შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (IX თავი)


26-02-2017, 21:12
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 204

ბუნდოვნად, შორეულად ჩაესმოდა ხმები, რომლებიც მის ირგვლივ ტრიალებდნენ. ნელ-ნელა სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი სითბო იგრძნო და ტკაცანის ხმაც შემოესმა. ნელა გაახილა მიბლეტილი თვალები და არეული გამოსახულების დაწმენდას დაელოდა. თავი საშნლად ტკიოდა, თითქოს ათასობით ჩაქუჩის დარტყმის ხმა ჩაესმოდა და გონებას უბინდავდა. შეეცადა ბოლოს მომხდარი მოვლენები გაეხსენებინა და თანრიფის მიხედვით დაეწყო. როდესაც ბოლომდე გამოფხიზლდა შეშინებული ფეხზე წამოხტა, მაგრამ მაშინვე თავბრუსხვევა იგრძნო და ღონემიხდილი საწოლის ბოლოს დაეყრდნო.
-ფრთხილად, არაფერი დაიშავო. - მოესმა საკმაოდ ნაცნობი და საძულველი ხმა და თავი ამ ხმის მიმართულებით გაატრიალა. ლეო ოთახის კუთხეში მდგარ სავარძლეში მოთავსებულიყო და გოგონას დაკვირვებით ათვალიერებდა გამჭოლი მზერით.
-აქ რას ვაკეთებ?!
-შენი აზრით? - მიმიკასა და ინტონაციას არ ცვლიდა მამაკაცი და კვლავ მშვიდად განაგრძობდა საუბარს ვითომც აქ არაფერიო.
-გამიშვი.
-კიდევ რას მიბრძანებთ თქვენო უდიდებულესობავ?
-სანდრო მაინც გიპოვის. გაიგე ?! - მთელი ხმით იღრიალა. - გიპოვის და სამაგიეროს გადაგიხდის რამე რომ დამიშავო.
-რაღაც არა მგონია მაგ შენმა სანდრომ შენნაირი იაფფაასიანი მეძავის გამო ჩემთან დაპირისპირება გაბედოს, თანაც იცის, ამას რაც მოჰყვება, ასე რომ ნურაფრის იმედი ნუ გექნება. ჩენგან ვერავინ დაგიცავს.
-ნაძირალა. არაკაცი ხარ.. - მთელი ძალით იყივრა გოგონამ და იქვე ტუმბოზე მდგარი ლამფა მთელი ძალით მოუქნია.
მამაკაცმა გვერდზე გახტომა მოასწრო და მისკენ მომავალი მორიგი პატარა სკულპტურაც თავიდან აიცილა. თან ნელ-ნელა გაგიჟებულ გოგონას უახლოვდებოდა, რომელიც სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა და ახალ საგანს ეძებდა, რომ კვლავ გაექანებინა მისთვის საძულველი არსებისთვის. თუმცა ამ დროს მასთან საკმაოზე მეტად მოახლოებულმა მამაკაცმა მკლავში ძიერად ჩაავლო ხელი, მთელი ძალით შეანჯღრია და საწოლზე დააგდო. გოგონა კი ფართხალებდა და თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა მის თმაში ჩაფრენილმა მამაკაცის ხელმა და შემდეგ მწარე სილამ ოდნავ დააშოშმინა. ბრაზი და რისხვა ახლა უკვე შიშად გარდაისახა. პირველად მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში იგრძნო უძურება და უსუსურობა. იმასაც კი ვერ მოახერხებდა, რომ ვინმესთვის საშველად დაეძახა. დარწმუნებული იყო ლეომ ისეთ ადგილას წაიყვანა სადაც გვერდით არანაირი მეზობელი არ იმყოგებოდა. გამოფხიზლებისას ფანჯრიდან ხედს მოჰკრა თვალი, რომელიც მხოლოდ უდაბური ტყისგან შედგებოდა. მის თხოვნასა და ყვირილსაც ვერავინ გაიგონებდა. ამ არაკაცს კი თავისუფლად შეეძლო რაიმე დაეშავებინა გოგონასთვის, ამაში კი ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა. ხედავდა მამაკაცის განრისხებულ თვალებს, რომელში ჟინი და რაღაც დაუოკებელი სურვილი ჩანდა და სასოწარკვეთა უფრო მეტად იპყრობდა.
-რა გინდა ჩემგან? - ცრემლნარევი ხმით ძლივს ჰკითხა.
-ასე ძნელია ამის გამოცნობა?! გახსოვს მაშინ რას დაგპირდი, მაინც გიხმარ მეთქი ძუკნა.. პირობის შესრულების დრო მოვიდა.
ლეო ანთებული თვალებით და საზარლად მომღიმარი სახით ზემოდან მოექცა გოგონას და ლოშნა დაუწყო, თან მისთვის ტანსაცმლის შემოხევას ცდილობდა. არც თხოვნა-ვედრებამ, არც მუქარამ, არც ცხარე ცრემლებმა არ იმოქმედა მამაკაცზე და ოსტაურად განაგრძობდა საკუთარი საქმის კეთებას. გოგონა ფართხალებდა, თუმცა მის სუსტ სხეულს საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა, რათა თავი დაეღწია. უკანასკნელი რაც მოახერხა მამაკაცის სახის ჩამოკაწვრა იყო ოდნავ მოზრდილი ფრჩხილებით, რასაც ლეოს ყვირილი და გინება მოჰყვა. ნიამ კიდევ ერთი სილა იგრძნო სახეში, დარტყმა მუცელში. შემდეგ საწოლიდან გადმოვარდა და ახლა უფრო მწვავედ და მტკივნეულად გრძნობდა თითიოეულ წიხლსა თუ მუშტს, რომელსაც ასე უმოწყალოდ სთავაზობდნენ. ბოლოს უკვე ტკივილსაც აღარ განიცდიდა. მხოლოდ სისხლის გემო მოხვდა პირში. ნელ-ნელა გონება აერია და საერთოდ გაითიშა.

არ ახსოვს რამდენი ხანი ეგდო ასე. რომ გაიღვიძა ისევ იატაკზე იწვა იგივე ფორმაში. მის წინ, კარებთან სინით საჭმელი და წყალი იდო. მთელ სხეულში ტეხდა. რომ წამოიწია იარებმა და დალურჯებებმა თავი შეახსენეს. ამოიკრუსუნა და საწოლს დაეყრდნო ერთი ხელით. მეორე იატაკზე დააბჯინა და სხეული როგორღაც აათრია. ღრმად სუნთქავდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ცოტა ხანში დამშვიდდა და ფანჯრისკენ გაიხედა, საიდანაც მხოლოდ სიბნელე შემოდიოდა. ოთახს მხოლოდ ერთი ბრა ანათებდა, ისიც მკრთალად ბჟუტავდა და უღმღამო ყვითელი შუქით ძლივს ანათებდა ოთახს. გოგონას უეცრად გაახსენდა ლამპიონებიანი ქუჩები და ის უსიამო შეგრძნება, რასაც იქ სიარულისას განიცდიდა. ცა აღმოსავლეთის მხარეს ოდნავ შეფერადებულიყო და თეთრი ფერი დაჰკრავდა. მალე გათენდებოდა. ანუ თითქმის ერთი დღის განმავლობაში აქ იყო გამოკეტილი. მიუხედავად ამისა საერთოდ არ შიოდა. პირიქით - კარის წინ დადებული სინის დანახვისას გულისრევის შეგრძნება უჩნდებოდა.
დაღლილი და დაუძლურებული როგორღაც მიწვა საწოლზე. ისევ გრძნობდა მიმხმარი სისხლის გემოს მის ტუჩთან ახლოს. უხმოდ, უიმედოდ, სასოწარკვეთილი და გონებაარეული სიბნელეში რაღაც არარსებული წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი და ცხელი ცრემლები ნელა მოსრიალებდნენ მის ღაწვებზე. აქედან გაქცევას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა, ჯერ-ჯერობით მაინც. შემდეგ კი ვინ იცის იქნებ გვიანიც ყოფილიყო. „ნეტავ სანდრო სად არის? მეძებს? უეჭველი მეძებს.“
-იმედია არაფერი დაემართება. იმედია კარგად არის. იმედია მალე ვნახავ. - უკვე ხმამაღლა ჩურჩულებდა და უკვე გულამოსკვნით ტიროდა. შემდეგ ცრემლები ხელით შეიმშრალა და საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა. ასეთ სიტუაციაში პანიკა გამოსავალი ნამდვილად არ იყო. იმედი უნდა ჰქონოდა იქამდე, სანამ ბოლომდე არ დასამარდებოდა.
დაღლილს მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ჩაეძინა.

ქვემოდან რაღავ ხმაური მოესმა. ვიღაც იგინებოდა და ნივთებს ამტვრევდა. მალევე ამოიცნო ლეოს ხმა და შეშინებული საწოლზე წამოჯდა. „ალბათ რამე მოხდა“ - გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა. წესით უკვე შუადღე უნდა ყოფილიყო. მზე ზენიტს აღწევდა. კართან მივიდა და ზედ მიეყუდა, რომ უფრო კარგად გაეგონა ხმები, თუმცა ამაოდ. მალე ნაბიჯების ხმა მოესმა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა. შეშინებული კარებს მოშორდა და უკან დაიხია.
კარები შემოგლიჯეს და ზღურბლზე ლეო გამოჩნდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, სახე ისე დაღმეჭილი, რომ აშკარად მისთვის ძალიან ცუდი ამბავი გაეგო ახლახანს.
ოთახში შემოსულმა გოგონა დაკვირვებით აათვალიერა თავიდან ბოლომდე.
-როგორც ვხედავ გუშინ კარგად გამილამაზებიხარ. - დამცინავი ხმა მჭახედ გაისმა ოთახში.
-რა არ გეყო და ახლა უნდა დამიმატო?! - არც გოგონამ დაკლო ირონია.
-სიამოვნებით, თუმცა შენი კიდევ უფრო დალილავება ახლა არაფერში არ მაწყობს. ამისთვის არ მცალია. მე ის მაინტერესებს სანდრომ როგორ აიღო ჩვენი კვალი.
-რა?! სანდრო აქ არის? - სიხარულმა გაიჟღერა გოგონას ხმაში.
-რა უცებ შეგეცვალა განწყობა არა? მაგრამ წინასწარ ნუ გიხარია. ჯერ ვერ მოგაგნო და ვერც მოგისწრებს. აქედან მალე წავალთ შენს სანდროს კი ჩემი ბიჭები მოუვლიან. გეგონა ასე ადვილად დამისხლტებოდი ხელიდან?! ამაზე არც იოცნებო პატარა ძუკნა. სანამ ჩემსას არ გავისწორებ იქამდე ხელში მეყოლები.
-ბოლოს მაინც აგებ პასუხს ყველაფრის გულისთვის. მე თუ არა სხვა მოგიგებს სამაგიეროს.
-მემუქრები? მგონი ცემა მოგენატრა არა? - ღიმილაკრულმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ, რომელიც უკან იხევდა.
-არ მომეკარო!- შიშჩამდგარი თვალებით ახედა მამაკაცს და საწოლზე მძიმედ დაეშვა.
-მაშინ შენი გრძელი ენა დაამოკლე. - კბილებში გამოსცრა და კარი გაიხურა.
იმედის ნაპერწკალი ნელ-ნელა უფრო გაღვივდა და მალე დიდ ცეცხლად გადაიქცა. „აქედან გავალ“ „სანდრო მოვა... აუცილებლად მოვა და წამიყვანს“ გაბადრული სახით ფიქრობდა და ფანჯრიდან დანახულ ეზოს ნახევარს თვალს არ აცილებდა. მალე მანქანა შემოსასვლელთან ჩამოდგა და იქედან ორი კაცი გადმოვიდა. ყურადღება ქვემოდან ამომავალმა ხმაურმა მიიქცია. მალე კი მისი ოთახის კარი გაიღო და კვლავ ლეო შემოვიდა. სიტყვაც არ დაუძრავს ისე წავიდა გოგონასკენ და მკლავში ხელი ჩაავლო. მთელი ძალით მოქაჩა და ოთახიდან გაათრია.
-რას აკეთებ. ხელი გამიშვი! ნაძირალა! არაკაცო! ნაგავო! - სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა და ხელებს იქნევდა. ვერც კი მიხვდა ისე ჩათრიეს დაბლა და მანქანაში ჩატენეს.
-მალე პოლიცია მოვა. ვერ ვიჯერებ რომ იმ ახვარმა ჩემი პოლიციაში დაბეზღება გაბედა. - კბილებში გამოსცრა ლეომ და გოგონას ხელი კიდევ უფრო მოუჭირა. მათ წინ ორი შავებში ჩაცმული კაცი მოთავსდა და მანქანა დაქოქა. ამ დროისთვის ამინდი უეცრად შეცვლილიყო. ქარი ამოვარდნილიყო და ღრუბლები გოროზად ერთმანათზე დაწყობილები მოემართებოდნენ მათ თავზე. მალე ალბათ წვიმაც დაიწყებოდა. მანქანა სწრაფად მისქროდა ტყის ნაპირას და თანდათან შეპარულ ნისლს მიაპობდა. მარცხნივ, გზის მეორე მხარეს მთელ სიგრძეზე ხევი იყო გადაჭიმული.
დიდი დრო არ იყო გასული მას შემდეგ რაც სახლი დატოვეს, რომ მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა და გაჩერდა.
-რა ხდება?! -იღრიალა ლეომ. -რატომ გავჩერდით!
-წინ მანქანაა გვერდულად გაჩერებული. მთელ გზას ფარავს. გვერდს ვერ ავუვლით.
-სასწრაფოდ მოაშორეთ აქედან.
-ეხლავე ბატონო ლეო. - უთხრა ერთ-ერთმა და მანქანა სასწრაფოდ დატოვა. ორი წუთი არ იყო გასული, რომ ისევ უკან დაბრუნდა.
-მძღოლი ახლომახლო არ არის, არც გასაღებია მანქანაში. არ ვიცით როგორ მოვაშორო გზიდან.
-არ მაინტერესებს., სადაცაა პოლიცია მოვა და აქედან უნდა გავაღწიოთ გასაგებია?! დროზე მიხედეთ საქმეს.
შავებში ჩაცმულმა ორმა ტიპმა ჯერ მხრები აიჩეჩეს, შემდეგ მანქანიდან გადავიდნენ და წინ გაემართნენ.
-კარები ჩაკეტილია.
-იქნებ მინა ჩავამსხვრიოთ?
ერთ-ერთმა სვიტერის ქვეშ დამალული, ქამარში ჩადებული იარაღი ამოიღო და მანქანის მინას დაუმიზნა. ჯერ გასროლისა და იმავე წამს მსხვრევის ხმა გაისმა. მეორე სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და სადენების საშუალებით მის დაქოქვას შეეცადა. პირველი კი ამასობაში ვითარებას ზვერავდა.
ნია და ლეო მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომნი დაძაბული სახით შეჰყურებდნენ ვითარების მსვლელობას. ორივეს საპირისპიროს იმედი ჰქონდათ.
შუბლდაცვარულმა და ხელებაკანკალებულმა მამაკაცმა ხუთიოდე წუთში მოახერხა მანქანის დაქოქვა.
ამასობაში როდესაც ყველას ყურადღება გაფანტული იყო უკან, მანქანის კარი ლეოს მხარეს მოულოდნელად გაიღო. მამაკაცმა რეაგირება ვერ მოახერხა, ისე აღმოჩნდა მის საფეთქელზე იარაღი მიბჯენილი.
-ზედმეტი ხმაურის გარეშე.. მანქანიდან გადმოდი. - გაისმა ბოხი, დაძაბული და ნიასთვის ასე სანატრელი ხმა.
-სანდრო - გახარებულმა ამოიძახა გოგონამ და თვალები ბედნიერებისგან აენთო.
-შე !- კბილებში გამოსცრა ლეომ.
-მგონი ვერ გაიგე რა გითხარი.
ლეო ნელა გადმოვიდა ყბებდაჭიმული და წარბშეკრული.
-ხელები თავზე დაიწყვე.
მანაც შეასრულა ბრძანება. უკვე ნისლი საკმაოდ გაძლიერებულიყო და წინ მყოფი ორი სილუეტი მანქანასთან ერთად თითქმის აღარ ჩანდა.
ნიაც ამასობაში გადმოსულიყო და სანდროს გვერდით იდგა. უცებ გასროლის ხმა მოესმათ ტყვიამ გვერდით ჩაუზუზუნათ და მანქანის სარკეს მოხვდა. სანდრომ უცებ ნია მის უკან ამოიყუნა და თავად იარაღი კვლავ ლეოსკენ მიმართა.
-კიდევ ერთი ტყვია და თქვენს ბოსს გავაგორებ. გასაგებია?!
-აღარ ისროლოთ. -ახლა ლეომაც გასცა ბრძანება. სანდრო ნელ-ნელა ტყის მხარეს იწევდა ნიასთან ერთად, თან მოწინააღმდეგეებს თვალს არ აცილებდა.
-ნია, ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაუშავებიათ? - სუნთქვააჩქარებული ჩურჩულით ეკითხებოდა გოგონას და უკან იხევდა.
-არაფერი დაუშავებიათ სანდრო. კარგად ვარ.
-მისმინე როცა გეტყვი, ტყისკენ შებრუნდები და უკანმოუხედავად გაიქცევი გასაგებია?
-მერე შენ?
-გასაგებია მეთქი?! - უკვე შედარებით ხმამაღლა სიმკაცრეშერეული ხმით მიმართა.
-კარგი.
კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგეს და შემდეგ სანდრომ მოულოდნელად დაიძახა.
-ახლა.
გოგონა შებრუნდა და სწრაფად გაიქცა ტყისკენ, შემდეგ კი სროლის ხმა გაიგონა, რომელსაც მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე. მთელი ძალით უკანმოუხედავად გარბოდა და გონებაში მხოლოდ სანდროს სახელი უტრიალებდა. „ნეტავ არაფერი დაემართოს.. ნეტავ არაფერი დაემართოს..“ შემდეგ კი ერთი სქელტანიანი ხე შეამჩნია და ამოეფარა. ღრმად დაიწყო სუნთქვა. უკან მიიხედა. გზა ძლივსღა ჩანდა. სადღაც შორიდან სირენების ხმა ჩაესმა.
-დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. - ამოილუღლუღა და ნელა წავიდა კვლავ გზისკენ.
ორ წუთში უწინდელ ადგილას იყო და ცრემლმორეული უყურებდა სანდროს სხეულს, რომელიც უგონოდ ეგდო ასფალტზე. ცალი ხელი კი წითლად ჰქონდა შეღებილი.
მუხლებზე დაემხო და ძლივს ამოუშვა პირიდან წართმეული ხმით სიტყვები.
-სანდრო.. სანდრო გამოფხიზლდი. - მთელი ძალით ანჯღრევდა.
მამაკაცმა ნელა გაახილა თვალები.
-დამშვიდდი, კარგად ვარ. მარტო მხარში მომხვდა ტყვია. წამოდგომაში დამეხმარე და აქედან სასწრაფოდ წავიდეთ.
-კარგი.. ახლავე. - გოგონამ აკანკალებული ხელები ჩასჭიდა და წამოაყენა. მისი ხელი კი მხარზე მოიხვია. ნელა გაიარეს მანძილი წინ, ჩამსხვრეულმინებიან მანქანამდე.
-მანქანის მართვას ვერ შეძლებ სანდრო.
-შევძლებ, შენ ნუ ღელავ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
მამაკაცი რულთან მოთავსდა, გასაღები მოარგო, გადაატრიალა და მანქანა დაქოქა. ნელი სვლით დაძრა მანქანა და გზას გაუყვა.
-პოლიცია რატომ არ მოვიდა აქამდე.
-სირენების ხმა რომ გაიგეს მაშინვე დაახვიეს აქედან, ეტყობა გზაში შემოხვდნენ და უკან აედევნნენ.
-ხელი როგორ გაქვს?
-ნორმალურად.
-ძალიან ბევრ სისხლს კარგავ. - ნერვიული ხმით მიმართა გოგონამ და ცრემლმორეული თვალებით კვლავ მისკენ მიმართა მზერა.
-დამერწმუნე მე არაფერი მიჭირს. და ნუ ტირი. შეწყვიტე.
გოგონამ თავი ჩაღუნა და შემდეგ ისევ გზას გახედა.
-მანქანა გადააყენე.
-რატომ.
-გდააყენე მეთქი და უკანა სავარძელზე გადადი.
-ახლა სისულელეების დრო არ არის.
-სანდრო!
-კარგი. -მამაკაცმა ამოიოხრა. უკვე მძიმედ სუნთქავდა. სვლა შეანელა და გზიდან გადავიდა. გოგონამ გაჩერებისთანავეს სასწრაფოდ გამოაღო კარები და გადავიდა. შემდეგ მამაკაცსაც დაეხმარა გადაადგილებაში და უკანა სავარძელზე გვერდით მიუჯდა.
-რას აკეთებ?
-ვერ ხედავ? პერანგის ღილებს გიხსნი.
მამაკაცს ხმამაღლა გაეცინა, შემდეგ კი ისევ ჩვეული უემოციო სახე დაიბრუნა.
-ახლა ამის დრო არ არის.
-რისი? ვერ გა... არ შეგიძლია ყოველთვის სექსზე არ იფიქრო?! -ახლა უკვე შუბლშეკრულმა გოგონამ გამოხედა და დასისხლიანებული მკლავი ნელა გაუნთავისუფლა ქსოვილისგან. შემდეგ გადაიხარა და წინ პატარა უჯრაში მუდმივად მყოფი ვისკის პატარა ბოთლი ამოიღო. თავსახური მოხსნა და ჭრილობაზე გაუფრთხილებლად გადაასხა მწველი ალკოჰოლური სითხე.
-აუჰ.. ამოიკვნესა მამაკაცმა. - ცოტა ნელა..
შემდეგ თავისივე შარფი გადაუჭირა მკლავზე და ისევ დაეხმარა ჩაცმაში.
-მე ამის მეტი არაფერი ვიცი. ქალაქამდე რომ მივალთ აუცილებლად საავადმყოფოში წახვალ.
-არა.
-კი მეთქი. ახლა მაინც ნუ მეკამათები.
-კარგი ოღონდ ეს მომეცი.
მამაკაცმა ვისკის ბოთლი გამოგლიჯა ხელიდან და სულმოუთხმელად გადაყლურწა რამდენიმე ყლუპი. შემდეგ ისევ საჭესთან დაჯდა და შედარებით მშვიდად გაუყვა გზას.

საღამო მოახლოებულიყო და მთელი მიდამო ბურუსს მოეცვა. ხუთი მეტრის რადიუსში არაფერი არ ჩანდა. ცაზე მკვეთრი სინათლე გაკრთა და დაკლაკნილი სადღაც ახლოს დაეშვა, რასაც გამაყრუებელი გრუხუნი მოჰყვა. რამოდენიმე წამში თავსხმა წვიმამ დაუშვა. ხილვადობა უფრო ცუდი გახდა. ლეოს მანქანას, მას უკან ადევნებულ პოლიციასა და სანდროს მანქანას უფრო მეტად გაუჭირდათ სვლა. კედევ რამდენჯერმე დაიგრუხუნა და წვიმამ უფრო მეტად იმატა.
გზის რომელიღაც მონაკვეთზე აჩქარებით მოსიარულე მანქანას წინ რაღაც სინათლე გაუკრთა. მძღოლმა გვიან შეამჩნია ანთებული ფარები. საჭე მკვეთრად მოატრიალა მარცხნივ. მუხრუჭების ხრჭიალის ხმა გაისმა. შემდეგ კი მანქანა კლდეზე გადაეშვა და ზათქით დაეცა ქვემოთ უფსკრულში. რამოდენიმე წამში აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლის ალი ზემოთ ავარდა. ცეცხლში გახვეული მანქანა ნელ-ნელა იწვოდა.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
შეაფასეთ..) შემდეგი თავი ბოლო იქნება



№1 სტუმარი Guest Darina

Sandroze rom vgijdebi es araertxel mitqvams es istoria dzalian momwonda da guli damwyda shemdeg ase male rom mtavrdeba kargi gogo xar da didi siamovnebit wavikitxavdi shens momdevno istoriasac

 


№2 სტუმარი Eto

Imedia es manqana leosi oyo vgijdebi am wyvilze da imedia ertad iqnebian

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest Darina
Sandroze rom vgijdebi es araertxel mitqvams es istoria dzalian momwonda da guli damwyda shemdeg ase male rom mtavrdeba kargi gogo xar da didi siamovnebit wavikitxavdi shens momdevno istoriasac

Eto
Imedia es manqana leosi oyo vgijdebi am wyvilze da imedia ertad iqnebian


დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და აკომენტარებთ>
კიდევ რომ გამეგრძელებინა ეს ისტორია ძალიან გაიწელებოდა და შეიძლება მოსაწყენიც გამოსულიყო..) ამიტომ ჯობია აქ დავასრულო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent