მებაღე (ნაწილი 36)
36. რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა უგო საშიშთვალება კაცს89ყ6. მისი ყოველი, ყოველი მომსვლელი თუ წამსვლელი სულ ზეპირად დაისწავლა. დრო გადიოდა. კარგა ხანს თითქოს საეჭვოც არაფერი ჩანდა. მაგრამ ერთ დღესაც რაღაც ბევრმა ხალხმა იწყო წრიალი. ხან გამოჩნდებოდნენ, ხანაც კი მთელი კვირა არ ჩანდნენ. მომსვლელნი მარტო არასდროს მოდიოდნენ, სულ რატომღაც წყვილ-წყვილად სტუმრობდნენ. უგო კარგად დააკვირდა. ავაზაკების გამოცნობა არ გასჭირვებია. ზოგს ზედმეტად ახლოსაც კი ჩაუარა, ხან რა იკითხა და ხან რა, ხანაც ვითომდა შემთხვევით მხარიც კი გაჰკრა, როგორც ყოველთვის ოსტატურად შენიღბულს ვერავინ სცნობდა და ყურადღებასაც ნაკლებად აქცევდნენ... უგო არც შემცდარა, საშიშთვალება მართლაც, რომ პატრონზე ახალი თავდასხმის მზადებაში იყო. უკვე დრო იყო, უნდა გამოცხადებოდა თავის ძველ დამკვეთს და როგორმე, სანამ გვიან არ იყო თავიდან მოეპოვებინა მისი ნდობა... „მკვდრეთით აღმდგარი“ უგოს დანახვაზე საშიშთვაეა ადგილზე გაგქვავდა... არ გელოდიო - ამოიკნავლა... და პირველივე რაც გაიფიქრა დადა კი არა მოღალატე, სიტყვის გამტეხი უგო იყო თავიდან მოსაშორებელი... საშიშთვალება ოჯახში უფროსი შვილი იყო, ზედმეტადაც კი იყენებდა ამ პრივილეგიას. რაც არ უნდა ბევრი ჰქონოდა, მაინც ყველაფერზე თვალი რჩებოდა და ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა მიზნის მიღწევას, რის გამოც ხშირად ოჯახში ჩხუბი და აყალ-მაყალი იყო. მისგან გამწარებული და მომჩივანი ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მშობლებმა რა არ იღონეს, მაგრამ მისი სულიდან სიბოროტე ვერ ამოძირკვეს. საშიშთვალება უფრო მეტად გადიოდა თავს და უკან აღარაფერზე იხევდა, თავის პირმშოობით სარგებლობდა, სასტიკად ეპყრობოდა და გამუდმებით ჩაგრავდა უმცროს ძმას. მის სიბოროტეს ბოლო არ უჩანდა. ათასგვარი ხრიკებით ცდილობდა ძმა თავიდან მოეშორებინა და ქონების ერთადერთი მემკვიდრე ყოფილიყო. მის ძმას კი ისედაც პრეტენზიები არაფერზე ჰქონდა. უნდოდა თავისთვის წყნარად და მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ საშიშთვალება არ ასვენებდა და ყოველთვის ყველაფერი შურდა მისი. გულზე სკდებოდა, როცა ხედავდა მამამისი უმცროს შვილს მეტ ყურადღებას რომ უთმობდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ერთადერთი ძმა როგორმე თავიდან უნდა მოეშორებინა, მაგრამ თითქოს მის ჯიბრზე უმცროს ძმას სულ ბედი სწყალობდა და რამდენი ხიფათიც არ შეამთხვია, იმდენჯერ გადარჩა... ხან მძარცველები დაახვედრა გზაზე და ისე აცემინა, რომ არავის ეგონა ცოცხალი თუ გადარჩებოდა, ხანაც კი მისი მოწამვლა სცადა, მაგრამ აქაც უმტყუნა ბედმა და მის მაგივრად მოწამლული ღვინო სტუმარმა შესვა, რის გამოც ადგილზევე გარდაიცვალა. ეს ამბავი გავლენიანი მამის წყალობით ადვილად ჩაფარცხეს... საშიშთვალებას სიბოროტეს ბოლო არ უჩანდა. არც ეს არ აკმარა და ახლა მის ახალმოყვანილ ცოლზეც კი გაიწია. ეს უკვე მეტისმეტი იყო... მოგვიანებით, მამისეული სახლიდან გამოგდებულსა და გამოძუებულს, ძველი „ოჯახური ღირსების“ დაბრუნება მოუნდა. თავისი ბოროტი ზრახვების ასასრულებლად უკან არაფერზე დაიხია... საკუთარი ძმის ოჯახი დაუნდობლად ამოახოცვინა... აკი გვამებიც კარგად გადათვალა... და... „საიდან აღმოჩნდა ის წყეული ბავშვი ცოცხალი?.. როგორ მოახერხა და გადაურჩა?...“ ყოველივე ამას ისევ პატრონს აბრალებდა... „წლების მანძილზე მატყუებდა, ჩემო წყალობით ჭამდა პურს და ცოცხალი მოწმეს კი ოჯახში ჰყავდა... სახლში ზრდიდა იმ გველის წიწილს... ვინ იცის რა დროს გამოიწევა ჩემს წინააღმდეგ...“ ამაზე ფიქრმა მოსვენება დაუკარგა. ძილშიაც ბევრჯერ დასიზმრია დიდი და მწვანე თვალება გოგონა როგორ უპობდა ტყვიით შუბლს... ამჯერად უკვე კარგად შეიარაღებული და ყველაფერზე წამსვლელი ხალხი დაიქირავა. მათავ ეს უნდოდათ, ოღონდაც პატრონზე ეძიათ შური და თუკი ამაში გასამრჯელოსაც მიიღებნდნენ ამაზე სარფიან საქმეს ვინ იცის, კიდევ სად და როდის გამოჰკრავდნენ ხელს. უგოს ისედაც აღარ ენდობოდა, მაგრამ მაინც მოისურვა მისი გამოიყენება... მართალია, თავიდან უარზე იდგა, არ უნდოდა მოღალატე უგოს ჩარევა, მაგრამ როცა გაიგო დადას ოთახამდე უადვილესი ხერხით შესაძრომი არსებობსო, ცთუნებას ვერ გაუძლო... სიხარულისგან ფეხზე ვერ იდგა... ისე ცმუკავდა ლამის გული გაუსკდა... არა უგო სანდო სულაც არ იყო, მაგრამ აბა რას გააწყობდა მარტოხელა უგო, ამხელა ბანდის წინაშე... საშიშთვალება კაცი, დადას მის თვალწინ მოკვლას მოითხოვდა... დანარჩენი კი როგორც გამოვიდოდა ისე იქნებოდა... მთავარი იყო ცოცხალი არავინ გაეშვათ და ბოლოს უგოც ზედ დაეყოლებინათ. თვითონ შორიახლო იტრიალებდა, თავად უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ყველაფერს პირნათლად შეასრულებდნენ. ამიტომაც მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო ყველაფერი თავისი თვალით ეხილა, მის თვალწინ უნდოდა გასძრომოდა დადა სული და თანაც უგოს ხელით. LEX·2016 წლის 24 მარტი, ხუთხშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.