შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავს დავიხსნიდი ამ სატანჯველი ცხოვრებიდან (6 თავი)


23-02-2017, 17:06
ავტორი Niioo
ნანახია 1 613

მომხიბლავი ღიმილით მოემართება ჩემსკენ ბექა
-ქალბატონო ანასტასია მშვენივრად გამოიყურებით, ძალინ გიხდებათ წითელი ფერი კიდევ კარგი შავი არ ვიყიდე.
ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოთქვა და თვალი ჩამიკრა
-მადლ.. რა?
გვიან გავიაზრე ბექას ნათქვამი და თვალები გამიფართოვდა.
-რას ნიშნავს კიდევ კარგი შავი არ იყიდე, ანუ შენ იყიდე?
-ხო ნასი მე გაჩუქე. იამ მითხრა რომ გაბრაზებული იყავი იმის გამო რომ ისეთი კაბა ვერ იყიდე როგორიც გინდოდა ხოდა მე გიყიდე ისეთი როგორიც მე მინდოდა.
-მადლობა .
მორცხვად ამოვიპრუტუნე და თავი დავხარე.
-აბა ქალბატონო იქნებით ჩემი მეწყვილე?
-რათქმაუნდა მაგრამ შენ აქ საიდან მოხვდი?
-წამო წავიდეთ და შენით მიხვდები
ხელი გადამხვია და ერთერთი მაგიდისკენ წამიყვანა. მაგიდას რომ მივუახლოვდით ნათლად გავარჩიე იქ მყოფი საზოგადოება და მათში ამოვიცანი ბუკა ერთერთი მათგანი ვინც მისაღებში გავიცანი აი ის რო დამცინა.
-გამარჯობათ.
ომახიანად მიესალმა ყველას ბექა. მეც წყნარად ამოვილაპარაკე გამაეჯობათ თქო მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ამჯერად ბუკას ხმამ გაიჟღერა
-ძმაო რატომ არ მითხარი მეწყვილეთან ერთად თუ აპირებდი მოსვლას, მეც წამოვიყვანდი ვინმეს. ძმაო? ეს სატანა ბექას ძმააა?
გაოცებული თვალებით გადავხედე ბექს რასაც მისი გადახარხარება მოჰყვა მას ბუკაც აყვა, მე კი პატარა ბავშვივით გავიბუსხე.
-ხო ნას ბუკა ჩემი ძმაა... ინგლისში იყო და აქამდე მაგიტომ ვერ გაგაცანი.
დიდი სიამაყით წარმოსთქვა ეს სიტყვები და ვაჟბატონს მსუბუქად დაარტყა ხელი მხარზე.

საღამომ მშვიდად ჩაიარა უფრო ახლოს გავიცანი ბუკა, ძალიან საყვარელი და მხიარული ბიჭი აღმოჩნდა, მასთან შედარებით ბექა ძალიან დასტოინი და გაწონსწორებულია. ასევე არაფრით გამორჩეული იყო შემდეგი ერთი თვე, ბოლოს კი გადავწყვიტეთ რომ ბაკურიანში წავსულიყავით იქ დიანას და დანიელს სახლი აქვთ მაგრამ დიდიხანია არავინ არ ყოფილა ამითომაც მე და დიანა რამოდენიმე დღით ადრე დავადექით ბაკურიანისკენ მიმავალ გზას.

რამოდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ მანქანა დიდი სახლის წინ გაჩერდა, პირველად რაც გავიფიქრე ის იყო რომ ამას რა დაალაგებს თქო.
-წამო ნას სახლში შევიდეთ ოთახები ავირჩიოთ შემდეგ კი დალაგებას შევუდგეთ.
- ვაიმეეე.....
იმხელა დავიყვირე დიკო შეხტა -რა იყო გოგო რა მოხდა?
ისეთი შეშინებიული ხმით მკითხა სიცილი ძვლივს შევიკავე მაგრამ ახლა ამის დრო არ არის ... აბა რა დაალაგებს ამხელა სახლს.
-ვაიმე ფეხი გადამიბრუნდა
რაც შემეძლო შეწუხებული ხმით ვთქვი და დავიმანჭე
-აბა აბა სად?
ისე მკითხა ისეთი გამომეტყველება მიიღო სიცილი მაინც ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი. ბოლოს მაინც დავალაგეთ სახლი დავალაგეთ რა დაალაგა დიომ მე ხან რას მოვიმიზეზებდი ხან რას.
მე ისეტი ოთახი ავირჩიე რომელსაც აივანი ჰქონდა რატომღაც ვიცი გული მიგრძნობს რომ ჩემი ტრადიცია არ დაირღვევა.

სამი დღის შემდეგ ბავშვებიც ჩამოვიდნენ თუმცა დანიელი არსად არ ჩანდა, ნიაც მოწყენილი იყო და ბუზღუნის მეტს არაფერს არ აკეთებდა მე დავიტანჯე მისი შემყურე და გადავწყვიტე დანიელისთვის დამერეკა, კაი ხო ვაღიარებ მისი ხმის გაგონება მინდოდა ხოდა დავტაცე ტელეფონს ხელი და დანიელთან დავრეკე
-დანი...
სიტყვა არ დამამთავრებინა მხოლოდ მითხრა ნია აივანზე გამოიყვანე და გამოდიო, მომენტალურელად წამოვხტი საწოლიდან და ნია შევათრიე ჩემს ოთახში შემდეგ გავათრიე აივანზე ისე რომ მისი ბუზღუნისთვის ყურადღევა არ მიმიქცდვია . რამოდენიმე წუთი არაფერი არ ხდებოდა შემდეგ ყველაფერი განათდა და ჰორიზონტზე დანიელი გამოჩნდა სიტყვებს დიდად ვერ ვარჩევდი მაგრამ ის დავასკვენი რომ ცოლობა სთხოვა . ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა და ნიას მოვეხვიე აი მერე იყო მილოცვები . მე ბევრი არ დამილევია უფროსწორად საერთოდ არ დამილევია იმის შიშით რომ არაფერი წამომცდენოდა.

+++++++
ისევ შავი ღამე ისევ აივანი ისევ ცრემლები და გამუყრელი კითხვა,თავს დავახწევ ამ სატანჯველ ცხოვრებას?
+++++++
ქორწილი ერთ თვეში დაინიშნა, რათქმაუნდა მეჯვარე მე ვარ. იმ დღის შემდეგ აღარ მიტირია ამ ყველაფერს შევეგუე თან საქორწინო სამზადისს ვაყოლებ გულს. ყველაფერს ისე ვაკეთებთ როგორც ნია ოცნებობდა, ზუსტად ისეთი კაბა შეიკერა როგორზეც ბავშვობაში შევთანხმდით ჩემი კაბაც ისეთივეა როგორც მისი ოღონდ მოკლეა და თეთრის მაგივრად ლურჯი.

დილიდან სალონში ვზივართ მე და ნია, ერთი მაკიაჟს გვიკეთებს მეორე თმებს და მესამე ფრჩხილებს ნუ გაწამაწია დღეში ვართ. საბოლოო ჯამში იმაზე ლამაზი ვარ ვიდრე ველოდი, ნუ ნიაზე აღარაფერს ვამბობ.
ნინი აქოშინებული შემოდის ოთახში.
-მოვიდნენ სიძე.
ძალიან აღტაცებული ლაპარაკობს რა სჭირს ამ გოგოს?
-ვაიმე ვნერვიულობ
თითების მტვრევით წარმოთქვა ნიამ რასაც ჩემი გადახარხარება მოჰყვა
-ოოოუუუჰჰჰჰ ნეტა რატომ შენი ქორწილი ხომ არააა?
- კარგი წავედით ნუ ვალოდინებთ ბიჭება (ნინი)
-ამას რა სჭირს? რამ ააცანცარა?
-რა არა ვინ სჭირს, ვინ და ბუკა სჭირს.
მომენტალურად გამხიარულდა ქალბატონი ნია
-რა? პირი დამრჩა ღია
- წავედით
ესღა წარმოთქვა ნინიმ და ოთახიდან გავარდა ჩვენც მას მივყევით უკან.

ჯვრის წერა, ხელის მოწერა , ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა ახლა ფოტოების გადასაღებათ მივდივართ შემდეგ კი რესტორანში წავალთ, უი არ მითქვამს რომ დანიელის მეჯვარე ბუკაა.

როგორც იქნა გადავიღეთ საჭირო რაოდენობის ფოტოები და რესტორნისკენ წავედი. მანქანიდან რომ გადმოვედი ყველას ყურადღება მივიპყრე დაცოტა არ იყოს შემრცხვა, ალბად მაკიაჟი გამიფუუჭდა ან კაბას სჭირს რამე . კიდევ კარგი ბექა დროულად გაჩნდა ჩემთან თორემ გული წამივიდოდა.
-ბექა რამე მჭირს? რა მოხდა?
-არა არაფერი პროსტა ძალიან კარგად გამოიყურები. კარგი მიდი წადი გელოდებიან.

ძალიან მიჭირს აქ ყოფნა არა იმიტომ რომ დანიელის ქორწილია, არამედ იმიტომ რომ ჩემი ძველი ნაცნობების უმეტესობა აქ არის, და მეც გადვწყვიტე რომ გათიშვამდე დამელია.

დილით უცხო საძინებელში მეღვიძება, უხ როგორ მტკივა თავი , ნეტავ სად ვარ? წამოდგომას ვაპირებდი მაგრამ შევნიშნე რომ საწოლში შიშველი ვიწექი, აი მანდ დამემართა რაც დამემართა. შეშინებულმა ოთახლს მოვავლე თვალი , სავარძელში მჯდომი ბექა შევნიშნე, წელს ზემოდ შიშველი იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული.
-ბბბეექააა? ლუღლუღით ამოვთქვი და შეშინებული მზერა მივაპყრე.
ჩემი ხმის გაგონებზე თავი ნელა წამოწია და სევდიანი თვალები მომაპყრო.
-მაპატიე (ბექა)



№1  offline წევრი Niioo

თქვენი დახმარება მჭირდაბა,
რას ფიქრობთ როგორი გაგრძელება უნდა ჰქონდეს.
რას ელით და როგორი დასასრული გინდათ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent