შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე (დასასრული)


7-03-2017, 01:08
ავტორი Lex
ნანახია 1 741

37. /დასასრული/
ეზოში უფრო მეტად იმატა ხმაურმა. ხმაურს სროლაც მოჰყვა... სარდაფის ლუქიდან ამომძვრალმა პატრონმა მხოლოდ იმას მოჰკრა თვალი, თუ როგორ მიარბენინებდა ვიღაც დადას...
უგოს გეგმის მიხედვით, დადა საძინებლიდან უნდა გაეტაცებინათ, რადგან გზა მხოლოდ მან იცოდა, თავად ისურვა ამ საქმის შესრულება, თუმცა მარტოს მაინც ვინ გაუშვებდა, ორი ბოშაც გააყოლეს თან.
ერთი ქვემოთ დატოვა და უკან გამოსვლისას გამოასალმა სიცოცხლეს, მეორეს კი ზემოთ, დადას საწოლ ოთახში შესვლისთანავე გაუსწორდა.
პატრონი სირბილით დაედევნა. უგომ საშიშთვალებას დადა მიუყვანა, კაცი სიხარულით აღარ იყო, მხოლოდ ერთი გაღიმება მოასწრო და უგოს ხელიდან ნასროლმა ტყვია შუბლში ჩაეჭედა.
პატრონი იმ დროს წამოეწია, როცა უგომ გულწასული დადა ხელში აიყვანა და გაქცევა სცადა. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ორივეს ერთმანეთისკენ ჰქონდა იარაღი მომარჯვებული, თუმცა გასროლას არც ერთი არ ჩქარობდა...
წამი თითქოს საუკუნედ იქცა...
სახლის მხრიდან ზეკის ღრიალი და ზედიზედნ სროლის ხმები მოისმა.
უგომ ნელ-ნელა იწყო უკან სვლით დახევა, პატრონმა კიდევ ერთ წამით შეაჩერა მზერა. მერე სწრაფად აქცია ზურგი და ზეკის დასახმარებლად ალმოდებულ სახლში შევარდა...

***

დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ვერ მოვიდა დადა გონზე. უმძიმესი ტრაგედია ისევ თავს დაატყდა.
ისტორია განმეორდა...
კიდევ ერთხელ შეესწრო თავისი ოჯახის დარბევასა და განადგურებას...
ისევ განმეორდა წივილ-კივილი, სროლა... ხანძარი...
ისევ ღამით სადღაც გაქცევა და გადახვეწა...
ეს ორი ამბავი ერთმანეთისაგან მხოლოდ დროთი და ალაგით განსხვავდებოდა, დანარჩენი ყველაფერი კი იგივენაირად ერთმანეთს მიჰყვა...
მის მეხსიერებაში იჩინა ბავშვობის დროინდელმა ტრაგედიამ, რომელიც თავის დროზე თავადვე მიჩქმალა გონებაში და ისე დაივიწყა, რომ აღარასდროს იხსენებდა...
ან იქნებ უკვე მართლაც არც არაფერი ახსოვდა...
საოცარი ისიც იყო, რომ დადას არასდროს არაფერი არ ეუცხოებოდა, ადვილად ეჩვეოდა ყველას და ყველაფერს.
ალბათ ამიტომაც, ასე მარტივად, პირველი დანახვისთანავე შეეგუა პატრონს და მის მერე მასთან ერთად განვლილ ცხოვრებას ბედნიერად წლებად სთვლიდა.
თავისდაუნებურად გამოიმუშავა ის აზრი, რომ ყოველი ახალი დღე, ახალი ცხოვრების დასაწყისია და ის რაც უკვე მოხდა, წავიდა და წასულმა დრომ ჩაიბარა.
მაგრამ მისდა ბედად კიდევ ერთხელ განმეორდა ისტორია...
ისევ უშველეს... ისევ ტყეს შეაფარებინეს თავი...
და ისევ ახალი ფურცლიდან უდა დაეწყო ცხოვრება...

***
დადას ძველი, დარბეული მამულისკენ გახედვაც აღარ უნდოდა... შემორჩენილი სახლის ნანგრევები ხავსს შეეჭამა... ხანძრისგან გადამწვარი ერთ დროს ულამაზესი სამოსახლო, გაპარტახებული და განადგურებული წლების მერე ძლივს გაიყიდა...
დადა სულ სხვა ალაგზე, სულ სხვა მხარეს ლამაზ სახლში ცხოვრობდა. არც მამული და არც სახლი არ იყო ისეთი უზარმაზარი, როგორშიც პატრონთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ყველაფერი ლამაზად და კოხტად იყო მოწყობილი. დადა ბედნიერად გრძონდა თავს ბავშვებიდან ზოგი დადას ჰგავდა, ზოგიც უგოს...
ერთ დღესაც ეზოს ძონძებში გახვეული მოხუცი მათხოვარი მოადგა...
დადა ადგილზე გაიყინა... კვლავ ისტორიის განმეორება...
ამ მხარეში ცოტა მოსახლე იყო და არც სიმდიდრით გამოირჩეოდნენ, ამიტომ მათხოვრებიც არასდროს სტუმრობდნენ აქაურობას.
მოხუცმა ბავშვებს მარტო წყალი გამოართვა, საკვებზე უარი უთხრა და ძალიან ნელი ჩანჩალით გზას გაუყვა. სიარული საშინლად უჭირდა, ერთ მხარეს ჯოხზე დაყრდნობილი მეორე ფეხსაც ძლივს მიათრევდა...
დადა მოხუცისკენ წამოვიდა, რომელიც უკვე გზას დადგომოდა. მათ სახლთან კი მათხოვრის აბგა ეგდო. დადა აბა როგორ გააგონებდა, ამიტომ გადაწყვიტა დავეწევიო და გადავცემო, მოხუცი უკვე თვალს ეფარებოდა. დადა აბგას დასწვდა, მაგრამ მისდა გასაოცრად ძვრა ვერ უყო, უნებურად აბგას თავი მოხსნა...
მზის შუქზე თვალის მომჭრელად ალივლივდა ოქროს ზოდები...

LEX·2016 წლის 26 მარტი, შაბათი
გმადლობთ ყველას ვისაც მოგწონდათ და კითხულობდით <3



№1  offline წევრი Lex

გმადლობთ, დიდი მადლობა :)
გაგრძელებას ვფიქრობდი ან გამოტოვებულის ჩანაცვლებას მერე რატომღაც ასე დავტოვე )
--------------------
Lex

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.დასასრულიც მომეწონა.პატარა იყო მაგრამ საკმარისი
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი ლილიანი

ვაიმეე გავგიჟდებიიი ბოლოშიი დამაჟრიალაა უეჭველი პატრონი იყოო იმ მამულის აუუ დადაა უგოო როგორ გამიხარდაა მაგრამ საიდუმლოდ დარჩა დადამ ამოიღო ხმა თუ არა როგორ მინდოდა ეთქვა უგოსთვის რამე მოკლედ ძალიან მომეწონა დასასრული და ძალიან მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Niioo

აუ ის მათხოვარი პატრონი იყო?

 


№5  offline წევრი Lex

გმადლობთ ყველას, მიხარია, რომ ცოტათი მაინც სიხარული მოგანიჭეთ
ახალი მაქვს დაწყებული რადიკალურად განსხვავებულია მებაღისგან, ჯერ კიდევ ვფიქრობ დავპოსტო თუ არა აქ :)

რაც შეეხება ეპილოგს, მართალია ძალიან მცირე ნაწილში მოვათავსე და ისედაც გასაგები სიტუაცია მეტად აღარ გავწელე, მკითხველისთვის ისედაც გასაგები გახდა ვინ - ვინ აღმოჩნდა :)
--------------------
Lex

 


№6  offline წევრი ლილიანი

Lex
გმადლობთ ყველას, მიხარია, რომ ცოტათი მაინც სიხარული მოგანიჭეთ
ახალი მაქვს დაწყებული რადიკალურად განსხვავებულია მებაღისგან, ჯერ კიდევ ვფიქრობ დავპოსტო თუ არა აქ :)

რაც შეეხება ეპილოგს, მართალია ძალიან მცირე ნაწილში მოვათავსე და ისედაც გასაგები სიტუაცია მეტად აღარ გავწელე, მკითხველისთვის ისედაც გასაგები გახდა ვინ - ვინ აღმოჩნდა :)

კი ნამდვილად გასაგები იყო და ახალი ისტორია აუცილებლად ატვირთე

 


№7  offline წევრი Lex

გმადლობთ, რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ :)
შემდეგი ისტორია არის „ძველი პიანინო“ უკვე 25 თავი დაიდო :)
--------------------
Lex

 


№8 სტუმარი სოლომონი

ეს წიგნი სად ვიშოვო ძალიან მინდა

 


№9  offline წევრი Lex

სოლომონი
ეს წიგნი სად ვიშოვო ძალიან მინდა

წიგნად არ დამიბეჭდავს, მხოლოდ ონლაინით შეგიძლიათ იკითხოთ
სოლომონი
ეს წიგნი სად ვიშოვო ძალიან მინდა
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent