შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XVII ნაწილი)


5-03-2017, 23:55
ავტორი nina.d.
ნანახია 2 045

დემეს სახლთან გავაჩერე მანქანა და გადავედი, ეზოში შევედი, იქ დაცვის ბიჭები იდგნენ, სახლში შევედი, ყველაფერი ისე იყო როგორც დავტოვე. ქურთუკი გავიხადე და ფუნჯები მოვიმარჯვე, კიბეებზე დემე გამოჩნდა, ჩემთან ღიმილით მოვიდა და ჩამეხუტა, უხერხულად ვიგრძენი თავი, მოვშორდი და ძალით გავუღიმე. თვალები ისე უბრწყინავდა, რაღაც კარგი ხდებოდა დავინტერესდი და წარბაწეულმა შევხედე. -აბა რა ხდება? ბედნიერებას ასხივებ.
-არა არაფერი.
-ბიჭებს იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე შენ გგონია._თვალი ჩავუკარი, გაეცინა და სკამზე ჩამოჯდა.
-ჩემი მეგობარი ჩამოდის, რომელიც დიდი ხანია უკვე მომწონს._გაცისკროვნებილი სახით ამბობდა, ისეთი საყვარელი იყო.
-ძალიან კარგი, თუ რამეა ხო იცი ჩემი იმედი გქონდეს._თვალი ჩავუკარი და წარბები ავათამაშე.
-ვიცი, როგორ არ ვიცი._გამიცინა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი გოგოა?
-კი. რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ.
-შენსა და დამიანეს შორის რა ხდება?_ეშმაკურად გამიცინა და პასუხს დაელოდა.
-არაფერი, უბრალოდ მეგობრები ვართ._დაბნეულმა ვუთხარი, "მეგობრები" ვართ ჩვენ? უფრო მეტი ვართ ერთმანეთისთვის. ჩემთვის კი, მაგრამ მისთვის არ ვიცი, ამის გააზრებამ გული დამწყვიტა და სულ წამიხდა ხატვის სურვილი.
-რავი დამიანეს არ ეტყობა, რო. მეგობრულად გიყურებს._ჩაიცინა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
-ყავს მაგას უკვე, მე რა შუაში ვარ._წავისისინე და ხატვა დავიწყე. ხატვამ ჩამითრია, დემესაც არ შევუწუხებივარ და 4 საათიანი შრომის შემდეგ ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი სკამზე. ისე დავიღალე დემეს დავემშვიდობე და მაშინვე წავედი სახლში. კარის გაღებას ვაპირებდი ზურგიდან ვიღაც, რომ მომეპარა და ცხვირზე ნაჭერი ამაფარა. მხოლოდ ერთხელ წარმოვთქვი დამიანე და გავითიშე.
ნინის ბინასთან, რომ მივიდა კარის გაღებას აპირებდა როდესაც ძირს მისი გასაღებების აცმა და სამაჯური დაინახა, რომელსაც არასოდეს იხსნიდა. მისი ნივთები აიღო და დენდარტყმულივით გამოვარდა იქიდან, მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე და თავის ძმაკაცებს დაურეკა. ავთოს ნომერი აკრიფა და დაურეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ ავთოს ხმა გაიგო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-ავთო, ბიჭები წამოიყვანე და ჩემს კორპუსთან მოდით სასწრაფოდ, ნინი საფრთხეშია._განერვიულებული ეუბნებოდა და ისე სწრაფად მიყავდა მანქანა ლამის ავარიაში მოყვა.
-ნინის რა სჭირს?_აკანკალებული ხმით კითხა და დამიანე სანამ პასუხს გასცემდა, ეს რამდენიმე წამი საუკუნედ მოეჩვენა.
-მოიტაცეს და უნდა დავეხმაროთ სანამ დროა, ნუ მალაპარაკებ დროზე მოდი._ყურმილი დაკიდა და გაზის პედალს ფეხი დაადგა. რამდენიმე წუთში მივიდა კორპუსთან, ბინაში ავიდა, სეიფიდან იარაღი აიღო და ისევ ქვემოთ ჩავიდა. ყველანი იქ იყვნენ და მას ელოდებოდნენ, ნერვიულობდნენ და ქუჩაში ბოლთას სცემდნენ.
დამიანეს დანახვისას გაჩერდნენ, უყურებდნენ და ელოდნენ, როდის ამოიღებდა ხმას და ყველქფერს იტყოდა. მანქანას მიეყრდნო, თავზე ხელი გადაისვა და საუბარი დაიწყო.
-ნინი ჩემმა მტერმა გაიტაცა, არ ვიცი რატომ მაგრამ ის აირჩია, ამის დედა ...... რაღა მაინც და მაინც ის._იყვირა და საბურავს ფეხი მთელი ძალით მიარტყა.
-აი მაგიტომ._უთხრა ანდრიამ, დამიანე დაფიქრდა და მიხვდა როგორ ნერვიუოლობდა მასზე და გიჟდებოდა იმაზე, რომ შეიძლება რამე დაეშავებინათ მისთვის, ეს აცოფეფდა და ჭკუიდან გადადიოდა. მასთან ერთად გიჟდებოდნენ ყველანი, მანქანებში ჩასხდნენ და მის მოსაძებნად წავიდნენ. დამიანეს ტკივილამდე ენატრებოდა ნინის შეხება, არ დაუშვებდა, რომ მის გარდა მას ვინმე შეხებოდა. იმ დღეს არაფერი გამოუვიდათ. მთელი ღამე რაღაცას არკვევდნენ, არცერთს არ სძინებია. გათენებისთანავე კამერის ჩანაწერები ნახეს, მანქანის ნომერი გაარკვიე და ადგილმდებარეობავ გაიგეს. ბნელდებოდა, რომ დაირაზმნენ და ნინისთან წავიდნენ.
გათიშვის შემდეგ მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი, რომ გამოვფხიზლდი სკამზე ვიყავი მიბმული. თოკები ხელებსა და ფეხებზე მაგრად მქონდა მოჭერილი, ხელის გამოძრავებისას კანი მეხეხებოდა და საშინლად მტკიოდა. თავი მისკდებოდა, თვალები დავხუჭე და ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა. ჩემთან მოვიდა და სახეზე ხელი ჩამომისვა, იმდენად ამაზრზენი იყო ლამის იქვე მოვკვდი. თვალები გავახილე, რომ დამინახა სკამი მოიტანა და ჩემს წინ ჩამოჯდა. ცივი მზერით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, იმდენად მაღიზიანებდა თავისუფალი, რომ ვყოფილიყავი რაღაცას ჩავარტყავდი. ჩემს ფიქრზე გამეცინა, გაუკვირდა და წინ გადმოიხარა.
-აბა პატარავ, ელოდები დამიანეს?
-შენ წარმოიდგინე და არა._ღიმილით ვუთხარი, ამაზე გიჟდებოდა ამიტომ კიდე გავაგრძელე მის ნერვებზე თამაში. არა და ყველაზე მეტად დამიანესა და ავთოს ველოდი, შემდეგ კი დანარჩენებს.
-კი შეიძლება გაიქცეს._მანაც დაიწყო ნერვებზე დაკვრა მაგრამ მე ვის რას შევარჩენ.
-იქნებ გაიქცა უკვე, აეროპორტები შეამოწმე ჯობია. თუ წავიდა ჯობს შენც უკან გაყვე, რადგან როდესაც ბიჭები მიპოვიან ჩათვალე, რომ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ._გამწარდა, გაცხარდა, წამოხტა და სახეში გამარტყა, პირში სისხლის გემო ვიგრძენი. გავიცინე და ისევ შევხედე.
-გოგოების ცემაც გვცოდნია, ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად საქართველოს სიამაყე და ვაჟკაცი ხარ._სიცილოთ ვუთხარი და პირში დაგროვილი სისხლი გვერდით გადავაფურთხე. როცა შევხედე მეორე სილა მივიღე სახეში, ამაზეც სიცილით ვუპასუხე. გამწარებულმა სკამი აიღო და კედელს მიანარცხა, დამცინავი სახით ვუყურებდი და უფრო ვამწარებდი. ოთახიდან გიჟივით გავარდა, გამარჯვება ვიზეიმე და დამიანეზე ფიქრებს დავუბრუნდი. მენატრებოდა მისი შეხება, სურნელი, კოცნა, მომღიმარი სახე და ყავისფერი თვალები, რომელიც ასე ძალიან შემიყვარდა. გამეცინა მისი გაბუტული სახე, რომ წარმოვიდგინე. მთელი ღამე ფხიზლად გავატარე, დილით ისევ დაბრუნდა „საქართველოს ვაჟკაცი“, ისევ ნაგლური ღიმილით დავხვდი.
-მგონი მართლა გაიქცა შენი ბიჭი._სიცილით მითხრა და ფოტო მაჩვენა, სადაც დამიანე აეროპორტში შედიოდა. გული დამწყდა მაგრამ მაინც არ მჯეროდა.
-მე ხომ გითხარი მერე არ მოვა-მეთქი._ირონიულად ვუთხარი, ოოო აენთო და ისევ გამარტყა, უსიამოვნო გემო ვიგრძენი, ყბა მტკიოდა უკვე ამხელა ვირი, რომ გაგილაწუნებდა. ადექი ეხლა ჩასცხე რაღაც და მიასიკვდილე ადგილზე, რა დღეში ვარ და რაზე ვფიქრობ, სულ გავაფრინე მგონი. შტერივით მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ფენომენი ვიყავი ასეთი.
-გიჟი ხარ?
-მართლა გაინტერესებს?
-კი.
-10 წლის ასაკიდან გიჟი ვარ ასე, რომ შემეგუე როგორმე.
-10 წლის, რომ იყავი რა მოხდა?
-მეგონა ყველაფერს გამოიძიებდი მაგრამ შევცდი. ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ._აცრემლიანებული თვალებით შევხედე, სითბო გაკრთა მის თვალებში. უსიტყვოდ დატოვა ოთახი. რომ შებნელდა ხმაური მომესმა, შემდეგ იარაღის ხმა და ბოლოს კარი გაიღო.
დანიშნულების ადგილას მივიდნენ, ფეხით გაუყვნენ გზას შენობისკენ, ხელში იარაღები ჰქონდათ მომარჯვებული და მხნედ მიაბიჯებდნენ. დამიანე იმ გოგოსთან მიდიოდა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ავთო დასთან, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. ბაჩო, მათე, ალექსანდრე და აკო იმ გოგოსთან მიდიოდნენ, რომელიც მთელი ბავშვობა მათთან იყო და არც ახლა დაუშვებდნენ, რომ მისთვის ვინმეს რამე დაეშავებინა. გოგა, ანდრია და დემეტრე იმ გოგოსთან, რომელიც მათ ძმაკაცს სიგიჟემდე შეუყვარდა. კედელზე გადაძვრნენ და ეზოში აღმოჩნდნენ, რამდენიმე დაცვის ბიჭი გარეთ იყო, ამ მაფიოზებმაც ისე ჩუმად დასცეს ძირს მუტრუკი ტიპები ვერც გაიაზრეს. დამიანედ ბიჭები მეორე სართულზე აძვრნენ, დანარჩენები სახლის გარშემო განლაგდნენ და სახლი დაზვერეს. სროლის ხმა, რომ გაიგეს მაშინვე სახლში შეცვივდნენ და ერთი ტყვიების ზუზუნი ატყდა.
დამიანე გინებით გაიჭრა წინ და ნინის ძებნა დაიწყო, ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და დაინახა სკამზე მიბმული გოგონა, რომელიც შიშისგან კანკალებდა და თვალები ისე მაგრად ჰქონდა დახუჭული, რას უნდა ეიძულებინა, რომ გაეხილა. მასთან მივარდა ხელები და ფეხები გაუხსნა, შემდეგღა შეამჩნია მის ტუჩსა და მაისურზე სისხლი. ლოყაზე შეეხო და ნაზად აკოცა, ნინიმაც იცნო საყვარელი კაცის ტუჩები და თვალი გაახილა, სიხარულით წამოიყვირა მისი სახელი და ჩაეხუტა. შეიგრნო მისი მონატრებული სხეული, სურნელი და შეხება. ოთახიდან გამოდიოდნენ როდესაც სროლის ხმა გაისმა და ნინი მოწყვეტით ჩავარდა დამიანეს მკლავებში.


***
ესეც ახალი თავი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა მაგრამ ვისაც მოგწონთ მიხარია. ვერ ვხედავ აქტიურობას და არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა. blush



№1 სტუმარი sandra

gaardzeleee da tavebi gazarde patarebiaaa

 


№2  offline წევრი nina.d.

sandra
gaardzeleee da tavebi gazarde patarebiaaa

შევეცდები გავზარდო, რასაც ერთ დრეში ვწერ იმას ვდებ. მადლობა, რომ კითხულობ.
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი Guest ლამაზთვალება

ვაიმე მიშველეთ.. გულოოოო.. ჩემი ნინი და დამიანე :D :D ის ჩაასიკვდილეთ თორე მე ვიზრუნებ ამაზე.. მომდევნო თავი სასწრაფოდ თორემ ჩემი გული გასკდება და ერთგულ მკითხველს დაკარგავ.. მომდევნო თავი იმედია უფრო დიდი იქნება.. ❤❤ ველოდები მოუთმენლად

იცოდე საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის

 


№4  offline წევრი nina.d.

Guest ლამაზთვალება
ვაიმე მიშველეთ.. გულოოოო.. ჩემი ნინი და დამიანე :D :D ის ჩაასიკვდილეთ თორე მე ვიზრუნებ ამაზე.. მომდევნო თავი სასწრაფოდ თორემ ჩემი გული გასკდება და ერთგულ მკითხველს დაკარგავ.. მომდევნო თავი იმედია უფრო დიდი იქნება.. ❤❤ ველოდები მოუთმენლად

იცოდე საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის

მადლობა დიდი <3 ჩაასიკვდილეს უკვე აღარ ინერვიულო smile რაც შეიძლება მალე დავდებ ვერ დავუშვებ შენ რამე დაგემართოს <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent