შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელი 'თავი 7'


12-03-2017, 16:51
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 723

თავი 7

უკვე მარტი იწურებოდა, თითქმის მთელ დროს უნივერსიტეტს და სწავლას ვუთმოვდი, ბოლოსდაბოლოს წელს ვამთავრებდი და ხომ უნდა ჩამებარებინა გამოცდა, ლაზარეს ხშირად ვერ ვნახულობდი, რამოდენიმეჯერ თუ მოვკარი მხოლოდ თვალი, თუმცა ისე ვიყავი გადართული სწავლაზე აღარც გამხსენებია, ლუკა კისაბოლოოდ გამოჯანმრთელდა. დღევანდელი დღეც ჩვეულებრივ დაიწყო, საუზმე უნივერსიტეტი, ანანოსთან ერთად მეცადინეობა, ელენესთან გამოვლა ცოტა ხნით და სახლში დაბრუნება
-5 დღეში შენი დაბადების დღეა-გამახარა დედამ
-არ მინდა გადახდა ხალხო, თუ ასე გინდათ გამახაროთ მიყიდეთ ბარსელონას საგზურები და გამიშვით უნივერსიტეტის მერე 1 თვით-გავუცინე დედას და ოთხში შევვარდი, სწრაფად გავიხადე მაისური და შარვალი, შემდეგ კი ბიჭის მუხლებამდე მაისური გადავიცვი, სახლისს ჩუსტები ჩავიცვი და ისე გავედი სამზარეულოში
-შეგცივდება დედა, ცივა გადი ჩაიცვი-გამაფრთხილა დედამ
-აუ დეე-თვალები ავატრიალე მე და თმა მაღლლა ავიკარი, მალევე დამიდო დედამ საჭმელი წინ.
-მე მივდივარ, ჭკვიანად იყავი, ბიჭები რომ მოვლენ საჭმელი აჭამე და ჩაიცვი, გაცივდები-სანამ ჭამას დავიწყებდე მანამ გამაფრთხილა დედამ
-სად მიდიხარ?-გამიკვირდა მე, როგორც წესი, დედას სახლიდან გასვლა არ უყვარდა.
-თამროსთან-მითხრა დაქალის სახელი მან
-წამიყვანე რაა-ყელი გამოვიწელე მე
-არა, შენი მანქანა მიმყავს-მითხრა უარი და თან ღიმილით აიღო ჩემი მანქანის გასაღები, მეც აღარ შევპასუხებივარ, თავი დავუქნიე და ჭამა დავიწყე
--
-მშია დაოო-შეწუხებული სახით შემოვიდა ლუკა სახლში
-ჭამე მერე, მაცივარშია საჭმელი-გავეკრიჭე მე და კვლავ კომპიუტერს მივუჯექი, კინოს ვუყურებდი
-აუ კაი რა, შენ ვინ გაგასაღებს ამ სახლიდან, საჭმლის გაკეთება შენ არ იცი, მშიერს მკლავ ამხელა კაცს-ბუზღუნებდა ლუკა და ფეხსაცმელს იხდიდა
-აუ დაგენიძლავები ერთ თვეში მაგარ სიძეს გაგიძრობ-სწრაფად წამოვხტი და წინ დავუდექი გამარჯვებული ღიმილით, ვიცოდი როგორ აღიზიანებდა ეს საკითხი.
-სანამ გცემე სამზარეულოში მოუსვი-ამომხედა წარბაწეულმა და ფეხშველი გატანტალდა აბაზანაში
-შენ ვინ უნდა ცემო ბიჭო, რამის ტ’აკი რომ გქონდეს დანას კიარ გაგიყრიდნენ მუცელში-კვლავ განვაგრძობდი მის გაღიზიანებას
-მაცადე, აბა გმოვიდე აქედან გაჩვენებ რისი ტ’აკი მაქ-დამიყვირა აბაზანიდან
-უფ, უფ, გოგოსთან მაგარი ვარო?-გადავიხარხარე მე, თუმცა მალევე გავვარდი ჩემს ოთხში როდესაც აბაზანიდან გამოსული დავინახე, ისიც გამომეკიდა, თუმცა ვიცოდი ოთახში ვერ შევასრებდი, ამიტომ სამზარეულოსკენ გადავუხვიე, დიდხანს დავრბოდით მაგიდის გარშემო, ბოლოს მისაღებში გავვარდი და აი მანდ დადგა ჩემი აღსასრულის დღე, სწრაფად ჩამავლო მაისურში ხელი ლუკამ და სწრაფად შემაჩერა
-გრძელი ენა მაქვსო? განახებ მე როგორ უნდა ადამიანის გაღიზიანება-ჩაიცინა მან და სწრაფად დამაგდო იქვე იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე, ზემოდან გადამაჯდა და ჯერ მუცელზე გამიწყო ჩქმეტა, შემდეგ კი ლოყებზე
-ვინ არის ყველაზე მაგარი? ჰა, აღიარეე-სიცილით მეუბნებოდა ის და თან ლოყებს მმიწელავდა
-მე ვარ-ვკიოდი რაც შემეძლო მე და ვცდილობდი მომეშორებინა, თუმცა მალევე გამიკავა ხელებიც მან
-აუ ახლა მქონდეს მარკერი, რას ვიცინებდი-ჩაიცინა ლუკამ და ახლა ცალი ხელით განაგრძო ჩემი წყალება, მე კი რაც ძალა მქონდა ვკიოდი რომ გავეშვი, უცებ კი კარის გაღების ხმა გავიგეთ, საიდანაც ჯერ დაჩი შემოვარდა შეშლილი სახით, შემდეგ კი ლაზარე, როდესაც დაჩიმ დაგვინახა სწრაფად დაუმშვიდდა სახე, გულზე ხელი მიიდო და დივანზე რასაც ქვია ჩაესვენა, ლაზარეს დანახვა ისე გამიკვირდა, სულ აღარ მახსოვდა რა მდგომარეობაში ვიყავი, გაკვირვებისგან პირი დავაღე
-თქვენ ბიჭო ნორმალურები ხართ? მთელ კორპუსში ამ ქაჯის კივილი ისმის-დაიღრიალა უცებ დაჩიმ და ფეხზე წამოხტა
-ამას აქ რა უნდა?-ლუკას არ მიუქცევია ყურადღება დაჩისთვის მტრული მზერით უყურებდა ურიადმყოფელს
-სალაპარაკოდ მოვედით, ვიკა გადი ოთახში და ჩაიცვი-თვალები დამიბრიალა დაჩიმ და მეც ახლა გავიაზრე რომ ჯერ ისევ ძირს ვიწექი, მაიკის ამარა, და ისიც სულ ზემოთ ამსვლოდა, სწრაფად ჩამოვიწიე მაისური ფეხებზე, შემდეგ კი ლუკას ლუკას დახმარებით წამოვდექი ფეხზე, სწრაფად გავედი ოთახში და შორტი ამოვიცვი, რომელიც სულ არ ჩანდა მაისურში
-მე გითხარი ჩაიცვითქო-გამომხედა დაბღვერილმა დაჩიმ
-ჩავიცვი-სწრაფად ავწიე მაისური და შორტზე ვანიშნე, ხმა აღარ ამოუღია, თუმცა ვერ გავრკვეულიყვი, რატომ იჯდა ლაზარე ჩემს ძმებთან ერთად ჩემს სახლში, და რა ხდებოდა
-ლაზარე ყავა გინდა?-ვკითხე და მას გავხედე
-ხო, ტკბილი ოღონდ-თავი დამიკრა მან, მეც სწრაფად გავედი სამზარეულოში და დავიწყე ყავის მომზადება, 5 წუთში უკვე მზად მქონდა, სწრაფად დავდე სინზე სამი ჭიქა ყავა, თან თეფშები რომელზეც შოკოლადის ტორტის ნაჭრები იყო და მისაღებში გავედი
-მომეცი, არ დაიწყა-სწრაფად გამომტაცა ხელიდან სინი ლუკამ და თვითონ მიიტანა მაგიდასთან, გაანაწილა და სინი მე მომაჩეჩა, მისგან ეს არ გამკვირვებია, რადგან ბევრჯერ გადამისხია ცხელი ყავა და დავმწვარვარ.
-წაიღე ნოუთბუქი და ოთახში გადი-მიბრძანა დაჩიმ და ცხელი ყავა მოსვა. მეც არაფერი მითქვამს, სწრაფად დავავდე ხელი ნოუთბუქს და ოთახში გავედი, თუმცა ძალიან კი მაინტერესებდა რას ილაპარაკებდნენ, რამოდენიმეჯერ ვცადე მომესმინა, თუმცა ისე ხმადაბლა საუბრობდნენ ვერაფერი გავიგე, ბოლოს ნერვები მომეშალა და მისაღებში გავედი
-მე რა გითხარი?-წარბები ამიწია დაჩიმ
-მაინტერესეებს-ამოვიბუზღუნე და ლუკას გვერდით დივნის სახელურზე დავჯექი
-ჩვენ დავასრულეთ საუბარი უკვე-ფეხზე ხელი დამადო ლუკამ და გამომხედა
-კარგი, დედამ საჭმელი დატოვა, წამოდით სამზარეულოში-ფეხზე წამოვხტი მე და ისინიც მალევე გამომყვნენ უკან
-წეღან არ მაჭმევდი?-ჩაიცინა ლუკამ
-ახლა სტუმარი გვყავს-თვალი ჩავუკარი მე, ჯერ თეფშები გადმოვიტანე, ჩანგლებთან და ჭიქებთან ერთად, შემდეგ კი სალათები მინის ჯამით რომლებიც დედას გაეკეთებინა.
-შენ არ ჭამ?-გაუკვირდა ლუკას როდესაც დაინახა არ ვჭამდი
-ნუ რას ვიზავთ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში-თვალი ჩავუკარი მე, დიდხანს ვუყურებდი როგორ საუბრობდნენ ბიჭები სხვადასხვა თემებზე, თუმცა მნიშვნელოვან არაფერზე, მალევე დაამთავრეს ჭამა, შემდეგ კი ლაზარე წავიდა.
-ამიხსნით რა უნდოდა ურიადმყოფელს ჩვენს სახლში?-გავხედე ძმებს რომლებიც სახლში დაბრუნდნენ მას შემდეგ რაც აზარე გააცილეს
-გავარკვიეთ ყველაფერი, და ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არაა-მხრები აიჩეჩა დაჩიმ
-ღმერთო შენ უშველე ყველა კრეტინს-ვთქვი ნერვებმოშლილმა და მაღლა ავიხედე, ამიტომაც ვერ შევამჩნიე ჩემთან მოპარული ორი მუტრუკი, ერთმა ფეხებში წამავლო ხელი, ერთმა ხელებში და ისე გამათრიეს ოთახში, ლოგინზე დამაგდეს და მთელი საღამო მაწვალებდნენ, რაც ქეთი გათხოვდა მათი მთავარი სამიზნე მე გავხდი, ის უფრო ნერვიული და იმპულსური იყო, ახლა ვხვდები რატომაც, ამ ორის ხელში რთულია წყნარი არ იყო, მხოლოდ მაშინ მეშველა მამამ როდესაც დაჩის გაკავებული ვყავდი, ლუკა კი მარკერით რაღაც სისულელეებს მაწერდა და მახატავდა სახეზე, ბოლოს კი ჩემი დაჯღაპნილი სახის ფოტო სოციალურ ქსელში დადეს..
--
-ისე მოგენატრე უკვე უნივერსიტეტის წინ მელოდები?-ირონიული ღიმილით ვეკითხები უნივერსიტეტის წინ მანქანაზე აყუდებულ ურიადმყოფელს
-ხო, ისე მომენატრე უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა და აქ გადავწყვიტე დაგლოდებოდი-არც მან დააყოვნა პასუხი
-ვა საღოლ-გამეცინა მე-მართლა რატომ მოხვედი?
-მომენატრე-პოზიციას არ თმობდა ის
-ლაზარეე-ამოვიწუწუნე და წარბშეკრულმა შევხედე
-კარგი ხო, ისე მართლა მომენატრე-იცინოდა ის
-გეყოო-მხარზე მუჭი მივარტყი რომ გაჩუმებულიყო ის
-კარგი, საქმე მაქვს შენთან, უნდა გამომყვე-უცებ დაუსერიოზულდა სახე მაქ
-ელენესთან მივდივარ, არმცალია-თავის დაძვრენა ვცადე მე
-არაუშავს, ელენეს მე ვეტყვი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა, აუცილებლად უნდა გამომყვე-თავი მოისაწყლა მან
-ურიადმყოფელი, ვერ გიტან-შევუბღვირე მე და მანქანის უკანა კარი გავაღე რათა ჩანთა დამედო
-ვიცოდი რომ გამომყვებოდი-ჩაიქირქილა მან და სწრაფად მიუჯდა საჭეს, მეც დავჯექი წინა სავარძელზე და ღვედი შევიკარი
-სად მივდივართ?-ვიკითხე მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა
-გიტაცებ-მითხრა ღიმილით
-შენ ეღადავე იცი ვისს?-წარბშეკრულმა გავხედე მას
-ვის აბა?-გაიცინა მან
-რავიცი შენ ძმაკაცებს-გამეცინა ჩემს სიტყვებზე მეც
-მართლა გიტაცებ იცი?-გადმომხედა სერიოზული სახით ლაზარემ
-არვიცი, იმიტომ რომ არ მომიტაცებ-ვუთხარი და ფანჯარა ჩამოვწიე, რათქმაუნდა არ მჯეროდა რომ მიტაცებდა.
-რომ მოგიტაცო ახლა რას იზავ?-გადმომხედა მან
-არაფერს-მხრებს ვიჩავ მე, რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ მეხუმრება და ჩემი გამასხარავება უნდა-ჩემს ძმებს დავურეკავ რომ გამოსასყიდი მოგიტანონ
-მშვენივრად იცი რომელ გატაცებაზეც გეუბნები-ჩაიცინა მან
-დაველოდები როდის მიპოვნიან რომ მოგშორდე-სიცილით ვუთხარი მე
-ანუ ცოლად არ გამომყვები ხოო?-ვითომ ეწყინა მას ისე გადმომხედა
-აუ მომბეზრდა უკვე რა, მითხარი სად მივდივართ, რას მამასხარავეებ-გაბრაზებულმა გავხედე მას
-არ გეხუმრები მართლა გიტაცებ-სერიოზული იყო მისი ტონი
-კარგი, ვნახოთ სადამდე გააგრძელებ ამ სიდებილეს-წარბები შევჭმუხნე მე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. კიდევ 10 წუთი მივდიოდით მანქანით, მერე სადღაც გააჩერა და მანქანიდან გადავიდა, ირგვლივ სულ შენობები იყო, თუმცა ბევრი ხალხი არ მოძრაობდა ქუჩაში, არც ბევრი მანქანები, მალევე მოვიდა ჩემს კართან და გააღო
-გადმოხვალ თუ ისევ ძალით?-ჩაიცინა მან
-მირჩევნია გადმოვიდე-ვუთხარი და სწრაფად ჩამოვედი მანქანიდან-სად ვართ?
-ნუ გეშინია, მართლა კიარმოგიტაცე, მაგას უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ოღონდ ჯერ სადღაც უნდა წაგიყვანო-გაიცინა მან და წელზე ხელი მომხვია, ფეხით ავუყევით ქუჩას, სადღაც 15 წუთიანი სიარულის შემდეგ ერთ კაფეში შევედით და კუთხეში დავჯექით
-აქ მანქანით ვერ მომიდოდით?-გამიკვირდა მე
-მე სულ ფეხით მოვდივარ ხოლმე-მითხრა და თან მიმტანს დაუძახა, სწრაფად მოვიდა მიმტანიც
-2 ფორთოხლის წვენი და შოკოლადის ნამცხვარი მოგვიტანეთ-უთხრა მიმტანს ლაზარემ და მე გადმომხედა
-ხო გიყვარს ფორთოხლის წვენი და შოკოლადის ნამცხვარი?-მკითხა მან
-კი, და კიდევ ვანილის ნაყინიც-დავამატე მე და მიმტანს გავუღიმე
-ორი?-იკითხა მან
-ხო, ორი-დაუდასტურა ლაზარემ რის შემდეგაც მიმტანი გაგვეცალა
-საიდან იცი რომ ეგ ყველაფერი მიყვარს?-გამიკვირდა მე
-სულ ამას უკვეთავ-გამიღიმა მან
-ჰო, დამავიწყდა ოდესღაც შენთან ერთად პაემანზე რომ ვიყავი-ცინიკურად ვუთხარი და თითები მაგიდაზე ავათამაშე
-არ გინდა ჩემი შეყვარებული იყო?-მკითხა მოულოდნელად მან, რათქმაუნდა მეგონა ხუმრობდა, ისევე როგორც წინაზე
-რათქმაუნდა ლაზარე, მაგაზე უარს გეტყვი? თუ მოტაცება გადაიფიქრე რათქმაუნდა-გავიცინე მე
-სერიოზულად გეუბნები ვიქტორია
-სანამ ვიქტორიას დამიძახებ არ დაგთანხმდები, ვიკა მქვია მე-შევუბღვირე მე
-კარგი მე სერიოზულად გეკითხები, მე მომწონხარ, ვიცი რომ შენც და მინდა ჩემი შეყვარებული იყო-სერიოზულობას არ კარგავდ მისი ხმა
-აუ, რა დაუკვირვებლები ხართ ეს კაცები, ხვალ დაბადების დღე მაქვს, რომ დაგთანხმდე როდის მოასწრებ საჩუქრის ყიდვას?-სიცილი ამიტყდა მე
-ვიკა, გეყოფა,მე სრულიად სერიოზულად გეუბნები-სახე მოექუფრა მას, მეც სწრაფად დავსერიოზულდი,არ ვიცოდი რა მეპასუხა, რა მექნა? ძალიანაც მომწონდა ურიადმყოფელი, მშვენიერი გარეგნობის ბიჭი იყო, თუმცა იმდენად არ ვიცნობდი რომ ესეთ წინადადებას ესე დაუკვირვებლად დავთანხმებოდი, არც ის ვიცოდი მას მართლა მოწონდი თუარა
-არა ლაზარე, არ ვიქნები შენი შეყვარებული-თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად
-დარწმუნებული ხარ?-ცალი წარბი ასწია მან
-სრულიად-თავი დავუკარი მე
-კარგი, მაშინ იყოს ესე, როგორც არის-უცებ გაიღიმა მან და ქათქათა კბილები გამოაჩინა
-კარგი, ოღონდ ნერვებს ნუ მიშლი-გავაფრთხილე მეც და გავუღიმე, შეკვეთაც მალევე მოიტანეს, თან ვჭამდით და თან ისე ვსაუბრობდით მე და ლაზარე, რამოდენიმეჯერ ისე მომიშალა ნერვები კინაღამ ნაყინი დავასხი თავზე, თუმცა სახლამდე ისე მიმიყვანა ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია..


ნუარარი ძალიან დიდი თავი, თუმცა მეტს ვერვდებ.. თვენი აზრი მაინტერესებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent