Dream! (თავი3)
მეორე დღე ისე გაგრძელდა თითქოს არაფერი მომხდარა, ტასომ გაიღვიძა თუ არა მაშინვე საჭმელად ჩავიდა , არაფერი იყო ამიტომ სალათის კეთებას შეუდგა , ცოტახანში სანდროც ჩამოვიდა , მაისურის გარეშე და ისიც მაშინვე კუხნაში შეუვარდა ტასოს. _ვაა ტასუნაა , რა გვაქ? _სალათას ვაკეთებ მიდი გაშალე რა გთხოვ . _ჰმ , კაი . ცოტახანში ჭამას შეუდგნენ და ჭამის დროს სანდრო გამუდმებით ტასოს აკვირდებოდა . _რაა? _არაფერი, _აბა რას მომაშტერდი?! _უბრალოდ შემოგხედე, არ შეიძლება? გავიდა ხუთი წუთი და სანდრომ ისევ ისე გააგრძელა . _კაი რაა ვერ ვჭამ მასე ნუ მიყურებ . _როგორ მასე ? _აი ეგრე . გეყოს ღადაობა და მაცადე ჭამა _კაი ვსოო , აი გპირდები აღარ შემოგხედავ , ნუ არ მოგაშტერდები _გთხოვ წყალი მომიტანე რა _კოლა ხომ გაქ? _წყალი მინდა რა . _კაი მაცა სანდრო წავიდა თუ არა ტასომ დრო იხელთა და სალათაზე პილპილი მოუპნია ხოლო წვენში მარილი ჩაუყარა და თავის ადგილზე მოთავსსდა . სანდრომ წყალი მოიტანა თუ არა ერთი ყლუპი მოსვა და გავარდა . _მადლოობ ზღვაზე გავალ დამეწიე გზაში. გაოცებული უყურებდა ტასოს , რა ეჩქარებოდა აინტერესებდა მაგრამ არაფერი უთქვამს ჭამა გააგრძელა და ბოლო ხმაზე იღრიალა როცა სალათა შეჭამა და მარილიანი კოლა მიაყოლა . _ტასოო მოგკლავ! _აჰაჰ გელოდები . გაქცევას აპირებდა მაგრამ , სანდრომ დაიჭირა და აბაზანაში ცივი წყლის ქვეშ შეაგდო , ნახევრად თვითონაც დასველდა , ისე ფართხალებდა . _ეე სულ გააფრინე ?!გავცივდები რა გამიშვი . _რას გაცივდები კი ხარ ლომივით _იხუმრა ბიჭმა . _გინდა საღამოს გავისეირნოთ? _გამიშვი აქედან აქ რას მელაპარაკები , ბარემ ქორწილიც ხო არ დაგვეგეგმა აქ . _არა მართლა , გინდა?! _არა ბავშვები ჩამოდიან და თან ლუკამ ვიღაც გოგო უნდა ჩამოიყვანოს და ძაან მაინტერესებს ვინაა , ასე მითხრა ჭკუაზე ვეღარ იქნებიო . _კაი მაშ სხვა დროს , მპირდები? _ჰოო ჰოო გავიყინე გადი რა . საღამოს ყველანი დაბრუნდნენ და ტასოს ნერვები აღარ ყოფნიდა , ცოტაც და გაგლეჯდა იმ გოგოს , ყველას ეპრანჭებოდა , ვინმე მაინც აერჩია. საღამოს გოგოები საუბრობდნენ მაგრამ რას წარმოიდგენდა სანდროსაც თუ ესმოდა . _ვაიმეე ვერ ვიტან , დაინახე პროსტა?! იმენა ციდან სამ მეტრზე იყო და თმები იმდენად ქერა ქონდა თვალები მტკიოდა როიმ ვხედავდი . _ჰოო ნატუკააა _ ნატუკა კი არა გოგო დააკვირდი პროსტა როგორ შვებოდა , აი ამას მიყურე . სწერვა სახე მიიღო ტუჩები დაბრიცა და გააგრძელა. _აუუ საან შენ რა დრამზე უკრაავ? აუ აი ძაან მაგარიააა, აუ შენი პირსინგი არ მომწონს მაგრამ არაუშააავს , ნუ კი გიხდება მაგრამ მე უფრო ვაჟკაცური ბიჭები მიზიდავს იციი?! აუ საან ეს ცხვირი შენიააა ?! აუ რა მაგარიააა, საან იცი მარჯვენა ნახევარსფერო მოთხვრილი მაქ და ხო არ ჩამომწმენდდი? ცოტახანში ასეც ეტყოდა , აუუ საან იცი ვერ ვბანაობ მარტო და ლუკას არ ცალია და ხო არ გამხეხდიი?! _ცუდად ვაარ , აჰააჰ . კაი გეყო , გოგო ხმამაღლაც მოგდის შეიძლება გაიგონ . _მადარდე რა , მაგ ქერა ბოზს ისე ვუზავ თავად წავა აქედან . _კაი წამო დავიძინოთ რა . გოგოები თავიაანთ ოთახებში შევიდნენ და დაიძინეს. ცოტახანში ტასომ თავისი სახელი გაიგონა ფანჯარასთან და შეეშინდა, მაგრამ იფიქრა მომეჩვენაო და ყურადღება აღარ მიაქცია , მაგრამ ხმა რომ არ გაჩერდა , შუქი აანთო და ცალითვალით უყურებდა ალექსს რომელიც შავ სპორტულებში იყო გამოწყობილი და არ კაპიშონის წამომხობა დავიწყებია. _ალექსს?! აქ რას აკეთებ? _მისია გვაქ! როგორ გავანადგუროთ მის ქერა , რომელმაც ჩემი თმები უარყო! თან ვიცი რომ არც შენ გევასება. _ააჰ! გადი რა მეძინება _ვიდეო მაქ ! _რა ვიდეო? ხო არ გააფრინე?! _ვიდეო რომელშიც იმდენად გავხარ იმ ქერას რომ ახლა თუ არ აწევ ერთ ადგილს და არ გამომყვები მთელს გეგმას შენზე გამოვიყენებ. _ააახ ! კარგი რა ! მიდი გადადი ჩავიცვა . _შენიაზრით რამეს ვხედავ ამ კაპიშონიდან? შეგიძლია შუქიც აანთო და ისე გამოიცვალო მაინც ვერ დაგინახავ . _კაი ჰო . ისე ცნობისთვის შუქი დიდი ხანია რაც ავანთე. _ა ჰო. ცოტახანში ტასომაც ჩაიცვა სპორტულები , თითქმის ისეთივე როგორიც ალექსს ეცვა , რაღათქმაუნდა დიდი კაპიშონით. _ჰა წავედით რას გაგიტკბა მანდ ჯდომა . _კაპიშონი შემისწორე რა , თორემ გადავარდები და ერთადერთი ეჭვმიტანილი იქნები. _კაი რა უნდა ვქნათ? _მომყევი დანიშნულების ადგილზე და გაიგებ . მივიდნენ და სანდრომ ზურგჩანთვიდან ამოიღო წებო ქაღალდი და საღებავი.ტასომ გაოცებულმა შეხედა _არა არა მე ამას არ ვიზავ ! _რა ანუ მარტო მტოვ? _ჯანდაბას ! მაინც ვერ ვიტან ! აბა? რას ვაკეთებთ? _ნახე რა ხარივით ძინავს.შენ ეს საბანი დაიჭირე და როცა გეტყვი ზედ დააგდე სანდრომ საღებავი თმაზე მოასხა , შემდეგ ცალ წარბზე წებო დაადო და ქაღალდიც მიაყოლა. _სამამდე ვითვლი და ამას ავაძრობ, შენ კიდევ მაგ საბანს აფარებ და მივრბივართ . _ერთი , ორი ,სამი . სანდრომ ააძრო უცბად ქაღალდი და წარბიც თან აყვა.უცბად ტასომ საბანი გადააფარა და გაიქცნენ . გარეთ გავიდნენ თუ არა ორივემ ამოისუნთქა და ეზოში დასხდნენ. _უჰჰ მეშნოდა მაინც. _ჰოო , არადა როგორ ამაყობდა თავისი წარბებით არა ? _ჰოო ეხა რაღა ეშველება. _მომისმინე , შენ რომ ელაპარაკებოდი მარიამს , მე ხო გავიგონე და რაღაც მინდა გითხრა . _აუ ოღონდ ეგ არა , დაივიწყე კაი? _ჰო მაგრამ მე .. მე იცი მემგონი მ..... _რა რა ? რა შენ? ბოდიში მიღებულია _ცნობისთვის ბოდიში არ უნდა მეთქვა _ხო რაც უნდა გეთქვა _ კაი წამო ზღვაზე გინდა ?! _აუ ჰოო და მთელიღამე იქ ვიყოთ . კაი? _კაი , წამო . _აუ რო შეგვცივდეს მერე? _პლედი წამოვიღე _შენ ყველანაირად გამზადებულხარ _ჰოო მაშ . მთელი ღამე იქ იყვნენ და საუბრობდნენ, ბოლოს ტასომ მოიწყინა და სანდროს ჩანთას დაუწყო ქექვა , ჩანთაში მხოლოდ ანგელოზის კულონი ჰქონდა და ის მასალები რაც ნატასთვის გამოყენეს. _ჰმმ, საინტერესოა _რაა? _წესით ახლა ვინც შენი ასაკისაა ყველას დააქვს ცივიიარაღი . _ჰომ , მეც მაქ , ჯიბეში . მაგრამ არასდროს არ ვიყენებ. _აბა მაჩვენე _სერიოზულად პატარა?! _დაგცხებ ეხა , მომე მალე ტასო დანას დიდი ინტერესით უყურებდა , და ყველა მხარეს დიდი ინტერესით ათვალიერებდა . _მიდი შენს ოჯახზე მომიყევი. _რა?! სანდრო ამ კითხვას არ ელოდა და დაიბნა . _შენს ოჯახზე მომიყევი , მშობლებზე ან და ძმა თუ გყავს , საერთოდ არაფერი ვიცი და მაინტერესებს. _მე არავინ მყავს , უკვე . _რა? რატომ? მეტყვი? _ჰო , ოღონდ ახლა არა , მერე . _კაი როგორც გინდა . ტასომ გააგრძელა დანის ტრიალი , დანა უკუღმა ეჭირა და ხელებს ისერავდა ისე რომ სისხლიც კი არ გამოსდიოდა . _ტასო შეწყვიტე რა , არ მევასება ეგეთები. _რა ? რა არ გევასება?! _მაღიზიანებს ეგეთი იდიოტობები და შეწყვიტეთქო. _რა ეეს? დანა გაასწორა და უფრო ძლიერად გადაისვა ხელზე, თან იღიმოდა და სანდროს უყურებდა , აი ახლაღა მიხვდა , რომ ძალიან აეწვა ხელი და ღრმადაც მოუვიდა , ვითომ ხუმრობის დროს. _ჯანდაბა რას კეთებ?!! ნორმალული თუ ხარ საერთოდ?!! უცბად წამოხტა და შეტრიალდა , თმებს უაზროდ ისწორებდა და ნერვიულად დადიოდა . _აუ ჯანდაბა არ მინდოა ასე, აუუ _გტკივა?! ძალიან მოგივიდა? _ჰოო სანდრო ახლაღა მიხვდა რომ ტასო თავისით ხელის გადახვევას ვერ მოტვინავდა და უკან მიბრუნდა , ვერ წარმოიდგენთ როგორ უჭირდა ახლა მას , ტასოზე მეტადაც ტკიოდა , პლედს ნაწილი მოახია და ტასოსთან ჩაიმუხლა , არ უყურებდა და ცალ ხელში პლედი ეჭირა ცალი ხელი სახესთან ქონდა და თავზე ნერვიულად ისმევდა . _სისხლზე დაიდე ეს ძალიან გთხოვ _მე ვერ შევიხვევ _ჰო ვიცი უბრალოდ სისხლიან ადგილზე დაიდე . ტასომ გამოართვა პლედის ნაწილი და ხელზე დაიდო , სანდრო სულ მთლად გაფითრებულიყო და ხელს ძლივს უხვევდა რადგან თავადაც უკანკალებდა ხელები, გამუდმებით იმეორებდა რომ მორჩა და ეს უბრალოდ წითელი სითხე იყო თანაც ძალიან ცოტა და როგორციქნა მორჩა და შეუხვია ხელი. იქვე მდგარ კუნძს მიეყრდნო და გადაწვა. _რაგააკეთე ეხლა გოგო ჰა?! რეებს შვები? ვერ ხარ ხო სრულ ჭკუაზე ! მეტად ღრმად რომ მოგსვლოდა?! _არმინდოდა!!! _კიდევ რამეს ამბობ?! ასეთი ხუმრობა შეიძლება?!! _შენ რაა სისხლის გეშინია?! _კი! კიიი! ჰემოფობია მჭირს! თავს ვეღარ თოკავდა და უკვე ღრიალებდა . _კარგი რა არ მესმის სისხლის როგორ უნდა გეშინოდეს. ბავშვი ხომ არ ხარ?! _გოგო მომისმინე ! დაფიქრდი ხოლმე ! შენც არ ხარ სამი წლის ბავშვი ჭექა-ქუხილის რომ გეშინია ხო?! შენ ტონიტროფობია გჭირს მე კიდევ ჰემოფობია . _რა? მე ... მაპატიე რა . ტასო ადგა და სანდროს მოეხვია , სანდრომაც იგივენაირად უპასუხა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა . _მაპატიე რა , გთხოვ.თუ მოგინდება მომიყევი, ძალიან მაინტერესებს რამოხდა მაგრამ როცა მოგინდება მაშინ მომიყევი _მოდიჩემთან! და ტირილი შეწყვიტე. გულში ჩაიკრა ტასო და ისე დაიწყო საუბარი. _არ ვიცი გახსოვს თუ არა , ძალიან პატარა იყავი, გაბურძგნული მოკლე და ხუჭუჭი თმებით , ძალიან საყვარელი იყავი , ჩემი და აქ არ მყავდა მაშინ ჩემი მშობლები უცხოეთში იყვნენ და მე ბებიასთან და არც ვინმე სხვა ნათესავი გოგო, ბიჭები სულ დამცინოდნენ რადგან ყოველთვის როცა სათამაშოდ მიდიოდნენ მე შენთან ვრჩებოდი და გასწავლიდი მანქანის ლოგოებს და მანქანებით გათამაშებდი რაზეც ნანა(ტასოს დედა) შემომივარდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა რომ ერთი გოგონა მყავსდა იმასაც ბიჭად ნუ აქცევო. გამუდმებით ვცდილობდი რომ შენი გაბურძგნული თმები დამეწნა რასაც ვერასდროს ვახერხებდი , მოკლედ სულ შენთან ვიყავი . _აააჰ ჰოო როგორ არა , მახსოვს . ის მწვანე მანქანა კიდევ მაქ რკინის რომ იყო . _ჰო კაია, მერე ჩემი მშობლები უცხოეთიდან ჩამოვიდნენ რადგან ბებია ავად იყო, ცოტახანში გარდაიცვალა კიდეც . წავიდნენ და მეც წამიყვანეს რათქმაუნდა.იქ დავსახლდით და წამოსვლას არც აპირებდნენ მაგრამ მე გამუდმებით ვწუწუნებდი რომ სახლში და ჩემს სამშობლოში მინდოდა , მოკლედ შენს მაგივრად მთლიანად ჩემს დაზე გადავერთე . ძალიან შემაყვარა თავი, ჯერ მისმა ტლიკინმა მერე მისმა გოგოობამ როცა უკვე სულ ვამოწმებდი და გარშემო ყველა ბიჭს ვუბრთხობდი, ისეთი საყვარელი იყო, სულ იღიმოდა და ყოველთვის ყველას ეფერებოდა ,არასდროს იყო ბედნიერი როცა სხვას რამე უჭირდა , უბრალოდ ძალიან კეთილიიყო ჩემზე ორი წლით პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი, ამავდროულად ნაზი და არ ვიცი მეტად როგორ გითხრა .უბრალოდ მყავდა ჩემი პატარა ემილი, შენ არცკიიცი რას ნიშნავ შენი ძმისთვის, არ იცი და როგორც არ უნდა აგიხსნან მაინც ვერ მიხვდები , ვერავინ ვერ გაიგებს სანამ ძმა არ გახდება. _ანუ და გყავს ?! სადაა ახლა? _აღარაა . ტასომ ვეღარაფერითქვა ,უბრალოდ სანდროს ცრემლი იქრძნო კისერში დაგააჟრჟოლა .სანდრომ კი გააგრძელა. _მე ჩვიდმეტის ვიყავი ის კი თხუთმეტის , ავბარგდით და მონატრებული საქართველოსკენ მოვდიოდით მთელი ოჯახი როცა ავარია მოხდა ,დიდი სატვირთოს მძღოლს ჩაეძინა და ჩვენს მანქანას დაეძახა სადაც გონებაზე მხოლოდ მეღავიყავი , იმ წყეულ დღეს დავკარგე მთელიოჯახი, და ჩემი დაც, მხოლოდ თქვენღა მყავხართ. მამას ბიზნესს ახლა ნოდარი მართავს, ძიასავით მყავს , მაგას ვენდობი მხოლოდ, სანამ არ ვისწავლი ასე იქნება . ტასოს არაფერი უთქვამს მხოლოდ ლოყაზე აკოცა . _მე სულ შენთან ვიქნები სანამ არ გამაგდებ _არ გაგაგდებ . საყვარელ ადამიანებს ასე აღარ დავკარგავ . ცოტახანიც იყვნენ და მზის ამოსვლისას სახლშ დაბრუნდნენ, და ძილი გააგრძელეს ტკბილად. მაგრამ ტასოს ვინ აცადა _ტასო!ტასო გაიღვიძე _რაგინდა მაცადე ძილი _შენთვის მაგარი ამბავი მაქ _რა? _ნატას ცალი წარბი არ აქ _კაი კაცო, რას მელაპარაკები,მართლა? _ჰ... რაა? არაა არაა შანსი აარაა .ნუთუ შენ? _მე არა ჩვენ . _გაგიჟდი გოგო? გაიღვიძე და ეხავე მომიყევი ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.