შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი VII)


22-02-2017, 18:55
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 407

**
–ნუკ,ჩამო დაბლაა მოვედი
–მოვდივარ
მალევე ჩავიდა ქვემოთ.დაჩი მოტოციკლეტის გარეშე დახვდა..
– შენი რაში ვერ გამოიყვანე ტყვეობიდან ??
– რაღაც საბუთებიაო მოსაგვარებელი და ხვალ იქნება.
– ძაან კარგი ცოტა გავისეირნოთ ფეხითაც არ გვაწყენს.
– ერთი მაგარი ადგილი უნდა გაჩვენო..
– კაი წავიდეთ.
მთელი გზა ხელიხელგადახვეულები მიდიოდნენ.დაჩიმ ერთ კორპუსთან მიიყვანა.ნუკა გაკვირვებული იყურებოდა აქეთ–იქით.
– ხოო ლამაზი კორპუსია.ეს უნდა გეჩვენებინა ??
– აჰაჰაჰჰა,არა სულელო.რაც უნდა გაჩვენო მაღლაა.
ჩაჰკიდა ხელი და მეთექვსმეტე სართულის სახურავზე აიყვანა.რომ ავიდნენ ნუკა მაშნვე მივარდა მოაჯირს.
– ვის გაუგია სახურავზე მოაჯირი...
– რას ქვია გოგო გადახედვა რომ მოუნდეთ აქედან და თავი ვერ შეიკავონ?
– მაშინ თუ არ შეუძლიათ ნუ მივლენ.
– რა არანორნალური მყავხარ–მიუახლოვდა დაჩი უკნიდან და ხელები მოჰხვია წელზე.
– ძაან მაგარი ხედია.
– კი გეთანხმები,მაგრამ აქ ამ ხედის საჩვენებლად არ მომიყვანიხარ...
– აბა ?
– აი იმ ხედის–ზემოთ აჰხედა ვარსკვლავებიან ცას და სავსე მთვარეს.
– –რა სილამაზეა.–აღტაცება ვერ დამალა ნუკამ.
სახურავზე ნახევარმთვარის ფორმის ჭრილები იყო,რომელშიც ჩაწოლა შეიძლებოდა და ვარსკვლავებზე დაკვირვება.
– აუ რა ცუდია პლედი რომ არ გვაქვს..–სინანულით თქვა ნუკამ
– და ვინ თქვა რომ არ გვაქვს ?–ჰკითხა დათუნამ.
საიდანღაც გამოაძვრინა პლედი და დააფინა.მოხერხებულად გადაწვნენ ხელები თავქვეშ ამოიდეს და დაიწყეს,ყურება
– საგულდაგულოდ მომზადებულხარ,რამდენ გოგოსთან გაგიკეთებია ეს შთაბეჭდილების მოსახდენად?
– უჰ ვერ დავითვლი რამდენ ვარსკვლავსაც ხედავ ცაზე იმდენთან და მგონი მარტო შენზე არ გაჭრა
– კარგი ერთი რა,ეს სტანდარტული კინოს ფრაზები არ გვინდა –სიცილით უთხრა ნუკამ.
– მაჩოს როლს ვირგებ გოგო დამაცადე–სიცილითვე უპასუხა დაჩიმ .
– შენ მოირგე მე კიდე მანამდე ცას დავაკვირდები.მოიცა მოიცა,ის ვარსკვლავი ვარდება ??
– კი ,ახლა არ მითხრა მოდი სურვილი ჩავიფიქროთო, თორემ დაგცინებ
– რა იდიოტი ხარ,რა თქმა უნდა არა ,უბრალოდ მომწონს ხედი რომელიც ჩემს წინაა.
– მეც ძაან მომწონს ხედი ,რომელიც ჩემს წინაა–თქვა დაჩიმ და თვალებში ჩახედა.
– კაი ერთი არ გადამრიო–უპასუხა ნუკამ.
დაჩი ნელნელა უახლოვდებოდა ნუკას და არც მას გაუწევია წინააღმდეგობა.რაღაც მომენტში გონება დაებინდათ ორივეს და ამ ვნებით აღსავსე კოცნით ტკბებოდნენ.ამ დროს დარეკა ნუკას ტელეფონმა და მოულოდნელობისგან გულგახეთქილმა ნუკამ დაჩის ტუჩზე უკბინა.
– ხო დეე?
– სად ხარ გოგო ამ შუაღამეს?
– კორპუსთან ვარ დეე მალე მოვალ..–კაი ხო გელოდები 12 ის ნახევარია უკვე .
– ხო დედა მოვალ მალე–უთხრა და გაუთიშა.
– რატომ მოატყუე?
– არ მომიტყუებია,მე ვუთხარი კორპუსთან ვარ მეთქი,არ დამიკონკრეტებია რომელთან,თეორიულად კორპუსის გვერძე ვარ და მან თუ სხვა იფიქრა ,მე რა შუაში ვარ ?
კაი ეგ დაივიწყე..ძაან გეტინა?მაპატიე რა,ტელეფონის ზარმა გამიხეთქა გული,ერთი ორი დღე და გაგივლის.
– არაუშავრს,მაგრამ რომ გამიგონ სახლიდან აღარ გამომიშვებენ–სიცილით უთხრა დაჩიმ
– რა გენაღვლება გენაცვალე ბიჭი ხარ,მე კიდე სულ რომ 40– ის რომ ვიყო დედა მაინც მკითხავს სად ვარ და ვისთან ერთად,სახლში რომ ავალ მერე ნახე შენ
– მერე შენც უთხარი სიმართლე..
– მორჩი ახლა ღადაობას და სახლში გამაცილე.
– ხო კაი წამო წავიდეთ.
***
– –ოოჰ მობრძანდა ქალბატონი,სად ბრძანდებოდი ან ვისთან ერთად?
– კარგი რა მეგი ბავშვებთან ერთად ვიყავი სასეირნოდ და მომაცილეს სახლამდე,რა პრობლემაა ვერ ვხვდები.
– ის პრობლემაა ,რომ ბოლოს მასე ბავშვებთან ერთად რომ ისეირნე,მამიდაშენთან ისე გავარდი არც არაფერი აგიხსნია ჩვენთვის.
– კარგი რა ,კარგი რა მართლა და მართლა.დამანებე თავი წავალ ვიბანავებ–ტონს აუწია ნუკამ და აბაზანის კარი მოაჯახუნა.ეს თემა მას აღიზიანებდა და არასასიამოვნო მოგონებებს უღვიძებდა.მაგრამ ნახევარმა საათმა ცხელი შხაპის ქვეშ გამოიყვანა მდგომარეობიდან.
აბაზანიდან რომ გამოვიდა,შუქი ჩამქრალი დახვდა.ყველა დასაძინებლად წასულიყო. მანაც თმა გაიშრო და თავისი საღამური ჩაიცვა.სარკის წინ ტრიალი უყვარდა.ხან ტუჩებს მოპრუწავდა ხან თმას აიწევდა და ასე გაჰყავდა დრო.ცოტახანში უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი.
– დიახ?
– ჩამოდი შენს სახლთან ვარ
– ვინ ხარ?
– ახლა ვერ მცნობ ხო??დათუნა ვარ
– ჯერ ეს ერთი ჩემი ნომერი ვინ მოგცა,მეორეც აქ რა ჯანდაბა გინდა?
– ჩამოდი და გაიგებ
– ეგღა მაკლია რაა აბა კარგად იყავი.–უთხრა და გაუთიშა.
ისევ გადმორეკა
– არ ჩამოვალთქო რა ვერ გაიგე,ახლა უნდა დავიძინო
– აი ეგ სულ არ მაინტერესებს,სალაპრაკარო გავქვს,და შენ თუ არ ჩამოხვალ იცოდე მე ამოგადგები.
– რა ვქნა ეს იდიოტი მართლაა ამის გამკეთებელი–იფიქრა მან.
– კარგი ხო ჩამოვალ დამელოდე.
ხალათის ამარა ფეხაკრეფით გავიდა სახლიდან და ჩავიდა.მას დათუნა ელოდა მანქანაში.ნუკა მივიდა,მანქანის კარი გამოაღო და გვერძე მიუჯდა.
– რა გინდა ამ შუაღამისას?
– კიდე ,მე რა მინდა ??
– ხო რა გაგიკვირდა ერთი ?
– არაფერი არ გამკვირვებია რას ამბობ-უთხრა და ის ბარათი მიაწოდა,რომელსაც გარედან მოტოციკლეტი ეხატა, შიგნით კი ეწერა :“მადლობა დაუვიწყარი გასეირნებისთვის,იმედია შენც ისევე იხალისებ როგორც მე გამახალისე“.
– ეს რა არის ?-მოისულელა თავი ნუკამ
– რას ქვია რა არის ? ეს ის ბარათა დღეს რომ დამიდე პირსახოცზე იმ კრემთან ერთად..
– და საიდან მოიტანე ,რომ მე დაგიდე
– კარგი რა,მოტოციკლთან მარტო შენ ასოცირდებოდი..
– აა ანუ აღიარებ რომ შენი ნაჩალიჩარია ხომ ??
– ხო! ვაღიარებ,მერე ??
– რაღა მერე,უი მართლა ქავილი კიდე გაწუხებს ?-დამცინავი გამომეტყველებით ჰკითხა
– არა აღარ, მადლობა რომ მკითხე.
– მოკლედ მითხარი ახლა რა გინდა ბევრი დრო არ მაქვს, „წილი ნაყარია“.ახლა ხომ გავსწორდით.
– კი და იმედია აღარ გვექნება ურთიერთობა,პატარა ბავშებთან საერთო არაფერი მინდა რომ მქონდეს..
– აა მასე ხო ?? თუ მასეა შეგეძლ ეს საქმე ტელეფონითაც მოგეგვარებინა ან საერთოდ დაგეიგნორებინა,მაგრამ არაა, მაინც და მაინც სახლში უნდა დამდგომოდი ღამის 2 საათზე იმის მოსასმენად რაც ისედაც კარგად იცოდი!! რა ჰქვია ამას ??
– რა ჰქვია და დაუვიწყარი სიყვარული,მინდოდა დავრწმუნებულიყავი იმაში ,რომ დღემდე გიყვარდი.შენც ასევე შეგეძლო დაგეიგნორებინა ჩემი საქციელი,მაგრამ არც შენ გაგიკეთებია,შურისძიება მოინდომე..
– ბიჭო შენ სხვის საკუთრებას შეეხე და მე პირადად შენ ,განსხვავებას ვერ ხედავ ??საქმე იმაშია რომ ეჭვიანობამ დაგახრჩო,სხვა ახსნას ვერ ვპოულობ
– კაი რაა..რადგან შენ ვერ პოულობ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მიზეზი არააა
– ანუ შენ..გინდა თქვა რომ არ ეჭვიანობ და არ შემოგრჩა გრძნობები-ამას უებნებოდა ნელა,ჩურჩულით ,თანდათან მის სახეს უახლოვდებოდა.ტუჩებს შესახებად მილიმეტრი ეკლდებოდა,თან თვალებში უყურებდა
– მე,მე მე ..არრრ
– ჩჩჩ,ნუ გააფუჭებ ამ წუთებს -კიდევ უფრო წინ მიიწევდა წინ,და მის კვალდაკვალ დათუნა– უკან.დათუნა შეიპყრო სურვილმა,ჭკუიდან გადაყავდა ამ გოგოს და ნელ-ნელა ნებდებოდა ნუკას მაცდურ ტუჩებს,ახლა ნუკა იხევდა უკნა,ნელ-ნელა მძიმე სუნთქვით და დათუნა სულ უფრო და უფრო წინ იმის მოლოდინში, რომ ნუკა აკოცებდა, გაშეშდა. ერთი დიდი სანახაობა იყო,წინ წამოწეული დათუნა დახუჭული თვალებით და წინ წამოწეული ტუჩები კოცნის მოლოდინში.გონს ნუკას სიცილმა მოიყვანა.
– ჰაჰ,ნწნწნწნწ .ეეჰ დათუნა დათუნა ,მე ბავშვი ვარ , ჩემთან ურთიერთობის ქონა არ გინდა და მაინც სურვილი გკლავს რომ 1 წამით მაინც წარმოგვიდგინო ერთად,ის თუ როგორ ეხება ჩვენი ტუჩები ერთმანეთს და ეს გრძნობა გაგიჟებს,აბა ეგ როგორ შეიძლება.-უთხრა ეს და კარის გაღება დააპირა,მაგრამ დათუნა მძღოლის მხრიდან კარი ჩაკეტა და დაქოქა მანქანა.
– ეგრე ხო ?თუ მასე ფიქრობ მოდი ცოტა გავისეირნოთ
– გიჟი ხომ არ ხარ ,დროზე გამიღე კარი
– რაიყო ნუკა,ხომ არ შეგეშნდა
– ჰაჰ,არასოდეს,უბრალოდ არ მინდა შენთან არც ლაპარაკი და არც შენ გვერდით ჯდომა.
– მაგრამ მოგიწევს ....
– კარგი გააჩერე ახლავე მანქანა..
– კი ბატონო-უთხრა დათუნამ და გააჩერა ტყის პირას.მანქანას მოუარა,ნუკა ძალით გადმოიყვანა,და ხელში აიყვანა.
– რას აკეთებ,ჩამომსვი ახლავე,იდიოტო,კრეტინო,ნეანდერტალელო ჭკუასუსტო.
– იყვირე რამდენიც გინდა,ამ გამოყრუებულ ტყეში მხოლოდ მგლები თუ გაიგებენ შენს ყვირილს.თავისიანის კი მოერიდებათ,მაგრამ ვერ გიშველიან
– ჩამომსვი ახლავე ,ახლავე-ყვირილით უმეორებდა ნუკა
– კაი ხო გსვამ ,გსვამ,ოღონდ დაწყნარდი მშვიდად ისუნთქე,ჩაისუნთქე,ამოისუნთქე.
– რა გინდა აქ რისთვის მომიყვანე?
– აქ ვიქნებით მანამ სანამ არ აღიარებ რომ ისევ გიყვარვარ..
– რაიყო ასე ძალიან გინდა მასე რომ იყოს არა?-ცინიკური სახით უთხრა
– არ მინდა ვიცი რომ მასეა ...
– დღეს დაეცი და თავი მიარტყი რამეს ?
– არაა...თავს შესანიშნავად ვგრძნობ.მიპასუხე მასეა თუ არა...
– რა გინდა ადამინო? რატომ არ მასვენებ, რა გინდა არ გეყო რაც გამიკეთე?-ყვირილით და აკანკალებული ხმით უთხრა,სადაცაა ტირილიც უნდა დაეწყო,მაგრამ თავი შეიკავა.
– იმიტომ არ გასვენებ რომ მიყვარხარ და ვიცი რომ შენც-დაუყვირა დათუნამ,გულში ჩატოვებული წყენა და ბრაზი ამ ერთ წინადადებაში გამოიხატა,ამის თქმას არ აპირებდა,მაგრამ წამოსცდა ინსტინქტურად ..
– გაიმეორე??
– მიყვარხარ,მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები-მიუახლოვა და წელზე მოხვია ხელები.-შენ არ იცი რა მემართებოდა იმ იდიოტთან ერთად რომ გხედავდი.ტვინში სისხლი მექცეოდა,დღეს აუზზე რომ დაგინახე ,გული გამიჩერდა,არ ვიცი შესაძლებებლია თუ არა ასეთი ლამაზი იყოს ადამიანი და დღითიდღე უფრო ლამაზდებოდეს.ჭკუას ვკარგავ შენზე და სანამ შენც არ აღიარებ ამას, აქედან ფეხს არ მოვიცვლით..
– დაამთავრე ???
– კი,დავამთავრე-მის პასუხს აღარ დაელოდა თავისკენ მიითრია და აკოცა.ის რასაც ამდენი ხანი ელოდა,მის ხელში იყო.ნუკა თავიდან წინააღმდეგობას უწევდა,მაგრამ ბოლოს თავი ვერ შეიკავა კისერზე მოხვია ხელები და გრძნობებს აჰყვა.ასე იდგნენ საკმაო ხანი,ბოლოს ნუკა გონს მოეგო და ხელი ჰკრა.
– გაჩერდი
– რაიყო რა დაგემართა...
– ასე არ შეიძლება,მე შეყვარებული მყავს შენ კიდევ მორიგი ნაშა,არ შემიძლია მასე მოვექცე დაჩის.
– მოიცა მანამდე დაჩი არ გყავდა რომ მიწვევდი და ბოლოს შენი ტუჩები მეხვეწებოდნენ ,რომ არ გავჩერებულიყავი??
– არაა მოიცა მოიცა, ეს შენ მაკოცე და კუთხეში მიმიმწყვდიე.
– თავიდან კი მაგრამ შეგეძლო თავიდანვე ხელი გეკრა,მაგრამ არ გააკეთე ეს
– არ შემიძლია,დაჩი რომც არ ყოფილიყო მაინც არ შეგირიგდებოდი..
– კი მაგრამ რა დავაშავე???
– ბედავ და კიდევ მეკითხები?
– კი გეკთხები ქალბატონო,იმიტომ რომ როგორღაც ისე მოახერხე რომ არაფერი აგიხსნია,არც კი დაგირეკავს და ერთი SMS-ც არ გამოგიგზავნია,დაადე თავი და მოხიე ესპანეთში,ასე რომ ასახსნელი დაგრჩა რაღაც.
– წარმოუდგენელია,ამდენი ხნის განმავლობაში რაც ერთად ვიყავით ელენესთან ერთად დაეთრეოდი,მღალატობდი და ალბათ როგორ დამცინოდით სანამ იაფასიან სასტუმროში ერთობოდით და კიდევ მე დამრჩა რამე ასახსნელი ?!..
– რას ბოდავ გოგო ??
...



№1 სტუმარი teo

Motxroba dzalian momwons da es gogo dachistan momwons dzalian :D mastan datovee

 


№2  offline წევრი tatiko.1995

Mmmm velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent