შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იტალიური ეზო. (მეორე თავი)


15-03-2017, 00:02
ავტორი liar girl
ნანახია 2 363

მეორე თავი.

*
ღამის სამი საათი. ალბათ ეს ის დროა, როდესაც ადამიანები ჩვენ ცხოვრებაზე ჩავფიქრდებით, ვიფიქრებთ ჩვენს წარსულზე და ბოლოს ცრემლიც კი წამოგვივა მონატრებისგან, სინანულისგან ან სიყვარულისგან. ღამე, ჩვენ ყველანი ყველაფერს სხვანაირად ვხედავთ, უფრო გაბედულები და უფრო „ჩვენ“ ვრჩებით ჩვენ თავებთან და არა ისინი, ვის ნიღაბსაც ვართ ამოფარებულნი დილას. ღამე ჩემთვის განსაკუთრებულია, მიყვარს, როცა აივანზე ვზივარ, სიგარეტს ვაბოლებ და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ვუყურებ.
ის ღამის სამი საათიც მიყვარს, როდესაც ნამდვილი ნუცა ვრჩები, ის ღამის სამი საათი, როცა მეც მენატრება, მეც ვნანობ და მეც მიყვარს..

*
იტალიურ ეზოში ცხოვრებას, თან დასდევს დილის რვა საათზე კივილით გაღვიძება. იმ კივილით, როდესაც ბავშვები დახუჭობანას, დაჭერობანას, ლახტობანას ან რაიმე თამაშს თამაშობენ. მეც ყოველ დღე ეს კივილი მაღვიძებს, ან ის კივილი, როდესაც მზია განწირული უკივის ნინის, რომ სახლში ავიდეს და ჭამოს. კივილი, რომელიც ეკუთვნის თეას, რომელიც ლაშა-გიორგის აფრთხილებს, რომ აღარ იუზრდელოს, თორემ დაისჯება.
კივილი ბევრია,
რადგანაც
იტალიური ეზო სავსეა ბავშვებით.
ერთ დროს ჩვენც ასე ვიყავით, ერთ დროს ჩვენც ასე გვიკიოდნენ მშობლები და ჩვენც ასე დილაუთენია ვაღვიძებდით ხალხს, როგორც ახლა მაღვიძებენ მე. ზანტას ვიზლაზნები საწოლიდან და თვალებს ვისრეს, აბაზანაში ნახევრად მძინარი შევდივარ, წყალს ვუშვებ და ვაყენებ ძალიან ცხელ დონეზე, მერე პირსახოცი შემომაქვს და აბაზანას ვიღებ. აბაზანიდან უკვე მოწესრიგებული გამოდვივარ, ტანსაცმელს ვარჩევ და იაკოსთან გავდივარ სამზარეულოში. დღეს სიმშვიდეა, არავინ დამდხვედრია სახლში. იაკო ჩუმად თავისთვის უყურებს ტელევიზორს და ყავას წრუპავს, რომ მხედავ მიღიმის და თვალით მანიშნებს, რომ მაგიდასთან დავჯდე.
-იაკო, დღეს არავინ ყოფილა?
გაკვირვებული ვეკითხები და სუფრის გაწყობაში ვეხმარები.
-არ გინდა ბებო, ჩემით გავაწყობ, დაჯექი შენ. არა, არავინ ყოფილა. მეც გამიკვირდა სხვათაშორის, გოგოები მაინც სად დაგვეკარგნენ?
-არ ვიცი, დავურეკავ ანოს.
ტელეფონს ვწვდები და ანოს ნომერს ვკრიფავ.დაკავებულია..
ამ დილაუთენია ვის ელაპარაკება ნეტა?
ისევ ვუშვებ ზარს და ამჯერად მპასუხობს.
-და..
მპასუხობს რუსული აქცენტით. მე მეცინება.
-გძე ტი?
სპეციალურად ვეუბნები რუსულად, რადგან ვიცი ვერაფერს გაიგებს.
-და და ია ხაჩუ.
ამ პასუხზე კი სიცილს ვეღარ ვიკავებ, ხვდება რაღაც სისულელე, რომ მიპასუხა და მის გვერდით ყოფნა არ მჭირდება, რომ წარმოვიდგინო, როგორი სახლით ზის ახლა.
-სად ხარ?
-მარიამთან, ყავას ვსვამთ ამო.
-იაკომ გემრიელობები გააკეთა, მაროს უთხარი და ჩამოდით.
ტელეფონს ვუთიშავ და სწრაფად ვითვლი ხუთამდე. უკვე კარებზე აკაკუნებენ, სიცილით მივდივარ კარებისკენ და ვუღებ კარს. პირდაპირ სამზარეულოში შედიან, იაკოს ნაზად კოცნიან ლოყაზე და მაგიდას უსხდებიან. მეც ვჯდები მათ გვერდით.
-სანდრიკო მართლა ცემეს გუშინ გოგოებო?
კითხვა, რომ გავაანალიზე ხველება ამიტყდა. გაკვირვებულმა შევხედე ჯერ - მარიამს, მერე - ანოს.
-იაკო, საიდან გაიგე?
გაკვირვებული ეკითხება მარიამი, ფეხებს სკამზე აწყობს და უფრო გემრიელად თავსდება მის ადგილას.
-მზია ლაპარაკობდა დღეს დილას, გუშინ დაუნახია როგორ გიჟივით შევარდნილან ბიჭები ნიკუშასთან, სანდრო ნაცემი ყოფილა.
მხრების ჩეჩვით ამბობს იაკო და ჩვენ გვიყურებს, ტელეფონს ვათამაშებ ხელში, თან მინდა დარეკვა თან არა.
-რაღას უცდი?! დარეკე!
სწრაფად მეუბნება ანო, ტელეფონს ხელიდან მართმევს, სანდროს ნომერს კრეფს და ყურზე მადებს.
გადის..
გადის..
გადის..
აიღო!
-ნუცა, მძინავს.
ჟრუანტელი ერთიანად მივლის, როცა მის ხმას ვიგებ და დაბნეული ვუყურებ გოგოებს. ისიც მავიწყდება, რისთვის დავურეკე.
-კაი.
მოკლედ ვპასუხობს და გათიშვას ვაპირებ, როცა მეკითხება..
-გინდოდა რამე?
-კარგად ხარ?
-ხო. რატო მეკითხები?
-არაფერი, კაი დაიძინე.
მერე ვუთიშავ და ვემზადები მარიამის და ანოს კივილისთვის. წარმოიდგინეთ და არაფერს მეუბნებიან, არ ვიცი რატომ, როგორ და რანაირად მოვიფიქრე, მაგრამ ნიკუშასთან დავრეკე..
-ხო ნუცა.
-სანდრო მართლა ცემეს?
არც კი ვესალმები ისე ვეკითხები, ვხვდები, როგორ ეცინება.
-რა იყო, ისე ნერვიულობ სანდროზე გამარჯობის თქმაც გავიწყდება?!
როგორი ირონიული ხმა აქვს, როგორი..
-როგორ ხარ, ნიკუშა?
-კარგად.
ტონი არ ეცვლება.
-მეც. სანდრო მართლა ცემეს?
-მე რატო მირეკავ სანდროზე ამბის გასაგებად?არ იცნობ და ვერ კითხვავ შვითონ?
ტვინში მთელი ძალით მაჭერს სისხლი, ცოტაც და ტელეფონს დავლეწავ. იმ ადამიანსაც ვისაც ველაპარაკები, მის ტონს ჭკუიდან გადავყავარ!
-დავურეკე უკვე, ეძინა ამიტომ აღარ ვკითხე..
მეტყობა, როგორი გაღიზიანებულიც ვარ, იაკო თვალებს მიბრიალებს და თვალებით მეუბნება ტონი და ლაპარაკის „მანერა“ ვაკონტროლო. გოგოები გაშტერებულები ზიან.
-ხო, რა თქმა უნდა მე სულ მეორე ვარ..
ეცინება, ნაგლად ეცინება!
რა უნდა?! ამით რის თქმას ცდილობს?
-ნიკუშა! მიპასუხებ კითხვაზე?!
ტონს ვეღარ ვიმორჩილებ, ისე ვბრაზდები ისე..
-მეორეჯერ აღარ გაბედო ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკი, ახლა კიდე ნახვამდის „ნუცი“.
„ნუცი“-ს გამოკვეთილად ამბობს. რა ჭირს? ესე რატო იქცევა? ან ეს ნუ-ცი რაღა იყო?
ასე მარტო სანდრო მეძახის!
-რა მოხდა?
ინტერესით მეუბნება ანო და ლამისაა პოპკორნი მოიმარჯვოს.
-გიჟი, სწრვა, არაადეკვატური, ნაგლი ადამიანია! მეტი არაფერი!
-ოტიუმში წავიდეთ?
დაღლილი კითხულობს მარიამი და სიგარეტს საფერფლეში წვავს.
-წავიდეთ ჰო, ელენეს და ლიზას დაურეკეთ.
სკამიდან ვდგები, იაკოს ნაზად ვკოცნი, ქურთუკს ვიცვამ და სახლიდან გავდივართ.
*
როგორი უაზრო დღეც იყო, ისეთივე უაზრო ღამეც. ლიზასთან დავრჩი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მომინდა და დავრჩი. არ ვლაპარაკობდით, მომწონდა ჩვენი სიმშვიდე, ისიც ხვდებოდა, რომ ახლა ლაპარაკზე მეტად ეს სიჩუმე მჭირდებოდა. სანდროზე ვფიქრობდი, ჰო, დევდარიანზე..
-ნიკუშა..?
-არ გვინდა, ეგ თემა.
-სანდრო?
-მიყვარს.
-მაინც, ნიკუშა?
-ლიზა, არ გვინდა!
*
მონატრება ყველაზე ძლიერი რამაა, რასაც ადამიანი სიყვარულის მერე განიცდის. მონატრებას შეუძლია ასე ადგეს და ჭკუიდან გადაგიყვანოს, ადგეს და მასთან წაგიყვანოს. მონატრება სიგიჟეა, სრული სიგიჟე. ახლა მენატრება, მაშინაც მენატრებოდა, რომ წავიდა. უფრო სწორად მე, რომ წავედი. ხო მთხოვა დავრჩენილიყავი? ხომ მთხოვა, მათი მეგობრობა არ დამენგრია?
მთხოვა!
ახლა, ჩემს თავს ათასჯერ ვწყევლიდი, რომ არ დავუჯერე. იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, იქნებ..
იქნებ ცოცხალი ყოფილიყო..
სანდროს და ნიკუსას მეგობრობა?
დავანგრიე.
ახლა აღარ არის, მათგან აღარაფერი დარჩა, ისინიც აღარ დარჩნენ, მხოლოდ ერთი დარჩა. ის ერთიც მე გადანადგურე, ახლა, რომ გაიგებს რა მოხდა, ვიცი მოკვდება. ვიცი ყველაფერს მე დამაბრალებს და ისე შემიძულებს, როგორც სხვებმა შემიძულეს ახლა. ისე მკრავს ხელს, როგორც სხვებმა.
გეცინებათ ხო?
ეგოისტობას საზღვრები არ აქვს..
მისი ნახვა, რომ მომინდეს ვეღარ ვნახავ. მასთან ლაპარაკი, რომ მომინდეს, ვეღარ დაველაპარაკები, მასთან გაქცევა, რომ მომინდეს ვერ გავიქცევი.
აღარ არის და იმიტომ.
აღარ არის და ეს ჩემი ბრალია.
და მოდი ვაღიაროთ რა, ჩემზე ეგოისტი თუ არა, არც ის ყოფილა ჩემზე ნაკლები.
ეგოისტობას საზღვრები არ აქვს.
მენატრება,
ჩვენ სამი მენატრება.
უფრო, ისინი მენატრებიან ერთად.
*
მთაწმინდაზე გამთენიისას, მე და სანდრო. ბედნიერება? ეს არის. იყო საყვარელ ადამიანთან ერთად მთაწმინდაზე და გადაყურებდე მთელ თბილისს.
-ვერას, რომ ვუღალატეთ?
სიცილით ვეკითხები სანდროს და მისკენ ვტრიალდებით.
-არაუშავს, გადაიტანს.
-ვითომ?
-დარწმუნებული ვარ.
-და იტალიური ეზო?
-საცხოვრებლად სხვაგან ხო არ გადავსულვართ?
იცინის, ისე მე, რომ ძალიან მიყვარს.
-ნუცი..
-ჰო.
-ჩვენ, რომ ერთად „გავიჩითოთ“ წარმოგიდგენია რა მოხდება?
-წარმომიდგენია..
-ალაპარაკდება თბილისის ელიტა.
-ნამდვილად..
-ავალაპარაკოთ მერე რა..
*
უკაცრავად, რომ დავაგვიანე, ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერანაირად ვერ მოვახერხე, აღარ განმეორდება ეს. კომენტარებს ველოდები.



№1  offline წევრი Mmariami)

რომ წარმოვიდგენ იმ ეზოში მე რომ ასე მიყვარს შეიძლება ესეთი უბედურება დატრიალდეს ვნადგურდები.
არ მინდა მე
არ მინდა დრამა
არც სიკვდილი მინდა
და არც მარტოობა.
მე მჯერა ბედნიერების.
ბედნიერი დასასრულებისაც მჯერა, ისტორიებში მაინც, იმ დასასრულების ასე უტიფრად რომ მართმევ შენ.
გადარიეთ რა
ყველა გადარიეთ
ვერაც, ვაკეც, ნუცუბიძეც, საბურთალოც და გლდანიც, ყველა მთელი თბილისი გადარიეთ.
ბევრი დრამაა ნუც, ბევრი.
იტალიური ეზო ვერ გაუძლებს
და
ფაქტია ვერც გაუძლო.

 


№2  offline წევრი liar girl

Mmariami)
რომ წარმოვიდგენ იმ ეზოში მე რომ ასე მიყვარს შეიძლება ესეთი უბედურება დატრიალდეს ვნადგურდები.
არ მინდა მე
არ მინდა დრამა
არც სიკვდილი მინდა
და არც მარტოობა.
მე მჯერა ბედნიერების.
ბედნიერი დასასრულებისაც მჯერა, ისტორიებში მაინც, იმ დასასრულების ასე უტიფრად რომ მართმევ შენ.
გადარიეთ რა
ყველა გადარიეთ
ვერაც, ვაკეც, ნუცუბიძეც, საბურთალოც და გლდანიც, ყველა მთელი თბილისი გადარიეთ.
ბევრი დრამაა ნუც, ბევრი.
იტალიური ეზო ვერ გაუძლებს
და
ფაქტია ვერც გაუძლო.

როგორ ძალიან მიყვარხარ ნეტა იცოდე!

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Absolitur shokshi var!
Es ra iko?
Tavi damixria,"kalami" damidvia gza shentvis damitmia!
Ra scori gadackvetilebaa koveltvis momconda "elenoebi"
Magram mainc dzalian mikvarxar da dzalian momecona.
Moscavlem mascavlebels utxra cadi daidzineo ❤❤❤❤meamakebi!

 


№4  offline წევრი liar girl

Gossipy girl
Absolitur shokshi var!
Es ra iko?
Tavi damixria,"kalami" damidvia gza shentvis damitmia!
Ra scori gadackvetilebaa koveltvis momconda "elenoebi"
Magram mainc dzalian mikvarxar da dzalian momecona.
Moscavlem mascavlebels utxra cadi daidzineo ❤❤❤❤meamakebi!

ვაიმეეეე!! გავაფრენ ახლა, ლიზუუ!! ძალიან მიყვარხარ, შენ სქელ ლოყებთან ერთად რააა

 


№5 სტუმარი S.M

Dzalian nacnobi situaciaa ..

 


№6  offline წევრი liar girl

S.M
Dzalian nacnobi situaciaa ..

ჰოოო, შეიძლება.

 


№7  offline წევრი isterichka123

აქ რაღაცა იმალება რაცუდია ცუდია ბედნიერება მემეტება შენთვის მხოლოდ კაია გაგრძელე

 


№8  offline მოდერი ენემი

აუუუ არააა ანუ ვინც თავი მოიკლა სანდროაა :O ვაიმეე dizzy_face. კაია მარა კარგი შეკითხვაა იტალიური ეზო დაიტევს ამდენს?. ძაან მომწონს მაგარი ხარ ნუცა ავალიანო

 


№9  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

სანდრომ,რომ მაოიკლა თავი.
ამიტომაც გაბანძდა ეგ ტიპი ჩემთვის
ამიტომ
ვერც მე და ვერც თბილისს ვერ გადარევენ
ნიკუშა ?
ნიკუშა ?!
თუ მაგან მოიკლა ტავი
არარ ვკითხულიბ,მაპატიე !
თუ ნიკუშამ გააკეტა ეგ,იცოდე არარ ვკითხულობ.
მორჩა.
ისე მომეწონა ეს ტავი

 


№10  offline წევრი liar girl

მედი
გადარიონ რა,მთელი ელიტა,მთელი თბილისი გადარიონ.თუ ბოლოს კარგი არაფერი ელით,ახლა აკეთონ ყველაფერი,ახლა გაგიჟდეს ნუცა,რომ მერე ეს ყველაფერი მის გონებაში შემორჩეს.მართალია,არ გვინდა დრამა,მაგრამ თუ სხვა გზა არ არის,რავქათ:(♡ძალიან მომწონს♡ასე აღარ დაიგვიანო რა♡♡

მადლობა, აუცილებლად. აღარ დავაგვიანებ.

isterichka123
აქ რაღაცა იმალება რაცუდია ცუდია ბედნიერება მემეტება შენთვის მხოლოდ კაია გაგრძელე

აუცილებლად.

baby girl for everyone
აუუუ არააა ანუ ვინც თავი მოიკლა სანდროაა :O ვაიმეე dizzy_face. კაია მარა კარგი შეკითხვაა იტალიური ეზო დაიტევს ამდენს?. ძაან მომწონს მაგარი ხარ ნუცა ავალიანო

დიდი მადლობა.

kata-nia
სანდრომ,რომ მაოიკლა თავი.
ამიტომაც გაბანძდა ეგ ტიპი ჩემთვის
ამიტომ
ვერც მე და ვერც თბილისს ვერ გადარევენ
ნიკუშა ?
ნიკუშა ?!
თუ მაგან მოიკლა ტავი
არარ ვკითხულიბ,მაპატიე !
თუ ნიკუშამ გააკეტა ეგ,იცოდე არარ ვკითხულობ.
მორჩა.
ისე მომეწონა ეს ტავი

ჰოომ,
არ ვიცი რა გითხრა. ვინ მოკვდა ბოლო თავამდე არ გამოჩნდება, ან ბოლოს წინა თავამდე. ასე, რომ რავიცი...
მიხარია, თუ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent