შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სი მიშგუ მიჟ ხი! (თავი 2)


28-02-2017, 12:59
ავტორი sofia.
ნანახია 1 729

თავი 2
-*-*-*-*-*-
ჭამის შემდეგ უკვე კარგად მოსაღამოვებული იყო, თან ძალიან დაღლილები ვიყავით მგზავრობით, ამიტომ სვანეთის დათვალიერება დანარჩენი დღეებისთვის გადავდეთ.
ყველანი თბილად ჩავიფუთნეთ და ეზოში გავედით, სადაც სრული სიმშვიდე სუფევდა.
-ისე, ხვალ სად უნდა წავიდეთ, დადა, გზა იცი? - ლიკომ შემომხედა, მე უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და სკამზე ჩამოვჯექი, საიდანაც მთელი ტყე მოჩანდა.
-არა, არ ვიცი. საიდან უნდა ვიცოდე, პირველად ვარ აქ. ვინმე იქნება და იმას ვკითხავთ გზას. - ისევ მხრები ავიჩეჩე და ღრმად ჩავისუნთქე.
-აქ, - ხელი ჩვენს წინ მყოფი სახლისკენ გაიშვირა, დალიმ. - ამ სახლში არიან ბავშვები ჩამოსულები. და-ძმანი არიან, ბავშვობიდან აქ იზრდებიან, თუმცა ახლა თბილისში წავიდნენ სასწავლებლად. მეგობრები ჩამოიყვანეს ახლა და ყოველდღე აქეთ-იქით დადიან. ვეტყვი და თქვენც არ გეტყვით გაყოლაზე უარს. თან უფრო გაერთობით. - ცოტა კი მეუხერხულებოდა იმ უცხო ხალხის, მაგრამ დალის მაინც თავი დავუქნიე და მადლობა გადავუხადე. - ახლა უნდა წავიდე. დილით ადრე ვარ ასადგომი, ძროხა უნდა მოვწველო. იყავით თქვენ, მაგრამ რომ შემოხვალთ, კარი კარგად დახურეთ. - პატარა ბავშვებივით დაგვავალა და სახლისკენ შეტრიალდა.
-ტკბილი ძილი, დალი დეიდა. - უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი ამ ქალის მიმართ და დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ყოფნის პერიოდში, კიდევ უფრო შემაყვარებდა თავს.
-რა ვაკეთოთ ახლა ჩვენ? - ნინიმ გადმოგვხედა, მე და ლიკოს.
-არ ვიცი, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება ძალიან. - ლიკომ თავი სკამის საზურგეს მიადო და თვალები დახუჭა.
-მეც ძალიან მეძინება. - ნინიმაც იგივე გაიმეორა.
-მე საერთოდ არ მეძინება. - ჩავიცინე და გოგოებს გავხედე. - ადექით და ადით ოთახში, არ შეგცივდეთ აქ. - თავი სწრაფად დამიქნიეს და ფეხზე წამოდგნენ.
-შენ არ მოდიხარ? - ნინიმ შემომხედა, მაგრამ მე თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
-ცოტახნით კიდევ ვიქნები. სვანეთში ვარ და ახლა რა დამაძინებს. - სიცილით ვთქვი და ასევე სიცილით მითხრეს გოგოებმა ,,გიჟი ხარ"-ო. მერე ტკბილი ძილი ვუსურვეთ ერთმანეთს, ისინი სახლში შევიდნენ, მე კი დავრჩი მარტო. ჩემს ფიქრებთან ერთად..
მარტო, სვანეთში..

-*-*-*-*-*-
დაახლოებით, ორი საათი ხდებოდა ძილი, რომ მომერია, მაგრამ მაინც ჯიუტად არ შევდიოდი სახლში. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა გარეთ, სუფთა ჰაერზე.
-გაცივდები. - წინიდან ხმა მომესმა, თუმცა მთვარის შუქზე სახის გარჩევა ვერ შევძელი.
-ნუ იდარდებ. - ჩემს თავთანაც არ ვაღიარებდი, მაგრამ ძალიან შემაშინა უცნობის ასე მალე გამოჩენამ.
ფეხზე წამოვდექი და სახლში შესვლა დავაპირე, ისევ უცნობის ხმა, რომ მომესმა.
-შენს სახელსაც არ მეტყვი? - ისე მომიშალა მისმა თავდაჯერებულმა ხმამ ნერვები, რომ ფეხს ავუჩქარე და სახლში უკანმოუხედავად შევედი. თან გულში ვილანძღებოდი.
ოთახში შესულმა სუნთქვა ძლივს დავირეგულირე, სწრაფად გავიხადე თბილი ტანსაცმელი და მოკლემკლავიანი მაიკის ამარა შევწექი ცივ ლოგინში.
თავიდან გამაჟრიალა, თუმცა მერე მესიამოვნა კიდეც ეს ცივი მატერია.
-გაუთლელი ხეპრე. - უცნობის გახსენებისას, კიდევ ერთხელ ამოვთქვი ეს სიტყვები ხმამაღლა. შემდეგ კი გვერდი ვიცვალე და ძილს მივეცი თავი.

-*-*-*-*-*-
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. საათს დავხედე და ისრები ჯერ მხოლოდ, რვა საათსა და თხუთმეტ წუთს მიჩვენებდა.
ნელა წამოვდექი ფეხზე და ტანში მაშინვე სიცივის ტალღამ დამიარა. გოგოებს გადავხედე, რომლებსაც ტკბილად ეძინათ. მალევე ჩავიცვი ცოტა თბილი ტანსაცმელი, ფეხზე კედები ამოვიცვი და ქვევით ჩავედი, თან ტკივილგამაყუჩებელი გავიყოლე.
დალი უკვე ამდგარიყო და ფეჩის ანთებაც მოესწრო. გამიკვირდა თავიდან ცეცხლის დანახვა, თუმცა როცა გამახსენდა სადაც ვიყავი, მაშინვე მისკენ წავედი.
-დილამშვიდობისა. - დალი გამოვიდა მეორე ოთახიდან და ფქვილიანი ხელები დაიბერტყა.
-დილამშვიდობის, დალი დეიდა. - თბილად გავუღიმე და ცეცხმთან ახლოს დავჯექი.
-კუბდარი გავამზადე ახლა, გოგოები რომ ადგებიან, შევდებ ღუმელში და გამოვცხვება უცებ. - თავი დავუქნიე და ყავის დასასხმელად ავდექი ფეხზე.
-წყალი რითი ავადუღო? - კარგად გაკეთებულ სამზარეულოში შევედი. გამიკვირდა კიდეც ასეთი გარემონტებული სამზარეულო, აქ დალისთან.
-მეორე კარადაშია წყლის მადუღარა. ყავაც მანდვეა, დედი. - თბილად მითხრა და ფეხზე ფეხსაცმელი ამოიცვა. - უნდა გავიდე ახლა, ძროხა მოვწველო. ბავშვებთან მაქვს რძე და ყველი გასაგზავნი. - უბრალოდ თავი დავუქნიე და ჭიქა გადმოვიღე.
წყალიც მალევე ადუღდა.
ჭიქაში ყავა ჩამოვასხი და იქვე ჩამოვჯექი, კარგად მოწყობილ კუთხეში. სადაც მინის მაგიდა და წითელი სკამები ელაგა.
სიგრილე იყო ჯერ, მაგრამ ყავა მოვსვი თუ არა, მაშინვე გამითბა ყველაფერი.
უკვე ცხრა საათი ხდებოდა, დალი რომ შემოვიდა სახლში.
-მოდით, მოდით. - ვიღაცას ელაპარაკებოდა. სამზარეულოში შემოიხედა და ჩემი დანახვისას გაიღიმა. -დადა, სტუმრები გვყავს. - ფეხზე წამოვდექი და თბილ ოთახში გავედი, სადაც ცეცხლი ცოტათიღა ენთო.
-გამარჯობა. - დივანზე მსხდარ ხალხს მოვავლე თვალი.
-გაგიმარჯოს. - ხუთი ბიჭი და ერთი გოგო იყო. ის გოგო ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. - მე ელენე ვარ. - თბილად გამიღიმა. - ეს ჩემი ძმაა იოანე. ესენი კი ჩვენი მეგობრები არიან, დემეტრე, გიორგი და კაკი. - ყველამ გამიღიმა, მეც გავუღიმე მათ და სკამზე ჩამოვჯექი.
-დიდი ხმით ხართ ბავშვებო? - დალიმ ელენეს და იოანეს შეხედა.
-არა, ერთ კვირაში წავალთ. - იოანემ დაილაპარაკა და მაშინვე რაღაც გამეკვანძა მუცელში.
მეცნობიდა ეს ხმა.. საოცრად მეცნობოდა.
მას მივაშტერდი და მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე.
ვფიქრობდი, თუ საიდან შეიძლება მეცნო იოანეს ხმა და როგორც კი წუხანდელი ღამე გამახსენდა, მაშინვე ფეხზე წამოვხტი.
ყველამ გაკვირვებული სახით შემომხედა, ამიტომ უცბათ მოვიფიქრე რაღაც ტყუილი.
-წავალ, გოფოებს გავაღვიძებ და გაგაცნობთ. - გავიღიმე, თუმცა ეს ნამდვილი ღიმილი არ ყოფილა.
-ძალია კარგი, მიხარია მარტო მე რომ არ ვიქნები ამდენ ბიჭში გოგო. - ელენემ გამიღიმა. მე თვალი ავარიდე ბავშვებს და კიბისკენ წავედი.

ოთახის კარი, კი არ შევხსენი, შევანგრიე.
გოგოებს უკვე ეღვიძათ და გაკვირვებულებმა შემომხედეს.
-რა იყო, რა სახე გაქვს? - ლიკო ჩემთან მოვიდა და ხელი მომკიდა ხელზე.
-ამ, არაფერი ისეთი. წამოდით, ჩვენს წინ რომ ცხოვრობენ, ისინი უნდა გაგაცნოთ, აქ არიან. - გოგოები დაიჯღანნენ, რაზეც სიცილი დავიწყე.
-სირცხვილია. - ნინიმ თავი გააქნია და სარკის წინ დატრიალდა.
-რა არის გოგო სირცხვილი? ჩვენს სახლში არიან და იმათ შერცხვეთ შენი. თან სიმპატიური ბიჭები არიან. - წარბები ზევით ავწიე და დიდზე გავიკრიჭე.
-მართლა? - ლიკომ გაცისკროვნებული თვალებით შემომხედა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე.
-მართლა, მართლა. ახლა წამოდით, თორე სირცხვილია. - თავი დამიქნიეს და სამივე ერთად გავედით კარებიდან.
გული იმდენად მიცემდა, რომ ჩემს თავზე მომეშალა ნერვები.
თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების განსადევნად და ყალბი ღიმილით მივუახლოვდი, გოგოებთან ერთად ბავშვებს.


_______________________
რადგანაც გუშინ პირველი თავის ნახევარი დავდე, სრულიად შემთხვევით, ახლა დავდებ ამ თავს.
დღეიდან კი, ყოველი მომდევნო თავი დღე გამოშვებით დაიდება.
იმედია მოგეწონებათ ^^



№1  offline ადმინი მწარე

ვნახოთ ვნახოთ რა იქნება გელოდები
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№2  offline წევრი ninuca)))

მომწომს
კარგია იმედია მალე დადებ ახალ თავს
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3 სტუმარი Nia

Momwons gaagrdzele

 


№4  offline წევრი Ana Imnadze

საინტერესოა ჯერ-ჯერობით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent