ერთად აწყობდა გეგმებს თუ როგორ უნდა ეთქვა შენთვის. როცა გადაწყვიტა ბოლოსდაბოლოს რომ სიყვარული აეხსნა დალია... სრულიად ფხიზელი მასთან ვერ მივალო. ისეთი შეშინებული იყო ცუდი პასუხის მოლოდინში... მიუხედავად იმისა რომ იცოდა შენც როგორ გიყვარდა.
-ჰმ... -ჩემთვის ჩავიბურტყუნე
-ჰოდა ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მიეცი შენს თავს უფლება არ დაკავშირებოდი! -თემას მკაცრად მიუბრუნდა.
-მარიამ მისმინე... ვთქვათ მოვძებნე და დაველაპარაკე.. მერე?! აი მერე რა მოხდებოდა. უფრო ცუდად არ ვიქნებოდი მთელი ეს დრო? მასთან რომ ვილაპარაკებდი თავის "ცოლ-შვილს" ასე უბრალოდ მიატოვებდა და იმდენად შევეცოდებოდი რომ ისევ ჩემთან დაბრუნდებოდა?! -სიტყვა "ცოლ-შვილი" იმდენად ირონიულად წარმოვთქვი თვითონვე გავოცდი.
-მოდი მაშინ ეს განვიხილოთ! -დაიწყო თავისი აზრის გადმოცემა -იცოდი ნომერი, ელფოსტის მისამართი, სახლის მისამართიც კი.. შენ კი რა გააკეთე! 14 ნოემბერს იჯექი სახლში. ელოდებოდი... 3 საათი დააგვიანა და გარეთ გახვედი! ვიღაც უცნობი გოგოს ნათქვამი ერთ ყურში შეუშვი და იმის მერე გონებაში ჩაგრჩა! ვიღაც დებილს დაუჯერე და ხელი ჩაიქნიე მთლიანად ცხოვრებაზე. არანაირად არ გიცდია ნამდვილი სიმართლის გაგება...
-ამაზე მეტი სიმართლე რა უნდა ყოფილიყო?! -შევაწყვეტინე მას.
-"დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანა!" -ამ ფრაზას როგორ დაუჯერე გოგო! ან როგორ არ გაგიკვირდა. ან სერიოზულად როგორ მიიღე... ერთი სმს იც კი არ მიგიწერია დემეტრესთვის. არც დაგირეკავს რომ გეკითხა რა ხდებოდა! მართალი იყო თუ უბრალოდ ერთ-ერთი ჭორი... ასე უბრალოდ დაყარე ფარხმალი და გზა ისე განაგრძე ვითომ უკვე ყველაფერი აშკარა იყო და თვითონვე შეესწარი ამ ფაქტს. გერმანიაშიც კი იყავი გასტროლებზე და ერთხელაც არ მისულხარ მის სანახავად, მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდი სადაც ცხოვრობდა
-მარიამ დიდ პატივს გცემ და შენი ნათქვამი გავიაზრე, გავაცნობიერე და გავაანალიზე. ყოველ სიტყვაზე დავფიქრდი მაგრამ რადგან ასეა ჩემი ნათქვამიც უნდა მოისმინო და გაითვალისწინო! რაც არ უნდა მეძებნა, როგორც არ უნდა დავკავშირებოდი და მენახა, ვაღიაროთ რომ ეს არაფრად არ ღირდა. 1 წუთის დაკარგვაც კი უაზროდ გაფლანგული იქნებოდა!
-და მაშინ გიორგი ჩიქოვანს რატომ დაუახლოვდი?! -კამათს განვაგრძობდით. -არც კი გიყვარდა. ვიცი რაც გინდოდა... შურისძიება! -დაასკვნა მან. -ვიცი რომ გეგონა როცა ის გაიგებდა ამ ამბის შესახებ ჩამოვიდოდა და თავიდან აგაცილებდა იმ ფაქტს რომ შენ ვიღაც ჩიქოვანზე დაქორწინდებოდი. ამით რა სარგებლობას ჰპოვებდი?! არ გეწყინოს მაგრამ რაღაც ძალიან უაზრო გადაწყვეტილება მიიღე...
-საერთოდ რატომ განვიხილავთ ახლა, ამ წუთას ამ ფაქტს ახლიდან?! რადგანაც მაჩაბელი ჩამოვიდა? მის მხარეზე ხარ? იცავ? კარგი მშვენიერია... მაშინ მე წავალ! -შესამჩნევი წყენითა და ირონიით აღსავსე ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. ვიცოდი ხელ-ჩანთა დივანზე დამრჩა მაგრამ არც კი შევბრუნებულვარ. ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი თავადვე გამაჩერებდა.
-... -არ მეძახდა და არაფერს ამბობდა. როცა უკვე კარის სახელურის ჩამოქაჩვას ვაპირებდი მხოლოდ მაშინ დამადო მხარზე ხელი.
-კარგი დამშვიდდი... დაჯექი და გთხოვ, უბრალოდ განვიხილოთ რა იქნება შემდეგში!
-შენ რომ არ მყავდე... -გული ამიჩუყდა და ჩემდაუნებურად ჩავეხუტე მას.
-ერთმანეთი რომ არ გვყავდეს ვერ ვიცხოვრებდით! -დაასკვნა მან და გამიღიმა.
თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები სახეს მისველებდა.
-ყავას გამიკეთებ?! -უმნიშვნელოდ ვკითხე და დივნისკენ წავედი. უმნიშვნელოდ იმიტომ რომ არც მქონია უარის თქმის მოლოდინი, რომ უარს მეტყოდა.
-რათქმაუნდა... თქვა და სამზარეულოსკენ გაემართა.
ფრთხილად ჩამოვჯექი და ტელეფონს დავხედე. გაუცნობიერებლად ფოტოების ფაილი ჩავრთე. მაინცდამაინც იმ ფოტომ გაანათა ეკრანზე, რომელიც მე და დემეტრემ ბოლო დღეს გადავიღეთ. ხელი ჰქონდა გადახვეული და თავადვე იღებდა. მის თვალებში ისეთი ბედნიერება იგრძნობოდა, არც არასოდეს რომ მინახავს.
განა რა მინდოდა... ან ახლა რა მინდა! რას ვცდილობდი.. ან ახლა რას ვცდილობ! რისთვის ვცხოვრობდი... ან ახლა რისთვის ვცხოვრობ?!
ახლა ყველაზე ძალიან ტირილი მინდოდა... როცა დავაპირე გულიდან ამომეშვა მთელი დარდი, კარზე კაკუნმა გამაჩერა. თითქოს ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას ველოდი ამ კარის მიღმა, რადგან ახლა სხვა ვერავისზე ვფიქრობდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა ვინ შეიძლება ყოფილიყო.
მარიამმა კართან მიირბინა და ფრთხილად გამოაღო. მომღიმარ ლაშა არაბულს გადაეხვია და შემოიპატიჟა.
-ქეთი?! -ყალბად შეიცხადა მან.
-ლაშა.. -წამოვდექი და მშვიდად გადავკოცნე მას.
-გეცოდინებათ ახალი ამბავი!... -მხიარულად წარმოთქვა და თან ორივეს მოგვმართავდა.
-რა ამბავი?! -უმნიშვნელოდ იკითხა მარიამმა, ალბათ იმიტომ რომ რაიმე კონკრეტული ამბის მოლოდინი ჰქონდა
-მაჩაბელი საქართველოშია! -მხიარულება ისევ არ იკარგებოდა მისი სახიდან. -დაბრუნდა! -დაამატა ბოლოს.
მისი ნათქვამის გაგონებაზე გონებაში ისევ ის წამები ამომიტივტივდა, რომელიც დემეტრესთან ერთად მქონდა გატარებული.

გადიოდა წამები, წუთები, საათები და დღეები! ის არ ჩანდა... მაგრამ ქალაქს კიდევ ერთი ამბავი შეემატა... - "მაჩაბელი საქართველოშია!"

მახსოვს დემეტრეს წასვლის დროს მე ვიყავი ობიექტი რომელზეც ხალხი ლაპარაკობდა. ყველას ეგონა რომ შეყვარებულები ვიყავით და ჩემს ზურგს უკან ისე ლაპარაკობდნენ ვითომ მე იქ არ ვიყავი. ჩემს სახელსაც კი ახსენებდნენ მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. შეიძლება ვაქცევდი მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი მოთმინების უნარი გამომეჩინა და ყველაფერი გულში დამეტოვებინა.
ახლა კი როცა დაბრუნდა არ მინდა ისევ მე ვიყო "ჭორაობის" ობიექტი. მგონი როგორც არ უნდა ითმენდე მაინც ძალიან ძნელია მოუსმინო ხალხს რომელიც თითს შენკენ იშვერენ და ლაპარაკობენ თუ როგორ დაგამცირეს. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ამ ქალაქში ეს თემა! იქნებ დავიწყებას ვცდილობ? იქნებ ახალ ცხოვრებას ვიწყებ? მაგრამ... თბილისი ხო ასეთია არა?! განა რით ვარ ცნობილი... ცეკვით? სისულელეა. ერთ ამბავს აიკვიატებენ და მერე თვეობით ლაპარაკობენ. არ აინტერესებთ ვის სტკივა ამით გული. უბრალოდ თავისას "ისწორებენ!" ყოველ ნაბიჯზე ყველა, ყველას იცნობს. ქალაქში მანქანით რომ არ დავდიოდე ალბათ გავგიჟდებოდი და ჭკუიდან გადავიდოდი ამ ხალხის შემხედვარე.
ისე ცოტაარიყოს მიკვირს ჩიქოვანზეც რომ არ ავარდა ახალი ამბავი. პრინციპში ჩემთვისაც არ გამოუწვევია ამ ამბავს დიდი ემოცია, ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარდა!

ლოგინზე ვარ წამოწოლილი და ჩემი მზერა თეთრი ფერის ჭერისკენაა მიმართული რომელსაც არაფერი აქვს ისეთი რაც ჩემს ყურადღებას გამოიწვევდა. უბრალოდ მეც და ჩემი ფიქრებიც სხვაგან ვართ გადაკარგულები. ამ ფიქრებშიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ. ასე მგონია თითქოს ყველანაირად ვარ მოწყვეტილი ცივილიზაციას და გარესამყაროს.
მეგონა მისი დაბრუნებით ყველაფერი შეიცვლებოდა... დღემდე არ ვშლიდი მის ფოტოებს და ნომერს. თითქოს თან მქონდა იმედი და თან არა! მარიამის ლაპარაკს რომ ვუფიქრდები ვხვდები რომ ასეთუ ისე მართალია... ძალიან უაზროდ ჩავიქნიე ხელი ორი წლის წინ გაგებულ ახალ ამბავზე. მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ჩემი მოსაზრებაც სწორია... რომ მეცადა და ხელი არ ჩამექნია ამით რას ვიზამდი?! გერმანიაში რომ ვიყავი გასტროლებზე და მასთან სახლში რომ მივსულიყავი ხელს ჩავკიდებდი და თბილისში წამოვიყვანდი?! ყველაფერი სისულელეა მე თუ მკითხავთ. უაზრო ფანტაზიებიც და რეალური ცხოვრებაც! ორივე მაინც მთავრდება!
გარეთ გასვლა არ მინდა. მინდა დროის განუსაზღვრელად ვიყო სახლში და არავის ვეკონტაქტო. უბრალოდ ვიყო ჩემთვის!!!
მაგრამ ვინ გაცდის?... კარზე ზარია. ლოგინიდან არც თუ ისე დაუჩქარებლად წამოვდექი, ოთახიდან გავედი და კიბეებიც ფრთხილად ჩავირბინე. მისაღებში ჩასვლისას ერთმა ფაქტმა შემაჩერა. წარმოდგენილი მქონდა რომ კარს მიღმა მარიამი იდგა, მაგრამ ის ყოველთვის ორჯერ რეკავს ზარს. სხვა სტუმარი კი წესით არ უნდა იყოს. ფრთხილად მივედი კართან და სახელური ჩამოვწიე...
როცა კარი გამოვაღე გავშრი. უსულო სხეულად ვიქეცი, ტვინიც და სხეულიც ერთიანად გამეყინა.. თითქოს ყველა სასიცოცხლო პროცესი ჩემს ორგანიზმში ერთდროულად შეწყდა. მეგონა აღარც ვსუნთქავდი და გულიც აღარ მიცემდა. მზერა რომელიც მის მომღიმარ სახეს მიეყინა რამოდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ჩემთვის კი საუკუნეებად გაიწელა. მას ისე მივაშტერდი თვალები ამტკივდა. ვიცოდი რომ თავიც მტკიოდა მაგრამ მის ღიმილს მაინც ვერ ვშორდებოდი. ცუდად გახდომის შემეშინდა. თანაც დილიდან არაფერი მიჭამია და ახლა რომ ცუდად გავხდე ნამდვილად ცუდი სიტუაცია დადგება.
-ქეთუშ... -ზღურბლს მიღმა მდგარი დემეტრე სითბოს ასხივებდა.
-გამარჯობა დემეტრე! -სწრაფად მივმართე მას. მაგრამ ჩემს თავდაჯერებულობაში ეჭვი მეპარებოდა.
-როგორ ხარ? -ფრთხილად მეკითხება. შეგნებულად არა, მაგრამ სახლში არ ვიპატიჟებდი.
-არამიშავს შენ? -ყველანაირად უემოციოდ ვუბრუნებ კითხვას მას.
ხელში რაღაც საბუთები ეჭირა რომელსაც რამოდენიმეჯერ დახედა. არა იმიტომ რომ რაღაც აინტერესებდა. უბრალოდ უნდოდა ჩემი ყურადღება მიექცია. თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ თან ელოდებოდა მე როდის დავიწყებდი ლაპარაკს.
-შეგიძლია შემოხვიდე! -ვუთხარი როცა შევატყე რომ სციოდა. თან კარს გამოვეცალე. დივანზე ჩამოვჯექი და საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი. ეს ნორმალურ დიასახლისს არ შეეფერება. რომელი გოგო ექცევა ასე სტუმარს. კარი თვითონვე მიხურა და ჩემკენ წამოვიდა. ისევ ისე მომხიბვლელად დადიოდა... წამებიღა იყო დარჩენილი ჩემი მოთმინების ამოწურვამდე. ცოტაც და მივიდოდი და ჩავეხუტებოდი. ისეთი მზერით ავხედე, მიხვდა რომ ჩემთან ზედმეტად ახლოს არ უნდა დამჯდარიყო.
ერთი მეტრი გვაშორებდა და მისი სუნამოს სურნელს ისე მკვეთრად ვგრძნობდი კინაღამ მის მკლავებში ჩავდნი.
ერთიშეხედვით დამშვიდებულს და დაწყნარებულს ვგავდი მაგრამ სინამდვილეში რა აურზაურს და არეულობას ვგრძნობდი გულსა და გონებაში ეს არავინ იცის. გული ისე მქონდა აჩქარებული თითქოს გაქცევას ლამობდა. ყურში ჩამესმოდა და როცა ვუსმენდი მეგონა რომ უფრო და უფრო ჩქარდებოდა.
რამოდენიმე წამის შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა და კონვერტში მოთავსებული საბუთები დივნის წინ მდგომ შუშის მაგიდაზე ფრთხილად დადო. შეეცადა ჩემკენ მოეცურებინა მაგრამ როცა დაინახა სულ სხვაგან ვიყურებოდი და მას ყურადღებას არ ვაქცევდი ეს მოქმედება შეწყვიტა.
-როგორ ხარ ქეთი? -იმედიანი ხმით მკითხა და ორივე იდაყვით მუხლებს ჩამოეყრდნო
-როგორც მახსოვს ეს შეკითხვა უვკე დამისვი. -პირქუშად მივმართე და ტელევიზორი გამოვრთე. ამით თითქოს იმას ავღნიშნავდი რომ ყურადღება მისკენ მქონდა მიპყრობილი და მის მოსმენას ვცდილობდი.
-ჰოდა ამ შეკითხვას სერიოზულად ვსვამ. იცი როგორც გეკითხები და რასაც ვგულისხმობ.. -მტკიცედ ჩამომიყალიბა. მაგრამ ამით რის დამტკიცებას ცდილობდა ჩემთვის ცნობილი არ იყო.
-არ ვიცი დემეტრე! -მისი სახელი ისე თბილად და ნაზად წარმოვთქვი რომ გაკვირვება როგორც ჩემზე, ისე მის სახეზეც დავფიქსირე. თან ისიც შევატყვე რომ აშკარად ესიამოვნა.
-როგორ არ იცი... -ამჯერად მისაყვედურა
-რა გინდა? -სერიოზული გამომეტყველება ირონიულმა ღიმილმა შეცვალა. თვალებით ყალბ სიცივეს ვასხივებდი.
-როგორ თუ რა მინდა! -წარბები აზიდა. და რამოდენიმე სანტიმეტრით ჩემკენ მოჩოჩდა.
ისეთი მდგომარეობა მივიღე თითქოს დავიძაბე და შევვიწროვდი.
სინამდვილეში კი ისე მსიამოვნებდა მისი ასეთი სიახლოვე მეგონა ვეღარ გავუძლებდი.
-შენ მე მიბრაზდები?! იცი მაინც რაზე? -"ღიმილს" სახიდან გამიზნულად არ ვიშორებდი.
-რა სისულელეა.. -შეიცხადა მან -ან რა უფლება მაქვს -მხრებს იჩეჩდა -უბრალოდ მინდა ვილაპარაკოთ.
-რაზე? -იმდენად სწრაფად ვკითხე თითქოს ვაგრძნობინებდი რომ მის ლაპარაკს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და დასაფიქრებლად საჭიროდაც არ ვთვლიდი.
-ყველაფერზე ქეთი... -ჩემს სახელს დიდ სითბოს აყოლებდა.
-რა ყველაფერზე? -ინტერესით ჩავაცივდი მას.
-იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გვეხება. -დააკონკრეტა.
-და ხომ არ დაგავიწყდა რომ "ჩვენ" აღარ არსებობს და მეც და შენც საერთო არაფერი გვაქვს. -ყალბად გავიღიმე და თან იმდენად ვცდილობდი ამ სიყალბის გამოხატვას რომ უკვე ზედმეტიც მომდიოდა.
-ასე მალე დაივიწყე? -სინანულით წარმოთქვა
-რატო... შენ თუ შეძელი და ერთ დღეში ასე უბრალოდ დამივიწყე მე რატომ ვერ დავივიწყებდი ამ ყველაფერს? -მეც შევამჩნიე რომ ამ საუბრით მას ვსაყვედურობდი.
-გგონია მე დაგივიწყე?!...
-ტონს დაუწიე! -მკაცრად შევაწყვეტინე მას როცა ხმამაღალი ხმა შევნიშნე.
-მაპატიე! -არ ვუპასუხე ისე განაგრძო ლაპარაკი. -გგონია ასე უბრალოდ დაგივიწყებდი? რადგანაც წავედი ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ ჩემთვის აღარ არსებობდი. იცი მაინც როგორ მენატრებოდი?! შენზე ფიქრით ვიძინებდი და შენზე ფიქრით ვიღვიძებდი... ცოლთან კი არა, სულ სხვა ოთახში მეძინა.
ალბათ ვერც წარმოიდგენ რამდენჯერ ამეტირა ჩემდაუნებურად შენზე ფიქრებში ჩაძირულს... შენ კი გგონია რომ დამავიწყდი!
-მაშინ რატომ გადაიხვეწე სიტყვის უთქმელად? -ლაპარაკში შევყევი და სიბრაზეს გამოვხატავდი როგორც ხმაში, ისე სახეზე.
-იმიტომ რომ ვიცოდი შენთან ლაპარაკით უარესს ვიზამდი. უფრო ცუდად გავხდებოდი მეც და შენც. უფრო ცუდი სიტუაცია დადგებოდა ხომ იცი არა?! -ამიხსნა იმედიანად.
-იმედია იცი რომ ეს არ გამართლებს.. -გამომცდელად შევხედე მას.
-რათქმაუნდა ვიცი...
-დამიჯერე ასე უფრო ცუდად ვიყავი. -დავარწმუნე ის და მხარზე ჩამოყრილი თმა ზურგზე გადავფანტე.
-მაპატიე! -თავი დახარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა.
-პატიება შენ იმდღესაც მთხოვე... -ერთი კვირის წინ ჩვენი შეხვედრა ვიგულისხმე. -მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ამ პატიების არსს ვერ ვხვდები. რა უნდა გაპატიო... ის რომ წახვედი შენი მოვალეობის შესასრულებლად, თუ ის რომ მიმატოვე.. -მის თვალებს მივაცქერდი მაგრამ გრძნობდა რომ არანაირ სითბოს არ გამოვხატავდი ამ მზერით. შინაგანად ვიწვოდი მაგრამ გარეგნულად ვიყინებოდი.
-ყველაფრის პატიებას გთხოვ. იმასაც ვნანობ რომ იმ ლანა ვაშაკიძესთან დავწექი, მერე დავიჯერე რომ ჩემი შვილი იქნებოდა, შენ დაგტოვე, წავედი და ცოლად მოვიყვანე. აი ამ ყველაფერს იმდენად ვნანობ რომ მინდება.
-ლანა ამიღწერე რა... -მის ცოლზე გავამახვილე ყურადღება.
-რატომ? -გაუკვირდა მას.
-მაინტერესებს ვინ იყო ასეთი... ჩვენ იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან რომ ფაქტიურად ღალატად ითვლება...
-ვიცი მაგრამ...
-ამაზე არც გსაყვედურობ! -შევაწყვეტინე -იმიტომ რომ შეყვარებულები არ ვყოფილვართ.
-სამაგიეროდ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი. ყველამ იცოდა ჩვენზე და ერთად ვატარებდით მთელ დროს... -კიდევ უფრო შემცირდა ჩვენ ორს შორის მანძილი.
-რა სულელები ვიყავით. ჯერაც ვერ ვხვდები რატომ არ ვაღიარებდით ამას. -წარსულში ჩემდაუნებურად გადავერთე.
-ჰოო... -მომენტით ისარგებლა და კიდევ უფრო ახლოს მოჩოჩდა.
გამოვფხიზლდი და მკაცრი მზერა წარვმართე მისკენ.
-ამიღწერე ლანა! -ტონი ისევ მტკიცე და ცივი გავხადე.
-ძალიან ჩვეულებრივი გოგო იყო. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, შავგვრემანი... მაგრამ თმა რაღაცნაირად ქერად ჰქონდა შეღებილი. -იმდენად აგდებულად ახასიათებდა თითქოს მე მაგრძნობინებდა რომ ჩემთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. -ხომ იცი სიმთვრალემ გამაკეთებინა. ეს. -დაამატა ბოლოს და ეტყობოდა რომ თავის თავზე ბრაზობდა. -იმდენად უგონოდ ვიყავი რომ სიტუაციით ისარგებლა... როგორც ეგეთ გოგოებს სჩვევიათ ხო იცი.
-ვიცი! ცოტნე ნაკაშიძე რომ ცოლს გაშორდა იცი? -თითქოს ახალი ამბავი მოვახსენე... ცოტნე ისაა 14 ნოემბერს მის ქორწილში რომ უნდა წავსულიყავით.
-ვიცი...
-თუმცა ჰო...
-ისიც ვიცი მარიამი ორივე ქმარს რომ გაშორდა და ეხლა ლაშა და ეგ შეყვარებულები არიან. მე ხომ ჩემს ძმაკაცებთან არ ვწყვეტდი ურთიერთობას...
-შენი ძმა? -გამახსენდა თორნიკე მაჩაბელი.. დემეტრეს ძმა. 19 წლისაა.
-ეგ ისევ თავის გზაზეა. -თითქოს ხელი ჩაიქნია. -წამლები... ნარკოტიკები... არც სწავლობს, არც მუშაობს. გოგები და თავისნაირი ძმაკაცები. -თანდათან უმაღლებდა ტონს სიბრაზისგან.
-იმედია გამოსწორდება...
-იმედია...
-13 ნოემბერი გახსოვს? -არ დავფიქრებულვარ ისე დავუსვი მას ეს შეკითხვა.
-მაგ დღეს რა დამავიწყებს. -სწრაფად მიპასუხა -ნეტა არ დამთავრებულიყო. -გამწარდა ის -უკანასკნელი კოცნა...
-პირველიც! -შევაწყვეტინე მას მაგრამ ამით ის არ მიგულისხმია რომ საუბარი უნდა შეეწყვიტა.
-უკანასკნელი შეხვედრა... -განაგრძო მან. -საერთოდ რა მინდოდა... რატო დავლიე იმდენი რომ ჩემი ქმედება ვერ გაავანალიზე!
-მაინც არ მესმის ერთი რაღაც
-რა...
-პატიებას მთხოვ მაგრამ ბოდიშს არ მიხდი... -წინადადების დამთავრების შემდეგ მივხვდი რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ
-ქეთი მე... -თავს აშკარად დამნაშავედ გრძნობდა.
-არა მე კი არ გავალდებულებ.. -ნათქვამის გამოსწორება ვცადე -უბრალოდ მიკვირს.
-რაღაც მოვიტანე. -მზერა საბუთებზე გადაიტანა. თითქოს ამოვისუნთქე რადგან ინტერესი მკლავდა. წარმოდგენაც არ მქონდა რა საბუთები შეიძლებოდა ყოფილიყო.
-რა არის? -ინტერესი არ დავმალე. ხელში აიღო და სწრაფად და მოუთმენლად მომაწოდა
-გახსენი... -იმედიანად მითხრა.
მოთმინება შევინარჩუნე და ფრთხილად გავხსენი. გამიკვირდა აქამდე გახსნილი რომ არ იყო. ფურცელი ამოვიღე და ჩემი ყურადღება ამ ფურცელზე დატანილმა ხელმოწერამ მიიპყრო.
"განქორწინების მოწმობა" -დასაწყისში დიდი შავი ასოებით ეწერა
-ოფიციალურად გაშორდით? -შევიცადე მე.
-რათქმაუნდა. -გახარებას ვერ მალავდა. -აბა მასთან რაღა მინდოდა...
ფურცელი მაგიდაზე სწრაფად დავდე და კინაღამ ტირილი დავიწყე, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა ბოლომდე დავცლილიყავი
-არ ვიცი დემეტრე! ისევ არაფერი შეიცვლება ამით... ეს საბუთი არ ცვლის შენს საქციელს.
შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა. ჩემს ნათქვამზე ანერვიულდა. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი. ისიც არ უთხოვია ისევ ერთად ვიყოთ, ან მეგობრებად დავრჩეთო და მე რატომ უნდა გამომეჩინა ინიციატივა?!
-ქეთი არ მინდა შენ საბოლოოდ დაგკარგო ჩემი უაზრო ქმედებებით..
-ეს სერიოზული საკითხია დემე... -დაუფიქრებლად წარმოვთქვი ეს სახელი და გამახსენდა რომ ასე არ უნდა მიმემართა რადგან ჩვენ ისევ ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა როგორიც ორი წლის წინ. -დემეტრე! -გადავასწორე. -აქ არაფერია უაზრო.. -დავარწმუნე ის და ყურზე თმა გადავიწიე.
-კიმაგრამ ხომ შეგვიძლია უბრალოდ ყველაფერი დავივიწყოთ!... -ხელი მუხლზე ნაზად დამადო და უფრო ახლოს მოიწია.
მისი შეხებისას სხეულში გამაჟრჟოლა. ცოტაც და დავნებდებოდი მაგრამ მისი ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენთ? -მშვიდად უპასუხა მაგრამ რამოდენიმე წამში აღელდა. -ახლავე გამოვდივარ -სწრაფად თქვა და კარისკენ გაემართა.
მისთვის არ დამიძახია მაგრამ მაინც შემობრუნდა.
-სასწრაფოა ქეთი... თორემ არ წავიდოდი.
-კარგად! -დიალოგი დავასრულე და სწრაფად და უმნიშვნელოდ გავაცილე ის. ინტერესი მკლავდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent