შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირონია(2)


11-03-2017, 13:50
ავტორი dendelions
ნანახია 1 107

ასე ვაგრძელებდი დალევას, მოწევას და წამლის მიღებას, სანამ არ მივხვდი რომ მთელი ცხოვრება გლოვაში არ უნდა გამეტარებინ, პირიქით უნდა დავმტკბარიყავი ყოველი წუთით, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა. აქედან მივედი იმ დასკვნამდე რომ უნდა მეპოვნა ჩემში ისეთიცრამ რაც გონზე მომიუვანდა, თვალს გამახელინებდა, და მაგრძნობინებდა იმას რასაც ადრენალინი ქვია, მის გარდა ხომ ახლა არაფერი მიშველიდა. ხოდა გადავწყვიტე ჩემი ძმის მანქანა შემეკეთებინა და რბოლებში მიმეღო მონაწილეობა. მანქანის მართვა არ გამძნელებია რადგან კურსებს ბიჭებთან გავდიოდი, ახლაც მახსოვს ის დღე თხუთმეტის ვიყავი როდესაც პირველად ლუკამ თავის ახალ მანქანაზე მე დამსვა და მითხრა რომ "ამხელა მრბოლელების დაიკომ მანქანის ტარება არ უნდა იცოდესო" ხოდა რომ უნდა სცოდნოდა და არ იცოდა მაგიტომ დაამტვრია ლუკას ჯიპი იმ დღესვე. ასე გავხდი ქალაქში ერთერთი წარმატებული მრბოლელი.
სისწრაფე ეს ერთადერთი რამ იყო რომელიც მავიწყებდა თუნდაც 5 წუთით ყველაფერს რათა კონცენტრირება მომეხდინა გზაზე.
ბავშვებს ისევ არ ვეკონტაქტებოდი უკვე ორი კვირა იყო ისინი არ მენახა, მე ხომ სახლში საერთოდ არ მივსულვარ რაც რბოლებში ვიღებდი მონაწილეობას. ყველანი ძალიან მომენატრნენ, მაგრამ ნიკა განსაკუთრებით, ის ორი წელია არ მინახავს, დაკრძალვის დროს კომაში იყო, ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობს ანდროს სიკვდილში, მე მას არ ვადანაშაულებ, საჭესთან ხომ ანდრო იჯდა. ვერ ვხვდები, მაგრამ არც მაინტერესებს... არაა ვის ვატყუებ.
წამლის ზემოქმედების გასვლის შემდეგ, თვალებს ვახელ და ვგრძნობ რომ, უკნიდან ვიღაც ისე მეკვრის რომ სადაცაა გავიჭყლიტები. მისკენ ვტრიალდები და ხელში სალი მრჩება.
-გთხოვ არაფერი თქვა... უბრალოდ მოკეტე და მაცადე ჩაგეხუტო... ღმერთო ისე მომენატრე... მეე იციი... იცი სანდრომ ხელი მთხოვა. - დაბნეული ვუყურებ უკვე მომბეზრდა ეს ცივი ტონი მათთან და არაფრის მეტყველი სახის მიღება. ამიტომაც მისკენ უფრო კარგად ვტრიალდები და ვეკითხები:
-მერე შენ რა უპასუხე?- გაკვირვებული მიყურებს ალბათ უკვირს ჩემი რეაქცია.
-მე ვუთხარი რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის გარეშე ქორწილს არ გადავიხდი-ცოტა ხანს დუმს- ხოდა იქნები ჩემი მეჯვარე?-მეკითხება შეპარვით რაზეც მეღიმება.
-რა თქმა უნდა ვიქნები ჩემო ლამაზო.
-მართლა?
-ხო მართლა!-ვუღიმი უფრო დამაჯერებელი რომ იყოს ჩემი ნათქვამი.
-ანუ დაგვიბრუნდი?
-სალი მე არ ვიცი, უბრალოდ იმდენად შევეჩვიე ამ ცხოვრებას, რომ ძნელი იქნება ისევ ძველ ფორმაში ჩადგომა, მაგრამ მე ვეცდები მართლა ვეცდები უბრალოდ ეს...-მიხვდა რომ მეტს ვეღარ გავაგრძელებდი და თვითონ დაიწყო.
-ჰეი დაწყნარდი ვიცი რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ დაგეხმაროთ. ამიტომაც მოდი პირველ რიგში შენს მაცივარს მივხედოთ, სანამ აქ შემოვიდოდი სამზარეულოში ვიყავი, ვიფიქრე რამეს მოვუმზადებთქო მაგრამ ტვიქსის გარდა ვერაფერი ვიპოვე. ხოდა ახლა მე და შენ სუპერმარკეტში მივდივართ.
-კარგი მოვემზადები და გამოვალ ეხლავე.-კარები გავუღე და მისაღებში გავუშვი.
შემდეგ ჩავიცვი შავი მაღალ წელიანი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი ტოპი, შავი პალტო, კედები, შავი სათვალე ჩაწითლებული თვალების დასაფარად და ჩემი განუყრელი შავი ტყავის ზურგჩანთა. ოთახიდან გავედი დათითქმის დამჯდარი ტელეფონი რომელიც დივანზე ეგდო შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიცურე ამ დროს დავინახე როგორ ილუკმებოდა სალი ჩემს ტვიქსს, მაშინვე მივედი ერთი ავაცალე და პირისკენ გავაქანე.
- ვაბოდებ ტვიქსზე.
-ვაბოდებთ ტვიქსზე.-შემისწორა მან და გამიღიმა.-კარგი აბა წავედით.
კარი გამოვიხურეთ და გარეთ გამოვედით. მაშინვე მოვუკიდე სიგარეტს და გემრიელად ჩავუშვი ბოლი ფილტვებში. სალიმ ერთი გემრიელი უჟმური სახით შემომხედა და გვერდით ამომიდგა, ვგიჟდები ამ გოგოზე, არაფერს რომ არ მეუბნება. გარეთ საკმაოდ ციოდა ალბათ იმიტომ რომ საღამოს ექვსი საათი იყო და უკვე ბნელდებოდა. იქვე შავი ჯიპი შევნიშნე და უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მაგრამ სიცივეს დავაბრალე და გზა გავაგრძელე სუპერმარკეტისკენ.
-ჰეი ნინე რომ შემოგვიერთდეს წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-არა პირიქით ძალიან მომენატრა.
-შენ არ იცი ჩვენ როგორ მოგვენატრე.-მითხრა და სევდიანად გამიღიმა.



მოკლედ არვიცი მოგეწონებათ თუ არა, მაგრამ შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით.



№1  offline წევრი jina

momwons ki iqneba tavebi gazardo rom upro didixani gamyves emociebi. dzalian swrapad ar ganavitaro moqmedebebi :* veli shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent