შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განვლილი წლები (2-3)


21-02-2017, 22:19
ავტორი Thief Queen
ნანახია 1 231

განვლილი წლები
თავი მეორე

-იუნონააააააააააა! ჩემი პრადას ჩანთა სადააა!! -ყოველდღე ასეთი ბღავილი მაღვიძებს, თუმცა სხვადასხვა სახელით, ყოველთვის პრადას ხომ არ იყიდის არა, ბოლოსდაბოლოს მის მთელი კოლექცია აქვს უკვე! შანელიც არ აკლია, გუჩიც... ასეთ რამეებს სად ყიდულობს ჩემამდე დღემდე ვერ მოსულა, მაგრამ ეს ისეთია მემგონი მალე პეტრესა და პავლეს შეკერილ ჩანთასაც იშოვის, მოკლედ ერთ დიდი ოთახი მისი გარდერობია, ჩემთანაც ინახავს რაღაცეებს რადგან მისი ოთახი უკვე გადატენილი აქვს.
ლოგინიდან ძლივს წამოვდექი, აჰ დღეს სკოლას ვამთავრებ სასწაულია! როგორ მიხარია თქვენ არ იცით, მოვშორდები ამ ჯოჯხეთს და ილიაში ჩავაბარებ, ლიზისაც მოვიშორებ იმედია, თორემ ყოველდღე დამღალა, მისმა წიკვინმა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მე მიწევს დავულაგო ტანსაცმელი, მე მეძახის ეს სადაა ის სადაა, რომ არ გავაკეთო დედას მიადგება წუწუნით, იცის რომ დედას ხათრს ვერ გავუტეხავ.
-მერავიცი! პრადას კოლექციაში, ახლა კი მაცადე მოევმზადო დღეს ბოლო ზარი მაქვს.
-დეეეეე! სადაა ჩემი ჩანთა ხო არ იცი?-მისი ყვირილი ამჯერად შორიდან ისმოდა, მეც ოთახი დავტოვე და სააბაზანოს კარებში შევაბიჯე, ღმერთო ჩემო თმები რას მიგავს! თუ დავივარცხნე მადლობელი უნდა ვიყო, თან დღეს არ უნდა დამაგვიანდეს ბოლო ზარია ბოლოსდაბოლოს ამ დღეს კი ყველა სეიროზულად ეკიდება, და ჩემ გამო თუ რამე არასწორად წავიდა ჩამქოლავენ...
ისე „ცუდი თმის დღე“ რომ არის ფილმი ის გამახსენდა ზუსტად, შეეფერება ჩემ თმას, რომელიც კიდევ არაა წესრიგში, ვატყობ ისევ ლიზის უნდა ვუხმო
-იზი-მიზიი! -ვიყვირე, და მალევე ჩემთან გაჩნდა, როცა ასე ვეძახი იცის სასწრაფო საქმე მაქვს მასთან.
-რა იყო?
-ჩანთა მესამე უჯრაზეა, მეცხრეე ჩანთაა.
-რა გინდა პირდაპირ თქვი.
-ჩემ თმას რამე უქენი რა -უაზროდ დავეკრიჭე, ამანაც სიცილი ვერ შეიკავა, და ორივეს კაკანმა ჩემი ოთახი აიღო, როცა დაწყნარდა, ჩემ თმას ოსტატურად შეავლო თვალი მაკრატელი და სავარცხელი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა.
მაკრატელის გამოყენება ჩვევად აქვს, ამბობს ასე სტილისტები იქცევიანო.
-აბა?-გაიცინა მან
-მადლობა გადამრჩენელო! -ხელზე დამაგრებული რეზინით ცხენის კუდი გავიკეთე, მგონი უკვე მზად ვარ? რამე ხომ არ მავიწყდება, აჰ ხო ტელეფონი და ყურსაცვამები!
-წავედით იზი-მიზი?
-კი! კი! -დილაობით ჭამა არ მიყვარს, ეს უბრალოდ აღვნიშნე, არც ლიზიკო იკლავს თავს, სასურველ ფიგურაზე არ ვარო წუწუნებს, არადა ამის ტანზე ოცნებობს გოგოები!
ტაქსიში მყოფ ლიზის ხმა არ ამოუღია, ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
-ვის წერ?
-ჰა? ააა უი, ლაშას, შენ პარალელს.
-ოჰო! თქვენ რაღაც ხო იცი!
-ოოო! კაი რა!
-რა კაი რა! იცოდე ზედმეტები არ ომგივიდეთ თორე იმას ხო სახეს მივუნაყავ და შენ...
-ქაჯო!
-წესიერად! უფროსი ვარ! - შევუღრინე და ასე დასრულდა დიალოგი.
***
აჰ, ყველაფერი მტკივა, რა იყო ეს! მთელი ქალაქი შემოვიარეთ, ჯერ მარტო მანქანით და შემდეგ ფეხით, ისე ნეტა გაბრიელიც თუ ასეა ახლა? გაბრიელი... ისევ მასზე ვფიქრობ, ხო აგიკრძალე მასზე ფიქრი ნონა! აჰა ისევ ნონა! ყოველთვის როცა მის შესახებ რამე მახსენდება, ან ვფიქრობ აქ რომ იყოს რა იქნებოდა, თავს ნონას ვუწოდებ, მენატრება თანაც საშინლად, შესაძლოა აღარ მიყვარს მაგრამ თავის დროზე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ეს ვერ შეიცვლება.
ახლა კი მხოლოდ ლიზი მყავს მესაიდუმლედ,კი კარგად არ ვართ ერთმანეთთამ თუმცა მეტი მართლა აღარავინ მყავს.
მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ლონდონიდან არამგონია ოდესმე დაბრუნდეს, მეც რომ ჩავსულიყავი იქ ალბათ აქეთ არც კი მოვიხედებოდი.
ლოგინზე ძლივს დავეგდე, სხეულმა დაისვენა, მოეშვა და სიამოვნების ზენეტში გადაეშვა, თქვენ არ იცით რა ბედნიერებაა როცა წამოწვები, და თვალები ნეტარებისგან უნებურად გეხუჭება.
ოოო არა! ოღონდ სხვა რამ არ იფიქროთ მკითხველნო! მხოლოდ იმის აღნიშვნა მსურს რომ ლოგინი დასასვენებლად საუკეთესო ადგილია, ხო მისი მეგობარიც ყველაზე მაგარი ვინმეა ძილი, ან კითხვა! მოკლედ რა! თან ისვენებ თან კითხულობ მაგას რა ჯობია? მგონი -არც არაფერი.
კითხვა ვახსენე და რამე ახალს კი წავიკითხავდი, თუმცა ახლა ისე ვარ არაფრის თავი მაქვს.
-აბა რა ქენი? -მხიარული ხმა გაისმა ოთახში, მაგრამ თვალები დახუჭული მქონდა, ხმის ამოღებაც აღარ ვარჩიე.
-უჰ, ბოდიში დაიკო. -კოცნა ვიგრძენი შუბლზე, შემდეგ კი კარები კვლავ დაიხურა, ასე იცის ლიზიმ, ყოველთვის მკოცნის ძილში, ნუ მას გონია რომ მძინავს, რა ქნას ვუყვარვარ უფროსი დაიკო, ისე მოტყუებაც არ გამოდის უკვე თვალებიც მეხუჭება, აბა ძილი ნებისა ჩემო თავო! ალე ჰოპ!
***
ორი თვის შემდე გ
-აუუ დე გეხვეწები რა, მოვუვლი თავს ოღონდ შენ გამიშვი, თან გეუბნები მეგობრები დამხვდებიან იქ, აქედანაც მეგობრები წამიყვანენ.-ლიზი გამწარებული ეხვეწება დედას რომ ბათუმში გაგვიშვას დასასვენებლად, არ მესმის რატომ აიკვიატა ეს ბათუმი რა! მეც მთა მირჩევნია, ისედაც მეცადინეობას უნდა დავაკვდე.
ოჯახმაც ასე გადავწყვიტეთ მაგრამ ამ სულელს მაინც თავისის გატანა სურს.
-არა! -მკაცრი უარი მიიღო დედასგან-თან დეიდათქვენიც მოდის, ბიძათქვენიც! და მამაშენიც ლიზი.
-თქვენ წადით მარტო ოჯახი გაერთობით! მე და იუნონა კი ბათუმში წავალთ!
-უკაცრავად? -თვალები დავჭყიტე, იმედია მომესმა, და ამას ახლა ეს არ წამოუროშია! არა არა და არა! არ მინდა ბათუმი! არ მიყვარს ზღვა! მეშინია იმ დღის მერე რაც კინაღამ ჩამითრია...
კინაღამ რა, ჩამითრია და მათემ გადამარჩინა, მაშინ გავიცანი ზუსტად.
დროში დაბრუნება
დიდი ტალღები არის დღეს, მაგრამ არაუშავს წყალი ჩემი სტიქიაა! რა ტალღებიც არ უნდა იყოს არ ჩავიგდებ ბოლო დღეებს, სულ კი არ ჩამოვალთ აქ მე და დეიდა, თანაც წელს მიდის ამერიკაში და არამგონია დასასვენებლად მოსვლა სხვა დროს მეღირსოს, სხვათაშორის ახლა ძინავს და გამოვეპარე თორემ არ გამომიშვებდა, მე კი არ ვაპირებ ერთ დღის ჩაგდებასაც როგორც ავღნიშნე, ამიტომ ტალღებში შევცურე.
ძალიან მაგარია როცა ტალღები გეხეთქებიან, სახეში წყლის შეშხეფება!
თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ეს საუკეთსო შეგრძნებაა, რადგან თავს სამოთხეში გაგრძნობინებს.
მინდა უფრო ახლოდანაც გამოვცადო, წინ მივიწევ ყველანაირი შიშის გარეშე, ცნობისმოყვარეობამ და ახალი შეგრძნებების ძიებამ შიშს სძლია.
სწორედ ამ დროს ძლიერი ტალღა წამოვიდა, ვიგრძენი შეჯახება, მთლიანად მასში გავეხვიე, აი ისე როგორც გაბუსულზე ვეხვეოდი ხოლმე გადასაფარებელში.
წინ წამოსვლის მცდელობა მქონდა მაგრამ ისინი უფრო უკან მიმაქანებდნენ, თითქოს უსასრულობის ზღვაში ვიყავი და ქალთვზები მიმათრევდნენ უკან და უკან, ფსკერისკენ რომ მარტოსულნი აღარ ყოფილიყვნენ.
თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა, სუნთქვაც მიძნელდებოდა, ახლოს კი არავინ ჩანდა დასახმარებლად.
სწორედ ამ დროს, ამ წამს წელზე ხახუნი ვიგრძენი, შიშმა ამიტანა, ნუთუ უკვე ასე ღრმად ვიყავი რომ რამე არსება შემხებოდა? აი ახალი შეგრძნებაც სულელო! ხომ გინდოდა ხოდა იგრძენი სიკვდილისა და შიშის შერწყმა როგორია, მომენატრება ეს სამყარო მგონი, ხოლო ადამიანებიდან გამონაკლისები მხოლოდ, მაგრამ აი განსაკუთრებით ის მომენტატრება ვინც უკვე წელია დამტოვა, გაბრიელი, აუუ არ მინდა ასე ახალგაზრდა სიკვდილი მეათე კლასელი ვარ! დიდი ხო არ ვარ! წინ მაქ ჯერ ყველაფერი.
-გაახილე თვალები, ნუ გეშინია. -ბოხი ხმა გაისმა, ანგელოზისას წააგავდა ისეთ მშვენიერი, მაინც მეშინოდა შეხედვის, ეგებ სამოთხე არაა ჯოჯოხეთია და ჩემ ცდუნებას ცდილობენ?!
ბოლოს მაინც გავბედე თვალების გახელა, ზემოთ კი უმშვენიერესი ხედი გადამეშალა, ულამაზესი ბიჭი დავინახე, მართალია ფრთები არ ჰქონდა არც თეთრი და არც შავი მაგრამ რომ შეხედავდი ანგელოზი გეგონებოდა, მოყავისფრო მოქერაო თმები, ცისფერი თვალები რომელნიც მწვანეში გადადიოდენ, სწორედ ეს თვალები მიხურება ისე რომ მეგონა ადგილზე დავდნებოდი
-ეს სამოთხეა თუ ჯოჯოხეთი?- ძლივს ამოვიხავლე
-ოჰ, უნდა გაწყენინოთ ლამაზო და გითხრათ რომ სიკვდილის ანგელოზი არ ვარ, პირიქით ახლახანს გადაგარჩნიეთ.
-აჰჰ, ისა... მადლობა.-წამოვჯექი და ჰაერი ხამივით ჩავყლაპე.
-არაფრის, წამოდი აქვე ჩემი აპარტამენტია გამოიცვალე თუ არ გაქ მე მოგცემ რამეს, თორემ გაცივდები. -დაიცა , ახალი გაცნობილი ბიჭი მის სახლში მპატიჟებს? არა, არ უნდა დავთანხმდე! თუმცა თავს ინსტიქტურად თახნმობის ნიშნად ვუქნევ.
ღმერთო რა სულიელი ვარ? მანიაკი რომ აღმოჩნდეს მერე რა ვქნა? თან დანაც არ მაქ თან! ხომ არ გავიქცე? არა, არა და არა უზრდელობაა! ეგებ არაა მანიაკი ადამიანო და ჩვეულებრივი მოზარდია ჩემსავით! ხო მაგრამ, მე ხომ მეცხრე ახლა დავასრულე! დავიჯერო ასე ძალიან ვგავარ სკოლა დამთავრებულს რომ ვერ ხვდებოდეს მიახლოებულ ასაკს? არა ბევრს კი უთქვამს მაგრამ... ღმერთო ამ ფიქრებში თურმე უკან მივყვებოდი, მოკლედ იუნონა არაუშავს რა! რაც არის არის! ხალხის ნდობა უნდა ისწავლო.
საბოლოოდ ჩიხში შევედით.
ერთ სახლში შემიყვანა.
-მოვედი ბიჭებო!
-ვახ მათუშ? -ვიღაც ბიჭი გამოვიდა სიცილით და ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ამათვალიერა-ოჰო! კეთლი იყოს შენი ფეხი ლამაზმანო ბუნაგში!
-იუნონა მქვია.
-ამათ ნუ მოუსმენთ, გთხოვ წამომყევი. საბა ლოლას ტანსაცმელებიდან მივცემ რამეს კაი?
-მაისური შენი მიცე ჯობია, იმას ყველაფერი მოღლეტილი აქვს.
-კარგი-ამოიხვნეშა მათემ.
მათეს მივყვებოდი, ოთახში შემიყვანა და კარადა გამოაღო.
-რა თქვი, რა მქვიაო?
-მე მეკითხები?
-აბა სხვას აქ ვინმეს ხედავ? -ლოყებზე ავწითლდი, სხვათაშორის უხამსად იქცევა! და არ უნდა ვწითლდებოდე!
-იუნონა.
-იუნონა? არაჩვეულებრივი სახელია, მითოლოგიაში ასე ბერძნულ ქალღმერთ ჰერას უწოდებდნენ. -მომხიბვლელობასთან ერთად განათლებაც ქონია. -ხო ისე მე მათე ვარ, ისინი კი ქვემოთ ჩემი ძმაკაცები არიან, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. იუნონა გამომართვი ესენი მე გავალ. -ოთახი უცებ დატოვა, საინტერესო ბიჭი ჩანს, თანაც მითლოგია მოწონს.
მალევე გამოვიცვალე, სამწუხაროდ ჩემი კაბა მთლიანად სველი იყო, თორემ სამოსი როგორ არ მქონდა, სხვათაშორის ახლაც შოკში ვარ იმ ამბის გამო, თორემ რა მინდა მე აქ, უცნობ ბიჭებს სულ რომ მივყვებოდი კარგად მექნებოდა საქმე რა! არა თავს სულ როგორ უნდა ვიმართლებდე მე, გამოცვლის შემდეგ ძველი სამოსელი პარკში ჩავდე და ქვევით ჩავედი.
-მზად ვარ უკვე. -ოთახში ჩემი ხმაც გაისმა, სანაცვლოდ ბიჭების და მიახლოებით ჩემი ასაკის გოგონას მზერები მივიღე
-ჰეი! მე ლოლა ვარ! მათეს მამიდაშვილი! სასიამოვნოა შენი გაცნობა იუნონა! საჭმლის გაკეთბაში მომეხმარები?
-ამმ... -რა ვუთხრა?ეკა გაიღვიძებდა უკვე და რომ დავაგვიანო ხომ გაბრაზდება-კარგი? ოღონდ ჯერ უნდა დავრეკო.
-არაუშავს! -ბიჭებისკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა შემდეგ კი მობილური მომაწოდა, ზარს ვუშვებდი და მესამე ცდაზე დეიდამაც აიღო, თურმე კიდევ ძინებია, ვუთხარი რომ კლასელს შევხვდი და დედამისმა სახლში არ გამიშვა, მოკლედ დიდი ტყუილი შევთხზი, კიდევ კარგი არავინ მისმენდა თორემ გაიკვრვებდნენ, ცემი თავის მეც კი მიკვირს.
-მორჩი?
-კი... -ისე რა სულელურად ვიქცევი, უცნობებთან რომ ვრჩები, თან საჭმელსაც ვუკეთებ, არა რა, დეიდამ რომ ეგ იცოდეს მომკლავს ალბათ.
მაინც უცნობები არიან.
-ნონა რომ დაგიძახო შეიძლება? -გავშეშდი, ნონა... ასე მხოლოდ გაბო მეძახდა, ჩემი გაბო, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი პირველი სიყვარული...
-არა! -მკაცრი უარი განვაცხადე და მზარეულობა დავიწყეთ, მალე ჩიფსები და ფრი გვქონდა და ბიჭებთან გავედით.
-მოკლედ იუ, ეს მათეა ჩვენი გუნდის თავი, ეს ვატო მოსიარულე იდიოტი, საბა მოსიარულე ღადავი, ანრი ჰაკერია, გუგა სერიოზულობის განსახიერება, მე და საბა კი მათეს მამიდაშვილები ვართ, მოკლედ მე ლოლა ვარ ამათი ძიძა :3
-ოჰო, მე იუნონა ვარ :დ უბრალოდ იუნონა.
-ხო იუნონა წელს დაამთავრე სკოლა ხო? ზრდასრულს გავხარ უკვე და...-ვატომ ამოიღო ხმა მე კი პირი დავაღე, სერიოზულად ხალხო? მე და ზრდასრული? სიცილს ვეღარ ვიკავებ და ჩემებურ კაკანს ვუდგები
-რა გაცინებს? -გაკვირვებულმა იკითხა მათემ
-მეათე კლასში ახლახანს გადავედი აი რა მაცინებს :დ
-რაო? -სიცილი აუტყდათ ბიჭებს, ლოლაც აყვა მალე, ერთი მათე იჯდა ისე, ხმაც არ ამოუღია
-აუ ბრატ, ბედი არ გწყალობს გოგოებში რა! სრულწლოვანიც არაა ჯერ. -ანრიმ მხარში ხელი ჩაარტყა და ჯამიდან ჩიფსი ამართვა, ღმერთო რა დებილები არიან, სრულწლოვანი ვეგონე...
ვაიმე ცუდად ვარ რა, ეს უნდა დავწერო არდადეგებზე თემას რომ მომთხოვენ, ან დღიურში უნდა ჩავინიშნო, მეათე კლასელი სკოლა დამთავრებული ვეგონე! აიშ... ერთ საათი კიდევ დავრჩი იქ და ვღადაობდით სხვადასხვა თემებზე, თანაც შევიტყვე რომ ისინიც ქუთაისში ცხოვრობდნენ ასე რომ ხშირად ვნახავდი მათ.
ახლანდელი დრო
მენატრება ის ზაფხული, მენატრება მათე, ერთად საუკეთსო დრო ვატარეთ, მთელი წელი, შემდეგ თავი მოიკლა და ასე უბრალოდ მიმატოვა ამ ნაგავსაყრელზე.

-ჰაჰ? დედამიწა იძახებს იუნონას! -ლიზის ხმამ მომიყვანა გონზე ბოლოსდაბოლოს.
-არ წამოვალ!
-გეხვეწები რა! გთხოვ... არ მინდა მთაში.... გთხოვ და დაგიჯერებ, ყველაფერს შეგისრულ... -ისეთ თვალებით მიყურებდა უკვე ვეღარ გავძელი.
-კარგი, კარგი, წაგყვები.
-ანუ გადაწყდა თქვენ ორი ბათუმში წახვალთ.
-მადლობაააააააააააააააა ნონ!!!!!! -ისევ ნონა, არაუშავს როგორმე უნდა დავივიწყო! სულ ასე ხომ ვერ ვიქნები, ლიზის მოვეხვიე მიხარია რომ ასე ბედნიერია, ჩემი დის ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-აბა როდის მივდივართ?
-ხვალ დილით რვა საათზე, ფული ბარათზე არის!
-ეგრეც არაა! ბინაში ან სასტუმროში ხო უნდა დავრჩეთ!
-ოოო არა! ვისაც მივყავართ იმას აქ იქ სახლი, და მის მეგობრებთან ერთად ვიქნებით.
-ვის მივყავართ?
-ლაშას-თვალები დავქაჩე, იმედია მეხუმრება ეს, ლაშაო? ჩემი პარალელი, ახლა გასაგებია რატო უნდა წასვლა.
ისე სიმართლე თუ გინდათ ლაშას ნახვა დიდად არ მინდა გაბოს საუკეთესო მეგობარი იყო ბოლოსდაბოლოს.
-კაი წამო ახლა ჩავალაგოთ ბარგს.
-ხო იზი-მიზი.-ამოვიჩურჩულე და ოთახში შევედი.
მეშინია, ბათუმის მეშინია, ვიცი როცა იქ ჩავალ ყველაფერი გამახსენდება მათესთან დაკავშირებული, ისიც ვიცი რომ შეიძლება იქ მის მეგობრებსაც წავაწყე, მისი სიკვდილის შემდეგ ურთიერთბა ყველასთან გავწყვიტე, ზღვისაც მეშინია, მათეს გარეშე იმ დღის მერე არ ჩავსულვარ, მეშინია კვლავ არ ჩამითრიოს წყალმა.
არ ვიცი რა ვქნა, მაგრამ ჩემი დის ბედნიერებისთვის ყველაფერს დავთობ.
***
-წამო რაა გარეთ იცდიანნნ!
-ხო, ხო დაიცა, ფულს ჩავდებ!
-მალეეე! -ბოლო ხმაზე მიყვირის ლიზი და გარეთ გადის, ღმერთო რა ამბაშვია! სულელი ესა! არა რატო უნდა ამ ბათუმში ასე ძალიან არ მესმის, მე პირადად ძალიან მეშინია იქ ყოფნის, მიზეზი იცით ნუ.
ბარგს ხელი მოვკიდე და დედას ვაკოცე შემდეგ კი გარეთ გავედი.
-ბარო ლაშა!
-ოჰ ოჰ! ქალღმერთი ჰერაც მოსულა!
-ოო წესიერად! მიდი ერთ ჩადე ეს საბარგულში რა! -სიცილით ვუთხარი და ჩემოდანი შევაჩეჩე, მასხარა იდიოტი, სიძედ ივარგებს ხო იცი! ვაიმე მეც კარგი სულელი ვარ, რა დროს სიძეა.
-დაიცა, ჩემი ძმაკაცი მოვა და წავიდეთ, მაღაზიაში შევიდა.
-ოკეი! -ჩავიცინე და მუსიკები ჩავრთე, მივცე გვრიტებს ჭუკჭუკის საშუალება, ისე როგორ უხდებიან ერთმანეთს! ასაკი არაუშავს დიდი არაფერია! ორი წელი, მაგას მოევლება.
სწორედ ამ დროს მოვიდა ის, მისი მეგობარი...
ადამიანი რომლის ნახვასაც არ ველოდი.


თავი მესამე
გაშტერებულ ვიყავი, ამდენი წლის შემდეგ...
როგორ?, მეგონა არასდროს ჩამოვიდოდა, არა შანსი არაა, ის ვერ იქნება ღმერთ ჩემო! ცრემლები ძლივს შევიკავე როცა უბრალოდ გვერდი ჩამიარა და მანქანაში ჩაჯდომა გადაწყვიტა
-ჰეი! -ვუყვირე ისე რომ გაეგონა, მანაც ჩემსკენ გამოიხედა და უბრალოდ გამიცინა
-გამარჯობა ლამაზმანო. -ცრემლებს ძლივსძლიობით ვიკავებდი, არ ვახსოვდი... თორემ ასე არ მომმართავდა, იცოდა როცა ასე ეძახდა გოგოებს ვერ ვიტანდი, ნუთუ ასე შევიცვალე? ან საერთოდ ახალი მეგობრები გაიჩინა და მე მიმივიწყა, სწორედ ამ დროს ლაშა გადმოვიდა, და ლიზიც გადმოყვა
-აჰა! ძველმა მეგობრებმაც ნახეს ერთანეთ! გაბო იუნონას იცნობ, იუნონა გაბოს იცნობ!
-ჰა? გაბო? გაბრიელი? გველესიანი?
-არ თქვა რომ ვერ იცანი იუნონა?! -გაკვირვებული ლიზი მიყურებდა, ჰაჰ როგორ ვერ ვიცანი უბრალოდ ნამუსზე უნდა დავაგდო ეს იდიოტი! როგრო გაბედა ჩემი დავიწყება, ღმერთო რა სულელი ვარ მეც! რატომ მეგონა ვემახსოვრებოდი!
-ხო მე ვარ, ლამაზმანო.
-აჰ, მართლა ასე გავლამაზდი? -ვითომ შევიფერე, მე შენ გაჩვენებ სამაგიეროს გადახდას! ესეიგი ლამაზმანი! ესეიგი ვერ მიცანი! ხოდა ნახე ახლა შენ ბატონო გაბრიელ!
-ოჰ ერთ დროს ამ სახელს ვერ იტანდი!
-მართალი ხარ გაბ, ერთ დროს ;)
-სხვათაშორის, მხოლოდ მკერდი გაქ გაზრდილი , ოდნაც უკანალიც, ტვინით ისევ ისეთი ბავშვი ხარ! -ამას ვინ გონია თავისი თავი?! იდიოტი! ვაჩვენებ მე სეირს! დაიცა თან ესეც ბათუში მოდის! ღმერთო სასტიკი არდადეგები მექნება!
-აქ რამ ჩამოგიყვანა?
-ლაშამ მოგვენატრე საძმაკაცოსო, თან აქაურობაც მაინტერესებდა რას შეცვლიდნენ.
-ოჰ... კარგია!
-კარგით რა! ჟმოტებო! მე ჩახუტებას ველოდი! არადა 3 წლის წინ რა მაგარი მეგობრები იყავით ეე! წამოთ ახლა გვიცდიან ბიჭები. -გაბრაზდა ლაშა და მანქანაში შეხტა, ბოლოს დები მოვთავსდით უკან და ბათუმის გზას დავადექით, არ მომისმენია რას საუბრობდნენ, იმის მიუხედავად რომ საუბარში გაბოც იყო ჩართული.
არ მაინტერესებდა უბრალოდ, რა უნდოდა, რატომ დაბრუნდა, მაინცდამაინც ახლა, როცა საბოლოოდ შევძელი მისი დავიწყება, ამას უცდიდა? ანდა როგრო დაუცდიდა საიდან გაიგებდა რომ ახლა დავივიწყე ვანგა ხომ არაა.
ან არის?
ხო არის და არ მითხრა!
ღმერთო, სულელო რატომ ფქრობ ასეთ რაღაცეებზე! დაიძინე ჯობს!
ბევრი ჩხუბის მერე საკუთარ თავთან, ჩამიძინა.
***
თვალებს ვახელ, უცხო ოთახში ვარ, რა მოხდა?“ სად ვარ“? მანქანაში არ ჩამეძინა ? აქ როგორ გავჩნდი არ მესმის, დაიცა ავარიაში ხომ არ მოვყევით და ახლა სავადმყოფოში ვარ? არა, არა, მაშინ გადასხმას უნდა ვიკეთებდე ახლა, თანაც წამლების სუნი იდგებოდა აქ და თეთრი კედელიც იქნებოდა.
-გაიღვიძე?-ბიჭის ხმა გაისმა, რაღაცნაირად მეცნო ეს ხმა, საიდან არ ვიცი უბრალოდ მეცნობოდა, თავი გვერდით შევატრიალე და სახე გამიშტერდა
-მა... მათე? მოვკვდი უკვე?
-რეზი ვარ მათეს ტყუპი -სიცილი დაიწყო რეზიმ, ღმერთო როგორ შემეშინდა ვიფიქრე მართლა მოვკდი-მეთქი და საიქიოში მას ვნახულომეთქი, გამიხეთქა გული! მაგრამ აქ რა უნდა? ან მე სად ვარ? ისე პირველივე დღესვე რომ ისეთ ვინმეს ვნახულობ ვინც მათეს მახსენებს! რა დამპალი ბედი მაქვს რა! მაგრამ ლიზას გამო უნდა გავძლო.
-აქ რა გინდა რეზი?
-ძმაკაცებთან ვარ, გაბომ და ლაშამ ამოგიყვანეს აქ მეკიდე ვუთხარი რო გიცნობდი და შენთან დავრჩი, რეაქციები მაინტერესებდა :დ
-იდიოტო მათხოვარო! -ვიყვირე და ბალიშს ვტაცე ხელი შემდეგ კი - გავუქანე.
-რას მერჩი?
-რას უნდა გერჩოდე გული გამიხეთქე!
-ოოო, ღირსი ხარ! არც მიკითხავდი! ვაფშე დაგვივიწყე ყველა!
-არ მინდოდა მათეს შესახებ კიდევ გამეგო რამე და მაგიტო, მეშინოდა რო უარესად გავხდებოდი.
-მშიშარავ!
-ოო კაი წამო ჩავიდეთ!-მოწყენილი წამოვდექი, რა დამპლობაა! მათეს ტყუპს ახლა ყოველდღე უნდა შევხვდე! აუუუ გაბოს და ლაშას საიდან იცნობს ნეტა! ან აქ რა უნდა ვაფშე! უკეთესი ადგილი ვერ ნახა დასასვენებლად? თან გაბოსთან რო თქვა ვიცნობო რას იფიქრებდნენ, არა ლიზი კი იცნობდა რეზის, ბევრჯერ წამიყვანია მათესთან და რეზისთან სახლში, მაგრამ ამათ სხვა რამე რომ იფიქრონ, თუმცა იზი-მიზი დამიცავს! ქვევით ჩავედი და ბავშვებს შევხედე, ოჰ კიდევ კარგი არავინაა მეტი მათეს სასტავიდან.
ამის გაფიქრება და კარების გაღება ერთი იყო, ლოლა, ვაა, უკვე მეორე ადამიანი, ღმერთო შენ დამიფარე ამ ზაფხულს! ერთი თვე რა გაუძლებს ამათ.
-ოჰ ნონაც მოსულა -გაბრიელის ხმა გაისმა და ჩემკენ გამოემართა, მხარზე ხელი გადამხვია, ეს რაა? რამე ახალი ჟესტი?
-ეგრე ნუღა მეძახი! -მკვლელი მზერით გავხე, ხელი მოვიშორე, იდოტი, თავი მართლა ვინ გონია! გონია ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდება ისე მოიქცევა თითქოს ვერ მიცნობს ლამაზმანს დამიძახებს, და ხალხში ასე მომექცეს? არამც და არამც!
-ჰერა?-გაკვრვებული გამომხედა ლოლას.
-ლოლა!-უხერხულად გავიცინე, და მოვეხვიე.
კვლავ იმავე დუხის სუნი ადიოდა, „ზაფხულის სამოთხე“, მახსოვს გიჟდებოდა მის სურნელზე, და სხვა სუნამოს არც იკარებდა.
-სად დაიკარგე? ასე უნდა ჩვენი მივიწყება?
-ხო... ისა... -დავიწყე და ენა დამებლუკა, კიდევ კარგი ერთმა ბიჭმა გადამარჩნა, თორემ რა მიზეზი მეთქვა!
-ჯერ რეზი, ახლა ჩემი ლოლა, საიდან იცნობ ამათ? -გაკვირვებული წარმოთქვა გადამრჩენელმა-უი ხო მე ლუკა ვარ.
-მა.. -რაღაცის თქმას აპირებდა ლოლა თუმცა ვერ მოასწრო.
-საბამ, ლოლას ძმამ დახრჩობას გადაარჩინა იუნონა - უცებ თქვა იზი-მიზიმ, არ მოველოდი მისგან ასეთ რამეს, მაგრამ რომ არ მოვიიტყუო გამიხარდა კიდეც.
-აჰა! გასაგებია! -ჩაიცინა ბიჭმა და კალთაზე ხელები დაირტყა -ვაი, ვაი მეტკინააა -ყვირილი დაიწყო მან, მორიგი იდიოტი -ლოლააა შენი უკანალი გადამარჩენს მარტოო!
-რა დავაშავე ასეთი იდიოტი რომ შემიყვარდა! -სიცილი დაიწყო გოგომ და ლუკას კალთაში ჩაუხტა, სწორედ ამ წამს მათე გამახსენდა, კონკრეტულად კი მეორე ზაფხული როცა ქუთაისიდან აქეთ მოვდიოდით, ის ჯოჯოხეთური ზაფხული...
დროში დაბრუნება
-მე რა ვქნა ახლა! ადგილი რომ არ მაქვს! -ამოვიკნავლე და ბიჭებს შევხედე
-რა უნდა ქნა და შენ ბიჭს ჩაუჯდე კალთაში! -სიცილი დაიწყო ვატომ
-აი როგორ ეგ! საჭესთან ზის ტიპი!
-მე დავჯდები საჭესთან.- სიცილით თქვა და მათეს საცოდავი თვალებით შეხედა,
-კარგი კარგი ხო! -სიცილი ატეხა მათემ მის თვალებზე და შემდეგ მე გამომხედა წარბები ეშმაკურად ჰქონდა აწეული, ღმერთო მთლიანად ავწითლდებოდი ალბათ! მათე საშინლად მომწონს, მგონი მასაც მოვწონვარ თუმცა ერთმანეთს არ ვუტყდებით, ხოდა ამაზე ბავშვები გვეღადავებიან, ხო ხედავთ ვატომაც შენ ბიჭს ჩაუჯექი კალთაშიო, არა ისე ჩემი ბიჭი როდიდანაა ნეტავ,
მათე მანქანაში ჩაჯდა უკვე ყველას დაეკავებინა ადგილი, მე კი მაინც გაბუსლი ვიდექი.
-აუუუ, ანდროს მანქანაში რო ჩავჯდე?
-არაა! იქ ვაფშე არაა ადგილი!
-ოოო! -გავბრაზდი, არც კი გავნძრეულვარ-ვატო გადმო შენ ჩაგიჯდები!
-არაა! საჭე მინდა! -როგორ მიშლიან ნერვებს, არ მინდა მათეს კალთაში რომ ჩავუჯდე, მეშინია ცუდად არ მომივიდეს ან რამე, ნუ ხო ხვდებით რა უხერხულია...
-მოდი პაწუ აქ, ნუ გეშინია, შენზე არ მი*გება, პროსტა კალთას თუ გამითბობ :დ-ყველამ სიცილი დაიწყო მე კიდევ ვიღრინებოდი, იდიოტი მათხოვარი! რამდენს ბედავს! მეთერთმეტეში წელს გადავედი მხოლოდ! ნერვების კიბო! როგორ მინდა რო ვცემო! რამე ჩავცხო თავში! სკამი გადავალეწო! ლოქო! მძორი! ძროხა!
-კაი ჰერ, ვიხუმრე, მოდი რა, უბრალოდ ჩამიჯექი და მომეხვიე რომ გამათბო!
-არა! სანდრო შეიძლება შენ ჩაგიჟდე?
-არააა! შანსი არაა საყვარელო! საშინლად მძიმე ხარ! -აუუ! ამათ ჩემს წინაღმდეგ შეკრეს პირი! არადა როგორ არ მინდა მათეს ჩავუჯდე!
-მოდი რა ჩამიჯექი, ბოდიში ხო მოგიხადე.
-ოო კარგი ხო! -სხვა რა გზა მქონდა, შიგნით შევძვერი და მის მუხლებზე მოვკალათდი, იმ წამს ავწითლდი, საშინლად ავწითლდი.

ახლანდელი დრო
-დედამიწა იძახებს ჰერას! -კვლავ ლიზის ხმამ მომიყვანა გონზე, ისევ მასზე ვფიქრობ, ისევ მოგონებები მომაწვა, რათქმაუნდა სხვას არც ველოდი.
-იუნონა გამო ჰაერზე რა. -ისევ რეზიმ მომკიდა ხელი და გარეთ გამიყვანა, ვიგრძენი როგორ გამოგვყოლა ვიღაცამ თვალი თუმცა არ მაინტერესებდა რადგან ახლა არაფრის თავი მქონდა, უკვე ჩამობნელებულიყო ის დიდი მარგალიტი ბოლომდე ჩანდა ცაზე, მთვარე სიყვარულის ციური სხეული, ასე უწოდებს ხალხი მას, უწოდებენ რადგან როდესაც ის ამოდის ცაზე, გარეთ უამრავი შეყვარებული წყვილი იწყებს სეირნობას, მახსოვს ერთხელ როგორ მომიყვა გაბომ მთვარისა და მზის სიყვარულის შესახებ თქმულება.
ოჰ...
გაბო, სიმართლე თუ გინდათ ამ წლების განმავლობაში მასზე ყოველთვის ვფიქრობდი, მათეზე ფიქრს ავტომატურად ისიც მოყვებოდა, ალბათ იმიტომ რომ ერთი ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარული იყო რომელმაც გამტეხა, ხოლო მეორე ადამიანი რომელმაც ჩემი გული გაამთელა, თუმცა ბოლოს კვლავ მის გამო გაიბზარა.
ახლა ყველაფერი ერთად დაბრუნდა, მათეს მეგობრები რომელნიც მათეს გამახსენებენ ყოველ წამს, და გაბრიელი... სწორედ იმ დროს როდესაც ბათუმში წამოსვლა გადავწყვიტე, ღმერთო გამოცდას მიწყობ?
რა ვქნა?
როგორ მოვიქცე?
მაქ კი არჩევანი?
დავრჩე აქ და ვიტანჯო?
თუ წავიდე, წავიდე და ჩემ დას იმედები გავუცრუე?
ეს ის სიტუაციაა როცა ვერაფერს ვიზამ, აქ არც მოგონებების ღრმად დამარხვა შეიძლება, არც მათგან გაქცევა რადგან ისინი უკვე ამოტივტივტივდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent