შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 7


28-02-2017, 22:18
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 518

სახლში მისული მარიამი მოუთმენლად ელოდებოდა 7 საათს და დრო მაინც და მაინც ახლა გადიოდა ნელა.ფიქრობდა თუ რას ეტყოდა,აკოცებდა თუ არა ისევ,მაგრამ მხოლოდ კარგის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.შეიძლება ეჩხუბა კიდეც,მაგრამ რატომ უნდა ეჩხუბა,როცა პირველმა ზურამ აკოცა.
7 საათი ხდებოდა,როცა გაემზადა და დედამისი მოატყუა,რომ მეგობართან მიდიოდა.7 საათს რამოდენიმე წუთი აკლდა და ქვემოთ ჩავიდა.ჩავიდა თუ არა იქვე ახლოს დაინახა ზურას მანქანა და მისკენ წავიდა.ჩაჯდა და წავიდნენ.ხმა არცერთს არ ამოუღია,ცოტა ხანში მარიამმა დაიწყო ლაპარაკი
-სად მივდივართ?
-არ ვიცი,შენ სად გინდა?
-რა ვიცი,სულერთია
-ისევ იქ წავიდეთ მაშინ
-კარგი
რამდენიმე წუთში ისევ იქ იყვნენ.ისევ მარიამმა დაიწყო ლაპარაკი
-რატო შემხვდი?
-ლაპარაკი მინდოდა
-მელაპარაკე
-სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი თავიდან.უნდა მეთქვა შენს გარეშე ვერ ვძლებთქო,მაგრამ თან ვფიქრობდი და არ შეიძლება ჩვენი ერთად ყოფნა,თან ძალიან მინდა,თან არ შემიძლია.მარიამი ჩუმად იჯდა
-მეც ვერ ვიგებ რა მჭირს - განაგრძობდა ზურა - ხან შენთან მინდა,ხან მგონია,რომ არ შეიძლება შენზე ფიქრი.შენ არაფერს იტყვი?
-რა ვთქვა,მეც ეგრე ვფიქრობ - არ უნდოდა სულელის როლში გამოსულიყო ამდენი ლაპარაკის შემდეგ და სიტყვებს ეძებდა,რომ კიდევ ელაპარაკა.ამ დროს ზურა სიგარეტს უკიდებდა და მოწევას იწყებდა.სიტყვების არ ქონის გამო და უხერხული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ადვილი გამოსავალი იპოვა,თან ეს უნდოდა კიდეც - მისკენ გადაიწია და აკოცა.ზურა არ შეეწინააღმდეგა და თვითონაც აკოცა.სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო და ორივე ხელი გაინთავისუფლა.მისი სახე ხელებში მოიქცია და კოცნიდა.სწრაფადვე გაჩერდა
-არა,რა - უთხრა ზურამ - მინდა,მაგრამ არ შეიძლება.უნდოდა ახლა მისთვის გული გადაეშალა და ყველაფერი ეთქვა,როგორო სენტიმენტალურიც არ უნდა გამოსულიყო მათი საუბარი.ცდილობდა გზა გამოენახა,რომ ყველაფერი ეთქვა
-შეიძლება რაღაც გითხრა? - კითხა ზურამ
-კი
-როცა შენთან მინდა ყოფნა,მეორე წუთს აზრი მეცვლება და არ შემიძლია შენზე ფიქრი.განა იმიტომ,რომ არ მინდა,უბრალოდ ბევრი მიზეზის გამო არ შემიძლია
-ვიცი - გაუღიმა მარიამმა.მეც ვფიქრობ მაგ მიზეზებზე,მაგრამ შენზე უფრო მეტს ვფიქრობ
ზურას მის ნათქვამზე გაეღიმა,თან გულში რაღაც ჩასწყდა,რომ არ შეეძლო მასთან ყოფნა
-მოკლედ,არ ვიცი რა ვნათ - უთხრა ზურამ
-არაფერი
-მართალი ხარ.როგორც არის ისე დავტოვოთ
ცოტა ხანში სახლში დაბრუნდნენ,ორივე იმედგაცრუებული,გაღიზიანებული და თითქოს ,,დაცარიელებული“.
მარიამმა მისვლისთანავე დაიძინა.აღარაფრის იმედი აღარ ქონდა.
ზურას ძილი არ მიეკარა და რათქმაუნდა მისი ცოლის გვერდით წოლა კიდევ აღიზიანებდა.
ორივეს გული სწყდებოდა,რომ სააღდგომო არდადეგების გამო ერთმანეთს კიდევ დიდ ხანს ვერ ნახავდნენ,მაგრამ ვერაფერს შეცვლიდნენ.
რამოდენიმე დღე ისევ უაზროდ გავიდა.
აღდგომა ახლოვდებოდა და თეკლას ოჯახი და მარიამი საერთო სოფელში უნდა წასულიყვნენ ახლო ნათესავების საფლავებზე.აღდგომის წინა დღეს გაემზადნენ და მარიამი დილით ადრე თეკლასთან ავიდა.სამზადისში იყვნენ და საღამოს უკვე სოფელში იყვნენ.
სულ შინაურები იყვნენ და სუფრა გაშალეს,ქეიფობდნენ.თეკლას მამა სადღეგრძელოებს ამბობდა და ჭიქას ჭიქაზე სვამდა,მუცელში ღვინოს ისხამდა და დრო და დრო ცარიელდებოდა ხოლმე (you know).მეზობლებში ლაპარაკი დაიწყო
-დღეს ჩემი უახლოესი მეგობარი ვერ წამოვიდა ჩემთან და ამ ღამით ან ხვალ დილით ველოდებით ყველა - ძლივს ამოილუღლუღა
-ვინ მეგობარი? - კითხა მარიამმა თეკლას
-ზურაზე ამბობს გოგო
-აა - უთხრა მარიამმა და სიამოვნებისგან გულში გადაიხარხარა.
თეკლას მამამ ცოტა ხანში ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკი
-ხო,ძმა,რას შვრები?მოდიხარ?ყველა შენ გელოდებით იცოდე....აუუუუუ,როგორ გამახარე შეჩე*ა.გელოდები იცოდე,არ ვიძინებთ,უნდა დავლიო შენთან ერთად...კაი აბა,გელოდები.დაგხვდები გარეთ.
მარიამი გახარებული იყო,მხოლოდ იმას ფიქრობდა,რომ ზურა მარტო მისულიყო და თავისი ცოლი არ მიეყვანა.მისი ლოგიკით კი წესით სახლში უნდა დარჩენილიყო ცოლი.
1 საათის შემდეგ თეკლას მამის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და ლაპარაკის მიხედვით მიხვდა,რომ ზურა უკვე მოვიდა.თეკლას მამა გარეთ გავიდა,რომ დახვედროდა.გული გამალებით უცემდა,რომ კიდევ ნახავდა და რამდენიმე დღე ერთად იქნებოდნენ.ცოტა ხანში თეკლას მამა (რეზო) და ზურა ერთად შემოვიდნენ და ზურა ღიმილით მიესალმა სტუმრებს.რეზომ ყველა ნათესავი გააცნო და სუფრაზე დასვა.ამჯერად მარიამის გვერდით არ აღმოჩენილა,თუმცა შეამჩნია და მიესალმა კიდეც.განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა ამ ღამეს.მარიამს და თეკლას ერთ ოთახში ეძინათ და მარიამს ძილი არ ეკარებოდა.ღამით რამდენჯერმე ადგა წყლის დასალევად,იმ იმედით,რომ ზურაც შეიძლებოდა ამდგარიყო,მაგრამ სულ ტყუილად.თეკლა,მამამისი ვაჟა და დედამისი ნინო მეზობელთან გავიდნენ.სახლში ზურა დარჩა და ტელევიზორს უყურებდა და მარიამი,რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა.დღის 2 საათზე გაიღვი და მისაღებში გავიდა.გაუკვირდა და გაუხარდა,როცა მარტო ზურა დაინახა
-დილამშვიდობის - მიესალმა მარიამი
-შუადღემშვიდობის მარიამ,რაღა დროს დილაა - სიცილით უთხრა ზურამ - რამდენ ხანს გძინავს,ძილის გუდა ხარ?
-ხო - სიცილით უპასუხა მარიამმაც - დანარჩენები სად არიან?
-მეზობელთან გავიდნენ
მარიამს საუბრის გაგრძელება უნდოდა და არ იცოდა რა ეთქვა,უცებ მოიფიქრა რამდენიმე კითხვა და მიაყარა:
-მოგწონს აქაურობა?
-კი მომწონს,ლამაზი ბუნებაა
მარიამი ფარულდ გაღიზიანდა,როცა კითხვა არ დაუბრუნა და ისევ კითხა
-პირველად ხარ აქ?
-არა,ადრეც ვიყავი რეზოსთად ერთად
გაუცინა,თუმცა კიდევ გააღიზიანა იმან,რომ კითხა არც ახლა დაუბრუნა და მისი დასჯა ოთახიდან გასვლით გადაწყვიტა.
ცოლ-ქმარნი და თეკლა მალევე დაბრუნდნენ სახლში,დღესაც გადააბეს და ქეიფი გააგრძელეს.შუაღამისა,როცა სტუმრებიც წავიდნენ და დასაძინებლად ემზადებოდნენ,ვაჟა ძალიან იყო დამთვრალი და მისი ცოლ-შვილი,ნინო და თეკლა მის ლოგინში ჩაგდებას ცდილობდნენ,მაგრამ ვერაფერს გახდნენ და დასახმარებლად ზურას დაუძახეს.ზურა ადგომაში დაეხმარა და გაუჩერებლად მოლაპარაკე,მთვრალ რეზოს თავს უქნევდა,ვითომ ყველაფერში ეთანხმებოდა.მარიამი თვალს ადევნებდა მის მოძრაობებს,კაცურ მანერებს და უფრო და უფრო უყვარდებოდა და ხიბლავდა.როგორც იქნა რეზო დააწვინეს და ზურა ისევ მისაღებში გამოვიდა და ნინოს ელაპარაკებოდა.თეკლა და მარიამი ნინოს ეხმარებოდნენ.ცოტა ხანში მარიამი აივანზე გავიდა მოსაწევად (რადგან შეუძლებოდა ზურაც გასულიყო) და მალევე ზურაც უკან მიჰყვა და თვითონაც მოწევა დაიწყო.
-ეწევი? - კითხა ზურამ
-კი
-აუ როგორ ცივა
-ხო,ძალიან
-რატო არ გძინავს,გვიანია უკვე
-დავიძინებ მალე
ზურას ხმა აღარ ამოუღია.საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.ისევ მარიამმა გააგრძელა ლაპარაკი
-რეზომ დაიძინა?
-ხო,დაიძინა.აუ როგორ დათვრააააა,ძაან ბევრი დალია
-ხვალე ნინოც დაათრობს ჩხუბით - იხუმრა მარიამმა,რაზეც ზურას გაეღიმა
-შენ არ დალიე? - კითხა ზურამ
-არა,არ ვსვამ
-რატო?
-მეგობრებში ხო,მაგრამ აქ რაზე დამელია.შენ არ დალიე?
-ხო,ოღონდ ცოტა დავლიე
მარიამს ხმა აღარ ამოუღია.უცებ მოიწყინა,უნდოდა ამ მომენტში ჩახუტებოდა,მაგრამ არ შეეძლო.ზურამ მოწია და სახლში შესვლა დააპირა
-შენ არ მოდიხარ?
-ვიქნები ცოტა ხანს - უთხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.იცოდა,რომ არ დაეძინებოდა და აივანზე ანთებული შუქის სინათლეზე წიგნის წაკითხვა გადაწყვიტა
გაოცებულმა ზურამ უთხრა
-ღამის 2 საათზე უნდა წაიკითხო?გვიანია მარიამ,ყინავს უკვე
-რავი,არ მეძინება ჯერ
-კაი როგორც გინდა
ზურა სახლში შედიოდა და ახლა უფრო ძალიან მოუნდა შეეჩერებინა და ჩახუტებოდა,ეკოცნა.ისეთი გრძნობა ქონდა,თითქოს უნდა დაეკარგა.უნდოდა შებრუნებულიყო და მასთან დარჩენილიყო,მაგრამ რათქმაუნდა ეს არ მომხდარა.1 საათის შემდეგ სახლში შევიდა და დაიძინა.იმედი აღარ ქონდა,რომ ისევ გამოვიდოდა.
მეორე დღს ცივ საწოლში გაიღვიდა,უფროსწორად რაღაც ცივის შესხმამ გააღვიძა და სიცივეზე თვალები გაახილა.თეკლა დაინახა,რომელიც სიცილით იგუდებოდა.ლოგინში წყალი ჩაუსხა.გამწარებული მარიამი წამოხტა და თეკლას გაეკიდა.ჩანდა,სახლში მათ გარდა არავინ იყო.ბოლოს დაიჭირა და სიცილით სცემდა.ჩაიცვა და ისევ გართობა გააგრძელეს.მუსიკები ჩართეს ბოლო ხმაზე და ორივე მშვენივრად ერთობოდა.ცეკვა დაიწყეს და თან იცინოდნენ.ძველი და სასაცილო ისტორიები გაიხსენეს.გაიხსენეს მეგობრებთან წაგებული სტრიპტიზის ცეკვაც და სიცილი დაიწყეს
-გახსოვს როგორ წავაგეთ?
-კიიიიი.გავიხსენოთ? - უთხრა მარიამმა სიცილით
-მოდი
ჯო კოკერის You Can Leave Your Heat On ჩართეს და ცეკვა დაიწყეს,თან მუცლის ტკივილამდე და ტირილამდე იცინოდნენ.ეზოში მანქანის ხმა გაიგეს და მუსიკებს ჩაუწიეს.ზურა და რეზო მივიდნენ.დაღლილი მარიამი ლოგინზე დავარდა და თან უხაროდა ზურა რომ მივიდა.
-სტრიპტიზს ცეკვავდით გოგოებო? - უთხრა ეშმაკური სახით რეზომ.ზურას მის ნათქვამზე გაეცინა
ორივემ იუარა და თან ჩაბჟირდნენ რეზომ რომ გამოიცნო.
-ოხ,რა ვიცი,ისეთი სიმღერა გქონდათ ჩართული
საღამოს სუფრა გაშალეს და მესამე დღესაც ქეიფი გააგრძელეს.რეზო ახლაც დათვრა და ზურამ შეათრია ოთახში დასაძინებლად.გვიანი იყო,2-3 საათი იქნებოდა,როცა მარიამი აივანზე გავიდა და მოწევა დაიწყო.მოწყენილი იყო და იმედი ქონდა,რომ ზურა გამოვიდოდა.მართლაც გამოვიდა და თვითონაც მოწევა დაიწყო
-აქ ხარ?მე მეგონა დაიძინე
-ხო,უნდა დავიძინო,ძაან მეძინება
-ხო,მეც ძალიან.აუ ეს რეზო რამდენს სვამს.ყოჩაღ ნინოს,რომ მთვრალს უძლებს - ჩაიცინა ზურამ
-ხოო,ძაან ბევრს სვამს.ან როგორ ლევს მაგდენს.შენ არ დალიე?
-ისევ ცოტა დავლიე.ხვალე როგორ პახმელიაზე იქნება საწყალი
-ხოო,ცოდოა ძაან - უთხრა მარიამმა და თვალწინ დაუდგა მთვრალი,აგზნებული რეზო,რომელიც გაბრაზებული ცოლის დაყოლიებას ცდილობდა სექსზე.ამაზე მარიამს გაეღიმა
-რა ძალა ადგას მერე.მაგრა მეძინება
-დაიძინე მერე
-ხო,დავიძინებ
-აუ ყინავს - დაიწუწუნა მარიამმა
-რატო არ გაცვია მერე თბილად
-რავი
ზურამ ჟაკეტი გაიხადა და მარიამს გაუწოდა
-მაგიტომ არ მითქვამს - უთხრა მარიამმა
-არც მიფიქრია
გამოართვა და ჩაიცვა.ზურამ გამომწვევად შეხედა მარიამს
-რა იყო? - ღიმილით კითხა მარიამმა
-არაფერი - გაუღიმა ზურამაც - კარგია შენთან
-შენთანაც - ღიმილით უპასუხა მარიამმა
ზურა მისკენ გადაიხარა და აკოცა.



№1  offline წევრი snoopy

"მარიამი თვალს ადევნებდა მის მოძრაობებს,კაცურ მანერებს და უფრო და უფრო უყვარდებოდა და ხიბლავდა." - მამის ტოლა კაცი. უკომენტაროდ...

 


№2  offline წევრი anonimiavtori

snoopy
"მარიამი თვალს ადევნებდა მის მოძრაობებს,კაცურ მანერებს და უფრო და უფრო უყვარდებოდა და ხიბლავდა." - მამის ტოლა კაცი. უკომენტაროდ...

mikvirs,roca ususur mizezs ambobt,rom mamis toli kacia,titqos pirvelad gesmit egeti ragac,titqos ar ginaxavt filmebshi,ar wagikitxavt wignebshi.zogiertistvis siyvaruli bevrad mnishvnelovania,vidre asakobrivi sxvaoba ;) da ise laparakobt,titqos danamdvilebit icodet realuri istoriaa tu ara,roca wignshi wakitxul aset istoriebze chkua geketebat xolme.erti sityvit,yvela istoria ertnairi (tundac wyvilis asakit) ver iqneba chemo kargo smirk

 


№3  offline წევრი snoopy

anonimiavtori
snoopy
"მარიამი თვალს ადევნებდა მის მოძრაობებს,კაცურ მანერებს და უფრო და უფრო უყვარდებოდა და ხიბლავდა." - მამის ტოლა კაცი. უკომენტაროდ...

mikvirs,roca ususur mizezs ambobt,rom mamis toli kacia,titqos pirvelad gesmit egeti ragac,titqos ar ginaxavt filmebshi,ar wagikitxavt wignebshi.zogiertistvis siyvaruli bevrad mnishvnelovania,vidre asakobrivi sxvaoba ;) da ise laparakobt,titqos danamdvilebit icodet realuri istoriaa tu ara,roca wignshi wakitxul aset istoriebze chkua geketebat xolme.erti sityvit,yvela istoria ertnairi (tundac wyvilis asakit) ver iqneba chemo kargo smirk

და შენ რა იცი, რომ მე ასეთ ისტორიებზე ჭკუა მეკეტება? უბრალოდ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ...

 


№4  offline წევრი anonimiavtori

snoopy
anonimiavtori
snoopy
"მარიამი თვალს ადევნებდა მის მოძრაობებს,კაცურ მანერებს და უფრო და უფრო უყვარდებოდა და ხიბლავდა." - მამის ტოლა კაცი. უკომენტაროდ...

mikvirs,roca ususur mizezs ambobt,rom mamis toli kacia,titqos pirvelad gesmit egeti ragac,titqos ar ginaxavt filmebshi,ar wagikitxavt wignebshi.zogiertistvis siyvaruli bevrad mnishvnelovania,vidre asakobrivi sxvaoba ;) da ise laparakobt,titqos danamdvilebit icodet realuri istoriaa tu ara,roca wignshi wakitxul aset istoriebze chkua geketebat xolme.erti sityvit,yvela istoria ertnairi (tundac wyvilis asakit) ver iqneba chemo kargo smirk

და შენ რა იცი, რომ მე ასეთ ისტორიებზე ჭკუა მეკეტება? უბრალოდ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ...

კონკრეტულად შენ არც მიგულისხმიხარ.ნუ გააკეთებ,რა პრობლემაა.შენ ვერ განსაზღვრავ ისტორიის სიკარგეს ან პირიქით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent