მებაღე (ნაწილი 35)
35. უგოს პატრონის სახლი შორიდან დაანახეს. ამ სახლის ბატონისა და ქალბატონის ხელყოფა შეუკვეთეს. თანხა საკმარისზე ბევრად მეტი იყო, და არც ზედმეტად საჩქარო. უგო უყოყმანოდ დათანხმდა. ჩვეულებრივ დაკვეთილ საქმეს დიდ დროს არ ანდომებდა, არც მსხვერპლთან ცდილობადა ახლო ურთიერთობა დაეჭირა, მხოლოდ შორიდან მონიშნავდა და ეს საკმარისი იყო, რომ შემდგომ შეკვეთა პირნათლად შეესრულებინა. პირველ რიგში ქალბატონის მოშორება იყო აუცილებელი და სასწრაფო, დანარჩენი კი როგორც გამოვიდოდა ისე, სულ ერთი იყო, მთავარია ქალბატონი არ გადარჩენილიყო ცოცხალი. ქალაქში და შედარებით ხალხმრავალ ადგილას უფრო მარტივი იყო, მსხვერპლის მონიშვნა, შემდეგ კი საგულდაგულო ადგილას ჩასაფრება და მისი ხელყოფა. პატრონთან კი ასე არ გამოვიდოდა, სახლის ახლოს თავისუფლად ვერ იწრიალებდა, პატრონს იქაურობის დიდი ნაწილი ეკავა, უცხო კაცი ადვილად შეიმჩნეოდა. ისევ როგორმე სახლში უნდა შეეღწია, რომელიც დადას წყალობით პირველივე ცდაზევე სულ ადვილად გამოუვიდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა. რაც შეეხება პატრონს, იგი ადრეც ჰყავდა ქალაქში შეათვალიერებული, ხოლო ქალბატონიო, რომ უხსენეს იფიქრა თუ პატრონის მეუღლე უნდა ყოფილიყო და ასაკითაც შესაფერისი, გარეგნულადაც ქალბატონის მსგავსი უნდა ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც დადა იყო. ამის მიზეზი ისიც, იყო, რომ საშიშ თვალება კაცი თავად არ გასაუბრებია, მხოლოდ შორიდან დაუკრეს ერთმანეთს თავი, მასთან კი ბოშები მიაგზავნა, მათაც გადასცეს დანაბარები. უგო რესტორნის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, საშიშ თვალება კაცმა ხელკავი გამოსდო პატრონს და საუბარი გააგრძელა. უგოს არ ესმოდა თუ რაზე საუბრობდნენ, სამაგიეროდ ეს ხელკავი მინიშნება იყო, მის ერთ-ერთ მსხვერპლზე, დანარჩენი კი ყველაფერი გასაგები უნდა ყოფილიყო. მართალია პატრონი კი უკვე მონიშნული ჰყავდა, მაგრამ ქალბატონი ვერსად დალანდა. ძირითადად პატრონი და მისი მსახურნი სტუმრობდნენ ქალაქს, ქალბატონი თითქოს უგოს ჯობრზე მამულიდან ფეხსაც არ იცვლიდა. ისევ უგოს სტუმრობა გახდა მამულში საჭირო, ვერც შორიახლო წანწალმა ვერ უშველა, ვერა და ვერ შეათვალიერა პატრონის მეუღლე. და რადგანაც უგო შედარებით ასაკით უფრო დიდ ქალბატონს ეძებდა, ამიტომაც იყო დადას პირველ დანახვაზე სულაც არ უფიქრია, რომ ეს ის ქალბატონი იყო, ვისი სიცოცხლის ხელსაყოფადაც მოადგა ეზოს... თავიდანვე მოიხიბლა მისით, თუმცა პატარა გოგონად ჩათვალა და წესიერად არც კი შეუხედავს, მისივე წყალობით ,,თანამდებობაც“ ჩაიბარა, და ღამის გასათევიც ადვილად იშოვა... დადა სულ ეზოში ფუსფუსებდა, ჩაცმულობაც უბრალო და თავისუფალი ჰქონდა, ეგონა თუ მსახურის შვილი იყო, არც იმაზე მიუქცევია ყურადღება, რომ გოგონას ლაპარაკი არ შეეძლო და არც აქცევდა საერთოდ ყურადღებას, პატრონი უკვე დიდი ხანია მონიშნული ჰყავდა, მაგრამ ქალბატონს ვერსად მოჰკრა თვალი. თანდათან მოსამსახურე ქალებსაც უჩუმრად დაუმეგობრდა, მათგან შეიტყო, რომ პატრონს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონას მშობიარობას გადაჰყოლია... მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქალბატონი ვისი გულისთვისაც აქ იყო შემოპარული ის გოგონა ყოფილა რომელმაც პირველმა გაუღო მამულის კარი და პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი. უგო საგონებელში იყო ჩავარდნილი, ვერაფრით ვერ წარმოედგინა თუ დადა ვინმესთვის ასეთ საშიშროებას წარმოადგენდა. „იქნებ რაიმე მეშლება?.. იქნებ სწორად ვერ გავიგე?..“ სულ ამის ფიქრში იყო. ცდილობდა დადას ახლოს შეუმჩნევლად ეფუსფუსა, რომ უფრო კარგად დაჰკვირვებოდა. დრო გადიოდა. უგო დავალების შესრულებას უკვე ზედმეტად აჭიანურებდა, თუმცა არც არავინ აჩქარებდა. ერთი ორჯერ ღამით შეუმჩნევლად გაიპარა ქალაქში, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო - დამკვეთს დადა სული სურდა... ამან ძლიერ დააღონა დაქირავებული ავაზაკი. რაც უფრო აკვირდებოდა დადას, მით უფრო მეტად ეწურებოდა გული. მისთცის მსგავსი დავალების შესრულება, საკმარისი თანხის ანაზღაურებით არც თუ ისე რთული იყო. ერთი გარეწარი მეორე გარეწრის მოკვლას თუ მოისურსვებდა და ამაში ფულად ჯილდოს მიიღებდა, რა თქმა უნდა უყოყმანოდ თანხმდებოდა. მაგრამ ახლა თითქოს დილემის წინაშე იდგა. ერთის მხრივ შეკვეთილი სამუშაო და მეორეს მხრივ უდანაშაულო, გულუბრყვილო გოგონას მკვლელობა. უგო ბევრს ფიქრობდა, რაც უფრო მეტად აკვირდებოდა დადას მით უფრო უკან იხევდა. ბოლოს კი გადაწყვეტილება მიიღო, რაღაც სერიოზული რამ მოიმიზეზა და შეკვეთის შესრულებაზე საშიშ კაცს უარი შეუთვალა. თუმცა ამით მებაღეობა არ შეუწყვეტია, პირიქით, უფრო მეტი გულმოდგინეობით განაგრძო ბაღში მუშაობა და ახლა უკვე დადას დასაცავად. იცოდა საშიშთვალება დადას მოსაკლავად ახლა სხვას გამოაგზავნიდა და ისევ იმ უბადრუკ მებაღედ დარჩენა ამჯობინა თუმცა არც კი იცოდა როდემდე გაგრძელდებოდა ასე, თანაც გრძნობდა, ეს ამბავი ასე ადვილად არ დასრულდებოდა და ელოდა როდის მოავლენდნე მის მაგივრად ვინმე სხვა მკვლელს. მებაღემ მტკიცედ გადაწყვიტა გოგონა დაეცვა, წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ მოახერხებდა ამას, მაგრამ რაც არ უნდა დაჯდომოდა დადას დაცვა მაინც უნდა ეცადა. სწორედ ამის გამო, მისი უარის გამო კი ლამის კინაღამ თავად გამოასალმეს სიცოცხლეს. ბედად პატრონს, რომ არ ენახა იმ დილით, ალბათ ცოცხალი ვერც გადარჩებოდა. არც პატრონი აღმოჩნდა ურიგო კაცი, ისიც დადასავით თბილად ექცეოდა და ყველა თავზე ევლებოდა. პატრონი მიუხვდა უგო რა კაციც უნდა ყოფილიყო და იმასაც მიუხვდა, რისთვისაც დაისაჯა უგო... სხვა მის ადგილას ალბათ ცოცხალს არ დატოვებდა, ამან კი პირიქით მომაკვდავი შეიფარა და ფეხზე დააყენა... პატრონს ავაზაკობისა არაფერი ეტყობოდა და თუ ადრე იყო საშიში დამნაშავე ახლა უკვე, რასაც უგო აკვირდებოდა, სულ სხვანაირ ადამიანად ქცეულიყო და წარსული ცხოვრების აღარაფერი ეცხო... თუ ადამიანს გულით უნდა, რომ შეიცვალოს, ცხოვრება ამის შანსს ყოველთვის მისცემს ცხოვრება, მთავარია კი მოინდომოს... უგოს თვალთახედვით, დადა და მისი პატრონი კი არა, თვითონ ის საშიშთვალება იყო მოსაკლავი. თუ პატრონთან პირადი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი ეს გოგონა რაღა შუაში იყო... თავისი გასაჭრიც ეყოფოდა „თუ ამით პატრონის გამწარება უნდა... საწყალი გოგო...“ ჩაფიქრებული შეჰყურებდა დადას და გული უღონდებოდა, ასე უმოქმედოდ, რომ იყო გაშოტილი საწოლზე და წამოდგომის თავიც არ ჰქონდა... დრო კი გადიოდა. არავინ ჩანდა... დადას მოსაკლავად და უგოს შემცვლელად არავინ გამოჩენილა. ამან უფრო დააფიქრა მებაღე და უფრო მეტად დაარწმუნა, ახალი გეგმა მზადდებოდა... ის საშიშთვალება კაცი ისე არ გაჩერდებოდა. ამ ყველაფერს კი მაშინ გაიგებდა თუ პატრონის სახლიდან გააღწევდა... სანამ გვიან არ იყო დროულად უნდა გასცლოდა აქაურობას... აქაც ისევ დადა დაეხმარა... მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც თავად იყო დასაცავი და გასაფრთხილებელი... LEX·2016 წლის 23 მარტი, ოთხშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.