შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეთერთმეტე თავი)


16-03-2017, 20:50
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 313

ეზოში შესულმა სახლთან მდგომ ნიდას მოკრა თვალი, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა.. იოანე სახლში შევიდა..ნიკა კედელს მიეყრდნო და გოგონას მიაშტერდა.
-კარგი მაშინ ხვალ გნახავ.. გაღიმებულმა გათიშა მობილური.
-ვის ნახავ ხვალ ? წარბაწეულმა შეხედა წინ მდგომს
-გეგას
-ვინაა გეგა ?
-ჩემი პრინცი .
-რა პრინცი გოგო ? გაცოფებული მოსცილდა კედელს და ნიდას წინ აესვეტა..
-ხვალ არის სპექტაკლის დადგმა,ხო და პრინცმა ანუ გეგამ დამირეკა . ხო მოხვალო ?
-რათ უნდა მერე მაგას ლაპარაკი ? არ წახვალ და ვსო .
-უკაცრავად ? წარბებ ქვემოდან ახედა ბიჭს
-რა ვერ გაიგე ? ამხელა გოგო ხარ, რა გეფიფქიება? ფინალური გაქვს ჩასაბარებელი , დაჯექი და იმეცადინე ..
-მაგას მე მეუბნები ? საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა გაოცებულმა..
-აქ კიდე ვინმე არის ? დახედა მასზე დაბალ გოგონას
-მოეშვი ცინიზმს . გაცოფდა ნიდა. მშვენივრად ვიცი მასალა.. შენ იკითხე საგნები, რომ გჩება .
-ძაან ბევს ტლიკინებ.. მომეცი ეგ ტელეფონი. ხელი გაუწოდა ნიკამ ..
-რატომ ?
-მაგ გეგას უნდა დაველაპარაკო და მიტომ.. ზიზღით დამანჭა სახე
-შენ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის ? გაგიჟებულმა კითხა
-სულაც არა . მომეცი ტელეფონითქო .. გოგოს ხელში დაჭერილ ტელეფონს სწვდა
-ნიკა გაუშვი ხელი .. დვალმა ნიდას მობილური ხელიდან გამოგლიჯა, მაგრამ თვითონაც ვერ დაიჭირა და ხელიდან გაუარდა.. სწრაფად დახედა ძირს დავარდნილ ნივთს, რომელსაც ეკრანზე ბზარები გასჩენოდა..
-მოგკლავ .. გაცოფებული მივარდა ნიკას და ყელში წვდა. სახლიდან გამოვარდნილი ბიჭები დაბნეულები უყურებდნენ ერთმანეთს .. ვერ გაეგოთ რა ხდებოდა ...ლუკა მოვიდა გონს და გოგო ბიჭს „მოაგლიჯა“..
-მოვკლავ , ცოცხლად დავმარხავ, მივახჩობ.. გაჰკიოდა ნიდა, თან მუშტებს სასაცილოდ იქნევდა ჰაერში და ნიკასკენ მიიწევდა
-მოგეცა წესიერად და არაფერი მოხდებოდა . დვალმა ყელზე მიიდო ხელი და დაბღვერილმა შეხედა გაკაპასებულს. -ალქაჯო
-ალქაჯს გაჩვენებ ეხლა .. კვლავ ნიკასკენ გაიწია ნიდა..
-გაფხორილო ინდაურო.. წარბ აწეულმა ხელები გადააჯვარედინა ..
-შენ ვის რას ეუბნები გაპუტულ ქათამს გავხარ ... ქოსა.. ნიშნისმოგებით გადახედა აწ უკვე განრისხებულ, გაცოფებულ, გაველურებულ ნიკას ..
-მოიცა რა თქვა ? გადახედა ბიჭებს - ეხლა ამას მივაკლავ კოღოსავით .. თმა დაქაჩა გოგოს
-ეხლა დაგდებ ლელოსავით .. გაიფხორა ნიდა და ნიკას ჩააფრინდა თმებში..
ლუკა ძირს იწვა და ფოფხავდა, სიცილისგან მუცელ ატკივებული.. გეგაც მის დღეში იყო . იოანე გაშველებას ცდილობდა, მაგრამ თავისი დის ხელში არაფერი გამოსდიოდა..
-აააა .. იყვირა ნიკამ და ნატკენი ხელი დაიზილა, რომელზეც ნიდას კბილების კვალი ეტყობოდა.
-მაგ კბილებს დაგაცლი ..თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კმაყოფილ გოგოს .
-ნეტა ერთი კარგად მაბეგვინე .. თვალები დააწვრილა და მუშტი აუფრიალა ცხვირ წინ დვალს .. ნიკას გაეცინა ნიდა ხელში აიყვანა და დააბზრიალა
-დამსვი.. დაიყვირა ქალბატონმა -ნიკა შემეშვითქო.. იო უთხარი შენს კრეტინ ძმაკაცს გამიშვას ხელი ..
-აუ ნიკა გადააგდე რა .. თხოვნით ახედა იომ დვალს
-ააა მასე ხო .. კაი მასე იყოს ..ნაწყენმა შეხედა ძმას.. ნიკამ ძირს დასვა . ნიდა დაგდებულ მობილურს დააშტერდა.
-კაი არაუშავს ახალს გიყიდი.. თქვა ნიკამ
-არ მჭირდება
-თუ არც .. მხრები უდარდელად აიჩეჩა ნიკამ და სახლში შევიდა
-არა და მე ვიფიქრე შეიცვალათქო .. რა შეცვლის აუტანელ ადამიანს ? ამოიფრუტუნა ნიდამ ..
-როდესღაც გაჩერდები ? იოანემ დას შეხედა
-შენ არაფერს ეტყვი ?
-და რა უნდა ვუთხრა ?
-ტელეფონი დამიმტვრია ..
-ახალს გიყიდიო მარა ეგ შანსი ხელიდან გაუშვი , ამიტომ მორჩი ეხლა და შედი სახლში .. თვალები დაუბრიალა დას
-ნუ ატრიალებ მაგ თვალებს სოჩიკივით.. შეუღრინა ძმას
-ერთხელაც იქნება დავივიწყებ ჩემი და, რომ ხარ და გცემ ..
-დედიკოს ვეტყვი ყველაფერს .. გაბრაზებულმა მიაძახა იოს.. ძირს დაგდებული ტელეფონი ხელში აიღო და სახლში შევარდა . ლიკაც და ანიც მას მიყვნენ..
-დედიკოს ეტყვის .. გამოაჯავრა იოანემ და ბიჭებს გადახედა..
-დაერხა ნიკას. სიცილით თქვა დაჩიმ
-არადა რამდენიმე წუთის წინ ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ გზაზე, მარა შავმა კატამ გადაირბინა მათ წინ .. ჩაიფხუკუნა გეგამ..
-შავი კატის რა გითხრა მარა, შავი მერსედესი კი იყო .. აჰყვა იოც..
სახში შელაგდნენ ბიჭებიც.. ლუკა ლიკას გვერდით დაჯდა..
-ლიკუ
-მერამდენედ უნდა გითხრა, რომ ლიკა ვარ ? მობეზრებულმა შეხედა ბიჭს
-რა მნიშვნელობა აქვს?.. მხრები აიჩეჩა.. ლიკა ლიკუ ლიკუნა ლიკაჩკა .. ყველა ერთი არ არის?
-შენნაირი ჩლუნგისთვის ყველაფერი აჯაფსანდალივით იქნება .
-ენას ამოგაცლი.. გამწარებულმა ამოთქვა
-ნუ რას ვიზამთ სიმართლე მწარეა..
-ლუკა .. ანიმ თვალებით ანიშნა გადი იქითო.. ლუკაც გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში შევიდა.
ნიკა ტელეფონში იყო ჩამძვრალი.. ნიდა განრისხებული თვალებით უყურებდა დვალს.
-იო ტელეფონი მათხოვე რა..
-დამჯდარია ნიდ..
-მერე დამტენი არ გაქვს?
-არ წამომიღია..
-აჰა ჩემი აიღე.. ნიკამ თავისი მობილური გაუწოდა . ნიდამ ბოროტული ღიმილით გამოართვა.. სოციალურ ქსელში ბოდიალის შემდეგ გალერეაში შევიდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო. ერთი ფოტოდან მეორეზე გადავიდა და გაშეშდა.. ფოტოზე გამოსახულ ნიდას ნიკას მხარზე ეძინა.
-ეს რა არის? ტელეფონი ნიკასკენ მიატრიალა
-ფოტო.. უდარდელად აიჩეჩა მხრები
-რატომ გადაიღე?
-კარგად გამოვიყურებოდი მაგ დროს და მაგიტომ .
-მე რაღატომ გამომაჩინე ?
-შენც არაგიშავდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა
-ვშლი.. მკაცრად თქვა ნიდამ
-არა. დაიღრიალა ნიკამ და ნიდასთან მივიდა ტელეფონის წასართმევად.
ნიკასა და ნიდას კინკლაობით შეწუხებულმა იომ, ხელიდან გამოგლიჯა მობილური დას..
-ეხლავე წახვალთ თბილისში.. გაღიზიანებულმა იომ ამოთქვა ..
-მე რო ვერაფერი ვნახე. დასევდიანებულმა ნიდამ იოს გახედა
-ამ წვიმაში ვერაფერს ვერ ნახავ.. თან არ ხარ არაფრის ღირსი.. საერთოდ აღარ წამოგიყვან აქ..
-ამან დაიწყო.. თითი ნიკასკენ გაიშვირა.
-ხო და შენ დაამთავრე.. ეხლა ჩაჯდებით ორივე და წახვალთ .. თან ხვალ ლექცია გაქვს.. ნიკამ თავი დაუქნია იოს და მობილური გამოართვა.
ნიკას მანქანაში იჯდნენ ანი, ლიკა, ნიდა , ლუკა და ნიკა.. რადგან ხვალ ლექციები ქონდათ დარჩენა ვერ შეძლეს.. ნიდას გული წყდებოდა ვერაფრის ნახვა, რომ ვერ შეძლო.. დასევდიანებული უყურებდა ფანჯარაზე დაცემულ წვიმის წვეთებს.. ნიკა სარკიდან ადევნებდა თვალს გოგონას..
-კაი რა ნიდუ, რას ჩამოგიშვია ცხვირი. აი შენ თავს ვფიცავარ ფინალურის შემდეგ ჩამოგიყვან და ყველაფერს განახებ რაც არის ამ კახეთში. გაამხნევა ლუკამ ნათლული. ნიდამ უბრალოდ გაუღიმა ..
-ანი ან ხმა გაუთიშე მაგ ტელეფონს ან არა და ვისვრი ფანჯრიდან.. ესემესების წრუპუნით შეწუხებულმა ლუკამ დას გადახედა. ანიმ შეუბღვირა წინ მჯდომს და ისევ თავი ჩარგო მობილურში.. დარჩენილი გზა სიჩუმეში გაიარეს..
-ლიკა შენ სად ცხოვრობ? ღიმილით კითხა საჭესთან მჯდომმა ნიკამ გოგოს, როცა თბილისში შევიდნენ..
-მე საბურთალოზე..
-აუფ . დაუშტვინა ლუკამ და ლიკასკენ შებრუნდა.. ჩვენ ბოდიში, პროვინციიდან ვყოფილვართ .. სწერვულად გაიღიმა..
-პროვინციელი კი არა ტყიური ხარ .. გაბრაზებულმა აარიდა თვალი ლუკას და ფანჯარაში გაიხედა.
-ტარზანიც ვყოფილვარ.. ჩაიცინა ლუკამ - ხმლიანი კაცი, რომ არის ხო იცი?
-სააკაძის ძეგლია ეგ.. სიცილით თქვა ლიკამ
-ნუ რაც არი.. გაბრაზებულმა გადახედა მოხარხარე საზოგადოებას..ანუ გეპეისთან ახლოს ცხოვრობ?
-კი..
-გეპეიში ვსწავლობ, 6 კორპუსში.. დააზუსტა ლუკამ და სიამაყით აღსავსემ გახედა ლიკას.
-შეგეკითხე? წარბ აწეულმა შეხედა ბიჭს
-ვიცი ინტერესი გკლავდა და მაგიტომ გითხარი.. თვალი ჩაუკრა ლიკას
-ლიკა რომელ ქუჩაზე ცხოვრობ ? იკითხა ნიკამ
-იოსებიძეზე.
რამდენიმე წუთში, ნიკამ მანქანა ლიკას სახლის წინ გააჩერა ..გოგონა მანქანაში მსხდომებს სათითაოდ დაემშვიდობა.. ლუკასთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, უსულო საგნად ჩათვალა და გვერდი აუარა..
-ამ თქვენ დაქალს ზრდილობა კახეთში დარჩა? გაბრაზებული მიუბრუნდა ანის და ნიდას..
-ლუკა .. წამოიყვირა ნიდამ
-ჰო
-ბიჭო მაინც აქ უნდა გამოხვიდე ხვალ და ეხლავე რო დარჩე გეპეიში არა?
-სად გავიცინოთ თავში თუ ბოლოში? გადახედა მომცინარ გოგონას
-სუ იცინე.
ნიდა ლუკასკენ გადაიწია და ლოყაზე აკოცა.. შემდეგი გაჩერება ანისა და ლუკას სახლთან იყო..
-არ დაჭამოთ ეხლა ერთმანეთი მშვიდად იმგზავრეთ.. მანქანიდან გადასულმა ანიმ მოაძახა ნიკას და ნიდას.
-ნიდუ მიკროს კონსპექტი მომე რა ხვალ.. თხოვნით შეხედა ლუკამ.
-ხვალ საღამოს გამო ჩემთან და მოგცემ..
-ჯიგარი ხარ.. გამოცდის მერე გამოვალ, დალის უთხარი ხჭაპური გამოაცხოს აი მე, რომ მიყვარს ლორით.
-ხვალ დაგახვედრებ... დამშვიდობების მიზნით ხელი დაუქნია სადარბაზოში შესულებს.
-მეც ამოვალ ხვალ.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა და მანქანა დაძრა.
-მგონი რაღაც მომესმა.
-არა მშვენივრად გაიგე..
-შენი ნერვები არ მაქვს ეხლა.. ხელი აიქნია და ფანჯარას თავი მიადო..ბიჭმა ნიდას სახლის წინ გააჩერა მანქანა.. გოგონა სწრაფად გადავიდა ავტომობილიდან და კარი მიაჯახუნა.
-ხვალ გნახავ ცხოვრება.. მიაძახა ეზოში შესულს..
-ჯანდაბაში წასულხართ შენც და შენი ცხოვრებაც.. ყვირილით უთხრა ნიდამ და გაცოფებული შევარდა სახლში.
-რა გაყვირებს შვილო რა ხდება? სამზარეულოდან გამოვიდა დედამისი..
-ჩემს ალვის ხეებს ველაპარაკებოდი ხომ იცი, როგორ მიყვარს? სიცილით მიუახლოვდა დედამის და ჩაეხუტა..
-ნუ გამაგიჟებ დედა ეხლა შენი ბოდიალით.. სად არის შენი ძმა?
-კახეთში დარჩა, ხვალ საღამოს ჩამოვლენ მგონი. აუ დედა ძაან მშია მაჭამე რა რამე.. კურტკა გაიხადა, დივანზე მიაგდო და სამზარეულოში გავიდა.
-რა ლამაზი ქუდი გაფარია ნიდა, სად იყიდე?
-იკა ხომ იცი? იოს ძმაკაცი პატარა, ლამაზი ცხვირი, რომ ააქვს..
-ლილეს შვილზე ამბობ დედა ?
-ხო.. აი მაგის დეიდაშვილმა კახეთში მიყიდა.. გაიღიმა ნიდამ - შეგცივაო და .. გაბრწყინებული თვალებით შეხედა დალის.
-დედა რა კაი ბიჭი ყოფილა. გაღიმებულმა თქვა და შვილს კრაბის სალათი დაუდო წინ..
-ნუ იტყვი.. ჩემი ჯგუფელია თან.. ამოიფრუტუნა ნიდამ..
დილით ლექციაზე დაგვიანებით შევიდა.. სკამზე ჩამოჯდა, ლექტორს ტესტი გამოართვა და დაწერა დაიწყო.. რამდენიმე წუთში კარი ნიკამ შემოაღო..
-ძლივს გიპოვე.. ხელები მაღლა აწია .. ლექტორმა გაკვირვებულმა შეხედა ბიჭს..
-უი უკაცრავად .. ნიდას გავიყვან რა ორი წუთით..
-ვიის ? ქალმა დაბნეულმა აათვალიერა დვალი..
-აი იმ ლამაზ გოგოს .. ნიდასკენ გაიშვირა თითი.. ლექტორს გაეცინა და თავი დაუქნია..
-არა იყოს.. დასვენებაზე გავალ. მორცხვად თქვა აწითლებულმა ნიდამ
-გამოდი რა .. ხელი დაავლო დვალმა და გარეთ გაიყვანა.
-საიდან იცოდი ლექცია აქ, რომ მქონდა? გაბრაზებულმა შეხედა აქოშინებულ ბიჭს..
-რომ არ ვიცოდი იმიტომ შემოვიარე აუდიტორიები, მესამე სართულიდან დაწყებული აქამდე..
-რატომ მეძებდი? რა გინდა? ხელებ გადაჯვარედინებულმა ახედა ბიჭს..
-აჰა.. ქურთუკიდან რაღაც ყუთი ამოიღო და გაუწოდა.. ნიდა გაოცებული დააშტერდა ნიკას ხელში დაჭერილ NOTE5ს.. - შენს „ყოფილ“ NOTE4ს ჯობია.. თვალი ჩაუკრა ნიკამ.. - გამომართვი ეხლა..
-არა მე ამას ვერ ავიღებ..
-რატომ ? თუ არ მოგწონს სხვა ფირმის ვიყიდოთ.. იომ მითხრა ამ ფირმის ფანატი, რომ ხარ და მაგიტომ ვიყიდე ეს.. ანერვიულებულმა შეხედა გოგოს
-ეგ რა შუაშია? უბრალოდ ამას ვერ გამოგართმევ..
-აუ კაი რა .. თავი გადააქნია ნიკამ და ნიდას გაუშტერა მზერა.. - ჩათვალე შენი ვალი მქონდა და გიბრუნებ. თვალი ჩაუკრა გოგოს და ტელეფონი კურტკის ჯიბეში ჩაუჩურთა.. -ამ ლექციის მერე გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
-სპექტაკლის დადგმაა დღეს..
-მერე შენ რა შუაში ხარ ?
-მე ვარ მთავარ როლში.. გაინაზა გოგო და თმა ზურგს უკან გადაიყარა..
-შენ თავი ანჯელინა ჯოლი ხო არ გგონია? ჰოლივუდში კი არა სეუში ხარ და წესივრად მოიქეცი სანამ მოთმინება არ დამიკარგავს. განრისხებულმა შეხედა ნიდას.
-შენ ხომ არ შეიშალე?
-კი შევიშალე და სადაცაა საგიჟეთში მოვხვდები, შენი უაზრო ქცევებით..
-ხო და წადი ფსიქიატრს გაესინჯე.. წამლებიც გამოგიწეროს დიდი რაოდენობით.. სწრაფად მიახალა გაცოფებულს და აუდიტორიაში შევარდა..
-მე შენ განახებ სპექტაკლს. ჩაიდუდღუნა დვალმა და დეკანატში ავიდა ქალბატონ მეგისთან..
-რა ხდება დვალი ისევ ბატონ ნუგზარს ეკამათე? მობეზრებულმა კითხა ქალმა..
-არა .. სხვა საქმე მაქვს.. იმ სპექტაკლს, რომ დგამთ.. ფიფქია თუ რაცაა.. მანდ მე უნდა ვიყო პრინცი..
-პრინცის რა გითხრა შვილო, მაგრამ გაბრაზებული ჯუჯის როლს მშვენივრად შეასრულებ.. შენ ითამაშებ ბუზღუნას როლს.. ნიკას მოთმინების ფიალა აევსო.
-რა ბუზღუნა? დაიყვირა დვალმა
-არ გინდა და რავქნა მე ?
-პრინცის როლში, რომ ვიყო არა ?
-გეგა მეტრეველია ამ დადგმაში პრინცი.. სხვა დადგმებიც გვაქვს და იქ იყავი.
-მე ამ დადგმაში მინდა.. მკაცრად თქვა ნიკამ.
-თავიდანვე დათანხმებულიყავი და ახლა წუწუნი არ მოგიწევდა..
-ფუ ამის.. გამწარებული გამოვარდა კაბინეტიდან და კარი მოაჯახუნა..
საღამოს სპექტაკლის დადგმაც დაიწყეს.. გეგა გაღიმებული უყურებდა ნიდას.. ნიკა კი გაღიზიანებული მიშტერებოდა ქალბატონ მეგის და ამქალის გაგლეჯვის სურვილით კვდებოდა.
-დვალი მშვენიერია.. მოესმა ქალბატონი მეგის წიკვინი. ზუსტად ასრულებ ბუზღუნას როლს .. ტაში დაუკრა გაბრაზებულ ნიკას.. ბიჭი რამის აფეთქდა, ნოემ სიცილით გადახედა ნიკას..
-კაი დაწყნარდი კარნავალია სხვა ხო არაფერი..
- კოცნის სცენა ხო არ იქნება? საწყლად შეხედა ნოეს.
-იმედი მაქვს, რომ არა .. თავისთვის ჩაიბურდღუნა ნოემ..
-ეხლა ბოლო მომენტი განვიხილოთ აწიკვინდა ქალი.. ნიკამ ყურები ცქვიტა.. - ნიდა შენ გარდაცვლილი დაელოდები პრინცს..
-აუ ეხლა ამას მართლა გარდავცვლი.. ფეხზე წამოხტა დვალი, მაგრამ ნოემ შეაჩერა
-მოიცა ერთწამს უსმინე..
-გეგა შენ ფიფქიასთან უნდა მიხვიდე და აკოცო.. ვითომაც არაფერი ისე თქვა..
-ამას თავი რეჟისორი ხომ არ გონია ? დაიღრინა ნიკამ.
-ქალბატონო მეგი კოცნის სცენა, რომ არ იყოს არ შეიძლება? ნიდამ ქალს შეხედა
-შვილო შენ რომ თავი არ გებას ეგ შეიძლება?.. დაბნეულმა ნიდამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.. -ხოდა სპექტაკლიც მასეა, სრულად უნდა იყოს ყოველივე. თეატრალურად წარმოთქვა და ხელები გაშალა..
-ააა კოცნის სცენა გინდათ ? წარბებ აწეულმა ნიკამ ქალბატონ მეგის შეხედა..- ცოცხლად ნახავთ .. თვალი ჩაუკრა ქალს.. ნიდასთან მივიდა და აკოცა.. როცა გოგონას ტუჩებს მოსცილდა გაბრაზებულმა გდახედა მეგის.
- დაკმაყოფილდით .. თუ თიატრალური არ იყო გავიმეორებთ .. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა. ქალი გაოცებული უყურებდა მის წინ მდგომ ბიჭს. ნიდა კი ერთ ადგილზე გაქვავებულიყო..
-მორჩა სპექტაკლი.. 14ში საერთოდ არ მოვალთ უნივერსიტეტში რაც გინდათ ის დადგით უჩვენოდ .. კარგად ბრძანდებოდეთ.. ხელი ნიდას მოკიდა, მისი ჩანთა აიღო და ოთახი მასთან ერთად დატოვა - არ მომინდომა აქ სპექტაკლი და დაგმები .. თავისთვის ბუზღუნებდა ნიკა.. - ისე ამაზე კარგ დადგმას ვერც ვინატრებდი .. ჩაიხითხითა ნიკამ და ნიდას შეხედა..
-ეს რა იყო? დაბნეულმა ახედა დვალს.
-რაც იყო კი კაი იყო და .. ჩაიცინა ნიკამ და ლიფტში შევიდა, ნიდასთან ერთად..
-ნიკა რა გაკეთე? ამოხრიალა ნიდამ
-გაკოცე..
-ასე ადვილად ამბობ მერე მაგას?
-აბა რთულად უნდა ვთქვა?
-რთულად კი არა საერთოდ არ უნდა თქვა.. რატომ მაკოცე?
-გავბრაზდი და მაგიტომ..
- მასე მეც გაბრაზებული ვარ ეხლა და უნდა გაკოცო?
-ისე ეგ კაი იდეაა ხო იცი.. ნიკა ნიდასკენ მიბრუნდა
-შენ მართლა ვერ ხარ შენ ჭკუაზე .. გამიშვი .. ხელი გამოგლიჯა ნიკას, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და ლიფტიდან გავარდა..
-მოიცა ერთად წავიდეთ.. უნივერსიტეტიდან გასულ ნიდას კიბეებთან დაეწია დვალი და ხელი ჩაკიდა..
-არ შეგიძლია მომშორდე?
-არა .
-ფეხით გავლა მირჩევნია, ამიტომ კარგად იყავი..
-მეც ფეხით მოვდივარ..
-შენი მანქანა რა უყავი? გაკვირვებულმა კითხა
-გავყიდე.
-ასე მალე? გუშინ არ გყავდა?
-რაღა მალე, ერთი თვია რაც ვყიდიდი და ძლივს იყიდა ვიღაცამ.. დღეს დილას მივუყვანე.
-რატო გაყიდე?
-ძაან ბევს წვავს, ამიტომ მაგ მანქანას მდიდარი ტიპი სჭირდება. სხვას ვიყიდი რამეს.. თვალი ჩაუკრა ნიდას..
-რას იყიდე თუ არ გინდოდა?
-მე არ მიყიდია ბიძაჩემმა მაჩუქა.
მეტროში შევიდნენ, მაგრამ ნიკას სტუდბარათი ჯიბეში არ აღმოაჩნდა, ამტომ გამვლელებს თხოვდა გატარებას.. ვიღაცამ „უჯიგრა“ და გატარა. ექსკალატორზე დგომა დაეზარა და ფეხით ჩაუყვა კიბეებს გოგონასთან ერთად.. მეტროს ვაგონში კმაყოფილი შევიდა და ნიდას გვერდით დადგა.
თავისუფლების ხსენებაზე ნიკამ, ნიდას ხელი მოკიდა და ვაგონიდან გიჟივით გაიყვანა..
-რას გამომაქენ? რა გვინდა აქ ? როგორც მახსოვს შენ ვეძისში ცხოვრობ, ნუთუ მეტროთი არასდოს გიმგზავრია? ამოიფრუტუნა ნიდამ და მეტროსკენ შებრუნდა
-ძაან კარგად ვიცი სად, როგორ და რანაირად უდა ვიარო, ამიტომ წამო..ხელი მოკიდა ნიდას და ექსკალატორისკენ წაიყვანა.. ფეხით გაუყვნენ გზას და ბარათაშვილზე ჩავიდნენ.



№1  offline წევრი Kukrali

მმმმ კარგიაა:დ მომწონს ძალიან. მალე დადე :*<3

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

აუ ძაან მომეწონა კარგი ხარ შემდეგს მოუთმენლად ველი ♥♥

 


№3  offline წევრი anuki15

ყველა თავი ერთად წავიკითხე <3 რა საყვარლობაა გავგიჟდი <3 ნიკუშა არი სასწაული ბიჭი მართლაა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent