შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 10


18-03-2017, 00:34
ავტორი Lex
ნანახია 1 436

10.
ისე ღრმად ეძინა, სახლის პატრონმა ლამის კარი ჩამოუღო. ძლივს მილასლასდა გასაღებად. სახელურზე დაყრდნობილი უაზრო თვალებით მიაჩერდა მოხუცს, რომელიც ოჯახის გასაცნობად სავახშმოდ ეპატიჟებოდა.
„ქირის ფულის უფრო ადარდებს ვიდრე ჩემი პატიჟიო“
გაიფიქრა და უარი უთხრა. დარჩენილი ქირასაც კვირის ბოლომდე შეჰპირდა.
ძველ სახლში მისვლა საშიში იყო, ფიფოს თავისი ამალა აუცილებლად ჩასაფრებული ეყოლებოდა. თუმცა... იქნებ არც კი იცის ზუსტად სად ცხოვრობს ან ვინ არის, მაგრამ გარისკვა მაინც არ ღირდა... სანამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, მანამდე ვერ მოისვენებს და მერე თუნდაც გინდა დაიჭირონ და გინდა ადგილზევე მიახვრიტონ მისთვის უკვე სულ ერთი იყო...
დიდ ხანს იწრიალა უბნის ახლო-მახლო, საეჭვო ვერაფერი შენიშნა, მაგრამ სახლში შესვლის მაინც შეეშინდა. ამჯობინა დროებით მაინც ახალი ბინისთვის შეეფარებინა თავი, თანაც ქირა უკვე გადახდილი ჰქონდა.
როგორ აუპარპალდა სახლის პატრონს თვალები, როდესაც დარჩენილი ქირის ნაწილი ჩაუთვალეს, ზედმეტი ემოციებისგან სახეზეც კი წამოჭარხლდა. არ მოეშვა სანამ შინ არ შეიპატიჟა და სახლის აშენების ისტორია ბოლომდე არ მოუყვა...
იყო ამ სახლში რაღაც იდუმალი და შეუცნობელი. რამდენი ამბის მომსწრე იქნებოდა ეს ძველი კედლები... ნახევრად ჩამოშლილი ჩუქურთმები... ჭერზე ძლივს შემორჩენილი მოხატული ანგელოზები... ოთახიც რაღაცნაირი მშვიდი და საწოლიც გემრიელი... სიმყუდროვე იგრძნო...
დროდადრო თითქოს ძველი პიანინოს დანჭყრეული ხმაც ყრუდ ჩაესმოდა... მერე ესეც მიყუჩდა...
თუმცა მოგვინებით ძილში ისევ რაღაც ხმა ჩაესმა... ამჯერად ბავშვის საშინელი ჩხავილი...
საწოლზე წამომჯდარმა ახლა უკვე აშკარად გაიგონა ჩვილის გულსაკლავი ტირილი. ხმა კედლის მეორე მხრიდან ისმოდა. საწოლზე მოწყვეტით მიეგდო, თავზე ბალიში წაიფარა...
ბავშვის ტირილის ხმა არ წყდებოდა...
ისევ წამოჯდა, გათენებას აღარაფერი უკლდა...
„რით ვერ გააჩუმეს ამდენი ხანი...“
ბრაზისაგან ერთი ორი ძლიერი მუშტიც კი უთავაზა კედელს...
იქიდან არავინ გამოეხმაურა.... მერე ყური მიადო...
მხოლოდ ბავშვის საზარელი ჩხავილი ისმოდა და სხვა არაფერი...
„მარტოა ის უპატრონო?...“
ჩხავილი კი უკვე იმდენად აუტანელი გახდა, წამოდგა და გადაწყვიტა ცალი თვალით მაინც შეეხედა რა ხდებოდა მეზობელ ოთახში...
მისდა გასაკვირად გვერდითა ოთახში და აივნის გაყოლებაზე ყველგან სიმშვიდე იყო. ტირილის ხმა აქ არ ისმოდა.
„ნუთუ მომეჩვენა?...“
გულისწამღები ტირილი მის საძინებელს იმ მეზობელი ოთახის კედელი ესაზღვრებოდა, რომელსაც სულ სხვა მხრიდან ჰქონდა შესასვლელი.
„ჰმ... სახლი კი არა ლაბირინთია... კნოსის სასახლე...“
ძლივს მიაგნო ჩხავანი ბავშვის კარს, თითქოს დერეფანიც ეცნო. ნახევრად ჩაბნელებულ უსიცოცხლო ტალანი გაიარა, თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა
„არც გამიკვირდება ახლა საიდანღაც მინოტავრი რომ გამოვარდეს...“
„ნუთუ მართლა არავინაა?..“
„ბავშვი მარტო დატოვეს?..“
კარი ერთი მხრის მიწოლით ადვილად გაიღო...
მართლაც არავინ ჩანდა... არც მისაღებში, არც სასტუმრო ოთახში, სახლი რაღაცნაირად არეული მოეჩვენა... თითქოს ბრძოლის კვალი ჩანდა...
ტირილისაგან დაოსებული ბავშვი უკვე ყურისწამღებად ღმუოდა. მის დანახვაზე საწოლში მდგარმა საცოდავად გამოუწოდა ხელები...
„ვაი შე საწყალო მარტო დაუტოვებიხართ...“
ბავშვი ნელ-ნელა ჩუმდებოდა, თუმცა გული ისე ჰქონდა ამომჯდარი ვერ ჩერდებოდა.
სხვა ოთახებიც მოიარა, მაგრამ არავინ იყო...
ეს ყველაფერი საეჭვოდ მოეჩვენა... ფრთხილი ნაბიჯებით აბაზანის კარს მიადგა. ოდნავ ფეხის წვერით შეაღო...
აბაზანის იატაკზე გასისხლიანებული და გათოკილი პირქვე დამხობილი სამი ადამიანი ეგდო. სავარაუდოდ ჩვილის მშობლები და ბებია...
კისერთან ძალიან ფრთხილად პულსი გაუსინჯა...
„ცოცხლები ყოფილან...“
რა უნდა ექნა? სასწრაფო, რომ გამოეძახებინა, ისინი აუცილებლად პოლიციას დაუკავშირდებოდნენ... პოლიცია კი...
სამზარეულოში სხვა გასასვლელი კარიც შენიშნა. ბავშვი გამოიყვანა და მოულოდნელად, მხოლოდ სხვა მხრიდან, სახლის პატრონის კართან აღმოჩნდა.
ჩვილი შუშაბანდში ფრთხილად შესვა. დაელოდა, სანამ ბოლომდე არ მიცოცდა პატრონის ოთახამდე, შემობრუნდა თუ არა პატრონის როხროხიც მოესმა. სასწრაფოდ იგივე გზით იქაურობას უნდა გაცლოდა. თან ეღიმებოდა, მალე მთელი საინფორმაციო სივრცე აჭრელდება ჩვილმა ოჯახი გადაარჩინაო... და ეტეხათ თავი მერე, როგორ აღმოჩნდა გმირი ჩვილი სახლის პატრონთან...
ჩუმად გაიარა სამზარეულოდან შემავალი სხვა ოთახები და კვლავ იდუმალ დერეფანში აღმოჩნდა, რომელსაც რამოდენიმე გასაძრომ გასასვლელი ჰქონდა, მართლაც ლაბირინთივით ტალანი იყო...
ერთ-ერთი გასასვლელით დაინტერესებულმა შემთხვევით მიმის გადაეყარა..
„ისევ ის ტუტუცი გოგო...
რას დადის ამ უკაცრიელ სადარბაზოში?..
ვის ეძებს?..“

LEX·2016 წლის 9 მაისი, ორშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent