Genner (თავი 1)
ვაგონის გარე მხრიდან ნელი ნაბიჯები ისმის, შემდეგ კი სილუეტი მოჩანს, გვირილებით მოხატულ მოკლე კაბას ისწორებს და პირველ რიგში ჯდება, ინტერესით ვათვალიერებ გოგოს, პატარა ცხვირზე და დიდი თვალების ქვემოთ ოდნავ გადაჰკრავს ჭორფლი, ცხვირი გასწითლებოდა, ალბათ სუსხიანი ამინდის გამო, ტუჩები დაბერილი და მრგვალი აქვს, დრო და დრო ტუჩის მარჯვენა მხხარეს კბენს, გოგონა ნერვიულად ათამაშებს თითებს და ერთმანეთში ბოჭავს, შემდეგ ჩემზე გადმოაქვს მზერა და მეც თვალს ვუსწორებ, ის მაკვირდება მე კი ვიძირები მის ცისფერ თვალებში, მისი მზერა ისევ თავის ადგილს უბრუნდება და მეც უხერხულად ვიფხან თავს, უცებ ძალიან ცუდმა აზრმა გამიელვა და თავის დარწმუნება დავიწე რომ ის არ იქნებოდა, ცხოვრებაში პირველად მომეწონა გოგო და ისიც თუ ტერორისტი აღმოჩნდებოდა საბოლოოდ დავრწმუნდებოდი რომ ბედი არ მაქვს, მაგრამ არა ის არ გავს ტერორისტს. ვაგონში ორი შარვალკოსტუმიანი მამაკაცი შემოდის ორივე მათგანი კარგი აღნაგობისაა, ერთ-ერთი სათვალეს იხსნის და გოგონას უღიმის, ისიც ასევე პასუხობს, მეორე მამაკაცი პირველს უკან მიჰყვება და დროდადრო ამოწმებს საათს, სახიფათონი ჩანან თუმცა ჯერ ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებ, როგორ მითხრეს ტერორისტული აქტი ორსაათს და ოც წუთზე განხორციელდება საათს შევხედე და დავფიქრდი, ეხლა პირველის ნახევარია ჯერ კიდე ადრეა ასე რომ დაცდა მომიწევს ფიქრებში გართულს გადამცემიდან ბოხი ხმა მესმის და უცებ ვაკეთებ რეაგირებას. - კოსტა. -აგენტო შიფს? - უნდა წახვიდე, თუ სიცოცხლის გადარჩენა გინდა ასოცდამეერთე ვაგონს არ გაეკარო, წადი! უნდა წახვი.... -შიფს.. შიფს! აგენტო შიფს! აქ ხართ?! -როგორც ჩანს კავშირი შეწყდა, ანერვიულებული ხმა ჰქონდა, რაღაც სერიოზულია, აქედან უნდა წავიდე. ჩქარა ავდექი სავარძლიდან და ფეხაკრებით გავედი ვაგონიდან, გოგონამაც გამოვიდა და ხალხში გაერია. ადამიანები ქაუსურად მოძრაობდნენ, ყველას თავისი გზა ჰქონდა, მე კი განყოფილებაში მივიჩქაროდი. პირველივე ტაქსი გავაჩერე და სასწრაფოდ ვუკარნახე მისამართი მძღოლს, იქვე დავაყოლე ცოტათი ჩქარა ევლო სასწრაფო საქმეა მეთქი, მანაც რაღა თქმა უნდა შეასრულა მისი მოვალეობა. როდესაც განყოფილებასთან მივედი თანხა გადავუხადე და მაშინვე განყოფილებაში შევედი. შესასვლელში, როგორც ყოველთვის ორპირი ქარი უბერავს, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება, მდივნები, აგენტები, შერიფი ყველანი თავის საქმეს აკეთებს, მაშინ რატომ.... კიბეებს ავუყევი და მეორე სართულის პირველ კაბინეტში შევედი. არც მერხი, არც სკამი, არც კალამი, არც მდივანი, არც დოკუმენტები... არაფერი! მხოლოდ სიცარიელე დამხვდა შიფსის კაბინეტში. გარეთ ნელი ნაბუიჯებით გამოვედი და კაბინეტის კარი მივხურე, ცოტა ხანს უხმოდ ვიყავი,მანამ სანამ, ვიღაცამ ხელი არ გამკრა და ძირში მიმოფანტული ფურცლები არ დავინახე. -უკაცრავად მემ! ცოტა ფრთხილად რომ იაროთ არ შეიძება?! -ბოდიშით ბატონო, დიდი ბოდიში! -კარგი, არაუშავს. - დავიხარე და ფურცლების აღებაში დავეხმარე. -მადლობთ. - არაფერი მითქვავს უბრალოდ გავიარე, ძალიან გამიკვირდა როცა ის გოგონა შიფსის კაბინეტში შევიდა და კედელზე ფოტოების დაკვრა დაიწყო. აუცილებლად უნდა ვნახო შერიფი. ისევ პირველ სართულს დავუბრუნდი და მთელ განყოფილებაში ყველაზე დიდი კაბინეტში შევედი. -შერიფო? -კოსტა. რა ხდება? შენ ხომ საგამოძიებლო პროცესში იყავი, იქიდან როგორ წამოხვედი. გაგიჟდი?! - სერ შიფსი სად არის? -სამსახურიდან გავუშვი, მოხუცები საქმეს კარგად ვეღარ აკეთებენ და ზარალი ჩვენ გვადგება. მის მაგივრად მშვენიერი გოგონა ავიყვანე სამსახურში, თანაც ძალიან ლამაზი და ახალგაზრდაა. შენ კი ეხლავე დაუბრუნდი დაკვირვების ზოპნას თორემ არც შენ არ აგცდება სამსახურის მიტოვება და აქედან გაბუნძულება- შეშფოთებულმა გამოვედი ბატონი ალექსანდრეს კაბინეტიდან და გადავწყვიტე განყოფილებას მოვშორებოდი მაგრამ არც ვაგონში დაბრუნებას არ ვაპირებდი, შიფსი ტყუილად არ მეტყოდა წადიო უნდა დავუჯერო, უნდა ვნახო... სახლის გზას გავუდექი მაგრამ არა მანქანით, ფეხით წავედი ვიფიქრე მომეშვება მეთქი, გზაში კი შიფს ესემესი გავუგზავნე ტექსტით "აუცილებლად დამიკავშირდი. რა ხდება უნდა ვიცოდე! გთხოვ, შვიდ საათზე ფანფანში შემხვდი". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.