შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..(ნაწილი მეცხრე)


18-02-2017, 00:03
ავტორი Nia☀️
ნანახია 2 790

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..
ნაწილი მეცხრე.

რვა მარტი იყო. გოგოები ვაპირებდით გასვლას სადმე. ანდრომ დამირეკა, ძაან თუ არ გეზარება ჩამოდიო.
ჯერ გამიკვირდა, ვიცოდი რო საქმეზე იყო და ესე მალე როგორ მოვიდა-მეთქი. მერე უცბად გადავიცვი და ჩავედი.
ანდრო მანაქანაში იჯდა და დაბურული მინები ოდნავ ჩამოწეული ქონდა. ცალ ხელში სიგარეტი, მეორე საჭეზე.
საოცრად სიმპატიური და მიმზიდველი იყო იმ წამს, ლამის მივვარდი და მთელი სახე დავუკოცნე.
როგორც კი დამინახა, მანქანიდან გაღიმებული გადმოვიდა და სიგარეტი ჩააქრო. იცოდა, ალერგია მქონდა სიგარეტზე.
-გილოცავ ქეთ!
ყელში მაგრად მაკოცა და ჩამეხუტა.
ისე გამიხარდა რო ახსოვდა, გულში სითბო ჩამეღვარა. ჩავეხუტე და მთელი გულით გავუღიმე.
ანდროს გაეცინა.
მანქანაში შეიხედეო და კარები გამომიღო.
გადავირიე.
პატარა ბანტ-მობმული ლეკვი იჯდა და გაურკვეველი მზერით მოგვჩერებოდა ხან მე, ხან ანდროს.
სიხარულისგან ლამის გავგიჟდი.
ლეკვი სწრაფად ავიყვანე ხელში და თამაში დავუწყე.
ერთად ვხტუნაობდით.
სიხარულიძე ჩემს ბავშვურ საქციელებზე ბჟირდებოდა. ხან მე მიყურებდა დადებილებული სახით, ხან ლეკვს.
-მოგწონს?
მანქანას მიეყუდა ანდრო და გამომხედა.
-აი, ყველაზე მაგარი საჩუქარია, ვერც კი წარმოვიდგენდი ანდრო! ან რა იცოდი, ეს ჯიში რო მინდოდა?
აღტაცებას ვერ ვმალავდი მე და თან ლეკვს ვეფერებოდი.
-მე ყველაფერი ვიცი, რაც შენ გეხება!
მაცდური მზერით მითხრა და ტელეფონს დახედა. ვიღაც ურეკავდა:
-ხო, გამოვალ მალე. საქმეზე ვარ. რავი, ერთ ოც წუთში. გაემზადე შენ მანამდე, სად გინდა? იყოს ეგ. დავჯავშნი და.. მალე ქენი რა..
არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ გოგოს ხმა რომ ისმოდა, ეგ დანამდვილებით ვიცოდი.
რაღაცნაირად მეწყინა, ალბათ ქეთა იყო.
ვერ ვიგებდი რანაირი ქცევები ქონდა ამ ბიჭს. ჭკუიდან ვიშლებოდი..
არ ვიცოდი სადამდე მოვითმენდი და გავძლებდი ასე, უყველაფროდ. გაურკვეველ ურთიერთობას ან თუნდაც უპასუხოდ დატოვებულ, გონებაში ჩუმად გავლებულ კითხვებს.
-მოიფიქრე უკვე, რას არქმევ?
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
უცებ დამავიწყდა წამის წინ მომხდარი და ისევ კარგ ხასიათზე დავდექი..
-ბავშვობიდან ვამბობდი, ძაღლი თუ მეყოლება მია უნდა დავარქვა-მეთქი-ჩავბჟირდი მე.-ხოდა, აი ოცნებას ავისრულებ..
-კაია, მომწონს მია..
-მეც.
-აცრები გაკეთებული აქვს, სამ თვეში დაჭირდება კიდე და წავიყვანოთ რა.
ბავშვური მზერით გამომხედა და მანქანაში ჩაჯდა.
თავი დავუქნიე და მია ჩავიხუტე.
-მიდი ადი და გნახავ მერე რა..
სიხარულიძეს გავუღიმე და სადარბაზოსკენ წავედი. უცებ მოვტრიალდი და ხელი დავუქნიე, ანდროს გაეღიმა და თვალი ჩამიკრა.
სანამ არ ავედი, არ წასულა.


***

-ლიზა, თხუთმეტ წუთში ანტრეში გამოხვალ?
-თხუთმეტში? ვერა. ნოტარიუსში ვარ, ქეთ..
-გცემ იცოდე, შენ ძაან ცუდად დადიხარ გეუბნები..
-ნახევარ საათში რო იყოს, მოკვდებით?
-კაი, მოდი ნახევარში.
-გკოცნით..
გამითიშა.
არადა ზუსტად ვიცოდი, არ იყო ნოტარიუსში.
ელენემ იმდღეს ნიკუშასთან ერთად დავინახეო.
ვინ ნიკუშასთან მეთქი, გამიკვირდა.
ლატარიასთანო, რო მითხრა, გამოვშტერდი.
-ღადაობ ხო? საიდან სად, პროსტა.
პირი დავაღე მე.
-გეუბნები რა. ჯერ მაღაზიებში გვხვდებოდა ცუდად, მერე კიდე ამათმა დაიწყეს შეხვედრები..
გაღიზიანდა ფაცაცია.
-აუ, ეგენი თუ რამე ამბავში არიან და გვიმალავენ, ხო იცი პროსტა, რაც მოუვა და თავის თავს დააბრალოს!
-გამოვტეხავ დაიცა, მოვიდეს..
თვალი ჩამიკრა ელენემ და ყავა მოსვა.
-მიაჩკა როგორ არის?
-აუ, იცი რა საყვარელია? სულ არ მაბრაზებს, ძალიან ჭკვიანია..
გამეღიმა მიას გახსენებაზე მე.
-კაი გემოვნება კი ქონია ვაჟბატონს.
თავი დავუქნიე.
ფაცაციამ წარბაწეულმა შემომხედა, მგონი გაგაგიჟა მაგ სიყვარულმაო.
არადა თვითონაც არ ვიცოდი რა გრძნობა იყო. მიყვარდა მაგრამ ეს გაურკვეველი ურთიერთობა მაგიჟებდა.
ხო უნდა ყოფილიყო რაღაც,რასაც დავეყრდნობოდი და ასე იქნებოდა სულ. მაგრამ არ იყო, ანდროს სხვა უყვარდა.
ჩემთან არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ მე რომ მიყვარდა ალბათ მაგიტომაც ვაბედინებდი ამდენს. სხვა რომ ყოფილიყო.. არა სხვა ვერ იქნებოდა, სიხარულიძე ერთი იყო და განუმეორებელი..
-აუ ისე, სულ მინდოდა გამეხსენებინა შენთვის-გაეცინა ელენეს-ბავშვობაში შენ არ იძახდი, ჩემს ქმარს ანდრო უნდა ერქვასო?
სიმწრისგან გამეცინა.

***

-დე მოვედი!
გავძახე გვანცას და სამზარეულოში გავედი.
მაკიაჟს იკეთებდა.
-სადმე მიდიხარ?!
-ხო, მაკა ჩამოვიდა ისრაელიდან და უნდა დავხვდეთ გოგოები..
-აა, მომიკითხე, გამოგვიარე-თქო უთხარი, მომენატრა.
-კაი.
ჩანთა სკამზე დავდე და გასვლას ვაპირებდი, რაღაც რო მკითხა:
-ქეთა, ის ბიჭი ვინ არის? ღამ-ღამობით რო გაკითხავს ხოლმე?
უკან ფეხის კანკალით შემოვბრუნდი.
-მეგობარია დედა.
გავუღიმე მე.
-ხო და ის ლეკვიც მაგის ნაჩუქარია ხო?
თავი დავუქნიე.
-რამე სერიოზული ხდება?
პომადა დადო და წარბ-აწეულმა შემომხედა.
-არა, ხო იცი.. უბრალოდ მეგობარია რა.
-კაი.
პომადა ისევ აიღო და სარკეში პრანჭვა განაგრძო.
გულზე მომეშვა, მაგრამ მაინც ანერვიულებული ვიყავი.
ოხ ეს დედები, ყველაფერი საიდან იციან?!

ოთახში შევედი და როგორც კი დავწექი იმ წამსვე ჩამეძინა.

***

მე და დიმა საკუთარი თვითმფრინავით მივფრინავთ თბილისისკენ.
ვინ წარმოიდგენდა, მე ქეთა გირგვლიანი და რუსი დიმა.
ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ რომ მალე გავთხოვდები.
დიმას ჩემი ხელი უჭერია და დროდადრო ნაზად მეამბორება ხოლმე, შემდეგ გამიღიმებს და მეტყვის, რომ ბედნიერია ჩემი ასეთი გადაწყვეტილებით.
მეც შეძლებისდაგვარად ვუღიმი.
არადა არ არის ცუდი ბიჭი.
ნებისმიერი გოგო რომ გაგიჟდებოდა, ზუსტად ისეთია.
მაღალი, სიმპატიური, რუსის ტიპაჟია რა.
მაგრამ რომ ვამბობ,არ მევასება ეს რუსი ბიჭები-მეთქი, ე.ი მართალს ვამბობ.
ზოგადად, ბავშვობაში სულ მინდოდა უცხოელი ქმარი, მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე უკვე ქართველი ბიჭებიც მომეწონნენ და მას შემდეგ აღარ შემცვლია გემოვნება.
როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ახლა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო.
მე და ანდრო მის შავ, ახალთახალ მანქანაში რომ ვმჯდარიყავით და არა რუსი დიმას კერძო თვითმფრინავში..
ანდროს რომ დაეჭირა ჩემი ხელი და ნაზად ეკოცნა ხოლმე, ხანდახან.
რომ შემოეხედა და ისე გაეღიმა ჩემთვის, როგორც წლების წინ..
არ ვიცი, რატომ ვარ ახლა აქ..
არ ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემს თავს..

***

ღამის ორზე ანდრომ დამირეკა.
-კიდე გაგაღვიძე ხო?
-ხო.
-მაპატიე რა. არ მეცალა პროსტა დღეს ვაბშე, ძაან ცუდ დღეში ვიყავი და რო არ მენახე არ შემეძლო რა..
-ვერ ჩამოვალ ანდრო ეხლა, მეძინება.
-ჩამო რა, ხვალ ვეღარ გნახავ!
-არ შემიძლია, როცა მოიცლი მერე მნახე.
-იცოდე თუ არ ჩამოხვალ მე ამოვალ და ძაან ცუდი დღე დაგადგება!
-კაი, ეგრე ქენი.
გავბრაზდი მე.
მომბეზრდა უკვე, ასე ყოველ ღამე ერთიდაიგივეს კეთება.
თუ ადამიანის ნახვა გინდა, მისთვის ყოველთვის გამონახავ დროს და თან დღის საათებში და არა შუაღამის ორზე ან სამზე.
-კაი.
გათიშა.

გადავბრუნდი და ძილი გავაგრძელე.
ხუთ წუთში ფანჯარაზე კაკუნმა გამაღვიძა.
ისე წამოვხტი ლოგინიდან, კინაღამ ორივე ფეხი მომტყდა.
მეექვსეზე ვცხოვრობდი.
მ ე ე ქ ვ ს ე ზ ე !

აივნის კარი გავაღე და ყურებამდე გაღიმებული ანდრო შემოვუშვი.
-ხო გითხარი, ამოვალ-მეთქი!
-ღმერთო, ცუდად ხო არ ხარ შენ? როგორ ამოხვედი? გაგიჟდი ანდრო?!
-სახურავიდან.
-შენ ნორმალური ხარ?!
-არა, არ ვარ ნორმალური, ვაბშეტა შენ რო კაცი გადაგეკიდება ნორმალური იქნება, შენი აზრით?!
-ვინ გადამეკიდა აბა?
-ანდრო სიხარულიძე!
-კაი ბიჭია?
გავეკრიჭე მე.
-ძაან.
-გოგო?
-გოგო არი რა. ბიჭი ჯობს, მაგრამ გოგოსაც არაუშავს!
გაეცინა სიხარულიძეს.
მე - გავბრაზდი.
-ხო არა? ხოდა ეხლა გოგოს არაუშავს იქნება, აივნიდან რო გადაგაგდებ!
-მერე არ შეგეცოდები?
-არა..
-რა ცუდი მატყუარა ხარ. ზუსტად ვიცი, ჩემზე ნერვიულობით მოკვდები.
-კი, მეტი საქმე არ მაქვს, აი..
-ბევრს ტლიკინებ შენ დღეს.. მეძინებაო ვიღაცამ!
-მეძინებოდა! უკვე გამოვფხიზლდი. ვინ დაგაცდის რო ძილს..
-ძილს კი არა, თუ ბევრს იტლიკინებ უფრო გამოგაფხიზლებ იცოდე!
სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, ანდრო ჩაბჟირდა.
აი, კიდე გაწითლდიო და ლოყები დამიკოცნა.
უცბად გვანცას ძახილი რომ გავიგე, გული სად წამეღო აღარ ვიცოდი.
მერე ძახილს ფეხის ნაბიჯებიც მოყვა, ღმერთო, რა შარში ვარ!
-ანდრო, დაიმალე ჩქარა..
კარადისკენ ვანიშნე ანდროს და ხელით ძალით შევტენე.

ლოგინში დავწექი და ისეთი სახე მივიღე ვითომც არაფერი.
ორ წამში გვანცა ჩემს ოთახში გაჩნდა. როგორც კი კარები შემოაღო, ჩემთვის ბუტბუტი დავიწყე..
-ორჯერ სამი - ექვსი, ორჯერ ოთხი - რვა, ორჯერ ხუთი - ათი..
გვანცამ ჯერ თვალები მოჭუტა, მერე გამოშტერებულმა შემომხედა.
-რას აკეთებ?
-უი დედა, ესე ხმამაღლა ვიმეორებდი? სადღაც წავიკითხე ღამე თურმე კარგად რო დაგეძინოს ტაბულა უნდა გაიმეოროო. ხოდა მე ხო უძილობა მაწუხებს და ამ ხერხსაც ვცდი რა.

აღარ ვიცოდი რა მომეფიქრებინა და პირველი რაც თავში მომივიდა, ის ვუთხარი.
ქალი გადაირია.
ხვალ ექიმთან უნდა წაგიყვანოო და კარები მომიკეტა.
შვებით ამოვისუნთქე.
ანდრო კარადიდან გამოვათრიე.
სულ ლურჯი ფერი ედო, სიცილისგან.
მუცელი ხელით ეჭირა და ძლივს სუნთქავდა.
მერე, მართლა შემეშინდა.
მგონი აღარც სუნთქავდა.
მეც უნდა ვცადო ეგ ხერხიო..

***
მე და ელენე პიცის საჭმელად მივდიოდით, პლეხანოვზე. ლიზას დავურეკეთ და არ მცალია, დეიდაჩემი მიდის იტალიაში და საყიდლებზე მივყვებიო.
კარგი-მეთქი.
ტაქსი გავაჩერეთ და პლეხანოვზე გავედით.
-აუ, რადიო გამორთეთ რა.
ტვინი გამიბურღა რუსულმა ესტრადამ.
გამორთო.
-ელენე თავ-ბრუ დამეხვა.
ვუთხარი ელენეს და თავი გვერძე გავწიე, ისე სწრაფად ადი-ჩადიოდა ფეისბუქის კედელზე.
-გაიწიე მერე.
-მოგკლავს ეგ ფეისბუქი რა.
-დღეს იმ გოგოს დაბადების დღე როა იცოდი?
-ვისი?
-იმ ქეთასი..
-არა.
თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
-ანდროს ელაპარაკე?
-კი, დილით.
-რაო, სად ვარო?
-არ უთქვამს, რა ხდება რო?
გამიკვირდა მე.
ელენემ ტელეფონი მომიტრიალა.
ქეთა, ანდრო და კიდე ვიღაცეები მაგრად ერთობიან.
გაწიე-მეთქი ვთხოვე და საბოლოოდ მივხვდი, რომ მე და ანდროს ამ თემაზე უნდა გველაპარაკა.
თან ძალიან მაგრად.
ან უნდა გვეჩხუბა.
ან არ ვიცი,
უნდა მოგვეკლა ერთმანეთი.
იმიტომ, რომ მე ასეთ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებდი რა დონეზეც არ უნდა მყვარებოდა.
არ მინდოდა ვინმესთვის მეორე ხარისხოვანი ვყოფილიყავი, მითუმეტეს საყვარელი ადამიანისთვის.
-დაიცა!
ელენემ ტელეფონი მომაჩეჩა და ტაქსისტს თხოვა იქვე გაეჩერებინა.
-რა იყო?
-ეს ლიზა არ არის?
ხელით მარჯვნივ მიმანიშნა.
ლიზა და ნიკუშა კაფეში ისხდნენ და ისე საყვარლად ჭუკჭუკებდნენ, წამით გადამავიწყდა კიდეც გაბრაზება.
თავი დავუქნიე.
-აუ, ეხლა ნახე ამათ რა ვუქნა რა! დეიდამისი იტალიაში მიდის და აცილებს გოგო..
მანქანიდან გადავიდა ელენე და კარი ისე მიაჯახუნა, შევხტი.



№1 სტუმარი გიკი გოგო

ავტორ ნუ ქრები ხოლმე ჰარი პოტერის მოსასხამივით,წავედი ახლა წავიკითხავ

 


№2  offline წევრი sofia25

აუუუუუუუუ გოგოოო ესე დაგვიანება როგორ შეიძლებაა?????? რაგიყო??? რაგინქნა??? მაინც ვერგიბრაზდები ისეტი საყვარლკლობა იყო თუმცა ასე ნუაგვიანებ თორე იცემები!

 


№3  offline წევრი LSD

Sakvarelii istoriaa dzaan nuu memomwons kovelishemtxvevistviss ❤️❤️ Agar daagvianoo raaa veli shemdegs tavs warmatebebi❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

გიკი გოგო
ავტორ ნუ ქრები ხოლმე ჰარი პოტერის მოსასხამივით,წავედი ახლა წავიკითხავ


ვეცდები აღარ გავქრე! kissing_heart

sofia25
აუუუუუუუუ გოგოოო ესე დაგვიანება როგორ შეიძლებაა?????? რაგიყო??? რაგინქნა??? მაინც ვერგიბრაზდები ისეტი საყვარლკლობა იყო თუმცა ასე ნუაგვიანებ თორე იცემები!


დიდი მადლობა!

LSD
Sakvarelii istoriaa dzaan nuu memomwons kovelishemtxvevistviss ❤️❤️ Agar daagvianoo raaa veli shemdegs tavs warmatebebi❤️❤️


უღრმესი მადლობა, ასეთი კომენტარისთვის!

 


№5  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

აუუ ძაან მაგარი გოგო ხარ
აი ანდრო და ქეთა
საოცრებები არიან
მეორე ქეთას გაქრობა მინდა
აი ანდროსაც ვერგავუგე რა
ნიკოლოზინახე რააა
აუ შემდეგთავში მაგრად ვიცინებ მემგონი
მალე დადე რააა

 


№6  offline წევრი isterichka123

dzalian mabrazeb niako dadebas ro agvianeb male dade ra

 


№7  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

LuckyGirl
აუუ ძაან მაგარი გოგო ხარ
აი ანდრო და ქეთა
საოცრებები არიან
მეორე ქეთას გაქრობა მინდა
აი ანდროსაც ვერგავუგე რა
ნიკოლოზინახე რააა
აუ შემდეგთავში მაგრად ვიცინებ მემგონი
მალე დადე რააა


როგორ ვგიჟდები ასეთ კომენტარებზე, არ იცი!

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

მეორე ქეთას არაფერს ვერჩი,ანდროს ბრალია ესეთი გაურკვევლობა.
ვერ ვხვდები რა,ან ერთთან იყოს ან მეორესთან.

ლიზაზე გავბრაზდი,რა წესია ეს დამალვა ვითომ. მე ძალიან ვეჩხუბებოდი,ვნახოთ აბა ელენე რას იზამს და ქეთა.
აღარ გვინდა რა ლოდინი <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

isterichka123
dzalian mabrazeb niako dadebas ro agvianeb male dade ra


ვეცდები..

 


№10  offline წევრი tatiko.1995

Kargi iyo velodebi shemdeg tavs moutmenlad

 


№11  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

tatiko.1995
Kargi iyo velodebi shemdeg tavs moutmenlad


მადლობა!

Ana Imnadze
მეორე ქეთას არაფერს ვერჩი,ანდროს ბრალია ესეთი გაურკვევლობა.
ვერ ვხვდები რა,ან ერთთან იყოს ან მეორესთან.

ლიზაზე გავბრაზდი,რა წესია ეს დამალვა ვითომ. მე ძალიან ვეჩხუბებოდი,ვნახოთ აბა ელენე რას იზამს და ქეთა.
აღარ გვინდა რა ლოდინი <3

Ana Imnadze
მეორე ქეთას არაფერს ვერჩი,ანდროს ბრალია ესეთი გაურკვევლობა.
ვერ ვხვდები რა,ან ერთთან იყოს ან მეორესთან.

ლიზაზე გავბრაზდი,რა წესია ეს დამალვა ვითომ. მე ძალიან ვეჩხუბებოდი,ვნახოთ აბა ელენე რას იზამს და ქეთა.
აღარ გვინდა რა ლოდინი <3


მადლობა კომენტარისთვის,ანა!

 


№12 სტუმარი Guest Ketu

რასაც ყველა წერს მეც ეგ უნდა დამეწერა მაგრამ... მომწონს მომწონს და ველოდები შემდეგს...

 


№13  offline მოდერი Eleniko13

რა წესია ვერ
გავიგე,
ჩამოყალიბდეს და
ან ერთს დაანებოს თავი
ან მეორეს
იმიტომ რომ ეგეთი
რაღაცეები არ მოსულა
და არც
არასდროს არ გაუვა, არ არის
სწორი უბრალოდ,
განა რამე?

და შენ?
რატო აკეთებ ამას?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№14  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Eleniko13
რა წესია ვერ
გავიგე,
ჩამოყალიბდეს და
ან ერთს დაანებოს თავი
ან მეორეს
იმიტომ რომ ეგეთი
რაღაცეები არ მოსულა
და არც
არასდროს არ გაუვა, არ არის
სწორი უბრალოდ,
განა რამე?

და შენ?
რატო აკეთებ ამას?


არ არის წესი ნამდვილად,
არ ვიცი არც მე, რატომ აკეთებს მაგას.
შეიძლება იმიტომ, რომ დღევანდელ დროში ეგეთები ბევრისთვის მოსულა,
რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მანტო ფანტაზიები არ უნდა გამოვიყენოთ..
ან შეიძლება სულ სხვა რაღაცაშია საქმე.
არ ვიცი, გავიგებთ მალე.
მადლობა ელენიკო, რომ ყოველ ნაწილზე ტოვებ შენს მოსაზრებას..

 


№15  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ელენე მომწონს,მიყვრს
ქეთა უარესად
ანდრო დალაგდეს,მაგრამ ეს დაულაგებლობაც რომ მომწონს,
თან ?
ხომ კაი ტიპი ხარ რა
კარგად წერ
სასიამოვნოდ.
ლიზა და ლატარია:)
გამაგიჟებს ეგ გოგო მე:)

 


№16  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

kata-nia
ელენე მომწონს,მიყვრს
ქეთა უარესად
ანდრო დალაგდეს,მაგრამ ეს დაულაგებლობაც რომ მომწონს,
თან ?
ხომ კაი ტიპი ხარ რა
კარგად წერ
სასიამოვნოდ.
ლიზა და ლატარია:)
გამაგიჟებს ეგ გოგო მე:)


ეგ დაულაგებლობა ყველაზე ცუდია, დამიჯერე.
საკუთარიდან ვიცი.
და ისიც ვიცი,რა მწარეა.
მაგრამ დალაგდა და, ეხლა უფრო მწარეა:)

 


№17 სტუმარი Guest თამთა

შემდეგს რამდენ ხანდი დადებ?

 


№18  offline წევრი MikY

ამ ისტორიის გაგრძლება მინდაა რაა ))
შეკრიბე მუზები და ეს ისტორია დაამთავრე^^
არ უნდა დარჩეს რა კარგი ისტორიები დაუმტავრებლები ^^

 


№19 სტუმარი გიკი გოგო

თუ არ ამთავრებდი არ უნდა დაგეწყო. ჰე ორი სიტყვა მაინც დაგვიწერე და დაგვიდე თორე ამოგვხდა სული

 


№20 სტუმარი daldoni

კარგი ისტორია საინტერესო და ლამაზი მაგრამ გაგრზელებას ველოდებიტ

 


№21  offline მოდერი ენემი

აუუუ გაგრძელება მინდა მე უფ!

 


№22  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეე ეხლა მივხვდი როგორ მომენატრა
ქეთა და ანდროზე მაფანატებს
მ ა ფ ა ნ ა ტ ე ბ ს
მეორე ქეთას გაქრობა როგორც ადრე ისევ მინდა
ნწწწ ნიკუშა და ელე არხუმრობენ
შემდეგთავს ველოდები
დაბრუნდი რა ♥

 


№23 სტუმარი Guest ნინე

გაგრძელებას არ აპირებ ? :/

 


№24  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

აუ დაბრუნდი რა)
მომენატრა ეს
მოთხრობა

 


№25 სტუმარი სტუმარი ანი

გააგრძელე, ნახე რამდენი ხალხი გელოდებით

 


№26 სტუმარი likusa

ara raa is tabula saidan gaadzroo :ddd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent