შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XVI ნაწილი)


3-03-2017, 23:14
ავტორი nina.d.
ნანახია 2 091

მთელი ამ დროის განმავლობაში დემე არ მომშორებია, სულ იქ იყო სანამ ვხატავდი. მესაუბრებოდა და მართობდა, ყავა მომიტანა და ერთად დავლიეთ. ნახევრად, რომ მოვრჩი ხატვას უკვე აღარ შემეძლო, ხელები დამეღალა.
-დღეისთვის საკმარისია._დემეს ვუთხარი და ფუნჯები დავაწყე.
-მართალი ხარ, შენი ყურებით გავერთე, სახლში წაგიყვან._ უხერხულად გადაისვა თავზე ხელი.
-კარგი._გავუღიმე და მხარზე მივარტყი ხელი. მანქანაში ჩავსხედით, ირგვლივ სიწყნარე სუფევდა.
-ნინი._გადმომხედა და გამიღიმა.
-გისმენ.
-მარტო ცხოვრობ?
-ეხლა სადაც მივდივართ იქ კი.
-ორი სახლი გაქვს?
-კი, იქ ბიძაშვილებთან, ბიძასთან და მის მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. ხან იქ ვარ ხან იქ.
-და მშობლები?
-10-ის ვიყავი, რომ გარდაიცვალნენ.
-ბოდიში არ ვიცოდი, ძალიან ვწუხვარ.
-არაუშავს, ხდება ხოლმე._გავუღიმე.
-შენს ბიძაშვილს რა ქვია?
-ავთო დემეტრაძე, სესილი დემეტრაძე და გიორგი დემეტრაძე.
-მართლა?
-კი.
-ავთო ჩემი კლასელია.
-ვახ კაცო ყველგან ავთოს ნაცნობი როგორ უნდა შემხვდეს რა._გავუცინე, მასაც გაეღიმა.
-სკოლის დამთავრების მერე მე წავედი და არ მქონია ურთიერთობა კლასელებთან.
-ეგ ხო არცაა გასაკვირი. არსად არ წავსულვარ მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან მაქვს ურთიერთობა.
-ეგ ხო სულ ეგრეა._ასე საუბარში მივედით სახლამდე, დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. ბინაში ავედი, შუქი ავანთე და გეზი პირდაპირ აბაზანისკენ ავიღე ტანსაცმელი ძირს დავყარე და შხაპი მივიღე. მოვდუნდი და ისევ გამახსენდა დამიანეს ფაფუკი ტუჩები, ჩემდა უნებურად გამეღიმა და ტუჩებზე ხელი გადავიტარე. პირსახოცი შემოვიკარი და აბაზანიდან გამოვედი. სამზარეულოდან რაღაც ხმა გამოდიოდა, კარი ნელა შევაღე და შევედი. თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი ისე სწრაფად ამესვეტა დამიანე წინ და ხელი მომხვია, პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეყვირა,ზემოდან დამყურებდა, მე კი გაოგნებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა.
-გული უნდა გამიხეთქო?_გაბუტულმა ვუთხარი. არც მახსოვდა, რომ ნახევრად შიშველი ვიდექი მის წინ. თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ და ჩაეღიმა.
-დამიანე გამიშვი._ჩავიბუზღუნე, ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია და მაიძულა მისთვის შემეხედა. ნელ-ნელა მოიწევდა ჩემი სახისკენ და თან თმიდან ჩამოსულ წვეთებს მაშორებდა მხრიდან თითით. ნაზად დაატარებდა და ეს ასე, რომ ვთქვათ კაიფში მაგდებდა, ისიც ხვდებოდა და არ ჩერდებოდა. კანი მეწვებოდა, კანი კი არა მთელი ორგანიზმი მეწვოდა, ასეთ რეაქციას იწვევდა ჩემში ეს ვაჟბატონი უბრალო შეხებითაც კი.
-დამიანე._ამოვიჩურჩულე და ვიგრძენი კიდეც მისი რბილი და ნაზი ბაგეები ჩემსაზე, მანამ არ მომშორდა სანამ ჟანგბადი არ გამოგველია, ფრთხილად მომშორდა და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა. ღრმად ამოისუნთქა და ჩამეხუტა, მეც მოვეხვიე ჩემთვის ძვირფას ადამიანს და მის სურნელში ჩავიკარგე. როგორი მამაკაცური მაგრამ ნაზი სურნელი აქვს, ის ხომ ყველასგან განსხვავებული და მხოლოდ ჩემია.
-ნინი გაცივდები._ყურთან მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.
-წავალ ჩავიცვამ._ძლივს მოვშორდი და ისევ პირვანდელ პოზას დავუბრუნდი.
-მე აქ ვიქნები._ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და გაზქურას მიუბრუნდა. ოთახში გავტანტალდი, ჩავიცვი, თმა გავიშრე და სამზარეულოში გავედი. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, მაგიდას მივუჯექი და ფეხები მეორე სკამზე შემოვაწყე, გამახსენდა, რომ ეს ვაჟბატონი დაუკითხავად შემობრძანდა ჩემს სახლში, კინაღამ გული გამიხეთქა და მომკლა ეს 19 წლის გოგო.
-ბატონო დამიანე, სახლის კარი ღია დამრჩა თუ ჯადოქარი ხარ და მყარ საგნებში გასვლა შეგიძლიათ?_ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი. გაეცინა, ქურა გამორთო და ჭიქებში ღვინო დაასხა.
-გასვლა არა მაგრამ გაღება ნამდვილად შემიძლია._ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და ხელში შეათამაშა.
-გასაღები მომპარე შე იდიოტო._სიცილით ვუთხარი.
-ასლი გავაკეთე.
-ისე უკვე სერიოზულად ვფიქრობ შენს ამ სახლში ჩასიძებაზე._სერიოზული სახით ვუთხარი და მაგიდაზე თითები ავაკაკუნე.
-თუ მომიტაცებ კი, ოღონდ იცოდე ქორწინებამდე არაფერი გამოგივა._სიცილით მითხრა და ხორცი თეფშზე გადმოიღო.
-გარყვნილო. სახლიდან ფეხს, რომ ვერ გაადგამ გაიგებ მერე._საჩვენებელი თითის ქნევით ვუთხარი.
-ჩემი დესპოტი ცოლუკა იქნები._ისევ იცინოდა.
-უფრო ქმარუკა._ენა გამოვუყავი და გავეკრიჭე. გულიანად გადაიხარხარა და წინ თეფში დამიდო.
-არ მოიწამლები.
-ეგ ვიცი კაცო, უბრალოდ ზღვის პროდუქტებს ახლოს არ ვეკარები და თევზსაც ათასში ერთხელ.
-რატო არ გიყვარს?
-არა არ მიყვარს, უფრო ალერგია მაქვს.
-კიდე რაზე გაქვს ალერგია?
-ჯერ არ ვიცი, იმედია შენზე არ გამიჩნდება ალერგია._გავუცინე და ღვინო მოვსვი.
-მიგიხვდი._თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
-ჭკვიანი ბრძანდებით ბატონო დამიანე.
-მოეშვი ამ ბატონოს თორემ მოგხვდება.
-სასჯელი რა იქნება?_წარბაწეულმა შევხედე, სახე დაასერიოზულა.
-უჩემობა._სრულებით სერიოზულად მითხრა. გამიკვირდა მაგრამ მაინც არ დავნებდი.
-ბატონო დამიანე, ვთქვათ მე გავძელი უშენოდ, შენ გაძლებ?
-შევეცდები მაინც ყოველ შემთხვევაში._იდიოტი, ფეხზე წამოვდექი, მასთან მივედი, ტუჩებთან დავიხარე და ნელა შევეხე. ოდნავ მოვშორდი და მის ბაგეებთან ამოვიჩურჩულე:
-ამის გარეშეც გაძლებ?_თვალებში ვუყურებდი და ველოდებოდი როდის დაახეთქებდა რაღაც დებილობას, მაგრამ არა, პასუხად მისი ვნებიანი კოცნა მივიღე, ერთი კი არა ბევრი, ძალიან ბევრი. რაღაც ზებუნებრივი ხდებოდა ჩემს სხეულში, ტვინი გათიშული იყო და საერთოდ არც ერთ ნერვს არ ამუშავებდა. გულაჩქარებული მოვწყდი მის ბაგეებს და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, ისიც იგივე მდგომარეობაში იყო. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და წელზე მომეხვია, ამ დროს დედამიწას მოვწყდი და სადღაც შორს გალაქტიკაში დავიკარგე. ამჯერად ყველა ნერვი უფრო იმპულსური იყო, არ დააყოვნა კანისა და ხელების ნერვებმა. ხელები კისერზე მოვხვიე და უფრო ახლოს მივიწიე მასთან. კანი მეწვოდა, მთელ სხეულზე თითქოს ალი მქონდა მოდებული. სკამზე ჩამოჯდა და კალთაში ჩამისვა, არანაირი უხერხულობა არ მიგრძვნია, ტუჩზე ვუკბინე, ბაგეები გააპო და ამოიოხრა. ფრთხილად მოვშორდი, წვერზე ხელი ჩამოვუსვი და ლოყაზე ვაკოცე.
-მაგიჟებ ნინი._ჩურჩულით მითხრა და თავი ჩემ ყელში ჩამალა.
-მე კი არ გაგიჟებ, შენ გადაგყავარ ჭკუიდან._თმაზე მოვეფერე და თვალები დავხუჭე. -ერთი და იგივეს ვგრძნობთ, შეხებისას, კოცნისას და აქ._გულზე ხელი დამადო და თავი წამოწია, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და თავს საოცრად ვგრძნობდი, მიყვარდა, ასე მალე როგორ არ ვიცი მაგრამ მიყვარდა, ეს ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გრძნობაა რაც კი ოდესმე მიგრძვნია. ცერა თითი ტუჩებზე გადამატარა და შუბლზე მაკოცა, ისევ ყელში ჩამალა თავი და ნაზად შემეხო კანზე ბაგეებით. ჟრუანტელმა დამიარა, თვალები დავხუჭე და მის მკლავებში გავინაბე. ჩამთვლიმა, ღრმად არ მეძინა ყველაფერს ვგრძნობდი, ზურგზე მეფერებოდა და ყელში მკოცნიდა. მის ფეხებს მოვშორდი, ხელში ამიყვანა, არ ვიცი საიდან მაგრამ ვიცი, რომ იღიმოდა. ლეიბზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა, შევფხიზლდი და შევამჩნიე ზედის გარეშე, რომ იწვა. მკერდზე მივადე ხელები და სხეულზე მივეკარი, წელზე მომხვია ხელები, მის ყელში ჩავფალი თავი და მისი სასიამოვნო სურნელით გავიჟღინთე. თავი წამოვწიე და ტუჩები დავუკოცნე, რომ უნდა მოვშორებოდი დამიჭირა და თვითონ დამიწყო კოცნა, მეც ავყევი. ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს და მაისურის ქვეშ, ზურგზე დაატარებდა თითებს, ტუჩზე მიკბინა მაგრად არა სულ ოდნავ, კვნესა ვერ შევიკავე და ამ უკანასკნელმაც გამოაღწია ბაგეებიდან. თეძოზე ხელი მომიჭირა და უფრო მიმიკრა სხეულზე, ძლივს მოვწყდი მის ბაგეებს.
-არ გინდა._ამოვიჩურჩულე, თეძოდან ხელი წელზე გადაიტანა და მაგრად მომხვია.
-მინდა მაგრამ ამას არ ვიზავ._ყურთან ჩუმად მითხრა და შუბლზე მაკოცა. ამის მოსმენაზე სასიამოვნო არაფერი იყო, მის ყელში ჩავმალე ისევ თავი და დავიძინე. დრო და დრო ვგრძნობდი მის თითებს თმაზე, ბოლოს წელზე მჭიდროდ მოხვეული ხელი ვიგრძენი და გავითიშე.
დილით ყვირილმა გამომაღვიძა, წამოვჯექი და ოთახში ნერვიულად მოსიარულე დამიანეს მოვკარი თვალი, ფეხზე წამოვდექი და ზურგიდან მივეხუტე, მობილურზე მოსაუბრეს დაემშვიდობა და გათიშა. თითის წვერებზე ავიწიე და კისერში ვაკოცე, სწრაფად მობრუნდა და თავის მკლავებში მომიქცია. განერვიულებული სახე ჰქონდა, თითქოს არ უნდოდა, რომ შემემჩნია მაგრამ მაინც ვერ დამალა. წვერზე ხელის ზურგი ჩამოვუსვი და თვალებში ჩავხედე.
-რა მოხდა?
-არა არაფერი._თავის არიდება სცადა.
-დამიანე მითხარი._გავუბრაზდი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. გაეღიმა, ჩამეხუტა და ყელში მაკოცა.
-ფრთხილად უნდა იყო.
-რატო?
-შეიძლება რამე დაგიშავოს.
-იმ დღეს მანქანა მომყვებოდა უკან, დაცვას რო ვკითხე დილით რამდენჯერმე გაიარაო.
-აქამდე რქტომ არ მითხარი?
-დამაცადე?_გაეცინა და კიდევ ჩამეხუტა.
-ყველაფერს გამოვასწორებ ჩემო პატარა._შუბლზე მაკოცა. სავარძელში ჩავჯექი, სამზარეულოში გავიდა და უკან ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა, ერთი გამომიწოდა და გვერდით მომიჯდა. ვისაუბრეთ, ვიცინეთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა რამე მოგვსლოდა, ერთმანეთით ვბედნიერობდით. დღეს ვისვენებდით სამსახურიდან ამიტომ შუა დღემდე სახლში ვიყავით, შემდეგ დემემ დამირეკა და შემახსენა, რომ კედელი მქონდა დასამთავრებელი. დამიანემ წარბები შეკრა და გამებუტა, მის ამ საქციელზე გამეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა. კალთაში ჩავუხტი და კისერზე ჩამოვეკიდე, გაბრაზებული იჯდა და არაფერს ამბობდა. ლოყები დავუკოცნე და ყელში ვუკბინე, ამოიოხრა და წელზე ხელები მომხვია და ბაგეებზე მეძგერა. ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა, ზემოდან მომექცა და ასე გააგრძელა ჩემი ტუჩებით ტკბობა, მე კი მისით. 4 საათი ხდებოდა წასასვლელად, რომ მოვემზადეთ. სახლიდან გასვლამდე ისევ დამიკოცნა ტუჩები და ღიმილით მომშორდა, გათიშული ვიდექი, გონს, რომ მოვეგე კარებდი იდგა და მიღიმოდა. კორპუსიდან გავედით, მანაქანამდე მიმაცილა, კაპიშონი წამოიფარა, ლოყაზე მაკოცა და თავისი მანქანისკენ წავიდა. მე ჩემსაში ჩავჯექი და დამიანეს სახლისაკენ ავიღე გეზი.


****
ესეც ახალი თავი მეგობრებო, იმედია მოგეწონებათ. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მოგწონთ. blush



№1 სტუმარი Guest ლიზა

ცუდი გოგო ხარ შენ:დ <3 მომწონს რომელია მარა სანამ ახალ თავს დადებ ძველი მავიწყდება ხოლმე:დდ

 


№2  offline წევრი nina.d.

Guest ლიზა
ცუდი გოგო ხარ შენ:დ <3 მომწონს რომელია მარა სანამ ახალ თავს დადებ ძველი მავიწყდება ხოლმე:დდ

მიხარია, რომ მოგწონს. უბრალოდ ვცდილობ დიდი თავები დავწერო და მაგიტომ მიგვიანდება დადება. <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent