შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სი მიშგუ მიჟ ხი! (თავი 1)

27-02-2017, 22:29
ავტორი sofia.
ნანახია 2 593

სი მიშგუ მიჟ ხი! (თავი 1)

-ძალიან კარგია, თან სვანეთსაც ვნახავთ და კარგადაც დავისვენებთ. - მეგობრებს ვეწუწუნებოდი და ყველანაირად ვცდილობდი, საყვარელი სახე მიმეღო, რომ უარი არ ეთქვათ, სვანეთში წამოსვლაზე.
-აუ, მეზარება ძალიან რა. - ნინიმ დაიწუწუნა და ლიკოს გახედა, რომელიც ხმამაღლა არა, მაგრამ სახის გამომეტყველებით ამბობდა - ,,მეც მეზარება!"-ს.
-კარგით, ვიმახსოვრებ! - ცინიკურად ჩავიცინე, ფეხზე წამოვდექი და კაფიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვედი.
გოგოების ხმა მესმოდა, რომლებიც ,,დადა, დადა"-ს გაჰკიოდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია მათთვის.

-*-*-*-*-*-*-
მთელი დღე მირეკავდნენ გოგოები, თუმცა მათი არცერთი ზარისთვის მიპასუხია.
ცხოვრებაში პირველად ვთხოვე რაღაც და მაშინაც ძალიან უაზრო მიზეზით მომიშორეს თავიდან. უბრალოდ, ეზარებოდათ და სხვა არაფერი. იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, როგორ მატკინეს გული.

დაახლოებით, შვიდი საათი ხდებოდა, თუმცა მზე ჯერ კიდევ ანათებდა ჩემს მისაღებს. ოთახის შუაგულში მდგარ დივანზე ვიჯექი და გეგმებს ვაწყობდი, თუ როგორ წავიდოდი სვანეთში, სრულიად მარტო, ყველას გარეშე.
იქნებ, ასე უკეთესადაც დამესვენა?
ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომიყვანა. ფეხზე წამოვდექი და შემოსასვლელისკენ წავედი. დაახლოებით მივხვდი, ვინებიც იყვნენ, ამიტომ ნელა გამოვხსენი კარი და როგორც ნინი იტყოდა ,,როჟა დავკერე."
-ძლივს.. - ოთახში ქოთქოთით შემოცვივდნენ და ჩემი გაბრაზებული სახისთვის, სულაც არ მიუქცევიათ ყურადღება.
-რომ გირეკავთ, არ უნდა გვიპასუხო? - მაგიდაზე მდგარი ჭიქა აიღო ლიკომ და წყალი მოსვა.
-ღირსები ხართ? - მეგობრებს წარბაწეული მივაჩერდი, რაზეც მათ გაიცინეს.
-რაიყო გოგო, რა როჟებს მიკერავ? - თავისი საფიქრმო ფრაზა, არც ახლა გამორჩენია ნინის. - როდის მივდივართ სვანეთში? - თავიდან მეგონა მომესმა და გამეორება ვთხოვე. როცა ლიკომაც ,,სვანეთში მოვდივართ"-ო თქვა, მაშინვე ყვირილი დავიწყე და მეგობრებს მთელი ძალით ჩავეხუტე.
-როგორ გამაბრაზეთ თავიდან. - კიდევ ერთი შევუბღვირე მათ, თუმცა მალევე ღიმილი მომედო სახეზე.

-*-*-*-*-*-*-
გზა იმაზე დამღლელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინდა. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ლიკოს მანქანაში ვისხედით და კუსავით ნელა მივდიოდით წინ, კიდევ უფრო გაიწელა მგზავრობა.
-ახლა სად უნდა დავბინავდეთ? - უკანა სიდენიიდან ნინი წამოდგა და წინ გამოიხედა.
-დაჯავშნული მაქვს უკვე ყველაფერი. ერთი საყვარელი ქალი დაგვხვდება და გაგვიმასპინძლდება, თან როგორც მითხრა, მარტო ჩვენ ვიქნებით სახლში და თვითონ, სხვა არავინ. - ნინიმ ტაში შემოკრა, სიხარულის ნიშნად და ისევ ისე წამოწვა, როგორც მთელი გზის მანძილზე.
-მგონი აქ უნდა ავუხვიოთ.. - ლიკომ მე შემომხედა და მეც თავი დავუქნიე.
დაახლოებით, თხუთმეტი წუთიღა ვიარეთ და იმ სახლს მივადექით, სადაც უნდა დავრჩენილიყავით, მთელი ორი კვირა.
-ეს არის, გააჩერე. - მანქანა ნორმალურად არ იყო გაჩერებული, რომ გადმოვხტი და რაც ძალი და ღონე მქონდა, სვანეთის ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
-ვოუ, ძალიან ცივა.. - ნინიმ თქვა და მანქანიდან შემოსაცმელი გადმოიღო, რომელზეც მთელი დილა მეწუწუნებოდა: ,,რათ მინდა ამ სიცხეში ეს შემოსაცმელი"-ო.
-ვიღაცამ თქვა, არ შემცივდება-ო. - სიცილით გადავხედეთ მე და ლიკომ ერთმანეთს და მერე დაბღვერილ ნინის.
-ჰოდა, შემცივდა. - წარბები ზევით ასწია და სახლისკენ წავიდა.
სანამ ეზოში შევიდოდით, მანამდე სახლიდან საშუალო სიმაღლის, გამხდარი ქალი გამოვიდა, რომელიც შავ ტანსაცმელში იყო შეფუთული.
-მოდით, მოდით, ლამაზებო. ისეთი კუბდარი ინდა გაჭამოთ, რომ თითებსაც ჩააყოლებთ თან. - ისე მომეწონა ეს ქალი, რომ მაშინვე სახლში შევყევი, სადაც ნაირ-ნაირი საჭმელების სუნი ტრიალებდა.
-მე დადა ვარ, - ხელი გავუწოდე, მაგრამ თვითონ ჩამიხუტა გულში მაგრად. ამან ორმაგად მომაწონა ეს ქალი.
-მე ლიკო ვარ. - ლიკოსაც ჩაეხუტა და ახლა ნინისკენ მიტრიალდა.
-ნინი. - ნინი თვითონ მივიდა და ჩაეხუტა, რაზეც გამეცინა.
-მე დალი ვარ, შვილებო. - თვალი თბილად მოგვავლო და დიდზე გაგვიღიმა. - ძალიან მიხარია, აქ რომ ხართ და მარტოს, რომ არ მიწევს ზაფხულის გატარება. - ხმა უცებ დაუსევდიანდა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და ისევ გაგვიღიმა. - მოდით ახლა და გამისინჯეთ ნახელავი. - ხელები დავიბანეთ და მაშინვე მაგიდას მივუსხედით.
სვანური საჭმელები გასინჯული აქამდე არ მქონია, თუმცა ახლა ეჭვი მეპარებოდა, რომ ამ საჭმელბის გარდა, კიდევ რამის ჭამას შევძლებდი ოდესმე.
-იმდენად გემრიელია ყველაფერი, რომ ვერც ვჩერდები და მგონი გავსუქდები. - ლიკომ, როგორც ყოველთვის წონაზე დაიწყო წუწუნი, რაზეც დანარჩენბმა გავიცინეთ.
-უნდა მოსუქდეთ ცოტა. აბა ეს გამხდარი გოგოები, რომ დადიახრთ და კიდევ საჭმელს არ ჭამთ, უფრო უარესად გახდებით და მერე გექნებათ გულის შეწუხებები. - ისე სასაცილოდ თქვა დალიმ ეს ყველაფერი, რომ სიცილი ვერცერთმა შევიკავეთ.
დალიც ჩვენთან ერთად იცინოდა.

-*-*-*-*-*-

№1  offline წევრი qetiqetiA3

რას ნინავს "სი მიშგუ მიჟ ხი" ? smile მომეწონა,კარგია heart_eyes

№2 სტუმარი Guest ....

აუ გვითხარი რა გთხოვ რას ნიშნავს მაინტერესებს რა :( მშვენიერია მალე დადე გაგრძელება ^_^

№3  offline ადმინი მწარე

Guest ....
აუ გვითხარი რა გთხოვ რას ნიშნავს მაინტერესებს რა :( მშვენიერია მალე დადე გაგრძელება ^_^

ავტორი თუ არ გამიბრაზდება გეტყვი :დდ შენ ჩემი მზე ხარო :დდდ

ისტორიას რააც შეეხება მომეწონაა იმედიაა მომაწონებ თავს ეს სახელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს და გამაცარებ ძალიან თუ შემომთავაზებ საინტერესო თავს
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

№4 სტუმარი Guest ...

Mware
Guest ....
აუ გვითხარი რა გთხოვ რას ნიშნავს მაინტერესებს რა :( მშვენიერია მალე დადე გაგრძელება ^_^

ავტორი თუ არ გამიბრაზდება გეტყვი :დდ შენ ჩემი მზე ხარო :დდდ

ისტორიას რააც შეეხება მომეწონაა იმედიაა მომაწონებ თავს ეს სახელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს და გამაცარებ ძალიან თუ შემომთავაზებ საინტერესო თავს

მადლობააააა დიდი <3

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

"დადა" რატომ გახდა ამ საიტზე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სახელი?! თუ სადმე რამე წამიკითხავს და ვინმეს ვიცნობ, ყველა მამრია და თქვენ..თუ "ნუკრის" ვარიანტი მოარგეთ?
დავითი-ს შემოკლებულ-მოფერებითი ფორმა! ასევე, დადა ანუ დადაიზმიც ცნობილია, ოღონდ მაგაზე საუბარს აქ ვერ დავიწყებ!

№6 სტუმარი Guest Grafo

sofia.
grafo

ძალიან, ძალიან ბევრი სახელი არის ისეთი, რომელიც ქალსაც ჰქვია და კაცსაც. მათ შორის არის სახელი ,,დადა"-ც. ზუსტად, რომ არ ვიცოდე, მერწმუნე მაგ სახელს ჩემს პერსონაჟს არ მოვარგებდი. ასე, რომ...

Is rom dzalian bevri saxelia iseti, romelic orive sqeszea morgehuli mec agvnishne chems komentarshi, ogond sxva formit:)). Anu nukros variantia dadac, tumca piradad chemtvis erterti mamakacuro saxelia da verafrit ver vakavshireb kactan! Tan, roca dzalian farto archrvania dgesdgeobis saxelebis!!!

№7 სტუმარი Guest Grafo

sofia.
Guest Grafo

ჰო, შენ თუ ეს სახელი/სახელები არ მოგწონს, ეგ მე არ მეხება.
მე მომწონს და ჩემს პერსონაჟსაც ჰქვია ეს სახელი.

Mowoneba/ar mowoneba arsad mixsenebia. Arc vaxseneb. Me sxva rameze vsaubrob da vfiqrob gasagebadac! Warmatebebi shenc da shens "vajkac" gmirebsac:))).

№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს ისტორია ადრეც იდო თუ არ ვცდები? სათაურიდან გამომდინარე მახსოვს

№9  offline წევრი sofia.

Chikochiko
ეს ისტორია ადრეც იდო თუ არ ვცდები? სათაურიდან გამომდინარე მახსოვს

არა, ადრე ნამდვილად არ იდო.
ახლა ვწერ.
შეიძლება, სხვა კოთხრობაში იყო გამოყენებული ეს სიტყვები და იქიდან გახსოვთ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent