შენ შემცვალე (Chapter 20)
დილით ბექას სხეულში აბლანდულს გამომეღვიძა. თავი ოდნავ წამოვწიე და ჩვენს სხეულებს რო შევხედე სიცილი ამივარდა. პირზე ხალი ავიფარე და ისევ ბექას სხეულში ავიხლართე. ცოტა მოვშორდი და მისი იდეალური ნაკვთების შესწავლა დავიწყე. ღმერთო ნამდვილი სრულყოფილებაა ! მისი აჩეჩილი თმა მის იდეალურ სახეს კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა,ცოტა არ იყოს დამცხა და უკან გამოვიწიე.თავქვეშ ხელი ამოვიდე და გავიღიმე,პატარა ბავშვივით თვლემდა ახლა მისთვის რომ შეგეხედათ ვერც კი წარმოიდგენდით მის უკან ვინ იმალებოდა. - შენთვის არ უსწავლებიათ რომ ადამიანზე მიშტერება არ შეიძლება ? - მკითხა ხრინწიანი ხმით. - ჰმ.. შეიძლება მასწავლეს მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი ! - ეშმაკურად ჩავილაპარაკე რაზეც გაეცინა. სიცილს როდესაც მორჩა ჩემკენ გადმოიწია და ისე ნაზად მაკოცა რომ იქვე დავდნი. - ჯანდაბა ცოლად უნდა მოგიყვანო ! - გაიცინა და კიდევ ერთხელ მაკოცა, მაგრამ კოცნა ჩემმა სიცილმა შეგვაწყვეტინა. - რომ მცოდნოდა შენთან ერთად გაღვიძება ასეთი სასიამოვნო იქნებოდა პირველი დღიდანვე შეგითრებდი ლოგინში. - მის პასუხზე გავიცინე და ბალიში ვუთავაზე. ხელებს ჩემს შიშველ კანზე დაასრიალებდა და ვნებიანად მკოცნიდა,რასაც ჭკუიდან გადავყავდი. - ღმერთო იცი მაინც რა გემრიელი ხარ ?! - მის კითხვაზე კიდევ ერთხელ გამეცინა. სახეზე მოვეფერე და სახეზე ამაყი ღიმილი ავიკარი. - მიყვარხარ ! - მეც მიყვარხარ ! - გამიღიმა,ცხვირზე მაკოცა და მომშორდა. - დღევანდელი დღე ყველაფერს შეცვლის, ყველაფერს... - ხომ იცი რომ შენს გვერდით ვიქნები და სიცოცხლის ფასად დაგიცავ ? - სერიოზულად მკითხა და მაისური გადაიცვა. მის კითხვაზე სევდიანად გამეღიმა,ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა. გული საშინელებას მიგრძნობდა და ამ საშინელების ძალიან მეშინოდა. - არ ვაპირებ ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანები დავთმო,ამიტომ მათთვის ვიბრძოლებ ! - გეგმა ხომ იცი არა ? ზუსტად ვიცი რომ შუა ღამეს იმოქმედებენ,დაახლოებით თერთმეტისკენ. გაბრო ისეთია არ გამიკვირდება რომ პოლიციელები მოისყიდოს. არაფრის უნდა შეგეშინდეს,თავადაც იცი რომ დღეს ბევრი სისხლი დაიღვრება და ბევრიც მოკვდება,ნებისმიერი შეიძლება მოკვდეს.მაგრამ ამ ღამის შემდეგ ყველაფერი დასრულდება. - შუბლზე მაკოცა და გარდერობში შეძვრა. *** უკვე თორმეტის ნახევარია, ისე ვნერვიულობ რომ შეიძლება მოვკვდე. მე და ბექა მთლიანად შავებით ვართ შემოსილი და შესაფერის დროს ველოდებით,ვხედავ შავ მანქანას რომელიც ჩემი სახლის წინ არის გაჩერებული. შესაფერის მომენტს ველოდები,ფანჯარაში ვხედავ როგორ ებღაუჭებიან დედას ორი მცველი. მამა არსად ჩანს... დედას ერთერთმა იარაღი შუბლზე მიადო და ისიც გაჩერდა. ხელში ჩაავლეს და გარეთ გამოათრიეს,ძარღვები დამეჭიმა და მრისხანებამ ამიტანა.გარეთ გამოვიდნენ და მანქანისკენ წავიდნენ,ვეღარ მოვითმინ,შიში სრულიად გადამავიწყდა და ერთ ერთს საძილე არტერიაში დანა ვესროლე,მაშინვე დაფრთხნენ. ჩემი პითონი ამოვიღე და დანარჩენები თვალის დახამხამებაში მოვკალი. მესმოდა ბექას გაბრაზებული ხმა რომელიც მეკითხებოდა რა ჯანდაბას ვაკეთებდი მაგრამ სრულიად გაბრუებული ვიყავი,ახლა მხოლოდ დედაჩემის უსაფრთხოება მაინტერესებდა. ხეს მოვშორდი და დედასთან გავიქეცი,მისი გაკვირვებული სახე შიშმა მოიცვა. გასაღები ხელებში სწრაფად ჩავჩხირე და ერთ-ერთი მანქანისკენ მივუთითე. დიდხანს არც უფიქრია ისე გაიქცა მანქანისკენ. თვალი ღიმილით მივადევნე და როდესაც ყვირილის ხმა გავიღე უკან მოვიხედე. ბექა მიყვიროდა რომ დავხრილიყავი. სწრაფად დავიხარე და ტყვია ავიცილე. წამის მეასედში სროლა ატყდა.მე და ბექა სახლში შევვარდით და კედელს ამოვეფარეთ.ფანჯრები მალევე ჩამსხვრა. ირგვლივ მთლიანად შუშები და ტყვიები ცვიოდა. ბექამ მანიშნა რომ უნდა დამეწყო. თავდახრილი ავირბინე კიბეებზე და ჩემს ოთახამდე ძლივს მივაღწიე.კარები შევგლიჯე და ვიღაცის მყარ სხეულს წამოვედე. დავიწივლე და ცივ სხეულს დაფეთებული მოვშორდი.როდესაც დავინახე რომ მამა იატაკზე უგონოდ ეგდო და სისხლისგან მთლიანად დაცლილიყო ცრემლები წამომივიდა.თუმცა მალევე მოვიშორე და მოქმედებაზე გადავედი. მთელი უჯრები გადავაქოთე, თაროები ჩამოვხვეტე.გარდერობი გავჩხრიკე თუმცა ვერაფერი ვიპოვე. ჯანდაბა სად არის ?! ხელები თმაში შევიცურე და წამით დავფიქრდი.როდესაც გამახსენდა სად ვმალავდი იმ ადგილისკენ გავემართე. თუმცა იარაღის გასროლის ხმამ მაშინვე შემაჩერა. შეშინებული შემოვბრუნდი და ოთახიდან გამოვედი. კიბეებიდან გადავიხედე და დავმშვიდდი როდესაც მკვდარი დაცვის ნაცვლად ბექა არ დავინახე. ოთახში შევბრუნდა და ძებნა გავაგრძელე. სად არის ? ზუსტად ვიცი რომ აქ იყო ! საწოლს მივვარდი და ტუმბოს უჯრა გამოვაღე. - ამას ეძებ ? - გაისმა გამყინავი ბარიტონი. შემოვბრუნდი და ადგილზე გავქვავდი. გაბრო ხელში ათამაშებდა ჩემთვის სასურველ ნივთს - დამიბრუნე ! - მოდი და აიღე. - გამომწვევად მითხრა. იარაღი დამიმიზნა და გადატენა. - ყველაფერი ამ ყელსაბამის გამოა? დედაჩემის გამო ხომ ?! შენ ის სიგიჟემდე გიყვარდა ! - ჩემი სიტყვების გაგონებაზე შეკრთა და იარაღი დაუშვა. ნელა მივუახლოვდი და ამაზრზენად შევხედე - რას იზავ, შენს შვილს მოკლავ ? - დამცინავად ვკითხე. - ახლა გასაგებია რატომ მეძახი ელენას,რატომ მესაუბრები ასე თბილად და რატომ გიყვარვარ ასე გაგიჟებით ! - თავი დახარა და სამკაულს დახედა. დრო მიხელთე დავიხარე და დავტრიალდი და ფეხი მის მუხლებს მოვარტყი. ვერაფერი გაანალიზა ისე დავარდა იატაკზე. გონს მალევე მოვიდა და შეტევაზე გადმოვიდა. - მამა შვილის წინააღმდეგ, რა ბედის ირონიაა. - სარკასტულად გავუღიმე და მისი მუშტი ავიცილე. ფეხი მოვუქნიე და მუცელში მწარედ მოვარტყი. ისევ დაეცა.მის ზემოდან მოვთავსდი და იარაღი შუბლზე მივადე. დანებების ნიშნად ხელები ასწია. ნიშნის მოგებით გავუღიმე და იარაღი ხელზე დავადე. - ნახვამდის მამიკო. - დამწუხრებულმა ვთქვი და სასროლად მოვემზადე. - სამწუხაროა, შეგეძლო ნამდვილი მამობა გაგეწია,მაგრამ შენ ეს უაზრო შურიძიება აირჩიე. მართლა შემეძლო მყვარებოდი მაგრამ არა, არასოდეს შევიყვარებ ისეთ ადამიანს ვინც ასე გამწირა. ჯოჯოხეთში შევხვდებით... - თვალები დავხუჭე და გავისროლე. მისი სისხლი სახეზ ვიგრძენი,თვალები გავახილე და მის სასოწარკვეთილ თვალებს შევეჩეხე. - ვწუხვარ... ვწუხვარ რომ ასეთი ადამიანის მკვლელი გავხდი. - მის სხეულს მოვშორდი და სახიდან მისი ბინძური სისხლი მოვიშორე. ერთმანეთთან ახლოს არსებულ სხეულს დავხედე და ზურგი ვაქციე. როდესაც კიბებზე ჩავდიოდი დავინახე როგორ უმიზნებდა ლუკა იარაღს დაჭრილ ბექას. ბექა მუცლის არეში იყო დაჭრილი და ფერი მთლიანად დაჰკარგვოდა. მთელი სისწრაფით გადავახტი კიბეს, ბექას ამოვეფარე და იარაღი ლუკად დავუმიზნე. სწორედ ახლა თვალებში ვუყურებდი ადამიანს რომელიც მეგონა რომ მიყვარდა.რომლის გამოც შემეძლო სიცოცხლე გამეწირა. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თბილი ბურთულა. - მამაშენი მკვდარია. - მონოტორიული ხმით ვთქვი.გამიკვირდა როდესაც სახეზე ემოცია გამოესახა. - ნუთუ ასეთი უმნიშვნელო იყო.. - გაიწიე და მაცადე ჩემი საქმის შესრულება. - გავიღიმე და იარაღი გადავტენე - ოჰო, მას ნამდვილად კარგად გაუწვთნიხარ. - იარაღით მანიშნა გაიწიეო,მე კი მაინც ისევ ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და პოზიციას არ ვთმობდი. - ყველაფერი დამთავრდა, ამის გაკეთება საჭირო არ არის. - ვუთხარი მშვიდად. - შენთვისვე აჯობებს აქედან წახვიდე, არმინდა გავნო, თანაც პოლიცია ალბათ გზაშია დრო გაქვს რომ გაიქცე და ციხეს ხელიდან დაუსხლდე. - ციხეში მე კი არა შენ წახვალ, შენ გაბრო მოკალი ! - თქვა ზიზღნარევი ხმით. - აქედან წადი ლუკა... - ვუთხარი და მუდარით აღსავსე თვალები მივანათე - ის მოკვდება,გთხოვ უნდა დავეხმარო... - ასე ძალიან გიყვარს? - იმაზე მეტად ვიდრე წარმოვიდგენდი.. - ვწუხვარ.. - იარაღი გადატენა. - მეც ვწუხვარ ! - ამოვილაპარაკე ჩახრენწილი ხმით და გავისროლე... მორჩა, ყველაფერი დასრულდა. *** საავადმყოფოში ვარ და ბექას გაყინული ხელი მიჭირავს. უგონოდ წევს და არ ინძრევა. ორი დღეა რაც ასეა,ექიმმა თქვა რომ ბევრი სისხლი დაკარგა და ძალიან სუსტადაა,რომ გადარჩენის შანსი ძალიან მცირე ჰქონდა. მაგრამ ვიცოდი რომ ასე ადვილად არ დანებდებოდა, არც შევმცდარვარ ! რაც იმ დღეს მოხდა... ამის გახსენება უბრალოდ არ მინდა, დარწმუნებული ვარ თითოეულ ფრაგმენტს ვერც გავიხსენებ რადგან მეშინია. მხოლოდ ის ვიცი რომ ლუკა მოვკალი... ადამიანი რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფრის მიუხედავად მაინც რაღაცას წარმოადგენდა,ადამიანი რომელისთვისაც გულში სპეციალური სივრცე მქონდა გამოყოფილი... ბექა შეიშმუშნა და თვალები ფრთხილად გაახილა. ფეხზე წამოვდექი და საწოლზე ჩამოვჯექი. თმაზე ხელი გადავუსვი და გავუღიმე. - ჰეი... - ისევ საავადმყოფო და ისევ ეს დაწყევლილი პალატა? - მისუსტებული ხმით ამოილაპარაკა და გაღიმება სცადა. პასუხად მეც გავუღიმე. - ის.. ის... - ის მკვდარია ! - მაგრამ... - მე მოვკალი.. - ვწუხვარ რომ ამის გაკეთება მოგიწია - სევდიანად გამიღიმა,ვიგრძენი როგორ ჩამომისრიალდა ცრემლი,მოვიშორე და ნერვიულად გავიცინე - არაუშავრს,ყოველთვის ყველაფერი ისე ხომ არ იქნება როგორც ჩვენ გვინდა ! - გამიღიმა და პლედი გადასწია.მანიშნა შგნით შევმძვრალიყავი. მეც მის ნებას დავემორჩილე და გვერდით მივუწექი. თავი მის კისერში შავრგე და მის გულის ცემას ყური დავუგდე.. იცით ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ქილერი შეყვარებული მყოლოდა,მგონი ოცნება ამიხდა ! თვალები დავხუჭე და ბედნიერების სამყაროში გადავეშვი... დასასრული. როგორც იქნა დავასრულე. მადლობა თითეოეულ თქვენგანს ვინც ამ მოთხრობას კითხულობდა. განსაკუთრებით ჩემს გოგოს Mtirala-ს,რომელიც ყოველთვის ძალიან მახარებდა თავისითბილი სიტყვებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.