შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი6)
ვნებიანად მიკოცნიდა ტუჩებს, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სხეული. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და ზურგზე აასრიალა. გონება დამებინდა, ვეღარ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი უბრალოდ ავყევი და არ მადარდებდა რა იქნებოდა შემდეგ. უცებ მოყდა ჩემს ტუჩებს და დაბინდული თვალებით შემომხედა. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე გამეცალა და წავიდა. გახევებული ვიდექი და ვერ ვიაზრებდი რამოხდა. აზრები ერთმანეთში ამერია, ჯერ მაკოცა ახლა კი უბრალოდ ადგა და წავიდა. ალბათ ჩემი გაგიჟება უნდა, რას ნიშნავდა ახლა მისი საქციელი მერამდენედ იქცევა ასე. ღირსი ხარ ტასო, არუნდა მიგეცა ამის უფლება. ვუწყრებოდი ჩემს თავს და სახლისკენ გავუყევი გზას. ლევანის აღიარებაზე საკუთარი წარსული ამომიტივტივდა თავში. გამახსენდა ჩემი პირველი სიყვარული, გამახსენდა ის გულის ტკივილიც მან რომ დამიტოვა. ჩემი კურსელი ჯეკო, რომელმაც თავი შემაყვარა. მზად ვიყავი მისი გულისთვის ოჯახი მიმეტოვებინა და მასთან ერთად გავქცეულიყავი, მის გამო ბექასაც ვეჩხუბე როცა მითხრა რომ, ჯეკო სხვასთან მღალატობდა და ჩემგან მხოლოდ სექ*ი უნდოდა. მეგონა რომ მას მხოლოდ უნდოდა დავეშორებინეთ და არ ვუჯერებდი მაგრამ, მალევე დავრწმუნდი როდესაც ჩემთან დაწოლას ცდილობდა. მე უარი ვუთხარი, ქორწილამდე წინააღმდეგი ვიყავი მან კი უბრალოდ მიმატოვა. აი ასე ადგა და წავიდა. მას შემდეგ თავს ვიკავებდი სერიოზული ურთიერთობებისგან, არავის ვიკარებდი. ლევანი ერთადერთი იყო რომელმაც შეძლო ჩემთან ახლოს მოსვლა. სახლს მივუახლოვდი, უსიამოვნო მოგონებები ისევ დავივიწყე და ცრემლები მოვიწმინდე. სახლში შესვლისთანავე გავიგონე ხმაური ,,ალბათ სტუმრები გვყავს'' გავიფიქრე და მისაღებისკენ წავედი. მოგონებებმა ისე გამიტაცა ვერცკი მივხვდი როდის მოსაღამოვდა. მისაღებში შევაბიჯე და ყველას ყურადღება მივიპყარი. -ანასტასია, შემოდი,,,მომეგება ლია,,,ბიჭებო, გაიცანით ეს ლევანის მომავალი მეუღლეა ანასტასია ბურდული. -გამარჯობათ,,,მივესალმე მაგიდასთან მსხდომთ. -ტასო, ესენი ლევანის უახლოესი მეგობრები არიან. -სასიამოვნოა,,,მორცხვად გავუღიმე ყველას. ლიამ თანდათან ყველა გამაცნო. -ტასო, ეს რატი ვიბლიანია,,,გამაცნო მაღალი, ცისფერთვალება მამაკაცი. ხელი გამომიწოდა და გამიღიმა. -ძალიან სასიამოვნოა, იმედია დავმეგობრდებით. -ესენი კი ძმები ირაკლი და ავთო,,,ხელი მსუბუქად ჩამოვართვი და ადგილი ლევანის გვერდით დავიკავე. მისთვის ზედაც არ შემიხედავს, ისე ვიყავი გაბრაზებული. საღამო მხიარულად მიდიოდა, მისი მეგობრაბი ძალიან კარგი ბიჭები აღმოჩნდნენ. ავთო მამხიარულებდა განსაკუთრებით, ისეთ სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა ლევანზე სიცილისგან ცრემლები მდიოდა. ლევანი ბრაზდებოდა ხოლმე მაგრამ, მასაც ეღიმებოდა ხანდახან. -ბიჭებო, თქვენს ძმაკაცს გაღიმებაც სცოდნია,,,ვთქვი ირონიულად და ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. ბიჭებს გაეცინათ, ლევანი კი როგორც ყოველთვის, დაბღვერილი იყურებოდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ისინი კი წასვლას არ აპირებდნენ, ვატყობდი ლევანიც უკვე კარგად შეზარხოშებული იყო. უფრო კარგ ხასიათზე დადგა და ჩვენთან ერთად იცინოდა, ასეთი არასოდეს მინახავს, ხელი გადამხვია და მიმიხუტა. მინდოდა მომეშორებინა მაგრამ, ბიჭებს მოვერიდე. -მოდით ბიჭებო, ჩვენს მომავალ რძალს გაუმარჯოს, მისი დამსახურებაა დღეს ლევანი რომ იღიმის,,თქვა რატიმ და ფეხზე წამოდგა. -შენ გაგიმარჯოს, რძალო,,,აყვნენ ბიჭებიც და ბოლომდე გამოცალეს. ლევანს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თბილი მზერით მიყურებდა და თმებზე მეფერებოდა. კატასავით გავინაბე მასზე მიხუტებულმა. ბოლოს როგორც იქნა ფეხზე წამოიშალნენ. -დროა წავიდეთ,ლევან. უკვე გვიანია -კაგად იყავი, რძალო და კიდევ გამძლეობას გისურვებ ამის ხელში.,,მხარზე ხელი დამარტყა ავთომ და მისი სახის დანახვაზე სიცილთ გავარდა გარეთ. -ვატყობ, სიცოცხლეზე მოგბეზრდა მაჩაბელო,,,შეუღრინა ლევანმა. -ფუ რა უჟმური ხარ ტო,,,გაეცინა ავთოს და მანქანაში ჩაჯდა. როგორცკი წავიდნენ მისაღებში გავედით, სავარძელზე ცოტნე და ეკა დაგვხვდნენ. ამზერით ჩავუარეთ გვერდით და მაგიდის ალაგებას შევუდექი. ვიგრძენი როგორ შემომეხვია ლევანი და წამოვწითლდი. -ლევან, დამაცადე მაგიდა უნდა ავალაგო.,,ვუთხარი თბილი ხმით. -შეეშვი, მაგას ეკა აალაგებს. მე და შენ კი საქმე გვაქვს.,,,მითხრა ხრიწიანი ხმით. მივხვდი, ამას ცოტნეს დასანახად აკეთებდა და მეც ავყევი თამაშში. -მე რატომ უნდა ავალაგო მაგიდა?,,,გავიგონე ეკას ხმა. -ამ ოჯახში საოჯახო საქმეები შენ გევალება, მეტი საქმე მაინც არ გაქვს,,,უთხრა ლევანმა ნიშნისმოგებით. ვერ მივხვდი ამით რისი თქმა უნდოდა, ხელი გადამხვია და კიბეენს ავუყევით. ოთახში შესვლისთანავე, ხელიდან დავუსხლტდი. -ცოტნეს გასაღიზიანებლად თამაშში აგყევი, მაგრამ ამას სხვა რაღაცეებში ნუ აურევ. ,,,ვუთხარი მკაცრად. მინდოდა დღევანდელისთვის გამემწარებინა. შევხედე, როგორ შეეცვალა სახე. -ნუ იჭაჭები, არ გიხდება,,,მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. მეც უკან დავიხიე და კარებზე ავეკარი ზურგით. -მე შენ მაშინ უფრო მომწონხარ, ჩემს მკლავებში როცა ინაბები.,,,მითხრა ჩახლეჩილი ხმით და სახე ახლოს მომიტანა. თვალები მიმელულა მის სიახლოვეზე, ტუჩები ყელზე შემახო. -ლევან, არგინდა,,,საკუთარ თავზე მომეშალა ნერვები, ასე რომ მაბნევდა მისი სიახლოვე. -ჩშშ ცოტას მოგეფერები.,,,ამაზე ცოტა გამოვფხიზლდი და ხელი ვკარი. -ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი ლევან, დღეს მაკოცე მერე კი ისე მიმატოვე სიტყვაც არ გითქვამს. რის მიღწევას ცდილობ?,,,ვუთხარი და თვალებზე მომდგარი ცრემლები ძლივს შევიკავე. -ნუთუ ვერ ხვდები ტასო, იქ რომ დავრჩენილიყავი თავს ვეღარ შევიკავებდი, მე კი არმინდა ჩემი სულსწრაფობით რამე გავაფუჭო. გესმის ჩემი, ტასო? -არა, არმესმის რაუნდა გააფუჭო, საერთოდ რაზე ლაპარაკობ შეგიძლია ამიხსნა? -მალე მიხვდები რასაც ვგულისხმობ, ახლა ჯობს დავიძინოთ. იმ ღამით მასზე ჩახუტებულმა დავიძინე, თმებზე მეფერებოდა და დროდადრო შუბლზე მკოცნიდა. არასდროს მძინებია ასე მშვიდად, თავს ბედნიერად ვგრძნობდი მასთან. * * * * დიდხანს კოცნიდა და ეფერებოდა, ეს ქალი თავს აკარგვინებდა. პირველად იყო მის ცხოვრებაში რომ გრძნობებს ვერ აკონტროლებდა. ბოლოს როცა მიხვდა თავს ვეღარ გააკონტროლებდა, მის ტუჩებს მოწყდა და სრაფი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. არ უნდოდა ასე მალე გაემხილა მისი გრძნობები, ჯერ სხვა გეგმები ქონდა. სახლში მისულს მისი ბავშვობის მეგობრები დახვდა. ძალიან გაუხარდა მათი დანახვა, მაგიდას მიუსხდნენ და ძველი ამბები გაიხსენეს. -მითხრეს თან საცოლე ჩამოიყვანაო, ლევან, ჩვენთვის არ უნდა გეთქვა ვინმე თუ გიყვარდა? -კარგი რა, ირა, არდაიწყო ახლა შენებურად. ყველაფერი ისე უცებ მოხდა.. და ყველაფერი დეტალურად მოუყვა, თავის გეგმებზეც მოუყვა როგორ აპირებდა ტასოს ცოლად მოყვანას. მერე ტასო მოვიდა და გააცნო ერთმანეთი. ალკოჰოლმაც იმოქმედა მასზე, გრძნობები გაუშიშვლა რომლის დამალვასაც ცდილობდა. მასზე ჩახუტებუს მშვიდად დაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.