ფსიქიკურობის შეშლილი მარში (6)
სწრაფად გავშორდი მას და ვფიქრობდი ყველაფერზე. ვგრძნობდი ყოველი ფეხის გადადგმაზე როგორ ინგრეოდა ჩემს უკან სამყარო. მესმოდა საშინელი გამკივანი ხმები,რომლებიც მე მომსდევდნენ თითქოს. ნაბიჯს ავუჩქარე, თითქმის გავრბოდი გასასვლელში ნიტა დამხვდა ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. -ბოდიში, ბოდიში.. -ანისია, ახლავე ფსიქიატრიულში წავიდეთ! აკანკალებული მოვშორდი, ვგრძნობდი როგორ მწვავდა რაღაც ალი შიგნიდან.ამ სიტყვებზე ცრემლები მომადგა თვალებზე და მუხლებზე დავეცი, ნიტა ჩაიჩოქა ჩემს წინ და შესაბრალისი ადამიანის თვალებით მიყურებდა. -გეფიცები შიშისფრად ყვავის ირგვლივ ყველაფერი,მაგრამ გთხოვ ნამდვილ გიჟად ნუ ჩამთვლი. -წაგიყვან სახლში გინდა? -არა გთხოვ ვიქნები მარტო აქ და ერთ საათში მომაკითხე. -დარწმუნებული ხარ? ხმა არ გამიცია მხოლოდ მსუბუქად დავუქნიე თავი.თვალები მაგრად დავხუჭე და შევეცადე წარმომედგინა ან გამახსენებინა ყველაფერი რაც კი გადამხდენია თავს. შევეცადე მეფიქრა და მეთქვა ყველაფერი ხმამაღლა,რასაც ვგრძნობდი. სასაცილოა მაგრამ მე ეს არასდროს გამიკეთებია. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხვდები ბრბოს ნაწილი,ვირევი სხვათა აზრების კორიანტელში და შეხედულებათა უაზრო ციკლში,მიჩნდება შთაბეჭდილება რომ უბრალოდ ლეში ვარ, ინსტიქტებს აყოლილი ცარიელი სხეული,რომელიც არც გულით და აღარც გონებით მოქმედებს,მეპარება ყველაში ეჭვი და ადამიანებისადმი აღძრული ზიზღი გასაოცარ ნიშნულამდე აღწევს,,მეზიზღება გარშემო მყოფი ვითომ სერიოზული ბოღმისაგან გასიებული არასასურველი და ნაკლებად სასიამოვნო ნაცნობები,რომლებსაც ყოველ დღე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუღიმი და ვესალმები,ვცხოვრობ ძალდატანებით თითქოს სხვა ვიყო,ბოლო დროს ხშირად ვლაპარაკობ იმაზე რაზეც ადრე სიტყვას არ დავძრავდი,აუქციონზე გატანილი ეროტიული ნახატივით გავაშიშვლე ჩემი აზრები და ფიქრები და მერწმუნეთ არავის აზრთა მიმართებაში მოვიდა სრულ კონტექსტში,მე იმ პატარა ბავშვივით ვიქცევი რომელიც იჩემებს ერთს უნდა მეორე და გული სიღრმეში ხვდება,რომ არაფერია იმაზე უკეთესი უბრალოდ ადგე და წახვიდე,წახვიდე მოსაწყენი ერფეროვნებიდან როცა ახალგაღვიძებულზე ნახულობ ნაკლებად სასიამოვნო სახეებს მთელი დღე ისმენ სხვათა დრამებს და იძირები,იძირები მორევში რასაც ადამიანთა მიმართ სიბრალულის ნ-ური დოზა ჰქვია.მებრალება ყველა ადამიანი ვისაც მოვწონვარ ან ვუყვარვარ,შურთ ან თუნდაც თავს მადარებს, რაღაც საკითხებში.არ ვიცი რატომ,მაგრამ სხვის სხეულში გამომწყვდეული ურჩხული მგონია საკუთარი თავი,რომელსაც თავისუფლება უნდა და მერწმუნეთ ყველაზე საშინელი გრძნობაა როცა ყველა და ყველაფერი გეზიზღება და მთელი არსებით ცდილობ მოძებნო გზა,სუიციდის გარდა რომ დააგწიო თავი ამ ქვესკნელს, რასაც დედამიწა ჰქვია.თვალწინ წარმომიდგა უცნაური სცენა, ჩემი ნაცნობი ექიმი, რომელიც გულაღმა წევს და ხელები გულზე აქვს დალაგებული, მოსამსახურე ქალი, რომელიც კუთხეში არის დაბმული. ფიქრებით ვცდილობ ამ ადგილას ვიარო და როგორმე გავაღწიო, თითქოს ორივე მე მომსდევს, ის ჩემი ნაცნობი ექიმიც იღვიძებს და ნახევრად გახრწნილი ჩახუტებას ცდილობს,ვგრძნობ ჩემგან როგორ გამოდის ვიღაც სხვა და დამლაგებელს მისდევს მოსაკლავად. ბოლოს ექიმი ქრება, ის ჩემგან გადმოსული საშინელებაც და მხოლოდ ვხედავ იატაკზე დაგდებულ ქალს, რომელიც მძიმედ სუნთქავს, დავიხარე და ვცადე შემეხვია მისთვის ჭრილობა თუმცა უკვე ძალიან გვიან იყო. ავირბინე დაცვის ოთახში,სადაც კამერები ეყენა, დაცვის თანამშრომელს ტკბილად ეძინა.არ ვიცი რატომ,მაგრამ სკამი ფრთხილად ავიღე და მძინარეს თავზე გადავამტვრიე.სასწრაფოდ ავიღე ვიდეო ჩანაწერი და ჩანთაში ჩავყარე, ამ დროს კი ვგრძნობდი როგორ მეხებოდა ვიღაც და მანჯღრევდა. -ანისია, გაიღვიძე -შენ აქ რა გინდა? -გავიდა ერთი საათი, უნდა წაგიყვანო. ეს ყველაფერი ვითომ სიზმარი იყო? ასეთი უაზრო სიზმრები ძალზედ ცუდია. დავიღალე უკვე და აღარ შემიძლია. -გინდა სადმე გავისეირნოთ? რომელიმე კაფეში დავსხდეთ ან -სახლში დამტოვე და საღამოს ამოდი თუ გინდა -დასალევი ამოგიტანო რამე? -კი. რძიანი ყავა მინდა თანაგრძნობით შემომხედა. შემდეგ ჩაახველა და დაიწყო ფრთხილი საუბარი -შენ რომელი სოციალური ქსელი გაქვს? -კი მაქვს,მაგრამ არ ვიყენებ -გამოიყენე გამოგადგება ცხოვრებაში მერწმუნე... აღარაფერი არ მითქვამს ამაზე უბრალოდ ამ სისულელეზე გამეღიმა ნაძალადევად. მანქანის დამუხრუჭების ხმა და მეც ძვლისძვლივობით ჩამოვედი. მეზობლები ისევ ჩხუბობენ. დაულაგებელი სახლი, უჭმელი ბავშვი, შიმშილის გემო. რა დამღლელია ადამიანთა ერთფეროვანი ცხოვრებისეული პრობლემები. ვცადე გამოვსულიყავი მდგომარეობიდან და დავიწყე წერა, მაგრამ ამან უფრო იმოქმედა ,რადგან წარმოვიდგინე რომ ის მეორეც ესე იქარვებდა ტკივილს, ჩავრთე სიმღერები,სადაც ისეთი სიმღერები იყო, რომ პირიქით დაგადეპრესირებდა.ბოლოს გამახსენდა ნიტას რჩევა, შევედი ჩემს facebook გვერდზე, სადაც დამატება იყო. საცოდავი სახე მივიღე და დავამატე -გამარჯობა... რა უნდა მიწერო ახლა ამას? „გაგიმარჯოს“ მერე მოგწერს რომ როგორ ვარ, მე ფორმალურად ვუპასუხებ რომ კარგად ვარ და ასეთი უაზრობით აივსება ცხოვრება და ეს დროც ამაში გავა , აი ბანალურობის ნამდვილი ზეიმი. -გაგიმარჯოთ, ნახვამდის სიცილის სმაილი. -თვალები სხვას ამბობენ ? -რა? -რა და ისეთი თვალები გაქვს რომ ყველაფერს შეცვლის... ვბოდავ ვიცი -შენით -რა ჩემით? -შენით გადი. არაფერი მოუწერია, გავიდა საიტიდან და მე კი პირველად დავფიქრდი მართლა მქონდა თუ არა კარგი თვალები,სასწრაფოდ ავდექი და სარკეში ჩავიხედე და მართლაც შევამჩნიე ის,რაც აქამდე არ შემიმჩნევია, მიუხედავად ყველაფრისა ის ისე ანათებდა, რომ ყველა ტკივილი და ყველაფერი მავიწყდებოდა,ბოლოს გამეღიმა და მივწერე. -მართალი ხარ.. ანათდა... -ვიცი შეხედე ხო შენს განმასხვავებელ დეტალს. უცბად შემეშინდა, პარანოიკულად მეგონა რომ ახლა ის ჩემს სახლში იყო სადმე დამალული და მითვალთვალებდა წამოვდექი და დავიწყე ძებნა და ბოლოს რა თქმა უნდა ვერ აღმოვაჩინე. -კარგია.ძალიან კარგი -რა არის კარგი? -ის რომ აქ ხარ... გეძებდი, აქ ჩემთან სახლში, ვიცი ბანალურია,პარანოიდულია, ახლა შენ გეცინება ეპიკური ღიმილით/ ჩემი ემოციური მდგომარეობა კი პიკს აღწევს,რადგან შენ კითხულობ ჩემს არეულ ნაბოდვარს და ვიცი რომ შეგაწუხეთ. წერს...წერს.. შლის და თითებს ვიჭამ იმის მოლოდინში თუ როდის მომწერს, ბოლოს მხვდება ირონიის ზეიმით აღსავსე წერილი, არა რა წერილი ერთი სამოწყალოდ მოგდებული ფრაზა -ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ რომ ჩემს სახეზე ეპიკური ღიმილი ისადგურებს, უბრალოდ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ოლიმპიური სიმშვიდით ვკითხულობ ამ ყველაფერს, მიჩვეული ვარ...მიჩვეული. ეს ვინღაა?! ირონია, გველი პასუხი და სამი წერტილებით წერა ჩემი მოგონილია და ეს აქ ჩემი სტილით მწერს, ისღა მაკლია „წესი ამიგოს“ ან მითხრას რომ უცნაურად ვგავარ იხვნისკარტას. -უნდა წავიდე -სად იქ სადაც არ ახსოვხარ? იქ სადაც მარტოობაა და სამუსაიფოდ იღებ სხვისი ცხოვრების ნიღბებს და ცდილობ ესაუბრო ხალხს,ხალხს რომელიც იმდონემდე გეზიზღება რომ ცდილობ შეიქმა შენი სამყარო, სამყარო რომელიც იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე შენ თვითონ ხარ. -რა გნებავთ? -დახმარება -რამდენი რამ არ იცით ჩემზე და რას ამბობთ,რომ დამეხმარებით? -ჩემი დაკვირვებით თქვენი საქმე წასულია. სახეზე ცინიკურმა ღიმილმა გადამირბინა „ესღა მაკლდა“ ,არაფრით გამორჩეული კიდევ ერთი უაზრო ადამიანი,რომელიც ცდილობს ჩემი ცხოვრების შეცვლას. ისევ ის წერს -კარგი მართალი ხარ! ზედმეტად ცივად გამომივიდა, მოდი თავიდან დავიწყოთ. როგორ ხარ - + -მაშინ მე გეტყვი რომ ვარ ასე +++ -პოზიტივის მეფე გამოდიხარ -შენ დედოფალი -და პოზიტივის ქვეყანას ვმართავთ? -კი და უჟმურების ქვეყანას ვებრძვით ოჰ... ისე გამოდის რომ გავუგეთ ერთმანეთს, გადავწყვიტე ბოლომდე ავყოლოდი ამ ბავშვურ გასართობ თამაშში -დამხმარე არმია აგვიანებს დიდო მბრძანებელო -გვერდზე სამეფოდან გამოვიხმობ სიცილის არმიას და მივუსევ გაკვირვებული ვუყურებ ამ მონაწერს და თან მეღიმება, ვაცნობიერებ თუ რა დონის დარტყმულს ვწერ და მე მასზე უარესი გამოვდივარ, ალბათ ვინმე არასრულწოლავანი ბავშვია რომელიც ერთობა, მის პირად გვერდზე არ გადავდივარ, მირჩევნია ჯერ ვწერო და მერე ვნახო და ვინანო რომ ვწერდი ან პირიქით. -საქართველოში ცოტაა და უნდა მოვიწვიოთ დამხმარე არმია, სიცილი გვაკლია -თავის ბოღმაში ჩავახრჩოთ მზეო დედოფალო -ასეთი სასტიკიც ნუ ხართ თქვენო ბრწყინვალებავ -მოღალატეებს რა ვუყოთ დედოფაალ აქ არც ვაცხელე არც ვაციე და მივწერე ჩემი ფსიქოპატური სულის ამოძახილი -არავინაა ღირსი სიცოცხლის, მოღალატეებს თავები დავაყრევინოთ -მანიაკი დედოფალიხარ ოჰო,თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ისედაც რეალობას და ირეალურობას შორის საზღვარს ვერ ვავლებ და კიდევ ამის დასტური. -სისხლისმსმელი -უჟმურებისთვის ყველაზე მეტი წამება იცი რა იქნება? -არა...რა? -კომედიას ვაყურებინოთ -არ გაამართლებს ეგ ? -რატომ? -იმიტომ რომ ყველაზე დიდი უჟმური ვისაც გასაუბრებიხარ სულერთია როგორ მე ვარ. მე ვარ ადამიანი,რომელიც იმდენად იშვიათად და უგულოდ იცინის რომ შეგეზიზღები და კომედიას რომ ვუყურებ არასდროს მეცინება,რადგან უმეტეს შემთხვევაში მგონია რომ უბრალოდ მდარე „ჰიუმორის“ ზეიმია.ადამიანის დაცემა და ამ დაცემისგან გამოწვეული ტკივილი არასდროსაა სასაცილო -აუუუ, რა დონის სამკურნალო ხარ! -ხო და მიმკურნალე -დიდი სიამოვნებით არაფერი მიმიწერია, ლეპტოპი დავხურე და ჩემს ფიქრებში გადავეშვი. ტელეფონზე ზარია, ნიტა მირეკავს, ვუყურებ ნომერს და ვცდილობ ძალა მოვიკრიბო მასთან სასაუბროდ, გაწელილი 31 წამი და მე ვპასუხობ -გისმენთ -სად ხარ გოგო რამდენი ხანია გირეკავ -31 წამია -ჰა? გოგო ამოდი ჩემთან ვიკრიბებით ყველა და ცოტას გავერთობით..არ გინდა? მობილური ყურიდან მოვიშორე და ნომერს დავხედე,მართლა ნიტა მელაპარაკებოდა თუ ვინმე დარტყმული,რომელმაც არ იცოდა ჩემი ემოციური მდგომარეობა -არა -მაშინ ჩვენ ამოვალთ და სატელეფონო კავშირი წყდება... გაოგნებული და ოდნავ გამწარებული დავაბიჯებ ნერვიული კაცის ნაბიჯებით ოთახიდან ოთახში, არა ის ისევ ჩვეულ ამპულაშია, ისე ერევა ჩემს ცხოვრებაში რომ არავინ არ ეკითხება,ფანჯარასთან ვდგავარ და ვტკბები თბილისის ხედით. _ანისიიი ფუ, ამის დედაც კარი ისევ ღია დამრჩენია.. -მოვედით გოგო. რა მაინტერესებს იცი? თავს უკეთ გრძნობ ხო უკვე? მოდი დავლიოთ თორნიკე და საბა ამოვიყვანე აი გასაოცარია კაცებიც ამომიყვანა, ისე შემოვტრიალდი თითქოს ჩემი პირველი დებიუტი ყოფილიყოს, სახეზე მოვირგე ყოვლად თბილი და პოზიტიური ადამიანის ნიღაბი. -როგორ ხართ? -კარგად შენ ანისი როგორ ხარ? -კარგად ...კარგად რა მოიტანეთ? -რავი არყები ხო დალევ -კი აბა რას ვუზამ? ვიჯექი მათ წინ ვუყურებდი როგორ სვამდნენ ისინი, გაუმაძღარი ხალხი. როგორ ჭორაობდნენ, როგორ „ბლატაობდნენ“ თავისი ვაჟკაცობებით თუ როგორ იყვნენ ამა თუ იმ გოგოსთან, მე კი იმდენად მერეოდა გული რომ სისხლალეწილი ღიმილით შევცქეროდი ორივეს, თან იმდენად მთვრალები იყვნენ ყველანი რომ არც კი მინდოდა მათი თუნდაც ცალი თვალით დანახვა, მე რა თქმა უნდა არ ვსვამდი, უფრო სწორედ ჩემს მაგივრად ჩემი კაქტუსი სვამდა, რომელიც გვერდზე მედგა პატარა კარადაზე, ესენი კი იმდენად იყვნენ რომელებში შეჭრილნი რომ ვერც კი ხვდებოდნენ რას ვაკეთებდი,ნიტა რა თქმა უნდა 1 ჭიქაში თვრება და უკვე თორნიკეს კალთაში იჯდა და თან ბოლო ხმაზე იცინოდა. ბოლოს ამ ყველაფერმა ამ სანახაობამ იმდენად ამირია გული რომ წამოვიყვირე. -ახლა კი მე ვამბობ სადღეგრძელოს -მიდი თქვი! ყველა შემომცქეროდნენ ოდნავ შესიებული, მოჭუტული თვალებით, სახეზე ყველას წითელი თეთრი დათამაშებდა, შემომყურებდნენ მოდებილო ღიმილით და მე დავიწყე. იმ სკამზე,რომელზედაც ვიჯექი ფეხებით შევდექი, ისე სცენა იყო თითქოს „მე პატარა გოგოს ვარ“ ვამბობდი. -ახლა მომისმენთ გულის ყურით? -ყველანაირი ყურით მოგისმენთ შენს ძმობას გეფიცები რა დონის საცოდაობაა. გავიფიქრე ჩემთვის და დავიწყე ჩემებურად -მე დღეს რაღაცნაირი სუნთქვა ვისწავლე_როგორი?აი ოთახში სადაც უამრავი იდიოტია,არ გაქვს აირწინაღი რომ მათი დამპალი ნახშიროჟანგის ფილტვებში ჩაშვების პერსპექტივა მოსპო ყველანაირად,ეცადო მათ არ დაემგვანო....არ იყო მათთნაირი,ფლიდი მატყუარა,გარყვნილი და ამბიციური...დღეს ბევრჯერ ვეცადე შემეკავებინა სუნთქვა...დამეხუჭა თვალები და არაბუნებრივ რეაქციათა საზღვრებს გავქცეოდი.... მე დღეს ყველაზე მეტად შემრცხვა "კაციჭამია" ქართველების...ვითომ მეგობრების და ადამიანების)წუთში 60 წამია და მე ამ 60 წამში თქვენი შემყურე 60 ჯერ მოვკვდი ძირს ჩამოვედი და კარებისკენ წავედი ეს კი იმის მანიშნებელი იყო,რომ უნდა წასულიყვნენ. ნიტა გამომწვევად მომიახლოვდა, ყურთან მომიტანა ტუჩები და არყით ამყრალებული გრძნობები გადმოანთხია -ინანებ ჩემო კარგო ინანებ! აღარაფერი მითქვამს უბრალოდ წამოვწექი და შევეცადე დაძინებას, ჩემი ინტერნეტ „მეგობარი“ საიტზე არ იყო,არც რატი არსებობდა, არც იოანე და ვგონებ ემილი შვებულებაში იყო ასე,რომ ყველანაირად ვეზიარეობოდი თავისუფლებას და მაინც ყველაზე საშინელი განცდა უნდობლობაა, არა სიყვარულის უგულველყოფა,არა გაგიჟება,არამედ უნდობლობა, განცდა იმისა რომ არავინ გენდობა. ცის სიმაღლემდე მართალი რომ იყო მაინც ყველა გეტყვის რომ სტყუი. თითქოს შენი მონაყოლი ამბები რომელიმე ფანტასტიკური სიუჟეტის ფილმიდან ან წიგნიდან ყოფილიყოს, მერე უნდა დაგეწყო ნელ-ნელა ლოგიკურად ახსნა, ეჭვის მზერა და ხო კარგი მართალი ხარ და მჯერავს ფრაზის მოსმენა. რომ მახსენდება ჩემი თავი 19-20 წლის ასაკში მასზე გული მერევა, იმდენი რამ დავთმე... იმდენი რამ რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ყველაზე მთავარი ადამინობა. ვიქეცი სხვების გულის გამხარებელ გოგოდ, ჩემი პირადი უკან ვაგდე და დავრჩი ასეთი,როგორიც ახლა ვარ. არაფრით გამორჩეული, 30 წლის ძროხა,რომელიც მარტო ცხოვრობს არც კატები ჰყავს არც ძაღლები, მხოლოდ 4 კედელი, არაგამორჩეული დიზაინით შერჩეული ავეჯი, მოგონებები მხოლოდ ის რომ დავდივარ აქეთ-იქით არეული, კედლებზე ჩემი მახინჯი ნახატები კიდია. სასაცილოა და ერთდროულად ვიჩემებ მსახიობობას, მწერლობას და მხატვრობას.ერთად შეჯერებული ჩემი ნამუშევრები სამივე სფეროდან საზიზღრობაა და მეტი არაფერი. დამჩემდა პარანოიკის ხასიათი, ასე მგონია რომ ამ მომენტში, როცა მარტო ვარ აქ, იქ სადღაც. ნუ სადღაც რა ჩემსა და იოანეს სახლში ერთი ამბავია უხარიათ და იცინიან ჩემზე. იცინის ჩემი და ბოლო ხმაზე, რომ როგორც იქნა მეც დავეცი სულიერად მისნაირად, ძმა რომ გამართლა მისი სიტყვები ჩემთან დაკავშირებით. ხუთი წელია ისინი არ მინახავს, ხუთი წელია,რაც ეს სახლი ვიყიდე... და მოვშორდი მათ, ყველაფერს, გამოვიკეტე ჩემს საპყრობილეში, ყველასგან შორს ვქმნდი ჩემი ჭკუით შედევრებს და ახლა ვასკვნი რომ არაფერი განსაკუთრებული. წამოვდექი... ჩავიცვი სწრაფად,თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა,რომ მენახა დედა... დედა,რომელიც თურმე მომნატრებია, სასწაული გრძნობა მქონდა ამ ქალის მიმართ. ზოგჯერ ისე მეზიზღებოდა, რომ ყელსაც გამოვჭრიდი, ახლა კი უბრალოდ მასთან ჩახუტება მინდა. ბოლოს მოვირგე „პოხუისტის" ნიღაბი რომელსაც არ დააინტერესებს რას იტყვიან მასზე სხვები და ამდენი წლის მერე ნახავს მათ და მათ გვერდზე მეზობელ იოანეს თიკოსთან ერთად. ღრმად ამოვისუნთქე სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა. არ მჯეროდა ეს თუ მართლა ხდებოდა მე შევაღე იმ ეზოს კარები,სადღაც ადრე დავრბოდი და „მიხაროდა“ ცხოვრება და ვიგრძენი, დრო,მისი არითმია უცბად ერთ გარკვეულ წერტილში გაჩერდა და გაიყინა. ისევ ისე ვიგრძენი... ის რომ ადამიანი ვარ, თურმე ეს მჭირდებოდა, მხოლოდ ეს, რა მცირედი ყოფნის თურმე ადამიანს ბედნიერებისთვის, წარმოუდგენლად ამაზრზენია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.