შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე (ნაწილი 32)


2-03-2017, 01:26
ავტორი Lex
ნანახია 1 344

32.
პატრონი დარდობდა და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო მეტად არ აძლევდა მოსვენებას, ქალაქში, იმ დღეს, სალონის ვიტრინიდან დანახული უგო...
„ის საშიშ თვალება კაცი... და უგო...
საიდან?.. როგორ?.. იქნებ სულაც არ იყო ის კაცი უგო?...
ან დადას რატომ ეშინია ასე იმ საშიშთვალებასი?..
იქნებ ეშინია კი არა ვერ იტანს... იქნებ უბრალოდ არ მოსწონს და არც სიამოვნებს მისი სტუმრობა... ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეშინია...“
პატრონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახობით და ამაყობდა კიდეც ამით, მაგრამ ახლა ძალიან გაუძნელდა, ახსნა ვერ მოუძებნა ვერაფერს, რატომ უნდა დაექირავებინა უგო იმ საშიშთვალება კაცს მის მოსაკლავად?.. თანაც ამდენი ცერემონიალი რა საჭირო იყო?.. ისედაც შეეძლო ქალაქში სადმე ჩასაფრებოდა, ან მანაქანა აეფეთქებინდა გზაზე...
მამულში დამკვიდრება, თავის მოჩვენება მოხუც უბადრუკად... თანაც ამდენი ხანი... ეს ხომ სრული უაზრობა იყო...
პატრონს თავი უსკდებოდა ფიქრისგან. ათასნაირად ატრიალა მებაღის შემოჭრა მათ ცხოვრებაშო, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა...
საღამომ წყნარად ჩაიარა. ცოტა სუსხი კი იყო, მაგრამ ჰაერში მაინც ადრეული გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა.
მამულში სიმშვიდე სუფევდა... თუმცა ეს სიმშვიდე რაღაც ავისმომასწავებელ მდუმარებას უფრო წააგავდა, ვიდრე...
პატრონს გული ეწურებოდა, ყველაფერი კი ისე იყო ჩახლართული, რომ ძალიან უჭირდა კვანძის გახსნა...
„არა, მორჩა! დადას უნდა დაველაპარაკო. რატომ ეშინია ასე ამ კაცის? იქნებ როგორმე გავარკვიო, თუ უარზე დადგა... მაინც ვაიძულებ... და ბოლოს და ბოლოს მაშინ უკვე მართლაც მოვიშველიებ მის დღიურს“...
თითქოს რაღაც ხმამ გამოაფხიზლა. საწოლზე წამოჯდა... დადას დღიურში ნანახი ის ლამაზად გაფორმებული გერბი იმ საშიშ თვალება კაცის სახლში ჰქონდა ნანახი, რომელიც ამაყად იწონებდა თავს საკუთარი წარმომავლობით...
პატრონი საწოლიდან წამოვარდა.
ახლა კი მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა... უგო პატრონის კი არა დადას მოსაკლავად იყო მოვლენილი...
,,იმ სულელ ბიჭს კი ეს სულელი გოგო შეუყვარდა... ღმერთო ჩემო.... ამიტომაც გაექცა და წავიდა... მაგრამ საიდან გაიგო იმ საზიზღარმა და საშიშმა კაცმა, რომ დადა ჩემი შვილი არ იყო?... ნუთუ ძველი ბანაკიდან ვინმეს დაუკავშირდა?..“
თავის დროზე ბანაკიდან გამოძევებული ხალხი კი დაემუქრა არ შეგარჩენთო... მაგრამ .... ,,თუმცა ვინ იცის... იქნებ... სწორედ ის ხალხი გამოუშვა უგოს მოსაშორებლად, რადგან დავალების შესრულებაზე უარი მიიღო...“
პატრონი ახლა უფრო დარწმუნდა, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა, სწორედ ამიტომაც ჰგავდა ასე ძალიან ზეკის ხელწერას მებაღის მკვლელობის მცდელობა... მათ ხომ ერთი „სკოლა“ ჰქონდათ გავლილი...
რაიმე უნდა ეღონა, პატრონი დარწმუნებული იყო ეს ამბავი ასე ადვილად არ დამთავრდებოდა, უკვე დრო იყო და ზეკს ყველაფერი უნდა სცოდნოდა.
მართალია თავიდან კი მოუვიდოდა გული, ამდენ ხანს რატომ მიმალავდითო, მაგრამ პატრონს დიდი იმედი ჰქონდა მისი, რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც არ უნდა გაშმაგებულიყო ზეკი მაინც მისი ოჯახის წევრი იყო და ყოველთვის მაინც მის გვერდით დადგებოდა...
ისევ რაღაც ხმაურმა პატრონი ფიქრებიდან გამოარკვია, ვერ გაეგო საიდან მოდიოდა ან რა იყო...
აივანზე გამოსულს კვამლის სუნი ეცა, ეზო უფრო მეტად ახმაურდა, ქვემოდან მსახურმა ამოსძახა, რომ ხეხილის ბაღი იწვისო, ქარმა კი ცეცხლი ვენახებისკენაც წამოიღოო... კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მეორე მსახური ყვირილით მორბოდა... მთელ თავლასაც და ცხოველთა სადგომსაც ცეცხლი გასჩენოდა...
ეს უკვე თავდასხმას იყო. პატრონმა სასწრაფოდ ზეკის გაღვიძება ბრძანა, თავად კი იარაღი მოიმარჯვა და დადას საძინებლისკენ გაიქცა.
ოთახში შესვლისთანავე რაღცას წამოედო. სისხლის გუბეში ვიღაც ყელგამოჭრილი კაცი ეგდო... დადა არსად ჩანდა...
კომოდის უჯრა ღია იყო... თავახდილი ყუთი კი ცარიელი...
პატრონის ნაჩუქარი მოოქროვილი ვალტერის იარაღიც დადასთან ერთად გამქრალიყო....
პატრონი გიჟივით გავარდა გალერეისკენ... იქაც არავინ დახვდა...
სამალავი კიბის კარი ღია იყო...

LEX·2016 წლის 20 მარტი, კვირა



№1 სტუმარი lalka

kai ra oof sul eset adgilze wyvet weras da cota gazaede tavebi .

 


№2  offline წევრი Niioo

ისტორიას რომ დაასრულებ შეგიძლია მთლიანად დადო? relaxed

 


№3  offline წევრი Lex

მალე დასრულება და არ ვიცი თუ შეიძლება აქ მთლიანად დაპოსტვა
--------------------
Lex

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

კი შეიძლება მთლიანად დადო.უფრო საინტერესო ხდება.
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი Lex

ამ კვირაში დამთავრდება და მთლიანად დავდებ მერე
--------------------
Lex

 


№6  offline წევრი Niioo

პარამ პა პა, აქ თურმე რა ტრიალებს laughing დღეს წავიკითხე ოცდათორმეტივე ნაწილი და ძალიან ძალიან მაინტერესებს რა მაFია ტრიალებს აქ blush და უნდა ავღნიშნო რომ ძალია მომწონს შენი წერის სტილი relaxed relaxed kissing_heart

 


№7  offline წევრი Lex

გმადლობთ, ეს ჩემი დებიუტი იყო მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ :*
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent