სამი კაციდან ის ერთი (ნაწილი )
ვტრიალდები მეც და თვალებს ძლიერად ვხუჭავ,აქამდე საიდან მოვედი ? ვფიქრობ გაცხარებული და საკუთარ თავზე განაწყენებული ვიძინებ. მეორე დილით რაღაც უჩვეულო ხმაური მაღვიძბს, შეშფოთებული ვდგები ფეხზე და ზეწარს ვიფარებ სხეულზე. დამიანე არსად ჩანს,მისი საწოლიც ალაგებულია,სად შეიხლება წასულიყო? მის საწოლზე ვჯდები და აქეთ-იქით ვიყურები,შემდეგ ვდგები ფეხზე და კარადიდან დამიანეს მაისურს ვიღებ,რომელიც ჩაცმულ ფორმაშიც მუხლებამდე მწვდება.მისივე სახლის ჩუსტებში ვთხრი ფეხევს და ღიღინით გავდივარ ოთახიდან,ვერა და ვერ ვხვდები ეს უჩვეულო ხმა საიდან მომდის,ვცდილობ ყური საგულდაგულოდ დავუდო მაგრამ ამაოდ,ხმა წყდება..სულ ცოტა ხანში კი სახლის მისაღებ ოთახში მუმიასავით გახვეული დამიანე მეცხადება,სიცილს ვერ ვიკავებ და ერთს ბარაქიანად ვაძახებ ხითხითს. -რა გაცინებს?-უხეშად მეკითხება და თვალებს მიბრიალებს,მისი უჟმური ხასიათები უკვე ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს და ახლა გაბედულად ვიწყებ მასზე სეწოლის განხორციელებას -შენ მაცინებ-სიცილს არ ვწვეტ არც ახლა -სასაცილო რა მაქვს -პირსახოცში მუმიასავით ხარ გახვეული,მეტი სასაცილო გინდა რამე?-სავარძელში ვეშვები და ფეხს ფეხზე ვიდებ -ძალიან სასაცილოა?-მიღიმის ძალით და მარჯვენა ხელით გულმკერდზე მოფარებულ პირსახოცს იხსნის.ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობს და წარბებს ისე ვათამაშებ თითქოს ვეჯიბრები რაიმეში.შემდეგ მეორე ხელით ქვედა ტანზე მოხვეულ პირსახოცს ავლებს და ისე იხსნის გეგონება შენს წინ ჯეიმს ბონდი დგასო..თვალებზე ხელს ვიფარებ და ვკივი,მისი სიცილის ხმა ჩამესმის ყურებში და ვხვდები ამ ჯერადაც მან გაიმარჯვა -მოიხვიე-ვუყვირი და ფეხზე ვდგები -მე კი მოვიხვევ მაგრამ ამის მერე იცოდე რაზე იცინო-მეუბნება და თითებს ერთმანეთს ვაშორებ და ჩუმად ვიჭყიტები შესამოწმებლად შემოიხვია თუ არა პირსახოცი.. -შეგიძლია ჩემი მაისური გაიხადო -რა ჩავიცვა მერე? -შიშველმა იარე,ან ის რაც გუშინ გეცვა-მკაცრად მეუბნება და განაწყენებული ოთახში ვბრუნდები.კარადიდან ისევ იმ კაბას ვიღებ რაც გუშინ მეცვა და ვიცვამ,კიდევ კარგი რომ მართლაც გაფლაშული და საქორწილო კაბა არ მცმია თორემ რა ივლიდა იმით. მის მაისურს საწოლზე ვაგდებ და თავად ოთახიდან გამოვდივარ -ჩემი ტელეფონი მინდა-ვეუბნები და ხელს ვუწვდი -ეხლავე-უახლოვდება მაგიდას და მის ქცეშ მდებარე უჯრას ხსნის,იქიდან კი ჩემს საყვარელ ტელეფონს იღებს.. ხელიდან მაშინვე ვართმევ და ტუჩებს ვპრუწავ,ვამჩნევ როგორ მაჩერდება სახეზე მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო და ვტრიალდები მისკენ ზირგით -მე მივდივარ-ვეუბნები და თითზე გარჭობილ ოქროს ბეჭედს ვისწორებ,რინელიც ადასტურებს ჩვენს შეუღლებას. -შორს მიდიხარ?-დამცინავად აგრძელებს დამიანე -არც ისე-ვპასუხობ და სახლიდან ისე გამოვდივარ ბრაზს კარებში ვტოვებ,მთელი ძალით ვიჯახუნებ კარს . მივდივარ მაგრამ სად ჯერ არ ვიცი,ამიტომ ტელერონს ვავლებ ხელს და ჩაწერილ ნომრებს ვავლებ თვალს.. ნაცნობი ნომერი მეჩხირება თვალებში და იქავე ვიშვებ მასთან ზარს -ლიზი?-გაოცებული ნენე ტელეფონიდან ცოტაც და გადმოხტება -ხო მე ვარ-სიხარულისგან გული ამოვარდნას მაქვს და გიჟივით ვიწყებ ქუჩაში ხტუნვას -სად ხარ გოგო? -ნუ იკითხავ ისეთი ამბები მაქვს-ხმის ტემბრი მეცვლება და ჩემი საუკეთესო მეგობრისთვისაც ცნობილი ხდება რონ რაღაც ვერ არის რიგზე -მოდი ბარში დავსხდეთ და მომიყევი კარგი? -აჰა-ვპასუხობ და ტელეფონს ვთიშავ.. ნაცნობ ბარში შევდივარ თუარა ნაცნობი სახეები მეგებება,ცარიელ მაგიდასთან ვჯდები და ნენეც ხსნის ბარის კარს..სირბილით მოდის და ჩემს წინ ჯდება -რა ხდება?-ფეთიანივით მეკითხება -გავთხოვდი-მარჯვენა ხელზე გაკეთებულ ბეჭედს კარგად ვაჩვენებ,ნენეს გაოცებას საზღვარი არ აქვს და პირს აღებს -ხუმრობ?-მეკითხება და პირზე იფარებს ხელს -ნეტავ ვხუმრობდე -ვის გაყევი? ახლა არ მითხრა რომ... -არა სანდროს არა-ვიღიმი და თვალებზე მომდგარ ცრემლება ძლივსღა ვიკავებ -სანდროს თუ არა აბა ვის? -დამიანეს -ეგ ვინაა? -გახსობს ის ბიჭი ადრე ბარში რომ მოდიოდა ხოლმე,პირველ რიგებში რომ იყო გადმოჭიმული-ზიზღით ვიწყებ მოყოლას-აი ის -ის შავ თმიანი მაღალი?-ცდილობს კარგად დააზუსტოს -ხო ეგ -და მაგას როგორ გაყევი არც იცნობდი -ხოდა ყველაზე დიდი საოცრებაც ის არის რომ სწორედ მაგ ამაზრზენს გავყევი ცოლად..ზიზღს აფრქვევს-ვიშმუშნები და თვალს ვავლებ მაგიდებს -რამ გაიძულა გაყოლოდი? -ყველაფერმა და ყველამ-ვპასუხობ და ჩვენკენ მომავალ სანდროს ვამჩნევ,თავს ვხრი და ჩურჩულით ვაგრძელებ-სანდრო მოდის-ნენე იმ წქმსვე უკან ტრიალდება და სანდრის უქნევს ხელს,ისიც ბედნიერი სახით გვიახლოვდება.. -გამარჯობათ გოგონებო-სკამზე ჯდება და მაგიდაზე ალაგებს დიდრონ ხელებს.მახსენდება მასთან გატარებული დღეები და სხეულზე სიამოვნების ბუსუსები მაყრის,ვიღიმი სულელივით და ვაშტერდები.მაგიდის ქვემოდან ნენეს წიხლი მხვდება ფეხზე და მალევე ტელეფონზე შემოსული მესიჯის ხმა ერთვის თან,სადავ გაფრთხილებაა რომ აღარ ვუყურო ასე სულელივით. -ლიზი-ხელზე ხელს მადებს სანდრო და კარგად მოვდივარ აზრზე -ხო გისმენ -სად დაიკარგე? -არსად-ვმალავ გათხოვების ამბავს და ვცდილობ არ შევიმჩნიო აღელვება -კარგით,ისე გოგონებო ღამე წვეულებას ვმართავ ჩემთან სახლში,მოდით-ბოლო სიტყვება ტოვებს და დგება სკამიდან.ბარიდან გასულ სანდროს ფანჯრებიდან ჯერ კიდევ ვადევნებ თვალყურს დაშტერებული.ნენე თითების ტკაცუნიც მაფხიზლებს უკვე მეორედ და გიჟივით იცინის.. ჩვენი დღევანდელი საუბარი მხოლოდ და მხოლოს სანდროს ეხება იმის მიუხედავად რომ ამაზე საინტერესო თემა გვაქვს განსახილველად.ბევრი მსჯელობის და დავის შემდეგ ვწყვეტთ სანდროსთან გამართუკ წვეულებაზე წასვლას,მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის და ამიტომ გარეთ გასეირებას ვაგრძელებთ. უსასრულოდ გადაჭიმულ ქვაფენილებს მივუყვებით მე და ნენე,მცხუნვარე მზე თვალებს მჭრის და მოჭუტული ვიყურები ირგვლივ,კარგა ხანია მსგავსად თავისუფლება არ განმიცდია. ვინაიდან და რადგანაც ჩემი ცზოვრება დიდი ხნით მხოლოდ და მხოლოდნოთხ კედელს უკავშირდებოდა,ახლა კი უკბე თავისუფლებასთან არის ასოცირებული ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ.დამიანეს გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა ერთ კვირაში,გაცნობა და მასზე გათხოვება ჩემთვის ერთი იყო. ტელეფონზე ზარი მაფხიზლებს ფიქრებში წასულს -გისმენთ-ვპასუხობ უცხო ნომერს და ვინაბები -სად ხარ?-დამიანეს მკაცრი და ბოხი ხმა ჩამესმა ყურში და შევჩერდი.დაუნტრიგებული ნენე სახეზე მაკვირდება და ცდილობს გაიგოს ვის ველაპარაკები -ჰაერზე-უხეშად ვპასუხობ და ნენეს ბეჭდის ჩვენებით ვანიშნებ ვისაც ველაპარაკები,ისიც მაშინვე ხვდება და სახეს ღუშავს -მალე მორჩები ჰაერზე სიარულს? -არა რა გინდა ? -მალე მოდი -და ვერ მეტყვი რატომ? -იმიტომ რომ მალე უნდა მოხვიდე-დაძაბული მეუბნება და სიცილს ვტეხ -იცი რა ჩემო დამიანე? დღეს მალე ვერ მოვალ,არ მცალია,მეგობართან ერთად მივდივარ,ამიტომ ნუ დამელოდები,მოიდუღე ყავა და დალიე დამშვიდდე იქნებ-ნიშნის მოგებით ვეუბნები და ყურმილს ვუთიშავ..მომღიმარი სახით ვათამაშებ ტუჩებს და ნენეს შევყურებ. სეირნობაში დრო მალე გარბის და ღამდება.ზუსტად ის დროა სანდროს სახლისკენ წავიდეთ,ენერგიაზე მოსულები მალევე მივდივართ და უზარმაზარ რკინის ჭიშკართან ვიტუზებით -დაპატიჟებულები ხართ?-შავებში ჩაცმული მაღალი კაცი დაგვყურებს ზევიდან და მშვიდად გვეკითხება -კი-პასუხობს ნენე და კეკლუცურად ათამაშებს ხელებსა და ფეხებს.კაცი ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ნომერს კრეფს,უთუოდ სანდროს უკავშირდება -ორი გოგოა აქ -ლიზი და ნენე-ვახსენებ სახელბს და ვუცინი მეც -კარგი-ამთავრებს საუბარს და გვერდზე იწევა.მე და ნენე შევდივარ უზარმაზარ ეზოში,ყვავილებბი ყველა მხრიდან ლამაზად გვანათებენ,რადგანაც ყველა ყვავილის ზევით განათებებია. ორ სართულიანი სახლის კარს ვუახლოვდებით და ზარს ვრეკავთ.მალევე იღება კარი და ახალგაზრდა გოგო შიგნით გვეპატიჟება -ოჰო-გაოცებას ვერ მალავს ნენე -არც შენ ელოდი ამას?-ვეკითხები და ტელეფონს კიდევ ერთხელ ვამოწმებ,დამიანეს ნომრიდან შემოსული ორი ზარი მხვდება მაგრამ ტელეფონს ვთიშავ. -იმისი ნარეკებია? -კი ორჯერ დაურეკია -არ შეიმჩნიო-მეუბნება ნენე და ჩვენს წინ წამებში სანდრო ჩნდება -მობრძანდით-ხელს ხელზე მკიდებს,გაოცებისგან აღარ ვარ. ბედნიერი სახით ნენეს უკნიდან გავყურებ და ვუცინი,შემდეგ სანდროს ვაშტერდები -ლიზი-იწყებს საუბარს და ჩემს წინ დგება,ორივე ხელს მკიდებს ხელებზე -რა იყო?-ვეკითხები დაზაფრული,უეცრად კი რომანტიულ გარემოში კულტურულად ეკვეტება დამიანე. იღება კარები და გაცხარებული სახით შემორბის შიგნით,სანდროს ვეკრობი ჩემდაუნებურად.ისიც ხელებს მხვევს და მთელი ძალით მეკვრის -დამიანე-ვყვირი და თვალებს ვჭუტავ,ხელს მავლებს ხელზე და სანდროს მაცილებს.ზურგს უკან მიყენებს ისე რომ ხელს არ მიშვებს -აქ რა ამბავია-ეკითხება სანდრო და ჩემკენ იყურება -სხვის ცოლებს რომ არ უნდა შეეტენო არ იცი?-დამიანე აგრძელებს -მერე და ლიზი ვისი ცოლია? -ჩემი-უფრო მეტად მებღაუჭება ხელზე,თითქოს გაქცევას ვლამობდე და მაჩერებდეს. -ლიზი-ისე მაჩერდება თვალებში ჩემკენ მომავალი სანდრო თითქოს გული გამეტეხოს მისთვის.დამიანე მეფარება კარგად სანდრო რომ ვერ მომიახლოვდეს და ხელს მიშვებს,უკვე კარგად შეშინებული ქმარს ჩემი ნებით ვეტუზები ზურგთან და ჩვილი ბავშვივით მეღვრება თვალებიდან ცრემლები. მახსენდება მიტოვებული ნენე,აქეთ იქით ვიწყებ შეთვალიერებას მაგრამ არსად ჩანს..დამიანე ხელს კიდევ ერთხელ მკიდებს და კარისკენ მიმათრევს,თვალები უკან მრჩება სანდროს მიმართულებით მაგრამ მისგან მხოლოდ და მხოლოდ ბრაზისგან გამოწვეულ ენერგიას შევიგრძნობ. -სანდრო-ხმა დაბლა ვლუღლულებ და უკვე გარეთ გასულები კარს ხოშიანად აჯახუნებს დამიანე.-სანდრო-ვაგრძელებ ისევ და ვსლუკუნებ -სანდრო სანდრო დავიღალე შენი სანდროთი-ტრიალდება ჩემკენ და ხელებს მიშვებს -რა გინდა ? -ლიზი მომისმინე,შეიძლება დიდი სიყვარული არ გვაკავშირებს მაგრამ უნდა შეუშვა მაგ შენ ჩლუნგ ტვინში ის,რომ არ გაქვს უფლება სანდრლ მანდროებს სდიო -კარგი-მოკლედ ვუჭრი და მისი მანქანისკენ მივდივარ -კარგი? -ხო რა იყო -რა კარგი? -ხომ მითხარი არ გაქვს უფლებაო,ხოდა კარგი-ვხსნი მანქანის კარს და შიგნით ვჯდები. სახლში მისვლის თანავე ვიშლი ჩემს გასაცოდავებულ საწოლს და შიგნით ტანსაცმლიანად ვგორდები.აღარ მახსოვს აღარც დამიანეს რისხვა და არც სანდრო,ჩემი გონება მხოლოდ და მხოლოდ ნენესთან არის. დადარდიანებული ვიკუნტები და მუხლებზე ხელებს ვიჭერ. მესმის კარის გაღების ხმა და ვხედავ ოთახში მომავალ ქმარს -ლიზი-მშვიდი ხმით იწყებს საუბარს-წამოდი ჭამე მზად არის ყველაფერი -არ მშია-ვპასუხობ და საბანში ვმალავ თავს.ისიც არ იწყებს დიდად ხვეწნას და ოთახიდან ისევ გადის. მშიერი კუჭისა და ცრემლების ფონზე ვიძინებ მაგრამ შუა ღამით სიცილის ხმა მაღვიძებს. აშკარად ჩვენს სახლშია ეს ამაზრზენი კისკისის ხმა ვხვდები,ვდგები ფეხზე და კარს ოდნავ ვხსნი.. -დამი-მესმის გოგოს ნაზი ხმა. ვაჟბატონმა ჩემი დამცირება არ იკმარა ხალხში და ახლა ოჯახში საყვარელიც მომითრია,გაავებული ოთახში ვვარდები და მაშინვე ტანსაცმელს ვიხდი.ტრუსებს და ბიუზჰალტერის ამარა მივტანტალებ ოთახისკენ საიდანაც გოგოს ხმა ისმის. თვალებ მოჭუტული შიგნით ვვარდები და თვალებს ვიფშვნეტ,შემდეგ ფეხს ფეხზე ვახახუნებ და ვიცინი -საყვარელო სად ხარ აქამდე?-თვალებს კარგად ვახელ და დამიანეს გაოცებულ სახელს ვხედავ -რას აკეთებ-დგება ფეხზე და ჩემკენ მოდდის -სტუმარი გვყოლია-ხელს ვუქნევ სკამზე მჯდარ გოგინას -რას აკეთებ თქო ლიზი -ვერ ხედავ? -წამოდი-ოთახიდან მიმათრევს და კარს ხურავს-გაგიჟდი? -ოდესმე ვყოფილვარ ნორმალური?-წარბებს ვათამაშებ მის გასაღიზიანებლად -რა გინდა? ის არ კმარა რომ შემეტენე? -მე შეგეტენე თუ მამაშენმა შეგატენა ჩემი თავი?-ნიშნის მოგებით ვეკითხები და მკერდს ვიფხან -მოკლედ,ოთახში შეეთრიე ეხლავე -ჩემს სახლში როგორც მინდა ისე ვივლი,ტრუსიკით ვერ გაგივლია ადამიანს თანაც ღამის ორ საათზე -ნუ მაღიზიანებ -ოი ოი -ვიცინი ისევ -ლიზი -მუშტს კრავს და ჭარხალივით წითლდება -ხო დამიანე? -კარგი-მიღიმის და დუნდება ჩემდა უნებურად-მოიცადე-ოთახის კარს ისევ ვხსნის -ნატალი გთხოვ სხვა დროს ვისაუბროთ-ეუბნება გოგონას და ფეხზე აყენებს.დიდი ჰარი ჰარალოთი აცილებს თითქოს სამხრეთის დედოფალი იყოს,შემდეგ კი ისევ ჩემკენ მოდის -რა გინდოდა?-თვალებს მიქაჩავს -დამიანე დამშვიდდი თორემ გუგები გადმოგიცვივდება -მეხუმრები კიდეც -არა მართლა გადმოგიცვივდევა და მერე შენი ცისფერი თვალები ძირს იგორავებენ-ვიცინი გიჟივით და ოთახში შევდივარ. უკამ დამიანე მეკიდება და საწოლზე მახეთქებს -რას აკეთებ-სულ არ მეცინება ახლა,ჩემი ბიუზჰალტერისკენ მოაქვს ხელები და მკერდზე ნეჯაჯგურება-რას აკეთებ თქო-ვყვირი და მის მოცილებას ვცდილობ -ამას ცდოლბდი?-მხრებზე მავლებს ხელზე და დაჭრილი ლომივით მითრიალებს -არაფერს არ ვცდილობ მე -ლიზი სისხლს ნუ გამიშრობ გესმის ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.