ასეც ხდება ხოლმე (მეცხრე თავი)
დვალმა ფეხზე წამომდგარ ლუკას შეხედა. -ეხა მოვედი ბიჭო და სად უნდა წახვიდეთ, მოიცა რა . დე თენგო სადაა ? -მამაშენი ბიძაშენთანაა წასული.. სამზარეულოდან გამოსულმა ნათიამ ღიმილით შეხედა შვილს და იმწუთას გამომცხვარი ხაჭაპური სუფრაზე დადო. -რა გქვია შვილო შეენ ? გადახედა მორცხვად მჯდომ ნიდას. -ნიდა . -ხო დედიკო გაიცანი შენი მომავალი რძალი .თავისთვის ჩაიბურტყუნა, ეშმაკურად მომცინარმა ნიკამ. -ლამაზი სახელი გქონია.. გაუღიმა ქალმა გოგონას.. აბა მითხარი, როგორ სწავლობს ეს ვაჟბატონი? ამ კითხვის გაგონებაზე დვალმა ნიდას თვალებით რაღაც ანიშნა, მაგრამ ქალბატონს ყურადღებაც არ მიუქცევა. -საერთოდ არ დადის ლექციებზე და რავიცი ..მხრები აიჩეჩა და კოკა-კოლის ბოთლს დასწვდა, რათა ჭიქაში დაესხა. ნიკამ მკვლელი მზერა ესროლა ნიდას და მოსალოდნელი ქოთქოთისგან თავ დასაცავად წამოიყვირა . -ვაიმე ფეხი .. -რა მოგივიდა დედა ? მივარდა შვილს ნათია -დედა ძაან მტკივა მიდი რა, რაიმე ტკივილ გამაყუჩებელი მოიტანე. -ეხლავე . როგორც კი ნათია გავიდა, ნიკა ნიდას მიუბრუნდა. -ერთი ტყუილი, რომ გეთქვა არ შეგეძლო ? -რატო უნდა მომეტყუებინა ? თავი „გაისულელა“ -აუ ამას ხო ტვინი არ ააქვს რა .. იომ მობეზრებულმა აიქნია ხელი და იმწამს შესულ ნათიას შეხედა -აჰა დედა დალიე. წამალი გაუწოდა შვილს, წყლის ჭიქასთან ერთად . ნიკამ წამალი გამოართვა, მაგრამ მხოლოდ წყალი დალია.. წამალი კი მაგიდის ქვეშ დაგდო.. -ამხელა ბიჭი ბრუციანივით დადიხარ.. რანაირად გადაგიბრუნდა შვილო ფეხი გამაგებინე? ნიდამ ჩაიფხუკუნა.. დვალმა კი თვალები გადაატრიალა.. - მიდი რა დაასხი თუ ძმა ხარ . ნიკამ ჭიქა გაუწოდა იოს.. ნათიამ ხელი ჩაიქნია და ახალგაზრდები მარტო დატოვა. სადღეგძელოები სადღეგძელოებს ემატებოდა, ბიჭების სისხლი აჩქარებით მოძრაობდა, სასმელთან ერთად და მათ გონებას თიშავდა.. ნიდა უყურებდა მთვრალებს, სკამზე რომ ქანაობდნენ, მაგრამ ჭიქას ხელიდან მაინც არ უშვებდნენ .. ლუკა უკვე გათიშული იყო, უბრალოდ სკამზე ესვენა .. იოანე ფორთხავდა ცოცხალ მკვდარი თევზივით.. ნიკა კი ნიდას მიშტერებულიყო და იმ გათიშული გონებითაც კი მთელი არსებით უყვარდა. ჯიბიდან „მალბორო“ ამოიღო, ერთი ღერი სიგარეტი ამუაცურა, მოუკიდა და მოწევა დაიწყო. -იო .. მაგიდაზე მძინარე ძმა შეარხია.. -მმმმმმ -მ შენ და ზმუკი. ხო გეუბნებოდით არ დალიოთთქო? ნეტავი სად გეტევათ ეს სასმელი ? გაბრაზებულმა შეხედა ერთადერთ არაფხიზელ, მაგრამ ჯერ ჯერობით „მღვიძარე“ ნიკას. ბიჭი ამღვრეული თვალებით შესცქეროდა ანერვიულებულს. -ეხლა რა ვქნა ? მოწყენილმა გახედა დვალს -არც არაფერი.. დარჩებით ჩემთან.. გაღიმებულმა ბლუყუნით თქვა . -სხვა გზა მაინც არ არის. იოანე და ლუკა იქვე გასაშლელ დივანზე ძლივს გადაიყვანა და „მიაგდო“. შემდეგ კი გონება გათიშულ ნიკას მიუბრუნდა . -სადაა შენი ოთახი ? -იქით .. ხელი მარჯვენა მხარეს მდებარე კარისკენ გაიშვირა.. -ადექი ოღონდ ფრთხილად, ზედ არ დამეცე ოღონდაც . ხელით ჩაებღაუჭა ერთ ფეხზე დამდგარ, მოქანავე დვალს . მის მიერ მითითებულ ოთახში შეიყვანა, ნიკას დამანჭული სახე ფეხის ტკივილზე მიუთითებდა, მაგრამ ბიჭი შეძლების და გვარად არ იმჩნევდა ტკივილს.. ლოგინზე გადაწვა და ღიმილით ახედა ნიდას.. -რას მიყურებ? მიიწიე .. ხელით გაწია დვალი და თვითონაც ლოგინზე წამოგორდა .. -რას აკეთებ?. თვალებ გაფართოებულმა ჩლიფინით ამოთქვა -ეხლა დედაშენს ვერ გავაღვიძებ, ვერც ბიჭებს მივუწვები იმ ვიწრო დივანზე, ამიტომ აქ ვიძინებ . იქვე მდგარ სკამზე მიგდებული პლედი აიღო და დაიფარა, ნიკასაც გადაფარა .. - ძილინებისა ნიკოლოზ.. ბიჭს სიმთვრალისგან ამღვრეული თვალები, უარესად აემღვრა. ბედნიერმა დახუჭა თვალები და ოთახსი გამეფებული ნიდას სურნელი ღრმად შეისუნთქა .. დილით თვალები ძლივს გაახილა, იდაყვებით დაეყრდნო საწოლს. კედელზე დაკიდებულ საათს მიაშტერდა, რომლის ისრებიც 11ს უჩვენებდა. თავის ტკივილი ისე ტანჯავდა, რომ ადგომის თავიც არ ქონდა, ამას ფეხის ტკივილიც ემატება, მაგრამ რაიმე რო არ დაელია წყურვილისგან მოკვდებოდა. ზანტად წამოჯდა საწოლზე, მარჯვენა ხელი თავზე მიიდო , თითქოს ასე შეძლებდა ტკივილის დაამებას . ამ დედააფეთქებული თაბაშირის გამო, ნორმალურად გავლასაც ვერ ახერხეს, ამიტომ ერთი ფეხით დგება, მეორე ფეხს კი ჰაერში კიდებს.. ოთახიდან გასვლას აპირებდა თვალი მძინარე ნიდას, რომ მოჰკრა.. ჯერ ეგონა, რომ მოეჩვენა, შემდეგ ნელა შებრუნდა, კედელს მიეყრდნო და გაღიმებული მიაშტერდა მძინარე გოგონას.. წვალებით მივიდა საწოლთან. კიდეზე ჩამოჯდა, გოგონას შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში „ასკინკილით“ შევიდა, მაცივარი გამოაღო, ბორჯომის ბოთლი აიღო და მოიყუდა. იქვე დივანზე მწოლიარე ბიჭებს გახედა, ერთმანეთზე გადახლართულებს ტკბილად, რომ ეძინათ .. მაგიდაზე „მალბორო’’ დაინახა, როგორღაც მიაღწია და სიგარეტის ერთი ღერი ამუაცურა კოლოფიდან, ასანთი მოუკიდა და გააბოლა. ტელეფონის ხმამ დაარღვია დილის იდილია, მტანჯველი ტკივილი თავის აერში უფრო უძლიერდება, შუბლ შეკრულმა აიღო მობილური. -ხო დაჩი -ბიჭო სად ჯანდაბაში ხარ? რმდენი ხანია გირეკავ. -მეძინა.. ბიჭო ნელი ბებო როგორ არის? გუშინ ვერ დავრეკე, გადამავიწყდა.. -მოკვდა.. შესავალისა და გაფორმებების გარეშე „მიახალა“ -ვიინ ბიჭო ? დაბნეულმა ნიკამ, გონებაში ვერ გადახარშა დაჩის ნათქვამი. -ჩემი მეზობელი ჟორა .გაღიზიანებულმა ამოიღრინა. ვისთან ვარ ეხლა? -როდის მოკვდა? გულდაწყვეტილმა ამოთქვა -დღეს გამთენიისას. ბიჭებს ვურეკავდი მარა, არც ერთმა არ მიპასუხა, შენ გაგებინე რა. -აქ არიან ესენიც, ეხლა ჩავიცმევთ, გავემზადებით და წამოვალთ . ჰო კახეთში ხართ? -ჰო აბა სად ვიქნებით. -რავიცითბილისში ხო არ არისთქო.. კაი მაშინ, თუ რამე დარეკე.. - რა ხდება ? ნამძინარებმა ლუკამ, კითხა გაფითრებულ დვალს -ნელი ბებო გარდაცვილა.. -რატო ტო? -რა ვიცი, მიქელამ მიაკითხა და წაიყვანა.. ადექით გავემზადოთ და წავიდეთ.. ნიკას ფეხის გამო, ბიჭებმა უარი თქვეს მის წასვლაზე, მაგრამ დვალის მიერ დაჟინებულ „მაინც წამოვალს“ გვერდი ვერ აუარეს და იძულებულები გახდნენ წაეყვანათ.. ლუკამ ბაბუამისის ჯოხი „გაუჩითა“ დვალს და იმის დახმარებით „დადიოდა“. მიცვალებულებისადმი შიშის გამო კი ნიდამ ვერ შეძლო წასვა.. რამდენიმე საათში ჩავიდნენ კახეთში, ოჯახს მიუსამძიმრეს და გუგას გვერდში „ამოუდგნენ“. ნიკას ფეხზე დგომა უჭირდა ამიტომ, ოთახში მდგარ დივანზე ვიღაცა „მძინარე მოხუცის გვერდით დაჯდა“. -ბიჭო მიცვალებული სადაა? გადაუჩურჩულა გვერდით მდგომ გუგას -შენს გვერდით ზის. უდარდელად მიუგო ძმაკაცს. ნიკა დაფეთებული წამოხტა ფეხზე და იქვე მდგარ იოს მიახტა. ფეხის ტკივილმა შეახსენა თავი და იოანეს მხარზე დაეკიდა.. -მკვდარი არ არის ტო ? გაოგნებულმა იკამ ამოიხრიალა -უნდა ჩააცვან და გაამზადონ , მაგიტომ ჯერ არ ჩაუსვენებიათ.. აუღელვებლად თქვა დაჩიმ -თავიდანვე ვერ თქვით მერე? გასკდა გული ტო.. შიშისგან გაფითრებულა დვალმა ძირს დაგდებული ხელჯოხი აიღო და ხელში დაიკავა.. ყველაფერს ბიჭები აგვარებდნენ. ხუთშაბათს დაკძალეს.. ერთი კვირა გავიდა. ნიდას სამსახური და სწავლა დაეწყო. ნიკა ბედობის შემდეგ არ უნახავს, უნიშიც არ მისულა. გეგას დაურეკა და მიუსამძიმრა, იოანესგან იგებდა ბიჭების შესახებ ამბებს.. შაბათ დღეს ისტორიის ლექციაზე, დაღლილი შევიდა . -როგორ ხარ ნიდ? შესვლისთანავე შეეგება ნოე -ვარ რა .. თავი გადააქნია -რა გჭირს ტო ? -არაფერი .. გაიღიმა ნოეს დასამშვიდებლად . ლექცია კაი ხნის დაწყებული იყო, აუდიტორიაში გეგმ რო შეაბიჯა. ნოეს გვერდით დაჯდა და ცხვირ აბზუებულ, ნიდას გახედა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ხელი ლექტორის წიკვინმა შეუშალა . -დვალი ? რა გინდა ბიჭო აქ ? -აუ ვიქნები რა . გაღიმებულმა შეხედა ლექტორს და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ნიდასკენ. -არ მომიცია უფლება ჯერ.. -თქვენი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ დამთანხმდებოდით. გაიკრიჭა ნიკა. გაშტერებულ ნიდას ხელი მოკიდა და უკანა სკამზე დასვა, თვითონ კი გვერდით მიუჯდა. -ერთი გამაგებინე? როდიდან სწავლობ შენ ისტორიას? ნეტავ ის ისწავლო რასაც გასწავლი და აღარაფერს ვჩივი . -ქვიზი როდის უნდა დაწეროთ ? ყურადღება არ მიუქცევია ლექტორისთვის, რაც იმ წამს აინტერესებდა ის იკითხა -მესამე საათზე. -ანუ ერთ საათში? -ჰო.. დაეთანხმა გაღიმებული ნოე -ჰოდა ძაან კაი, მე და ნიდა გავალთ რა და ერთ საათში დაგიბრუნებთ.. თვალი მაცდურად ჩაუკრა ქალს. ნიდა პირდაღებული უყურებდა, ხან ლექტორს ხან ნიკას და ვერ გაერკვია რა უნდოდა დვალს მისგან. ნიკა ფეხზე წამოდგა .. ამ დროს აუდიტორიაში ქალბატონი მეგი შევიდა.. -ნუ მოკლედ, დვალი ყველგან შენ როგორ ხარ? 410ში არ უნდა იყო ეხლა ? -დამიმთავდა უკვე და ეხლა ისტორიის ლექციას ვესწრები.. ამაყად აწია თავი ნიკამ და სკამზე ჩამოჯდა .. -ეხლა რაზე შემოვედი ბავშვებო. -ეხლა რაზე შემოვედი ბავშვებო. გააჟავრა ნიკამ.. -ძველი ახალი წლისთვის კარნავალს ვაწყობთ, ამიტომ ვარჩევთ ბავშვებს, თუ ვინ ითამაშებს ფიფქიას და პრინცის როლს. -ფიფქია და შვიდი ჯუჯა თუ არ დავდგით ისე როგორ.. ირონიულად ჩაიცინა ნიკამ და ქალს გახედა , რომელიც ნიდას მიშტერებოდა.. -აი ეს გოგონა იქნება ფიფქია, გაბრწყინებული სახით წამოიძახა ქალბატონმა მეგიმ..ნიდამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.. -მე ვიქნები პრინცი. ხმამაღლა გამოაცხადა გეგამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ნიკამ პირი დააღო...ნოემ ჩაიცინა და ნიკას ჩასცურჩულა.. -გოგო აგახიესო.. -არა მე ვიქნები პრინცი.. წამოხტა დვალი -წეღან, რომ გითხარი იყავითქო, კი ამიგდე ამხელა ქალი მასხრად და ჩამოანგრიე უნივერსიტეტის კედლები შენი როხროხით.. ეხლა რამღა შეგაცვლევინა აზრი? ... გადახედა გაბრაზებულმა დვალს -რამ არა ვინ ..ნოემ ხმადაბლა შეუსწორა ქალბატონ მეგის ნათქვამი. - დავფიქდი და მივხვდი, რომ პრინცად ვარ დაბადებული.. გაიღიმა ნიკამ და ხელი თმაზე გადაისვა. -შენ იქნები შვიდი ჯუჯიდან ერთ ერთი .. გამოაცხადა ქალმა ამაყად. ნიკას ღიმილი სახეზე შეეყინა.. ნოემ სიცილი ვეღარ შეიკავა და აფხუკუნდა - ბავშვებო ორშაბათიდან დავიწყებთ დადგმას, ამიტომ 5საათზე მეთერთმეტე სართულზე იყავით. ვისაც გინდათ კიდევ მონაწილეობის მიღება მომმართეთ, სხვა დადგმებიც გვაქვს.. გაღიმებულმა დატოვა აუდიტორია. ნოე სიცილით მიჩოჩდა გაქვავებულ დვალთან და წარბაწეულმა აათვალიერა. მერე კი უდარდელად შეეკითხა: -ბიჭო ისე ფიფქია ბოლოს პრინცს ხო კოცნის? ნიკამ როცა ნათლად წარმოიდგინა „მუტფილმის“ დასასრული ნაწილი, თავი სწრაფად მიატრიალა ნიდასკენ.. -შანსი არ არის ? -რა? -შენ არ ითამაშებ! -შენ ვინ გეკითხება? -იოს ვეტყვი.. ტუჩის კუთხე გამარჯვებულმა ჩატეხა -ჩამშვებო -აუტანელო -მორჩებით ეხლა მანდ განხილვებს? გაღიზიანებულმა ლექტორმა გამოხედა დვალს - მოვრჩით უკვე.. მხრები აიჩეჩა ნიკამ, ნიდას ხელი დაავლო და აუდიტორიიდან გაიყვანა.. -რას აკეთებ ? -მიმყავხარ . -ლექცია მაქვს ნიკა -რამდენი ქულა გყავს, ამ საგანში? -47 -ხოდა მშვენიერი, ფინალურებში აიღებ გადამსვლელს, ანუ არ ჩაგჩება. თვალი ჩაუკრა დაბნეულს.. -გამიშვი ხელი -ნუ მიშლი ნერვებს.. -სად მიმათრევ, ის მაინც მითხარი? -გუგმ დამირეკა რაღაც საქმე მაქვსო -მერე მე რა შუაში ვარ? -თავშიხარ.. მიდი მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ.. ყველა გეგასთან იყვნენ შეკრებილები და ანერვულებულ გეგას შესცქეროდნენ.. -ამ საუკუნეში ამიღებ ხმაას ? მოუთმენლობამ სძლია ლუკას -ბიჭო, ბებიაჩემს ჰქონია 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში.. -მერე?.. აზარტში შესულმა ლუკამ ინტერესით კითხა -მერე ის მიწის ფართობი, დამიტოვა მე .. -ვააა გილოცავ ძმა.. მხიარულად დაუტყაპუნა ხელი მხარზე იკამ.. -რას მილოცავ ტო.. იმ მიწის ფართობს ვერც გავყიდი და ვერც რაიმეს ავაშენებ.. -რატო? იოანემ შეხედა დადარდიანებულ გუგას -მოკლედ ანდერძი თუ რაღაც დატოვა რა.. კაროჩე , ეს მიწა უნდა დავამუშაო და მოვიყვანო რაიმე, თუ არა და ჩემფეხებს მომცემენ.. ბებიაჩემს დაუბარებია შრომა უნდა ვასწავლო მაგასო და აჰა .. ხელები გაშალა გაღიზიანებულმა.. -მერე მოიყვანე რამე .. უდარდელად აიჩეჩა მხრები ნიკამ -ბიჭო 1 ჰექტარია.. მე რა უნდა მოვიყვანო ტო? ერთად ვქნათ რა რამე.. საცოდავად შეხედა ბიჭებს -ისე ეგ კაი ვარიანტია, შენი ფართობი, ჩვენი ფული.. რაიმე დავთესოთ და მერე გავყიდოთ .. ბიზნესიც გვექნება და შემოსავალიც .. თან ჩვენი შრომით მოპოვებულ ფულს რა ჯობია ტო. სიტყვით გამოვიდა დაჩი - მარა რა მოვიყვანოთ? გუგა ინტერესით მიაშტერდა ბიჭებს -კიტრი.. წამოიყვირა ლუკამ -ვინმე ბიოლოგი გვინდა ეხლა ჩვენ, კიტრის ჯიშები, რომ იცოდეს და გვითხრას მოვა თუ არა იმ მიწაზე . იოანემ ნიკას შეხედა -მე მყავს ერთი მეგობარი, ბიოლოგია დედამისი და მაგანაც კარგად იცის ეგეთი რაღაცეები. ნიდამ მხარი აუბა ბიჭებს. -ხოდა მშვენიერი ხვალ წავიდეთ ის შენი მეგობარიც წამოვიდეს და ვნახოთ აბა რას იტყვის იმ მიწაზე, მოვა თუ არა. მეორე დღეს, ნიდა ლიკასთან ერთად მივიდა გეგასთან.. -გაიცანით ეს არის ლიკა, რომ გითხარით ბიოლოგია კარგად იცისთქო.. -სასიამოვნოა ერთად თქვეს ბიჭებმა.. ნიდამ ბიწების სახელებიც ჩამოუთვალა და გაცნობის ეტაპიც გადააგორეს. -წავიდეთ ხო უკვე ? გოგონას შესწავლით დაკვირვებულმა ლუკამ ამოთქვა -კი წავიდეთ .. დაეთანხმა ნიდა ნიკას ჰამერში ჩაჯდნენ ლუკა, ნიდა, გეგა, ნიკა და ლიკა.. ირაკლის მანქანაში კი იოანე, იკა,ანი და დაჩი მოთავსდნენ.. ავტომობილები კახეთისკენ დაიძრნენ. -ლიკა აბა მოგვიყევი რა იცი კიტრის შესახებ ? გადახედა წინ მჯდომმა ლუკამ დამცინავად. გოგონამ ღიმილით გადახედა ბიჭს.. - კიტრი შედის გოგრისებრთა ოჯახში. ის ერთსახლიანი და გაყოფილსქესიანი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მცენარეზე მამრობითი და მდედრობითი ყვავილები ცალ-ცალკე სხედან. -რას შვებიან ? სიცილით იკითხა ლუკამ -სხედან .. გაღიზიანებულმა კბილებში გამოსცრა.. -არ მიაქციო ამას ყურადღება, დებილია.. საჭესთან მჯდომმა გუგამ, ღიმილით შეხედა სიბრაზისგან გაწითლებულ გოგონას. -ეტყობა.. ნიშნის მოგებით შეხედა სარკეში, „დასერიოზულებულ“ ლუკას და თვალი ჩაუკრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.