შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 3)


14-03-2017, 23:00
ავტორი japara
ნანახია 1 987

- ხომ კარგად იქნება? - ნიკუშას ამ კითხვის შეეშინდა და გამომხედა. ეს გამოხედვა გულს მიკლავდა. - სუპერ-გმირს ბევრი ადამიანი ჰყავს გადასარჩენი და ავად ყოფნისთვის არ სცალია. - ავუხსენი ექიმებს. პრინცს გავხედე. - ასე არაა? - ღმერთო, როგორ მინდოდა ხელში ამეყვანა და გულში ჩამეკრა, მაგრამ ექიმი სინჯავდა და… ჩემი პატარა. ექიმი, როგორც იქნა მორჩა რაღაცეების წერას. მეორეს ჩუმად უთხრა რაღაც და ჩანთა გახსეს. ნევსი და კაფსულები ამოიღეს. ნემსი გაამზადეს. პატარამ შეშინებული თვალებით გამომხედა.
- მემე ნემსი უნდა გამიკეთონ? - ხელზე ხელი მომიჭირა. მე სახე დავასერიოზულე. დაცინვად, რომ არ მიეღო.
- გახსოვს, როცა ალერგიას გაძლევს ხოლმე, ზოგჯერ ნემსებს გიკეთებენ.
- მართლა? - ღიმილით ჩაერთო ექიმი, ბავშვის გასამხნევებლად. პატარა ადამიანის გასამხნევებლად.
- ხო. იცით როგორ კაცურად ხვდება? ერთხელაც კი არ უტირია! - “გაოცებულმა” ვუთხარი ექიმს. არადა საწყალს სულ ეტირება ხოლმე, მაგრამ სულ იმას ვეძახი სუპერ-გმირი ხარ-თქო და ამიტომ თავს ტირილის საშუალებას არ აძლევს, მერე ამაყად დაბაჯბაჯეს და გაიძახის გმირი ვარო.
- რომ დავინახე, ეგრევე მივხვდი რა კაციც იყო. - სპირტი წაუსვეს და ნემსი ნელა გაუკეთეს. მე ნემსის არ მეშინია, სისხლის ანალიზზეც სულ ნემსით ვაღებინებ, თითიდან კი არა, არ ვიცი რატომ, სულ დაკვირვებით ვაშტერდები, როგორ შედის ვენაში ნემსი… მაგრამ, როცა ჩემ კაცუნას უკეთებენ, თველები მეხუჭება, ნიკუშა კი არა - მე ვარ ხოლმე ტირილის პირზე. მთლად ეგრეც არაა, მაგრამ თითქოს მე მტკივა და არა ნიკოლოზს. პატარა გასწორდა და ამაყი ღიმილით ამომხედა.
- მემე, სულაც არ მტკენია! - ღიმილით მითხრა. არადა უცხოც მიხვდებოდა, ეს სიმწრის ღიმილი იყო და მეტი არაფერი. აწითლებული სახე უნათებდა, მაგრამ მაინც ამაყად იწვა.
- გმირებს ყველაფერი რ ეტკინოთ, ალბათ ვეღარც გადარჩებიან. არა ნიკუშ?
- ხო. მემე სად იყავი ამდენი ხანი?
- მოგიყვები მერე. ჯერ სტუმრებს მივხედოთ. - ექიმებს გავხედე, რომლებიც ალაგებდნენ. - რამე ხომ არ გნებავთ? - წამოვხტი. - ვიცი არ გცალიათ, მაგრამ ორ წუთსაც არ წაიღებს, ყავა, ჩაი…
- არა, საყვარელო მადლობა. -ღიმილით მითხრა ქალმა.
- მაგრამ ერთი ჭიქა ცივი წყალი კარგი იქნებოდა. - კაცი ექიმი.
- მინერალური თუ უბრალო?
- მანებივრებ გოგონა. მინერალური, თუ არ შეწუხდები.
- რას ბრძანებთ. - წამოვხტი და მაცივრიდან მინერალური წყალი გამოვიტანე. ჭიქაშიც ჩავასხი და ბოთლიც გამოვიტანე.
- გამოძახებაა… თუ მორჩით ჩამოდით. მალე!- კაცის რაცია აყვირდა. წყალი დავდე.
- ბოთლით წაიღეთ, გზაში მაინც დალევთ.
- მადლობა, შვილო. - გამიღიმა კაცმა და ბოთლი წაიღო. ქალი მომიბრუნდა.
- შენ უნდა გითხრა თუ… - რუსკას გახედა. მე გვერდით უპასუხოდ გავყევი. - არაფერია ისეთი, უბრალო გაცივებაა. ძლიერი სიცხის დამწევი გავუკეთეთ. მაღაზიაში “პარაცეტამოლი” იყიდე და დილით თუ 38 ან უფრო მაღალი ჰქონდა, ნახევარი დაალევინე. 24 საათში ერთ მთლიან აბზე მეტს ნუ მისცემ. სანერვიულო არაფერია. ახლა კი სრულწლოვანის ხელმოწერა მჭირდება და…
- რუსკა! - რუსკა მოვარდა და ხელი მოაწერა. ექიმები გავისტუმრეთ. - რუ… პარაცეტამოლი იყიდე ერთი ფირფიტა რა…
- შენ, რო ჩახვიდე არა? - ჯიბრიანად მითხრა, ვირი.
- წარმოდგენაც არ გაქ რა გადავიტანე სანამ ამოვიდოდი! სასწრაფოს რომ გამოუძახე მე არ უნდა დამირეკო? არც იყო საჭირო… უკვე მქონდა წამალი! მამამ მოიტანა. და ჩადი და ამოიტანე ახლა.
- მერე ფული? მე უნდა ვიყიდო?
- ჯერ ეს ერთი, ლარი ღირს ერთი ფირფიტა მარტო და რა მოხდა მერე? მეორეც ეგ არც მითხოვია, სამზარეულოშია ფული, თავის ადგილზე. - რუსკა გაბრაზებული ნაბიჯებით გაბრაგუნდა. 22 წლისაა და მგონი არც გაზრდილა. ნიკუშა წამოჯდა და ჩამეხუტა.
- დედა სად არის?
- მუშაობს პატარავ.
- ისევ?
- აბა, რა გგონია? ეს სათამაშოები, “იქს-ბოქსი”, ტელეფონი, ყველაფერი საიდან მოდის?
- მამაც ხომ მუშაობს? - ღმერთო! მეც არ ვიცი ამდენის პასუხი. მამაჩემი მოსამართლეა და სიმართლე გითხრათ, მისი ხელფასი ყელამდეც ამოგვდის. მამას ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ რაც მოსამართლე გახდა, აღარ აქვს. კანონით არ შეიძლება თუ რაღაც და ის ბიზნესი ჩემს დას გადაუფორმა, პრაქტიკულად კი მაინც მამა მართავს. ის სამართლიანი ადამიანია და ამიტომ ყურადღებას არ აქცევენ ამ ფაქტს. მიუხედავად ამისა მაინც ხშირად აკონტროლებენ კომპანიას. ტურისტული კომპანია აქვს, რომლის სახელი არ მახსოვს.
- კი, მუშაობს, მაგრამ დედას უყვარს, როცა თავისი შრომით მოპოვებულ ფულს გვჩუქნის. გაიგე?
- ანუ ვუყვარვარ და მაგიტომ მუშაობს?
- სულ მაგას არ გეუბნები? დამიჯერე, მას ჩვენზე მეტად არავინ უყვარს. მით უმეტეს შენზე მეტად. - ნიკუშა მომეკრო და ლოყაზე მაკოცა.
- ხომ მეუბნები ხოლმე ჭკვიანი ხარო? - თავი დავუქნიე და მის შემდეგ თეორიას დაველოდე. - მე ვხვდები, რომ შენ უფრო გიყვარვარ ვიდრე დედას. - ხმა ვერ ამოვიღე. ენა ჩამივარდა. რომ ვუთხრა არათქო, არ ეგონოს, რომ მე არ მიყვარს. ეს ბავშვი გამანადგურებს! ან მე გავანადგურებ დედაჩემს!. - შენ ყველაზე მეტად გიყვარვარ! ანუ შენ სხვა არავინ გიყვარს ჩემსავით. ეგრე არ ამბობ ხოლმე?
- კი, მაგრამ დედის სიყვარული სულ სხვაა პატარავ. დედას სხვანაირად უყვარს. მშობელი სხვაა. აი შენ რომ გეყოლება ცოლი და შვილები, გაიგებ!
- მეც ბევრს ვიმუშავებ, მაგრამ სახლიდან, რომ ჩემმა შვლებმა არ მოიწყინონ. - სიჩუმე. უკვე კალთაში მეჯდა, პლედ მიფარებული. მივაწვინე.
- საპირფარეშოში რომ შევიდე, ხომ არ მოიწყენ? - არაო თავი გააქნია. სინათლის სხივის სიჩქარით გამოვიცვალე. სპორტულად ჩავიცვი და ხელ-პირი დავიბანე. ნიკუშა რომ არ იყოს დიდი ხანი არ გამოვიცვლიდი, მაგრამ თავს იმისთვისაც კი ვადანაშაულებ, ავტობუსიანი ტანსაცმლით რო ჩავეხუტე. ოთახში რომ დავბრუნდი პატარას ჩასძინებოდა. მის ოთახში შევიყვანე და ფრთხილად გამოვიცვალე. არც კი შეღვიძებია. როცა გრილ საწოლში ჩავაწვინე შეკრთა და შეეღვიძასავით.
- მემე მინდა. - ამოიდუდღუნდა და თვალები გაახილა.
- აქ ვარ პატარავ.
- მომიწექი რა. - ჩაიჩოჩა და გვერდით ხელი დაიტყაპუნა. ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია, ოთახში მარტო წოლას. მხოლოდ ერთი წელია, რაც მარტოს ძინავს. ოთახი დაიბადა თუ არა მამამ სათანადოდ მოაწყო. მაგრამ მე მეწვა გვერდით. სულ… პირველი წელი დედას. კვების გამო. მერე მემეს დაძახება ისწავლა და ვეღარც მწყვეტდნენ. მივუწექი. თავი მხარზე დამადო და ჩათვლიმა. - მიმღერებ? - პატარაობიდან უყვარდა ერთიდაიგივე მელოდია. მეც დავიწყე.
- “ციდან გამოვიქეცი,
შენთან გამოვიქეცი,
ვერ მიცანი კარგო? კაპ, კაპ, კაპ,
წვიმად გადავიქეცი.” - ერთი სტროფი დავამთავრე, დავხედე და უკვე გათიშულს ეძინა. ისეთი სასაცილო იყო, სურდოს გამო ცხვირი გაწითლებოდა, სიცხის გამო კი-ლოყები. თოვლის გუნდასავით თეთრი. ამ მულტფილმის (წვიმად გადავიქეცი) მთავარ გმირ გუნდას გავდა. წამოდგომა დავაპირე თუ არა ხელი ჩამავლო. მეც დავრჩი. უკანა ჯიბეში ტელეფონი მედო. ხმა მაშინვე გამოვრთე სახლში რომ შემოვედი. ძილის დროს გავიგე დედას ქუსლების პაკუნი და ის, მამა რომ შემოვიდა ოთახში და ორივეს შუბლზე გვაკოცა. მითხრა გადაწექიო, მაგრამ მე ძილი შევიბრუნე. სადღაც ორ საათზე ტელეფონის ვიბრციამ შემაღვიძა. ფხზელი ძილი მაქვს (ესეც ნიკუშას წყალობით). უცებ ავიღე. უცხო ნომერი იყო.
- გაგაღვიძე? - ხმამ გამომაფხიზლა. ალე იყო რაღა თქმა უნდა. რაღაცნაირი ხმა ჰქონდა. ჰქონდა რა, აქვს. ხრიწიანი კი არა, დუდღუნა და სუფთა. დამამშვიდებელი.
- არა, მოიცა. - ოთახიდან ჩუმად გავედი. ყველას ეძინა. ჩემ ოთახში შევედი და შუქი ავანთე. მე და ნიკუშა ერთ კედელს ვიყოფდით და მისი კარი, ჩემსაზე იყო მობჯენილი. კარი ღია დავტოვე, რომ პატარას ხმა გამეგო, თუ გაიღვიძებდა.
- როგორ არა, გაგაღვიძე. კარგი დაიძინე…
- რაღა მნიშვნელობა აქვს? უკვე გამაღვიძე. თან ფხიზლად ვარ.
- პატარა როგორაა?
- კარგად.
- და შენ?
- სიცხე მე კი არ მქონია.
- სიცხე არა, მაგრამ ისე ინერვიულე, ცეცხლი რო არ წაგეკიდა მიკვირს. როგორ ხარ-თქო? - მართლა ანერვიულებული მეკითხებოდა. გამეღიმა. მესიამოვნა, რომ ვიღაცამ მომიკითხა. ახლა რომ მხედავდეს გავიღიმებოდი?
- კარგად ვარ. ნუ კარგად რა, ჯერ კიდე ვერ დავმშვიდდი, არადა ბავშვი კარგადაა.
- რა გჭირს?
- დარწმუნებული ხარ, რო გინდა ჩემი ოჯახის დაუსრულებელი დრამა მოგახვიო თავს?
- რა გჭირს-თქო რო გეკითხები, პასუხი მინდა შეშინება კი არა. ამოშაქრე ჯიუტო კატა. - გამეცინა და იმისი ფხუკუნის ხმაც გავიგე.
- რა და… მშობლები რომ მოვიდნენ, დედას არც კი შემოუხედავს. მამა კიდე მოვიდა, შუბლზე გვაკოცა და პლედიც კი დამაფარა.
- პატარასთან გძინავს?
- წესით არა, ახლა გამოვედი. ჩამეძინა რომ ვუმღეროდი. - წამომცდა.
- უმღეროდი?
- ხო. რა იყო? - დაბღვერით ვკითხე.
- მე მიმღერებ?
- არა.
- კი.
- არც იოცნებო. დაიძინე ახლა, კინოს უნდა ვუყურო.
- მეც მინდა კინოს ყურება. - ბევრი ხვეწნის მერე სრული სისულელე გამაკეთებინა. კინო ერთდროულად ჩავრთეთ, თან ვლაპარაკობდით. კანადურ ფილმს “ოთახს” ვუყურეთ. კინოს მერე პატარას შევუარე, არ გამითიშია. ფეხი გადმოყოფილი ჰქონდა საბნიდან. სხვა შემთხვევაში დავუტოვებდი, მაგრამ ახლა სიცხე აქვს. გავასწორე, უკან საბანი კარგად დავაფარე და კარი გამოვიხურე. - ჩემზეც ასე იზრუნვებ ხოლმე?
- უაზრო, რომანტიკული კითხვების გარეშე არ შეიძლება? - მერე მეც დავწექი და უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა. ალეს ძალიან დიდ ხნიანი წუწუნის შემდეგ, როდესაც მე, თვით მე, ჯიუტ და ენაკვიმატ მედეა გოგოლიძეს, შეწინააღმდეგება აღარ შემეძლო დავნებდი და ნიკუშას სიმღერა დავიწყე. სტროფის დამთავრების მერე, სიმღერა დუდრუნში გადავიდა და გავითიშე. მეორე დღეს რუსკა თავის “დაქალთან” რჩებოდა. ასე ამბობს სახლში, სინამდვილეში მის “დაქალს” ლუკა ჰქვია და მასზე სამი წლით დიდი, წარმატებული იურისტია მამას კომპანიაში. ხოდა გოგოებს დავურეკე, ნიკუშას რომ რამე დაჭირვებოდა, აფთიაქში ან მაღაზიაში ვერ ჩავიდოდი მარტო თუ ვიქნებოდითთ. ქეთო და ჩემი ორი დაქალი, მარიამი (მარო) და ანი მოვიდნენ. ანი არის დედამიწის ზურგზე ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი (თუ წესებს არ გადაუხვევთ მასთან, მერე მტრისას), სკოლაში სწავლობს იმას რაც ჭირდება და სხვა საგნებსაც ასე თუ ისე. მიზანდასახული, ჭკვიანი, წიგნებზე შეყვარებული ფან-გოგო. მარო მეორე მეა. სკეპტიკოსი, არარომანტიკული, რეალისტი, დუდღუნა, ბუზღუნა (მარტო ერთმანეთთან ვბუზღუნებთ, მაგრამ ჩემი უაზრო ხასიათის გამო, ბოლომდე მასთანაც ვერ ვბუზღუნებ). ამ ოთხეულიდან ყველაზე კარგად მე ვსწავლობ, არადა ყველაზე ცოტა ხანს ვმეცადინეობ და ყველაზე მეტად მე ვარ გართობის ტიპი. მარო შედარებით ცუდად. ანი კარგად, მაგრამ ყველაფერი არ უყვარს. ქეთო კიდე ზარმაცია. მაგრამ თუ მოინდომა გადადგავს მთებს. დამავიწყდა მეთქვა. ანი და სიყვარული იმაზე უფრო შორი-შორს არიან, ვიდრე ეს ჩემს შემთხვევაშია.
ქალბატონები ამობრძანდნენ. ჩიფსებს ამოვიტანთო მთხოვეს, მაგრამ დავუშალე. აქ ჩემი და ნიკუშას “გამომცხვარი” კექსი და ხილის ნაირ-ნაირი კომპოტი დავახვედრე, რომლითან ბებო გვამარაგებს (მამაჩემის დედა. დედაჩემის დედა მაშინ გარდაიცვალა ნიკო 1-ის რომ იყო. მე მან გამზარდა). მერე ხილისგან რაღაც ვიმაიმუნე და ჯანსაღად გამოვკვებე მთელი ერთი თაობა. ამდენი რაღაც მხოლოდ იმიტომ ვაკეთე, რომ კითხვებისგან თავი რაც შეიძლება დიდხანს ამერიდებინა, თორემ მეტი არაა ჩემი მტერი ამათ ასე გადავყვე ყოველ ჯერზე, როცა აქ მოვლენ. დავსხედით თუ არა კითხვების კოკისპირულ წვიმაში მოვყევი და კინაღამ წყალდიდობაში დავიხრჩე. როცა სანდრო ბოლომდე ამოვწურეთ ქალბატონმა ქეთომ ხვეწნის მერე ენა ამოიდგა და ვეღარ გააჩერა. მას და მახოს პირველამდე ფეხით უბოდიალიათ, არადა ჩვენ ათზე დავიშალეთ. მახოს რეები არ უთქვამს. შენნაირ სილამაზეს არ შევხვედრილვარო. ლაპარაკს რომ მორჩა ქეთო მე მომადგა.
- მედიკო, მიყვარხარ მაგრამ…
- მედიკო იქნება თუ გადაგასხი მდუღარე წყალი თავზე. - პატარას საჭმელს ვუკეთებდი და ბოსტნეულს ვხარშავდი.
- ამოგაძრობ მაგ მწარე ენას. რას დაემუქრე ვახოს?
- რა ვქენი?
- მითხრა ნუ აფერისტობ. - ამ ლაპარაკებზე ნიკუშა ისე იცინოდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა უკვე. მეც ძალით ვაგრესიულობდი, რომ უფრო ეცინა. ბებომ მითხრა ერთხელ, ბავშვი კარგ ხასიათზე თუა ჯანმრთელია ესეიგი და სიცილი კიდე ყველაფრის მკურნალიაო. მეც სულ ვმასხარაობ ოღონდ ამ ჯიუტი კვატის ღიმილი დავიმსახურო.
- ენა პარპაშა ბიჭია რა… იპოვა თავისნაირი. ხო რა იყო მერე?
- არაფერი ჩემო კვატო. მიყვარხარ. - მითხრა და თბილად ჩამეხუტა ქეთო. ვის არ სიამოვნებს მათზე რომ ზრუნავენ?
უკვე საღამოს ხუთი იყო კარზე კაკუნი გავიგე. გავაღე და ჰოი! მამაჩემის დედა იყო. ნანი.
- როგორ ხარ ბებო შემოგევლოს?
- ბებუკა! - ვიკივლე და ჩავეხუტე. ხელებიდან ჩანთები გამოვართვი და ყველაფერი დავალაგე. თან სოფლის ამბებს ვიგებდი. ბებო და ბაბუ ადრე აქ, თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ დაბერდნენ და კახეთში გადაიხვეწნენ ჩვენს ვენახებთან. ვიმუშავეთ და ვისვენებთო. თან ქოთქოთებდა.
- ვის გაუგია ხუთი წლის ბავშვს, თხუთმეტი წლის თვითონ ბავშვი უვლიდეს? გამაგიჟებთ თქვენ! არ დამიბერეს პრინცესა? დედაშენი სად ბრძანდება ერთი მითხარი? ეჰ ლალი! ჩემო ლალი, კიდევ კარგი ამას ვერ ხედავ! - ხელები ცაში აღაპყრო. ლალი დედაჩემის დედა იყო.
- ჯერ ერთი, ნიკუშა ექვსისაა, მე - თექვსმეტის. მეორე მე კაი ხანი არ დავბერდები და ბოლოს დედაჩემი მუშაობს.
- ეს ხო სიტყვას არ შეგარჩენს! ჩემი ჭკვიანი გოგო! ახლა მე მომისმინე. სულ ოცის რო იყო, არ შეიძლება, ბავშვს თავისი დედა უნდა უვლ… - მივვარდი და ყურში ჩავჩურჩულე.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, ნიკუშსთან ეგრე ნუ ამბობ! არც მე ვამართლებ “დედაჩემს”, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, მაგრამ რა ვქნა? ნიკუშამ დააშავა რამე? გეხვეწები ბები ნუ ამბობ დედაზე ცუდს. შეაქე პირიქით, თორემ ნიკუშას არ ეყვარება და რომ დაბერდება ვინ მოუვლის? საბოლოოდ გაანადგურებს ნიკუშას ზიზღი. რაც მე დავაკელი ნიკუშა აუნაზღაურებს. - მოვშორდი. კიდევ კარგი, ნიკუშას გართობა გოგოებმა დაიწყეს. ბებომ გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა.
- დამიბერეს ჩემი მეფის ასული.
- დაგიბერეს არა ის! რას არ იტყვი ხოლმე!
- ხო! ზუსტადაც. - სამზარეულოში გავედით. - მეფის ასული კი არა, დედოფალი ხარ უკვე! ვაი! აქ ვინები ყოფილან! ჩემო ლამაზებო.
- ნანი ბებო! - ყველა ერთად წამოხტა და ჩამიკოცნეს ბებო. - გავალთ ჩვენ. გოგოები გაიკრფნენ. ნიკუშა ბებოს მთელი ძალით აეკრო მერე კი ისიც გოგოებთან გავუშვი. ჩანთები გავხსენი და ბანკები ამოვაწყე.
- ბებუკა! არ დაგავიწყდა! - ჩანთიდან მალინის მურაბა ამოვიღე. - მადლობა ბე! როგორ მიყვარხარ?! - ვაკოცე. არა მალინის მურაბა კი მიყვარს, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა. წყალი ავადუღე, ჭიქასი ცოტა მურაბა ჩავასხი და მდუღარე წყალში გავხსენი. მალინის ჩაის მაშინ მასმევდნენ ბებუკები ავად რომ ვხდებოდი. სიცხის დამწევი და არანაირი მსგავსი წამალი არ მიმიღია, არასდროს! ასეთი რაღაცეებით მარჩენდნენ სულ! ხოდა მეც მინდა ჩემ კაცუნას იმუნიტეტი ჰქონდეს ძლიერი.
- რა გოგო გაზარდა ლალიმ! როგორ ვნანობ აქ რომ არ ვიყავი.
- ლალიმ კი არა, ნანიმ და ლალიმ. - ჩაი პატარას გავუტანე. - პაწუ ეს ისაა მე და შენ რომ გვიყვარს. - ნიკუშა ხარბად დაწვდა ჭიქას, მაგრამ დავადებინე. - ცხელია ბიჭო! ვინ მოგსდევს?
- ნუ ქოთქოთებ თორე მე დამემსგავსები. - გამომძახა ბებუკამ. როგორ მიყვარს ეს ფუმფულა არსება. მსუქანი არ არის, ფუმფულაა და არც დაბალია. ნანი გამხდარი და მაღალი იყო, ასაკში ორივე დადაბლდა. ყოველთვის მოწესრიგებულები, სუფთად ჩაცმულები. თმა სულ ისე ჰქონდათ, ერთი ღერიც არ იყო უადგილოდ. სამზარეულოში გამოვედი.
- დედოფალი ხარ-თქო კი ვამბობ, მარა… მეფე არა გყავს ბებო?
- წეღან თხუთმეტი წლის ლაწირაკი ვიყავი და ახლა კიდე…
- რა მოხდა მერე, შეყვარებული ვის არ ყოლია? კაია ამ დროს კაი. ეგ ყველამ უნდა გაიგოს! პირველი სიყვარული... ეჰ… - ამოიხვნეშა. - ვინმეს მაინც თუ მოწონხარ უჟმურო?
- ბებო!
- რას მაჩუმებ? არ გამაგიჟეს?
- ჯო დაამატე და ნამდვილი კახელი ხარ. - ოთახში მარო შემოვარდა. წყალი დალია. - შენ მაინც მითხარი, ვინმეს მაინც თუ მოწონს ეს გიჟი!
- დედოფალი… - ჩავუსწორე და თავი ამაყად ავწიე.
- რას ქვია? იმათ კი მოწონს მარა… ან თქმას ვერ ბედავენ და ან უიმედოდ დუდღუნებენ.
- ისეთი ვინმე არის?
- ნუ… არის ერთი. - თვალები გადავატრიალე. - რა იყო არა? - ნუ… ამათთვის არ მითქვამს მთელი ღამე რომ ველაპარაკებოდი და არც ის როგორ დავშორდით გუშინ. მშრალად მოვუყევი ყველაფერი. ისე თითქოს არც იმას მოვწონვარ არც მე, მაგრამ მე უკვე მიცნობენ და აბა რას გამოაპარებ. - გუშინ რაგბზე გაუცნია. და სახლამდეც მოაცილა. კაი ბიჭია.
- არ უნდა მითხრა ბებო?
- მერე მოგიყვები ბე. - მარო გავიდა. ნახევარ საათში გოგოები წავიდნენ. ნიკუშას ეძინებოდა. მაგრამ ჯერ ექვსი იყო. ახლა თუ დაიძინებს ღამე გაეღვიძება. მეც ტელევიზორს ბოლომდე ავუწიე. ხან ვუცეკვე, ხან “იქს-ბოქსზე” ვეთამაშე. ამან გამოაფხიზლა. “მორტალ-კომბატს” ვთამაშობდით და ემოციებმა იმოქმედა. ბებო მომიჯდა და ენა ამომადგმევინა. მეც ყველაფერი მოვუყევი ალეზე. ისინიც, გოგოებისთვის რომ არ მითქვამს. ბოლოს მითხრა კაი გოგო ხარო. ჭკვიანი ხარ და იცოდე შენ თავზე წინ ნურავის დააყენებ თორემ გადაგივლიან ანგელოზებიც რომ იყვნენო. ეს ბავშვობიდან ჩამაქსოვეს. მეც ისე ვიქცევი ვითომ ეგეთი ვარ. სინამდვილეში? ოღონთ ვინმეს სახეზე დაღონება დავინახო მართლა ზედ გადავყვები. მსიამოვნებს ადამიანებზე ზრუნვა. მერე თავს დამნაშავედ აღარ ვგრძნობ ცუდს რომ გავაკეთებ რამეს.
რვა საათზე თორნიკე მირეკავს.
- ქალბატონი მედიკო მინდოდა.
- რა მედიკო აგიტყდათ ყველა! მეკო ან მედეა. რაც გინდა, ოღონდ ეგ არა.
- კაი კაი. შენ ეზოში ვართ და ჩამოდი.
- ვერ ჩამოვალ. ბავშვია ავად.
- ქალო! - მიკივლა ბებომ და თორნიკეს მხიარული ხმა გავიგე.
- ნანი ბებო ჩამოვიდა? აბა როგორ არ უნდა ვნახოთ? ბიჭებო! ნანი ბებოა! ავდივართ.
- რას ქვია? აქ ჩამოვედი რო დაისვენო! ჩაეთრიე და გაერთე! არ დავინახო ბავშვი მყავს ავად-ები! - მიბღვეროდა და თან მიკიოდა “ბებუკა”,რომელიც მოცემულ მომენტში გველეშაპს უფრო მაგონებდა. ნიკუშამ სიცილით კინაღამ ჩაიფასა.
- ამოდიან ისინი. ნანი ბებო როგორ არ უნდა ვნახოო.
- ვინ იყვნენ?
- თორნიკემ დარეკა და გიორგის ხმა გავიგე. რა ვიცი მე. - ორ წუთში კარი ჩამოიღეს. გავაღე და მე კარიანად გვერდზე მისროლეს. ჯარი შემობრაგუნდა. არც ერთი მომსალმებია ბოლოს გარდა. სახეებს აღაც ვუყურებდი. მეხუთე ბიჭი დაიხარა და გადამკოცნა.
- ჯიუტი კატა! - ჩამჩურჩულა და ღიმილით წავიდა წინ. ამას… აქ… რა… ჯანდაბა… უნდა… მეტყვის ვინმე? ესეიგი. თორნიკე, გიორგი, ლუკა (თორნიკეს ბავშვობის ძმაკაცი) და საბა (გიორგის ბიძაშვილი). მაგრამ… ბევრი სიცილის, კოცნის და ლაპარაკის მერე ბებომ სანდრო აათვალიერა.
- ბები, შენ ვერ გცნობ. - მე ბებოს მივუჯექი. ნიკუშა კალთაში ჩამიხტა.
- ეს სანდროა, ნანი ბებო. - თორნიკე რას დაგაცდის.
- თქვენი ვინმეა ბიჭებო? - იმათ ახედა. მე ავმწვანდი. რა მეთქვა ახლა? “ბები ეს ის სანდროა მე რომ მოგიყევი.” გავიფიქრე და გამეღიმა. ჩემ ღიმილზე სანდროსაც გაეღიმა და სახე უცებ დავისერიოზულე. სულელი ვარ.
- სანდრო კი არა ალე ქვია მაგას. - უაზროდ ვთქვი, იქნებ ასე მაინც მიხვდეს ბებო. გადმომხედა და სახე გაუცისკროვნდა.
- ალე? ალე რა სახელია?- ოხ, ბებო ბებო. ეს კითხვა ალეს კი არა, მე დამისვა.
- მეც მაგას ვეუბნები თქვენს შვილიშვილს. - ცაში ავიხედე.
- ღმერთო რა დავაშავე? - ნიკუშამ ყურში “ჩამჩურჩულა”. ეს ისაა ქეთო რო გეუბნებოდა რაღაცეებსო? ისე ხმამაღლა “ჩამჩურჩულა” გვერდზე ოთახშიც გაიგებდი. ამის თქმა, სანდროს სახის განათება და ბიჭების ხარხარის დაწყება ერთი იყო. ნიკუშა გაბრაზდა. ეგონა მაგას დასცინოდნენ. ბავშვია. - ნუ ბრაზდები, მე დამცინიან.
- რატომ?
- იმიტომ.
- შენ რატომ დაგცინიან, შენ ხომ თქვი არ მომწონს ეგ თქვენი სანდროო? - ეს გოგოებს ვუთხარი. დენი წავიდა! აა, არა… უბრალოდ სანდროს სახის ნათება “გამოირთო”. ბიჭებს მეტი რა უნდოდათ, კიდევ ხარხარი დაიწყეს.
- ვის უთხრა ეგ? - არავის დააცალა ბებომ ლაპარაკი.
- ქეთოს, მაროს და ანანოს. - ბებოს ჩაეცინა. არაფერი თქვა ბები, გთხოვ!
- მაგათ სულ ატყუებს! ჩემთვის კი ეგრე არ უთქვამს! სულ სხვანაირად ჟღურტ…
- სხვათაშორის აქ ვზივარ მეც!- წამოვიყვირე და ნიკუშა დავსვი. შუქი ისევ მოვიდა. - ხელს ხო არ გიშლით?
- კი ქალო, გადი! - დამიჯუჯღუნა თორნიკემ.
- ქალო არა, ძაღლო. გადი და იქით იყეფე. - “იხუმრა” გიორგიმ. მე ვითომ დავამთქნარე. და მერე გიორგის გავხედე.
- აა, იხუმრე? უჰუჰჰუუ - პირზე ხელაფარებულმა “გავიცინე”. სანდრო თვითკმაყოფილი იყურებოდა აქეთ-იქით.
- შედი ბები და გამოიცვალე. სადღაც მიდიოდით.
- ხო, ნანი ბებო. თქვენ ძაღლს გავასეირნებთ და ასე, თერთმეტისკენ დაგიბრუნებთ. - გაუღიმა.
- როგორც გინდა ბები. მე გენდობით თქვენ. -ოთახის კართან ნიკუშა წამომეწია და დამიძახა.
- მემე! ხო არ გამიბრაზდი? იქ რო რაღაცეები ვთქვი. - აცრემლებული ხმით მკითხა. ხელი ვტაცე და ავიყვანე.
- არა ჩემო გმირუკა! რამ გაფიქრებინა?
- რო იყვირე აქ ვარო.
- შეგაშინე? ცუდი გოგო ვარ მე. მე შენ როგორ გაგიბრაზდები? - მაკოცა და ღიმილით უკან დაბრუნდა. ოთახში შევედი და კარი ვერ დავხურე. რაღაც მოყვა… ალეს ხელი. შემოვიდა და კარი მიიხურა.
- მე გამიბრაზდი?
- კი!
- რაზე?
- აბა რა ცირკი გამიმართეთ? ან აქ რა გინდა საერთოდ? მაგ ძაღლებთან.
- ისმის მეკო! - გიორგის ხმამ კედლები დაანგრია.
- ყურები არ დაგძვრეს ჭორიკანა ქალო! - მეც გავძახე.
- ნორმალურად არ დამელაპარაკები?
- ჩუმად თუ ილაპარაკებ კი, თორემ იმათი თავი არ მაქვს. რა ჩავიცვა? სად მივდივართ?
- კინოში. და იმათზე ნუ ინერვიულებ. ყველაფერი იციან. - ოღონდ ეს არა. ყბა ჩამომივარდა.
- რას ქვია, ყველაფერი იციან?
- დაივიწყე რა… მაგათზე ნუ იდარდებ. - მივედი და ყურში ჩავჩურჩულე:
- იცოდე, ვინმეს თუ ეტყვი, რო გიმღერე…
- თუ ვეტყვი რა? - ავწითლდი. მოვკლავ!
- რა და ამოგაცლი ენას. გაგამწარებ ალექსანდრე.
- უკვე მამწარებ. ჩაიცვი კინოში მივდივართ-თქო!
- მანდ რა მინდა?
- კინოში შეყვარებულები რას აკეთებენ? - თვალები გადავატრიალე.
- ჯერ ერთი, მე შენი შეყვარებული არ ვარ…
- მეორეც..?
- მეორე არგუმენტი ვერ მოვიფიქრე. რა გვინდა კინოში?
- კინოში ბოლოს წავალთ მე და შენ. საშინელებაზე. მანამდე ვიბოდიალებთ და ალბათ საბასთან ავალთ. - დახეული ჯინსები და მაისური გამოვიღე. მაისურს წარწერა ჰქონდა:
“-Me?
-Sarcastic?
-Never.”
- გადი და გამოვალ.- თვალები დავუბრიალე ალეს. ისიც მოვიდა ლოყაზე მაკოცა და გავიდა.
- ეგ შეუკვეთე ხო?
- მე არა, ჩემმა დამ ჩემთვის. - გამიღიმა და გავიდა.
……………………..
შემაფასეთ კომენტარებში გეხვეწუილებით...



№1 სტუმარი Guest ნინი

ძალიან კარგია

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო და ბევრიც მაცინე.მომწონს მეკო კარგად აზროვნებს და იცის სად რა უნდა გააკეთოს
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი bla.ell

Aqamde ver movaxerxe da axla wavikitxebowtie dzaan kai iyoo momewonaa sayvarlobaaa da veli shemdeg tavsheart_eyes

 


№4 სტუმარი Guest baby girl for everyone

მაგარია ველი მომდევნოს მიკაქააალ :)

 


№5  offline წევრი japara

Guest ნინი
ძალიან კარგია

Guest baby girl for everyone
მაგარია ველი მომდევნოს მიკაქააალ :)

Madloba madlobaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent