თავს დავიხსნიდი ამ სატანჯველი ცხოვრებიდან (საცდელი)
3წლის შემდეგ დღეს უნივერსიტეტში პირველი დღე გვაქვს მე და ნიას, ხო ნიას არ მოგესმათ მანაც სამედიცინოზე ჩააბარა და თბილისში მოუწია ჩამოსვლა.ნინიმ და დიომ იურიდიულზე ჩააბარეს თუმცა სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. უჰ სანამ თქვენთან ვჭორაობ თერთმეტი საათი მოსულა, დროა სახლიდან გავიდე დაგვიანებას ყოველთვის ადრე მისვლა მირჩევნია, საღამოს კი დიანამ თავისთან დაგვიბარა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათო. ++++ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა ახლა კი ვზივარ მისაღებში და ველოდები როდის გააკეთებს დიკო განცხადებას, და როგორც იქნა გაიღო კარები და შემოდის ვიღაც შავგვრემანი ბიჭი 22-23 წლის იქნება, შავი თვალები საოცრად უბრწყინავს და გრძელ წამწამებს ბავშვივით აფახუნებს და საოცრად მომხიბლავად იღიმის, ეს ღიმილი ღმერთო ჩემო ბექააააა... ყბა ჩამომივარდა და გაუაზრებლად მოვეხვიე - ვაიმე ბიჭო ჩამოსვლას თუ აპირებდი რატომ არ მითხარი ვაიმე როგორ მომენატრე. ამოუსუნთქავად მივაყარე ყველაფერი ერთმანეთს და ისევ მოვეხვიე, თუმცა ვინ გაცადა - მე არ მოგენატრე? ოჰ დანიელი და მისი ირონია. თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე და მოვეხვიე ვუმე როგორ დაცხააა. -ნასი ეს გოგო ვინ არის? თვალით ნიასკენ მიმანიშნა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა მაგრამ არფერი შევიმჩნიე სკამზე დავდექი და უდაედელად დავიწყე. -ქალბატონებო და ბატონებო, დამსწრევ საზოგადოებავ, მინდა ჩემი არა ბიოლოგიური და ქალბატონი ნია გაგაცნოთ. თავით ნიაზე მივუთითე, მონოლოგი დავამთავრე თუ არა ყველამ ხარხარი დაიწყო. დანიელი რა დანიელი იქნება ჩემი სპეკტაკლი რომ არ გააგრძელოს, კოსტუმი გაისწორა მხრებში გაიმართა და ნიასკენ გასწია. - ქალბატონო ნია ნება მომეცით საკუთარი თავი წარმოგიდგინოთ, მე დანიელ თალაკვაძე ვარ დიანას უფროსი ძმა. - აი მე კი ბექა დადიანი ვარ ომახიანად შესძახა და საყვარლად გადაიხარხარა ++++ დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, თითქმის ყოველ დღე ერთად ვიყავით არაფერ განსაკუთრებულს არ ვაკეთებდით მაგრამ ერთად ხო ვიყავით. როგორც ყოველთვის ამ საღამოსაც დემეტრესთან შევიკრიბეთ და ველოდით როდის მოვიდოდა ბატონი თალაკვაძე და აი შემოაღო კარები და მისმა სურნრლმა მოიცვა მთელი ოთახი. ნუ ბევრი რომ არ გავწელო პირდაპირ ვიტყვი, დანიელმა გამოაცხად რომ ის და ნია ერთად იყვნენ, აი მაშინ გამომეცალა ფეხ ქვეშ ყველაფერი გამომეცალა ერთ ადგილას გავქვავდი ცრემლები წამომივიდა მაგრამ იმ წამსვე აფერისტობა დავიწყე და ყველაფერი ბედნიერებას დავაბრალე. დიდხანს ვერ გავძელი იმ სივრცეში და სახლში წამოვედი ახლა ვზივარ აივანზე ცასშევყურებ და ვტირი, მახსოვს ბაჩოს რომ დავშორდი მაშინ დავიფიცე რომ აღარ ვიტირებდი, თუმცა ახლა თავისით მომდის ცრემლები ჩემი ფიცი კი ასე მარტივად გატყდა. ღამე, ცრემლები და განუყრელი კითხვა " თავს დავიხსნი ამ სატანჯველი ცხოვრებიდან? " +++++ აივანზე ვზივარ და ვუყურებ ცას, სახლში მარტო ვარ ია მივლინებაშია წასული. არც ბავშვები არიან ქალაქში და მეც ფიქრისათვის დრო მომეცა, ნეტა არ მომცემოდა ახლა გავაანალიზე რომ საშინელი ადამიანი ვარ ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული მიყვარს, ვაიმე ამ დონემდე როგორ დავეცი. საშინელი რეალობიდან ფასაქცევად გადავწყვიტე რომ დამეძინა, საწოლზე დავწექი თუ არა იმ წამსვე დამეძინა. შუა ღამით სიზმრების ნაცვლად კარზე ბრახუნმა გამაღვიძა. ძვლივს ჩავბობღდი პირველ სართულზე და კარი გამოღების მაგივრად გამოვგლიჯე, გადაწყვეტილი მქონდა რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო გამელანძღა მაგრამ კარები გავაღე თუ არა მინი ინფაქტი მივიღე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.