დაუჯერებელი 'თავი 3'
-არაფერს მოიმოქმედებ, უბრალოდ თამაშში აყვები, დაიმახსოვრე, როცა მას შეხვდები სულ შენს გვერდით ვიქნებით, უბრალოდ უნდა შეხვდე-მიხსნიდა დაჩი და თან ნერვიულად დადიოდა ოთახში -პირველად არ ვხვდები დაჩი მას, თან მართლა მომწონდა-დანანებით ჩავილაპარაკე და შავი ერთიანი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი, მუხლს კარგად ამცდარი, ფეხზე ამავე ფერის მაღალქუსლიანი ჩექმები ჩავიცვი და გარედან მანტო მოვიცვი -თმა შეიკარი, არმომწონს გაშლილი რომ გაქვს-ამოილაპარაკა იქვე საწოლზე დაწოლილმა ლუკამ -ბიჭებს მოსწონს გოგონებს რომ გრძელი თმა აქვთ თან გაშლილი-თვალი ჩავუკარი მას -შენ იქ იმისთვის არ მიდიხარ რომ მაგ "ირს თავი მოაწონო-გაბრაზებულმა ხმამაღლა წარმოთქვა ლუკამ და სცადა საწოლზე წამომჯდარიყო -ნუ ფხარკალებ რა თუ ძმა ხარ-თვალები ავატრიალე და ტელეფონი ხელში ავიღე, რომელიც რეკავდა. -გისმენ-ვუპასუხე და თან ჩანთა ხელში ავიღე -გელოდები, ჩამოდი-მომიჭრა მან მოკლედ და ტელეფონი გათიშა -იცის რომ ყველაფერი ვიცი-დარწმუნებულმა ჩავილაპარაკე და ქუსლებისკაკუნით წავედი კარისკენ -მოდი რა დარჩი სახლში, არაა აუცილებელი ჩახვიდე-კვლავ წამოყო ლუკამ საწოლიდან თავი -მოკეტე-ოთახიდან გასულმა მივაძახე და მალევე დავტოვე სახლიც, დაბლა ჩასულს მისი შავი მანქანა მალევე მომხვდა თვალში, ყალბი ღიმილით გავემართე მისკენ და ლოყაზე ნაზად ვაკოცე -როგორ ხარ ვიქტორია?-გამიღიმა მანაც და მანქანის კარი გამიღო -კარგად, შენ?-ვკითხე სანამ კარს მოხურავდა და კიდევ ერთხელ გავუღიმე, მანქანაში საძაბული აურა იყო, აქამდე თუ ენას არ ვაჩერებდით და ვსაუბრობდით, ახლა დუმილი სუფევდა ჩვენს შორის, იგი უდარდელი სახით მართავდა მანქანას, მე კი მას ვუყურებდი, უცნაური შეგრძნებაა ეს იცით? ვგრძნობ რომ ის ჩემი მტერია, მან კინაღამ გამოასალმა ჩემი ძმა სიცოცხლეს, მე კი ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები მისი სურნელით და გულის რევის მაგივრად რაღაც სასიამივნოს ვგრძნობ, თითქოს ეს ჩვეულებრივია, თითქოს ეს ყოველდღე უნდა ხდებოდეს, ვსხდებოდეთ მე და ლაზარე მანქანაში და მე მის სურნელს ვისუნთქავდე, და მე ეს მსიამოვნებდეს, მაგრამ სასწრაფოდ ვიშორებ უაზრო ფიქრებს და კვლავ მას ვუყურებ -რატომ გამომყევი?-ხმა ჩვეულებრივზე უფრო დაბოხებოდა მას, არვიცი რატომ თუმცა არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება -ვერ მივხვდი კითხვის არსს-თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად -თავს ნუ ისულელებ, ჭკვიანი გოგო ხარ და არ გიხდება-ამოიღრინა მან -შენი ნამდვილი სახე მინდა ვნახო, უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდება საბოლოოდ, როცა გავიგებ როგორი ხარ-მხრებს ვიჩეჩ მე -და შენმა ძამიკოებმა როგორ დაუშვეს რომ აქ წამოსულიყავი? ალბათ მშვენივრად იციან სადაც ხარ-ხმა ირონიული გაუხდა მას -იცი, ახლა რომ გაკვირდები ვხვდები, როგორი ყალბი იყავი წინა შეხვედრებზე, ყალბი სიცილი, ყალბი თავაზიანობა, ყალბი დაინტერესება ჩემს მიმართ, ალბათ კარგი მსახიობი იქნებოდი-ვუღიმი მას, და ამასთანავე გზას გავყურებ, მინდა ვიცოდე სად მივდივართ -ხო, შენ კიდევ ნამდვილად დაიჯერე რომ მომწონდი-ჩაიცინა მან -კარგი, თუ მოგწონვარ არაა პრობლემა, მე არ "გამიტყდება" მართლა, და არც რაიმე პრობლემა იქნება, გეფიცები-ვუთხარი და თან გავიცინე, თუმცა სახეზე შევატყვე ჩემს სიტყვებს ოდნავადაც არ უმოქმედია, მეტიც, ხმაც კი არ ამოუღია ისე გამოესახა ღიმილი სახეზე და მალევე მანქანა გააჩერა, ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორანი იყო, დაველოდე სანამ ლაზარე მანქანიდან გადავიდოდა, შემდეგ მანქანას შემოუარა და კარი გამიღო, მეც ღიმილით გადმოვედი და ჩანთა კარგად დავიჭირე ხელში. -ძალიან სასიამოვნო საღამო იქნება, ვგრძნობ-ბეჭებში გავსწორდი და ღიმილით გადავხედე ჩემს გვერდით მდგარ ლაზარეს, რომელსაც ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და წინ ღიმილით იხედებოდა -ახლა მივხვდი, რატომ ხარ აქ, ასე ლაღად, უშიშრად, და რასაც ფიქრომ რატომ ამბობ-ჩემკენ შემობრუნდა ის და ერთი იდაყვით მანქანას მიეყრდნო -იმედი მაქვს რამე ჭკვიანურს იტყვი-მეც მისკენ მივბრუნდი, სერიოზული სახე დავიჭირე და ისე გავუსწორე პერანგი ყელზე თითქოს და არ ქონოდა სწორად -უკან დაცვა მოგვყვება მთელი გზაა, ახლაც გზის მოპირდაპირე მხარეს დგანან და როგორც კი რესტორანში შევალთ შემოგვყვებიან-ისიც უფრო დასერიოზულდა და ჩემს ხელს ხელი ნაზა მოკიდა, რომელიც მის პერანგთან ჰქონდა, შემდეგ ძირს ჩამომაწევინა და ისეთი ძალით მომიჭირა, მეგონა აღარცერთი თითი შემრჩენოდა ხელზე, უნებურად აღმომხდა კივილი პირიდან, ხელი სწრაფად გავითავისუფლე და გამოძრავება ვცადე, 1 წუთიც არ იყო გასული ორი ბიჭი რომ მოგვიახლოვდა, ლაზარეს მკლავებში მოჰკიდეს ხელი დაუკან მოუგრიხეს -რას აკეთებთ?-გაოცებულმა გავხედე მათ თვალებით ვანიშნე წასულიყვნენ -უნდა წავიყვანოთ-მკაცრად მითხრა ერთ-ერთმა -არაა საჭირო-გავუღიმე მათ, ვანიშნე ხელი გაეშვათ მისთვის, როგორც კი მოთხოვნა დააკმაყოფილეს ლაზარეს ხელკავი გავუყარე და ნელი სვლით დავიძარით შესასვლელისკენ, ის ხალხი ვინც გარეთ იყო თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა, უჩვეულო სანახაობა იყო მათთვის ეს. -რატომ შეაჩერე?-გადმომიჩურჩულა მან, თუმცა პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, უკვე რესტორანში შევსულიყავით და წინ ოფიციანტი გვეღობებოდა -ლაზარე ურიადმყოფელი, დაჯავშნილია-უთხრა მიმტანს მან და ხელი ნელა მომხვია წელზე -წამობრძანდით-წინ გაგვიძღვა შუა ხნის მამაკაცი და დაჯავშნილ მაგიდამდე მიგვაცილა, შეკვეთაც ჩაიწერა და გაგვეცალა -შენ რა გგონია ამ საღამოს შენი იდიოტური საქციელის გამო ჩავშლიდი? შენ უბრალოდ იმის დამტკიცება გინდოდა რომ მცველებთან ერთად ვიყავი-მხრები ავიჩეჩე მე -ცოტაც და ხელს მოგტეხდი-გამიღიმა მან და ხელები მაგიდაზე დააწყო -თუ ასე გინდა, აქ მაქვს ორივე ხელი, ოღონდ ამჯერად მართლა მომტეხე, თორემ მეორედ მცველები აღარ დამიჯერებენ-თვალი ჩავუკარი და ჩემი მარცხენა ხელი მის ხელს ზემოდან დავადე. -მიწვევ წვერავა-თვალი ჩამიკრა მან -მაგრამ იმდენს მაინც ვერ გაბედავ რამე დამიშავო-მხრები ავიჩეჩე მე -შენს ძმას მხარში დანა გავუყარე, სავარელო, თან იმდენად არაკაციც არ ვარ ქალს ხელი მოვტეხო იმიტომ რომ მე "გამისწორდეს"-ჩემკენ გადმოიწია და ცალი ხელით ლოყაზე მომეფერა, არ შემიჩერებია, უბრალოდ დავაიგნორე ის სასიამოვნო გრძნობა ის რომ იწვევდა ჩემში, მალევე მომაშორა ხელი და სკამზე გასწორდა. -იცი რა მაინტერესებს?-უცებ წამოვიწყე კვლავ საუბარი მე -გისმენ-ჩაფიქრებულმა გამომხედა მან -და ან ძმა გყავს?-ვკითხე ინტერესით, თუმცა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო რადგან მიმტანმა შეკვეთილი საჭმელი მოიტანა, წინ დაგვიდო ლამაზი თეფშებით და წითელი ღვინით შეავსო ბოკალი -ვგიჟდები წითელ ღვინოზე-გავიღიმე სწრაფად მე და სწრაფად მოვიქციე თითებს შორის ბოკალი, შემდეგ კი ფრთხილად მოვსვი ერთი ყლუპი. -მივხვდი-შემომცინა მან, თითქოსდა ნამდვილი სიცილიაო, თუმცა მალევე გადაეზარდა იმ ღიმილში რომლითაც აქამდე იღიმოდა -მგონი კითხვა დაგისვი-ბოკალი მაგიდაზე დავდე და ახლა დანა ჩანგალი ავიღე ხელში, ფრთხილად დავიწყე კერძის დაჭრა, დროდადრო კი ურიადმყოფელს ვუყურებდი -კი მყავს ძმა-გამცა მან მალევე პასუხი -და რას მოიმოქმედებდი, მე რომ შენი ძმა დანით დამეჭრა?-ვკითხე და დაჟინებით მივაშტერდი თვალებში, თუმცა მივხვდი სერიოზულად არ მიუღია, რადგაც ისეთი სიცილი აუტყდა, ღიმილი მეც შემეპარა სახეზე -ახლა წარმოვიდგინე როგორ ჭრი დანით ჩემს ძმას, რომელიც შენზე 10 ჯერ დიდი მაინც იქნება ფიზიკურად-მხრები აიჩეჩა მან -ლაზარე მე სერიოზულად გკითხე, მე არ გეუბნები წარმოიდგინო ის რომ მე შენს ძმას ვჭრი ან ვკლავ, უბრალოდ როცა ისეთ რაღაცას აკეთებ რაც არა მხოლოდ ერთ ადამიანს არამედ სხვებს უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე იმ ერთს იქნებ დაფიქრებულიყავი რას აკეთებ? ამას არ გეუბნები ჩემს ძმაზე ან ჩემზე უბრალოდ წარმოიდგინე რა შეიძლება მომხდარიყო შენი იმ ერთი დაუფიქრებელი საქციელით რაც შენ გააკეთე, მაგალითად გეტყვი, დედაჩემს კინაღამ გულის შეტევა დაემართა, ჩემი ორსული და ლამის ჭკუიდან გადავიდა ნერვიულობით, როცა უკვე ორჯერ მოეშალა მუცელი და თითმის 2 წელია ქმართან შვილი არ ჰყავს, ჩემი ძმა ისე გამოვარდა სახლიდან მეგონა სადმე გადაიჩეხებოდა მანქანით, აი ვერ ვხვდები, რას ფიქრობთ იმ მომენტში შენისთანა ხალხი როდესაც ეგეთ რამეს აკეთებთ-მშვიდად ვლაპარაკობდი და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი ლაზარეს, თუმცა არაფერს მეუბნებოდნენ მისი თვალები, სრულიად არაფერს, ბოლოს თავი დახარა, დანა ჩანგალი ძირს დაო და ხელებით წინ დაეყრდნო, ვერ გამეგო. რა ემოცია გამოვიწვიე მასში, თუმცა როგორც კი თავი ასწია და ირონიულად გამიცინა, მივხვდი ტყუილად ვისაუბრე ამდენი. -ახლა ვხვდები რატომ შემხვდი-ჩაიცინა მან -ეს რა შუაშია ჩვენ საუბართან?-გამიკვირდა მე -დაჩი წვერავას იმის ტრა"კიც კი არ აქვს რომ მოვიდეს და სამაგიერო გადამიხადოს, ან თუნდაც ერთი-ორი გამარტყას, ამიტომ გადაწვიტა მისი და გამოეყენებინა და ასე გაერჩია საქმე ჩენთან, "საღოლ" მაგარია-სიცილი აუტყდა მას. -იცი, ჩვენი წინა შეხვედრების ხათრით გადავწყვიტე შეგხვედროდი, მითუმეტეს იმისა, არ გიცნობდი კარგად და არ ვიცოდი რაზე იყავი წამსვლელი მაინც წამოვედი, ვიფიქრე შეიძლება არის რაღაც ისეთი მასში რაც წინა შეხვედრებზე ვნახე-მეთქი, დავრწმუნდი რომ ის რამოდენიმე შეხვედრა სრულიად სიყალბე იყო, და არც შენში არარის არაფერი, ჩვეულებრივი ნაბი ჭვარი ხარ რომლებიც ქუჩაში ძალიან ბევრია, უბრალოდ ცოტა სიმპატიურობა, ცოტა ფული და ეგაა, მაგარი ტიპის იმიჯი უცებ შეგექმნა. ნახვამდის ლაზარე, მე მიდივარ, იმედია ერთმანეთს არასდროს შევხვდებით, და იმედია ამ ყველაფრისთვის ოდესმე ღმერთი გადაგიხდის, იმიტომ რომ ნამდვილად არმინდა ჩემმა რომელიმე ძმამ შენს ბინძურ სისხლში ხელები გაისვაროს, თუმცა მეც სიამოვნებით გავაკეთებდი ამას-დავასრულე მონოლოგი და ნელა წამოვდექი ფეხზე, კაბა შევისწორე, მერე თმებზეც გადავისვი ხელი, პალტო და ჩანთა ავიჩე და არც ჩამიცვავს ისე წავედი რესტორნის გასასვლელისკენ, უკვე გარეთ ვიყავი გასული ლაზარე რომ წამომეწია და გვერდით ამომიდგა -საყვარელო რატომ არ დამელოდე?-ვითომ ნაწყენი გამომეტყველებით მომხვია წელზე ხელი და მანქანისკენ გამიძღვა, თუმცა სწრაფად დავიხსენი მისი მკლავებიდან თავი, რომელმაც ამ სიცივეში წამიერად გამათბო, დაცვის ბიჭებს რომლებიც იქვე იდგნენ ხელი ავუწიე იმის ნიშნად რომ დამლოდებოდნენ და მათკენ წავედი -სახლში წამიყვანეთ-ვუთხარი მათ და უკანა სავარძელი დავიკავე, დაბურული მინიდან გავხედე ირონიულად მომღიმარ ლაზარეს, მანქანაზე მიყრდნობილი ხელებგადაჯვარედინებული რომ იდგა და მანქანას უყურებდა, მალევე დავიძარით და ურიადმყოფელიც უკან დარჩა, საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი ეს სპექტაკლი რომელიც ჩაფიქრებული მქონდა არ მიმეყვანა ბოლომდე, რადგან წაგებული მე დავრჩებოდი, მას კი აღარ შევხვედროდი..... პირველ რიგში რვა მარტს გილოცავთ, ბედნიერებას ვუსურვებ ყველა ქალს, შემდგომში როგორ ელოდით ვითარების ასეთ ცვლას? ძალიან პატარა თავია ხო?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.