ჩემი გულის ქურდი (V თავი.)
V თავი. -ანდრეა ...- ჩემთვის ჩუმად ვთქვი და მანქანისკენ გავიწიე. -ალექსა აგიხსნი ....დამელოდე ...-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა . _______ანდრეა_______ ყველაფრის ახსნა მინდოდა მაგრამ მან არ მომისმინა . ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. სახლში შევედი , ჩემი ნივთები ავაგროვე , ინას დავემშვიდობე და ტაქსი გამოვიძახე... მივედი ალექსას სახლში და დავაკაკუნე ...კარი ტასომ გამიღო. -ანდრეა? აგვიხსნი რა მოხდა ? - ტასომ მაშინვე კითხვები მომაყარა . -სადაა ? -თავის ოთახში . -ტასოს მოვცილდი და მეორე სართულზე ავედი . მინდოდა კარი გამეღო მაგრამ ჩაკეტილი დამხვდა. -ალექსა , ჩემო პატარა გამიღე კარი ... ყველაფერს აგიხსნი. -მესმოდა ალექსას ტირილი , შემდეგ კი მტვრევის ხმა გავიგე . -ალექსა ? გთხოვ ...-უცებ ალექსამ კარი გააღო და ამაზრზენად შემომხედა. -აიღე ეს შენია ...-ხელში ბეჭედი მომაჩეჩა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. -ანდრეა აგვიხსენი რა მოხდა ...-წინ ბექა დამიდგა რომელსაც გაბრაზება ეტყობოდა... ქვემოთ ჩავედი , დივანზე დავჯექი და მოყოლა დავიწყე მაგრამ ბექამ არ დამასრულებინა . -ა* ვარი ხარ ...-ბექა თავის ადგილს მოწყდა და საყელოში მწვდა .-როგორ გაბედე ?! -რატო არავინ მაცდის მოყოლას ან ბოლომდე დამთავრებას ? ყველანი ნაადრევ გადაწყვეტილებას როგორ იღებენ ? -ბექა გაჩერდი არ გინდა ...-ტასომ ბექა განზე გაიყვანა .-მოშორდი აქედან .- ვიცოდი რომ ვერაფერს ვეღარ გავხვდებოდი ამიტომ დავტოვე ჩემი სიხარულის სახლი და ჩემს მანქანაში ჩავჯექი რომელიც 3 დღის წინ ალექსასთან დავტოვე ... გავიდა ერთი კვირა ალექსას ათასჯერ დავურეკე მაგრამ არავინ მიპასუხა შემდეგ კი საერთოდ მობილური გამორთო. ყველაფრის ახსნა მინდოდა მაგრამ მან მე არ მაცადა ის წავიდა ... მას ჩემში ეჭვი შეეპარა...მან ხომ არ იცის სინამდვილეში რა მოხდა. ______ალექსა_____ კარს არავის ვუღებ . ტასო და ბექა გამუდმებით მეძახიან და ითხოვენ რომ კარი გავუღო . ნუთუ რთულია იმის გაგება რომ არავინ მჭირდება ?! მინდა დავივიწყო ყველაფერი მაგრამ ამაოდ. ჩემი ოთახი , საწოლი , კედელი , სარკე , კარადა , დივანი , სამზარეულო აბსოლუტურად ყველაფერი ანდრეას მახსენებს . -ალექსა გთხოვ გააღე რა ...-ტასო ისევ მოვიდა , ისევ თავიდან იწყებს ...კარი გავაღე და ტასოს გაოცებულ მზერას შევეყარე . -მადლობა ღმერთს .-ტასო ჩამეხუტა და არ მიშვებდა. -ტასო ცუდად ვარ...- გატეხილი ხმით ვუთხარი და ისევ თვალებიდან ცრემლები წამსკდა. -ჩემო პატარა ნუ ღელავ ესეც გაივლის. -ტასომ თმაზე მომეფერა. -ტას მაგ მხრივ არ ვამბობ ...ტასო ცუდად ვარ ...თავბრუ მეხვევა .-ეს ვთქვი და ყველაფერი შავმა მოიცვა . *** -ბექა გაიღვიძა ...-ტასომ ბექას დაუძახა რომელიც მაშინვე შემოვიდა .-ალექსა ? კარგად ხარ? -თვალები გავახილე და თეთრი ოთახი დავინახე ... -ტასო აქ როგორ მოვხვდი ? -საწოლზე დავჯექი და ტასოს შევხედე . -გონება დაკარგე და ამიტომ საავადმყოფოში წამოგიყვანეთ . -გაიღვიძე ? -პალატაში გაღიმებული ექიმი შემოვიდა .-თავს როგორ გრძნობ? -მადლობთ კარგად . -ექიმო რა სჭირს ? ალბად გადაღლილობის ბრალია ხო ?-ბექამ ექიმს კითხვები მოაყარა . -არა ეს გადაღლილობა არა ... ალექსანდრა გილოცავთ თქვენ ფეხმძიმედ ხართ .-იმ მომენტში ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი უბრალოდ გაშტერებული ვიყავი . -რაა ?-ბექამ გაფითრებული სახით ექიმს შეხედა. -თქვენ ბავშვის მამა ბრძანდებით ?(ექიმი) -არა ის ჩემი მეუღლეა.-საუბარში ტასო ჩაერთო . -უი ბოდიშით .(ექიმი)-ექიმმა ბოდიში მოიხადა შემდეგ კი დასვენება მირჩია, დაგვემშვიდობა და პალატა დატოვა . -ალექსა რა უნდა ქნა ? -ბექა მომიახლოვდა . -რა უნდა ქნას ?! -ტასომ ქმარს შეუბღვირა და მე შემომხედა. - რა კარგია ჩვენი შვილები ერთად გაიზრდებიან . -გახარებულმა ტასო შემომხედა . -ერთად გაიზრდებიან ?-ცინიკურად გავიღიმე და ტასოს შევხედე. -საერთოდ ფიქრობ რეებს ,,ბაზრობ’’ ? წარმოდგენა გაქვს რას გააკეთებს ანდრეა როცა ამას გაიგებს ?!-ყვირილზე გადავედი რის გამოც ცრემლები წამომივიდა.ბავშვობიდან ზედმეტად ემოციური ვარ ამიტომ როცა ვყვირი ან ვბრაზობ სულ ვტირი. -ალექსა მაპატიე ...-ტასომ თავი დახარა . -ალე მაინც უნდა უთხრა ...(ბექა) -რეებს ბოდავ ?რა უნდა ვუთხრა ,,რადგან ორსულად ვარ გაპატიებ ღალატს. მოდი ბავშვი ერთად გავზარდოთ ‘’? ეს ვუთხრა ?! -ალექსანდრა ანდრეა ამ ბავშვის მამაა. შენი ბავშვის მამაა . ის იმსახურებს იმის ცოდნას რომ მამა გახდება ...-ბექამ ხმას აუწია . -გაიწიეთ ... -საწოლიდან ავდექი და პალატა დავტოვე ... ტასო და ბექა მომყვებოდნენ და ჩემს გაჩერებას ცდილობდნენ მაგრამ ამაოდ ... საავადმყოფო დავტოვე და სახლში წავედი . ამოვიღე ჩემოდანი და ბარგი ჩავალაგე . ,,ტასო ...ამერიკაში მივდივარ .არავის უთხრა . არც ბექას და არც ანდრეას . გპირდები ბავშვს არაფერს დავუშავებ . მიყვარხარ . ‘’ -ტასოს შეტყობინება გავუგზავნე და აეროპორტში წავედი სადაც კერძო თვითმფრინავე მელოდა ... ბოლოჯერ შევხედე თვითმფრინავიდან თბილისს და თვალები დავხუჭე . ცრემლები წამომივიდა. 9თვის შემდეგ . -ვაიმე ანგელოზი ... ძალიან მენატრებით ტას ...-,,სკაიპით’’ ტასოს ვეჭორავებოდი რომელსაც ხელში პატარა მათე ეკავა . ხო ტასოს ერთი კვირის წინ ბიჭი ეყოლა . -ჩვენც... ალე არ გაბრაზდე რაა ... - ტასომ მათე აკვანში დააწვინა. -რა ხდება ტას ? -ბექამ გაიგო რომ ამერიკაში ხარ და თქვა რომ რამდენადაც ანდრეა არ უნდა იყოს სი*ი ის იმსახურებს იმის ცოდნას რომ მას მალე შვილი შეეძინება . -ტასო რეებს ბოდავ ? ანუ ანდრეამ ყველაფერი იცის ?! -ტასოს მკაცრად შევხედე და უცებ მუცელში ტკივილი ვიგრძენი . -ანჯელინაა ..-ჩემს მოსამსახურებს დავუძახე ...-დროა ...ტასო მერე მოგხედავ ... -ვაიმე დედა მშობიარობა გეწყება . -ტასო გაფითრებულმა ,,შემომხედა’’ . -დედა კი არ ვიცოდი . -ტასო ჩამოვალ ... მალე ჩამოვალ ...-ეს თქვა და გათიშა . -ქალბატონო მანქანა მზადაა. - ოთახში ჩემი დაცვა შემოვიდა , ხელში ამიყვანა და მანქანამდე მიმიყვანა . *** -შენი დედა ...- ტკივილისაგან ვიკლაკნებოდი . ყველაფერი მტკიოდა . მინდოდა მალე დასრლებულიყო ეს ყველაფერი მაგრამ... -მიდი ცოტაც ...-ინგლისურად მითხრა ექიმმა . -ისე მეუბნები თითქოს ადვილი ყოფილიყოს რა ...- როგორც ყოველთვის ვესწერვებო ყველას. ხო ამერიკაში ნამდვილად შევიცვალე . ყველა და ყველაფერი მეკ*და მხოლოდ ერთის გარდა . ბავშვი... როგორ მიიღო ეს მამაჩემმა ? ერთხელ შეიგინა და მერე ჩამეხუტა . ყველგან ჟურნალისტები დამზდევდნენ ამიტომ სახლიდან არ გამოვდიოდი . -ქალბატონის მეუღლეა აქ და შემოვუშვა ? -ვინოოო ? მეუღლეო ? -შემოუშვით ? -ორ წუთში ანდრეა შემოვიდა . სულ არ შეცვლილიყო პირიქით უფრო მამაკაცური გახდა. შევხედე და ცრემლები წამომივიდა . ჩემი სიხარული , ჩემი ცხოვრება , როგორ მენატრებოდა ... -ანდრეა...-აკანკალებული ხმით ვუთხარი და შეშინებუმა შევხედე. -ალე ...-ანდრეა მომიახლოვდა და ჩამეხუტა , შემდეგ ხელი მომკიდა და მითხრა .-შენ ამას შეძლებ. -ააა მტკივა ...-ვთქვი და უცებ ბავშის ტირილის ხმა გავიგე ... -ყოჩაღ ...კარგი გოგო ხარ...-ექიმს ოფლი მოწმინდა , მისმა დამხმარემ .-4 წელია რაც ექიმი ვარ და პირველად ჩავატარე 13 საათიანი მშობიარობა ...გილოცავთ ბიჭია .-ძალა გამოცლილმა დავწექი , შემდეგ კი ექიმის დამხმარემ ბავშვი მკერდზე დამიწვინა . როცა შევხედე ის ისეთი ლამაზი იყო .პატარა , პაწაწინა . ვერ ვიჯერებ რომ დედა გავხვდი...შევხედე ჩემს პატარას და მერე ანდრეას რომელიც გაოცებული იდგა და ბავშვს უყურებდა. ამის შემხედვარეს ცრემლები წამომივიდა... ბავშვს ნამდვილად ვერ ავღწერ რადგან დროთა განმავლობაში ის იცვლებოდა. *** -არ აპირებდი თქმას ? - პალატაში ბავშვს ვაჭმევდი , ანდრეა სკამზე იჯდა. -არ ვიცი...-ბავშვს შევხედე და ქუდი გავუსწორე. -ალე ეს შენგან უნდა გამეგო და არა ბექასგან ... ის ჩემიცაა.-ბავშვზე მიმითითა. -ვიცი...-ცოტახანი გავჩუმდი და შემდეგ გავაგრძელე .- ანდრეა... -რა ? -მადლობა ...-ჩუმად ვთქვი და თავი დავხარე. -რისთვის ?-ანდრეამ შემომხედა . -მადლობა იმისთვის რომ ანგელოზი მაჩუქე...მადლობა .-ცრემლები წამომივიდა . ბავშვი ჩავიხუტე .-გინდა დაიკავო ? -ანდრეამ ხელები გამოწია და ბავშვი დაიკავა ...როცა მათ შევხედე სუნთქვა შემეკვრა და ცრემლები წამომივიდა. რატო უნდა იზრდებოდეს ჩემი შვილი მხოლოდ დედასთან ან მხოლოდ მამასთან ? რატო არ უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ოჯახი ? -ალექსა მინდა ყველაფერი აგიხსნა ...ინა ჩემი მამიდაშვილია . მისი საქმრო დააკავეს და ის განადგურებული იყო , ამიტომ ის რამდენიმე დღე მასთან ვიყავი . -და რატო ეცვა შენი პერანგი ? -ეგ ჩემი პერანგი არ იყო . ლუკასის იყო , მისი საქმროსი ... მე მეძინა და როცა გავიგე როგორ გააღო კარი ქვემოდ ჩავედი , მეგონა პოლიცია იყო ამიტომ წესივრად ჩაცმაც ვერ მოვასწარი . -მართალს ამბობ ? -თვალები ცრემლებით ამევსო . -შენ თავს ვფიცავარ... პატარას გეფიცები .-იცით როგორ გამიხარდა იმის მოსმენა რომ მას ჩემთვის არ უღალატია ...-მიყვარხარ ალე , და მადლობა შენ ასეთი საჩუქრისთვის . -ანდრეა საწოლზე დაჯდა და ჩემთან მოიწია . ჩამეხუტა . როგორ მომნატრებია მისი სურნელი ...-მიყვარხარ ...-თქვა და მაკოცა . -მეც ...-ბავშვს შევხედე და ანდრეას ჩავეხუტე . -ჩემი გოგო. - პალატაში ტასო შემოვიდა . -გილოცავ...-ბუშტები და სათამაშო დათვი შემოიტანა ბექამ . -ტასოო ...- ტასო მომიახლოვდა და ჩამეხუტა . *** -გოგო მამაშენის კერძო თვითმფრინავით ჩამოვედით , მაგრამ დღესვე ვბრუნდებით ...-ტასომ ნაწყენი ხმით თქვა . -რატო ? უი მათეს გამო ხო ? -ხო ქალო ... აუ მომე რა ცოტახნით სულ შენ რომ გყავს .-ტასომ ანდრეას გადახედა რომელსაც უკვე 2 საათი ბავშვი ეკავა და არავის აძლევდა მხოლოდ ერთხელ მომცა იმის გამო რომ ბავშვს მოშივდა. -უფფ, მომინდომა გოგომ . ჯერ არ გაპატიეთ ის რომ არ მითხარით .-ანდრეამ ბავშვი მიიხუტა. -კაი ერთი ...აუ უთხარით ახლა ამას რამე... -რას ვეტყვით დედას არ აჭერინებს და შენ მოგცემს ?-სიცილით თქვა ბექამ. -უი ისე რას არქმევთ ?(ტასო) -დემეტრეს .-თქვა ანდრეამ და მე შემომხედა. -დემეტრეს.-დავეთანხმე და გავუღიმე. -დემეტრე ავალიანი.-შეასწორა ანდრეამ. -ხო ავალიანი. -შემრცხვა და თავი დავხარე . არ მკითხოთ რატო შემრცხვა იმიტომ რომ მაინც ვერ ავხსნი . *** -ჰე აბა ჩვენ წავედით . მალე ჩამოხვალთ ხო ?-ტასო და ბექა ადგნენ და წასასვლელად მოემზადნენ. -ხო .-ბექა და ტასო გადავკოცნე . -აუ რამდენს ,,ბაზრობდნენ ‘’ .-ანდრეა პალატის კარი დახურა , დივანზე დაჯდა და ბავშვი ისევ მიიხუტა . -მომეცი რა ...-ლეკვის თვალებით შევხედე . -ხო კაი ...-იცით როგორ მომცა ბავშვი ? ის მომენტი იცით როცა ქალი მამაკაცს აჭერინებს ბავშვს და მერე დარიგებებს აძლევს თუ როგორ უნდა დაიჭიროს ? ზუსტად ეგრე მომცა ანდრეამ . -ერთ კვირაში თბილისში მივდივართ . -ასე სწრაფად ? -ხო , აბა აქ გინდა დარჩე ? -არა ... -ალე იცი უნდა დავქორწინდეთ . -ბავშვის გამო ? -რა თქმა უნდა არა . *** -ქალბატონო ალექსანდრა შეგიძლიათ გვიპასუხოთ ?-თბილისის აეროპორტში ვართ სადაც ჟურნალისტები დაგვხვდნენ და კითხვების დასმა დაიწყეს. ანდრეას დემე ხელში ყავდა აყვანილი .-ბატონო ანდრეა თქვენ რას გვეტყვით . მართალია რომ თქვენი ბავშვია ?-უცებ ანდრეა გაჩერდა . -დიახ ჩვენი ბავშვია. -რა დაარქვით ?-სხვა ჟურნალისტმა იკითხა . -დემეტრე . -ავალიანი თუ მაჩაბელი ? -ავალიანი . -ანდრეას ხმა გაუმკაცრდა. -აპირებთ ქორწილის გადახდას ? -დიახ . ახლა კი ბოდიშს გიხდით , ჩვენი წასვლის დროა. -ანდრეა მარჯვენა ხელი გადამხვია მარცხენათი კი ბავშვი მიიხუტა . *** -ანდრეა როდის გადავიხდით ქორწილს ?-სახლში მისულს ყველაფერი დალაგებული დაგვხვდა რაც გასაკვირი არ იყო . ანდრეა დივანზე იჯდა . მე ვიდექი და თან ბავშვს ვაჭმევდი . -როცა მოგინდება .- ანდრეამ გამიღიმა და ჩამეხუტა . მისი სურნელი ისევ ისეთია . -მამას ბიჭმა ჭამა? -ანდრეამ დემეს გახედა და წინსაფარი გაუსწორა. -კი...-ანდრეამ ბავშვი ხელში აიყვა და აკოცა . იცით როცა მათ ვუყურებ გული სიხარულით მევსება . არასოდეს თქვათ რომ დედას მამის შეცვლა შეუძლია . მამას თავისი ადგილი აქვს ბავშვის პატარა გულში დედას კი თავისი. -დავაძინებ და მერე ჩვენც ,,დავიძინოთ’’. კარგი ?- ანდრეამ მთელ ხმაზე გაიცინა და ისევ ბავშვს აკოცა. -ყველაზე მეტად შენ და დედიკო მიყვარხართ ...-ყურში ჩასჩურჩულა და მე შემომხედა...ანდრეამ ბავშვი დააძინა და ჩვენს ოთახში შემოვიდა.-დაგეხმარო?-ანდრეამ კაბის ელვა გახსნა და ზურგზე ნაზად მაკოცა . -მენატრებოდი ...-თვალები ცრემლებით ამევსო. -მეც მენატრებოდი . -ანდრეამ შემომაბრუნა და ლოყაზე მაკოცა. -იცი გული როგორ მტკიოდა როცა...-ვეღარ გავაგრძელე , უბრაოდ ჩავეხუტე . -მაპატიე უნდა ამეხსნა ... -შენ მაპატიე ჯერ უნდა გამეგო და მერე გამომეტანა დასკვნები . მაპატიე . -ჩუ ჩუ ...დაწყნარდი .-ანდრეამ ცრემლები მომწმინდა და ნაზად მაკოცა. შემდეგ ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა . ნაზად მეალერსებოდა , შემდეგ კი ვიგრძენი რომ ჩემში შემოვიდა... *** -მიყვარხარ . - ანდრეას მკერდზე მედო თავი ის კი თავის თითებს ჩემს თმაში ხლართავდა. -მეც , ძალიან -ვუპასუხე და ვაკოცე. -აუ ტირის. -დემეს ხმა გავიგე და საწოლიდან ავდექი. -იწექი მე მოვიყვან .-ანდრეამ საცვალი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა ორ წუთში ბავშვით ხელში დაბრუნდა. -მამას ბიჭს მოშივდა . -მოიყვანე ვაჭამო. -ანდრეა საწოლზე დაჯდა და ბავშვი დამაჭერინა . -ალე წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდე ? ან საერთოდ დაბრუნდებოდი ? -ანდრეამ მოღუშულმა შემომხედა და დემეს წინსაფარი გაუსწორა . -რას შევცვლიდი ? -უცებ ყველაფერზე დავფიქრდი შემდეგ კი დემე მოხერხებულად დავიჭირე. - იცი დავბრუნდებოდი ბავშვობაში , დედასთან . შენ და დემეს გარდა ყველაფერს გავიღებდი ოღონდ დედა ვნახო . მოლოდ ერთხელ . -ცრემლებს ძლივს ვიკავებდი .- იცი ახლა როცა დედა გავხვდი დავაფასე ყველაფერი რაც დედაჩემმა ჩემს გამო გაიღო . დემეს როცა ვაჩენდი ყველაფერი მტკიოდა . ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ძვლებს მიტეხავდნენ და შიგნიდან დანით მჭრიდნენ , მაგრამ არასდროს მინანია და არც ვინანებ რომ დემე გავაჩინე . შევცვლიდი მხოლოდ ორ რამეს . პირველი ნიკას არ დავუახლოვდებოდი არა ისე როგორც მეგობარი არამედ როგორც შეყვარებული , მეორე კი ,იმ დღეს ახსნის საშუალებას მოგცემდი ...-ბევრი ვისაუბრეთ , დემეტრეს ანდრეას ხელში ეძინა მე კი იჯექი და მათ ვუყურებდი . შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეძინა . ანდრეამ ბავშვის გაყვანაზე უარი გამიცხადა ამიტომ დემე ჩვენს შორის დავაწვინე . მეც და ანდრეაც ვიწექით და ვუყურებდით პატარა სასწაულს რომელმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა ...დემეს ღამით ტკბილად ეძინა რადგან მისი ტირილი არ გამიგია ... როცა თვალები გავახილე საწოლში დემეს ძებნა დავიწყე შემდეგ კი შევამჩნიე რომ ანდრეას მკერდზე იწვა და გამეღიმა ... მამა-შვილს ტკბილად ეძინათ... *** გამარჯობათ <3 ბოდიშით რომ დავაგვიანე , ჩემმა მუზამ ,,არა''-ო ამიტომ ვერ ვწერდი :დდ. დიდი მადლობა რომ კითხულობთ და იმედია მოგეწონათ. <3 ველი კომენტარებს :დდ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.