შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2 გრამი სიყვარული (თავი 7)


23-02-2017, 17:04
ავტორი ნიანო
ნანახია 1 741

ლუკა
...........
ბოლოს სახლში ავიყვანე და იქ დავტოვე,მინდოდა მისთვის ყველაფერი მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა.უბრალოდ დავემშვიდობე და წავედი..მიჭირს მის გარეშე, თითქმის შვიდი თვე გავიდა და მაინც ვერ დავბრუნდი..მაგრამ მე ხომ ჩემი ნებით არ მინდოდა აქ ყოფნა..ბიძაჩემმა..მამაჩემმა ძალით გამომიშვა ჩემს დაცვას ცდილობდა მანამ სანამ იმათ არ დაიჭერდნენ..გიორგის მკვლელებს რომლებიც უკვე ჩემზე გადმოვიდნენ..31 დეკემბერი იყო როგორ მინდოდა ახლა საქართველოში,ჩემ გოგოსთან ერთად შევხვედროდი ამ დღეს..მე კი სად ვარ..გამომკეტეს ბერლინის ცივ სახლში და ბედნიერება წამართვეს..მინდა დავურეკო მაგრამ არ შემიძლია ახლა მისი ხმის გაგონება სიკვდილის ტოლფასი იქნება ჩემთვის უნდა გავძლო..ცოტაც უნდაგავძლო..როდესაც გავიგე რომ ავარიაში მოყვა სახლის კედლებს გიჟვით ვაწყდებოდი,რაც მომხვდა ხელში ყველაფერი დავლეწე გავანადგურე ძლივს გამაჩერეს რომ საქართველოში არ წავსულიყავი..მიჭირდა იმის გადატანა რომ შეიძლება დამეკარგა..მერე ჩემ ძმაკაცს ვთხოვე თვალყური ედევნებინა მისი ყველა ნაბიჯისთვის..მიგზავნიდა მის ფოტოებს თუმცა მისი დაბადების დღის შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა ერტხელაც ირაკლიმ დამირეკა და გამომიცხადა რომ აივანზე გადასახლდა,რამდენიმე დღე უყურებდა მის აივანს და მხოლოდ ორი წუთით თუ გავიდოდა ხოლმე მერე ისევ უკან ბრუნდებოდაო..საკუთარი თავი მეზიზღებოდა..მეზიზღებოდა იმისთვის რომ ნიტას ვტკენდი,ჩემ გამო იტანჯებოდა მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა..
31 დეკემბერი იყო ასე 3 საათზე ჩემმა ტელეფონმა დარეკა,ეკრანს დავხედე და საქართველოს ნომრის დანახვამ ლამის გამაგიჟა..ძლივს მოვიკრიბე გამბედაობა და ვუპასუხე
-გისმენთ
-ლუკა,ლუკა შენ ხარ?_ნიტას ხმა იყო,ღმერთო ოღნდ ეს არა
-ნიტა?
-ლუკა იცოდე არ ჩამოხვიდე
-რაა,ნიტა
-გამარჯობა ლუკა_ტელეფონში ჩახლეჩილი ხმა გაისმა..ღმერთო ისაა
-მას არ მიეკარო
-ორ დღეს გაძლევ რომ ჩამოხვიდე და მომძებნო თორემ გპირდები მასაც ისეთს იპოვი როგორ შენი ნაბიჭ*** ძმა იპოვნე.. ჩამოდი და მომძებნე, თუარ გინდა რომ კიდევ ერთი ადამინაის სიცოცხლე გაანადგურო
-მისმინე..მოიცა მომისმინე..ის მალაპარაკე გთხოვ
-გისმენთ
-ნიტა,ნიტა მე ვარ
-ლუკა ეს არ გააკეთო მოგკლავენ
-ჩუ მომისმინე,ძალიან მალე ეს კოშმარი დასრულდება გესმის,უბრალოდ ჩემი დაიჯერე ..ვიცი რომ დამნაშავე ვარ შენს წინაშე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა
-მორჩა მომეცი ტელეფონი
-ნიტა ჩემი დაგაქრვი
ამ სიტყვებთან ერთად ტელეფონმი გაითიშა..ბიძაჩემს დავურეკე და იმ ღამესვე კერძო თვითმფრინავით სქართველოში წამოვედი ვიცოდი სადაც უნდა მეპოვნა,ვიცოდი სად იქნებოდა
........
ნიტა
.........
როგორც კი შემოვბრუნდი ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და და დამაძინა,რომ გამეღვიძა სახლში ვიყავი,ვიღაცის სახლში რომელშიც ახლა ნამდვილად არ ცხოვრობდნენ
-ოჰო პრინცესას გაუღვიძია_ისევ იგივე ხმამ გაკვეთა ჰაერი
-ვინ ხარ?
-როგორ შენმა საყვარელმა ბიჭუნამ არ გიხთხრა ვინ ვარ? ჩემ წინ 40 წელს გადაცილებული კაცი გამოვიდა და გადაყირავებულ ბავშვის საწოლს მიეყუდა
-გამარჯობა ნიტა _ღმერთო რა ნაცნობი სახეა,ვინაა ეს..სადღაც მინახავ..მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო_ მოკლედ ახლა შენს პრინცთან დავრეკავ და ეტყვი რომ დახმარება გჭირდება და გიშველოს გასაგებია?ან რაც გინდა ის უთხარი..მთავარია გაიგოს რომ აქ,ჩემთან ერთად ხარ..
მიუხედავად იმისა რომ შეშინებული ვიყავი , იმის გაგებამ რომ უნდა დაერეკათ და მის ხმას გავიგებდი ჩემში გადტრიალება მოახდინა..ისევ დაისევ მე მის ხმას გავიგებ..მასთან ლაპარაკმა დამანგრია მაგრამ ბოლოს წარმოთქმული სიტყვები,რომელიც ძლივს ისმოდა მაგრამ მაიც გავიგე „ჩემი დაგარქვი“ ეს ყველაფერი იყო.;.ეს ბედნიერებაზე უფრო მეტი იყო..ეს იყო სიტყვები რომელიც არასდროს დამავიწყდება..ფიქრიდან ისევ იმ იდიოტის ხმამ გამომარკვია ნიტა მოდი გავიცნოთ ერთმანეთი
-თავი დამანებეთ
-ოჰო, შენმა ბიჭმა უფროსებთან მოქცევა არ გასწავლა?
-მის სახელს ნუ ახსენებთ,თქვენ მას ძმა მოუკალით მისი სახელის ხსენების უფლება არ გაქვთ_იცით ვერ ვხვდები ამ სიტყვებს რა ღირებულება ქონდა მისთვის მაგრამ ის ნამდვილად შევამჩნიე რომ სახე შეიცვალა და ჩუმად ჩაილაპარაკა
-მე თუ არ მაქ აბა ვის აქვს ამის უფლება ნიტა_ამ სიტყვებთან ერთად ოთახი დატოვა..მინდოდა დამეძინა მაგრამ არ გამომივიდა,ვღელავდი მასზე..არ მინდოდა ჩემს გამო რამე საფრთხეში გახვეულიყო..თავი კედელს მივადე და გავითიშე..არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე მაგრამ ბოლოს ხმაურმა გამღვიძა
-მჭედლიძე, ალყაში ხარ,იარაღი დაყარე და გოგო გამოუშვი, ნუ გვაიძულებ შემოვიდეთ
მჭედლიძე..მჭედლიძე.. ეს გვარი გონებიდან არ ამომდიოდა..ნუთუ ეს მხოლოდ დამთხვევაა და მეტიარაფერი..დაუჯერებელია ის რომ ეს კაცი ლუკას ნათესავი ყოფილიყო მაგრამ ამხელა დამთხვევა?ეს წარმოუდგენელია.. ის კაცი ოთახში შემოვიდა და დიდხანს მიყურა მეგონა მომკლავდა მაგრამ გადავრჩი..ამჯერად გადავრჩი
-მჭედლიძე,გიმეორებთ გადმოგვეცი გოგო და ალყას მოგიხნით_ისევ არ ამოუღია ხმა..გარედან შემოსული ხმაურით თუ ვიმსჯელებთ ალყა მართლა დიდი იყო ეს იცოდა მჭედლიძემ და ხმას ვერ იღებდა მხოლოდ ფანჯარაში იყურებოდა..სახლში სროლის ხმა გაისმა, ნელ ნელა უფრო ახლოვდებოდა.. ბოლოს ვიღაცამ კარი შემოგლიჯა ვიკივლე და თვალები დავხუჭე



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმე რა პატარაა და რა კარგი თავი იყოოო გავგიჟდიიიიიიიი!!!!!!!!

 


№2 სტუმარი forrever12

კაია ოღონდ ძაან პატარა ტავი იკო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent