არჩევანი(თავიXII)
– XII – ბიჭებო,იმედია გიტარის წამოღება არ დაგავიწყდათ.. – არა ,რას ამბობ,ეგ როგორ დაგვავიწყდებოდა,ერთხმად უპასუხეს. – მოდი ცეცხლი ავანთოთ და ცოტა გავერთოთ-თქვა მარიმ. ასეც მოიქცნენ.დაანთეს კოცონი და შემოუსხდნენ გარშემო,თუმცა ყველა არა.კოტე ხეზე მიყუდებული იდგა და შორიდან უყურებდა მათ. – ნუკ,მოდი ვიმღეროთ რა-უთხრა კობამ. – ოო მოიცა რაა – მიდი რა ჩემი ხათრით-სთხოვა დაჩიმ. – ნუ ხო კარგი. – Roolin In The Deep-ის აკორდები გახსოვს ? – როგორ არა ?? – კაი დაიწყე მაშინ. დაიწყო თუ არა სიმღერა დაჩის თვალები გაუბრწყინდა,აღტაცება არ დაუმალავს,ახლა უფრო მეტად მოსწონდა თავისი გოგო.დათუნა ელენეს ელაპარაკებოდა მოშორებით,მაგრამ ნაცნობი ხმის გაგონებაზე შემობრუნდა და გაშეშდა.რაც შეეხება კოტეს,იდგა და თავის საქციელზე ფიქრობდა,იმაზე თუ როგორ ვერ იკავებდა თავს ნუკას სიახლოვეს,რომ არ მივარდნოდა და მთელი გრძნობით ეკოცნა,თუნდაც სხვების თვალწინ,მისი ხმის გაგონება და კოტეს თავის ჩახრა ერთი იყო,მას ჩაეცინა და ჩაილაპარაკა – აი ახლა ,ნამდვილად დაგერხა შე უბედურო. 2 წელია ამ გოგოზე ვფიქრობ ,მაგრამ სულ დაკავებულია,რამდენი ხანია მომწონს ,მაგიჟებს რომ ვუყურებ,მინდა ჩემი იყოს და სხვისი არავისი,რა სახეა აქვს ,რა ტანი ,აუუ,შარში ვარ-ფიქრობდა იგი და შუბლიდან თმას იწევდა. პერიოდულად ნუკას აპარებდა თვალს,რაც არ გამორჩენია მისთვის ყველანაირად მიუწვდომელ გოგოს. ცოტახანში ნუკას მოუნდა მშობლებთან დარეკვა,ტელეფონი არ იჭერდა, ამიტომ ცოტა შორს მოუწია წასვლა.კოტემ დაინახა და უკან გაჰყვა.ნუკა გრძნობდა რომ მის უკნ ვიღაც იყო.მიბრუნდა და შეჰკივლა,თუმცა ისე ხმამაღლა არა,ვინმეს რომ გაეგო: – შემაშინე,ასე შეიძლება გული გაუსკდეს ადამიანს – უნდა დავილაპარაკოთ რა ... – რაზე ??? რამდენადაც მახსოვს სალაპარაკო არაფერი გვაქვს .. – აი მაგაში კი ცდები. – ხოო? რაღაც არ მგონია..შენი ძმაკაცი მაინც არ იყოს ?? რა გემართება ?? – შენ გგონია ვიცი ?? შენ გგონია მე მინდა ?? – მისმინე..რაც ჩვენს შორის მოხდა ეს... – ახლა არ თქვა შეცდომა იყოო,არ იყო ,არანაირად არ იყო.ამან მიმახვედრა რა მინდა,ვისთან ერთად მინდა ყოფნა.. – რაებს ამბობ ??შენი ძმაკაცი ჩემი შეყვარებულია,დაგავიწყდა როგორ მელაპარაკებოდი და როგორ ზრუნავდი შენი ძმაკაცის რეპუტაციაზე?? – არაფერი არ დამვიწყებია,მაგრამ რა ვქნა..საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ...შენთან წვეულებაზე რომ გაგიცანი ,იქიდან მოყოლებული შენზე ვფიქრობ.ჩემი დაწერილი სურვილი რომ ამოიღე და იცეკვე,თვალს ვერ გაშორებდი,იმაზე დავფიქრდი თუ რა იღბლიანია დაჩი ...იმას ვერ მეტყვი,რომ კოცნა არ მოგეწონა,რომც მითხრა მაინც არ დავიჯერებ,ვგრძნიბდი როგორ დაგიარა ჟრუანტელმა ტანში,როგორ უნდოდა შენს გულს ,მაგრამ არა შენს გონებას.. ზუსტად ისე,როგორც ახლა ... – შენთან არ აქვს აზრი საუბარს...წავედი მე. კოტემ მოჰკიდა ხელი ,თავისკენ მოაბრუნა და მაშნდელი კოცნა გაამეორა,ნუკა წინააღმდეგობას უწევდა ,ხელი ჰკრა. – კარგი რა...ნუ უარყოფ იმას რომ ჩვენს შორის რაღაც არის.. – მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ისაა ,რომ ვერაფერი ვერ იქნება... შენი ძმაკაცი მაინც არ იყოს.. – არ ვიცი რას მიშვები,მაგრამ არ მაინტერესებს არავინ და არაფერი,ვიცი ის რომ შენთან მინდა ყოფნა,თუ საჭირო გახდა დაჩისაც დავუპირისპირდები და იმ იდიოტ დათუნას,ასეთი გოგო ხელიდან რომ გაუშვა.მაგიტომ გეკითხებოდი მასზე ,შენი ბრალია ყველაფერი...ასეთგი სექსუალური რომ არ ყოფილიყავი,არ იქნებოდა ასე. – მთვრალი ხომ არ ხარ ?? გეხვეწები მორჩი რაა... – გგონია არ ვცდილობ?? გგონია არ ვიცი ,რომ არასოდეს შემომხედავ ზედ დაჩის გამო?? – ხოდა მაშინ თუ იცი ეს,რაღატო მეუბნები ?? – არ ვიცი...მართლა არ ვიცი...მაპატიე რა..აღარ შეგაწუხებ.-თქვა ეს და იქაურობას გაეცალა.ნუკას დარეკვის სურვილიც კი დაეკარგა,ისიც წავიდა.ბუჩქებიდან რაღაც შრიალი გაისმა... დათუნა გამოვიდა და გაღიმებული გასცქეროდა თუ როგორ მიდიოდნენ გზის სხვადასხვა მხარეს ნანუკა და კოტე.შანსი მიეცა,რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოჰკლას.იგი მივიდა დაჩისთან. – აბა რას შვები როგორ ერთობი ?? – მაგრად,მადლობა რომ მკითხე-გაკვირვებული გამომეტყველებით უთხრა დაჩიმ – ისე არ ვიცოდი შენს ძმაკაცებთან ისე ახლოს თუ იყავი,ერთ გოგოსაც კი იყოფთ და სიყვარულში ეცილებით.. – რაო?? რაზე ამბობ ??? – ააა არ იცი ,რომ შენი ძმაკაცი,კოტე,შეყვარებულს გართმევს,გასაქანს არ აძლევს,ახლაც მათი საუბრის მომსწრე გავხდი...ვერაფერს იტყვი,გიმართლებს... – რა სისულელეა,ვისაც უნდა ჩემთვის შეყვარებულის წართემვა ეს შენ ხარ და სხვაზე მაგას რა ნამუსით ამბობ ... – მე გითხარი და დამიჯერებ თუ არა ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული.-უთხრა და წავიდა. დაჩიმ კი გახედა ნუკას,რომელიც ცეცხლთან იჯდა და გოგოებს ელაპარაკებოდა,ამ დროს გახედა მან და გაუღიმა,დაჩიმაც საპასუხად გაუღიმა.მოშორებით,მან დაინახა კოტე,რომელიც მარტო იჯდა და გასცქეროდა უკიდეგანო სივრცეს. – რას შვები ტო ??მარტო რა პონტში ზიხარ ?? – აუ რავი რა.. – რაიყო ბიჭო რა გჭრს,შეხედე რა მააგრი გოგოები არიან,ნიცას აშკარად მოსწონხარ ... – კაი რააა.... – რაიყო სხვა ხომ არ მოგწონს ? – და საიდან მოიტანე ??? – არაფერი ბიჭო აზზრზე ხარ ის ს*რი მოვიდა ჩემთან ,დათუნა,და მითხრა რომ ნუკა მოგწონს.. – რაა??? მერე შენ რა უთხარი?? – რას ვეტყოდი,მაგის გამკეთებელი არაა ჩემ ძმაკაცითქო – ხოო ???არადა მართალი გითხრა .. – გაიმეორე... – რა ვქნა თავს ვერაფერს ვუხერხებ,მაგრამ არ ინერვიულო,უარი მითხრა ,მითხრა რომ შენ ხარ მისი შეყვარებული და ჩვენს შორის არაფერი გამოვიდოდა .. არ ვიცი რა მჭირს ძაო,კარგად იცი რომ არ ვარ მასეთი,მაგრამ რაღაცნაირად მაჯადოვებს ეგ გოგო.ერთის თქმა მინდა და სულ მეროეს ვამბობ – ბიჭო შენ მართლა შ*გ ხომ არ გაქვს ??? რას ამბობ ვაბშე ხვდები ?? – კი ვხვდები,მიდი შეხედე და მერე გამიმეორე კითხვა. – შენ ბიჭო მართლა ხო არ ....-ფრაზა არც კი დაუმთავრებია ისე გაუქანა მუშტი სახეში,დაიწყეს ჩხუბი,რომელი რომელს ურტყავდა რთული გასარჩევი იყო.ეს რომ დაინახეს დანარჩენებმა მივარდნენ და მათი გაშველება სცადეს.. – გამიშვით,მოვკლავ ამას...-ყვიროდა დაჩი.ნუკა კი მასთან მივიდა და დამშვიდება სცადა – რა გჭირს ბიჭო ??რა დაგემართათ ?? – აუ შენ ვაბშე შემეშვი რა,ყველაფერი ვიცი... – მოიცა რაზე ამბობ ??ერთხელ მაკოცა და მაგაზეც ავუხსენი რომ შენს გარდა არავინ მინდა.. – რაოო ? აი შენ ვაბშე შემეშვი,ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა....თვალით აღარ დამენახო-თქვა და წავიდა.ნუკა გაშრა,ერთ ადგილას გაშეშდა.არ სჯეროდა ამის.კოტე ისე იყო ნაცემი,რომ იძულებულები გახდნენ მათი ლაშქრობა ბოლოსკენ მიეყვანათ და ადგილობრივ საავადმყოფოში წასულიყვნენ. ყველა დაიშალა,დარჩნენ მარტო ნიცა და ნანუკა,დანარჩენები კი თბილისშ წავიდნენ. საავადმყოფოშ რომ მიიყვანეს,ყვრილმელის ძვალი გატეხილი ჰქონდა კოტეს,ამასთან მსუბუქი ტვინის შერყევაც.მნახველებს არ უშვებდნენ.ნუკა და ნიცა გარეთ იცდიდნენ – გოგო ვერ გავიგე რის გამო მოუვიდათ ჩხუბი?-ჰკითხა ნიცამ ნუკას,რომელსაც თავი დახრილი ჰქინდა და ხელის მტევნებით ეჭირა. – რავიცი მე ,წესიერად ვერც მე გავიგე, დაჩიმ როგორღაც გაიგო რომ კოტეს მოვწინვარ,შემდეგ კოცნაც და ამის გამო ?? – რა გოგო ? ვერ გავიგე შენი დაქალი არ ვარ მე ?? – როგორ არ ხარ ??! მე რა შუაში ვარ საერთოდ?? – როგორ არა შენ ხარ ყველაფრის თავი და თავი,სუ გინდა რომ სხვისი ყურადღების ცეკტრშ იყო.გიყვარს როდესაც ბიჭებს მოსწონხარ და შენ გამო ყველაფერს აკეთებენ,ყველას ეკეკლუცები და აბამ.. – ეგ შენც გიყვარს,ყველა გოგოს უყვარს,მაგრამ ახლა ამრთლა არაფერ შუაშ ვარ.. – ყოველთვის შუაშ ხარ ..ყოველთვის იმ ბიჭებს კერავ ,ვინც მე მომწონს,ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა,რომ მათ უფრო მოსწონხარ ვიდრე შენ შენ.. – მაინც ვისზე ამბობ ?? – თუნდაც ცოტნეზე,გიორგიზე, კოტეზე...გავაგრძელო ? – რა ნამუსით მეუბნბეი ამას,შენ ხომ აკრგად მიცნობ და ციი,რომ მე დაქალს შეყვარებულს არ ვახევ არაასოდეს.არ დავიწყებ გაპრანჭვას იმ ბიჭთან ,რომელიც ჩემს დაქალს მოსწონს.მართლა არაფერ შუაშ არ ვარ... – მერამდენედ?? მოკლედ რა არაფრის გაგონება აღარ მინდა არც სენზე და არც კოტეზე.წავედი მე . – მოიცა სად მიდიხარ?? მარტო მტოვებ ?? – მე მაინც არ ვჭირდები მააგს,ვინც უნდა აქ ხარ და უჩემდოაც გაუმკლავდები... – კარგი რახან მასე თვლი,სულ კარგად იყავი ,აღარ მინდა შენი ხმის გაგონება,ჩვენს მეგობრობას წერტილი აქ დაესვა,რახან შენ არ მენდობი და მაინც შენსას აგრძელებ,ჩევნს მეგობრობას აზრი აღარც აქვს. – ძალიან კარგი აბა კარგად.-თქვა ეს ნიცამ და გავარდა საავადმყოფოდან. ნუკა დარჩა მარტო.დაკარგა შეყვარებულიც და საუკეთესო დაქალიც.გარემოების მსხვერპლი ამჯერად თვითონ გახდა.დაჯდა სკამზე ,და დაიწყო ტირილი. – არარ შემიძლია,მართლა აღარ შემიძლია. – უკაცრავად,შეგიძიათ შებრძანდეთ პაციენტთან. ნუკა ადგა და შევიდა კოტესთან. – როგორ ხარ ??? – რავიცი აბა,უკეთესადაც ვყოფილვარ0თქვა და ჩაიცინა..აუუ,ყბააა.. – ფრთხილად .. – რა გჭირს?თვალები გასიებული გაქვს ??იტირე ?? – არა რა სისულელეა,მე არ ვტირი.. – დანარჩენები სად არიან ?? – დანარჩენები თბილისში იქნებიან უკვე, ნიცა იყო ჩემთან ერთად,მაგრამ ეგეც წავიდა.. – ანუ მარტო შენ ხარ ??? – კიი,შენს მშობლებს დავურეკე და მალე მოვლენ,მერე კი მეც წავალ.. – არა რა,გთხოვ ... არ წახვიდე .. – შენი მშობლების მოსვლამდე არსაც წასვლას არ ვაპირებ ,დამშვიდდი. – მერეც დარჩი რაა. – მაპატიე,უკვე საკმარისად შემექმნა პრობლემები და უბრალოდ ყველასა და ყველაფრისგან დასვენება მინდა..-თქვა ეს უსიცოცხლოდ,ჩახლეჩილი ხმით.ამ დროს კარი შემოაღო კოტეს დედამ – სად არის ჩემი შვილი?? როგორაა?-შეეკითხა ნუკას – უკეთაა,ყვრიმალის ძვალი ჰქონდა გატეხილი და მსუბქი ტვინის შერყევვა. – კი მაგრამ როგორ?? – რავიცი ,მოსაწევად იყო გასული,ტელეფნი ჩანთაშ დარა,ბნელოდა ,რაღაცას ფეხი წამოჰკრა და ლოდე დაეხეთქა,ისე რომ ყვრიმალის ძვალი გაუტყდა.-ეს მიზეზი რომ გაიგო კოტემა ,დამშვიდდა,არ უნდოდა დედის აფორიაქება უარესად. – კარგით,თქვენი ნებართვით წავალ მე უკვე,ტაქსი მელოდება ქვემოთ.. – მიდი შვილო,დიდი მადლიბა.. – არაფრის ნახვამდის..-დაემშვიდობა მათ და წავიდა. – რა კარგი გოგოა შვილო,შენი შეყვარებულია ?? – ეეჰ,ოცნებას კაცი არ მოუკლავს.. – რატომ ამბობ ამას შვილო ?? – აღარ შემომხედადვს მე,თმცა არც მაშნმქონდა შანსები... – რა დააშავე ??? – არ აქვს მნიშვნელობა,დედა მეძინება... – კარგი სვილო მიდი დაიძინე მე და მამაშენი კი გარეთ დაგელოდებით. ალბათ,როგორ უნდოდა კოტეს რომ ნანუკა მის გვერდით ყოფილიყო,მასზე ფიქრში ჩაეძინა. ნუკა კი ამ დროითვის უკვე თბილისსში იყო,სახლში ავიდა და ცხელ აბაზანაში ჩაწვა.რომ გამოვიდა ვერ მოისვენა და ნიცას დაურეკა,მაგრამ არ უპასუხა.შემდეგ ქეთას ,მარის და სალოს დაურეკა...არც იცინი პასუხობდნენ..იმედგაცრუებულმა მიაგდო ტელეფონი დივანზე. – აღარც დაქალები,აღარც შეყვარებული,აღარც არავინ...რათქმა უნდა მყავს ჩემი ოჯახი,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს,მაგრამ ეს ადგილი აშკარად ჩემთვის არააა,ისტორია მეორდება...თქვა ეს და ტელეფონი აიღო – გამარჯობათ,ბილეთის შეძენა მინდა ნანუკა ქართველიშვილის სახელზე ..დიახ...მადრიდში..და როდის იქნება შესაძლებელი? ზეგ საღამოს 6ზე?!გასაგებია,მადლობთ. – ასე აჯობებს,ისევ გავრბივარ,მაგრამ რა ვქნა.აქ უბედურების მეტი არაფერი ხდება .ამ სიქრებშ ჩაეძინა. – ნუკაა,ნუკა,გაიგვიძე მოვედით-უთხრა გიორგიმ,ნუკას გამოეღვიძა,ძალიან გაუხარდა ოჯახის წევრების დანახვა,გადაეხვია მათ და თითქოს ,წამიერად შვება იგრძნო. – რა გჭირს დეე?-ჰკითხა დედამ – არაფერი ისეთი...გადავწყვიტე ესპანეთშ დავბრუნდე. – რაოო? და არ თვლი საჭიროდ რომ მეც შემითანხმდე? – გეხვეწები დედა ნუ იწყებ რა... – რა მოხდა დედი ???-ჰკითხა დედამ,ნუკამ კი ვერ შეიკავა თავი ,ჩაეხუტა დედას და ატირდა. – მომიყევი ყევლაფერი,ჩაის დავასხამ და ყველაფერს დეტალურად მომიყვები ხომ ? – კარგი-უემოციოდ უთხრა ნუკამ. ნუკამ ყველაფერი დეტალურად მოუყვა მეგის.ყოველივეს მოსმენის შემდეგ ჰკითხა – და შენ რომელი გიყვარს?? – არ ვიცი დედა...მართლა არ ვიცი...აღარ შემიძლია ,ამიტომაც წასვლა მინდა,აღარ მინდა აქ დარჩენა.... – კარგი ჩემო გოგონავ,შენი ნებაა შეგიძლია გაექცე პრობლემებს,ან შეგიძლია დარჩე და პირისპირ,თავაწეულმა ჩაჰხედო შენს პრობლემებს თვალებში და მოაგვარო,გადალახო ეგ ცხოვრებისეული სირთულე.რამდენი გაგიჭირდება,იმდენჯერ ხომ არ აიღებ ბილეთს ესპანეთში??არასოდეს არ უდნა გაექცე პრობელმას.. – ერთს არა მაგრამ სამს ?? ერთ მეროეზე დიდი..სამივე ისეტ განსხვავებული და თანაც ისეტ მსგავსია.სამივესთან კი გავწყვიტე ურთერთობა მაგრამ,პასუხის გაცემა მაინც მომიწევს,საკუთარი თავისთვის მაინც,სხვისთვის თუ არა ... – იცი შვილო ერთმა ბრძენმა თქვა „თუ ერთდროულად ორი შეგიყვარდა,ყოველთვის მეორე აირჩიე,რადგან პირველი ძლიერ რომ გყვარებოდა,სხვა აღარ შეგიყვარდებოდაო“. მე გითხარი ჩემი სათქმელი,არჩევანი შენზეა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.