შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (V თავი)


22-02-2017, 20:42
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 005

მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა, რომელიც კართან შეწყდა. საკეტის ხმაურმა გამოაფხიზლა. კარიც გაიღო და წინ მაღალი, ნაცნობი სილუეტი აისვეტა.
-გელოდებოდი. შემოდი. - მამაკაცი გვერდით გაიწია და ნია ოთახში შეატარა.
კარის ხმაურიან მიხურვაზე გოგონა შეკრთა და უკან მობრუნდა.
-თავიდან მეგონა არ მოხვიდოდი, თუმცა საბედნიეროდ შევცდი. - უემოციოდ საუბრობდა მამაკაცი. სახეზე ერთჯერადი მიმიკა აკვროდა, რომელსაც არასდროს ცვლიდა. მხოლოდ ერთი-ორჯერ შეამჩნია ნიამ მთელი მათი ნაცნობობის განმავლობაში, რომ ეს უემოციობა ირონიამ ჩაანაცვლა. ხანდახან კი ზიზღიც გაკრთებოდა მის მოუხეშავ სახეზე.
გოგონას მანტო ჩამოართვა, შემოსასვლელში მიკიდა, ცალი ხელი წელზე მოხვია და ოთახში შეიყოლა.
-დაჯექი, - მიუთითა იქვე მდგომ ტყავის შავ დივანზე - და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. - მოვალეობის მოხდის მიზნით ისროლა სიტყვები.
-გმადლობ -გოგონამ ადგილი დაიკავა და იქაურობის ყურადღებით თვალიერებას შეუდგა.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, თანამედროვე, პატარა კომფორტული ბინა იყო. ნაცრისფერ და თეთრ ტონალობაში გადაწყვეტილი კედლები, უცნაური, ცივი კომფორტის გრძნობას ქმნიდნენ და შესანიშნავად ეხამებოდნენ ოთახში გამეფებულ ნაცრისფერ ატმოსფეროს. მისაღები და სამზარეულო გაერთიანებული იყო და ერთმანეთისგან პატარა ბარით გამოიყოფოდა. კედლებზე ერთმანეთისგან მოშორებით რამოდენიმე სიურრეალისტური ნახატი ეკიდა. ბინა მინიმალისტურ სტილში იყო გადაწყვეტილი. ეტყობოდა მფლობელის კარგი გემოვნება.
ოთახში ახლად შემოსული სანდრო უხმოდ, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბარს, სასმელი აიღო და ჭიქაში ჩამოსახა. გოგონასკენ შემობრუნდა. ნელა, დაკვირვებით ათველიერებდა, მის რეაქციებს სწავლობდა, თან სასმელს წრუპავდა. ბოლოს ჭიქა ხმაურით დაახეთქა ბარზე.
-წამომყევი - ხელით ანიშნა გოგონას და ოთახი დატოვა.
ნია დაბნუელი წამოდგა ფეხზე და მამაკაცს მიჰყვა უკან. საძინებელ ოთახში რომ აღმოჩნდა კართან შედგა.
სანდრო საწოლზე იჯდა და მას უყურებდა.
-გაიხადე - განაჩენივით გაიჟღერა მისმა ხმამ.
ნიამ ღრმად ამოისუნთქა და სვიტერი, ნელა გადაიძრო, შემდეგ ფეხსაცმელები და შარვალიც მის გზას გაუყენა. მხოლოდ საცვლების ამარა დარჩა ოთახში.
-საცვლებიც - ისევ გაისმა მამაკაცის ხმა.
გოგონამ ხელისკანკალით გაიძრო ჯერ ლიფი, შემდეგ ქვედა საცვალიც. ახლა სრულიად დედიშობილა იდგა იმ მამაკაცის წინაშე, რომლის მიმართაც მხოლოდ შიშისა და ცოტაოდენი ზიზღის გრძნობა ჰქონდა. სირცხვილისაგან ალმოდებული, შუა ოთახში იდგა. თავდახრილს თმები წინ გადმოეყარა, ხელებით ცდილობდა სხეულის ნაწილები დაეფარა, თუმცა ამაოდ.
მამაკაცი წამოდგა და მიუახლოვდა. წელზე ხელი მოხვია და მთელი ძალით აიკრო სხეულზე. გოგონა შეკრთა და აფორაჯებულმა ახედა ქვემოდან. ახლა შეამჩნია თუ რამდენად მაღალი იყო სანდრო. თვითონაც კი ნიკაპამდე ძლივს სწვდებოდა. მამაკაცი კვლავ უემოციო სახით დაჰყურებდა და საწოლისაკენ მიჰყავდა გოგონა. ბოლოს ზედ მთელი ძალით დააგდო და თვითონ ზემოდან მოექცა. მხურვალე სუნთქვა იგრძნო ყელთან, შემდეგ კი ცხელი ტუჩები, რომლებიც ნელ-ნელა დაცოცავდნენ და ქვემოთ მიიწევდნენ. შეშინებული და უჩვეულო მდგომარეობით შოკირებული ყველაფერს გრძნობდა გარდა სიამოვნებისა. მამაკაცი ნელა დაატარებდა ხელებს მის სხეულზე, ბოლოს კი მკერდზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რამაც გოგონას ამოკივლება გამოიწვია. მამაკაცი უცებ მოშორდა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო, ბოლოს კი კვლავ გოგონას მიუბრუნდა რომელიც მისი შიშველი სხეულისათვის თვალის არიდებას ცდილობდა და ამიტომ გვერდით იხედებოდა.
-ასეთი მორიდებული თუ იქნები ვერაფერს ისწავლი. - უცნაურად, უფრო მეტად დაბოხებული ხმით უთხრა მამაკაცმა. ისევ ზემოდან მოექცა გოგონა და დაწყებული საქმე გააგრძელა.
ახლა უფრო მეტად მოეძალა შიში და გაქცევის სურვილი. მზად იყო მიღებულ წინადადებაზე აური ეთქვა და აქედან სასწრაფოდ გაქცეულიყო, მაგრამ მოულოდნელად მამაკაცი მის ფეხებს შორის მოექცა და გოგონამ მწვავე ტკივილი იგრძნო, შეჰკივლა და ხელებით განიერ მხრებს ჩააფრინდა. ყოველ ჯერზე უცვლელ მწვავე ტკივილს გრნობდა, თვალიდან ორიოდე ცრემლიც ჩამოუვარდა; რამოდენიმე წუთის შემდეგ კი მამაკაცის გათანგული , ოფლისნი სხეული მის ზემოდან ეგდო და ღრმად სუნთქავდა, თავი გოგონას კისერში ჩაერგო.
გოგონა კი უგრძნობი სხეულითა და უგრძნობი სულით ჭერს აშტერებოდა. მომხდარს ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა. მართალია რამოდენიმე დღის წინ თამამად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლო რამოდენიმე საათში განვითარებულმა მოვლენებმა მხოლოდ შფოთი და აურზაური მოიტანა მის სულში. უცხოობის შეგრძნება არ ტოვებდა..

გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. ალბათ ოთხი საათი იქნებოდა. ოთახში გრძელი ფანჯრიდან გაცრეცილი ლამპიონების სინათლე აღწევდა და საწოლზე მოთავსებულ ორ დედიშობილა სხეულს ეცემოდა.. სამარისებულ სიჩუმესაც ქუჩიდან შემომავალი იშვიათი ხმაური არღვევდა. რამოდენიმეჯერ სავარაუდოდ სპორტულმა მანქანამ ჩაიქროლა ძრავის ბღუილით, შემდეგ კი ქუჩა ისევ მიყუჩდა. ღამეული ქალაქის მოჩვენებები ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე დათარეშობდნენ...
გოგონას ზემოდან ისევ იმავე პოზაში მოქცეულ მამაკაცს ალბათ კარგა ხანია ჩასძინებოდა. მისი სუნთქვა თანაბარზომიერი და მშვიდი გამხდარიყო.. ერთი შეხედვით უწყინარ არსებას მოგაგონებდათ. არადა რამოდენიმე საათის წინ მისთვის მონსტრს, მხეცს, ან რაც გინდათ უწოდეთ, უბრალოდ შიშის მომტანს წარმოადგენდა. გოგონა ოდნავ შეიშმუშნა, როგორც შესაძლებელი იყო კომფორტულად მოეწყო. თვალი ფანჯრიდან შემომავალ შუქს გაუსწორა. თანდათან თვალები დაუმძიმდა, საოცარი დაღლილობა იგრძნო. ნელ-ნელა ძილბურანში ეხვეოდა. უკანასკნელი რასაც გრძნობდა მასზე მოქცეული მძიმე სხეული და ყელთან არსებული თბილი სუნთქვა იყო. შემდეგ კი გაითიშა...
ხმაურმა გამოაღვიძა, თუმცა გამოფხიზლებისა და შეგრძნებების დაწყების წამიდანვე თავი იჩინა მწვავე ტკივილმა, რომელსაც სადღაც ქვემოთ გრძნობდა. მთელს სხეულში ტეხდა უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. თვალები ნელა გაახილა და გარემოს მოავლო თვალი. მაშინვე მთელი სიცხადით დაეჯახა წუხანდელი მოვლენების მოგონება და სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება აესახა. თავი საოცრად უხერხულად და არაკომფორტულად იგრძნო. ტუმბოზე დადებულ საათს გადახედა. უკვე თორმეტი ხდებოდა. ნელა წამოიწია, ორგანიზმში აბუყბუყებული ტკივილი დააიგნორა და მოშიშვლებულ სხეულზე ზეწარი მიიფარა.
ოთახში მარტო იყო. სანდრო არსად ჩანდა. არც წყლის ხმა გამოდიოდა სააბაზანოდან. ხელი აწეწილ თმებში შეიცურა და ოთახს მზერა მოავლო. თავის ტანსაცმელს ეძებდა, რომელიც იატაკზე იყო მიმოფანტული. ძლივს წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. ხუთ წუთში უკვე გამზადებული იდგა შუაგულ ოთახში. დროა სანდრო ეპოვა და დალაპარაკებოდა. თუმცა რა უნდა ეთქვა? მით უმეტეს გუშინდელის შემდეგ. კარის სახელური ნელა ჩამოსწია და სასტუმრო ოთახში ქურდივით გაიპარა. აქაც არ ჩანდა მამაკაცი. „ნეტა სად წავიდა? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მით უკეთესი თუ დღეს არ შევხვდები.“ გაიფიქრა და წასვლა გადაწყვიტა. ის იყო შემოსასვლელი კარი გააღო, რომ შეხტა. მის წინ სანდრო იყო. ჩვეული უემოციო სახით.
მამაკაცმა ოთახში შემოაბიჯა. ნიაც უკუსვლით შემოჰყვა.
-აბა. გისმენ.
-რა? ვერ გავიგე...
-რას იტყვი წუხანდელ ღამეზე. -სახეზე ირონია აღებეჭდა.
-და რა უნდა ვთქვა?
მამაკაცს ისევ შეეცვალა მზერა და კვლავ უემოციო გახდა.
-არც არაფერი. დღეს დაისვენე. ხვალ იგივე დროს მოხვალ.
-გასაგებია. - უპასუხა გოგონამ და შესაშური სისწრაფით დატოვა სახლი. გარეთ გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ლოდი ეკიდა და ახლახანს მოიშორაო.

სახლში ფეხაკრეფით შევიდა. ფიქროდა რომ სოფოს ეძინა, მაგრამ მისდა გასაკვირად ქალი მისაღებში ყავით ხელში იჯდა და აშკარად გოგონას ელოდებოდა.
-გამარჯობა. - ცოტა უხერხულად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-გამარჯობა. - მასზე თვალმოუშორებლად უპასუხა ქალმა, ყავა პატარა მაგიდაზე დადგა და ფეხი ფეხზე გადაიდო. - აბა, როგორი იყო. გაამართლა შენი იმედები? -ხმაში ოდნავი ირონია და ბრაზი იგრძნობოდა.
გოგონამ უხერხულად მოარიდა თვალი.
-დაიმახსოვრე ეს შენი არჩევანი იყო. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და გაგაფრთხილე, მაგრამ შენ არ მომისმინე. ახლა კი უკან დასახევი გზა აღარ გაქვს.
-ვიცი -ცივად მიუგო ნიამ, ზურგი შეაქცია და სააბაზანოში შევიდა.
შხაპის ქვეშ იდგა. აუტანელ ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს აიგნორებდა და მთელი ძალით იხეხავდა სხეულს. თავს ბინძურ, ზნედაცემულ ქალად თვლიდა. „მალე ესეც გაივლის.. მივეჩვევი“ ფიქრობდა და თბილი წყლის მის სხეულზე სასიამოვნო ლივლივით ტკბებოდა.
შემდეგ ონკანი გადაკეტა, ტანი გაიმშრალა, ჩაიცვა და მისაღებში გავიდა. სოფო არსად ჩანდა, თავის ოთახში იყო შეკეტილი და იცოდა, რომ საღამომდე არ გამოვიდოდა. სადილი გაიმზადა. სამზარეულო მიალაგა, შემდეგ კი დივანზე მოკალათებული უაზროდ მიაჩერდა ტელევიზორს. არხიდან არხზე გადადიოდა და საინტერესოს ვერაფერს პოულობდა, ბოლოს ნერვებმოშლილმა გამორთო და ცოტა ხნით დაძინება გადაწყვიტა.
რომ გამოფხიზლდა უკვე საღამო იყო. ოთახში სანახევროდ აღწევდნენ ჩამავალი მზის მოწითალო სხივები. კარის ხმა გაიგო და ოთახიდან სოფო გამოფრატუნდა ნახევრად გახსნილი ხალათით, ნამძინარევი სახით. ნას გვერდით დაიკავა ადგილი და დაიწყო
-გუშინ სანდრომ ყველაფერი მითხრა. არ ვიცი ეს რად უნდოდა. რაში სჭირდებოდა შენთან დაწოლა. ვერ მივხვდი. თუმცა ეს თქვენი საქმეა. დღეს კიდევ უნდა შეხვდე?
-დღეს არა. ხვალ.
-კარგიი. -ტუჩები მოკუმა და წამოდგა. - მე წავალ გავემზადები, თორემ დავაგვიანებ.
ორიოდე საათში გამზადებული სოფი კართან იდგა.
-დროებით აბა. სანდროს რამე ხომ არ გადავცე?
-არა. თუ რამის თქმა დასჭირდება ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს და დამირეკავს. -ცოტა არ იყოს უხეშად უპასუხა ნიამ.
-როგორც გინდა.- უდარდელი იყო ქალის პასუხი. კარი გაიხურა და წავიდა.
მთელი საღამო ნერვებმოშლილი იყო. გულს ვერაფერს უდებდა, თუმცა იმასაც ვერ ხვდებოდა თუ რამ გამოიწვია მისი განწყობის ასე უეცარი ცვლილება. ადრე თუ მომავლის, უკეთესის იმედი ჰქონდა, ახლა ეს ყველაფრი ძალზედ ბუნდოვანი იყო. მცირეოდენ სასოწარკვეთასაც მოეცვა მისი არსება. „ვითომ შენ არ აირჩიე ეს გზა“ ნერვებმოშლილმა შესძახა საკუთარ თავს და შუქი ჩააქრო.
შუაღამით კვლავ კოშმარი ესიზმრა.
-იცი, მგონი სესხის გადავადების უფლებას მომცემენ, თუმცა მერე რა თქმა უნდა უფრო მეტი მექნება გადასახდელი. - საუზმობისას უცებ თქვა სოფიმ და დანით კარაქი სქლად გადაუსვა პურს.
-კარგია. გილოცავ.
-აჰა. შენ ლალიტას არ იცნობ რა თქმა უნდა.
-არა. აბა საიდან.
-ამ დღეებში გაგაცნობ. ერთად მოგვიწევს მერე თევზაობა.
-ვერ გაავიგე? - გაკვირვებულმა გახედა ნიამ.
-ლალიტა ასე ეძახის - ჩაიფხუკუნა სოფიმ. -ანუ კლიენტების პოვნა რაა. ახლა ხომ გასაგებია?
-კი, გასაგებია.
-ამ დღეებში სადმე გავიდეთ სამივე ერთად. თან რაიმე შესაფერისი ტანსაცმელიც ხომ უნდა შევარჩიოთ შენთვის. ასე ჩაცმული არ გამოგვადგები. მოკლედ. მე წავედი. მეგობარს უნდა შევხვდე.
-მეგობარს?
-ხო. შენ არ იცნობ.
-აქამდე მითხარი, რომ მეგობრები არ გყავდა.
-ეს ახალი მეგობარია.
ქალი წამოდგა და ოთახში შევიდა. დაახლოებით ნახევარ საათში უკან დაბრუნდა საგარეო ტანისამოსში გამოპრანჭული.
-მითხარი, ეს კაბა მიხდება? თუ გამოვიცვალო?
-არა, შესანიშნავად გამოიყურები.
-კარგი, მაშინ წავედი. არ მოიწყინოო.
უჩვეულოდ კარგ ხასიათზე მყოფმა კიდევ ნახევარი საათი იტრიალა სარკის წინ. შემდეგ კი კარი მიხურა და წავიდა.
ნიამ ჯერ ყველა ოთახი მოიარა... ყველა დეტალი დაკვირვებით აათვალიერა. ყველა წიგნს გადახედა. შემდეგ კი აფორიაქებული ჩამოჯდა დივანზე. ამაღამ კიდევ უნდა შეხვედროდა სანდროს. პირველი სექსის შემდეგ განცდილი უსიამოვნო გრძნობა არ ტოვებდა. ახლა უფრო მეტ შებოჭილობას გრძნობდა ვიდრე პირველ ჯერზე.
„ნეტავ სანდრო როგორ შეხვდებოდა?“ თუმცა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ისევ უემოციო ნიღაბს აიკრავდა. ისევ უხეში იქნებოდა. „ნეტავ ისევ მეტკინება? თუმცა არა! ამაზე არ უნდა ვიფიქრო. იმ წუთებში მაინც უნდა ვიყო მშვიდად, როდესაც მასთან არ ვარ“
შუაღამემდე მოასწრო გამოძინება. შემდეგ კი გაემზადა და დათქმულ დროს ისევ მისი ბინის წინ იდგა და ზარს რეკდა. სანდრომ კარი რომ გააღო, უნებურად გოგონას მზერა მის სხეულზე მიმართული აღმოჩნდა. ეტყობოდა აბაზანიდან ახალი გამოსული იყო. ზემოდან არაფერი ეცვა. მხოლოდ სპორტული შარვალი. ჯერ კიდევ სველ თმას პირსახოცით იმშრალებდა.
-შემოდი.
გოგონა ახლა უკვე შედარებით თამამად შევიდა და საძინებლისკენ მიმავალ მამაკაცს უკან გაჰყვა, თან მისი მხრების მოძრაობას თვალს არ აშორებდა.
ქურთუკი და ჩანთა იქვე სკამზე დააგდო. თვითონ კი სანდროსკენ შებრუნდა, რომელიც უკვე მასთან ძალიან ახლოს იდგა. სიტყვის თქმა არ დააცადა, ისე უეცრად დაავლო მამაკაცმა წელზე ხელი და საწოლისკენ წაიყვანა. ყელთან ხშირი სუნთქვა მიეფრქვა. შემდეგ კი იგრძნო, როგორ გამოდო კბილები კანზე და ტკივილისგან ამოიკვნასა. მამაკაცი უცებ მოშორდა, თუმცა მისი წელიდან ხელები არ მოუშორებია.
-ახლა შენი ჯერია. მინდა, რომ შენ გააკეთო ყველაფერი.
ნიამ ხელები ნელა აასრიალა მამაკაცის სხეულზე თან ცდილობდა, უეცრად დაუფლებული სასიამოვნო შეგრძნებები არ შეეამჩნია. ხელები კსერზე მოხვია, მასთან ახლოს მიიწია და ცხელი კონცა დაუტოვა. შემდეგ კი თავად გაიხადა სვიტერი, შემდეგ შარვალი, მამაკაცი სააწოლზე დააგდო და თვითონ ზემოდან მოექცა. ვერ იჯერებდა, რომ თვითონ აქტიურობდა, თვითონ ეფერებოდა და ცდლობდა მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, თუმცა შინაგანად სირცხვილისაგან იწვოდა. თუმცა მაინც აგრძლებდა დაწყებულს. მამაკაცის მხრებზე, ოდნავ დაკუნთულ სხეულზე დაატარებდა აკანკალებულ თითებს, დროდადრო კი კისერში და მთელს სხეულხე ცხელ კოცნებს უტოვებდა. დამალულმა სირცხვილის გრძნობამ მაინც იჩინა თავი, როდესაც რამოდენიმე წუთის შემდეგ სრულიად შიშველმა მამაკაცმა გვერდითა ტუმბოდან პატარა ფოლგა ამოიღო და გოგონას გაიწოდა.
-ეს არ უნდა დაგავიწყდეს ხოლმე. ახლა პრაქტიკასაც გაივლი როგორ გამოიყენო.
ამის გაგონებაზე გოგონა სირცხვილისაგან აწითლდა და ნელა გამოართვა მამაკაცს.
მეორე წუთს უკვე ერთ სხეულად ქცეულნი სიამოვნების მორევში გადაშვებულიყვნენ. ოთახში გამეფებულ სამარისებულ სიჩუმეს ქალის კვნესა და მამაკაცის ხმამაღალი ოხვრა თუ დაარღვევდა. შემდეგ კი დაღლილი, გაოფლიანებული სხეულით, სრულ აგონიაში მყოფი მამაკაცის სხეულს დაემხო. თავი მის მკერდზე ედო და აჩქარებულ გულისცემას უსმენდა. შემდეგ თბილი ხელები იგრძნო, რომლებიც ნელა დასრიალებდნენ მის წელზე, ზურგზე.

სანდრო ოდნავ წამოიწია, იქვე მიგდებულ გადასაფარებელს ხელი დაავლო და გოგონას გადააფარა. უცნაური გრძნობა ამოუბუყბუყდა სხეულში; არადა ძალიან ბევრნი იყვნენ მის ცხოვრებაში. უფრო გამოცდილები, უფრო ლამაზები, უფრო სექსუალურები და თამამები. ეს გოგონა, კი რომელიც ერთი შეხედვით, თავიდან ბრიყვი, სულელი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რომლის მიმართაც ბრაზი და ცოტაოდენი ზიზღის გრძნობა ჰქონდა, ახლა მის მკერდზე მისვენებული მშვიდად სუნთქავდა. „ალბათ მალე ლალიტასა და სოფოს რიგებს შეუართდება. ისიც ისეთივე კახპა არის როგორც სხები“ გაიფიქრა და გოგონა ნელა გადააწვინა საწოლზე, ისე რომ არ გაღვიძებოდა. თვითონ კი ზურგი აქცია და მშვიდ ძილს მიეცა.
ღამე უცნაურმა ხმაურმა გამოაფხიზლა. თავიდან ვერ გაერკვა რა ხდებოდა. დაბნეული აცეცებდა თვალებს. შემდეგ კი გაახსენდა, რომ ნიას მის გვერდით ეძინა. უცებ გადატრიალდა მისკენ.
გოგონა საწოლში ბორგავდა , აშკარად კოშმარი ესიზმრებოდა, სხეული ოფლისგან დაცვაროდა. რამოდენიმეჯერ ხმმაღლა წამოიყვირა და ერთი-ორი ცრემლიც ჩამოუგორდა.
-ნია! გამოფხიზლდი. ნია! - რამოდენიმეჯერ შეანჯღრია მამაკაცმა და საბოლოოდ გოგონამაც უცებ გაახილა თვალები
-კარგად ხარ?
მამაკაცის შეკითხვას არ უპასუხა. ცოტა ხნის შემდეგ კი თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ემბრიონის პოზაში მოიკუნტა, საბანში ბოლომდე ჩარგო თავი და თვალები დახუჭა. სანდრო კიდევ კარგა ხანს უყურებდა მის ზურგზე ახლახანს ღმოჩენილ მცირეოდენ ნაიარევს, შემდეგ კი თვითონაც ზურგი აქცია და ძილი განაგრძო.

დღეები ერთმანეთის მიყოლებით მირბოდა. ყოველი ღამე კი მათი შეხვედრისას საოცრად ვნებიანი და თავბრუდამხვევი ხდებოდა. გოგონამ აღმოაჩინა, რომ შეუძლია იყოს ქალი, მაცდური, მგრძნობიარე, აჩმოაჩინა ემოციები, რომელიც აქამდე არ განეცადა. ორივე გრძნობდა დაუფარავ შეუკავებელ გრძნობებს რომ იწვევდნენ ერთმანეთში, თუმცა ამის შესახებ სიტყვას არ ძრავდნენ.
ამასობაში ლალიტაც გაიცნო, როდესაც სოფოსა და მასთან ერთად შესაფერისი ტანსაცმნლის ასარჩევად მაღაზიებში გაიარა.
ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, თუმცა მაინც მტკივნეული იყო სანდროს მხრიდან იმის მოსმენა, რომ მეორე დღეს, საღამოს სოფოსთან ერთად ბარში უნდა მოსულიყო.

*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
შეაფასეთ



№1  offline წევრი ჭირვეული

შენ კარგი ხარ, კარგად წერ! აი,ნია კი ნერვებს მიშლის, თავისი უაზრო გადაწყვეტილებით, რისთვის ირჯება მაინც ვერ ვხვდები

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

Chirveuli
შენ კარგი ხარ, კარგად წერ! აი,ნია კი ნერვებს მიშლის, თავისი უაზრო გადაწყვეტილებით, რისთვის ირჯება მაინც ვერ ვხვდები

პირველ რიგში დიდი მადლობა რომ კითხულობ და ასე აქტიურად აკომენტარებ..) რაც შეეხება ნიას, თავადაც არ იცის რისთვის ირჯება. ერთი საკუთარ თავში არეული გოგოა, რომელმაც ცხოვრების მიზანი ვერ მოძებნა და ამ უაზრო ქცევით ცდილობს თავი დაიმკვიდროს..

 


№3 სტუმარი eto

Imedia sandtos garda sxvastan ar eqneba eseti axlo irtiertoba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent