ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი5)
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შენობიდან გადმოვვარდი და სადაცაა დავეცემი, ხელებს ვიქნევ... უცებ თვალებს ვახელ და რამდენიმე წამი ისევ იმ საშინელ გრძნობაზე ვფიქრობ... გაუნძრევლად წოლა ადვილი არ არის ამიტომ ფანჯრისკენ გაჭირვებით გადავტრიალდი. ისევ კარები ეღება, ლუკა შემოდის და ფანჯარასთან დგება, შუქს მიჩრდილავს და ეს მსიამოვნებს კიდეც... -გაგაღვიძე? -არა - ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე ეს არც გამკვირვებია, იმდენი ყვირილის ნერვიულობის და სტრესის მერე საერთოდ რომ ვლაპარაკობ ეს უფრო მაკვირვებს. -ვახშამი მოგიმზადეთ და მოგიტანეთ- თითქოს მალავდა წუხილს, - ჩვენთან თამუნა მოვიდა - გაიღიმა, მაჩვენებდა რომ კარგად იყო, მაგრამ ის მე მომატყუებდა? ვიცოდი ლუკმას ვერ გადავყლაპავდი ან გული ამერეოდა, ორგანიზმი წყალსაც კი არ იღებდა, მე კი მას მერ ვეწინააღმდეგებოდი... ეს რაღაც შიგნით, ტანჯვით ნელ-ნელა მკლავდა... -არ მშია- მკაცრად გამომივიდა და სიტუაციის გამოსწორების მიზნით - თამუ? - ვიკითხე და ნელა გავიღიმე, თვალებით მიმოვიხედე, კარებისკენ გადატრიალება მომიწევდა თამუნა რომ დამენახა ამიტომ თავი არ შევიწუხე... თამუნა და ლუკა კარგად მიცნობდნენ, თამუნა ჩემთვის პატარა დასავით იყო, ჩვენი ერთად ყოფნა ბევრს აშინებდა კიდეც... -ჩემო სიცოცხლე... როგორ მომენატრე - მის თვალებში ნამდვილ სიყვარულს ვხედავდი - ახლა ჩაგყლაპავ- მოვიდა და მხურვალედ მაკოცა... ჩემგან მხოლოდ მოკლე ღიიმილი მიიღო მაგრამ... - ეი საზიზღარო, აჰა არ გინდა სახლის საქმეების კეთება არა? - ის როგორც ყოველთვის ზედმეტად ემოციურიც კი იყო... - იქნებ მარტო ჩაი დალიო? - არ ნებდებოდა ლუკა, უკმაყოფილო სახე მივიღე ჩხუბის თავიც კი არ მქონდა -ლუკ! - გაუღიმა - მოდი დღეს დაისვენოს, ერთჯერ ხომ გითხრა არა? დღეს თუ არა ხვალ შეჭამს... მოდი ჩვენ გავიდეთ...- თამუნა თვალებით კიდევ რაღაცას ანიშნებდა. ვხედავდი ლუკას რაღაც შიგნიდან კლავდა, შევამჩნიე გაბრაზებული გავარდა, გავიგონე გასასვლელის კარი ხმაურიანად გაიხურა. თამუნაც წამოდგა - თამუ -ჰო - გამიღიმა -გთხოვ დღეს ჩვენთან დარჩი... -ნია...ნიაკო...იცი -გთხოვ მარტო არ გადოვო... - სამ წუთიანი დუმილი ისევ მე დავარღვიე - ამას ვერ გადაიტანს ისეთი დაბნეული თვალებით მიყურებდა, მაგრამ - კარგი, არ ინერვიულო - ისე მყარად მითხრა, დავმშვიდდი... -ახლა დაისვენე კარგი, მე ლუკას დავეწევი, მალე დავბრუნდებით, თუ რამე დაგჭირდა და დავაგვიანეთ დამირეკე - ერთი ამოსუნთქვით ჩაომითვალა ყველაფერი და გავარდა... ჩემდა უნებურად ისე გავითიშე ვერაფერს მივხვდი ან ვინ მიხვდება როდის ჩაეძინება... /////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////// -ლუკა, ლუკა დამელოდე... ლუკა ხმას არ იღებს, მაგრამ გაჩერდა -რა დაგემართა?! - სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს თამუნა -მეე? მე რა დამემართა? თამუნა კარგი რა ახლა შენც გაწყენინებ - აღელვებულმა გზა გააგრძელა -კარგი ლუკა დამშვიდდი, მე რა უნდა მაწყენინო, უი შე სულელო დღეს ხომ არ გაგიცანი? - ცდილობს დაძაბულობა გამოასწოროს - და თუ მიცნობ მაშინ მაინც ნერვებს რატო მიშლი? -ეი სად მიდიხარ? ნიას ვუთხარი შორს არ წავიდოდით - ხელზე მოქაჩა ლუკა -სად მივდივარ და ჯანდაბაში იქნებ მაშინ მაინც ინაღვლოს ჩემზე და გამოფხიზლდეს, საერთოდ რატომ უთხარი მას ხომ მაინც არ ვაინტერესებთ? - ჯანდაბაში? - გადაიხარხარა - სულელო სწორედ ამ ყველაფერზე რომ დარდობს იმიტომ არის ასე ცუდად, შეუშვი მაგ პატარა ტვინში, მას ახლა შენ სჭირდები, შენ უნდა დაუდგე გვერდში... -ხომ იცი რომ ეს გამიჭირდება... -მე აქ არ ვარ? - თითქოს ნაწყენი თვალებით გამომხედა თამუნა ლუკაზე რაღაც 5 სანტიმეტრით დაბალია, ამიტომ ოდნავ წამოიწია და ლუკას ხელი გადადო -აბა ჩვენო უბრწყინვალესობავ დამშვიდდით? -გეყოფა, მასხარავ - თამუნას უყურებს და იღიმის -რას ბრძანებთ ბატონო მოღუშულობავ, როგორ გავბედავ... -კარგი, გაბრაზდი არა?- ცხვირძე ნაზად ჩამოკრა თითი ლუკამ თამუნას... (თამუნა არასდროს ამბობდა პირდაპირ რომ ნაწყენი იყო, ან გაბრაძებული, ის მუდამ გულში იკლავდა ტკივილს, ამავდროულად არ უყვარდა ხალხში ემოციების გამოხატვა - როგორც ნიას) -არა!, საიდან მოიტანე? - ამჯერად ხუმრობის გარეშე -როგორ არა - გადაიხარხარა - ბუტე ბუტეე... - ახლა დაცინვა დაუწყო თამუნას. თამუნამ ხელი ჩამოუშვა და ჯიბეში დააბრუნა, ტელეფონი ამოიღო, როგორც ჩანს ვიღაც ურეკავდა, ამოისუნთქა და უპასუხა -ყველაფერი რიგზეა... ნორმალურად... აუ ერთი წუთით დამელოდე. - ტელეფონი ჩამოუშვა - ლუკა დაგეწევი. ლუკამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, რაღაც არ ესიამოვნა... -ხო დე, წეღან ლუკა იყო და ვერ გელაპარაკე, იცი ნიაკო საშინლად გამოიყურება, ლუკაც ცუდადაა და შეიძლება დღეს აქ დავრჩე?... კარგი მამას დავურეკავ, ხვალ შუადღის მერე წამოვალ და დავილაპარაკოთ კარგი? გკოცნი... მიყვარხარ... - ტელეფონი გათიშა მერე კი მამას დაურეკა და რა თქმა უნდა თანხმობა მიიღო, სირბილით დაეწია ლუკას, რომელიც უკვე კარებს აღებდა... -არ დამელოდო, არა - ძლივს სუნთქავდა -ვიფიქრე კიდევ დიდხანს ილაპარაკებდი და... -დედას ველაპარაკე -ააა... ხომ ყველაფერი კარგადაა? - ლუკას სახეზე ღიმილი დასთამაშებდა -დღეს შენთან ვრჩები - ხელები აიღო და ხტუნვა დაიწყო -ეეეე, მაგარიაა - ხელები გაშალა და თამუნას ჩაეხუტა... -აუუ რა გაგიძლებს ტოო... -ნუ დარდობ ხვალ წავალ - მრისხანე და გაბრაზებული თვალები მოაშორა ლუკას და სახლში შევიდა, ლუკა ასე ხშირად აბრაზებს რადგან იცის ეს გაბრაზება მხოლოდ წუთიერია... იმ ღამის შემდეგ პირველად გაატარა ლუკამ მშვიდად და მხიარულად ეს ღამე. დილით მალე წავიდა თამუნა, ლუკას ბევრი მუდარის შედეგად, ლუკას პირობა მისცა რომ მშობლებს დაელაპარაკებოდა და ცოტა ხნით მათთან დარჩებოდა... და შუადღეს აუცილებლად გამოუვლიდა და პასუხს ეტყოდა. ///////////////////////////////////////////////////////////////////////////////// დილით ისევ ლუკა შემოვიდა, ღამის ფარდები გადაწია -ჰეი -ახლა კარგად მომისმინე!!! - ასეთი ლუკა არასდროს მენახა, თითქმის გაცეცხლებული - თუ არ გინდა რომ ვიღაც მზრუნველი ძიძა, ან ბებო, ან ვინმე ზედამხედველი ცხოვრობდეს შენს სახლში და შენ ცხოვრებაში ერეოდეს, საჭმელი შეჭამე და წამალი დალიე, ძალა მოიკრიბე, გესმის? -არა, ამის დროა ახლა? საინტერესო ალბატ არ არის, მაგრამ იმედგაცრუება ჯობია, როგორც შეგპირდით ესეც მეხუთე თავი... ძალიან არ გამაკრიტუკოთრა... შეგიძლიათ იდეებიც მომაწოდოთ, და შენიშვნებიც... მიყვარხართ<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.