მებაღე (ნაწილი 28)
28. დადა საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა... ბარბაცით ჩავიდა სასადილო ოთახში სადაც საუზმე ეგულებოდა, თუმცა უკვე სადილი დახვდა. ჯერ კიდევ ბურანში იყო ცალი თვალით საათს გახედა. ზეკი ირონიულად მიესალმა: „ვისთვის შუადღე და ვისთვის დილა მშვიდობისაო’’. დადას ყურადღება არ მიუქცევია, არც ჭამის სურვილი და თავი ჰქონდა, მხოლოდ ყავის ფინჯანს დასწვდა და ცარიელ ფინჯანს ჩააშტერდა. პატრონი წამოდგა ფინჯანი ჩამოართვა, ყავა დაუსხა. იქვე უჯრიდან დადას უსაყვარლესი შოკოლადის ბურთულები ლამბაქზე რკალივით შემოუწყო... ზეკი დაიბოღმა. ეგონა პატრონი დადას დატუქსავდა გუშინდელი საქციელის გამო, მან კი,თ პირიქით - ფერება დაუწყო... ,,ძალიან ზედმეტადაც კი გაანებივრა’’ - ღვარძლიანად გაივლო გულში. ჭამის სურვილი სულ გაუქრა, ნევიულად ჩამოიგლიჯა კისერთან ჩამაგრებული ხელსახიცი, მაგიდაზე დააბერტყა,წამოდგა და ოთახიდან გავიდა. დადას თვალს არ აცილებდა ოქროსფერ ქაღალდში გახვეულ ბურთულებს... როგორ უყვარდა ერთ დროს.... რამდენი ხანია უკვე პირსაც აღარ აკარებდა... რამდენს დაუტოვებდა პატრონი მის ოთახში იმდენი თვითონ არ ეკარებოდა, დასალაგებლად შემოსულ მსახურ ქალს ატანდა თავისი პატარებისათვის... თითით ერთ ბურთულას დაუწყო წვალება, თვალები ცრემლით აევსო... აევსო... აევსო და უცებ ისე აეტირა, რომ ცრემლები ფინჯანში ცვიოდა, პატრონს გაეცინა და მოეხვია დადა გულამოსკვნილი აღმუვლდა... მომდევნო პერიოდი შედარებით უკეთესი აღმოჩნდა, დადა ოინბაზობას მოეშვა, ზეკს აღარ უშლიდა ნერვებს. თუმცა ის ძველი დადა მაინც აღარსად ჩანდა, მაგრამ არც აბეზარი და აუტანელი დადა იყო, ახლა რაღაც უფრო სხვა დადას მესამე სახე გამოჩნდა. პატრონი მშვიდად იყო. დადას მესამე სახე ნამდვილად სჯობდა იმ მეორე აუტანელ არსებას. თითქოს არც არაფერი მომხდარაო ყველაფერმა თავისი გზით იწყო სვლა. ერთ დღეს გალერეაში მოფუსფუსე მსახურებმა პატრონს ისხარულით აუწყეს, რომ დადა ოთახის დასუფთავება ითხოვსო... მშვენიერი ამბავი იყო, იქნებ დადას ახლა უფრო უკეთ ეგრძნო თავი, იქნებ ძველი დადა დაბრუნებულიყო კიდევაც... პატრონს ბევრი აღარც უფიქრია და ქალაქში წასვლა შესთავაზა. ახალი საღებავები და ფუნჯები იქნებოდა საჭირო, ძველი ხომ უკვე რახანია მიტოვებული და გამხმარი იყო... დადაც სიხარულით დათანხმდა. სალონში დადა ძალიან გამხიარულდა... ათას რამეს არჩევდა, ხან რას და ხან რას, ბუევრიც უკან დააბრუნაა, ზოგსაც კიდევ უმატებდა... არჩევანი დიდი იყო, უსაზღვროდ დიდი... დადას მხიარულად მოელვარე დიდი მწვანე თვალები და პატრონის თბილი ღიმილი. ბედნიერი სახით შეჰყურებდა, ხარობდა დადას სიხალისით... მოულოდნელად დადას მკვდრის ფერი დაედო... მაღაზიის ვიტრინაში რაღაცაზე გაუშტერდა თვალი... ყველანი შემოეხვივნენ... წყალიც ისე დალია, რომ არაფერი უგრძვნია, სკამზეც მოწყვეტით დაეშვა... ალბათ ჰაერი არ ეყოო, მარაოც კი დაუფრიალეს ცხვირ წინ... ვერავინ მიმხვდარიყო თუ რა მოუვიდა წუთის წინ მხიარულ გოგონას... მხოლოდ პატრონმა შენიშნა ვიტრინის იქეთ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს... იმ საშიშ თვალება კაცის მაქანა... და როგორ ჩაჯდა მანქანაში უგოს აღნაგობის კაცი... პატრონი ცალკე მოსასულიერებელი გახდებოდა თავი რომ არ შეემაგრებინა. გული სიბრაზით აევსო, მხოლოდ მან იცოდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა სინამდვილეში საშიშ თვალება კაცი... ,,ჰმ... კაციო...“ ბოროტად ჩაეღიმა პატრონს... ,,კაცი, რომელმაც საკუთარი ოჯახი გააძარცვინა... კაცი, რომელმაც არ დაინდო საკუთარი ნათესავები ისე ამოახოცვინა ყველა, რომ ცოცხალი არავინ დაატოვებინა... და ისიც რისი გულისთვის? ბავშვებიც კი არ დაინდო... ყველაფერი კი იმ წყეული ქონების გულისთვის... არც შვილი ჰყავს და არც ძირი... რა თავში იხლის ამხელა სიმდიდრეს?... ან კი ვის რად უნდა მისი ძველებური ტიტული და საგვარეულო წოდებები... რაღა დროს ეგ არის? ნეტა ერთი ვინღა აქცევს ახლა ამას ყურადღებას... თუ ეს რაღაც პრინციპის გამო უფრო ჩაიდინა?... შური იძია თავის ოჯახზე და არ დატოვა არვინ ცოცხალი... სახლიც კი ისე გადააბუგინა, რომ ცარიელი ფერფლიღა იყო დარჩენილი...’’ ამ ყველა ცოდვაში კი პატრონის ხელი ერია, დამკვეთი საშიშ თვალება კაცი იყო, გეგმის მომფიქრებელი და შემდგენი პატრონი, ხოლო შემსრულებელი ზეკი თავისი ამალით... ,,ზოგჯერ საკუთარ ჩადენილ საზიზღრობებზე ისე მერევა გული, რომ ...’’ - ფიქრობდა პატრონი და სულ სალონის ვიტრინიდან დანახული სცენა უტრიალებდა თვალწინ. LEX·2016 წლის 15 მარტი, სამშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.