შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი თანაცხოვრება (3თავი)


4-03-2017, 14:24
ავტორი ლუანა
ნანახია 3 201

-კარგად ხარ? -პირველი ეს სიტყვები გაიგონა
-კი. რა გინდა? -ეცადა ხმის კანკალიროგორმე შეეჩერებინა
-მოემზდე, ნახევარ საათში მოგაკითხავ და სავახშმოდ წავალთ.
ტელეფონი გათიშა და ადგილზე დააბრუნა, არსად წასვლას არ აპირებდა ამიტომ არც მომზადება დაუწყია. ძალიან შიოდა, მაცივარი გამოაღო და იქ ბანანის მეტი ვერაფერი ნახა თუმცა მსთანერთად წასვლას ერჩივნა მხოლოდ ბანანი ეჭამა.
კარადას რამოდენიმეჯერ ჩაურა და ინტერესით შეხედა, ბოლოს ვეღარ მოითინა და გამოაღო
ქვედა ყბა ჩამოუვარდა იმდენი ტანსაცმელი დახვდა. ზომებს ინტერესით დააჩერდა და კიდევ ერთხელ გაოცდა როცა ყველა ზომა ემთხვეოდა. ყველანაირი სამოსი იყო და ამან ძალიან გააღიზიანა როგორც ჩანს ვაჩეს მისი აქ დატოვება დიდხანს ქონდა გადაწყვეტილი.
-კიდე ვერ მოიფიქრე რაუნდა ჩაიცვა? -ღიმილიანი სახით უთხრა და უკან დაუდგა
ისე შეეშინდა მოულედნოლობისგან დაიყვირა, ვაჩემ სასაცილოდ მიიდო ხელები ყურებზე
-შეგაშინეე? - ნატას უყურებდა და მის შეშინებულ სახეზე ეცინებოდა, პასუხს არც დალოდებია ონკანი მოუშვა და წყალი გაუწოდა. -ჩაიცვი გვაგვიანდება.
-არსად წამოსვლას ვაპირებ. -ცხვირი აწია ნატამ და ზურგი შეაქცია, შუშის კედელს მიეყუდა და ბუნების სილამაზეს დაუწყო ყურება,.
ვაჩემ გაოცებულმა შეხედა, მერე ხელი მოკიდა და მისკენ მიატრიალა, იმდენად ახლოს აღმოჩნდა მასთან მისი სუნთქვაც კი იგრძნო და მამან რატომღაც დააბნია...
-ვერაფერს ხვდები ჯერ ისევ ხომ?! ნატა როცა გეუბნები რომ მივდივართ ესეიგი მივდივართ და შენი ჭირვეულობის მოთმენა ნამდვილად არ შემიძლია, ხუთ წუთში მზად იყავი.
-არ მინდა აქედან გასვლა თუ მაინდამაინც ვახშამი გინდა აქ ვივახშმოთ.
-რატო გგონია რომ მაინტერესებს შენ რა გინდა ვერაფრით ვხვდები? სწრაფად ჩაიცვი!
გაგრძელებას მიხვდა აზრი აღარ ქონდა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო, კაბების უმეტესობა იმდენად ძვირფასი იყო ვერაფრით მიხვდა რა საჭირო იყო ახლა მათი ჩაცმა. ბოლოს ძლივს იპოვა ყველაზე უბრალო(იმ კაბებთან შედარებით რაც კარადაში ეკიდა) კაბა და მისი ჩაცმა გადაწყვიტა... ვაჩეს შეხედა რომელიც სავარძელზე იჯდა და ტელეფონში იყურებოდა, რომ მიხვდა ადგომას არ აპირებდა თავი გაბრაზებულმა გააქნია და სააბაზანოში შევიდა გამოსაცვლელად...
გრძელი ლუჯი კაბა ჩაიცვა, რომელიც ზუსტად მისი თვალების ფერი იყო, თმამაღლა აიწია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ვაჩესთან გავიდა
-მზად ვარ !
არაფერი უთქვამს, ფეხზე წამოდგა და კარები გააღოდა ნატას ანიშნა გასულიყო...
ხმას არცერთი იღებდა , რაც უფრო ძაბავდა სიტვაციას. მანქანის კარი გაუღო და თვითონაც მის გვერდით დაიკავა ადგილი, დაძაბულობას რომელიც მისი ახლოს ყოფნით იყო გამოწვეული ვერაფრით ხსნიდა და ეს კიდევ უფრო ძაბავდა.

საოცარი გარემო იყო, ტერასაზე იჯდნენ და ულამაზეს ხედს უყურებდნენ, ძალაინ მოსწონდა აქაურობა. სადაც არუნდა წასულიყვნენ ზღვა ყველგან თან დაყვებოდათ და მის სილურჯეში იკარგებოდა...
გემრიელად ივახშმა, აქ ყოფნამ დაავიწყდა ცოტახანს რეალობა, ალბათ ღვინოს დამსახურებაც იყო ვაჩეზე სხვანაირად რომ დაიწყო ფიქრი. ძალიან სიმპატიური იყო, ზუსტად ისეთი თვალები ქონდა როგორიც ყოველთვის მოსწონდა, სულ სამჯერ ნახა მაგრამ სამივეჯერ ისე გემოვნებიანად ეცვა, ნატა გგიჟდა თუმცა არ შეიმჩნია... ბარიტონიც ისეთი ქონდა სულამადე ჩაახწევდა. არასოდეს ჯეროდა ერთინახვით სიყვარულის, თვითონ იდეაც არ მოსწონდა და არც უნდოდა როდესმე ვინმე ერთი ნახვით შეყვარებოდა, რადგან იცოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ვიზუალზე იქნებოდა დამოკიდებული...
ბრმა სიყვარული იქნებოდა, არ ექნებოდა მიზეზი რის გამოც ეყვარებოდა...იქნებ ადამიანი ბოროტი ყოფილიყო ან თუნდაც ცხოველები არ ყვარბეოდა(ეს ნატასთვის წარმოუდგენელი იყო) და მას შეყვარებოდა მერე სად მიდიოდა?!
საიდან მივიდა ამ ფიქრებამდე? რატომ ფიქრობდა ახლა ამ ყველაფერს?
ალბათ იმიტომ რომ შინაგანდ გრძნობდა ვაჩე რომ სხვაგან სხვა სიტყვაციაში ენახა შეიძლება შეყვრებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი იყო გარეგნულად მას რომ მოსოწნდა, თუმცა მაშინ არ ეცოდინებოდ რისი გაკეთება შეეძლო და ამიტომაც... აი რატომ არუნდა შუყვარდეს არასოდეს ერთი ნახვით! თავისი მსჯელობის სიწორეში დარწმუნდადა გაიღიმა.
-ნატა მინდა მომავალზე დაგელაპრაკო -ფიქრებიდნა ვაჩეს ხმამ გამოიყვანა
-რომელ მომავალზე, არმგონია მე მომავალი მქონდეს -ნაღვლიანად გაიღიმა ნატამ და თვალებში შეხედა... ვაჩემ სიგარეტს მოუკიდა და ნაპასი დაარტყა
-მაშინ იმ რუტინაზე რომელშიც ცხოვრება მოგიწევს. აღარ მინდა ჭირვეულობდე როგორც დღეს გააკეთე, თუ გახსოვს მე არაფერი მიიძულებია შენი ნებით წამოხვედი...არჩევანი გააკეთე
-არჩევანი რ მქონია! - ნატა გააგიჟა ვაჩეს აუღელვებლმა ტონმა, რომლეიც რაღაცეებს აბრალებდა -შენ თუ გგონია რომ ნიკას და ჩემ თავს შორის არჩევნის გაკეთება შემძლო ცდები.
-როგორც არუნდა ყოფილიყო.
-რას ქვია როგორც არ უნდა ყოფილიყო? ნება მომეცა ნიკა მოგეკლა?
-შენი აზრით მკვლელს ვგავარ? -ვაჩეს ხმა გაუმკაცრდა-შენ რო არ წამოსულიყავი მაშინ ნიკასთვის სხვა რაღაცის წართმევა დამჭირდებოდა და როგორც ჩანს მისთვის ეს სიკვდილს ნიშნავდა...
-ვერაფერი გავიგე, ანუ ნიკას არჩევანი ქონდა და ეს რჩევანი გააკეთა?
-იმაზე მეტი გითხარი ვიდრე საჭირო იყო...თემას გადვუხვიეთ. თინეიჯერი ბიჭი არ ვარ და არც შეყვარებული უკან დევნა რო დაგიწყო, მოდი რეალობას შევხედოთ, შეთანხმება დავდე და შენც კარაგდ იცოდი რომ „საყვარლები“ უნდა გავხმდარიყავით, მაგრამ მგონია რომ არხარ ამისთვის მაზად ამიტომ უნდა აირჩიო
-რა რა უნდა ავირჩიო?
-უნდა იყო ჩემი საყვარელი ცრემლების დაჭირვეულობის გარეშე ან ჯობია უარი თქვა შენს მსხვერპლზე და უკან დაბრუნდე, ნიკა და მე სხანაირად გავარკვევთ.
მიუხედავად იმის რომ ამ ყველაფერს არ ეანმხებოდა მაინც მიიხვდა რომ ვაჩე მართალ იყო,
რას ითხოვდა მსიგან? თვითონ ხომ დათანხმდა ამ ყველაფერს, რაც არგინდა ყოფილიყო ვაჩე ნიკაზე მართალი იყო...-ჭირვეულობას აღარ დავიწყებ.
უკან დაბრუნებისას ნერვიულობამ კანკალამდე აიტანა, ვაჩეც გრძნობდა მის დაძაბულობას მაგრამ ეს ბუნებრივად მიაჩნდა...
ოთახში შესულს ვაჩემ ხელი მოკიდა და მისკენ მოაბრუნა, მისი სუნთქვა იგრძნო...ელვა შეუხსნა და კაბა ძირს დავარდა... ყელზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო რომელიც თანდათან მკერდისკენ იწეოდნენ,ხელშ აიყვანა და საწოლზე ნაზად დააწყვინა...
მისი სხეული და სული ორივე საოცრად ცდილობდა მოწოლილი ცრემლების შეკავებას, უნდოდა პირობა რომლეიც ვაჩეს მისცა შეესრულებინა მაგრამ ბოლოს როცა იგრძნო რომ ვაჩე უნდა დაუფლოდა ვეღარ შეძლო შეკავებული ცრემლების გაკონტროლება და ტირილი დაიწყო, ვაჩემ რამოდენიმე წუთს გაუნძრევლად უყურა, მერე ცივად მოიშორა და საწოლიდან წამოდგა....
-მაპატიე -საწოლზე წამოჯდა და ზეწარი მოიფარა
-თავი მოძალადედ მაგრძნობინე
-ვიცი შეგპირი, გეფიცები ვცდილობდი უბრალოდ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი
ვაჩე საწოლზე ჩამოჯდა და ნატას თვალებში ჩახედა -დაივიწყე შენი წარსული ცხოვრება, სანამ აქ იქნები დღევანდელი ცხოვრბეით იცოხვრე...ყველაფერი დაივიწყე დამიჯერე ასე უფრო გაგიმარტივდება...ხომ მეუბნები რომ მოგწონს აქაურობა, წარმოიდიგნე რომ ახლა ეს შენი სახლია, რომ აქამდე სახლი არ გქონია, ვიცი რომ მსხვერპლი ხარ მაგრამ ისე მოიქეცი თითქოს ასე არაა, წარმოიდგინე რომ მოგწონს აქ ცოხვრება ასე ცხოვრება...ასე უფრო გაგიმარტივდება. -ეს უთხრა და საწოლიდან წამოდგა, ცხელი ტუჩები შუბლზე შეახო და ოთახის კარი გაიხურა.


მთელი ღამე მის სიტყვებზე ფიქრობდა, იქნებ მართალი იყო.
იქნებ აქ ეპოვნა დროებით ტყუილი ბენდიერება მაინც.
რამდენი დღეა უკვე აქაა და ბუნების სილამაზეს მხოლოდ შორიდან უყურებს, არც სასტუმროში ჩასულა, არაფერი უნახავს... დილით ტელეფონი აიღო და მიმღებში დარეკა რადგან ვაჩეს მობილური არ იცოდა. -გამარჯობა ქალბატონო ახლავე დაგაკავშირებთ
-გმარჯობა, რაღაც მინდა გკითხო
-გისმენ ნატა
-სახლიდან მინდა გავიდე, აქაურობა დავათვალიერო,თან რაღაცეების ყიდვაც მინდა და პრობლემა ხომ არ იქნება?
-არა რა პრობლემა უნდა იყოს? უბრალოდ დამიცადე და მე გამოგყვები და გაჩევნებ ყველაფერს
-კარგი დაგელოდები
-დროებით

დიდი სუპერმარკეტთან გაჩერდნენ, ნატა უამრავ საჭმელს დებდა კალათაში, ვაჩე გაოცებული უყურებდა -რათ გინდა ამდნეი რაღაც?
-მაცივარი სულ ცარიელია
-მერე დარეკე და ამოგიტანენ ხოლმე რასაც ეტყვი
-მასე არ მომწონს, შენ ხომ მითხარი წარმოიდგინე რომ სახლშ ხარო, სხვანირად ვერ წარმოვიდგენ
ვაჩემ მხრები აიჩეჩა, ნატას სხვანირი მოეჩვენა...
მთელი დღე ერთად გაატარეს...
რაღაცეებს ათვალიერებინებდა მაგრამ საოცარ დისტანციას იჭერდა მასთან,ნატას ცოტა ეუცნაურა ეს ყველფერი მაგრამ არ შეიმჩნია
-ვაჩე აქ სადმე შემიძლია ფუნჯები და ხატვისთვის სხვა საჭირო ნივთები შევიძინო?
-რათ გინდა? -გაოცებულმა შეხედა ვაჩემ?
-შენ რჩევას ვითვალისიწნებ ვცდილობ აქ სახლი მოვიწყო,მეკიდე როცა სახლში ვარ ყოველთვის ვხატავ -გაუცინა ნატამ
-აქ არ ვიცი მაგრამ გამოვაგზვნინებ და დღეს საღამოს გექნება
-მადლობა
-მადლობას ნუ მიხდი ხოლმე.

ოახიდან უფრო ხშირად გამოდიოდა, სასტუმროს პერსონალიც კარგად გაიცნო და თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ვაჩეს უფრო იშვიათად ხედავდა ხოლმე, მასთან ოთახში რამოდენიმეჯრ ავიდა და რაღაცეებზე ელაპრაკებოდა ხოლმე რომ არ მოეწყინა, ძირითადად ფილმებზე ლაპრაკობდნენ ხოლმე, რამოდენიმეჯერ ცხოვრებისეულ თემებზეც ილაპრაკეს. ვაჩე იმ დღის შემდეგ აღარ შეხბია, არც არაფერი უთქვამს უბრალოდ აღარ ეკარებოდა მხოლოდ ლაპრაკობდნენ და ეს ლაპრაკები ნატას ძალიან მოსწონდა და უნდოდა ხოლმე უფრო ხშირად შემოსულიყო, მარტოობა არ მოსოწნდა...
სასტუმროს რესტორანში იჯდა და საუზმობდა როცა ვაჩე მივიდა მასთან, ორი დღე იყო არ ყავდა ნანახი რაღაცნაირად სხვაანირი იყო, შორდები და კედები ეცვა, სათვალეებიც ეკეთა ასეთი პირევალდ ნახა და ვერ იცნო მასთან მივიდა და ღიმილიანი სახით გვერდით მიუჯდა თან გადაკოცნა.
პირველად ხედავდა ასეთ მხიარულს, სულ რაღაცნაირად გაუცინავი სახით დადიოდა ხოლმე, უმეტესად ან თუ იცინოდა თვალებში ნატა მაინც მოწეყნილ სახეს ხედავდა და ახლა ძალიან გაუკვირდა ასეთი მხიარული რომ დაინხა.
-როგორ ხარ?
-არამიშავს შენ?
-კარგად. აქ არ ვიყავი და ამიტომ ვერ გნახე
ნატამ მხრები აიჩეჩა...ვაჩე რამოდენიმე წუთი ფიქრობდა დაეწყო თუ არა საუბარი ბოლოს მაინც გაბედა და უთხრა -ნიკა ვნახე, ძალიან ცუდადაა
-რა ? რამე ჭირს? სერიზული რამეე? -ნატას ხმა გაუტყდა, კანკალმა აიტანა
-არა ფიზიკურად არაა სულიერადაა ნატა ცუდად.
ნატა დამშვიდდა და ვაჩეს შეხედა -მერე მე რაუნდა ვქნა? -ინტერესით კითხა
-იქნებ დაურეკო? უბრალოდ მოიკითხო? -თვალები მოჭუტა ვაჩემ და ისე შეხედა
-ის რომ შენთან ურთიერთობა დავალაგე ვაჩე არნიშნავს იმას რომ ნიკას ვაპატიებ, მიუხედავად იმისა რომ ორივეს დამნაშავეებად გთვლით შენ მაინც მასზე მართალი ხარ. შენ სხვა ხარ გესმის, ჩემი ნათესავი არ ხარ ის კიდე ჩემი ძმაა
-ასე ნუ ფიქრობ, ზუსტად იმდენად ვარ მეც დამანშავე რამენადაც ის...
-ეს ჩემი გადასაწყვეტია, შენ შენდაზე ისე მომიყევი მეჯრა ასე არასდროს მოექცევი...
ვაჩე გაჩუმდა ვერაფერი უთხრა, ნიკაზეც იმიტომ დაიწყო ლაპრაკი რომ ეგონა თუ დაელაპრაკებოდა მისთის უკეთესი იქნებოდა...
-კარგი დავივიწყოთ ეს თემა, რას შვებოდი?
-ვხატავდი -უთხრა ნატამ და ვაჩემ დაინახა როგორ გაუბრწყინდა სახე, მიხვა რამხელა ბედნიერებას ანიჭებდა ხატვა
-ძალიან მაინტერესებს რეები დახატე. მე არ დამხატავ?
-შენ არა.
-რატო ასე კატეგორიულად?
-გეტყვი და არ დამცინო მაშინ -გაუცინა ნატამ
-არ დაგცინებ -გაეცინა ვაჩეს
-არასოდეს დამიხაავს კაცები სულ ქალებს ან ბუნებას ვხატავდი ხოლმე, ჩემთვის ძალიან პირადულია ხატვა ამიტომ ადრე სულ სულ ადრე, მაში პატარა ვიყავი იცოდე -თითი დაუქნია ნატამ-გადავწყვიტე რომ მხოლოდ იმას დავხატვდი ვისაც შევიყვარებდი
-ამაზე ეგონა დაგცინებდი? ძალიან მაგარი იდეეა
-მართლა? -გაფართოებული თვალებით შეხედა ნატამ, თუმცა ვაჩეს თვალებში შეატყო როგორ ძლივს იკავებდა სიცილს და მხარზე დაარტყა...
ვაჩემ სიცილი ვერ შეიკავა -არა მაგაზე კიარ მეიცნება, რომ დამარტყი მაგაე ვიცინი -თავი გაიმართლა
ყავას სვამდნენ და ისე აგრძელბდნენ ლაპრაკს როცა მათთან ვიღაც მივიდა -ვაჩე როგორ ხარ? გოგონამ ტუჩებთან ძალიან ახლოს აკოცა ვაჩეს და სკამზე ჩამოჯდა, ნატამ შეათვალიერა და ცოტა იეჭვიანა. მათ პირდაპირ ულამაზესი გოგნა იჯდა, ნატას ეგონა სურათიდან იყო გადმოსული ისეთი ლამზი იყო, თუმცა როგორც კი ლაპრაკი დაიწყომაშინვე ხელი ჩაიქნია.
გაოცებული უყურებდა, როგორ შეეძლო ადამიანი ასეთი ლამაზი ყოფილიყო და პირის გაღებით ერთ წამშივე მოეხერხებინა მისი სილამაზი ასე დაკნინება.
-ვაჩე სად დაიკარგე? ესგოგო ვინაა? -თვალით ნატაზე ანიშნა -ახალი გასართობი იპოვე და მე დამივიწყე? ამაშიროგორგამცვალე პროსტა!
ნატამ გაოცებული შეხედაა რაღაცის თქმა დააპირა როცა ვაჩემ გააჩუმა
-ანკა სანამ რამეს გეტყვი ნატას ბოდიში მოუხადე!
-ბოდიში ამას? კაი რა ვაჩე -ცხვირი აწია გოგონამ
-მეორეჯერ აღარ გავიმეორე -ხმა გაუმკაცრდა ვაჩეს -იცოდე არ გამაბრაზო!
-ბოდიში -მიუბრუნდა ნატას, მოვალეობის მოხდას უფრო გავდა ვიდრე ბოდიშს.
-ნატა ადი ოთახში და ამოვალ მეც მალე
კინაღამ გაგიჟდა, როგორ ამცირებდა ამ გოგოსთან, რას ქვია ავიდეს?! თუ ცალკე უნდა საუბარი ადგნენ და გავიდნენ.
-ვსაუზმობ ვაჩე, თქვენ გადით თუ გინდათ.
ფეხზე ვაჩეს ხელი იგრნო -ნატა -თვალებში შეხედა -ადი და ამოვალ!
ნატა უხმოდ წამოდგა და წავიდა, ვერ მიხვდა ატომ დაემორჩილა, კატეგორიული ტონი არ ქონია უბრალოდ სთხოვა და ისიც დათანხმდა ნუთუ მის მიმართ პატივის ცემას გრძნობდა? რატომ დაუჯერა მაშინვე როგორც კი ოდნვ თბილად სთხოვა...ან რატომ ეწვოდა ახლა ფეხზე ის ადგილ სადაც ვაჩე შეეხო.


P.S წინაზე ვიღაცამ დამიწერა ამიხწერე გმირები ფზიკურადო, რაღაცნაირად აღწერას ვერ ვახერხებ და ფოტოზე რო ბიჭია აი ისაა ვაჩე ^_^ <3



№1  offline წევრი ლილიანი

მაგარიაა მომწონს და მალ მალე დაადე და აბა ფოტო ?

 


№2  offline წევრი kora

საინტერესოა მაგრამ ძალიანზე ძალიან პატარა თავი...
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი ლუანა

ლილიანი
მაგარიაა მომწონს და მალ მალე დაადე და აბა ფოტო ?


ლუანა
ლილიანი
მაგარიაა მომწონს და მალ მალე დაადე და აბა ფოტო ?

არ დაიდო ეტყობა სურათი ((
ლუანა
ლილიანი
მაგარიაა მომწონს და მალ მალე დაადე და აბა ფოტო ?

ვიცი ( ძალიან მინდოდა დიდი თავის დადება მაგრამ ვერ მოვახერხე სამწუხაროდ

 


№4 სტუმარი kusa13

ხო მე დავწერე და მიხარია რომ გაითვალისწინეე ❤❤ მომწონს ძალიან და მაინტერესებს ნიკამ არჩევანი რაზე გააკეთა ნატა რომ დათმო იმედია მალე გავიგებთ ❤❤ აბა შენ იცი ❤❤

 


№5  offline წევრი maglakelidze

როგორმომწონხართ ^_^
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№6 სტუმარი giji var

ai zaan zaan kai istoriaa...momwons zalian da velodebi momdevno tavs <3 imedia male dadeb <3 <3

 


№7 სტუმარი sofo

მომწონს მომწონსსსსს ძაალიან <3 დიდი თავები დადე რა გთხოვ <2

 


№8 სტუმარი Guest

Dzalian kargia.. Rodis dadeb ?

 


№9 სტუმარი Guest ანა

ზოგადად იდეა მომწონს კარგი იქნბა თუ გაშლი და განავრცობ. ვხვდები ,რომ დამწყები ხარ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა ,გრამატიკული შეცდომები მრავლად გქონდა დაშვებული მაგალითად:ისხდნენ√ და არა იჯდნენ×
დაუფლებოდა √ და არა დაუფლოდა×
შვრებოდი და არა შვებოდი იმიტორო სიტყვა მოდის შვრება ან რას შვრება და არასწორი ფორმაა .რამოდენიმე გეწერა სწორია -რამდენიმე .ასევე ისიც გაითვალისწინე როდის უნდა ,,ს" აი, ვთქვათ ,,შენს"რომ წერ მაშინ .მოკლედ დაუკვირდი და როცა დაწერ გადახედე იმიტომ რომ ასოები ძალიან არეული გავქვს.იმედია ცუდად არ მიიღებ და შეცდომებს გამოასწორებ. ველოდები ახალ თავს რომელშიც (ალბათ)პერსონაჟების მეტ ემოციას აგვიღწწერ

 


№10 სტუმარი Guest nasia

Kargia dzaan xvalac dade raaa didi ufro♥♥♥

 


№11  offline წევრი ლუანა

Guest ანა
ზოგადად იდეა მომწონს კარგი იქნბა თუ გაშლი და განავრცობ. ვხვდები ,რომ დამწყები ხარ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა ,გრამატიკული შეცდომები მრავლად გქონდა დაშვებული მაგალითად:ისხდნენ√ და არა იჯდნენ×
დაუფლებოდა √ და არა დაუფლოდა×
შვრებოდი და არა შვებოდი იმიტორო სიტყვა მოდის შვრება ან რას შვრება და არასწორი ფორმაა .რამოდენიმე გეწერა სწორია -რამდენიმე .ასევე ისიც გაითვალისწინე როდის უნდა ,,ს" აი, ვთქვათ ,,შენს"რომ წერ მაშინ .მოკლედ დაუკვირდი და როცა დაწერ გადახედე იმიტომ რომ ასოები ძალიან არეული გავქვს.იმედია ცუდად არ მიიღებ და შეცდომებს გამოასწორებ. ველოდები ახალ თავს რომელშიც (ალბათ)პერსონაჟების მეტ ემოციას აგვიღწწერ

არა რა ცუდად უნდა მივიღო პირიქით დიდი მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად

 


№12 სტუმარი Guest ანა

ლუანა
Guest ანა
ზოგადად იდეა მომწონს კარგი იქნბა თუ გაშლი და განავრცობ. ვხვდები ,რომ დამწყები ხარ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა ,გრამატიკული შეცდომები მრავლად გქონდა დაშვებული მაგალითად:ისხდნენ√ და არა იჯდნენ×
დაუფლებოდა √ და არა დაუფლოდა×
შვრებოდი და არა შვებოდი იმიტორო სიტყვა მოდის შვრება ან რას შვრება და არასწორი ფორმაა .რამოდენიმე გეწერა სწორია -რამდენიმე .ასევე ისიც გაითვალისწინე როდის უნდა ,,ს" აი, ვთქვათ ,,შენს"რომ წერ მაშინ .მოკლედ დაუკვირდი და როცა დაწერ გადახედე იმიტომ რომ ასოები ძალიან არეული გავქვს.იმედია ცუდად არ მიიღებ და შეცდომებს გამოასწორებ. ველოდები ახალ თავს რომელშიც (ალბათ)პერსონაჟების მეტ ემოციას აგვიღწწერ

არა რა ცუდად უნდა მივიღო პირიქით დიდი მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად


მაშინ ველოდები ახალ თავს საყვარელო :*

 


№13 სტუმარი Guest მარია

ძალიან მომწონს და როდის იქნრბა ახალი თავი?

 


№14  offline წევრი ლუანა

ახლა ვიწყებ წერას ( სავარაუდოდო დღეს გვიან დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent