შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XXI ნაწილი)


16-03-2017, 00:48
ავტორი nina.d.
ნანახია 2 034

დილით აკოს ოთახში გამეღვიძა, თავი მისკდებოდა და საწოლზე ძლივს წამოვჯექი, ავდექი, ავაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. აკო სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა, მივესალმე და მაცივრიდან გაზიანი სასმელი გამოვიღე, პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი და სკამზე ჩამოვჯექი. აკო მომიბრუნდა და ჯიბიდან ჩემი მობილური ამოიღო.
-ვიღაც მეფემ აიკლო უკვე შენი ტელეფონი._გაბრაზებული სახით მითხრა.
-მართლა? არაუშავს გადაიტანს._უდარდელად ჩავილაპარაკე და სასმელი მოვსვი.
-ძაან გაუბრაზებიხარ.
-ხო ისე შენ არ გაგიგია? "არა მკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო"._სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა და თავზე მაკოცა. წავიხემსეთ, აკომ სახლში გამიყვანა, დამტოვა და წავიდა. სახლში შევირბინე გეგონება 2 დღის წინ საავადმყოფოდან არ გამომწერეს. სალო იქ იყო, ჩემი ორსული დაქალი ჩავკოცნე და გვერდით მივუსკუპდი.
-ნინი, ზეგ უნივერსიტეტში საახალწლო წვეულებაა.
-ეე რა კარგია._მხიარულად შემოვკარი ტაში.
-რაღაც ძალიან მხიარული ხარ, ვის მოუშალე ნერვები?_სიცილით მითხრა სალომემ.
-თავად იმას._ხელი ზემოთ ავწიე და მეც ავიხედე, სიცილს უმატა სალომემ.
-ამდენს ნუ მაცინებ გეყო._თან იცინოდა და თან მეუბნებოდა.
-ვაიმე ჩემი გოგო როგორ მიყვარხარ._გავუღიმე და ლოყები დავუკოცნე.
-მეც მიყვარხარ გადარეულო._მანაც დამიკოცნა ლოყები და ჩამეხუტა.
-აუ მარის სახლი მაქვს მოსართავი._შუბლზე ხელი მივირტყი და ფეხზე წამოვხტი. ჩანთა ავიღე და სამსახურში წავედი, მანქანა სადგომზე გავაჩერე და შენობაში შევედი. ბოლო სართულზე ავედი, საბა თავის მაგიდასთან იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ყავა დავუდგი წინ, თავი წამოწია და გაიღიმა.
-ისევ შეენ ჩემო გოგო._წამოდგა და ჩამეხუტა.
-ჩემი ბიჭი, მიდი დალიე მე მოვალ ეხლავე._ლოყაზე ვაკოცე და დამიანეს კაბინეტისკენ წავედი, დაუკაკუნებლად შევაღე კარი, ჯობდა ეს არ გამეკეთებინა. არა თავში ოდნავი ტვინი მაინც არ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე ამ დროს კარი ჩაკეტო. თვალი მოვკარი წელს ზემოთ შიშველ დამიანესა და ქერა მდივანს. თვალები ამემღვრა ვიცი, მაგრამ თავის შეკავება როგორღაც მოვახერხე. დამიანეს მზერამ ჩემამდე მოაღწია, გაშეშდა, არ იცოდა რა ეთქვა ან რა უნდა ეთქვა? იმ გოგოს კი არც შერცხვენია და არც უცდია სხეულის დაფარვა, უნამუსოდ მიყურებდა თვალებში და ჩემი ნერვების მოშლას ცდილობდა. როგორ მინდოდა ეხლა იმ ფანჯრიდან მომესროლა.
-შემდეგში კარები ჩაკეტეთ, ხელს არ შეგიშლით._ღიმილით და თან იმდენი ტკივილით ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ ვერც კი მიხვდებოდა. კარი გამოვხურე და წამოვედი, საბა ლიფტთან შემხვდა, ჩემი თვალები, რომ დაინახა სასწრაფოდ შიგნით შემიყვანა, დამიანე დავლანდე ჩვენკენ მომავალი მაგის მიხვედრას რა უნდოდა, რომ ეს საბამ ჩემ გამო გააკეთა, არ უნდოდა დამიანეს ასეთი განადგურებული ვენახე. კარი სწრაფად დაიხურა და პირველ სართულზე დავეშვით. მანქანამდე მიმიყვანა რასაც ქვია, თავისი სახლის გასაღები მომცა და მითხრა იქ დავლოდებოდი. ლოყაზე მაკოცა და შენობაში შებრუნდა, მანქანაში ჩავჯექი და მის სახლში წავედი. დივანზე მოწყვეტით დავეცი, მისი ყველა კოცნა და ყველა შეხება გამახსენდა ამან უფრო ამიჩუყა გული და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ ეს უკვე ფაქტია, ჩემი გრძნობებით ერთობოდა, რა დებილი ხარ ნინი იმ იდიოტს, რომ ენდე. ვლანძღავდი ჩემ თავს, ამ ორომტრიალში ვერ გავიგე საბა როდის მოვიდა, მხრებზე ხელები მომხვია და მაგრად ჩამეხუტა, უარესად ავტირდი, მეფერებოდა და მამშვიდებდა. გავითიშე. თვალები, რომ გავახილე უცხო ოთახში ვიწექი, გარეთ უკვე ბნელოდა. საწოლიდან წამოვდექი, თვალები საშინლად მტკიოდა, ოთახიდან გავედი და თვალი მოვკარი მარის და სალომეს. მათთან მივედი და შუაში ჩავუჯექი, ორივემ მომხვია ხელი და ჩამეხუტნენ. საბა სამზარეულოში გავიდა, გოგოებმა მაშინვე კითხვები დამაყარეს.
-მოიცათ გაჩერდით მე მოგიყვებით ნუ შემჭამეთ. დღეს სამსახურში ხო წავედი, რომ მივედი ჯერ საბას ველაპარაკე და მერე შენი ძმის კაბინეტისკენ წავედი, კარი დაუკაკუნებლად შევაღე და რას ვხედავ შენი ძმა თავის ქერა მდივანთან ერთად ერთობა თურმე._ეს ვთქვი და ისევ ცრემლები წამომივიდა.
-ვაიმე, ჩემი ხელით დაგახრჩობ ძმაო ჩემო. რა დეგენერატია ეს ბიჭი, პირდაპირ ვგიჟდები._ამოიოხრა მარიმ და ჩამეხუტა.
-კაი დამშვიდდი რა, დაიკიდე. ეხლა ჩვენ გამოვიპრანჭებით და წავალთ კლუბში._მხიარულად მითხრა სალომემ.
-რა თქმა უნდა წავალთ._თავი გამოყო საბამ სამზარეულოდან და გამეკრიჭა. მის სახეზე გამეცინა, ცოტა გავმხიარულდი.
-აბა ადექი ეხლა ჩემთან წავალთ გამოგპრანჭავთ და მერე კლუბში.
-გამომპრანჭავთ?
-დიახ._ფეხზე წამომაგდო მარიმ. მეც დავყევი მათ ნებას და მარისთან წავედით, სახლში შევედით თუ არა მაშინვე მომესმა ბიჭების ხმა, დამიანე და მისი ძმაკაცები.
მარიმ გამამხნევა, მისაღებში შევედით, რომ დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ, ოთხივე მე მიყურებდა მე კი არცერთს არ ვუყურებდი.
-ნინი როგორ ხარ?_მითხრა ანდრიამ და ჩემკენ დაიძრა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ ბიჭებო?_ღიმილით ვუთხარი ყველას. ანდრიამ გადამკოცნა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ჩვენც კარგად ვართ._მითხრა დამიანემ.
-ძალიან კარგი._ღიმილით ვუთხარი.
-ჩვენ წავალთ გავემზადებით._როგორც იქნა ხმა ამოიღო მარიმ.
-და სად მიდიხართ?_დაინტერესებულმა ჰკითხა დამიანემ.
-კლუბში._ისევ ღიმილით ვუთხარი. ძარღვები დაეჭიმა, არაუშავს გაუძლებს.
-ჩვენც წამოვალთ რა._თქვა გოგამ.
-მეწყვილეები გვყავს უკვე._სიცილით ვუთხარი.
-შენც?_მითხრა ანდრიამ.
-ხო რავი იქ იმდენი ბიჭი იქნება დავიჯერო ერთ ნორმალურს ვერ ვიპოვი? თან ჩემიც მიმყავს, რომ თუ ვერ ვიპოვი არც ეგ იქნება პრობლემა._სიცილით ვუთხარი, მათაც გაეცინათ მაგრამ დამიანეს გამწარებული სახე, რომ დაინახეს გაჩერდნენ. გულში სიხარულის ტაში შემოკრა მეორე მემ და ცეკვა დაიწყო. მარის ოთახში ავედით, კაბები გადმოალაგა, არა და შარვლის ჩაცმა მინდოდა, წითელი კაბა ხელში მომაჩეჩა და სააბაზანოში შემაგდო. კაბა ჩავიცვი, მუხლს ცოტა აცდენილი და ტანზე მომდგარი, მშვენივრად კვეთდა ჩემი სხეულის ნაწილებს. გამოვედი, მარი ცოტახანი გაშტერებული მიყურებდა, შემდეგ თვალი ჩამიკრა, ჩემთან მოვიდა და საჯდომზე ხელი წამომარტყა, გიჟი.
-აბა ჩემო ზე სექსუალურო დაქალუშკა, მზად ხარ თვალები დაუბნელო მთელი თბილისის ბიჭებს?_ღიმილით მაგრამ სერიოზული ხმით მითხრა.
-მზად ვარ._სიცილით ვუთხარი.
სარკესთან დამსვა, თმები გამიშალა და ბოლოები დამიხვია. ჩემი თხოვნით სახეზე მხოლოდ ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი გამოიყენა. სუნამოც მივისხურე და ეხლა ფეხსაცმელი, რომ ახსენა და თან მაღალ ქუსლიანი ჩემი კეტები ავიღე და ფეხშიშველი გავიქეცი ბიჭებთან. მისაღებ ოთახში შევდგი თუ არა ფეხი მაშინვე ჩემზე გადმოერთო 8 ცალი თვალი, ვიგრძენი ეს. ანდრიასა და გოგას ჩავუსკუპდი შუაში. გაოგნებულები მიყურებდნენ.
-ბიჭებო._თვალების წინ ხელი დავუტკაცუნე ორივეს, ცოტა გონს მოვიდნენ.
-ხო ნინი, რა ხდება?
-უთხარით მარის, რომ კეტები ჯობია._ფეხი ფეხზე გადავიდე თუ არა მაშინვე ვიგრძენი დამიანეს მწველი მზერა.
-მოდი ჯერ გეტყვი, რომ ძალიან ლამაზი ხარ._მითხრა ანდრიამ და ლოყაზე მაკოცა.
-კიდევ გეტყვი იმას, რომ შპაკლი არ გისვია სახეზე და კარგი გოგო ხარ. ხო და კიდევ კეტები ჯობია._სიცილით მითხრა ანდრიამ.
-ძალიან დიდი მადლობა._გავუღიმე და კეტები ჩავიცვი. ამ დროს მარი გამოჩნდა ხელში მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელით, მომეწონა ლამაზი იყო, ავდექი და ხელიდან გამოვართვი.
-მადლობა მარუს, ამ ფეხსაცმელს სალოს ქორწილში ჩავიცმევ._სიცილით ვუთხარი.
-უხ შენ ვინ ხარ მოკლედ რა._სიცილით მითხრა და მხარზე მუშტი მომარტყა.
-ჰა აღარ წავედით?
-მოიცა ქურთუკებს ჩამოვიტან და წავიდეთ.
-კარგი გელი. ჩემი ტანსაცმელიც წამოაყოლე._მარი ზემოთ ავიდა. გოგაა ხელში მობილური შევამჩნიე, რომელიც ჩემკენ იყო მომართული. სურათებს მიღებდა ან ვიდეოს, უფრო სურათებს.
-მოდი სელფი გადავიღოთ._მხიარულად ვუთხარი, ისინიც დამთანხმდნენ. ანდრიას გვერდით მივუჯექი და ტელეფონი მოვიმარჯვე, რამდენიმე გადავიღე და ფეხზე წამოვდექი.
-აუ მოდი რა ასე გადავიღოთ, არ მიყვარს ეს სელფები._გოგა ფეხზე წამოვაგდე. ბიჭებთან ცალ-ცალკე გადავიღე სურათები, მხოლოდ დამიანე არ იძროდა ადგილიდან.
-დამიანე, მე გეახლო თუ თავად მოხვალ?_ღიმილით ვუთხარი, მასაც გაეღიმა, ჩემთან მოვიდა, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა. რამდენიმე წამით დავიბენი როდესაც წელზე შემეხო, მაგრამ გონს მოვეგე და იგნორი ჩავრთე. დარწმუნებული ვარ სამივე ერთდროულად გვიღებდა ფოტოებს და ამას დამატებული კიდე ჩემი ტელეფონი. ისევ მიყურებდა ვგრძნობდი ამას, მოულოდნელად ხელში ამაფრიალა, ერთი ვიყვირე და თავი უკან გადავწიე.
-აუ რა კარგი ფოტო გამოვიდა._წამოიყვირა გოგამ.
-დამსვი._გაბრაზებული სახით ვუთხარი დამიანეს. გამიკვირდა ამ ხისთავიანმა, რომ უსიტყვოდ დამსვა. ვაიმე სად არის ეს გოგო ამდენ ხანს? შემახსენა მეორე მემ.
-მარიამ სად გდიხარ?_ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-აქ ვარ, აქ._ფათი-ფუთით შემოვიდა ოთახში, სულ სხვა კაბა და ფეხსაცმელი ეცვა.
-ჩვენ აქ მთელი ფოტოსესია მოვაწყეთ და ეს თურმე იპრანჭება._სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა. გოგას ჩემი ტელეფონი გამოვართვი, ქურთუკი მოვიცვი და სახლიდან გავედით, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ აუცილებლად მოვიდოდნენ კლუბში. ამიტომ უფრო გავმხიარულდით და სულ სიმღერ სიმღერით მივედით კლუბამდე. შევედით თუ არა მაშინვე ვიგრძენი რამდენიმე ბიჭის მზერა და შურიანი გოგოების თვალები, ნაცნობ სილუეტებს მოვკარი თვალი და მათკენ წავედით. მაგიდასთან ავთო, სალომე, საბა, ალექსანდრე და აკო ისხდნენ. ჩემ დანახვაზე თვალები გაუფართოვდათ, გაშტერებულები მიყურებდნენ, საბა წამოფრინდა და დამატრიალა, მე სიცილი ამიტყდა, აკომ თვალი ჩამიკრა, ავთომ და ალექსანდრემ ჰაეროვანი კოცნები არ დაიშურეს. ბართან მივედით მე და საბა, ტეკილა შევუკვეთეთ, სამი ჭიქა ზედიზედ დავცალეთ, სასმელმა ცოტა გამაბრუა და მაშინვე საცეკვაოდ გავერიე ხალხში, საბა მეცეკვებოდა და არავის აძლევდა უფლებას ჩემთან ახლოს მოსულიყო.



***
ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ <3 <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

უმაგრესი ხარ ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი nina.d.

თაკოთაკო
უმაგრესი ხარ ყოჩაღ

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი Guest irina

Dzaalian momwons es motxroba .magari xar yochag

 


№4  offline წევრი nina.d.

Guest irina
Dzaalian momwons es motxroba .magari xar yochag

მადლობა. მიხარია, რომ მოგწონს <3
--------------------
ნათია მწითური

 


№5 სტუმარი Guest ლამაზთვალება

ძააან მაგარია მალე დადე მომდევნო რა ❤

 


№6  offline წევრი nina.d.

Guest ლამაზთვალება
ძააან მაგარია მალე დადე მომდევნო რა ❤

მიხარია, რომ მოგწონს. შევეცდები მალე დავდო ❤
--------------------
ნათია მწითური

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

ძაან კარგად წერ და კარგია რომ წავიკითხე ეს ისტორია მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს ძაან კარგი ხარ ♥♥

 


№8  offline წევრი ketaa

ძალიან მაგარი გოგოხარ შენ ჩემო საყვარელო <3 ოღონდ ისე არ ქნა საბას ნინი შეუყვარდეს რა! :D დამიანე მოსაკლავია, ნერვები მომიშალა! მაგარი გოგოხარ ველოდები შემდეგს <3

 


№9  offline წევრი nina.d.

ketaa
ძალიან მაგარი გოგოხარ შენ ჩემო საყვარელო <3 ოღონდ ისე არ ქნა საბას ნინი შეუყვარდეს რა! :D დამიანე მოსაკლავია, ნერვები მომიშალა! მაგარი გოგოხარ ველოდები შემდეგს <3

შენ შეფასებას ველოდები ამდენ ხანს :დ ძალიან მიხარია, რომ მოგწონს და დამიანე ლამის მე გავისროლე ფანჯრიდან :დ არა საბა ჯიგარი ბიჭია მაგას არ იზამს არ იდარდო <3

Guest მარიამი
ძაან კარგად წერ და კარგია რომ წავიკითხე ეს ისტორია მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს ძაან კარგი ხარ ♥♥

მადლობა<3 მიხარია, რომ მოგწონს <3
--------------------
ნათია მწითური

 


№10  offline წევრი Tekkla

ძალიანმაგარია
მალე დადერა ❤

 


№11  offline წევრი nina.d.

Tekkla
ძალიანმაგარია
მალე დადერა ❤

დღეს დავდებ <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent