შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი გრძნობები(16)


18-02-2017, 00:59
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 751

ლიზა მთელი შაბათ კვირა ისვენებდა. კლინიკაში იყო ,შემდეგ იქაურ კოლეგებთან ერთად კლუბში წავიდა . ერთ-ერთი ექიმის დაბადების დღე იყო და იმდენად სექსუალურად გამოიყურებოდა ყველას ყურადღება მიიქცია. რა თქმა უნდა არ გაჰკვრივებია, ეს ხომ ლიზაა. კარგად გაერთო ,იცეკვა , ისაუბრა, ბევრი იცინა . დალია,იმდენი რომ თრობით მიეღო სიამოვნება. შემდეგ როცა მიხვდა რომ იქ დარჩენა აღარ იყო საჭირო ყველას დაემშვიდობა ,გაცილებაზე უარი განაცხადა და შუაღამის გრილ სიოს მარტო შეეჯახა.. როგორც კი გავიდა შენობიდან სიგარეტის სურნელი გრილმა ჰაერმა შეცვალა. კლაჩი მხარზე გადაიკიდა და ფეხსაცმლის კაკუნით წავიდა დედიკოს მანქანისკენ ,ის ის იყო კარი უნდა გეღო ზურგს უკან ვიღაც აესვეტა, მაშინვე განდევნა ნიკოლოზის სიახლოვემ ალკოჰოლი და წამში გამოცოცხლდა
-ღამის რაინდი მეწვია... ორი დღე თქვენი ერთგული ,უცოდინარი მაგრამ მაინც საჭირო თანაშემწის გარეშე ვერ გაძელით? -უკაან შებრუნდა და ირონიულად გაუღიმა -წყვდიადი ღამის წყვდიდადში
-წამომყევი!- ხელიც არ უხლია ისე დაიხია უკან და თავისი მანქანისკენ ანიშნა
-მანქანით ვარ ... არ შეწუხდეთ
- მანქანას თავის ადგილას დაახვედრებენ დედაშენს ნუ ღელავ!
-კატეგორიული ხართ რა ხდება კიდევ ვინმე გმტრობთ და მალე ტყვიების ზუზუნი დაიწყება? იცით მე ექიმი ვარ და ჩვენ არ გვასწავლიან სამხედრო საქმეს
-ყოველთვის მაიძლებ მოთმინება დავკარგო და გაიძულო-თვალები აატრიალა მკლავში წვდა და მანქანისკენ წაიყვანა- არადა ღმერთია მოწამე ყოველთვის მშიდად გეუბნები ,მაგრამ არა შენ ხო სულ უნდა გამიწიო წინააღდმდეგობა ,ასე მშიდდები .კამათით იღებ დოპინგს,ამით კაიფობ შენ - ჯუჯღუნებდა ,მერე აფართახალებული ქალი მანქანაში ჩასვა ღვედიც შეუკრა და კარი მიუჯახუნა
-გეყოფა,..ხელი გამიშვი. ნებით? რა ნებით სულ მიბრძანებ და რა მნიშვნელობა აქ მიბრძანებ თუ ხელით წამათრევ. ვაიმეე თქვენ გაგიჟების გარდა არაფერი შეგიძლია..არ მჭირდება ღვედის შეკვრა თავადაც... ასე სწრაფად როგორ მოძრაობს ლუციფერია ნამდვილი აჰ უკვე მანქანაში ხართ? უკვე მივდივართ? არა კიდევ შენ რომ ბრაზობ... კიდევ შენ რომ მეჩხუბები იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადავიტანე . არც კი გიკითხავს როგორ ვიყავი. უბრალოდ სამსახურში არ მოხვიდე დაისვენეო შენი თანამშრომლისგან გავიგე და მორჩა. ვისვენებდი არაჩვეულებრივად ,მაგრამ აი გამოჩნდი კიდეც. ჩამაშხამე კვირა ... ასე ჩქარა რომ მიდიხარ გინდა სადმე გადავიჩეხოთ? სულ არ მინდა შენთან ერთად მოვკვდე და მითუმეტეს ეგ ლამაზი სახე მინგრეული რომ ვნახო . ჩემი სული არ მოგასვენებს..მინიმუმ ერტი წელი ისევ ვილაპარაკებ და ჯოჯოხეთს მოგიწყობ.იქაც არ მოგასვენებ ასე რომ ნელა იარე !ჯანდაბა ამდენს ვლაპარაკობ და არაფერი გესმის? არა საუკუნის კი ხარ ,მაგრამ მეგონა უკვდავებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქ გქონდათ ლუციფერ! არა ერთი კვირა ზუსტად შვიდი დღე ისე გავიდა რომ არც კი გამოჩნდი მე კიდე შენს გამო ღამე ვერ ვიძინებ
-ოცნებობ ხომ?
-ოჰ ამოიღო ხმა ...არა არ ვოცნებობ შენ წარმოიდგინე, სულ მესიზმრება როგორ მესვრიან .ხან რეალურად მომხდარს ვხედავ ხან არარეუალურს. ხან შენ კვდები ,ხან მე , ხან კიდევ დანარჩენები . მაგრამ შენ ხომ თავიდან მომისორე და ერთ კვირიანი დასვენება მომეცი..უი არა ასე მითხრეს რამდენ ხანსაც გინდა დაისვენეთო...შემიძლია საერთოდ არ მოვიდე,მაგრამ ხომ გამოჩნდი და შენი ნახვის შემდეგ რაღა დასვენება იქნება დავბრუნდები ისევ ხვალ...ჩვენ რა რბოლაზე ვართ თუ რატომ მიქრით... ან ეს მანქანა სად გყავდათ. სულ იმ თქვენი უზარმაზარი ჯიპით არ დადიხართ? როგორ მოხდა მძღოლი და დაცვა რომ არ გყავთ? აღარ გეშინიათ მტრების?
-მოვედით და თუ გადმოხვალ კარგი იქნება
-დამცინით ხომ? სად ჯანადაბაში ვართ ...- უცებ აგდავიდა მანქანიდან.აქამდე არც გზას აკვირდებოდა და არც არაფერს უბრალოდ ნიკოლოზის გაღიზიანებას ცდილობდა. - ღმერთო რა ლამაზი სახლია. მეგონა მხოლოდ ის სახლი გქონდათ საქართველოში ,თუმცა რა სულელი ვარ
-ის სახლი რეალურად ნიასია ...
-ნიასთან ცხოვრობთ? - უცებ წაეშალა სახიდან ღიმილი და მისკენ შებრუნდა
-ამ სახლის შესახებ არავინ იცის ნიას გარდა და იმის მაგივრად რომ ეს პატივი მიიღო იმას მეკითხბეი ნიასთავ ვცხოვრობ თუ არა?
-ამხელა წინადადება როგორ დავიმსახურე ... ოჰ თქვენი სახლის ხილვის პატივი ნამდვილად გონებას მიბინდავს...ბედნიერებისგან აღარ ვიცი რა ვიფიქრო
-იქნებ ის რომ ფლორიდაში დაწყებულის გაგრძელება მინდა
-რა დაიწყეთ იქ აქ რომ გააგრძელოთ- სახლის კართან გაჩერდა და უკან დაიხია
-ღმერთო გამძლეობა მომეცი ...სულ ცოტაც ხომ შეიძლება არა?
-ლუციფერ ღმერთი შენც გწყალობს ხოლმე?
-ლიზა შემოდი სახლში და მჯდომს დაგელაპარაკები თორე ასე მგონია რომ გაიქცევი მე კიდე სირბილის გუნებაზე არ ვარ !
-რ აუნდ ამითხრათ ასეთი რომ ამ კოშკებით სირბილი დავიწყო- მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ანიშნა და თვალები დააწვრილა-ახლავე ხომ არ გავიქცე? რას მიპირებ ლუციფერ?
-აი ისევ...ისევ იმეორებ. ჩემი ნერვები აღარ არსებობს შეგიძლია გაიხარო ერთი ნერვული დბაოლოებაც კი აღარ არსებობს მთელი სისტემა გადაწვი- ერთ ნაბიჯში ფარავს მათ შორის მანძილს ხელს ხვევს და ისე იკიდებს მხარზე თიტქოს ტომარა იყოს
-ააააა დამსვი ...დამსვი გეფიცები თითი რომ დამაკარო შე შე ველურო... ლუციფერ ...ლუციფერ დამსვი რა არ მომკლა მე ხო ასეთია ხალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგო ვიყავი სანამ შენ გამოჩნდებოდი . ექიმი უნდ აგავხდე და ადამიანებს დავეხმარო .... დედაჩემს უჩემოდ რა ეშველება მითხარიიი -თვალებდახუჭული ფართხალებდა და ისიც ვერ გაიგო რომ უკვე იატაკზე იდგა
- გაახილე თვალები
-არააა ...არ მინდა ახლა ისეთი თვალები გექნება რომ დაგინახო მერე ყველაფერზე საკუთარი ნებიტ დაგთანხმდები და არ მინდა ახლა რამე საშინელება ჩავიდინო. მოიცა დამსვი უკვე? ეს იატაკია?-ფეხები ააბაკუნა და მერე გაახილა თვალები-ოჰ ღმერთო ამდლობა ვიცი რო ამ ღვთაებასთან ჭიდილი შენთვისაც რთულია ,მითუმეტეს ჩემანირი უბრალო ქალის გამო ,მაგრამ შენ მაინც მეხმარები ხომ?-ზემოთ აიხედა და ღმერთს „გაესაუბრა“ მერე წინ რომ გაიხედა იერიშს განსახორციელებლად იქ აღარ იდგა ნიკოლოზი . უზარმაზარი ოთახი იყო , ალბათ მისაღები რომ მიმოიხედა თავბრუსხვევა იგრძნო-ღმერთო გააქრე? კარგი რა ...კარგი რა როგორ გააქრე. მაზოხისტი ვარ და ვაფრენ ,მაგრამ მისი გაქრობა როგორ შეიძლებოდა. ენა ამოგეცალა და მერე მივხედავდი მე არ შეიძლებოდა ასე?
-ენა ჩვენ შორის მხოლოდ შენ უნდა ამოგაცალოს კაცმა!
-ააააა მანდ რა გინდა სვამ? არაა შენ კიდე დალევა გინდა? მერე მაწამებ და ისე მომკლავ
-შენი ფხიზელი გონებით ცქერა უკვე აღარ შემიძლია ,მოსმენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ნარკოტიკულ საშუალებას მივიღებდი რამეს მსუბუქს,მაგრამ შენზე მეტად რამ შეიძლება გამაბრუოს. ხუთი წუთი ლაპარაკობ უკვე ვბოლდები
-ამხელა წინადადება...თან ორი წინადადება და ამდენი ირონია...ცინიზმი სად შეგვიძლია. სახეს იცვლით ბატონო ნიკოლოზ?
-„ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნესაო“ ხომ გაგიგია - მშვიდად მოსვა კიდევ ერთი ყლუპი ვისკი და დივანზე დაჯდა -დაჯდომას რომ გადაწყვეტ იოცდე რომ ნებას გრთავ
-ოოო რა დიდი პატივია..მოკლედ დღეს საოცარი დღეა როგორ დავიმსახურე ამდენი მიკვირს,განა რა სიკეთე მაქვს ჩადენილი.შენ რომ გიძლებ ეგ ხომ არაა ამქვეყნიური წამება და ახლა ხომ არ მიხდიან წამებისთის.
-ისევ დაიწყო ...განაგრძე ,განაგრძე დიდიხანს მომიწევს შენი მოსმენა და შევეჩვიო დროა.
-დიდხანს რატომ მოგიწევს ვითომ მე აქ დარცენას არ ვაპირებ ამ შენს ციხე კოშკში გველეშაპო და შეგიძლია გამაჩუმო
-რამდენი ხანაი ვცდილობ ხერხი გამოვნახო,ვერ ვიპოვე და შენ თუ მეტყვი როგორ გაგაჩუმო გამოვიყენებ მაშინვე
-ოჰ ეცადეთ და ვერ მოიფიქრეთ?ეგეთი რამ არსებობს?
-მზეთუნახავი რომ გგონია თავი და მე გველეშაპი ვარ მაგ დროს დარწმუნებული ხარ მაგ გადანაწილებაში?
-არცერთ ზღაპრის გმირს ემორჩხილები ხომ ხედავ... ერთდროულად პრინცი და გველეშაპი გამოდიხარ . მძინარე პრინცს გავხარ რადგან ასეთი გამომეტყველება და მზერა არ გაქ, ამ საშინელ ორ სიტყვიან წინადადებებსაც არ ისვრი . დღისით კი გარეგნობა ისევ ულამაზესი პრინცის გრძება ,მაგრამ გველეშაპივით ცეცხლს ისვრი და მწვავ
-სწორი ხარ იცი? ღამით ნამდვიალდ შემიძლია მაგ დამწვრობის განკურნება...თუ მოინდომებდი საერთოდაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია მაგ ცეცხლის ჩაქრობა რომლითაც იწვი
-რატომ მიახლოვდებით? ან ეს მეტაფორა ...ნიკოლოზ!- ისევ მის წინ რომ დადგა ბატონი ნიკოლოზი თვალები მილულა და ერთიანად აცახცახდა
-მგონი ახლაც ცეცხლის ალი გწვავს. შიგნიდან მოდის, შენში იქმნება და ერტი წერტილიდან ყველგან ,მთელს სხეულში ვრცელდება- გულზე მიადო საჩვენებელი თითი -აი აქ უნდა იყოს საწყისი წერტილი
-რას...რას ბოდავთ. ჩემს გულთან რა გესაქმება ლუციფერ?
-ნიკოლოზი აღარ ვარ? რა უცებ იკრებ ძალებს .ის არ იცი რომ გასაქცევს აღარ დაგიტოვებ..მომბეზრდა რომ სულ გარბიხარ და მოგებულად თვლი თავს
-ნეტავ შემეძოს გაქცევა და შენი დამარცხება ...ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა ,მაგრამ არ შემიძლია.არათანაბარი ბრძოლაა
-ნამდვილად არათანაბარია, შენ მხარესაა სასწორი გადახრილი
-დამცინით ხომ? ნუთუ სულ არ გებრალებით ასეთი გულ ქვა როგორ ხარ
-ლუციფერიო და თან გულქვა არ გინდა ვიყო?
-ნიკოლოოზ-საწყლად ამოიკნავლა- აღარ შემიძლია უკვე
-როგროც იქნა...აუცილებლად სადმე უნდა მიგიმწყვდიო რომ გაჩუმდე და ნორმალურად აზრონება შეძლო..აბა დაჯდები და ადამიანურად დამელაპარაკები ,თუ პირი აგიკრა და მე ვილაპარაკო...მაგრამ მოსმენა არ შეგიძლია ძალიან თუ არ მოინდომე
-თქვენ რა ლაპარაკს აპირებთ ..თან ადამიანურად და გინდათ მოგიზმინოთ? მხოლოდ ეს გინდათ?
-დიდი ხანია ვცდილობ ელიზაბეტ. ძალიან დიდი ხანია უკვე მაგას ვცდილობ,მაგრამ სადაც არ უნდა წაგიყვანო ,რა გარემოშიც ა რუნდა ვეცადო მაინც ახერხებ რამეს და ან ჭკუდიან მშლი და ყველაფრის სურვილი მეკარგება, ან ვიღაც სხვა ერევა და ყველაფერს მირევს. ახლა ვცდილობ თავი შევიკავო ,მაგრამ თუ არ დამეხმარე გეფიცები აღარასდროს შევეცდები მშვიდად საუბარს და პირდაპირ გავაკეთებ იმას რაც მინდა ,სულ არ გკითხავ ,არ გავითვალისწინებ შენს აზრს
-აქამდე ითვალისწინებდი თუ...
-ისევ იწყებ
-კარგი ... კარგი მომშორდი დავჯდები და მოგისმენ .სანამ შევძლებ ...
-რატომ ვერ უნდა შეძლო ..მე შემიძლია შენი მოსმენა და მე რა დიქცია არ მაქვს კარგი? ენა მებმის თუ რა
-ხმაა პრობლემა, ხმა რომ მესმის მერე ვითიშები და ვეღარ გისმენთ .სხვა რარაცეებზე მეფიქრება, რისი თქმაც არაა საჭირო ჩემი რეპუტაციისტვის -უცებ მიაყარა მაგიდიდან ჭიქა აიღო დარჩენილი სასმელი ბოლოდე დაცალა და დივანზე დაჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და მზერა მიაპყრო ისევ იმ ადგილას მდგომ ნიკოლოზს
-მანდ უნდა იდგეთ და ისე მელაპარაკოთ?
-კარგიი ... - დაჯდა და ღრმად ამოისუნთქა . - პირველ რიგში ამ ყველაფრის თქმას ჯერ კიდევ ფლორიდაში ყოფნის დროს ვაპირებდი ,მაგრამ იქ საუბარი ნამდვილად შეუძლებელი გახდა.სულ ვამბობდი რისი გაკეთებაც გინდა არასდროს უნდა გადადო-თქო მე კი იმდენჯერ გადავდე უკვე ეს საუბარი ახლაც შეიძლება ვერ ვთქვა
-ამხელა შესავალს თუ გააკეთებთ უბრალოდ დაგეზარებათ საუბარი . მიჩვეული არ ხართ მაინც თორემ მე რომ ვიყო ორ წამში ვიტყოდი
-პირდაპირ თქმა არ შემიძლია , ელიზაბეტ მნისვნელოვანია რატომ არ გესმის?
-ააჰ მნიშვნელოვანია? რა გავაკეთო ვიცი რომ მნიშნელოვანია თქვენნაირი გამომეტყველებით ვერ ვიჯდები და წარბებშეკრული , მკვლელი მზერით ვერ გიყურებთ
-ეგრე არ ვარ და საერთოდ მაწყვეტინებ ისევ ...
-არ გითქვამთ გაცუმდი და ბოლომდე მომისმინეო
-გაჩუმდი და ბოლომდე მომისმინე ახლა ხომ ვთქვი
-კარგი გავჩუმდი და ბოლომდე გისმენთ- გაიცინა და საზურგეს მიეყრდნო . თვალებში უყურებდა და მზერითაც კი იცინოდა.
-ჯანდაბა ყველაფერი რატომაა ასეთი რთული შენთან ! -ამოიოხრა და წარბები უფრო შეკრა
-იქნებ ნორმალურად ისუნთქო,ასე გაჭიმული არ იჯდე თითქოს თათბირზე იყოთ.კომფორტულად მოეწყოთ და სწრაფად მითხრათ ...მაპატიეთ ისევ ვერ ვჩუმდები
-მგონი დღესაც არაა შესაფერისი დრო სასაუბროდ ... -თავი დახარა და ქვემოდან ამოხედა. მერე სახეზე ჩამოისვა ხელები , თავზეც გადაისვა და ისევ ღრმად ამოისუნთქა .-თქვი ! ვიცი რაღაცის თქმა ისევ გინდა
-თქვენნაირი ადამინი არ მინახავს... ვერ ლაპარაკობთ ხედავ? საერთოდ არ შეგიძლიათ ლაპარაკი.არადა დარწმუნებული ვარ რაღაც ისეთი გინდ ამითხრა მაინც ვერ დამითანხმებ,მერე ადგები და მაიძულებ გავაკეთო ის რაც გინდათ . ასე რომ ან პირდაპირ მითხარით და უარს გეტყვით ან საქმეზე გადადით თორემ გათენდება მალე მე კიდევ არ შემიძლია ამდენ ხანს ერთ ადგილას ჯდომა და თქვენი ცოდვით ვიწვები. ასე რომ წამობთ .რატომ ცდილობთ ამ ვითომ ნორმალური ადამიანის როლის ტამაშს ვერ ვიგებ. შენ ვერ შეძლებ უარის მიღების შემთხვევასი უკან დაიხიო,ამიტომ ან თქვენი საყვარლი მარტივი წინადადებით მითხარით ან იმოქმედეთ -ერთ ამოსუნთქვაში თქვა და გაიღიმა.
-ცხოვრებაში პირველად მეხმარები - ნიკოლოზი სწრაფად წამოდგა ,ისე მიეჭრა ელიზაბეტს წამოაყენა და სხეულზე აიკრა მისი ქმედების და ლიზას საუბრის სიჩქარე თანაბარი იყო,როგორც ყოველთვის - უბრალოდ დაიჯერე რასაც გეტყვი და ტყუილად ნუ ეცდები გაპროტესტებას ,რადგან მართალი ხარ. უარს არ მივიღებ ! - უცებ უთხრა თითქოს მისი გამოფხიზლება არ უნდოდა .შემდეგ ქმედება და სიტყვა თითქმის ერთდროულად მიიღო ელიზაბეტმა -მიყვარხარ ! - სიტყვის გააზრება ვერ მოახერხა ისე სწრაფად ეძგერა მის ბაგეებს ნიკოლოზი. ეს შეგრძნება ახსოვდა,ეს კოცნა რიგით მეორე იყო,მაგრამ ისევ ისე ჩამოდნა,ისევ ისე აყვა კოცნაში და სრულ თავდავიწყებას მიეცა.
სუნთქვაარეული ,თვალებგაფართოებული უცქერდა ნიკოლოზს.ისევ ისე ახლოს იყო,ისევ ისე ჰქონდა ხელები მოხვეული და თვალს არ აშორებდა
-არაფერს მეტყვი? არც არაფერს გააკეთებ?
-მგონი ჩემი გაჩუმების ხერხი იპოვე და შეგიძლია ხშირად გამოიყენო ... გავაკეთებ რა თქმა უნდა - გაიღიმა და ამჯერად თავად აკოცა - ახლავე მითხარი ისევ ისე უნდა დამტოვო როგორც ფლორიდაში თუ ამჯერად დაასრულებ დაწყებულ საქმეს
-ფლორიდაში?
-არ მითხრა რომ დამესიზმრა..ძალიან კარგად ვიცი რომელი იყო ცხადი და რომელი სიზმარი! თუ გინდა რომ იმ უაზრო სიტყვა“მიყვარხარ“ მივიღო საქმეცაა საჭირო ასე მარტივად ვერ გამოხვალ რადგან მე დაუღალავად შემიძლია გელაპარაკო ჩემ გრძნობაზე იქნებ რამე მოიფიქრო ისეთი რითაც გააწონასწორებ ქმედებას და საუბარს
-შეუძლებელია მსგავსი რამ დაგსიზმრებოდა ...-კოცნით მიუყვებოდა მის ყელს
-შენ არ იცი მე როგორ სიზმრებს ვხედავ დიდი წარმოდგენა ნუ გექნება საკუთარ თავზე
-ღმერთო შენი ენით როგორ შეგიძლია ყველა სიტუაციის გაფუჭება...
-გულთან მიგაქვს ყველაფერი დავიჯერო?
-საქმის ფინალს ვერ იაზრებ თუ ისევ ტიკტიკის ხასიათზე რატომ ხარ - უცებ მოშორდა და მიბნედილ თვალებს რომ სეხედა გაეღიმა - იქნებ ქორწილამდე გადაგვედო დარწმუნებული არ ვარ რომ მზად ხარ და არ მინდა
-ქორწილამდე? - უცებ ჭყიტა თვალები და უკან გახტა- რა ქორწილი... მე მეგონა მარტო მიყვარხარ მითხარი
-რადგან უბრალოდ ერთი სიტყვა გიტხარი როგორც შენ მირჩიე იმას არ ნიშნავს რომ ასე მარტივია ჩემი გრძნობა ... პატარა ბიჭი აღარ ვარ და ზოგადად ვერ ვიტან ლოდინს კარგად იცი...საკმარისად დავიცადე
-იქნებ გეკითხა მაინც ...
-ღმერთო რა არანორმალური არსება ხარ... წინასწრ ვერ ვიგებ რა შეიძლება მოიმოქმედო და თქვა საერთოდ. წეხან ხელებშ მადნებოდი და ახლა გინდა გკითხო ცოლად გამომყვები თუ არა? არ გეკითხები რადგან აზრი არ აქვს. ვიცი რომ გიყვარვარ ახლა შენი მიზეზები არ მანაღვლებს, რადგან ხო ნამდვილი პრიმატი ვარ ,განუვითარებელი სვანი და ლუციფერი
-კარგი ამდენს ნუ ლაპარაკობ თორე სხვა მგონიხარ... არ გაბრაზდე ცუდად ვხდები რომ ბრაზდები
-უკვე გამაბრაზე... არა რა პატარა ბავშვივით ვიქცევი უკვე .რას მიშვები რას
-პანიკაში ხარ თუ მეჩვენება
-რაც გამოჩნდი მას მერე პანიკაში ვარ მე !
-ვერც კი წარმოიდგენ გაბრაზებული როგორი მიმზიდველი ხარ. ტუჩებს რომ აჭერ ერთმანეთს და ყბები გეჭიმება სულ მინდა გაკოცო
-იმაზე მეტად გარყვნილი რატო ხარ ვიდრე ვიფიქრებდი? -უცებ ჩატეხა ტუჩის კუთხე
-მოიცა ფიქრობ რომ გარყვნილი ქალი ვარ?
-როცა მე მიყურებ და შენს ფიქრებს ვხვდები,შენი მზერის საშუალებით ხო, ნამდვილად ხარ
-ეგრე შეიძლება... ახლა ასე რომ გიელავს თვალები მინდა გაკოცო და მაინც მაშინ ხომ შენს ხელში ვიყავი რატომ დამტოვე იმ მდგომარეობაში
-ჩემგან ასეთ არასერიოზულ ნაბიჯს ელოდი?
-რომელ საუკუნეში ვართ იცი შენი სურვილით ვკვდები და ახლაც ჭკვიანურად მიშორებ ...აუცილებლად ცოლად უნდა გამოგყვე ეს ვნება რომ ჩავაცხრო?
-სულ ასე პირდაპირ საუბარი როგორ სეგიძლია
-შენნაირი ნიჭი არ მაქვს ... ყველაფერზე ჩუმად ფიქრს ვერ ვახერხებ მირჩევნია ტავიდანვე ყველაფერი გარკვეული მქონდეს. ასე არც ვინმეს მოტყუება მიწევს და ყველაფერს ვიგებ
-ქორწილი დიდი გირჩევნია თუ უბრალო...
-მეკითხები?
-შენნაირი გოგონები ოცნებობენ დიდ ლამაზ ქორწილზე და არ მინდა ისეთი რამ წაგართვა რისი მოცემაც ყველაზე მარტივია
-სამაგიეროდ შენ იქნები ისე ცუდად პომპეზუურ ქორწილში რომ მირჩევნია უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ სადმე მთაში ...მთა ისე ვთქვი პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ და საერთოდ ასე პირდაპირ ამაზე საუბარი როგორ შეგიძლია. მე ჯერ კიდევ არ ვარ გონს მოსული რომ ვლაპარაკობ გგონია ვაზროვნებ?
-ხო შენი ამეტყველება ნამდვილად არ ნიშნავს კარგად ყოფნას- გაიღიმა და წარბები მაღლა აზიდა - დარჩები ამაღამ?
-შენ გვერდით ვერ დავიძინებ ! მაგის გამო დედაჩემს ტყუილს ვერ ვეტყვი - უცებ წამოიჭრა ფეხზე
-ნუ მაფიქრებინემ რომ ჩემი შეცდენის გარდა არაფეირ გინდა
-მოიცა შენ რა იხუმრე ამ წამს თუ მე მომეჩვენა
-ელიზაბეტ შენ მართლა ლუციფერი ხომ არ გგონივარ
-ხო ..არა?რა მერე ხომ ხედავ ასეთიც მიყვარხარ ...შენი საძინებელი ზემოთაა ალბათ ხომ? აბა არ მაჩვენებ? თენდება უკვე რანაირად მხვდები მომავალ დიასახლისს სახლს თუა რ მაჩვენებ მთავარი ოთახი მაინც მაჩვენე. ასე ნუ მიყურებ შენს გვერდით ძილიც კი ზედმეტად ინტიმური და ამაღელვებელია ჩემთვის .
ნიკოლოზი მოეხვია და თავზე აკოცა
-ვგიჟდები შენზე ...
-მე რომ მისმენს ადამიანი ამდენ ხანს და თან ვუყვარვარ შეუძლებელია რომ არ გაგიჟდეს ასე რომ რამე უცხო მითხარი სხვა დროს-ისევ ატიტინდა
-წავედით დავიძინოთ ჩემო გადარეულო - ხელი მოხვია წელზე და ელიზაბეტთან ერთად ავიდა მეორე სართულზე. ლიზა ვერაფერს ამჩნევდა მხოლოდ მსიის სხეულიდან წამოსული სითბო,მისი სურნელი და სიახლოვე იყო მთავარი .
ნიკოლოზის მკლავებში მოქცეულს მშვიდად ეძინა . ნიკოლოზი კი მთელი ღამე მას უცქერდა,წამითაც არ აშორებდა თვალს. პირველად იყო ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი ...
....
გიორგი დილიდან სამსახურში იყო ,დაძაბული დღის შემდეგ პირდაპირ სახლში წავიდა. ბინაში როგორც კი შევიდა მაშინვე მოიშორა პერანგი და სააბაზანოში შევიდა . გრილმა შხაპმა გამოაფხიზლა, პირსახოცმოხვეული გავიდა სააბაზანოდან და საძინებელში გადაინაცვლა .ღიღინებდა და ცოტნეს ურეკავდა
-ფისოოოოო მეორე კნუტზე თუ არ მუშაობთ ამაღამ შენ და სოფრონე წამო რა კლუბში. დაჩიკოს ველაპარაკე და თანახმაა
-გიორგი რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მეორეს არ ვგეგმავთ ჯერ
-უიმე კარგი ხო..ის მითხარი წამოხვალ თუ დაგატყვევა სოფიკომ
-წამოვალ რა თქმა უნდა ...
-კარგი კრუტუნია შეხვედრამდეეე .
პირსახოცით თმის მშრალებას მორჩა და უკვე კარადის წინ მდგომმა საწოლზე გაწოლილი ნინი რომ დაინახა ისე დაიყვირა სარკისთვისაც არ მოუშორებია თვალი
-ამის დედაც... შენ ნორმალური ხარ გოგო? არა რას გეკითხები ვიცი რომ არ ხარ! აქ როგორ შემოხვედი .პასუხი გამეცი ჩემ ბინაში როგორ შემოხვედი !
-ნუ ღრიალებ თორემ წარმოიდგინე როგორ მოქმედებ დანამული სხეულით, თვალებ ბრიალა და თან მხოლოდ პატარა ნაჭერი გიფარავს მთავარ ღირსებას - საწოლზე გადაბობღდა და მის წინ მუხლებზე დადგა -მგონი ვიწვი - მის სახესთან ისე ახლოს იყო ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდათ,მაგრამ გიორგი პატარა ბიჭი არ იყო ასე მარტივად რომ გაბრუებულიყო. მკლავში წვდა და თავისკენ მიქაჩა. ყველაზე უხეში იყო მასთან,მაგრამ ესეც არ ჭრიდა
-იწვი ხომ? გინდა რომ მეხანძრის როლი მოვირგო? - ტუჩები ყელზე მიაკრა და ხელი საჯდომზე მოუჭირა .ნინი მაშინვე წამოეგო კოცნა დააპირა ,მაგრამ გიორგიმ უკან დაიხია ,წონასწორობა დაერღვა და იატაკზე დავარდა-უფს ... მე ხომ ეკონომისტი ვარ და არა მეხანძრე .არც გიჟების მკურნალობა შემიძლია
-როგორ ვერ გიტან...
-ვარდები კიდევ აღარ დარჩა ? შეგიძლია გამომიგზავნო
-ბუშტები მაინც იქნება და საღეავები მთელი ჩემი გზა რომ გააფერადო ...სამოსი და ყველაფერი საერთოდ სადაც კი ფეხს დავდგამ
-თურმე დაგპირდი რომ ცხოვრებას გაგიფერადებდი - ირონიულად გაუღიმა და კარადისკენ შებრუნდა . ტანსაცმელი გამოიღო და ისე მოიშორა პირსახოცი თითქოს მარტო იდგა. ,სარკიდან დაინახა როგორ უცებ შებრუნდა ნინი და გაეცინა. სწრაფად ჩაიცვა და ზურგიდან მიეპარა
-უკომპლექსო ნინონი რომელიც შიშველი კაცის დანახვისას იმალება
-ცქერა ნამდვილად არ მიზიდავს
-გასაღები საიდან გაქვს! როგორ ახერხებ ამ ყველაფერს
-უბრალოდ ავიღე ..ახალი გავაკეთე და შენი გასაღები უკან დავაბრუნე
-ავად ხარ იცი? სერიოზულად ვფიქრობ მათეს ხომ არ დაველაპარაკო .იქნებ მკურნალობამ გიშველოს
-აღარ მოგბეზრდა?
-ხვდები მაინც რამდენად ამოჩემებული გყავარ? ეს გართობა არ არის... ჩემთან დაწოლა რომ გინდოდეს კიდევ ხომ ,მაგრამ შენ გინდა მეც გავგჟდე შენზე ეს კი არ მოხდება. მე უბრალოდ მომწონს მხიარული ხალხი და არ მიყვარს. შენნაირი არასერიოზული ქალი არასდროს შემიყვარდება .რაც არ უნდა გააკეთო ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლი ვერასდროს!
-ნუ ღელავ როგორც კი მომბეზრდება ყველაფერი დალაგდება ახლა კი ვერთობი და გთხოვ ნუ მიშლი ხელს.
-რატომ გინდა მკვლელი გავხდე თან ქალის?
-ღმერთო რა უცებ ბრაზდები არადა ყველას ცანცარა ჰგონიხარ ... ნათელ ფერებში შეხედე ცხოვრებას
-ნატელ ფერებში ... წითელიც ხომ ნათელია რომ მოგკლავ ბევრი წითელი ფერი იქნება
-მეგონა დამახრჩობდი...
-მაშინ ლურჯი ფერი იქნება შენს ყელზე
-ნუთუ არ იღელები ამ ველურის როლის თამაშით ..მე ხომ ვიცი რომ ასეთი არ ხარ და რა დაშავდება ჩემთანაც ისეთი იყო როგორც რეალურად ხარ
-შენ ასეთიხ არ? ვინც მოგწონს ყველას უკან დასდევ შენი ფოტოაპარატით, მის მობილურს იპარავ..მის პირად მიმოწერაში იჭრები ,სოციალურ ქსელში გვერდებს უტეხავ და მთლიანად ცდილობ მისი ცხოვრების კონტროლს? ისე უჭერ ყელში ყველა მხრიდან რომ სუნთქვა არარ შეეძლოს და ეგონოს რომ ყველა კუთხეში ყველა ნაბიჯზე უთვალტაველებენ? ახლა მოსასმენს უნდა ვეძებდე..დარწმუნებული ვარ რამე დაამონტაჟე უფასო პორნო არ მოგაკლდება
-რაც გამოვჩნდი არავინ გყოლია და ახლა სხვებს უშვებ ხოლმე ღამით? - უკან გაჰყვა და ადგილზე გაყინა გიორგი. უცებ შემობრუნდა და გაღიმებულ ნინის ზემდოან დახედა- რა ...მე ხომ ყოველ ღამე იქ ვარ სადაც შენ. უბრალოდ სვამ და ბიჭებთან ერთობი ...რა ხდება გიორგი? ვინმეზე ხომ არ ფიქრობ ?
-იქნებ შიდცი მაქვს ან რამე დაავადება და არ მინდა ვინმე დავაზარალო
-იმას თუ გავითვალისწინებთ რომ არც ეგეთ კახპებთან წვები არც ნარკომანი ხარ და არც კბილის ექიმთან დადიხარ ჯურღმულში ვენერიული დაავადება შეუძლებელია გქონდეს. ამიტომ ჩემ წარმოდგენას ღამით შენს გვერდით შეგიძლია უბრალოდ მითხრა და თავად გადმოვსახლდები
-სითავხედის ისეთი გამოხატულება ცხოვრებაში პირველად შემხვდი
-თავად მე ვარ? უთქვამთ რომ თავად სილამაზე ვარ ... კომპლიმენტსაც განსხვავებულს არჩევ
-მოდი ცამოვყალლიბდეთ გინდა თავი შემაყვარო თუ გინდა თავი შემაზიზღო ...ან იქნებ მთელი ქალთა მოდგმა შემაძულო
-ქალთა მოდგმა შეგაძულო და საკუთარი თავი შეგაყვარო...ასე თუ განვიხილავთ.
-იცი ვფიქრობ რომ უკვე დავიღალე და მომბეზრდა კიდეც. სრულ თავისუფლებას განიჭებ ,ადრეც გითხარი მგონი ..როგორც გინდა ისე მოიქეცი უბრალოდ უჩინარი გახდი
-შეუძლებელს მთხოვ.... ამას სჯობს ჩემ შემოტავაზებაზე იფიქრო
-რომელზე სახლში რომ გადმობარგდები იმაზე?
-არა ! ეს ყველაფერი დავივიწყოთ და უბრალოდ ნორმალურად მოვიქცეთ . ზოგადად აქ იმისთვის მოვედი რომ ეს მეთქვა და დრო მომეცა
-დრო?
- რამდენიმე თვე საკმარისი არ აღმოჩნდა იმის აღმოსაჩენად რომ ჩემთან ურთიერთობა საინტერესო იქნება შენთვისაც და უბრალოდ ღირს ვცადოთ. ერთ კვირაში უკან დაბრუნებას ვაპირებ ,დროებით რა თქმა უნდა ,მაგრამ მანამდე მინდა ვიცოდე დაფიქრდები ოდესმე თუ არა
-თუ არ დავფიქრდი და ერთი კვირის შემდეგაც ასე ვისაუბრებთ...უაზროდ და შემაწუხებლად შემეშვები?
-გაიგებ... თუ დაფიქრდები მაგასაც მიხვდები
-მიდიხარ? მაინც უნდა მოხვიდე და ბარემ წაგიყვან
-ამაღამ დაკავებული ვარ , ნახვამდის - როგორც ყოვლთვის ლოყაზე აკოცა გაუღიმა და წავიდა.
გიორგი კი კლუბში მისვლამდე გათიშლი იყო მერე ბიჭები დაინახა დალევა დაიწყო და მთელი ღამე ელოდა ნინის გამოჩენას ,მაგრამ არსად ჩანდა. არც გართ იყო და საერთოდ არსად იყო.
-ვის ათვალიერებ მთელი საღამო...
-დაჩი ნინის მისამართი შეგიძლია გამირკვიო?
-ვიცი ისედაც... საქმისთვის მჭირდებოდა
-მობილურზე მომწერე რა
-მასთან აპირებ წასვლას?
-უბრალოდ მომწერე...წავედი - ორივეს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. დაჩის მიცემულ მისამართზე წავიდა. მშვიდად დააკაკუნა რკინის კარზე და დაელოდა. მალე გაიგო ნაბიჯების ხმაც და კარიც გაიღო.იმდენად მთვრალი იყო კედელზე იყო მიყრდნობილი და ისე უცქერდა გაოცებულ ნინის- არ შემომიშვებ? თუ ვინმე გყავს- მოღეღილ ხალათზე ანიშნა და კედელს მოშორდა
-სახლში წახვიდე სჯობს
-ვიცი რა სჯობს და რა არა ნინონ- კარში შევიდა და თავად მიხურა. - სახლს არ მაჩვენებ? კარგი ჩემით ვნახავ..არადა უკეთესი მასპინძელი მეგონე სხვა თუ არაფერი ჩუმად არ შემოვსულვარ დაგიკაკუნე- მისაღებისკენ წავიდა მაგრამ იმდენად ეძინებოდა უკან გამობრუნდა- პირდაპირ საძინებელი რომ მაჩვენო არ გინდა?
-გიორგი მთვრალი ხარ და არ ვაპირებ შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას , საერთოდ არ ვარ ამჯერად შენი ხუმრობის ხასიათზე მითუმეტეს ვერ აგყვები.ძალიან კარგად იცი რომ ასეთი არ ვარ
-სახლში მყავდი რამდენიმე საათის წინ ნინი ... უბრალოდ დაძინება მინდა შენთან - თვალებში უყურებდა და უღიმოდა
-იცი როგორ იმოქმედო ქალზე სიტყვების გარეშეც კი
-სხვა ოთახს ტყუილად ნუ მაჩვენებ ...მარტო შენთან მინდა .შენი სურნელით გაჟღენთილი ოთახი მინდა
-სულ უნდა დაგათრო ამ დროს თამაში არ გინდება...
საძინებელში შეიყვანა . მანაც გაიხადა და პირდაპირ საწოლზე დაემხო. ნინი რომ შეყოვნდა თვალებმოჭუტულმა გამოხედა
-არ მოდიხარ? თუ მხოლოდ საცვლები რომ გაცვია იმიტომ იკავებ თავს
-საიდან...
-მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები ქალბატონო ნინონ- გაიღიმა და თალები მინაბა-ტყუილად ელი ჩემს ჩაძინებას...არ ვარ ეგეთი მთვრალი რომ გავითიშო
-საერთოდ ხარ კი მთვრალი?
-ჯანდაბა იყავი უკომპლექსო და დაწექი აქ - წამოიწია და საწოლზე დაარტყა ხელი
-კარგი ... ბოლოს და ბოლოს შიშველი ნანახი გყავარ- უცებ თქვა და ხალათი მოიშორა
-შიშველი არა... მხოლოდ მკერდი ვნახე .ძალიან ლამაზი ,მკერდი - გაიცინა ისევ და მოეხვია-ყვავილების სურნელი გაქვს... გაზაფხულის და მგონია რომ ჩემი გულის გაცოცხლებას აპირებ - მის თმაში ჩარგო სახე და ჩამწყდარი ხმით თქვა- ეს არ ნიშნავს იმას რომ თანახმა ვარ..ახლა უბრალოდ მთვრალი ვარ.
-ჩემი გაგიჟება ნებისმიერ დროს შეგიძლია ....-ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა.
...ნიკოლოზი და ნია ერთად ისხდნენ კაბინეტში. ნიკა სავარძელში ნია კი მაგიდაზე იყო შემოსკუპული და იცინოდა
-ანუ მოათვინიერე ფისოო?კრრრრ ზურგი დაკაწრული გაქვს თუ არ გამოუჩენია ჯერ ბრჭყალები
-ნია!
-კარგი რა რამე მითხარი გთხოოვ. სექ.ის დეტალებს ხომ არ გთხოვ. ჩემი ბიჭი პირველად და უკანასკნელადაა შეყვარებული ხომ უნდა ვიცოდე როგორ აუხსენი სიყვარული ამ საოცრად გადარეულ ქალს
-უბრალოდ ვუთხარი მიყვარხარ და ვაკოცე
-ჯანდაბა ...ამის დედაც დამცინი ნიკოლოზ? რა მიყვარხარ ...მართლა მხოლოდ ეგ უთხარი? ორი თვეა მგონი გეგმებს აწყობ ...ლამის ყვავილების ბილიკები დააგე მთელს თბილისში სადაც ის გიჟი დააბოტებს და ბოლოს მხოლოდ მიყვარხარ უთხარი?
-ხოო
-ახლა მოგკლავ! ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს ნიკოლოზ
-მთავარია რომ ერტად ვართ და მალე ცოლად შევირთავ... მგონი მეღირსა ბედნიერება მეც მეღირსა და ნია
-კარგი ჩემო სიცოცხლე...კარგი უბრალოდ ხომ იცი როგორი ემოციური ვარ - უცებ დაუჯდა მუხლებზე და ჩაეხუტა-ძალიან მიყვარხარ ჩემო ნიკოლოზ...ბავშვს ჩემნაირ ავადმყოფს თუ არ მოანათლინებ არ გავბრაზდები იცოდე
-ეგ ავადმყოფი შენ რომ ამბობ ჩემი გაზრდილია...ჩემი შექმნილია ჩემს თვალწინ შეიქმნა ნია .
-ახლა არ მითხრა რომ შენ უნდა გაგეზარდე მშვიდი და ნაზი. იქ იმ დაწყევლილ თავშესაფარში ეს შეუძლებელი იყო . ასეტი რომ არ ვყოფილიყავი...შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემთან დავიღუპებოდი , ჩავიძირებოდი ჭაობში და იქედან ვერავინ ამომიყვანდა
-ცდები პატარავ...ჭაობში მე ვიყავი და შენ ხარ ჩემ ცხოვრების ნათელი წერტილი..პირველი და სამუდამო ხომ იცი
-უკვე სამი გყავს ... მარიამი , ელიზაბეტი და იმედი მაქვს კიდევ ბევრი გეყოლება. დროულად თუ არ დაიწყებ მაგ წერტილების გამრავლებას მალე ვეღარც შეძლებ ჩემო მოხუცო ძამიკო
-ისიც საკმარისია რომ სტუდენტი, სამედიცინოს სტუდენტი თავისუფლების მოყვარული გიჟი ცოლად მომყავს... ახლა კიდევ ერთ პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებ ნია... თან ამაზე საუბარი ადრეა
-კარგი რაა ბავშების გაკეთებას არ აპირებ ნიკოლოზ?
-ვერ ვიტან ასე რომ ლაპარაკობ იცი და მაინც მაბრაზებ
-კარგი ...ბატონო ნიკოლოზ ნუთუ თქვენი გენეტიკური მასალის შერწყმას ლიზას გენეტიკურ მასალასთან არ გეგმავ რათა საერტო გენეტიკური მასალის მატარებელი პატარა არსებები შექმნა
-ამაზე ნამდვილად ლიზას უნდა ვესაუბრო ...ის საკითხია რომელსაც მარტო ევრ გადავწყვეტ
-კარგი ხო მართალია... ისედაც რა დრეში გყავს ის საბრალო გოგო. მარა ხანდახან შენც მეცოდები .
-იმდენი ილაპარაკე სულ დამავიწყდა რისთვის შემოგიყვანე
-ხო რა ხდება? რამე ახლაი ამბავია?
-რატი შელია ...
-რა ...რამე დაემართა? ნიკოლოზ!
-დამშვიდდი დაბრუნდა...ჯანმრთელი და საღ სალამათი. თბილისშია და ალბატ მალე წავა ქუთაისში ახლა სამსახურში უნდა იყოს შემდეგ ბინაში მივა ბარგისნაწილს აიღებს და დემეტრეს დაბადების დღეზე წავა ჩემი ვარაუდით
-დემეტრეს? სულ დავიბენი ..დაჩი ხომ მეგობარია შესაბამისად ისიც... მე მე წავედი ხო? - უკვე კარისკენ მიდიოდა უკან სვლით ...ნიკოლოზის ღიმილი მაინც ვერ დააიგნორა- მე უბრალოდ მადლობელი ვარ ხომ იცი არა?
-კი რა თქმა უნდა ...
ნია სწრაფად წავიდა რატის ბინისკენ. რამდენიმე წუთში კორპუსთან იყო.მანქანაში იჯდა და თიტებს საჭეზე ენრვიულად ათამაშებდა. რამდენიმე წამშ მართლაც გამოჩნდა შელია .მანქანიდან მშვიდად გადმოვიდა , მძიმე ,დინჯი მოზომილი ნაბიჯებით გაემართა სადარბაზოსკენ . ნია უყურებდა და სუნთქვა ეკვროდა თიტქოს სპაზმი ჰქონდა. ხელები გაეყინა, მთელი სხეულით თრთოდა .იმდენად ბედნიერი იყო ისევ ისეთს რომ ხედავდა. უკვე სადარბაზოში მიმალულ სილუეტს უყურებდა. რამდენიმე წამი დამშვიდებას მოანდომა შემდეგ კი ჩვეული მშვიდი ,ამაყი ნაბიჯებით გაუყვა გზას . ზარი დარეკა მაშნვე ,რომ უკან აღარ დაეხია და დაელოდა. შემდეგ კარი გაიღო და მის ღრმა სევდიან თვალებს წააწყდა
- დაბრუნებას გილოცავ ...
-შემოდი... - კარში შეატარა და ზურგს უკან მშვიდა დმიხურა. ნია იდგა და უყურებდა - აქ არ გელოდი- მისაღებისკენ წავიდა და ნიაც თან გაჰყვა
-ნიკოლოზმა დაბრუნება გადაწყვიტა და წამოვყევი...როგორ ხარ?
-როგორც ყოველთვის...შენ?
-მშვიდად...
-გილოცავ .“სიმშვიდე“ ისევ მხოლოდ სიტყვად არსებობს ჩემს ლექსიკონში.შენგან განსხვავებით საქმისგან თავს ვერ ვაღწევ...ესაა ჩემი ცხოვრება ,ამის გარდა არაფერი გამაჩნია
-მომენატრე - დიდი ხნის ცქერის შემდეგ,როცა დუმილიც კი მომაკვდინებელი იყო, როცა მხოლოდ რალური სურვილი სჭრდებოდა,ნამდვილი და წრფელი - მეშინოდა რომ ამჯერად ვერ დაბრუნდებოდი, რომ ვერ დააღწევდი იმ ჯოჯოხეთს თავს
-მაგრამ ისევ აქ ვარ!
-სხვა არაფერი გაქვს სათქმელი?
-ნია...
-ხო რა თქმა უნდა . მაპატიე , მაპატიე არ უნდა მოვსულიყავი სულელური ქალური სისუსტე . მეც მემარება ხოლმე - სწრაფად წამოდგა. გაყინული თითები თმაზე გადაისვა და გაღიემბას შეეცადა- აღარ მოგაცდენ... უბრალოდ შენმა დაბრუნებამ გამახარა - სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ. ბოლოს აღარც კი შეუხედავს მისთვის, უნდოდა იქაურობას გასცლოდა,ნიკოლოზთან მისულიყო და გათენებამდე ეტირა ბოლო ხმაზე ეყვირა და ემოციისგან დაცლილიყო .ისევ გაეხსენებინა წარსული და ისევ გაეგრძელებინა აწმყოთი ცხოვრება ცოტა ხნით მივიწყებული წარსულის გარეშე.კარის სახელურს უნდა შეხებოდა როცა საყრდენი გამოეცალა, მთელი სხეულით შელიას მკლავებში მოექცა და მისი გაყინული ბაგეები ვნებიანად დააგემოვნა. მუცელზე შეისვა და კედელს ააკრა
-ვერ ვიტან როცა ჩემგან სიტყვებს ელი ,როცა ყველაფერს კარგად ხედავ ჩემ თვალებში ამორძალო !

ეს თავი წინასთან ერტად უნდა დამედო ამიტომ არ არის დემეტრე და მარიამი...
მომდევნო თავი თუ რამე კიდევ არ მომაფიქრდა და ისევ ახალი ტალლღა არ წამოვიდა დასასრული იქნება. იმედი მაქვს მოგეწონებათ...ისეთივე გახდა როგორც ყველა ჩემი ისტორია .
ალბათ დასასრული რამდენიმე დღეში იქნება.
გყვარობთ თქვენი მარიამი



№1  offline წევრი Everything

იცი შენი ისტორიები როგორია??
დადებითი დადებითი დადებითი ყველა მხრიდან და კუთხიდან...
არვიცი რა გითხრა კარგის მეტს ვერაფერს ვიღებ ამ ისტორიებიდან
საოცრება ხარ მარიამ გენიააა ველი შემდეგს
საინტერესოა ნინონი და გიორგი რას იზავენ heart_eyes heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saswauli gogo xaar <3 au ert tavshi rogor unda daawyvilo amdeni xalxi :D warmatebebii <4

 


№3 სტუმარი ...............

აუუ უნდა დაასრულო?! :( მეწყინა :(
ახალი წყვილიც მომწონს და დანარჩენებსაც დაადგათ მგონი საშველი.
რამდენიმე დღეში?.... ანუ ხვალ არ დადებ ახალ თავს?

 


№4  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მარიამმ შენ უნდა მომკლა მე? რატი და ნიას ამბავი ვაიიიიიიიიიიიმე ყველაზე მეტად გამიხარდა მემგონი
აუუ ლუციი და ლიზიი არიანნ ზეეეე ყველაზე მაგარი წყვილი
აუ ნიკოლოზის და მარიამის და ძმურიიი დიალოგიც მინდაააააა
ნია და ნიკოლოზის ურთიერთობა ძააან მომწონს
მარიამის ბედნიერებასაც ველოდებიიიიი
აუმაგარიხარ რა

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ar daasrulo Ra ase male
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი tatiko.1995

Saocreba gogo xar

 


№7 სტუმარი A

Male ar daasrulo ra..... da shemdegi tavic male dade... veli moutmenlad.........

 


№8  offline წევრი MaikoB

არა არა და არა რა... გთხოვ ჯერ არ დაასრულო, ამას ვერ გდავიტან :(((

 


№9  offline წევრი Mariammmo

სიიიყვარულებიიიიიი <3
მიყვარხარ მარიამმმმ !!!!!

 


№10  offline წევრი crazy girl sofi

Vaimeee gavgijdebi exa ra magari iyo ai sityvebit ver avgwer liza da nikolozi ori gansxvavebuli magram mainc ertmanetistvis shesaferisi adamiani ....ninonize vabodeb eg gogo rogorc mxiaruli imdenad sevdiania da ai axal wyvilzec mivedi romelic dzalian momwons ori sityvadzunwi adamiani magram mainc ertmanets rom akvdebian dzalian momewona axali wyvilic ... Mariam shenki yoveltvis axerxeb chems gaocebas imxela grdznobit wer etyoba yvela tavs da yvela istorias umagresi adamiani xar da miyvarxar

 


№11  offline წევრი თუთა პირველი

Auuu ar daasrulo ra jer(((( ar myofnis arc mariamida demetre gansakutrebit liza da nikolozi iseti "meorexarisxovani" wyvilebi gyavs, rom ar myofnis.

❤️❤️❤️Saswauli, saocari gogo xar mariam.

 


№12  offline წევრი M^d G1rl

არმინდა რომ დასრულდეს მარიამ!

 


№13 სტუმარი Guest nuki

es tavi kvelaze metad momewona ❤️❤️❤️ saocreba xar

 


№14 სტუმარი Guest Salosalo

Auu magari iyo saswauli mariam rogorc iqna gavigebvinaa nia ise naze da ratize cota meti ro dawero araa??

Guest Salosalo
Auu magari iyo saswauli mariam rogorc iqna gavigebvinaa nia ise naze da ratize cota meti ro dawero araa??
Momwons eg wyvili ase gaagrdzele gyavrob salosalo

 


№15  offline წევრი tamuna.s

nia da ratis wyvili mainteresebs dzalian, magram yvelaze metad mainc demetre da mariamis wyvuli minda rom upro meti iyos. mgoni mariami ar gamoakldeba demetres dabadebis dges da chamova aucileblad. igond gtxiv ase male ar daasrulo ra. erti tavi namdvilad cotaa amati siyvarulis finalistvis.

 


№16  offline წევრი TeddyBear

მარიამ, ძალიან ჩამთრევი ისტორიაა ^^
ძალიან მომწონს ^^
ლიზა და ნიკოლოზი ჩემთვის უსაყვარლესი წყვილია, უბრალოდ ამ ქალბატონს მართლა ბევრი ტლიკინი უყვარს და შეიძლება მე ლუციფერის ადგილას გავგიჟებულიყავი joy
დაჩი და თაი. თაი მართლა სინაზის განსახიერებაა ჩემთვის, ასეთი სტილის გოგონები ძალიან მომწონს. ბატონი დაჩი ხომ საერთოდ ძალიან მიმზიდველ მამაკაცად წარმომიდგენია, ცოტა რთული ხასიათი კი აქვს მაგრამ მაგასაც ეშველება თაი ტყუილად კი არ გვყავს მაგ უჟმურიკოს რომ უშველოს joy heart_eyes
ძალიან მიყვარს ცოტნეს და სოფიოს წყვილიც, არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან იმოქმედა მათმა წარსულმა ჩემზე... უძლიერესი წყვილია ჩემთვის ^^
ოჰ გიორგი და ნინი კიდევ არ ვიცი რა, სიგიჟის პიკი წყვილია რასაც ქვია joy
ოი ოი ოი აი რატი და ნია კი ზედმეტად საინტერესო წყვილია ჩემთვის. ცოტა დროს თუ კიდევ დაუთმობ ძალიან გამიხარდება ^^ დარწმუნებული ვარ საინტერესო წარსული ექნებათ ^^
და რაც მთავარია მარიამი და დემეტრე... არ ვიცი ამ ბიჭმა როგორ მოახერხა ამ გოგოს მორჯულება თუმცა ვულოცავ joy ერთი სული მაქვს როდის გამოუტყდებიან სიყვარულში ერთანეთს ^^ ჰოდა ესენი თუ სულ იცელქებენ მალე პატარა მხეიძეები არ აგვცდება joy
ფინალი ახლოდება და ძალიან, ძალიან მაინტერესებს ^^
მგონი არცერთი წყვილი არ გამომრჩენია ხომ ? joy
აი შენ კი მარიამ ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ ^^
მიყვარხარ და მართლა მომნატრებიხარ heart_eyes

 


№17 სტუმარი ტატუკა

აუუუ რა მაგარი თავი იყოოოო მარიაამ არ დააგვიანო თორემ სულს განვუტევებ♡♡♡ ეს რა მაგარი იყოო შოკში ვარ ისევ.ცოტა დიდი თავი ატვირთე რაა შენ რო იცი ისეთი

 


№18  offline მოდერი CeCe))

იმდენი ვიცინე ამ თავზე,რომ
სიცილისგან მუცელი ამტკივდა joy joy
ძალიან მაგარი გოგო ხარ მარიამ!
სიმართლე გითხრა სულ არ მინდა,რომ დამთავრდეს...
ყველა წყვილი საოცარია და
ვგიჟდები,საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია?
ყველა ისტორიაში გყავს უამრავი პერსონაჟი და
თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული სიყვარულის ისტორია.
თან ძალიან მაგარი!
ამ ისტორიაში კი მარიამის და დემტერეს შემდეგ
ჩემთვის უსაყვარლესი წყვილი გიო და ნინია.
და ვფიქრობ,მათ რიცხვს მალე ნია და რატიც შეემატება.
ძალიან დამაინტერესა რა მოხდა მათ შორის და
ცოტას კიდევ თუ დაწერ მათზე გამიხარდება relaxed
უმაგრესი გოგო ხარ შენ!

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kაიი ოყპ ძალიან ძალიანნ ველოდები ახალ ტავსსსს :* არრ დაგვიანო გელოდებიი უმაგრესი ხარ უნიცჰიერესიი :* ველი ახალ ტავსს :*

 


№20  offline წევრი tamuna.s

აუ რამდენიმე დღე აღარ დადებ? anguished

 


№21 სტუმარი სტუმარი

წინა თავებთან შედარებით უკეთესია. ლოგიკური დასასრულის დროც ნამდვილად დადგა.

 


№22  offline წევრი 810x

ამისტორიის ქებადიდებას რო მოვყვე მგონი ვეღარც გამაჩერებენ:) იმდენად მომწნს თითოეული წყვილი რო მეტი არც შეიძLება ალბათ. რაკი მალე დაასრულებ, შენს სხვა რომელიმე ისტორიას ხოარმირჩევ და იმის კითხვით ვიჯერო გული..

 


№23  offline წევრი qarishxali

არ ვიცი ამდენ ადამიანს როგორ აწყვილებ ან შენი ფანტაზიები ამხელაზე როგორ აღწევს, ამიტომ შენი ისტორიებით სადღაც სხვა სამყაროში დამაფრენ...აუ აღარ ვიცი რა გითხრა წავედი და ველიი ბედნიერ დასასრულს როგორც ყოველთვის heart_eyes kissing_heart kissing_heart გყვარობთ ტკბილო მარიამ heart_eyes kissing_heart

 


№24  offline წევრი tamuna.s

dges ar dadeb?

 


№25 სტუმარი A

Dtxov dgesac dade ra gelodebi...... dzalian minda male wavikitxo shemdegi tavi vegar vitmen ukve.....

 


№26 სტუმარი sota

მარიამ, აღარ გიყვარვართ?

 


№27 სტუმარი Rams

ძალიან კარგი იყო <3
მალე დადე შემდეგი თავი

 


№28  offline წევრი tatiko.1995

Mariam gtxov dade ra dges tu moaxerxe :*

 


№29 სტუმარი tako

mariaam agar debb ?

 


№30 სტუმარი ekaterina ^_

მეორე დღეა საიტზე შემოვდივარ იმედით, რომ მომდევნო თავი დამხვდება. ნუ აგვიანებ რა ასე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent