შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 17)


18-02-2017, 18:44
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 969

***
*შენ ხომ არ გაგიჟდი ?!* - ტელეფონში ჩაჰყვირა ლუკამ გაბროს.
*ტონი აკონტროლე და წესიერად მელაპარაკე,მამაშენი ვარ ბოლოს და ბოლოს !* - ლუკამ მხოლოდ ჩაიცინა და სავარძელში ჩაესვენა
*მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა,შენს ბინძურს საქმეებში რომ მრევდი*.
*როდის ჩამოხვედი?*
*ერთი კვირაა აქ ვარ და რაღაც იდიოტურ საავადმყოფოში „ვმუშაობ“ რათა ის ძა*ლიშვილი ვაკონტროლო,ნამდვილი პრობლემაა !*
*ჩემგან რას ითხოვ? ამჯერად..* - მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დაამატა.
*პირველრიგში ელენას კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდე,რადგან მისი გეგმების შესახებ გაარკვიო*
*ამის დედაც, ასე ნუ მიმართავ !!*
*რაო ჩემო ბიჭო,გულში ხომ არ ჩაგივარდა ბერძენიშვილის ქალიშვილი?* - მისი დამცნავი ტონი ტელეფონშიც კი ისმოდა.
*არ ვაპირებ მის სისხლში ხელის გასვრას !*
*შენ არავინ არაფერს გეკითხება,ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა იარაღი პირველად რომ დაიჭირეთ*
*ამას არ ვიზამ,არ ვაპირებ უდანაშაულო გოგონას რომლის ოჯახისაც გშურს გავაუბედურო და ცხოვრება გავუმწარო !*
*ოჰ,ვიღაც დავაჟკაცებულა !*
*ხო,ვიღაც კი ისევ კეკლუც ბიჭად დარჩენილა* -ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ლუკამ.
*გითხარი მე შენ წესიერადთქო! ამ საქმისთვის 20,000$-ს გთავაზობ.*
*მ*იდია შენი ფული და გეგმები,მას არაფერს დავუშავებ!*
*ესეიგი ამბობ,რომ მის სისხლში ხელის გასვრა არ გინდა არა?* - ლუკამ თავი ისე დააქნია,თითქოს ახლა გაბრო მის წინ ყოფილიყოს და დაენახა.
*მაშ კარგი ! სათადარიგო გეგმა ყოველთვის მაქვს.* - გადაიხარხარა კაცმა,რამაც ლუკა გააღიზიანა,ვერასოდეს იტანდა გაბროს დამცინავ ხმას.
*და რაში მდგომარეობს შენი სათადარიგო გეგმა?*
*საკმაოდ მარტივია,არაფერი ისეთი რასაც ჩვეულებრივ დღეებში გოგოსთან მისი ნებით აკეთებ*
*ხუმრობ ხო?*
*შენ მართლა რამ გამოგაშტერა?!არც პირველია და არც უკანასკნელი !*
*მირჩევნია მოვკლა,ვიდრე ეს გავუკეთო !*
*მაშინ ძალიან კარგი,შევთანხმდით შემდეგი დედამისი იქნება. ლევანი ჩემი სამიზრეა,მის გამო დავიჭერი და ამის გამო პასუხს აგებს,ახლა კი შენს საქმეს მიუბრუნდი* - ტელეფონი გათიშა ლუკამ და მაგიდაზე მიაგდე. იცოდა რომ ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა,თანაც ბექა ის... ჯანდაბა ის ყოველთვის ყველაფერში სჯობდა,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ლიდერიც აშკარად ის იყო. ლუკაზე ასჯერ უკეთ იცოდა იარაღის ხმარება,ისიც კარგად იცოდა ვინ როგორ და რანაირად მოქმედებდა,არ არსებობდა დეტალი რომელიც შეიძლებოდა გამორჩენოდა. არსებობდა იმის შანსიც,რომ მისი გეგმის განხორციელებას ხელს მეტნაკლებად შეუშლიდა. იცოდა რა რისკზეც მიდიოდა,არ უნდოდა ამის გაკეთება თუმცა სხვა გზა არც ჰქონდა ! 17 იანვრამდე სულ ცოტა რჩებოდა,მხოლოდ კვირები და დღეები...

***
ელე.
არ ვიცი ბექას ეს სიტყვები რას ნიშნავს,რაში დასჭირდა ეს ტყუილები?! ხომ იცის რომ ლუკა მიყვარს,ამ სისულელეებს რატომ მეუბნება? დავიჯერო ასე შევუყვარდი რომ ეჭვიანობისგან ათას იდიოტობას თხზავს ?! როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ დააბრალო? მისი არ მჯერა,არ ვენდობი... ასე მგონია რომ რაღაც საშინელება მოხდება,ამის უკან კი ზუსტად ვიცი რომ ბექა დგას...
გამწარებული მივაბიჯებ საავადმყოფოს დერეფანში და გარეთ გასვლას ვაპირებ როდესაც ისეთ რაღაცას ვხედავ რაც ადგილზე მყინავს. ადგილზე ვჩერდები და ვცდილობ მათი სახეები დავინახო. კარებს ვეფარები და შიგნით არსებულ ორ ადამიანს ვუთვალთვალებ. ვცდილობ გავიგო რაზე საუბრობენ თუმცა უშედეგოდ,საერთოდ არაფერი მესმის. თვალებს ვჭუტავ და ვცდილობ მისი სახე დავინახო.როდესაც ბრუნდება,პირზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ გავერკვიო რა ჯანდაბა ხდება ! არა,არა ეს შეუძლებელია,რა სისულელეა ! ეს ის არ იქნება ვინც მგონია,არავითან შემთხვევაში. გაბრო,ლუკა და ერთი უცნობი ერთ ოთახში არიან შეკრებილები და რაღაცაზე ბჭობენ... მესამე კაცს ვაკვირდები და პირი ღია მრჩება,დამცინით?! ეს ხომ უბრალოდ არარეალურია ?! ეს ხომ ის კაცია... ის კაცია შუაღამეს ტყეში რომ იყო? დავიჯერო ის კაცია რომელიც გაბროს იმ ღამით ეჩხუბებოდა ?! ვხედავ მის ირონიულ ღიმილს,შემდეგ კი ლუკას განრისხებულ სახეს... სადაცაა ბრაზისგან გასკდება,მამამისის თვითკმაყოფილ ღიმილზე კი უბრალოდ ჭკუიდან იშლება. ნუთუ ლუკამ ამის შესახებ იცოდა ?! მაგრამ საიდან? მის მკლავებში ესვენა მამის სხეული,მაგრამ... რა ხდება?! ლუკა ასეთი წყნარი უნდა იყოს მკვდარი მამის დანახვაზე?! მესამე კაცის თვალები წამით ჩემსას ეჩეხება და გაოცებისგან პირი ღია რჩება.თვალები წამის მეასედში მიფართოვდება და ჩემი ტვინიც მოქმედებას იწყებს,მთელი სისწრაფით გავრბივარ საავადმყოფოდან და ვცდილობ რაც შეიძლება მალე მოვშორდე იქაურობას..
*ამ დროს პალატაში*
- თუ ხვდები მაინც რას ითხოვთ ჩემგან?!
- ლუკა,მომისმინე... თუ ამას გააკეთებ გპირდები რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგება და საუკეთესო მამა-შვილი ვიქნებით ! - მხარზე ხელი მოუთათუნა გაბრომ,ლუკამ სახეზე დამცინავი ღიმილი აიკრო და მამას მიაშტერდა.
- საუკეთესო მამა-შვილი ? - ჩაიცინა და ზურას გახედა - თავად თუ გჯერა საკუთარი სიტყვების? ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა როდესაც დედას აწამებდი...
- შვილო,ბექას ვთხოვდი ამის გაკეთებას,თუმცა ის ისეთი ჭკვიანი არ არის როგორც შენ,ხომ იცი როგორი ფეთქებადი ხასიათი აქვს,დაუფიქრებელ რაღაცეებს აკეთებს და შედეგებზე არც ფიქრობს... - საუბარში ჩაერთო ზურაც. - თანაც ის... მას ამისთვის ვერ გავიმეტებ. -თავი დახარა ზურამ.
- და მე რატომ უნდა გამიმეტოთ ?! - წამოიყვირა ლუკამ და გაცეცხლებულმა ზურას ამაზრზენად შეხედა.
- ეს შენ უნდა გააკეთო და მორჩა გასაგებია ?! - შეუღრინა გაბრომ - ეს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო!
- არ შემიძლია ცივსისხლიანი მკვლელივით მოვიქცე,მე ის ადამიანი მიყვარს !
- სწორედ ამიტომ უნდა გააკეთო ეს შენ! ასე ლევანი უფრო განადგურდება როდესაც დაინახავ რა გაუკეთე მის შვილს.
- აქ მარტო ის არაა პრობლემა,ამიტომ დაწყნარდი გაბრო ! მისი მშვენივრად მესმის...
- თუ გესმის მაშინ ამას რატომ მაიძულებთ?
- რა პრობლემაზე საუბრობ ? - მისი კითხვა დააიგნორა და ზურას მიუბრუნდა
- ბექა... ის აუცილებლად შეგვიშლის ხელს !
- ხოდა ეგ საქმე შენ მოაგვარე ! - შეუღრინა ზურას. ზურამ თვალები გადაატრიალა და მზერა სხვა რამეზე გადაიტანა,სწორედ ამ დროს თვალი მოკრა ელენეს,წარბები შეკრა და კარგად დააკვირდა,მაგრამ ცოტახანში ელენე ადგილიდან აორთქლდა.
- ასეთი სახე რატომ გაქვს ?!
- არა მე უბრალოდ.. მომეჩვენა რომ იმ კარის მიღმა ელენე იდგა და. - თავი გააქნია ზურამ და საუბარი განაგრძო. - ალბათ მომეჩვენა.
- გასაკვირი არც იქნება ის ხომ ბექასთან დადის. - ლუკა ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა,იქაურობა მოათვალიერა თუმცა ელე ვერსად იპოვა.

***
3 დღის შემდეგ.
ელემ კეტები,შორტები და საროჩკა ჩაიცვა და გეზი ბექას სახლისკენ აიღო. ხო ბექა გამოწერეს კიდეც და უკვე საკუთარ სახლშიც ბრძანდებოდა. ელემ სკეიტს ხელი დაავლო და სახლიდან გამოვიდა.უნდოდა დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვია,თუ საჭირო იყო ბოდიშსაც მოუხდიდა ! მისი სახლიდან ბექას სახლამდე არცთუ ისე შორი იყო,სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ამიტომ მალევე მივიდა.სკეიტი კარებთან მიაგდო და ზარი დარეკა.რამოდენიმე წუთის შემდეგ კარიც გაიღო და ხელშ ბექას გაოცებული სიფათი შერჩა.
- აქ რა გინდა? - ცდილობდა ცივად ესაუბრა თუმცა მასთან ასე საუბარი არ შეეძლო.
- მე.. უბრალოდ მინდოდა რომ რაღაცეები მეკითხა.
- სასწრაფოა ?
- არ შემომიშვებ ? - ელე დაიბნა და ადგილზე ქანაობა დაიწყო. ბექამ მხოლოდ თავი დაუქნია და სახლში შეიპატიჟა. როდესაც ელე სახლში შევიდა გაოცდა,ასეთი ლამაზი სახლი ჯერ არ ენახა... ხო რაც არუნდა გასაკვირი იყოს ის მის სახლში პირველად იყო,არ მკითხოთ მაშინ მისამართი საიდან გაიგოო, ნებისმიერმა გამვლელმა იცის ლეგენდარული ბექას სახლი. თვალი იქაურობას მოავლო და მზერა ისევ ბექაზე გადაიტან. ხელით ანიშნა გამომყევიო და მისაღებისკენ გაემართა. როდესაც დანიშნულების ადგილთან მივიდნენ თვალით ანიშნა დივანზე ჩამომჯდარიყო. ბექა კი მის პირისპირ მოთავსდა,ხელები განიშნა და ანიშნა რომ საუბარი დაეწყო.
- გისმენ..
- მეე... არვიცი საიდან დავიწყო.. - ელე აწითლდა და ბრინჯივით დაიბნა,რაზეც ბექას გულწრფელად გაეღიმა,ელეს ეს ღიმილი არ გამოპარვია. - ნუთუ ჩემი დაბნეულობა ასე გამხიარულებს ?
- შეიძლება.. - ღიმილი გაუფართოვდა და თავი შეუმჩნევლად გააქნია. ელეს მის საყვარელ სახეზე გაეღიმა. - რაზე უნდა მელაპარაკო ?
- ჩვენზე... და საერთოდ ყველაფერზე რაც ჩვენს გარშემო ხდება,ვფიქრობ ჩემს კითხვებზე პასუხი უნდა გქონდეს.
- მე ყოველთვის მაქვს პასუხი,ამიტომ შეგიძლია მკითხო.
- არა უფროსწორედ.. მინდა რომ რაღაც გთხოვო და დარწმუნებული ვარ ამ საქმეში ძალიან კარგი ხარ.
- მე ყველაფერში კარგი ვარ.. - წარბები აათამაშა და ეშმაკურად გაიღიმა,ელე კიდევ უფრო აწითლდა და მოუსვენრობა დაეწყო. არ იცოდა რა ეთქვა..
- იცი რომ ძალიან გარყვნილი ხარ ? - მხოლოდ ეს იკითხრა,რაზეც ბექას გულიანად გაეცინა და ამაყად დაეთანხმა.
- კი ვიცი,ყოველწამს იმაზე ვფიქრობ.. - სიტყვა არ დაასრულებინა ელემ.
- კარგი ახსნის გარეშეც გასაგებია. - ხელით გააჩუმა ბექა და თავი ხელებში ჩარგო.
- აბა.. გინდა ეს მთხოვო ? - ჩაეცინა ბექას,რაზეც ელემ ამაზრზენად გახედა.
- ღმერთო რათქმაუნდა არა ! - შეიცხადა ელემ და მზერა აარიდა.
- ელე რა გინდა ? - ახლა უკვე დასერიოზულდა ბექაც.
- არვიცი როგორ გთხოვო.. ერმ... მინდა რომ თავდაცვა მასწავლო ! - ამოიოხრა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა,ბექას აშკარად გააკვირვა მისმა პასუხმა.
- თავდაცვაში რას გულისხმობ? - იდაყვებით მუხლებს დაეყრდო და წინ წაიწია.
- მინდა იარაღის ხმარება მასწავლო !
- ეს რაში გჭირდება?!
- მასწავლი თუ არა?! - შეუღრინაელემ,ბექა სავარძლიდან წამოდგა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- ვინმემ რამე გაწყენინა ? - ელეს მის კითხვაზე გაეღიმა,თუმცა ამ ღიმილის დაფარვას შეეცადა,რაც აშკარად არ გამოუვდია.
- არა,უბრალოდ ასე მგონია რომ რაღაც საშინელება მოხდება,მინდა რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო ! - მტკიცედ თქვა და ბექასკენ შეტრიალდა.
- იმ დღეს საავადმყოფოში მაინც რა დაინახე ? - როდესაც ბექამ ელეს გაკვირვება შენიშნა საუბარი გააგრძელა. - დაახლოებით ვიცი რაც დაინახე,თუმცა მინდა რომ მომიყვე,რადგან შესაბამისი ზომები მივიღო.
- ამის შესახებ იცი და ამას მხოლოდ ახლა მეუბნები ?!
- მე გაგაფრთხილე,რომ ფრთხილად ყოფილიყავი და ლუკას ჩამოშორებოდი,მაგრამ შენ ყურიც არ დამიგდე,ამიტომ ახლა ნება იბოძე და მითხარი რა დაინახე იმ დაწყევლილ საავადმყოფოში!
- როდესაც შენი პალატიდან გამოვედი და გასასვლელისკენ წავედი ერთერთ პალატაში ლუკა და მამაისი დავინახე... კიდევ ერთი კაცი იყო ალბათ გაბროს ასაკის იქნებოდა და..
- შეგიძლია ამიღწერო ? - თვალები მოჭუტა ბექამ და მისი პასუხის მოლოდინში პირი მოკუმა.
- კი როგორ არა, წაბლისფერი თმა,შავი თვალებით მაღალი და..
- დარწმუნებული ხარ ?
- კი, ასეთი სახე რატომ გაქვს,ვინ არის ის კაცი ? არვიცი რატომ მაგრამ იმ კაცს ძალიან მივამსგავსე მაშინ შუაღამეს რომ ლაპარაკობდნენ... შეიძლება შემეშალა. - ბექას გაეცინა.
- დამცინით ?! რა ჯანდაბას გეგმავენ ?! - ფეხზე წამოიჭრა და მუშტი მაგიდას დაკრა,რაზეც ელე შეხტა.
- მას იცნობ ? - ელე მიუახლოვდა დაშეხება სცადა თუმცა ბექამ მისი ხელი მაშინვე მოიშორა.
- მამაჩემია..
- რა ? შენ ხომ.. შენ ხომ მამა არ გყავს ?
- ეს ყველაფერი მართლა დადგმული იყო.. - ჩაეცინა ბექას და ელეს მიუბრუნდა.
- ვერ მივხვდი ?
- ის ღამე.. მკვლელობა ყველაფერი დადგმული იყო !
- ხუმრობ ხო? დავინახე როგორ ჩაესვენა გაბრო ლუკას მკლავებში..
- როგორც ხედავ გაბრო ცოცხალი და საღსალამათია. მისმინე ძალიას დიდ საფრთხეში ხარ ამიტომ ჩემთან უნდა გადმოხვიდე..
- არა,შენთან ვერ გადმოვალ ან საერთოდ რა საფრთხეზე მელაპარაკები ?
- ვიცი რაც აქვთ ჩაფიქრებული,ამიტომ ვინმემ უნდა დაგიცვას,ისეთმა ვისაც კრიმინალებთან შეხება ჰქონია..
- ვინ ჯანდაბა ხარ ?! - წარბები შეკრა ელემ და ოდნავ უკან დაიხია.
- ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მე შენი დაცვა შემიძლია...
- ვინ ჯანდაბა ხარ ?!! - წამოიყვირა ელემ კიდევ ერთხელ და ბექას მიაშტერდა.
- მენდობი ? - ბექა მასთან ახლოს მიიდა და თვალებში ჩახედა. ელეს ენა ჩაუვარდა და დაიბნა,არ იცოდა ენდობოდა თუ არა...
- კი... - ჩახრეწილი ხმით ამოილაპარაკა ელემ და თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ თქვა. ბექას მის პასუხზე გაეღიმა
- დღესვე გადმოხვალ ჩემთან და აქ მანამდე დარჩები სანამ არ დავრწმუნდები რომ უსაფრთხოდ იქნები.. ხვალიდან ყველაფერს გასწავლი რაც ვიცი,მზად უნდა იყო..
- მზად უნდა ვიყო რისთვის...
- არავინ იცის თავის გეგმას როდის განახორციელებენ ამიტომ,შემოტევისთვის მზად უნდა იყო..
- და მათი გეგმა რაშ მდგომარეობს ? - ბექამ ღრმად ჩაისუნთქა და სხვა მიმართულებით გაიხედა. - ბექა მითხარი.. - ხდილობდა მკაცრად და მომთხოვნად ეთქვა თუმცა არ გამოსდიოდა. ბექა მას ზედაც არ უყურებდა,არ უნდოდა მისთვის ამის თქმა.. ელე ბექას მიუახლოვდა და აიძულა მისთვის შეეხედა. - გთხოვ.. - ბექამ ამოიოხრა და პასუხის გასაცემად მოემზადა
- ისინი შენი ოჯახის მოკვლას აპირებენ.. - ამოილაპარაკა ბექამ,ელემ ხელი შეუშვა და მისი სიტყვების გაანალიზებას ცდილობდა.
- ესეიგი... ჩემს მშობლებს მოკლავენ? მაშინ ჩემი დაცვა რაღა საჭროა ? - გამომცდელად შეხედა გოგონამ მის წინ მდგარ ბიჭს. ბექამ თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა. - ისინი ჩემს მოკვლასაც აპირებენ არა ? - ელეს ღაწვებზე ცრემები ჩამოუგორდა,რამაც ბექას გული ატკინა,მასთან მივიდა და მისი დამშვიდება სცადა თუმცა უშედეგოდ...
- ელე ისუნთქე... ეცადე დამშვიდდე ! თავი ხელში აიყვანე,ყველაფერი კარგად იქნება ! - ელე ტიროდა და ღრმად სუნთქავდა,ცდილობდა დამშვიდებულიყო თუმცა პირიქით,პანიკაში იყო ! ბექამ მისი სახე მის ხელებში მოიქცია და ცრემლები მოწმინდა. - ელე დამშვიდდი, ეცადე თავი ხელში აიყვანო... - ელე ვერ წყნარდებოდა ტირილს უმატემდა და უმატებდა.. რადგან სიტყვებით ვერ აწყნარებდა გადაწყვიტა მოქმდებით გაეკეთებინა ეს და სწორედ ამიტომ მის ბაგეებს მთელი სისწრაფით წაეტანა.. მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა და დაძაბულობაც გაიფანტა. ელე მხოლოდ მის რბილ ტუჩებს ფიქრობდა,კონცენტრირება ბექაზე მოახდინა და დამშვიდდა. ბექა ელეს მოშორდა და შუბლი შუბლზე მიადო,რამოდენიმე წამი ორივე ღრმად სუნთქავდა მაგრამ მალევე დამშვიდდნენ. ბექამ თვალები გაახილა და მის მომაჯადოებელ თვალებში ჩაიკარგა.
- არავის,არასოდეს მივცემ უფლებას რაიმე დაგიშავოს და გული გატკინოს !

***
შუაღამეს ელეს საშინელმა შიმშილის გრძნობამ გამოაღვიძა. საწოლზე წამოჯდა და თვალები მოიფშვნიდა. მისი გრძელი მაისური გადაიცვა და წამოდგა. საათს დახედა და ღრმად ჩაისუნთქა. სამზარეულოსკენ გაემართა და მაცივრის ძებნა დაიწყო,როდესაც თვალებით სასურველი დიდი მაცივარი დაინახა მისკენ გაეშურა და კარები გამოაღო. მაცივრის კარებს დაეყრდნო და იმის არჩევა დაიწყო თუ რა უნდა ეჭამა. მაგრამ მაშინვე შეხტა როგორც კი სამზარეულოში შუქი აინთო. როდესაც წელს ზემოთ შიშველი ბექა დაინახა,დაიბნა და ვაშლივით აწითლდა. მაშინვე მისი მაისურის ბოლოები დაქაჩა და მზერა ძლივს გაუსწორა. ბექას მის ქმედებაზე გაეღიმა და ცოტა არ იყოს დაცხა როდესაც მისი ლამაზი სხეული აათვალიერა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და კითხვა დაუსვა.
- რატომ არ გძინავს ?
- როგორც ხედავ საჭმლისთვის ჩამოვედი. - მაისურის ბოლოები კიდევ უფრო დაქაჩა და სხვაგან გაიხედა. ბექას ღიმილი ყურებამდე აუვიდა,კედელს მოშორდა და ელეს მიუახლოვდა,რაზეც ელე კიდევ უფრო აჭარხლდა.
- იცი როგორი საყვარელი ხარ როდესაც წითლდები ? - გაიცინა ბექამ და მის ცხვირს წაეთამაშა. ელემ ნერვიულად გაიღიმა და ისევ სხვა მიმართულებით გაიხედა. - ჩემი გრცხვენია ? - მომნუსხველად გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა.
- რა? არა,არ მრცხვენია ! - იმწამსვე უარყო ელემ და ბექას ისევ თვალებში შეხედა.
- მაშინ ეს რას ნიშნავს ? - ცალყბად გაიღიმა და თვალებით მის მაისურზე მიანიშნა.
- ამ.. მე...
- ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს. - მან მათ შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა და მისი ხელები მის მაისურს მოაშორა. მისი ხელები მის სახეზე მოათავსა და გაუღიმა,ცერა თითით მის ლოყას ეფერებოდა. - იცი რომ ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ ? - ვნებიანად ჩასჩურჩულა ბექამ ყურში,რაზეც ელეს თვალები მიელულა და ღრმად ჩაისუნთქა,სადაცაა ჩაიკეცებოდა რომ არა მისი ხელები მის წელზე. ბექამ გაუღიმა და აკოცა,ელემ ხელები კისერზე მოხვია და კოცნაში აჰყვა. ბექა გათამამდა, ელე ხელში აიყვანა და სამზარეულოს დახლზე შემოსვა. ხელებს მის თეძოებზე და წელზე დააცოცებდა და იღიმოდა,უყვარდა ეს გოგო და მის დათმობას არც აპირებდა... ელენე წამით მოშორდა რადგან ჰაერი არ ჰყოფნიდა,იღიმოდა და ამ მომენტით ტკბებოდა.
- ამას რატომ აკეთებ ? მე ხომ ასე საშინლად მოგექეცი ? - მისმა კითხვამ ბექა მართლა დააფიქრა.
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს ! - წარბები შეჭმუხნა და ელეს მიაშტერდა,ელენემ გაიცინა და უთხრა
- მე კი ვიფიქრე რომ პასუხი ყოველთვის გქონდა !
- საქმე როდესაც შენ გეხება პასუხი არ მაქვს. - გაიცინა ბექამაც და ისევ მის ბაგეებს დაუბრუნდა,ელემ მის მკერდს ხელები დააწყო და მისი სხეულიდან გასწია.
- აუუ მშია ! - დაიწუწუნა ელემ რაზეც ორივეს გულიანად გაეცინა. ბექამ ელენე დახლიდან ჩამოსვა და კიდევ ერთხელ აკოცა.
- რას შეჭამს ჩემი პრინცესა ?
- ოჰ როდის აქეთაა შენი პრინცესა ვარ ? - ცალი წარბი ასწია ელემ და ტუჩზე იკბინა.
- ხო გითხარი მაგას ნუ შვრებითქო ?! - შეუბღვირა ბექამ რაზეც ელეს გაეცინა
- კარგი ბოდიში,უნებურად მომდის.
- რას შეჭამ ?
- ჰმ... რას შემომთავაზებთ ?
- ერმ... აქ გვაქვს კვერცხი,სალათა და ბევრი ნაყინი. - გაიცინა ბექამ და მაცივარის კარი გამოაღო.
- ეე ნეყინი არ დამინახავს, თუმცა ვინ გაცადა მოხვედი და ჭკუიდან შემშალე !
- აჰ,ანუ ასეთ ზეგავლენას ვახდენ არა შენზე ?
შეიძლება. - გაიღიმა ელემ და მასთან ახლოს მივიდა. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა,საკუთარი თავი მძულს რადგან ვერ გაფასებდი ! ასე ეგოისტურად მოგექეცი და ზურგი მაინც არ მაქციე... მგონი შემიყვარდი ! - ბექას მისი სიტყვების მოსმენა ესიამოვნა,მასთან მივიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა.თავზე აკოცა და ჩუმად უთხრა მხოლოდ ერთი ჯადოსნური სიტყვა „მიყვარხარ !“...

ხალხნოო ვიცი ძალიან დავაგვიანე მაგრამ რა ვქნა ? ძალიან დაკავებული ვარ და დრო საერთოდ არ მაქვს :/ პ.ს იმედია მოგეწონებათ,მომენატრა თქვენი თბილი სიტყვებიც



№1  offline წევრი D-I-A-N-A

ჩემი გოგო დაბრუნდაა :დდ ძაან მომენატრეე <3 აუ ძალიან მომეწონა . ახლა ბექა უფრო მომწონს ვიდრე ლუკა :დ იმედია მალე დაბრუნდები ახალი თავით <3

გოგო წაშალე სმს-ები თორე ვერ გწერ . სავსეა შენი ყუთი

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Cudad var da sixarulisgan davfrinav miyvars beqa da mudam miyvarda vaime mec minda beqasnairi
miyvarxar da aseti kargi istoriis daweristvis madloba sauketeso xar
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ohoo. Ici ra mainteresebs ras izav. Romeligacastan xo darcheba araa? xoda me orive momwons. Luka ufro momwons simartle rkm gitxra da rav8 aba vnaxot. Geli moutbenlad!!!!

 


№4 სტუმარი linda123

shemdegi tavs rodis dadebt?

 


№5 სტუმარი მკითხველი

მალე დადეეთ რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent