შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XIX ნაწილი)


11-03-2017, 23:57
ავტორი nina.d.
ნანახია 2 289

შუა ღამე იყო, რომ გამეღვიძა. მწველ მზერას ვგრძნობდი ზურგზე, საწოლზე წამოვჯექი, ოთახს თვალი მოვავლე და ფანჯარასთან ჩამომჯდარი დამიანე დავინახე. თვალები მოვისრისე, მეგონა მეჩვენებოდა მაგრამ როდესაც დავინახე როგორ წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა მივხვდი, რომ რეალობა იყო. მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა, ვერაა კარგათ აშკარად ამ დროს აქ რას აკეთებს ან აქ როგორ შემოვიდა? მომაძახა მეორე მემ, ბალიში გავასწორე და ისევ წამოვწექი. უხმოდ მომიწვა გვერდით, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და არცერთი არაფერს ვამბობდით. ხელი სახეზე ნაზად ჩამომისვა, ახლოს მოიჩოჩა და შუბლზე მაკოცა, მე არც გავნძრეულვარ. გაუკვირდა ჩემი რეაქცია და კითხვის ნიშნიანი თვალები შემომანათა, საბნის ქვეშ შემოძვრა, მაისურის ქვეშ შემიცურა ხელი და ჭრილობაზე გააჩერა. იცოდა, რომ მისი შეხებისას მთელი კანი დამიბუსუსდებოდა და ეს იმიტომ გააკეთა. წელზე გადაინაცვლეს მისმა თითებმა, ძლიერად მომხვია ხელი და სხეულზე მიმიხუტა. ხერხემალს ხელი ააყოლა, თავი ვეღარ შევიკავე და თვალები დავხუჭე, ჩაეღიმა, ლოყაზე მომეფერა და მაკოცა.
-ხო იცი, რომ გაბრაზებული ვარ?_მითხრა მშვიდი ტონით და ისევ მომეფერა ლოყაზე.
-კი ჩემ მეგობრებზე ხარ გაბრაზებული._მეც მშვიდად ვუთხარი.
-ვიცი, რომ მეგობრები არიან მაგრამ ეს ხვევნა კოცნა რა საჭიროა?
-როგორც შენ გინდა ჩემი კოცნა და ჩახუტება, ისე მათ უნდათ ჩემი მოფერება. მათთან ერთად გავიზარდე და ამაში საეჭვიანო არაფერი არაა.
-მართალი ხარ, მე მინდა._შევხედე თუ არა მისი ბაგეები ვიგრძენი, სითბოთი და სიყვარულით ავივსე. მეც ავყევი მის ტუჩებს, ვხვდებოდი ვნება იმატებდა მაგრამ არ მინდოდა გაჩერება. ზემოდან მომექცა, ხელი ფეხზე ჩაასრიალა, ცოტახანს ბაგეებიდან მომშორდა.
-ასე რატომ იძინებ გინდა, რომ სულ გადამიყვანო ჭკუიდან?_დაბოხებული ხმით მითხრა, მაშინღა მივხვდი, რომ ქვემოთ მხოლოდ საცვალი მეცვა. იფიქრებთ ალბათ, რომ შემრცხვა მაგრამ სულაც არა, მასთან არაფრის არ მრცხვენია. ზემოდან დამყურებდა და დარწმუნებული ვარ თავს ძლივს იკავებდა, რომ იქვე არ გავეხადე მისი. გვერდით გადაწვა და ხელი მომხვია, მეც მივეხუტე და თვალები დავხუჭე.
-იცი როგორ ვეჭვიანობ?
-და რა გაქვს საეჭვიანო ან ჩემზე რატომ ეჭვიანობ?_მშვიდად ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.
-როგორც ჩანს მიზეზი მაქვს._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. როგორ ვერ ვიტან ნამიოკებით საუბარს რა. არაფერი აღარ მითქვამს, გულზე დავადე თავი, მესმოდა მისი აჩქარებული გულის ცემა და მიხაროდა, რომ მე ვიყავი ამის მიზეზი. ჩამეძინა ისე ღრმად, რომ ვერ გავიგე როგორ და როდის წავიდა დამიანე. დილით მარტო ვიწექი საწოლში, დამიანეს ადგილას კი წითელი ვარდი დამხვდა წერილთან ერთად. რა რომანტიკოსი ბიჭი მყავს, გამეღიმა, ვარდი ავიღე და წერილი გავხსენი. "ჩემ პატარა დედოფალს" მხოლოდ ეს ეწერა, გულში ჩავიკარი ვარდი და წერილი. საწოლიდან წამოვდექი, სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, ტანსაცმელი ჩავიცვი, თმა გავიშრე. სარკის წინ ვიდექი და ნაკერს ვუყურებდი, თანაბრად მტკივნეული და სასიამოვნო იყო ეს ჭრილობა. ტკივილი იმის გამო, რომ ტყვია მომხვდა და მეტკინა, სასიამოვნო იმიტომ, რომ დამიანე იყო ჩემთან იმ მომენტში და ახლაც. ფიქრებიდან ავთოს ხმამ გამომარკვია, მაისური ჩამოვიწიე და სარკეს მოვშორდი.
-ჩემო ქალბატონო, წამო ჩავიდეთ.
-ჯერ სახვევი უნდა დავიდო.
-მოდი მოგეხმარები._სავარძელში ჩავჯექი, ავთომ ბინტი და სამაგრები მოიტანა.
ნაკერიც დაიფარა, ფეხზე წამოვდექი და ავთოსთან ერთად ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში შევედით, ყავისთვის წყალი დავდგი, ფინჯნები გავამზადე და მაგიდაზე დავდგი. ავთომ შოკოლადები გამოაჩინა, რომელიც დემექსამ მომიტანა, მისი სახელის გახსენებაზე სიცილი ამიტყდა, გაშტერებული მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რაზე ვბჟირდებოდი სიცილით.
-ეგ დემექსამ მომიტანა._სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა და შოკოლადები მაგიდაზე დააწყო და ფინჯნებში წყალი დაასხა. ყავას ვსვავდით და თან ვსაუბრობდით.
-ავთო, ქორწილს როდის აპირებთ?_გაკვირვებულმა შემომხედა.
-ჯერ ხელი არც მითხოვია სალომესთვის.
-მე კი ვიცი, რომ მალე იქნება და ჩემი რძალი აქ დასახლდება.
-რაღაც იცი და არ ამბობ?_მომაშტერდა და პასუხს დაელოდა.
-მე ყველაფერი ვიცი ჩემო ბიჭო.
-ყველაფერი?_გაშტერდა.
-ხო რა იყო მერე?
-მოგიყვა ყველაფერი?
-ჩვენ მეგობრები ვართ ავთო.
-კი ვიცი, არ ვიცოდი ამასაც თუ გეტყოდა.
-ოო მე უკეთესი რაღაც ვიცი მაგრამ თვითონ გეტყვის.
-მოიცა რა ხდება?
-არაფერი არა, ახალ წლამდე მოითმინე. იცოდე სალოს თუ რამეს ეტყვი მოგკლავ._ენა გამოვუყავი და ყავა მოვსვი. სამზარეულოდი დემემ შემოყო თავი, მის დანახვაზე ისევ სიცილი ამიტყდა. დემე გაკვირვებული მიყურებდა, ჩემ მაგივრად ავთომ გასცა პასუხი. რომ მოვსულიერდი დემეს მივესალმე, გაბადრული სახით მიყურებდა, სახე უცინოდა, მაშინვე მივხვდი, რომ იმ გოგოს გამო იყო ეს ყველაფერი.
-ჩამოვიდა?_ღიმილით ვკითხე.
-კი._ღიმილით მითხრა.
-რას ვგეგმავთ აბა?
-უნდა ვაეჭვიანო და მივახვედრო, რომ ვუყვარვარ.
-ყველანი ასეთი ბოროტები როგორ ხართ?_ამოვიბუზღუნე და წარბები შევკარი. ორივეს გაეღიმა.
-ხო სხვათაშორის შენ უნდა დამეხმარო._გამეკრიჭა დემექსა.
-ვიცი, სხვა ვინ გიშველით ჩემს გარდა?
-ვერავინ ჩემო გოგო._ორივემ ერთად თქვა და ჩამეხუტა. ვისაუბრეთ და ვიცინეთ, დემე, რომ წავიდა ავთოს ვთხოვე ჩემთან გავეყვანე. უსიტყვოდ დამეთანხმა, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. ბინაში ავედი, ისეთი სიცარიელე იგრძნობოდა მხოლოდ დამიანე აკლდა ამ გარემოს და სიცარიელე აღარ იარსებებდა. ლეიბზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. კარის ხმა გავიგე, თავი მოვიმძინარუნე, გვერდით ვიღაც ჩამომიჯდა, როდესაც მისი სუნამო ვიცანი ჩუმად ჩავიღიმე. სახეზე მეფერებოდა, ასე, რომ გაეგრძელებინა ალბათ მართლა ჩამეძინებოდა. ჩემი ხელი მისას შევახე, ხელზე მაკოცა და შემდეგ შუბლზე.
-ასე მარტივად მიხვდი, რომ მე ვარ?_მხიარულად მკითხა.
-კი შენი სუნამოთი მივხვდი._თვალებ დახუჭულმა ვუთხარი.
-როგორც ჩანს ძალიან მოგწონს._გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-არც მძაფრია და არც ძალიან ტკბილი, საშუალოა და მომწონს. საერთოდ ხომ იცი, რომ გოგოებს ბიჭის სუნამოები და პერანგები მოგვწონს.
-შენ ჯობია მხოლოდ ჩემი მოგწონდეს.
-რატო ვითომ?_თვალები ვჭყიტე და წამოვჯექი, გაეღიმა და ხელი მომხვია.
-ოო ეგ საიდუმლოა._თვალი ჩამიკრა და ცხვირზე დამკრა ხელი.
-დამპალო._მხარზე მუშტი მივარტყი. გაეცინა და ჩემ წინ ჩამოჯდა ლეიბზე და ეშმაკუნა თვალებით შემომხედა.
-გინდა ვითამაშოთ_ისეთი სახით მკითხა უნდოდა, რომ დავთანხმებოდი.
-ვითამაშოთ, მაგრამ რა?
-გახდაზე._რა საზიზღარია.
-კარგი._ჯიბრით დავეთანხმე, გაუკვირდა.
-კარტი სად არის?
-იმ უჯრაში დევს._ხელით მივანიშნე, კარტი მოიტანა და თამაში დავიწყეთ. პირველი მე მოვუგე და მისი ზედა მოშორდა სხეულს, რა ბიჭი მყავს მოკლედ რა. ცოტახანს ვუყურებდი და ვიღიმოდი.
-გეყოფა ჩემი თვალებით ჭამა._სიცილით მითხრა.
-რატო ვითომ ისე ვერ გჭამ და თვალებით მაინც შეგჭამ._თვალი ჩავუკარი და ენა გამოვუყავი. გაეცინა და მეორე პარტიის თამაში დავიწყეთ, ამჯერად დამიანემ მოიგო, მე ჟაკეტი მეცვა და ის გავიხადე თან ვიცინოდი. კიდე ვითამაშეთ, ისევ მომიგო, ამ ჯერად მომიხდა გახდა, ჯემპრი გავიხადე. თვალებში ცეცხლი აენთო როდესაც ტანზე მომკრა თვალი. წამოიწია და მაშინვე ტუჩებზე მეცა, თავისი სხეულის ქვეშ მომიქცია, წელქვეშ ხელი შემიცურა და ზედ მიმიკრა. სხეულში ცხელმა ტალღამ დაიარა, ყველა ნერვმა ერთდროულად დაიწყო მუშაობა. კანს მიწვავდა მისი ყოველი შეხება, ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან ლავიწზე და შემდეგ კოცნით ჩაუყვა სხეულს მუცლამდე. ამ დროს რა ხდებოდა ჩემ გულსა და გონებაში ვერ აღგიწერთ, მუცელზე სველ კოცნებს მიტოვებდა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. ტუჩებამდე კოცნით ამოვიდა, ბაგეებთან გაჩერდა და ამოიჩურჩულა:
-ჩემ ტუჩებს ნუ კბენ, მხოლოდ მე მაქვს მაგის უფლება._ეს თქვა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. აღარც მახსოვს ასე რამდენ ხანს ვეფერებოდით ერთმანეთს, ზურგზე ვეფერებოდი, ყელზე ვკოცნიდი და ვკბენდი. ყოველ ჩემ კოცნაზე კანი ეხორკლებოდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. სხეულიდან მომშორდა და ამოისუნთქა, წამოვჯექი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
-გთხოვ ჩაიცვი თორე გავაფრენ ეხლა._თვალებზე ხელი აიფარა, გამეცინა, ჩემი ირმებიანი ჯემპრი გადავიცვი და დამიანეს თვალებზე აფარებულ ხელზე ვაკოცე. თვალები გაახილა და შემომხედა, მოწყვეტით მაკოცა ბაგეებზე და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. საღამომდე ასე ვიყავით, მე სახლში წამოვედი და და დამიანეც წავიდა. სახლში მისულს ყველანი იქ დამხვდნენ, აკო მომმვარდა და ხელში ამაფრიალა, ყელზე მაკოცა წარბები შეჭმუხნა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-სად იყავი?
-ჩემთან, რატომ მეკითხები?
-ბიჭის სუნამოს სუნი გაქვს.
-მართლა?_ჯემპრს დავყნოსე, დამიანეს სურნელით ვიყავი გაჟღენთილი. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში და უნებურად გამეღიმა. აღარაფერი უთქვამს, დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა. გოგოებიც იქ იყვნენ, ორივეს ტელეფონზე მივწერე, რომ ჩემ ოთახში ასულიყვნენ, მე ავედი და რამდენიმე წუთში ისინიც შემოვიდნენ და კარი ჩაკეტეს. საწოლზე ვიჯექი და თითებს ვიმტვრევდი, არ ვიცოდი როგორ მეთქვა ის რასაც დამიანეს მიმართ ვგრძნობდი. კითხვის ნიშნიანი თვალებით მიყურებდნენ, სალო საწოლზე წამოწვა, მარი ჩამოჯდა. როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა.
-გოგოებო რაღაც უნდა გითხრათ.
-ამოღერღე ჰა._მითხრა სალომ და მუჯლუგუნი მკრა.
-მარი, მე... მე... დამიანე მიყვარს._სალომე წამოჯდა და წამოიყვირა.
-როგორც იქნა მოტვინე.
-აქამდე რამე გითხარით და არ ვიცი?_გაკვირვებულმა შევხედე.
-კაი რა, იმ დღიდან ვიცით ყველაფერი აქ რო გეძინათ, მარტო ჩვენ ორმა ოღონთ._მითხრა მარიმ და გამიცინა.
-საიდუმლო აგენტები ხართ მოკლედ.
-ეხლაც შენთან იყო ხო?
-კი. საიდან იცი?
-მისი სუნამო, თან ისეთი ბედნიერი სახე გაქვს პირდაპირ ანათებ. ხო და იცოდე, რომ არც დამიანეა გულგრილი შენს მიმართ.
-მართლა?
-კი მართლა._გამიხარდა თან ძალიან. ასე ჭორაობაში გავატარეთ დრო, პატარა ავთუკასაც მივეფერეთ და ველაპარაკეთ. გვიანი იყო გოგოები, რომ წავიდნენ. დაღლილი მივწექი საწოლზე და ფბ-ში შევედი, დამიანემ მომწერა.
-ჩემო დედოფალო როგორ ხარ?
-კარგად მეფეო, თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მეც კარგად, ჯერ ისევ ჩემი დედოფლის ბაგეების კვალი მემჩნევა ტუჩებზე.
-კბილების არა?
-კიი კბილებისაც, ყელზე განსაკუთრებით და დედოფალო ამისთვის დაისჯები.
-გადი ნუ მებლატავები რამის თავი მაინც გქონდეს._ენა გამოყოფილი სმაილიკებიც მივაყოლე.
-დაიცა შენ ჯერ გაჩვენებ ვინ ბლატაობს._არც მან დაიშურა სმაილები.
-კაი ეგ მერე იყოს, ეხლა დავიძინებ თორემ ტუჩები მტკივა.
-კარგი ჩემო დედოფალო, ძილინებისა.
-ტკბილი ძილი მეფეო._დავემშვიდობე და გამოვედი ფბ-დან. სასიამოვნო მიმოწერის შემდეგ გაღიმებულს ჩამეძინა.



***
ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს მოგეწონებათ. მიყვარხართ ჩემო მკითხველებო <3 <3



№1  offline წევრი ketaa

უფრო ხშირად დადე რა <3 აუ როგორი რომანტიკოსი და...აი რაღაც სასწაული ხარ ! ძალიან ტკბილი ხარ ! <3 ამ წყვილის ნებისმიერს შეშურდება. რაღაც სასწაულები არიან <3 ეს გოგო კიდე ძლივს მიხვდა და აღიარა, რომ უყვარს ეს ბიჭი! დაიტანჯნენ ვახ! :D ძაააან საყვარლები არიან <3 მაგარი გოგო ხარ შენ

 


№2  offline წევრი nina.d.

ketaa
უფრო ხშირად დადე რა <3 აუ როგორი რომანტიკოსი და...აი რაღაც სასწაული ხარ ! ძალიან ტკბილი ხარ ! <3 ამ წყვილის ნებისმიერს შეშურდება. რაღაც სასწაულები არიან <3 ეს გოგო კიდე ძლივს მიხვდა და აღიარა, რომ უყვარს ეს ბიჭი! დაიტანჯნენ ვახ! :D ძაააან საყვარლები არიან <3 მაგარი გოგო ხარ შენ

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგწონს და ასე შეგტკივა გული ამ წყვილზე ჯერ მთელი სიგიჟეებია წინ <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent