შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XVIII ნაწილი)


8-03-2017, 23:22
ავტორი nina.d.
ნანახია 2 037

კარი, რომ გაიღო თვალები მთელი ძალით დავხუჭე, ვიღაც მიახლოვდებოდა, ხელები და ფეხები გამითავისუფლა და ლოყაზე მაკოცა. მაშინვე ვიცანი დამიანეს ბაგეები და თვალები გავახილე, მისი სახელი წამოვიყვირე და მაგრად ჩავეხუტე. ოთახიდან, რომ გამოვდიოდით კიდევ ერთი ტყვიის ხმა გავიგე, მწველი ტკივილი ვიგრძენი და დამიანეს მკლავებში ჩავვარდი. გონს ვიყავი და ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა დამიანეს შიშისგან მთელი სხეული, სახეზე მეფერებოდა.
-ნინი შენ გადარჩები.
-სახალხოდ არ გვინდა ეხლა, თორემ კოცნით გაგგუდავდი._ღიმილით ვუთხარი, გაეღიმა და ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა. ხელში ამაფრიალა და იქაურობას მომაშორა, ჭრილობაზე ხელს მაჭერდა და მანქანა გიჟივით მიჰყავდა. საავადმყოფოში მიმიყვანა და თავის ნაცნობ ექიმს ჩამაბარა. მაშინვე საოპერაციოში შემიყვანეს.
დერეფანში ელოდებოდა ექიმის გამოსვლას ბიჭები, რომ მოცვივდნენ, ყველაფერი აუხსნა და ექიმის ლოდინში დერეფანში დაბოდიალბდნენ. როგორც იქნა ექიმი გამოვიდა და ყველა მასთან მივარდა, ისეთი წაშლილი სახეები ჰქონდათ. ექიმმა დაამშვიდა. -ყველაფერი რიგზეა, ყოჩაღი გოგო გყავთ და ადვილად გადაიტანა._ამოისუნთქეს და ერთმანეთს ეხვეოდნენ.
-როდის შეიძლება ნახვა?_იკითხა დამიანემ, რომელიც ვერ ისვენებდა მის გარეშე.
-დღეს არაფერი გამოვა, ძალიან დაღლილია, ხვალ დილას შეძლებთ ნახვას._მხარზე დაჰკრა ხელი ექიმმა და წავიდა. რა აღარ მოიმიზეზა ყველა სახლში გაუშვა, ავთოც კი დაიყოლია. საავადყომყოფოდან შეუკვეთა შერეული და ვარდების თაიგული, ბუშტები და დიდი სათამაშო დათუნია. შეკვეთა, რომ მოიტანეს ექიმი დაიყოლია და ნინისთან შევიდა, ყველაფერი ლამაზად მოაწყო და საწოლზე ჩამოჯდა. სახეზე ეფერებოდა, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა ქალს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, მის გვერდით სავარძელში ჩაჯდა, ნინის ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა. ასე ჩაეძინა ნინის ხელზე.
დილით თვალები, რომ გავახილე თეთრ ოთახში ვიწექი, აპარატები ნერვების მომშლელად წრიპინებდნენ, მიმოვიხედე და ჩემს ხელზე ჩაძინებულ დამიანეს მოვკარი თვალი. გული სითბოთი ამევსო, არ მინდოდა მისი გაღვიძება მაგრამ იგრძნო ალბათ, რომ გავიღვიძე და თავი წამოწია. მაშინვე გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა, ჩემი ბიჭი როგორ მომენატრა მისი შეხება. წვერზე ხელი ჩამოვუსვი და ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
-იცი როგორ მანერვიულე?_ყელთან ამოიჩურჩულა და სველი კოცნა დამიტოვა. ჩემი გულის აჩქარება არ გამორჩენიათ აპარატებს, დამიანეს ჩაეღიმა და თავი წამოსწია.
-ხედავ? გულმა გამყიდა._ვუთხარი და გავუღიმე, გაიცინა და შუბლზე მაკოცა.
-შენ ჩემი გული უნდა ნახო._გამიღიმა.
-ბიჭები სად არიან?
-სახლებში გავუშვი.
-ავთო როგორ დაითანხმე?_თვალი ჩავუკარი და წარბი ავწიე.
-ძლივს დავითანხმე.
-მოდი აქ._ხელი კისერზე მოვხვიე და ტუჩებზე ვეცი, ჩაეღიმა და ამყვა. მისით ავივსე, ეს დამპალი როგორ მაგიჟებს. ნელა მოვშორდი და ღრმად ამოვისუნთქე.
-ეს, რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი._თავი ვიმართლე და გავუღიმე.
-მე ვაპირებდი მაგრამ დამასწარი._გამეკრიჭა და მოწყვეტით მაკოცა. ამ დროს ექიმი შემოვიდა, ჩემი საწოლიდან ადგა და სავარძელს დაუბრუნდა. ექიმს გაეღიმა და ჩემთან მოვიდა, რაღაცეები მკითხა და ბოლოს მითხრა, რომ ხვალ დილით გამწერდნენ და ოთახი დატოვა. სახე დავმანჭე, დამიანეს გაეცინა და ტუჩებზე გიჟივით მეცა, შემთხვევით ენაზე ვუკბინე, არა ეს შემთხვევითობა არ იყო. მომშორდა და სახე დამანჭა, გავიცინე და კბილები დავკრიჭე.
-დაისჯები პატარავ._ღიმილით მითხრა. ეს თქვა და ოთახში ბიჭები შემოლაგდნენ, ყვავილები, ბუშტები და სათამაშოები მომიტამეს.
-მეტი არ იყო? კიდე წამოგეღოთ._გავიცინე და დამიანეს გადავხედე, ჯერ კიდე ენა სტკიოდა აშკარად.
-გული გაგვიხეთქე გოგო._მომვარდა ავთო და გულში ჩამიკრა.
-გოგოებისთვის არ გითქვიათ იმედია._ავთოს და ალექსანდრეს შევხედე. თავზე გადაისვეს ორივემ ხელი და მაშინვე მივხვდი, რომ უკვე ნათქვამი ჰქონდათ.
-რომ გიკითხეს ვეღარ დავუმალეთ. -აუ რა დებილები ხართ, ტელეფონი მომეცით._ავთომ ჩემი ტელეფონი მომაწოდა, ოჰ წამოუღია ვაჟბატონს იმ საგიჟეთიდან. გამოვართვი და სალოს დავურეკე, დაფეთებულმა მიპასუხა.
-ნინი, როგორ ხარ?
-კარგად ვარ სალო, მისმინე ხომ იცი, რომ არ უნდა ინერვიულო. არ გამაბრაზო იცოდე.
-კარგი მივხვდი, არ ვინერვიულებ.
-კარგი ჩემო გოგო, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ._გავუთიშე და მობილური საწოლზე მივაგდე. ავთო ეჭვის თვალით მიყურებდა, რომ შევხედე მხრები ავივეჩე.
-რა გინდა?
-არაფერი._მხრები აიჩეჩა.
-აბა ბავშვებო ახალ წელს რას ვგეგმავთ?
-1_ში ბაკურიანში მივდივართ.
-ძალიან კარგი._ტაში შემოვკარი და გავიცინე. ყველას გაეღიმა, ავთო კიდევ ჩამეხუტა.
-მოიცა აკო და ბაჩო სად არიან?_ბიჭებს თვალი მოვავლე და ობიექტი, რომ ვერ ვიპოვე ავთოს მივუბრუნდი.
-მალე მოვლენ._გამიცინა ალექსანდრემ და ჩემთან მოვიდა. შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. მათე ჩუმათ იდგა, არც კი მოძრაობდა, არც მიყურებდა. ავთოს ხელი მივკარი მხარზე და თვალებით მათეზე ვანიშნე. არაფერიო თავი გაიქნია და გამიღიმა. ჩემი მობილური აწკრიალდა, საბა იყო. –
გისმენ საბუ.
-სად ხარ გოგო?_მკითხა გაბრაზებულმა და განერვიულებულმა.
-საავადმყოფოში.
-ჰაა? რა გინდა მანდ რა გჭირს?
-დამჭრეს.
-მოვდივარ, მერე მომიყევი.
-კაი._ყურმილი დავკიდე და დაინტერესებულ სახეებს გადავხედე, პირველი დამიანე იყო, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა გიტარის სიმივით. ხელებს ისე მაგრად უჭერდა ერთმანეთს, ცოტაც და ძვლებს დაიმტვრევდა. გამეღიმა და თვალი ჩავუკარი, ამაზე სულ გადაირია, ფეხზე წამოდგა და გავიდა. ეჭვიანი, რა ეშველება ნეტა. დამიანეს თავისი ძმაკაცები უკან მიყვნენ, მხოლოდ ჩვენ ოთხნი დავრჩით. მათე სავარძელში ჩაჯდა და ისევ ჩუმად იყო.
-რა ჯანდაბა გჭირს?_გაბრაზებულმა ვუთხარი. ნაღვლიანი მზერა შემომანათა და თავი ჩახარა.
-იცი მე..._საუბარი დაიწყო და მე გავაჩერე.
-საწყალი ის გოგო შენ ხელში._ვუთხარი და გავიცინე, მაშინვე ამომხედა და გამიღიმა. -საიდან მიხვდი?
-მაგის მიხვედრას რა უნდოდა, ისე ხარ დაღონებული აშკარად ეგრეა.
-არ ესმის, რომ მიყვარს.
-შევაგნებინოთ რა პრობლემაა._გავუცინე. თვალები გაუნათდა, მომვარდა და ჩამეხუტა. ეს სელფი ვერ მოვაშლევინე ამ ბიჭს, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, რა თქმა უნდა, იმას, რომ რამდენიმე წამში ფეისბუქს აიკლებდა. დამიანეზე ვფიქრობდი, რამ გააგიჟა ეს ბიჭი ნეტა? ფიქრებს საბას ხმამ მომწყვიტა, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მეც ჩავეხუტე, შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. მე ის გოგო ვარ, რომელსაც შუბლზე კოცნა ყველაზე დიდ სიყვარულად მიაჩნია და ეს ასეა. საბას ვესაუბრებოდი ოთახში დემე, რომ შემოვიდა. ხელში შოკოლადით სავსე კალათი და თაიგული ეკავა. მოვიდა და ისიც ჩამეხუტა, ერთმანეთი ვერ იცნეს აშკარად ავთომ და დემემ.
-დემე ეს შენი კლასელი ავთოა._ავთოზე მივანიშნე, რომელიც მის უკან იდგა.
-ვახ დემექს._ხელი ჩამოართვა და გადაეხვია.
-დემექსაო?_სიცილი ამიტყდა და საბაც ამყვა.
-ბევრი არ იცინო თორე ნაკერები გაგეხსნება._წამკბინა ოთახში შემოსულმა დამიანემ. გველი, როგორ იკბინება, თავი უნდა გაუჩეჩქვო ამ დამპალს.
-ნინი ჩვენ გავალთ და მოვალთ მალე._მითხრა ავთომ და ოთახიდან დემესთან ერთად გავიდა. ალექსი და მათეც გავიდნენ და დავრჩი მე ამ ორი გიჟის ხელში. დამიანე ისე იყო გაბრაზებული ალბათ საბას მიახრჩობდა. საბა კიდე მიცინოდა და თვალს მიკრავდა. კარგა ხანი გავერთეთ დამიანეს ნერვებზე თამაშით, საბას წასვლა მოუწია, ამიტომ ის ბაჩომ და აკომ ჩაანაცვლეს. თავს მევლებოდნენ, ბაჩო ისე არა როგორც აკო სულ მეხუტებოდა და მკოცნიდა, ამაზე დამიანე სულ გიჟდებოდა.
მერე გოგოები მოვიდნენ, გამომაშტერეს იმდენი ილაპარაკეს, სალო სახლში ძალით გავაგდე, ალექსანდრემ ჩემი თხოვნის გამო წაიყვანა მარი სახლში. დავრჩით მე, ბაჩო, დამიანე და აკო. ბაჩო წავიდა და ახლა დამიანეს ჯერი დადგა.
-შენ წადი ძმაო დღეს მე დავრჩები._უთხრა აკომ და მე თვალი ჩამიკრა.
-კარგი._ფეხზე წამოდგა, ქურთუკი აიღო და წავიდა. გული დამწყდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. კარგად გავერთეთ მე და აკო, გვერდით მომიწვა და ერთად დავიძინეთ. დილით ბატონი აკო ადგილზე არ დამხვდა, წამოვჯექი და მობილურს დავხედე, 9 საათი იყო უკვე. ექიმი შემოვიდა საბოლოოდ გამსინჯა და გამწერა, ცოტახანში მარი მოვიდა და ტანსაცმელი მომიტანა, საპირფარეშოში შევედი და გამოვიცვალე. ცოტა მიჭირდა სიარული ამიტომ ნელა დავდიოდი, სავარძელში ჩავჯექი და კეტების ჩასაცმელად დავიხარე, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა.
-ნუ დაიხრები, ჭრილობა გეტკინება._გვერდით გავიხედე და კედელზე მიყრდნობილი დამიანე დავინახე. გული გამითბა, სერიოზული სახე ჰქონდა, თვალებიც კი არაფერს მეუბნებოდა. მოვიდა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და კეტები თავისი ხელით ჩამაცვა. რა მოლანდებები აქვს ნეტა ამისთანა, რომ თან ცივია და თან ასეთი თბილი. მაგრამ მე ხომ ვიცი როგორიცაა, უბრალოდ ეჭვიანობს და იმიტომ იქცევა ასე. ზონარი შემიკრა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვდექი და მას მოვშორდი, თვითონ თუ ასე იქცევა მეც ასე მოვიქცევი რა პრობლემაა. ოთახში მარი, ალექსი, აკო, ბაჩო, მათე, ავთო და სალო შემოვიდნენ.
-მეტი არავინ იყო?_სიცილით ვუთხარი და ჩანთის აღება დავაპირე, რომ მათემ გამომაცალა ხელიდან. ნაბიჯის გადადგმა დავაპირე და აკომ ხელში ამაფრიალა, ისევ დავინახე დამიანეს გაბრაზებული სახე და დაჭიმული ძარღვები. რა ჩემი ბრალია თუ ბიჭები ასე ზრუნავენ ჩემზე? აკოს მხარზე ჩამოვადე თავი და ხელები მოვხვიე, შუბლზე მაკოცა და თავი თავზე მომადო. თავის მანქანაში ჩამსვა და სახლში წამიყვანა.
სახლში, რომ შევედი ყველგან ბუშტები ეყარა და ისეთი საზეიმო განწყობა სუფევდა, რომ მეც გავმხიარულდი. აკომ დივანზე ჩამომსვა და გვერდით მომიჯდა, დანარჩენებიც მოვიდნენ, სესილი მეხუტებოდა და არ მშორდებოდა, ჩემი პატარა ქალი. მაგიდას მივუსხედით, მივუსხედით რა აკომ დამაბრძანა მაგიდასთან, ყველა ღიმილით გვიყურებდა დამიანეს გარდა, უჰ როგორ ვმხიარულებდი მის გაბრაზებულ სახეზე. ხო იცის, რომ მეგობრები არიან მაგრამ მაინც ეჭვიანობს. ვიმხიარულეთ და ასე შემოგვაღამდა, ბავშვებს დავემშვიდობე, ავთომ ოთახში ამიყვანა. მთელი ოთახი გადაჭედილი იყო სათამაშოებითა და ყვავილებით. საწოლში შევწექი და დაღლილობისგან მაშინვე ჩამეძინა.



***
ბოდიშით მეგობრებო დაგვიანებისათვის, იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი ketaa

აუ, როგორ მიყვარხარ <3

 


№2  offline წევრი nina.d.

ketaa
აუ, როგორ მიყვარხარ <3

მეც მიყვარხარ <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent