მებაღე (ნაწილი 22)
22. ეზოში ძაღლების ყეფა მოისმა, რასაც შეძახილები და სტვენა მოჰყვა. მონადირეები დაბრუნებულიყვნენ. პატრონმა წიგნაკი თავსი ადგილას დააბრუნა და მათ შესაგებელად გაეშურა. დადა მშვენიერ ხასიათზე იყო, მხიარული თვალები შეანათა პატრონს, პატრონმაც გაუღიმა. ზეკმა ბუზღუნით მიყარა მონადირის აღჭურვილობა და პატრონისთვის არც კი შეუხედავს, ისე შევიდა სახლში. პატრონმა დაკვირვებით შეხედა... ,,ჰმ... საინტერესოაო“ გაიფიქრა. ზეკი განრისხებული ჩანდა, დადა - კმაყოფილი... უხმოდ ისადილეს, ზეკი კუშტად იყურებოდა, დადას თვალებში კი ბოროტად ელვარებდა სიხარულის ნაპერწკალი. პატრონი ორივეს მალულად აკვირდებოდა, მხოლოდ დესერტის შემოტანისას ზეკს უკვე მოთმინების ძაფი გაუწყდა, მაგიდას ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი ლამის ჭურჭელი ერთმანეთს შეამსხვრია. დადა შეხტა, თუმცა ცხვირ აბზუებული ახედა ფეხზე წამომდგარ ბიჭს. პატრონმა ისეთი სიმკაცრით უთხრა შენს ადგილას დაჯექიო, რომ ზეკი მოწყვეტით დაეშვა სკამზე, კუშტად შეკრული წარბები და მოკუმული პირი მის წარმომავლობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. გაგულისებული ბოშა ბიჭი უხმოდ ცოფებს ყრიდა, მაგრამ პატრონის პატივისცემის გამო თავის ადგილს დაუბრუნდა. დადამ მშვიდი სახით შეექცეოდა გემრიელ დესერტს. ჩანდა, რომ ზეკის გაბრაზებამ მას მხიარულება მოუტანა. პატრონს სუფრასთან გაჩერების სურვილი გაუქრა, წამოდგა, ზეკს თავის კაბინეტისკენ მოუხმო. მარტოდ დარჩენილმა დადამ ბედნიერი სახით ბოლომდე ამოასუფთავა დესერტის ულუფა, თავადაც წამოდგა და უნებართვოდ პატრონის კაბინეტს მიაშურა. არავის ჰქონდა უფლება პატრონს იმ დროს დასდგომოდა თავზე, როდესაც კაბინეტში ვინმეს სასაუბროდ მოიხმობდა. ახლა კი დადას ზედმეტმა სითავხედემ ზეკის გარდა პატრონიც გააოგნა. დადამ თამამად შეაბიჯა ოთახში მათ შორიახლო სავარძელში მოკალათდა და ამაყად გადახედა კაცებს. ზეკმა გაბრაზებით შეხედა, კაცების საქმეებში ნუ ერევიო შეუღრინა. დადამ ცალი წარბია ასწია და თავი ისე კეკლუცად გააქნია თითქოს უპასუხა შენ ვინ გეკითხებაო. ზეკი იღრინებოდა, დადა კი ჩანდა, რომ სპეციალურად შლიდა ნერვებზე. პატრონს გაეღიმა, მაგრამ შეეცადა კვლავ სერიოზული სახით დალაპარაკებოდა წყვილს. ის იყო საუბარი უნდა დაეწყო, რომ მსახურმა აცნობა სტუმარიაო. პატრონთან ისევ ის საშიშ თვალება კაცი მოსულიყო, მის ხსენებაზე დადას აშკარად ზიზღი დაეტყო, ზეკი გაკვირვებული შესცქეროდა, არც პატრონს არასდროს შეუმჩნევია მსგავსი რამ დადასთვის, ცოტა არ იყოს, სახეზე გაკვირვება გამოეხატა... თუმცა მაგის დრო უკვე აღარ ჰქონდა, სტუმარი უნდა მიეღო, ამიტომ ორივე სასწრაფოდ კაბინეტიდან დაითხოვა... პატრონმა მთელი ღამე ფიქრში გაატარა, ძალიან აინტერესებდა რას წერდა დადა თავის დღიურში. მართალია წაკითხვა ვერ მოასწრო, მაგრამ ისიც არ იცოდა უნდა წაეკითხა თუ არა, არ შეიძლებოდა მის სულში ჩაძრომა ვისაც ენდობი გიყვარს და შენიანად მიიჩნევ, თუმცა ვინ იცის რა უდევს გულშიო - ფიქრობდა - ,,იქნებ რაიმე სიბოროტე აქვს ჩაფიქრებული, ამით ხომ თავსაც დაიღუპავს და ვინ იცის კიდევ რამდენს შეიწირავს... რა ვქნა რა ვიღონო?’’. წამოდგა ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, წარმოდგენაც არ ჰქონდა დადა როდისღა ასწრებდა დღიურის წერას, საინტერესო კი მისი შინაარსი უფრო იყო... შემდეგ დღეს უკვე კაბინეტში აღარ დაუბარებია. ზეკმა პირდაპირ საუზმეზე მოახსენა, რომ დადას სანადიროდ აღარასოდეს წაიყვანდა, იმიტომ რომ ხან კურდღელი შეიცოდა, ხან იხვები დაუფრთხო, ადრე ვითომ შემთხვევით მოსდიოდა ახლა კი თურმე აღარც მალავდა და სპეციალურად შლიდა ნერვებზე. დადას ეღიმებოდა, ზეკი ბუზღუნებდა, პატრონი ჯერ მშვიდად უსმენდა, ბოლოს კი ზეკის მონაყოლზე სიცილი აუვარდა... თურმე დადას ოინებს ბოლო არ უჩანდა, და ზეკსაც ბევრჯერ მოუთმენია, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულ უარზე იდგა და მეტი არასდროს აღარ წაიყვანდა სანადიროდ. რა თამაშს თამაშობდა დადა ან რისკენ ისწრაფოდა პატრონმა ვერაფერ გაარკვია, ამიტომ უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ დადას ჩანაწერები აუცილებლად უნდა წაეკითხა. LEX·2016 წლის 9 მარტი, ოთხშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.