თავს დავიხსნიდი ამ სატანჯველი ცხოვრებიდან (7 თავი)
იმ დღის შემდეგ ბექა აღარ მინახავს, არც მე გავდიოდი სახლიდან არც თვითონ აქტიურობდა, აქტიურობდა კი არა ორი კვირის მანძილზე საერთოდ არავის არ მოუკრავს მისთვის თვალი. ბუკა რამოდენიმეჯერ შემხვდა მაგრამ არც მას დასცდენია რამე, თუმცა დარწმუნებული ვარ იცის რაც მოხდა, ერთხელ ნინი მივაგზავნე მასთან იქნნებ რამე გაიგოსთქო, მაგრამ რათ გინდა დაინახა თუ არა იმწამსვე გამოშტერდა, უჰ კიდევ კარგი მე ეგრე არ ვარ დანიელთან. უიმე დანიელი და ნია სულ არ გამხსენებია, ალბად რამოდენიმე დღეში დაბრუნდებიან. ეს საშინელი სიზმრებიც ხომ არ მანებებს თავს, ისედაც ძვლივს ვიძინებ ბექა მიტრიალებს სულ გონებაში. ჩამეძინება ჩემი ოჯახი გამეღვიძება ბექა, არ არის ჩემი საშველი. წამოვდექი საწოლიდან ავიღე პლედი და გავედი აივანზე, ჩავესვენე პუFში ფეხები მოაჯირზე შემოვდე და ჩვეულებისამებრ გადავავლე ჩემს ცხოვრებს თვალი, ოღონდ ამჯერად ბექას გაცნობის დღიდან დავიწყე , ჰმმ ჩვენი პირველი შეხვედრა არც თუ ისე სასიამოვნო იყო , ბაჩოს ეკამათებოდა ხოდა მეც ჩემი თანაკლასელის დაცვა გადავწყვიტე და შოკოლადა ბიჭი გამოვლანძღე, ხო შოკოლადა ასე ეძახდნენ, არა ხორბლისფერი კანი არ აქვს პირიქით თოვლივით თეთრია, უბრალოდ ამბობდნენ რომ შოკოლადივით ტკბილი ტუჩები აქვს. იმისდა მიუხედავად რომ მასთან ვიწექი მაინც არ ვიცი მართლა შეიძლება მისიშედარება შოკოლადთან თუ არა. იმ ღამიდან არაფერი მახსოვს როგორც აღმოჩნდა ბექაც ჩემს მდგომარეობაში იყო, ბოლოს ეგეთი მთვრალი მის ბანკეტზე იყო შეყვარებულს დაშორდა და გადაწყვიტა რომ დარდის გასაქარწ....ბლად ალკოჰოლით გაეჟღენთა ორგანიზმი, ისე ეგ კარგი აზრია. დენდარტყმულივით წამოვხტი და სამზარეულოს მივაშურე ძებმა არ დანჭირვებია ვიცოდი სადაც ინახავდა ია ღვინოს, ბევრი ბოთლი აქვს ამიტომაც ერთს თუ მოვპარავ ვერაფერს მიხვდება, დიდად ღვინოებში ვერ ვერკვევი ამიტომაც ამორჩევა არ დამიწყია პირფაპირ დავავლე ერთ-ერთს ხელი და დავუბრუნდი საწყის მდგომარეობას. ამჯერად არაფერზე არ ვფიქრობ უბრალოდ ვუყურებდი ვარსკვლავებს თან ვსვავ რატომღაც დანიელის სახლისკენ გავიხედე, იქ ყველაფერი ჩაბნელებულია ანუ არ დაბრუნებულან ან დაბრუნდნენ და ძინავთ, გაუაზრებლად წავიღე ტელეფონისკენ ხელი და ნიასთან დავრეკე, იმედი არ მქონდა რომ მიპასუხებდა მაგრამ მიპასუხა -ალო დაბოხებული ჰქონდა ხმა ალბად გავაღვიძე -ნია როდის ჩამოდიხართ? ყოველგვარი შესავლის და მოკითხვის გარეშე ვაჯახე -ჩამოვედით უკვე სახლში გვიან მოვედით ვიფიქრე ეძინებათქო და არ გადმოვედი,როგორ ხარ? რამე მოხდა? ამ დროს რატომ მირეკავ? შეშინებული ლაპარაკობდა თან ენაც ებმოდა როგორც ჩანს ძალიან დავაფეთე. -ცუდათ ვარ ნი, კი მოხდა, იმიტომ გირეკავ რომ აღარ შემიძლია ამდენს ვერ ვიტევ გულში. შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდა? -კი ნას მოვდივარ კიდევ უფრო ანერვიულწბული ხმით ლაპარაკობდა. მეც სასურველი პასუხით გახარებულმა გამოვთიშე ტელეფონი და დაველოდე მის მოსვლა. რამოდენიმე წუთში გვერდით მომიჯდ და მომეხუტა ასე მაგრძნობინებდა ხოლმე რომ ჩემთან იყო. -სახლში როგორ შემოხვედი? ყველაზე იდიოტური კითხვა დავსვი -სახლის გასაღები რომ მომეცი არ გახსივს სულელო? უდარდელად ამოილაპარაკა და გამიღიმა. უეცრად თვალებიდან ცრემლები ჩამომცვივდა და ავქვითინდა. -ვაიმე ნი არც კი იცი რა გავაკეთე. თან ვტიროდი თან ვსლუკუნებდი და თან ვლაპარაკობდი. - კაი დაწყნარდი ნუ ტირიხარ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, გამოუსწორებელი შეცდომა არ არსებობს. ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა ეს გოგო -არა ნი ეს გამოუსწორებელია მემე ბექასთან ვიწექი, ძვლივს ამოვიპრუტუნე და ავქვითინდი, -რა? როგორ ყოველთვის მშვიდი ნია ემოციებს ვერ იმორჩილებდა. -ბევი დავლიეთ და მერე არ ვიცი დილით რომ გავიღვიძ მის საწოლში ვიწექი. -ხო გოგო მთელი საღამო ერთად იყავით ერთად სვავდით, ერთად ცეკვავდით, და ყველაზე მაგარი იცი რა იყო ? თავად ბექა დადიანი აამღერე? ბუკა პირ დაღებული იყურებოდა ეს მართლა ჩემი ძმააო? დანიწლმა მითხრა რო დედამისის გარდაცვალების შემდეგ აღარ უმღერია. თურმე სანამ მაშო მოკვდებოდა იქამდე ბექა ძალიან მხიარული და მოუსვენარი იყო სულ მღეროდა და ლაზღანდარაობდა. -და მიას რა დაემართა რატომ გარდაიცვალა. საერთოდ დამავიწყდა ჩემი პრობლემა, ახლა ბექას ტკივილს უფრო განვიცდიდი თურმე ისიც ჩემსავით დატანჯულა. -კიბო ჰქონდაო ასე მითხრეს, მაგრამ მისი ავადმყოფობის შესახებ არავინ იცოდა მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, ბექამ ყველაზე მეტად განიცადა ერთი თვე სახლიდან არ გადიოდაო მერე რაღაც მოხდა და დკოლის საუკეთესო მოსწავლე გახდა აი ასე გადაიქცა მისტერ ცანცარა ბატოდ დასტოინობად. რამოდენიმე დღე ისე გავიდა რო საერთოდ არავინ მინახავს ,არც ია იყო სახლში უნიშიც არდადეგები იყო, მეც გადავწყვიტე რომ დასვენება მჭირდებოდა, ჩავალაგე ჩემოდანი და წყნეთში წავედი, იქ იას პატარა კოტეჯი აქვს რამოდენიმე დღით დავრჩები შემდეგ კი სახლში დავბრუნდები. პირველი დღე მთლიანდ სახლის დალაგებას მოხმარდა, მთლიანად რა ნახევარი მაგრამ ისე დავიღალე რომ არაფრის თავი აღარ მქონდა , ამ ბოლო დროს ადვილად ვიღლები ალბად სტრესის ბრალია თუმცა ახლა დაღლილობაზე მეტად შიმშილს ვგრძნობ, ზოზინით წამოცდექი ტახტიდან და შევუდექი ჩემი საფირმო კერძის მზადებას, ჭამის შემდეგ მალევე დავიძინე. შუა ღამით გაოფლილს მეღვიძება, ისევ კოშმარი მესიზმრა. დაძინებას ვეღქრ ვბედავ, ჩავიცვი და სასეირნოდ გავედი. ძალიან მშვიდი ღამეა, აქა იქ ლამპიონები ანათებენ ცაზე ვარსკვლავები ბრჭყვინავენ, რაღაც თავისებური სურნელი ტრიალებს მე. მივუყვები ქუჩებს და სულიერად ვიტვირთები. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდი რაღაც მყარ სხეულს რომ შევეჯახე შემდეგ ყველაფერი დატრიალდა და გავითიშე. გონს სავაადმყოფოში მოვდივარ გვერდით ბექა მიზის ძალიან დაღლილი სახე აქვს, ჩემს დანახვაზე ოდნავ გაიღიმა და დაიწყო -ნას ბევრი ლაპარაკის გარეშე მინდა გითხოვო რო ცოლად გამომყვე. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ცოტა არ იყოს დავიბენი - შენ არ ხარ ვალდებული მორცხვად ამოვიპრუტუნე. ახლა ტირილს დავიწყებ ალბად ვაიმე რა მჭირს. -არა ნასი, ვალდებული ვარ უნდა ვიზრუნო შენზე და ჩვენს შვილს. რაო? რა შვილი, რამე ხო არ მოწია?. ცოტახნის პაუზის შემდეგ ისევ განაგრძო. იცი მითხრეს რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა მაგრამ შენ პატარა ანგელოზს გამიჩენ, ეს, ეს რომ გავიგე სიხარულით დავფრინავდი. მე მამა გავხდები წარმოდიდგენია? აღტაცებით საუბრობდა და თან ხელებს ჰაერში იქნევდა. მოიცა,მე ორსულად ვარ და ამას ამისგან უნდა ვიგებდე? ღმერთო რა უკუღმართი ცხოვრება მაქვს. ძალიან გთხოვთ კომენტარი დამიტოვეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი როგორი დასასრული გინდათ ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.