შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იტალიური ეზო.(მეოთხე თავი)


19-03-2017, 03:29
ავტორი liar girl
ნანახია 2 039

მეოთხე თავი.
*
იტალიური ეზო ისევ ახმაურდა, ისევ მოიცვა ქაოსმა და გაურკვევლობამ. ისევ აჭორავდნენ ჭორიკნეი, იტალიური ეზო ისევ თემა იყო. თან ახლა როგორი თემა? კანდელაკი მასზე წიგნს წერდა! წარმოგიდგენიათ? მე - არა.
ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, ისევ ჩემთან, ისევ ლიზას გარეშე, მაგრამ შეკრების მიზეზი ხომ ლიზა და მისი წიგნი იყო. მიხაროდა? მწყინდა? არ ვიცი, არ ვიცი რას ვგრძნობდი. თითქოს, რომ წავიდა ჩვენ შორის დიდი კედელი აშენდა, ის კედელი, რომელსაც ვიცი დანგრევა გაუჭირდება. უფრო მე გამიჭირდება. ვიცი ადვილი არ იქნება ჩემთვის მისი პატიება და მაინც ისე მაინტერესებს წიგნი. ეს ის წიგნია, ადრე გეგმებს, რომ ვაწყობდით მასზე. როგორ დიზაინს შევქმნიდით, რა ფერის იქნებოდა, მერე პრეზენტაციაზე რომელ კაბებს ჩავიცმევდით და როგორი სიტყვით გამოვიდოდით. ეს ის წიგნია, ზუსტად ის წიგნი!
სიმართლე გითხრათ?
ჰო,
გეტყვით რა..
სიტყვით გამოსვლებში ვრეპეტიციობდით კიდევაც. ეს ის ყველაზე სასაცილო მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს წაიშლება არცერთის გონებიდან. ელენე ყოველთვის სისულელეებს "როშავდა", ანო მორცხვობდა, მაშო ისეთი სერიოზული იყო.. მე კი ჩვეულებრივი რადიო ვიყავი, ვირთვებოდი და არ ვჩერდებოდი. ახლა, რომ მახსენდება მეცინეა ჩვენ თავებზე, ისეთი სასაცილოები და ისეთი პატარები ვიყავით..
ახლა?
ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ თბილისსში ვართ, ლიზა ვენეციაში. მე თუ მკითხავთ? წიგნს "თბილისიდან ვენეციაში" უნდა რქმოდა. დიდმა კანდელაკმა სხვანაირად გადაწყვიტა, მე ვინ ვარ, რომ რაიმე ზედმეტად გავაპროტესტო? არავინ. იცის, რომ წავიკითხავთ, დარწმუნებულია ამაში და ჰო, ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ, ბიჭებიც კი, უბრალოდ კომენტარი არ იქნება, არანაირი ვერავითან და არავითარ შემთხვევაში. ეს იცის, ძალიან კარგად იცის. ნეტავ ისეთივე იქნება გარეკანი წიგნის როგორსაც ვგეგმავდით? ნეტავ ისეთი შრიფტით ეწერება "იტალიური ეზო" როგორიც ჩავიფიქრეთ? ნეტავ იმ კაბას ჩაიცვამს პრეზენტაციაზე მარტო ჩვენ, რომ ვიცით?
ნეტავ?
-ანუ იტალიური ეზო ტო?
დემეტრემ ისეთმა გაკვირვებულმა იკითხა, ეჭვი შემეპარა, რომ რაიმე იცოდა ამ წიგნთან დაკავშირებით.
-ვთქვი იტალიურ ეზოს ვერ უღალატებსთქო? ვთქვი ვერ გაძლებს და დაბრუნდებათქო?
მაშო ამაყად იჯდა, ხვდებოდა ეს წიგნი რაღაცის ნაპერწკალი იყო. ჰო, იმედის ნაპერწკალი, იმ იმედის, რომ ლიზას ისევ ვახსოვდით. იმ იმედის, რომ ლიზა ისევ დაბრუნდებოდა.
-რადგან წიგნს "იტალიური ეზო" დაარქვა, არ ნიშნავს, რომ ბრუნდება მაშო.
ვინ იტყოდა ამას და ვინ ჩაშლიდა ასეთ მომენტს, გარდა მოსიარულე ირონიისა?
ვ ე რ ა ვ ი ნ.
-წიგნის პრეზენტაცია ვენეციაში იქნება, ალბათ..
უიმედოდ თქვა ელენემ და სიგარეტს გაუკიდა. თან ჩემი ყავა მოსვა. გავატარე, არაფერი მითქვამს.
-კომუნისტკა გვაკლია რა..
მიშომ ისე დანანებით თქვა, გაიზმორა და მანაც არ დააყვნა, სიგარეტს გაუკიდა.
-აუ მეც მინდა ერთი ღერი რა!
ეცადა პარლამენტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოეძვრინა, მაგრამ ვინ აცადა? არც არავინ. როგორც ამოიღო, ისე ჩაადებინა უკან ბატონმა დემეტრემ.
-პატარებს არ ვაწვინებთ.
გაუღიმა და მის ლამაზ ქერა თმაზე ხელი ნაზად გადაუსვა. თვალების ბრიალი და უკმაყოფილო ოხვრა არ დაუყოვნებია ანოს.
-ლუკინიო სადარი ეე?
მიყვარს მისი ნაზი, თუმცა ბოხი ხმა, რომელსაც მუდამ დასდევს ხრინწები. ნელა დაიხარა და საფეთქელთან მაკოცა, გამეღიმა.. თქვენ გეტყვით მარტო, რომ არც ნიკუშას უკმაყოფილო მზერა და თვალების ტრიალი გამომპარვია ამასობაში.
-მაშიკომ იცის ლუკაზე ამბები.
სიგარეტის "ბიჩოკი" საფერფლეში ჩააგდო, ბატონმა თაბაგარმა და ღიმილიანი მზერა მიაბყრო მაშოს.
-მოვა მალე.
მკაცრად თქვა, მის რეაქციაზე უაზროდ გამეღიმა. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი! ჩუმად, არ გაიგოს.. ამას მარტო თქვენ გეუბნებით..
-ჩვენ რომ დაგტოვოთ ხომ არ გეწყინებათ?
ნელა წამომაყენა სანდრომ ფეხზე და ხელი გადამხვია. მე ისევ ნიკუშას ვუყურებდი, რომლის ტუჩებს უაზროდ და ჩუმად მოწყდათ სიტყვა "კი".
როგორ მაბნევს, როგორ გადავყავარ ჭკუიდან.
-საით სანდრიკ?
მკაცრი, ძალიან ბოხი, საშიში ხმა, რომელიც მუდამ ირონიითაა სავსე, ახლა ისეთი სხვანაირი იყო.. ისეთი ნიკუშასეული, ისეთი სანამ "გადასხვანაირდებოდა".
სანდროს არაფერი უპასუხია, უკნიდან მომეხუტა და კარებისკენ ისე გამიყვანა, მერე შეტრიალდა თვალებით რაღაც ანიშნა და ჩვენ ჩემი სახლი დავტოვეთ. ახლა, როცა ასე ახლოსაა, ასეთი თბილია, ასეთი საყვარელი, მე უბრალოდ უფლება არ მაქვს არ მიყვარდეს უზომოდ, უაზროდ და ფარგლების გარეშე.
მანქანაში, რომ ჩავჯექით, მხოლოდ მაშინ ვკითხე.
-სანდრო, სად მივდივართ?
-როცა მივალთ ნახავ ნუცი.
გამომხედა, თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა.
-სანდროო!! მითხარი რა..
მკლავდა ინტერესი მე.
-როცა მივალთ გაიგებ ნუცა.
გამიღიმა, ნელა გადმოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა. პეპლები და დინოზავრები? მაშინ უნდა გენახათ! მარტო პეპლები და დინოზავრები კი არა, ყველანაირი ცხოველი ჩემს მუცელში ბუდობდა. ის ჟრუანტელი, რომელიც მხოლოდ სანდროს შეხებისას მივლიდა? არც ახლა დავუტოვებივარ და გეფიცებით, მე ამ ჟრუანტელზე და ამ შეგრძნებაზე მეტად რამე თუ მყავრებოდა.
-დაიძინე პატარა, დიდი დროა ჯერ.
დავუძერე. მანქანის სავარძელში უკეთესად მოვთავსდი და თვალები დავხუჭე. ვხვდებოდი ნელ-ნელა როგორ მივყავდი სიზმრებს..
*
ტირილი? ღრიალი და კივილი? მაშინ უნდა გენახათ ეს ამბავი, რომ გაიგო. ეს როგორი შეგრძნებაა? როგორ აგიხსნათ? საერთოდ შეიძლება ამის ახსნა?
ვეცდები..
თითქოს, შენში შენი სულიერი "მე" კვდება. ჩვენ ყველას გვყავს ადამიანი, ვინც ჩვენი პერსონა, ჩვენი ადამიანია. არც ისინი იყვნენ გამონაკლისები. იმ საშინელ დღეს, მარტო ერთი კი არა? ორივე მოკვდა. იმ დღეს ორივე ვერის სასაფლაოსთვის "გაამზადეს". ვერის ორი კოლორიტი ბიჭი.. ვერამ მისი კოლორიტი ბიჭები დაკარგა. ასეთი შემთხვევა? არსად არავის ახსოვს! მერე, რა რომ მისი ორგანიზმი ცოცხლობდა? სულიერად მკვდარი იყო. არა, ორგანიზმითაც მკვდარი იყო, ყველანაირად მკვდარი იყო, უბრალოდ ამ დაწყევლილ დედამიწაზე დააბიჯებდა. კანკალმა აიტანა, რაც უფრო დიდი დრო გადიოდა მით უფრო კანკალებდა. იმ დღეს, გოგებაშვილი მოკვდა, მარტო გოგებაშვილი კი არა? მთლიანი ვერა, თბილისი და საქართველო.
წამალი.
ამას წამლის გარეშე ვერ გადაიტანდა, არ შეიძლებოდა. ურალოდ არ!
არ ახსოვს რამხელა დოზა შეუშვა ვენაში, მაგრამ მიშოს და ლუკას ღრიალი ახსოვს. დემეტრეს "ლაწუნიც" სახეში, რომ გონს მოსულიყო. თითქოს უნდოდა, უნდოდა თვალები გაეხილა, მაგრამ მაინც ეშინოდა. ეშინოდა, ისე ჯერ, რომ არაფრის შეშინებია. დედამისის კივილი ახსოვს, ახსოვს გოგოებიც, რომელიც დერეფანში იდგნენ და ევედრებოდნენ გონს მოსულიყო. ყველა იყო, გარდა ნუცასი.
ნუცა..
ნუცა..
და
მაინც,
როგორ გამეტებით უყვარდათ ორივეს ნუცა!
*
-ნუცი.
სანდროს ხრინწიანი ხმა ყურთან გავიგე. გონზე მოვდიოდი ნელ-ნელა. ნახევრად მძირარე ვიყავი, მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ ნაზად გამიხახუნა ტუჩები საფეთქელთან. მერე ყურთან ვიგრძენი ნაზი შეხება.
-ნუც, გაიღვიძე. მოვედით.
ისევ მაკოცა. ამჯერად ლოყასთან. თვალები ნელა გავახილე, ძალიან ნელა. გამიღიმა, მეც გამეღიმა. აქეთ-იქით გავიხედე. უკვე ბინდდებოდა. აშკარა იყო, რომ თბილისში არ ვიყავით. ძალიან შორიდან, მაგრამ მაინც მომესმა ზღვის ხმა.
ღმერთო!
ბათუმში ვართ!
ღმერთო!
-ბათუმში ვართ, სანდრო ბათუმსი ვართ! მე და შენ.
გაეღიმა. ისე, მე ასე ძალიან, რომ მიყვარს.
-ჰო ნუცა, ბათუმში ვართ.
ისევ ეცინება და სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს აძვრენს. უკიდებს და ღიმილიანი სახით მიყურებს, მე კი უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ან რა ვქნა.
-შენი ტელეფონი გასკდა იმდენჯერ დარეკა, გადურეკე უთხარი, რომ ცოცხალი ხარ.
სიგარეტის ღერს მანქანიდან უშვებს და ტელეფონს მიწვდის.
-მერე დავრეკავ, ახლა ზღვაზე წავედით.
სწრაფად გადავხტი მანქანიდან და დაველოდე თვითონ როდის გადმოვიდოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ოქტომბრის სუსხიან საღამოს, მე და სანდრო, ზღვაზე.. თანაც ბათუმში. ბედნიერიბს პიკი ეს არის!
მზის ჩასვლა, იწყება.
ყველაფერს ცდება ეს რაც ახლა ხდება, ბედნიერებასაც, სიხარულსაც.. ყველაფერს საერთოდ.
-დროზე სანდრო, დროზე!
ვკივივარ და ზღვისკენ გავრბივარ. ისეთი ლამაზია, ისეთი მშვიდი..
ისეთი რა..
რაღაცნაირი.
-ნახე რა ლამაზია, სანდრო. უბრალოდ ნახე.
ბედნიერებისგან ვკივი, ვწივი. ყველაფერს ვშვები რაც კი შეიძლება ადამიანმა ქნას. ეცინება, ჩემსკენ იხრება და მეხუტება. მეც ვხვევ ხელებს.
მე - ნუცა ავალიანი.
სანდრო დევდარიანი.
ბათუმი.
ზღვა
და
მზის
ჩასვლა.
მეტი?
რაღა უნდა ვინატრო?!
ქვაზე ნელა ვჯდები. თავს ჩემს ფეხებზე დებს და მიყურებს. ახლა ვაფიქსირებ, რომ მისი თვალები ზღვის ფერია.. ისეთი ცისფერი, კამკამა და სუფთა, როგორიც ახლა ზღვაა.
-დამპირდი, რომ აქ ისევ მოვალთ. ისევ მე და შენ, ისევ ამ დროს.
-რათმაუნდა ნუცა.
ჩვენ ხელებს ერთმანეთში ხლართავს. არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, მეტიც მაღიზიანებს კიდევაც, მაგრამ ახლა არაფერი მახსოვს.
და იცით?
მისი ეს საქციელი, მსიამოვნებს კიდეც.
-არა სანდრო, დამპირდი!
-გპირდები ნუც, გპირდები.
ნელა იწევა, ისევ ეს ღიმილი, მე, რომ ჭკუიდან გადავყავარ. ძალიან ნელა იხრება ჩემსკენ და ჩვენს ტუჩებს აერთებს. აი ეს კი ყველაფერია. გრძნობების ამოხეთქვა, ფეიერვერკი.. საერთოდ ყველაფერი. კოცნა იყო ძალიან ნაზი, ფრთხილი, სათუთი...
-მიყვარხარ.
-მეც.
*
ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ ამ თავს მეტი არ უნდა. ვფიქრობ საკმარისია. ეს თავი აქ უნდა მორჩეს. ეყოფა. კომენტარებს ველოდები და წინასწარ ბოდიში, რომ შემდეგ თავს დავაგვიანებ. უბრალოდ მართლა არ მაქვს ამ კვირაში დრო. მაპატიეთ.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

არ გვინდა რა
არ გვინდა დრამები
არ უხდება იტალიურ ეზოს
არა რა..
სანდროს ყოველი სიტყვა,"ნუცი" თუ დაპირრბა ყველაფერი ყალბად მეჩვენება, ძალიან მშრალია, უგემოვნო ნუცასთვის.
ეს სულ ესე იქნება, რაც არ უნდა გააკეთო,ნუც.
რაც შეეხება ეზოს
ეზო ეზოა
მაგრამ
აკლია რა
და ვიცით ვინც:)
წიგნის პრეზენტაცია ველი
გოგებაშვილის და საერთოდ თბილისის შავებს: )
ორივე ტო ?
ზედმეტი ხო არ მოგივიდა ნუც?
ძაან დრამებში ნუ გადახვალ, ერთი ნაბიჯი უკვე გააკეთე.
ისე წერ რა
ნუცას რომ ეკივლება,მაგრამ იტალიურ ეზოს არ უნდა კივილი,ტირილი და შავები.
ნუ კაი, ცოტა უნდა იყოს
არა ცოტა კიარა
უნდა იყოს ამ თავის მერე!
მაგრამ
ცოტა ჰეფი ამბებიც ცუდი არ იქნებოდა...

 


№2  offline მოდერი ენემი

ნუც კარგი რა ორივე? ასე გემეტებით? სანდროც და ნიკუშაც? არა რა ასე არ შეიძლება ნუცი.ველოდები კანდელაკის წიგნის პრეზენტაციას და მის დაბრუნებას ,ნეტავ რას იზავს ლიზა? როგორ შეხვდება ამ ამბავს? ან შენ ნუცი გადაიტან ამ დრამებს?.საინტერესოა :) kissing_heart

<3 წარმატებები ნუც :)

 


№3  offline წევრი Mmariami)

მე არ ვიცი რა ვთქვა
ან
საიდან დავიწყო
ისიც არ ვიცი როგორ დავიწყო
ერთი ის ვიცი
ლიზა აღარ დაბრუნდება
და
თუ
ლიზა დაბრუნდა
გვიანი იქნება
ეზოსთვის გვიანი იქნება
გოგოებისთვისაც
ბიჭებისთვისაც
ნუცასთვის - ძალიან გვიანი იქნება.
ვენეცია ზღვარია ალბათ
ზღვარი იმს რისი გადალახვაც ძალიან ძნელი იქნება, განსაკუთრებით ნუცასთვის
თუმცა
ალბათ
დაბრუნდება
მე ვიცი რომ დაბრუნდება
უფრო კი
დარწმუნებული ვარ რომ დაბრუნდება
მაგრამ
არ ვიცი
ღირს თუ არა
არ ვიცი
კარი ღია დახვდება თუ არა.

ს ა ნ დ რ ო
მე არ ვიცი რატომ არ მოსწონთ სანდრო, თუმცა სანდრო
ჩემთვის სანნდრიკოა
ის სანდრიკო
მხიარული
ცოტათი შტერი
და
ის
სანდრიკო
მეგობრობა ასე ძლიერ რომ იცის.
ჩემთვის სანდრო ეგაა
თუნდაც
გადაცრეცილი რომანტიკით
სანდრო სანდროა
ამიტომაც
ნუცა და სანდრო
უბრალოდ
ერთნი არიან
ისე არ შეიძლება
ერთად უნდა იყვნენ.

ნ ი კ უ შ ა
ნიკუშა არ ვიცი
ნიკუშაც ის ნიკუშაა
თუმცა
ნიკუშა ნუცასი არ არის
ყალბი გაცრეცილი ირონიაა
სევდას ირონიაში რო მალავს ეგ არის ნიკუშა.
მე არც შენი მესმის, თუ ერთია მაშინ რატო გირევს მეორე გონებას, თუმცა არა
მესმის
უბრალოდ
არ მინდა მესმოდეს.
ვიცი რომ ეს გჭირდებოდა
ბევრი დრამა გჭირდებოდა
ამიტომ
იყოს
იყოს
ბევრი დრამა
მაგრამ
იყოს ბოლო
მეტი აღარ გვინდა
მეტი დრამა აღარ გვინდა.

ო რ ი ვ ე ?
ნუცა ორივე?
წამალი?
ნიკუშა და სანდრო?!
სერიოზულად ნუცა?!
მე არ ვიცი რა ვთქვა
არ ვიცი
რამე
როგორ
ვთქვა?!
ვერ ვამბობ
ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიტყვი, დანარჩენზე კი ბატონო ყველაფერზე მაგრამ მე
მაგაზე
კომენტარს ვერ გავაკეთებ
ვერ ვიტყვი ნუცა ვერავფერს
არ
შემიძლია
და
შენ იცი რომ მე არ შემიძლია.

ბათუმი?!
თუნდაც
მაგიტომ მიყვარს სანდრო.
ნატალიას უთხარი წელს ერთად მივდივართ ყველა ბ ა თ უ მ შ ი.

იტალიური ეზო ესეთი არ არის
ჩვენი იტალიური ეზო ესეთი არ არის
ჩვენ ეზოში ბევრი ბედნიერებაა
ბევრი ჯოკერია
ბევრი პოკერია (თუ ის რა არის, თამაში რომ ვერ ვისწავლე?:))) )
ბევრი სიცილი
ბევრი ღამის თენებაა
ბევრი დალევაა (შენი სიმთვრალე და ჩემი სიფხიზლეა)
ბევრი სკოლის გაცდენა
და
ბევრი იაკოს საჭმელებია.
ეს არის ჩვენი ეზო.
ესეთია ჩვენი ეზო
ეს სხვა ეზოაა
ბევრი დრამა სხვა ეზოშია
ეს არ არის ჩვენი ეზო
ეს სხვა ეზოა.

 


№4  offline წევრი liar girl

kata-nia
არ გვინდა რა
არ გვინდა დრამები
არ უხდება იტალიურ ეზოს
არა რა..
სანდროს ყოველი სიტყვა,"ნუცი" თუ დაპირრბა ყველაფერი ყალბად მეჩვენება, ძალიან მშრალია, უგემოვნო ნუცასთვის.
ეს სულ ესე იქნება, რაც არ უნდა გააკეთო,ნუც.
რაც შეეხება ეზოს
ეზო ეზოა
მაგრამ
აკლია რა
და ვიცით ვინც:)
წიგნის პრეზენტაცია ველი
გოგებაშვილის და საერთოდ თბილისის შავებს: )
ორივე ტო ?
ზედმეტი ხო არ მოგივიდა ნუც?
ძაან დრამებში ნუ გადახვალ, ერთი ნაბიჯი უკვე გააკეთე.
ისე წერ რა
ნუცას რომ ეკივლება,მაგრამ იტალიურ ეზოს არ უნდა კივილი,ტირილი და შავები.
ნუ კაი, ცოტა უნდა იყოს
არა ცოტა კიარა
უნდა იყოს ამ თავის მერე!
მაგრამ
ცოტა ჰეფი ამბებიც ცუდი არ იქნებოდა...

ნიაა!! ძაან გამახარე, ასეთი კომენტარით. მადლობა.

baby girl for everyone
ნუც კარგი რა ორივე? ასე გემეტებით? სანდროც და ნიკუშაც? არა რა ასე არ შეიძლება ნუცი.ველოდები კანდელაკის წიგნის პრეზენტაციას და მის დაბრუნებას ,ნეტავ რას იზავს ლიზა? როგორ შეხვდება ამ ამბავს? ან შენ ნუცი გადაიტან ამ დრამებს?.საინტერესოა :) kissing_heart

<3 წარმატებები ნუც :)

დიდი მადლობაა.

Mmariami)
მე არ ვიცი რა ვთქვა
ან
საიდან დავიწყო
ისიც არ ვიცი როგორ დავიწყო
ერთი ის ვიცი
ლიზა აღარ დაბრუნდება
და
თუ
ლიზა დაბრუნდა
გვიანი იქნება
ეზოსთვის გვიანი იქნება
გოგოებისთვისაც
ბიჭებისთვისაც
ნუცასთვის - ძალიან გვიანი იქნება.
ვენეცია ზღვარია ალბათ
ზღვარი იმს რისი გადალახვაც ძალიან ძნელი იქნება, განსაკუთრებით ნუცასთვის
თუმცა
ალბათ
დაბრუნდება
მე ვიცი რომ დაბრუნდება
უფრო კი
დარწმუნებული ვარ რომ დაბრუნდება
მაგრამ
არ ვიცი
ღირს თუ არა
არ ვიცი
კარი ღია დახვდება თუ არა.

ს ა ნ დ რ ო
მე არ ვიცი რატომ არ მოსწონთ სანდრო, თუმცა სანდრო
ჩემთვის სანნდრიკოა
ის სანდრიკო
მხიარული
ცოტათი შტერი
და
ის
სანდრიკო
მეგობრობა ასე ძლიერ რომ იცის.
ჩემთვის სანდრო ეგაა
თუნდაც
გადაცრეცილი რომანტიკით
სანდრო სანდროა
ამიტომაც
ნუცა და სანდრო
უბრალოდ
ერთნი არიან
ისე არ შეიძლება
ერთად უნდა იყვნენ.

ნ ი კ უ შ ა
ნიკუშა არ ვიცი
ნიკუშაც ის ნიკუშაა
თუმცა
ნიკუშა ნუცასი არ არის
ყალბი გაცრეცილი ირონიაა
სევდას ირონიაში რო მალავს ეგ არის ნიკუშა.
მე არც შენი მესმის, თუ ერთია მაშინ რატო გირევს მეორე გონებას, თუმცა არა
მესმის
უბრალოდ
არ მინდა მესმოდეს.
ვიცი რომ ეს გჭირდებოდა
ბევრი დრამა გჭირდებოდა
ამიტომ
იყოს
იყოს
ბევრი დრამა
მაგრამ
იყოს ბოლო
მეტი აღარ გვინდა
მეტი დრამა აღარ გვინდა.

ო რ ი ვ ე ?
ნუცა ორივე?
წამალი?
ნიკუშა და სანდრო?!
სერიოზულად ნუცა?!
მე არ ვიცი რა ვთქვა
არ ვიცი
რამე
როგორ
ვთქვა?!
ვერ ვამბობ
ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიტყვი, დანარჩენზე კი ბატონო ყველაფერზე მაგრამ მე
მაგაზე
კომენტარს ვერ გავაკეთებ
ვერ ვიტყვი ნუცა ვერავფერს
არ
შემიძლია
და
შენ იცი რომ მე არ შემიძლია.

ბათუმი?!
თუნდაც
მაგიტომ მიყვარს სანდრო.
ნატალიას უთხარი წელს ერთად მივდივართ ყველა ბ ა თ უ მ შ ი.

იტალიური ეზო ესეთი არ არის
ჩვენი იტალიური ეზო ესეთი არ არის
ჩვენ ეზოში ბევრი ბედნიერებაა
ბევრი ჯოკერია
ბევრი პოკერია (თუ ის რა არის, თამაში რომ ვერ ვისწავლე?:))) )
ბევრი სიცილი
ბევრი ღამის თენებაა
ბევრი დალევაა (შენი სიმთვრალე და ჩემი სიფხიზლეა)
ბევრი სკოლის გაცდენა
და
ბევრი იაკოს საჭმელებია.
ეს არის ჩვენი ეზო.
ესეთია ჩვენი ეზო
ეს სხვა ეზოაა
ბევრი დრამა სხვა ეზოშია
ეს არ არის ჩვენი ეზო
ეს სხვა ეზოა.

სულ თუ არაფერი, შენი კომენტარები არის ყველაფერი! ვაიმეე, როგორ ძალიან მახარებს შენ ხო არ იცი. რამდენჯერ გითხრა სანდრიკოს მე ვეძახი მარტოთქო?! ( :))) ) ბურაა გოგო ბურა :)) არაუშავს, ვერც მე ვისწავლე. ნიკუშა ჰო, ნიკუშა..
ჩვენ
და
ჩვენი
მხიარული
იტალიური
ეზო.
მიყვარხააარ!!!

 


№5  offline წევრი Mmariami)

ჰო ჰო ბურა, რა მნიშვნელობა აქვს მაინც ვერ ვისწავლეთ:))))
სანდრიკოს?
სანდროს სანდრიკოობა იცი საიდან დაიწყო?!
რაღაცას გკითხავ და არ გეწყინოსო რო გამომიცხადა
და
მერე
პლედში გახვეულს იმ სავარძელზე ეძინა მე და შენ რო 'ვეტენებით' ხოლმე, აი მაგის მერეა სანდრო სანდრიკო:)))
და
ისე
სხვათაშორის
მოთხრობაში ამ მომენტებს ველოდები.

 


№6  offline წევრი lilearchvadze:)

მე უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. ისე წერ ვერაფერს რომ ვერ დაამატებ. მგონია რომ რაღაცას მივხვდი მაგრამ მერე ეჭვი მეპარება სწორად გავიგე თუ არა. საინტერესოა ყველაფერი, ისტორიაა საინტერესო იმიტომ რომ საინტერესოდ წერ. ველი შემდეგ თავს ნაკლები დრამით და მეტი ინტრიგით.

 


№7  offline წევრი liar girl

Mmariami)
ჰო ჰო ბურა, რა მნიშვნელობა აქვს მაინც ვერ ვისწავლეთ:))))
სანდრიკოს?
სანდროს სანდრიკოობა იცი საიდან დაიწყო?!
რაღაცას გკითხავ და არ გეწყინოსო რო გამომიცხადა
და
მერე
პლედში გახვეულს იმ სავარძელზე ეძინა მე და შენ რო 'ვეტენებით' ხოლმე, აი მაგის მერეა სანდრო სანდრიკო:)))
და
ისე
სხვათაშორის
მოთხრობაში ამ მომენტებს ველოდები.

ეგ ჩვენია და არაა საჭირო იყოს მოტხრობაში, ამიტომ სულ ტყუილად ელოდები. ჰო კიდევ, სანდროა შენთვის და არანაირი სანდრიკო, ნუ 'ეტენები'თქო რამდენჯერ გითხრა?

megikeshelava))
მე უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. ისე წერ ვერაფერს რომ ვერ დაამატებ. მგონია რომ რაღაცას მივხვდი მაგრამ მერე ეჭვი მეპარება სწორად გავიგე თუ არა. საინტერესოა ყველაფერი, ისტორიაა საინტერესო იმიტომ რომ საინტერესოდ წერ. ველი შემდეგ თავს ნაკლები დრამით და მეტი ინტრიგით.

ძალიან დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent