შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 20)


25-02-2017, 23:49
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 790

ელენე.
- კარგი მზად ხარ ? - კარები შემოაღო ბექამ და მეც გამომეღვიძა. - ხომ გითხარი აღარ დაიძინოთქო? - სიცილით მოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა.
- ცოტახანი მაცადე დედა ხარ ? - ამოვიკრუსუნე და თავი ბალიშზე დავდე. ძილის გაგრძელება ვცადე თუმცა მისმა მწველმა მზერამ ამის საშუალება არ მომცა.თვალები ფრთხილად გავახილე და მის იდეალურს სახეს შევეჩეხე. - რა ? - ჩემმა კითხვამ თითქოს ფიქრებიდან გამოარკვია და გაიცინა.
- კარგი არაფერი,ადექი !
- ერმმ...
- რა ? - დაბნეული მომაშტერდა.
- ოთახიდან გადი რა. - მორცხვად ამოვილაპარაკე,რამა ზედმეტად გაამხიარულა
- გუშინ რაც გააკეთე დაგავიწყდა ? - მის კითხვაზე ყბა ჩამომივარდა.
- დაჟე მე გავაკეთე ? - ბალიში ავიღე და თავში ჩავარტყი. - გადი !
- კარგი კარგი მივდივარ. - ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია და კარისკენ სვლა დაიწყო. როდესაც გავიდა რაღაც ჩავიბურტყუნე და ჩემივე სიტყვებზე სიცილი ამივარდა.
საწოლიდან ზოზინით წამოვდექი და სააბაზანომდე ძლივს მივაღწიე. თავი მოვიწესრიგე და გარდერობისკენ დავიძარი. კარები გამოვაღე და არჩევანი ჯინსის შორტზე და ჩვეულებრივ სადა მაიკაზე შევაჩერე. როდესაც ზედას ვიცვამდი ბექამ კარები შემოგლიჯა,რაზეც შევხტი და მაისური წამში გადავიცვი. მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია.
- აბა ? მზად ხარ ? - თბილად მკითხა და ჩემს ტუჩებს წაეტანა.
- მგონი კი ? - ნერვიულად გავიცინე და თმა ყურს უკან გადავიწიე.
- ნერვიულობ ?
- ცოტა.. არა კი ვნერვიულობ... ჯანდაბა საშინლად ვნერვიულობ !
- კარგი.. ახლა ისეთ რაღაცას გაჩვენებ რაც არავისთვის მიჩვენებია.

***
ბექას უკან მივყვები და ვცდილობ დავმშვიდდე. სახლიდან არ გავყავარ რაზეც წარბებს ვჭმუხნი და ვცდილობ მივხვდე სად მივყავარ. კიბეები ჩავიარეთ და ერთ ოთახში შევედით... გაკვირვებულმა მიმოვიხედე და ბექას დაბნეული თვალებით მივაჩერდი.
- ამ ოთახში რა გვინდა ? - გაიცინა და ცხვირზე თითი დამკრა.
- წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან. - გამიღიმა და იქვე არსებულ საწოლს მიუახლოვდა. რაღაც პულტით საწოლდი ასწია და იატაკზე დაიხარა. როდესაც დავინახე როგორ ახადა „თავსახური“
იატაკს გაოცებისგან პირი დავაღე. მას მივუახლობდი და შიგნით ჩავიხედე,თვალები დავაწვრილე და ბექასთან ჩავიმუხლე.
- შემთხვევით წინა ცხოვრებაში ქილერი ხომ არ იყავი ?
- შეიძლება . - კმაყოფილად გამიღიმა მე კი კიდევ უფრო დავიბენი.
- არა აშკარად უნდა მომიყვე ყველაფერი შენი წარსულის შესახებ ! - მას მხოლოდ გაეცინა და კითხვით მომიბრუნდა.
- აბა, მოდიხარ თუ მანდ რჩები ? - კიბეებზე ჩასვლა დაიწყო და ამომხედა. თავი დავუქნიე და დაბლა ჩავყევი.
როდესაც დაბლა ჩავედით ირგვლივ არაფერი ჩანდა. ყველაფერი სიბნელით იყო მოცული რაც ცოტა არ იყოს მაშინებდა. ბექას მკლავზე ჩავებღაუჯე,რაზეც ჩაეცინა.
- მზად ხარ პრინცესა ? - ჩახრენწილი ხმით მკითხა,მე კი თავი დავუქნიე ისე თითქოს მხედავდა. ბექამ ტაში ორჯერ შემოკრა და სინათლეც აინთო. ირგვლივ მიმოვიხედე და გაოცებული ბექას მივაშტერდი, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ეშინოდა რომ ამ ყველაფერს არასწორედ გავიგებდი, ხო ასეც იქნებოდა მაგრამ... ჩემს გარშემო იარაღების დასტა იყო: იარაღების განყოფილება ცალკე ჰქონდა სადაც მინიმუმ 500 პისტოლეტის სახეუობა იყო, დანების განყოფილა ცალკე, კასტიეტების განყოფილება ცალკე და კიდევ ათასი ნივთი იყო,რომლის სახელები არც ი ვიცოდი, ისეთი ნივთები იყო რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავდი. ბექას მოვშორდი და იარაღებისკენ სვლა დავიწყე... თითოეულს ვაკვირდებოდი,ყველა ძალიან დახვეწილი და ლამაზი იყო, თუმცა ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა ძალიან მიიპყრო. ხელში ავიღე და დავაკვირდი, ჰმმ.. საინტერესოა, ძალიან საიტერესო ! ბექას მივუბრუნდი და იარაღზე მივუთითე.
- Python 357 ? - წარბები ავათამაშე რაზეც ჩაეცინა.
- კარგი არჩევანია,საკმაოდ კარგი !
- ცოტა რამ მომიყევი ჩემი რჩეულის შესახებ. - კმაყოფილად გავუღიმე და იარაღი შუბლში დავუმიზნე.
- ზედმეტად ნუ გათამამდები ეგ იარაღი საკმაოდ საშიშია. - გაეღიმა ბექას და იარაღი გამოართვა. – Python 357 როგორც ვიცი 1955 წელს შექმნეს ვიღაც სმიტმა და ვესონამ, პითონი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რომელიც კოლტმა შექმნა. მართლა ძალიან კარგადაა გაკეთებული 357 მაგნიუმით, რომელიც 15 და 10სმ- იანი ლულის ვარიანტებით გამოვიდა. მისი გამორჩეული ნიშნები სამიზნეები, ნახვრეტებიანი ლულა და მაღალი ფასი იყო. მართლა შეუდარებელია,ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია დღესდღეობით მსგავსიც აღარ გამოდის. - იარაღს ხელი გადაუსვა და ისევ ელეს დაუბრუნდა.
- ვაუ.. და შენი ფავორიტი რომელია ?
- მე ბევრი ფავორიტი მყავს,მაგრამ გამორჩეულად მაინც FN Five Seven -ი მომწონს სუპრესონით და სამიზნე ლაზერით. - ელემ თავი ისე დაუქნია თითქოს გაიგოო.
- გასაგებია,ანუ იარაღებით ვიწყებთ ? - თავი დაუქნია ბექამ და სხვა „ოთახში“ გაიყვანა. - შენს სახლს საძირკველი საერთოდ თუ აქვს ?
- მოდი აქ ბევრ ნუ ლაპარაკობ. - ხელით ანიშნა და ოთახში შეიყვანა,სადაც სამიზნეების სახით ადამიანები დახვდა. ბექამ სინათლეს აუწია და ელეს ხმაურის დასახშობი მიაწოდა.
- ეს ყურსასმენები რათმინდა ? - დაბნეულმა ჰკითხა რაზეც ბექას გულიანად გაეცინა.
- საყვარელო, ეგ ყურსასმენი ნამდვილად არ არის ! - ბექა ისევ ხარხარებდა რაზეც ელენე ბრაზდებოდა,ხელები გადააჯვარედინა და მკაცრად შეხედა.
- მერე რა, თუ არ ვიცი ?! შენნაირი გამოცდილი ხომ არ ვარ ! ერთი შეხედვით ყურსასმენებს გავს და რავქნა ?! - შეუღრინა ელემ და ზურგი აქცია. ბექა ზურგიდან მიეპარა და ჩაეხუტა.
- ოოო, ჩემი პატარა გოგო გამებუტაო ? - გაიცინა,მისკენ შემოაბრუნა და მთელი სახე დაუკოცნა,რაზეც ელემ სიცილი ვეღარ შეიკავა. - კარგი გვეყოს,საქმეს დავუბრუნდეთ ! მოდი აქ. - ბექამ სამიზნეებთან მიიყვანა და უკან დაუდგა. - ახლა მომისმინე, პირველ რიგში იარაღი მყარად უნდა გეჭიროს, როდესაც ტყვიას გაისვრი თუ ნორმალურად არ გეჭირება შეიძლება წაიქცე კიდეც, ამიტომ ხელი გაამაგრე. ეცადე ფოკუსირება მოახდინო იმ საგანზე თუ ადამიანზე ვისაც ესვრი. ეცადე სხვა ყველაფერი დაივიწყო და მხოლოდ შენს სამიზნეზე იფიქრო, შეიძლება გაგიჭირდეს მაგრამ მიეჩვევი,ამ დროს შეიძლება შიშმა შეგიპყროს მაგრამ არ დანებდე,გაიხსენე ყველაზე ცუდი მოგონება რაც მასთან გაკავშირებს,რას გრძნობდი როდესაც გული გატკინა და ა.შ ასე მოკვლა უფრო გაგიადვილდება. კარგი, ეს სასხლეტია როდესაც მას თითს გამოკრავ ტყვია ტავისით გაისვრის. ხო მართლა რაც შეეხება ტყვიებს, ეს ჩამკეტია,როდესაც ჩამკეტს გადმოწევ ტყვიებს შიგნით ჩადებ გადატენი და კვლავ სროლას გააგრძელებ. მიდი ფოკუსირება მასზე მოახდინე,გაიხსენე რა გაგიკეთა და ეცადე ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედო. - ელემ თავი დაუქნია და სასროლად მოემზადა,ღრმად ჩაისუნთქა და ყველაზე ცუდი მოგოგნებები გაიხსენა,სასხლეტს თითი გამოკრა და თვალები გაახილა. ბექა პირდაღებული მისჩერებოდა და არ იცოდა რა ეთქვა.
- ყოჩაღ ! ჯერ აქამდე არავინ მინახავს ვისაც 10-დან 9-ში მოერტყა. - დაბნეულმა ამოილაპარაკა და ელეს იარაღი გამოართვა. - დღეისათვის გვეყოფა. - გაბრუებულმა და შეშინებულმა ელენემ სახშობი მოიხსნა და ბექას მზერა აარიდა. - კარგად ხარ ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - წამოდი წყალი დალიე და დამშვიდდი.
- არ მინდა ცივსისხლიან მკვლელი ვიყო ! - ჩუმად ამოილაპარაკა და ბექას შეშინებულმა ახედა. - ეს საშინელება იყო.
- არც იქნები,ეს არც დაგჭირდება სანამ შენს გვერდით ვიქნები,უბრალოდ თავის დაცვა უნდა იცოდე გინდა თუ არა ეს! - მხარზე ხელი მოუთათუნა და ოთახიდან გაიყვანა. იარაღი გამოართვა და მაგიდაზე დადო,შუქიც ჩააქრო და სახლში დაბრუნდა.

***
- კარგად ხარ ? - წყალი გაუწოდა და იქვე ჩამოჯდა.
- მგონი... - ელემ თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა. - მინდა დედაჩემი ვნახო !
- კიმაგრამ მან ხომ..
- ხო მაგრამ იქ უნდა წავიდე, არ ვიცი რატომ მაგრამ, რაღაც მაიძულებს რომ უნდა წავიდე !
- და რას ეტყვი ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ამოიოხრა
- არვიცი უბრალოდ მისი ნახვა მინდა.
- გინდა გამოგყვე ?
- არა,არა საჭირო არ არის ! დღეს კიდევ უნდა ვივარჯიშოთ ?
- ამას შეძლებ ? - ეჭვის თვალით გახედა ბექამ რაზეც ელემ წარბები შეჭმუხნა.
- არვიცი, უნდა ვცადო !
- კარგი მაშინ რომ მოხვალ ვიმუშაოთ კარგი ? - მასთან მივიდა და შუბლზე აკოცა,კარისკენ სვლა დაიწყო და საროჩკა შემოიცვა.
- მოიცადე სად მიდიხარ ? - გაკვირვებული უკან აედევნა.
- სამსახურში.
- სამსახურში ? - წარბები მაღლა ასწია და ისეთი სახე მიიღო თითქოს მოესმაო, ბექას გაეღიმა და ღილების შეკვრა დაიწყო.
- სამსახური გაქვს ? რას საქმიანობ ?
- შენი აზრით 17 წლის თინეიჯერი სკოლის შემდეგ რას საქმიანობს ?
- ამ... ბარში ერთობა გოგოებთან ერთად ? - ბექას მის პასუხზე გაეცინა და მოწყვეტით აკოცა.
- შეცდი,თუმცა იქ სადაც მე ვმუშაობ არანაკლებ სექსუალური გოგონები არიან ! - წარბები აათამაშა ბექამ რაზეც ელე გაცხარდა.
- უნდა ვიეჭვიანო ?!
- შეიძლება ?
- იცოდე შენს გვერდით ვინმე გოგო რომ დავინახო გავპუტავ ! - ფეხები დააბაკუნა ელემ რაზეც ბექას სიცილი აუვარდა. - სულ არ არის სასაცილო ! - ხელები გადაიჯვარედინა ელემ და გაიბუსხა.
- კარგი რა, ხომ იცი რომ შენს გარდა არავინ არ მომწონს ? - კიდევ ერთხელ აკოცა და მოშორდა. - კარგი წავედი და გამაგებინე რას იზავ.
- კარგი. - კარები მიხურა და თავის ოთახში აირბინა.

***
ელენე.
ჩემი სახლის ზღურბლთან ვდგავარ და ვფიქრობ გავაკეთო თუ არა ეს,ის ხომ ასე უაზროდ მომექცა ?! მაგრამ რადგან აქამდე მოვედი ამას აუცილებლად გავაკეთებ ! კარზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გამიღებდა დედა. ჯანდაბა ასე რატომ ვნერვიულობ ?! თითები მოვიმტვრიე ! და აი ისიც... კარები ღიმილით გამოაღო თუმცა ჩემს დანახვაზე სახე წაეშალა.
- გამარჯობა... - პირი მოკუმა და კარებს მიეყრდნო, ამათვალიერა და ცივად მკითხა.
- შენ აქ რა გინდა ? - მის ტონზე გავმწარდი და წამოვიყვირე
- რასქვია რამინდა ?! არც კი გაინტერესებს ჩემსთავს რა ხდება, რას ვაკეთებ,რას ვჭამ ან საერთოდ სად ვარ ?! იქნებ მოვკვდი !
- ხო ჩემთვის დიდი ხნის წინ მოკვდი !
- ღმერთო შენ ნორმალური ხარ ?! რაღაც იდიოტობა დაინახე არც არაფერი გაგიგია და ასე უბრალოდ მიმაგდე ?! - ისე ვწიკვინებდი საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ვერ ვიტან წიკვინა გოგოებს ახლა კი მეც მათსავით ვდგავარ და ვწიკვინებ ! სახლში შევვარდი და იმ მიმართულებით გავემართე სადაც მამაჩემი მეგულებოდა. ოხ როგორც ყოველთვის იცოხნება ! მისი შემხედვარე სიმწრისგან ჩამეცინა მზერა ჩემზე გადმოიტანა და ჩანგალი თეფშზე მიაგდო.
- გოგო როგორ იქცევი ?! მე გასწავლე უცხოებს სახლში უნდა შეუვარდეთქო ?! - ცოფების ყრით შემოვარდა დედა.
- ა უი უცხო ხარ და არვიცი ? ლევან ასეთი რა უთხარი დედაჩემს რომ ასე მექცევა ?!
- ის არაფერს შუაშია და საერთოდ აქ რა გესაქმება ?! ახლავე გაეთრიე აქედან ! - მკლავში ხელი ჩამავლო მე კი უხეშად მოვიშორე ეს მართლა ვერ არის ?!
- მეგონა შენთან მოვდიოდი მაგრამ საქმე შენთან კი არა მასთან მქონია ! ახალი ამბავი გაიგო მამიკო ? - ირონიულად მივმართე ლევანს. - უიი მგონი ფერი დაკარგე რა დაგემართა ? ენა რატომ ჩაგივარდა არაფერი გაგიგია ?
- ელენე რის მიღწევას ცდილობ ?! - არმეშვება დედა.
- დედა ასე რატომ მექცევი ? ნუთუ ასეთი რაღაცის გამო უარმყავი ? ისე რომ სიმართლე არც კი მოგისმენია ? - სევდიანად ვკითხე და გულნატკენი მივაჩერდი.
- სიმართლე საჭირო არც არის,ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე ! - ამაყად წარმოსთქვა და კედელს მოშორდა.
- რა დაინახე დედა ? როგორ ეჭირა მამას ლუკა ? და აქედან რა დასკვნა გამოიტანე ?!
- ის რომ ერთად გეძინათ !
- ღმერთო დედა რეებს ბოდიალობ ?!! ხო ის დღე ერთად გავატარეთ როდესაც ერთად იყავით დასასვენებლად თუ ჯანდაბა რასაც აკეთებდით სახლში განადგურებული მოვედი ! ადამიანიც კი არ ვიყავი, მინდოდა ასეც მოვიქცეოდი რომ არა ეს წყეული ბიჭი რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხელებს უფათურებს და ყველაფერს ურევს ! იცი მაინც რას ვგრძნობდი ?! სრულიად განადგურებული ვიყავი,პანიკა დამეწყო და საშინელებების კეთება დავიწყე ! როდესაც საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას ვაპირებდი სწორედ ეგ ბიჭი შემომივარდა და გადამარჩინა გესმის ?! დამამშვიდა და ისეთი რაღაცეები მელაპარაკა საკუთარი თავი შემაყვარა, საწოლამდე მომათრია და ჩემი მარტო დატოვება გადაწყვიტა მაგრამ მე შევაჩერე ! და იცი რატომ ?! იმიტომ რომ მაშინ ჩემს გვერდით არავინ იყო,მე კი ვინმე მჭირდებოდა ვინც დამამშვიდებდა და გამამხნევებდა. ხო ღამე ერთად გვეძინა ერთ საწოლში იმიტომ რომ ასე მე მოვისურვე,იმიტომ რომ ის იმ მომენტში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა ! არ გაინტერესებთ იმ ღამეს რა მოხდა ?! - მამას მივუბრუნდი - ხო დედამ შეიძლება არც იცის ! 13 ივნისი გახსოვს ?! - დამცინავად შევხედე მამას,რომელიც გალურჯებულიყო. - ხო,ხო როგორ არა მაგ ღამეს რა დაგავიწყებს არა ?! ხო არც მე დამივიწყებია ! სწორედ მაგ ღამის გამო მთელი 4 წელია ვიტანჯები გესმის ?! მამა დავიღალე, მინდა რომ უბრალოდ ყველაფერი გაარკვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ მორჩეთ ამ უაზრო დაპირისპირებას... იცი ვინ დაბრუნდა ?! თუმცა გეცოდინება ეს ყველაფერი ხომ ტყუილი იყო ?! ქალაქში გაბრო დაბრუნდა, იმ ტიპთან ერთად დაბრუნდა ვინ იმ ღამეს თქვენთან ერთად იყო ! როგორც აღმოჩნდა ბექა მამაა არა ?! რა ბედის ირონიაა ხო ?! - ჩავიცინე და ფერდაკარგულ ლევანს თვალი შევავლე, საუბრის გაგრძელებას ვაპირებდი როდესაც დედამ ხმა ამოიღო
- მოიცა რა თქვი ? ვინ გაბრო ?! - დაბნეულმა ამოილაპარაკა და ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაცას იხსენებსო. - გაბრო ის.. რომელ გაბროზე საუბრობ ?!
- გაბრო ახვლედიანზე, ლუკა ახვლედიანის მამაზე ! - ჩემს პასუხზე გულზე ხელი მიიდო და კედელს მიეყრდნო,მისმა ქმედებამ შემაშინა და მაშინვე მასთან მივირბინე. - დედა კარგად ხარ ?! - შეშინებულმა ვკითხე, მან ზედაც არ შემომხედა ლევანს ისე მიაშტერდა.
- ის ხომ... ის ხომ მკვდარია არა ?! თანაც ის... ის... - ასლუკუნდა დედა რამაც უფრო დამაბნია და მამას გავხედე.
- მამა რა ხდება ?!
- ახლა ამაზე საუბრის დრო არაა !
- ხო სწორედ ახლაა ამის დრო ! ერთხელ და საბოლოოდ უნდა გავიგო რა ჯანდაბა მოხდა წარსულში ! - დავუყვირე და იქვე არსებული ლანგარი იატაკზე მთელი ძალით მოვისროლე.
- ჯანდაბა ყველაფერი დედაშენის გამო დაიწყო !! - იღრიალა ლევანმა რაზეც შევხტი.
- დედა რა შუაშია ?!
- იქნებ ეგ ერთუჯრედიანი ტვინი გაანძრიო ?!! დედაშენის გამო გადავემტერეთ მე და გაბრო ერთმანეთს ! ერთმანეთისთვის ძმებივით ვიყავით მაგრამ ღმერთმა დასწყევლოს ის დღე როდესაც ამ ორს ერთმანეთი შეუყვარდათ !! შენი ასაკის იყო დედაშენი როდესაც იმ ა*ვარს პირველად შეხვდა და გულში ჩაუვარდა ! ერთმანეთი ისე შეუყვარდათ რომ ერთად გაქცევაც კი გადაწყვიტეს წარმოგიდგენია ?! იმ ნაბი*ვარმა დააორსულა დედაშენი სწორედ ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე მისი თავიდან მოშორება,დედაშენს მუცელი მოვაშლევინე და ქალაქიდან წავედი თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ მათ შესაძლო ბედნიერებას შევარგებდი ! მე ნამდვილი ნაძირალა ვიყავი და ჩემს ღალატს არცერთს არ შევარჩენდი ! ამიტომ გაბროსთვისვე ჯობია რომ არ გამოჩნდეს და ჩვენგან თავი შორს დაიჭიროს თორემ დაწყებულს დავასრულებ ! - პირზე ხელი ავიფარე და მამას გაოცებულმა შევხედე.
- ის ორივეს მოგკლავთ ! ჯანდაბა... ჯანდაბა ! ღმერთო ახლავე უნდა წავიდე !! - იქაურობას სირბილით მოვშორდი და გეზი ბექას სახლისკენ ავიღე. ჯანდაბა რა იდიოტობის გამო ხდება ამდენი უბედურება ?! მოიცა რა თქვა ?! - როდესაც გავაანალიზე რა თქვა ადგილზე გავქვავდი. მე... მოიცა მე... მე რა გაბროს შვილი ვარ ?! არა,არა ალბათ დამცინით ხო ?! რა სისულელეა ?! ბრაზილიური სერიალი ხომ არ არის არა ?! შეუძლებელია მე მისი შვილი ვერ ვიქნები ! შეუძლებელია მე და ლუკა და-ძმანი ვიყოთ ! - ტელეფონი ამოვიღე და ლუკას ნომერი ავკრიფე.
*გისმენთ !*
*ახლავე უნდა შეგხვდე,სასწრაფოდ !*
*ვინ ხარ და შეხვედრას რატომ მთხოვ?*
*ლუკა ელენე ვარ !*
*...*
*ლუკა ჩემი გესმის ?! მისმინე ახლავე უნდა შეგხვდე სად ხარ ?!*
*რამე მოხდა ? შენი ხმა არ მომწონს*
*ჯანდაბა,სად ხარ ?! *
*კარგი ელე დამშვიდდი და მითხარი სად ხარ,თავად მოვალ *
*კარგი ახლა 38-ე ქუჩაზე ვარ და აქ,პარკთან რომ კაფეა იქ შემხვდი,ეცადე იჩქარო სასწრაფო საქმე მაქვს!*
*კარგი,კარგი ახლავე მოვდივარ*
ტელეფონი გავთიშე და კაფეში შევედი, ადგილი დავიკავე და ჩემთვის ყავა შევუკვეთე.. გარეთ გავიხედე როდესაც ჩემი ტელეფონი აბზუილდა. ნინი იყო ! ნინი სულ გადამავიწყდა..
*გისნენ ნინ როგორ ხარ ?* - ვეცადე მხიარულად მეპასუხა
*...*
*ალიო ? ნინი ჩემი არ გესმის ?*
*დამეხმარე..* - შეშინებულმა ამოილაპარაკა.
*ნინი?! რა ხდება ?!*
*...*
*ნინი ხმა გამეცი,რა მოხდა ?!* - შეშინებულმა ამოვილაპარაკე და ყავა დავდე.
*უნდა წავიდე,ის... ის მოდის
*ვინ მოდის ნინი, სად ხარ ?!*
*არვიცი* - ამოისლუკუნა და სანამ გათიშავდა დაიწივლა,რაზეც შევხტი და კაფედან გამოვვარდი. ტაქსი გავაჩერე და ნინის სახლის მისამართი ვუთხარი. 15 წუთში მის სახლთან ვიყავი. ტაქსიდან გიჟივით გადმოვედი და ნინის სახლში შევვარდი. როდესაც კარები შევგლიჯე თვალები გამიფართოვდა, დაჭრილ სხეულთან მივვარდი და ხელების კანკალით სისხლის შეჩერება ვცადე. გიოს მკერდზე ხელს ძლიერად ვაჭერდ და ვცდილობ სისხლდენა შევუჩერო.
- ახლავე დავრეკავ საავადმყოფოში,ცოტას გაუძელი ! - ხელები მის მკერდზე დავადებინე და ტელეფონი ხელი კანკალით ძლივს დავიჭირე 112- ში დავრეკე და არსებული სიტუაცია მოვახსენე. - გიო, მოითმინე გთხოვ ! - ვგრძნობ როგორ მიიკვლევენ ცრემლები გზას.. - გთხოვ გიო არ დამტოვო ! ნინიზე იფიქრე,ის უშენოდ ვერც იარსებებს გთხოვ ცოტაც გაუძელი !! - გაღიმებას ცდილობს და ხელზე მეფერება.
- ნინი, ის... ნინი... ის.. შენ მას უნდა დაეხმარო... არამგონია რომ.. დიდხანს გავძლო.. ამიტომ.. თუ რამე დამემართება.. უთხარი რომ ძალიან მიყვარდა და.. ყოველთვის მასთან ვიქნები ! გთხოვ იპოვე... მას არაფერი უნდა დაუშავდეს...
- გთხოვ ასე ნუ ამბობ,აი ნახავ სასწრაფო მოვა და ყველაფერი კარგად იქნება ! - ვსლუკუნებ და მის თავს ვეფერები. - გთხოვ გიო... გთხოვ ცოტაც გაუძელი სასწრაფო სულ მალე მოვა ! გთხოოვ... - ტირილს ვუმატებ და მის თავ კალთაში ვიქცევ.. სწორედ ამ დროს სახლში მთელი სისწრაფით შემორბის ექიმი და მისი სხეულიდან მაგლიჯავს. თვალებში მიბნელდება და ვდილობ ძალა მოვიკრიბო. ვიღაც მებღაუჯება და გაუგებარ სიტყვებს მიყვირის... გონზე პატარა ბავშვის წივილს მოვყავარ... თვალებს მისკენ ვატრიალებ და ვაკვირდები როგორი შეშინებული მიცქერს. თავის სათამაშოსაა ჩაბღაუჭებული და ტირის.. მასთან მივდივარ და სისხლიანი ხელებით ვეხები. ვცდილობ მშვიდი ტონით ვუთხრა.
- ჰეი პარატავ... დედიკო სად არის ?
-მე.. მე.. - სლუკუნებდა და სიტყვებს თავს ვერ აბამდა.
- დამშვიდდი ! - მთელი ძალით ჩავეხუტე და ქერა თმებზე მოვეფერე.
- მე.. მე ... მე დავინახე ის ბიჭები ! მათ.. მათ ვიღაც ლამაზი გოგონა მიჰყავდათ... დავინახე როგორ ააფარეს რაღაც ნაჭერი და მანქანაში ჩატენეს ! - სლუკუნი აუტყდა პატარას.
- გახსოვს როგორ გამოიყურებოდნენ ის ბიჭები ?!
- არა.. ერთი მაღალი იყო მეორე კი .. მეორე უფრო ასაკოვანი იყო... ნიღბები ეკეთათ და იარაღი ჰქონდათ ! მე.. მე ძალიან შემეშნდა და...
- ჩშშ !! აღარ გააგრძელო,ეცადე დამშვიდდე ! - გულში ჩავიკარი და მისი დამშვიდება ვცადე.
- ელე ! - ვიღაც ხელებში ჩამაფრინდა და მთელი ძალით ჩამიხუტა.
- ბექა... ნინი ! ის... უნდა ვიპოვო ! - ამოვისლუკუნე და მის მკერდში თავი ჩავრგე.

ბოდიშით დაგვიანებისთვიის როგორ მინდა რეჟისორი ვიყო და ყველაფერი ჩემი თვალით დაგანახოთ :/ როგორ მინდოდა მთლიანად დამესრულებინა ეს თავი მაგრამ ვეღარ მოვახერხე



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რა ძაან მაგრობა იყოო. არ მინდა რმ ლუკა ბოროტი იყოს არ მინდა რომ გაფუჭდეს ეგ პერსონაჯI და რა ვქნა ძააან მწყდება გულიი. ბექა ძაან საყვარელია. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ნეტა ელეს დედა გამაჩეჩინა და მეტი არაფერი მინდა კაი რა ძაან რაღაცნაირია ვერ ვიტან მასეთ პანიკიორ და კაპარჩხანა ქალებს:D:D ველი შემდეგს/!!!!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Rogor valodi? Warmodgenac ar sheidzleba martla kargi istoriaa da exla personajebze ragacas vityvi
gabro am shemtxvevashi yvelaze datanjuli gamodis shidzleba cudi adamiania magram esea
eles mama usashinlesi adamiania da girsia mokvdes
eles deda ki gasachechi da tmebit satrevi
da shoki iyo imis gageba rom sheidzleba ele da luka da-dzma agmochnden
beqa sauketeso bichia vinc ki gamigia, da minda mec egeti sayvareli, damcveli, simpatiuri da chkviani. Mesrolet egeti, gtxovt!
Warmatebebi, velodebi axal tavs da miyvarxar
--------------------
M.D

 


№3 სტუმარი qeti

აღარ აგრძელებ?? heart_eyes worried ძალიან დაიძაბა სიტუაცია ნეტა ელე ვისთან დარჩება flushed heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent