ნინი and დამიანე (XX ნაწილი)
დილით გვიან გამეღვიძა, გამიკვირდა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემმა მეფემ ტკბილი ძილი მისურვა. ჩემ ფიქრებზე გამეღიმა, საწოლში ვინებივრე ცოტახანს, შემდეგ ავდექი თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. ეს ხალხი სულ აქ როგორ უნდა იყოს? ხუმრობით, რა თქმა უნდა. თვალი მოვავლე სიტუაციას, დემე და დამიანეც იქ იყვნენ, სახე გაუნათდა ჩემს მეფეს როდესაც დამინახა. გავუღიმე და გოგოებთან მივედი. -აბა როგორ ხარ?_მითხრა სალომ. -კარგად. თქვენ სამნი როგორ ხართ?_სიცილით ვკითხე, სალო, რომ მიხვდა მხარში მუშტი მკრა, მარის კი სიცილი აუტყდა. ბიჭებმა ჩვენ გამოგვხედეს, მხრები ავიჩეჩეთ და ისევ გავაგრძელეთ საუბარი, ზურგზე მწველ მზერას ვგრძნობდი. -ნეტა იცოდე როგორ გიყურებს._ღიმილით მითხრა მარიმ და თავის ძმას გახედა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დამიანეს მივწერე. -თვალებით ნუ მჭამ ზურგი მეწვება._სიცილის სმაილები მივაყოლე და მეც გამეღიმა. რამდენიმე წამში პასუხი დამიბრუნა. -რა ვქნა აბა, აქ ყველას თვალწინ ვერ მოგაჭამ მაგ ვნებიან ტუჩებს._ისევ გამეღიმა, დემემ დამიძახა, მათთან მივედი, ჩემი მეფე მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა. სახელი შევუცვალე და მის ნომერს მეფე დავაწერე, ამაზე კიდევ გამეცინა. -ნინი, დღეს ჩემი გოგო უნდა გაგაცნო. -ოჰ უკვე შენი? -ჯერ არ იცის, რომ ჩემია. -კარგი და რას ვაპირებთ? ვაეჭვიანოთ? -კი. -მშვენიერია._გავიცინე, დამიანემ თვალები დამიბრიალა. -მეფეო თვალებს ნუ მიბრიალებ._მივწერე და თვალი გავუსწორე. გაეცინა როცა წაიკითხა და მე შემომხედა. ასე ვწერდით ერთმანეთს სანამ მე და დემექსა მისი გოგოს სანახავად არ წავედით. კაფეში მივედით, ფანჯარასთან დავსხედით, ვემზადებოდი "შეყვარებულის" როლის შესასრულებლად. დემემ ხელი გადამხვია, ფეხზე ხელი დავადე და მოვემზადეთ, ვსაუბრობდით და ვიცინოდით ის გოგო, რომ მოვიდა. დემე არც კი წამომდგარა ისე მიესალმა, უხეში ესეც რა იდიოტი ყოფილა, რამის ღირსია ეხლა ეს? -ქეთი გაიცანი ეს ნინია, ჩემი შეყვარებული._მე მის რეაქციებს ვაკვირდებოდი, ხელები აუკანკალდა და თვალები აუცრემლიანდა, ვაიმე საწყალი გოგო რა დღეში ვაგდებთ, ჩემ თავზე გავბრაზდი. ისეთი ლამაზი ზღვისფერი თვალები, ჟღალი თმა, პატარა ცხვირი და ჭორფლები აქვს. -სასიამოვნოა._ხელი გავუწოდე, მანაც შემომაგება თავისი და ნაძალადევად გამიღიმა. ვსაუბრობდით, მე ქეთის ვუყურებდი და დემეს თვალს არ აშორებდა. რა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ უყვარდა ჩემი დემექსა. -იცი ქეთი, მინდა, რომ ჩემთან დაგპატიჟო, ჩემ მეგობრებს გაგაცნობ. -კარგია._სიხარულის ტაში შემოკრა, ამ დროს დემეს სახე უნდა გენახათ, ძლივს იკავებდა თავს, რომ საყვარელ ქალს არ მივარდნოდა და მთელი ძალით არ ჩაეკრა გულში. მე ამ ორის საქციელზე მეცინებოდა. როგორც იქნა დავიშალეთ, მე გოგოებთან წასვლა მოვიმიზეზე და დემე გავუშვი ქეთისთან ერთად. ქუჩაში მივსეირნობდი, სიცივისგან ლოყები გამეყინა და ამიწითლდა, ტროტუართან მანქანა გაჩერდა, ვიღაც გადმოვიდა და ჩემი სახელი დაიძახა. მაშინვე ვიცანი ჩემი მეფე და მისკენ მივბრუნდი, საყვარლად გამიღიმა და ხელები გაშალა, გარეთ, რომ არ ვყოფილიყავით ზედ შევაფრინდებოდი, ნელა დავიძარი მისკენ, ლოყაზე ვაკოცე და ყურთან ვუჩურჩულე: -ეგ ცოტა მერე იყოს._გაეცინა და შეუმჩნევლად მაკოცა ყელზე, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. წელზე ხელი ნაზად მომადო და მანქანისკენ მიბიძგა, მეც მივყევი მის ხელს და მანქანაში ჩავჯექი. საჭესთან დაიკავა ადგილი და წავედით. -სად მივდივართ?_ღიმილით შევხედე და ხელი ხელზე დავადე, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად შეახო ბაგეები. -გავისეირნოთ ცოტა._გამიღიმა და ისევ მაკოცა ხელზე. მთაწმინდაზე ავედით, ვისეირნეთ, შემდეგ კი ბარში დავსხედით. ორივემ ყავა შევუკვეთეთ, ერთი და იგივე რაოდენობის შაქარი ჩავყარეთ და ამაზე გამეცინა. -რა გაცინებს დედოფალო? -ერთი და იგივე რაოდენობის შაქარი ჩავყარეთ._მასაც გაეცინა. -ვისი სანტა ხარ?_შემომხედა და თვალი ჩამიკრა. -არ გეტყვი._ენა გამოვუყავი და გავუცინე. -მაშინ არც მე გეტყვი._გამაჯავრა სიცილი ამიტყდა მის საქციელზე მაგრამ ინტერესით ვკვდებოდი. -ჩემი ბედი, რომ ვიცი შენ იქნები._გაოცებულმა შემომხედა, მგონი მართლა გავარტყი. ის თუ მართლა ჩემი სეკრეტ სანტაა კარგია. -და იქნებ მართლა მე ვარ?_ეშმაკურად გამიცინა. -ძალიან კარგი თუ შენ ხარ. -შენ ვისი სანტა ხარ, მითხარი რაა._ტუჩები გაბუსხა და საწყალი თვალები შემომანათა. გამეცინა, მისკენ გადავიხარე და ლოყაზე მივეფერე. თვალები დახუჭა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ხელის გულზე მაკოცა. ასე ვსაუბრობდით როდესაც დამიანეს ქერა მდივანი გამოჩნდა, დამიანეს გვერდით მიუჯდა და მოგვესალმა. როგორ მინდოდა იქვე გამეპუტა ეს გოგო, დამიანეს მხარზე ეფერებოდა, ისიც მშვიდად იჯდა და უცინოდა. მის საქციელზე მეშლებოდა ნერვები და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ იქვე არ მიმეხრჩო. ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდი მაგრამ ნერვები ისე მითამაშებდა არ ვიცი, ჩემი კონტროლის უნარი, რომ არა მართლა რამეს მოვახდენდი. საბას მივწერე: -ჩემო გადამრჩენელო გთხოვ დამეხმარე. -რა ხდება? -დამირეკე და მითხარი, რომ წამოვიდე._ამ მიმოწერაზე სიცილი ამივარდა, მართლა სასაცილო არ იყო ეს ნერვების ბრალი იყო. რამდენიმე წამში დამირეკა. -გისმენ საბუ._ამ სახელის გაგონებისას მაშინვე ჩემზე გადმოერთო ვაჟბატონი. -აბა მიდი ჩემო გოგო აიღე ჩანთა და წამოდი._სიცილით მითხრა. -კარგი წამოვალ. -ჩემთან ამოდი. -კარგი ჩემო ბიჭო მოვდივარ._ყურმილი დავკიდე და იმ ორს მივუბრუნდი. -მე უნდა წავიდე, საქმე მაქვს._ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე. -წაგიყვან._მითხრა და ფეხზე წამოდგომა დააპირა მაგრამ გავაჩერე. -არ მინდა მადლობა, საბასთან უნდა ავიდე._თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, გაბრაზდა, რაში მაინტერესებს? ჩემ თავს ვკითხე და სიცილით დავტოვე იქაურობა. ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლს საბას მისამართი ვუკარნახე, როგორ მინდოდა მეტირა მაგრამ თავს როგორღაც ვიკავებდი. როგორც იქნა მივედი დანიშნულების ადგილას, ტაქსიდან გადმოვედი და სუპერმარკეტში შევედი, ლუდი და მისაყოლებელი ვიყიდე, ახლა მხოლოდ ეს თუ გამომიყვანდა მდგომარეობიდან. საბასთან ავედი და კარზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წამში გაიღო და წელს ზემოთ შიშველი ბიჭი გამოჩნდა, ეს საბა ნამდვილად არ იყო. -მე საბასთან მოვედი. -მოდი ნინი._სხვა ოთახიდან გავიგე საბას ხმა და შიგნით შევედი, იმ ბიჭმა კარი მიხურა და უკან მომყვა. ჩავეხუტე და გვერდით მივუჯექი. -აბა რა გჭირს?_მკითხა და თავზე მაკოცა. -მოდი თან დავლიოთ და თან მოგიყვაები. -კარგი ჩემო გოგო. ეს შაკოა ჩემი ძმაკაცი, შაკო ეს ნინია ჩემი მეგობარი და თანამშრომელი._ერთმანეთი გაგვაცნო. შაკომ ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე და გავუღიმე. საბამ ჭიქები მოიტანა, ჩავუსხედით ჩვენ სამნი, ჯერ კარგად დავთვერით ვიღას ახსოვდა ჭრილობა, ნაკერები და დამიანე თავის ქერა ნაშასთან ერთად. შაკუნია კარგი ტიპი აღმოჩნდა, მთელი დღე სიცილში გავატარეთ, რამდენიმე გამოტოვებული ზარი ვნახე დამიანესგან მაგრამ მაინტერესებს? აი ახლა სულაც არ მაინტერესებს. ავთოს მივწერე, რომ აკოსთან ვრჩებოდი, შემდეგ კი აკოს, რომ ჩემს წასაყვანად მოსულიყო და მისამართიც მივაყოლე. ტელეფონი გავთიშე და მშვიდად დაველოდე აკოს მოსვლას. აკო, რომ მოვიდა კარი საბამ გაუღო, ისეთი სახე მიიღო, რომ დამინახა თითქოს რაღაც საშინელებას უყურებდა. ჩემი სახე, რომ წარმოვიდგინე სიცილი ამიტყდა. -რა გაცინებს გოგო?_გაბრაზებულმა მითხრა. -ჩემი სახე წარმოვიდგინე და._სიცილით ვუთხარი, შაკო და საბაც ამყვნენ და სამ ხმაში ვიცინოდით. ბიჭებს დავემშვიდობე, აკომ ხელი მომხვია და მისი დახმარებით მივაღწიე მანქანამდე, ღვედი შემიკრა და საჭესთან დაჯდა. ფეხები სავარძელზე მოვიკეცე და კარგად მოვთავსდი, მინა ოდნავ ჩავწიე, ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სასმელისგან გახურებულ სახეზე. აკოსთან მივედით, ხელში ამიყვანა და სახლში შევედით, დივანზე ჩამომსვა და გვერდით მომიჯდა. -ვინ გაგაბრაზა მითხარი._თვალებ ანთებულმა მკითხა. გავუღიმე და ჩავეხუტე. -არავინ ხო იცი როცა ვიღაც უაზროდ გიყვარდება სულ ასეა._ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. -ჩემო გოგო._მაგრად ჩამეხუტა, თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა. ჩავიძირე ამ ფერებაში და გავითიშე. *** ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით, მიყვარხართ ყველა <3 ეს ახალი თავი, ვიცი პატარაა მაგრამ დიდხანს არ დადებას პატარა თავის დადება ვარჩიე. იმედია მოგეწონებათ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.