შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური წერტილი


19-03-2017, 18:48
ავტორი hikegio
ნანახია 1 632

კაფეში ვზივარ უგუნებოდ და ყავას მივირთმევ.ძველი კაფეა, რომელსაც მოხუცი მიმტანი ყავს(ალბათ მეპატრონეცაა) ,დაბალი ოთხ ადგილიანი მაგიდები დგას, ხო სწორედ ისეთი 70იანების ამერიკულ ფილმებში რომ არის.ჩემ წინ მაგიდასთან საყვარელი გოგო ზის,იღიმის, მაგრამ მისვლა არ შეიძლება. შორიდან თვალის გაპარებით ვუყურებ, ვერ მივდივარ, მეშინია!გულს შეხორცებასთან ერთად ნდობის მოპოვებაც უნდა ალბათ,მეშინია კიდევ არ გამიცრუვდეს იმედი.შორიდან ძლიერი ვჩანვარ,ბიჭი რომელსაც ყველაფერი კიდია,მაგრამ ვიცვლები, როცა მუსიკა შემოდის ჩემში:მახსენდება როგორ დავდიოდით მაღაზიებთან ზევით-ქვევით და ტურისტებს ვანსახიერებდით, მერე ამაზე ვიცინოდით,თემის ამოწურვისას მაღაზიის ვიტრაჟთან გავივლიდით და ყველაფერი თავიდან იწყებოდა-“ეს ცოცხი გოგო და ბიჭი ვინ არიან,წადით შვილებო დაოჯახდით ხეირი ნახეთ” და ასე დაუსრულებლად ვიცინოდით. დავუბრუნდეთ კაფეს: გოგო ისევ ჩაფიქრებულია,მაგრამ ეხლა მე მიღიმის. დინამიკებიდან მუსიკა მესმის – Fair the well the Requiem.ქუხილი მაფხიზლებს და რეალობას ვუბრუნდები.ფანჯარაში ვიყურები და ვხედავ,როგორ უხეშად ასკდებიან შუშას წვიმის წვეთები,როგორ წირავენ ამ ტანჯულ სიცოცხლეს გასამრავლებლად.მთელი სისწრაფით ეხეთქება და რამდენიმე ნაწილად სკდება,მათ მაგივრად კი მიზანი რჩება,შესრულებული მიზანი-ყველაფროს დასველება.ფანჯარა დაიორთქლა და ვცდილობ გული დავხატო ,არა ჩემგან მხატვარი არ დადგება,ჯობს ისევ წერას მივაწვე. ისევ გოგონასკენ ვიხედები მაგრამ სადაა? წასულა… ყავა გამახსენდა,მოვსვი და ტუჩებზე სიგრილე ვიგრძენი,ვიგრძენი როგორ გაცივდა. სწორედ ასე ვცივდები ყოველ დღიურად შენს მიმართ. მე უყურადღებოთ დატოვებული ყავა ვარ ჭიქაში,რომელსაც აციებ!

სახლში ვარ. ჩემები უკვე დავცოფე და მეორე სართულზე ამოსვლისას სახურავზე წვეთების დაცემის ხმა მესმის. ახალი “შენ” გამოჩნდი, ფიქრებში ერთმანეთს ებრძვით,მარა რეალობაში ვერცერთს გნახულობთ. ოთახში შემოვდივარ (რა თქმა უნდა შუქს არ ვანთებ) და წყვდიადში ვეშვები. ჩემი სხეული საწოლს პოულობს და იატაკიდან მასზე აფორთხებას ცდილობს. საწოლში ვწვები და ჭერს ვუყურებ:ჭერს რომელიც წვიმის წვეთებისგან მიცავს,ჭერს რომელიც ამ ხმას გამოსცემს წვიმის წვეთთან შეხვედრისას, ჭერს რომელიც მფარავს და მის ჩრდილში მაცხოვრებს. უცებ წამოვხტი, ტრუსით და მაიკით ჩავრბივარ მოკლე ორშრიან კიბეებს კარებისკენ ვიწევ, ფეხზე “ჩუსტი” მაცვია. გარეთ გავრბივარ და არ ვიცი რას ვეძებ.
ორი ადგილია რომელიც მიყვარს ჩემს უბანში: ერთი პარკია სადაც ბევრი ხე და კარუსელია,მეორე კი მთა საიდანაც ძალიან მაგარი ხედი იშლება ღამის თბილისზე. პარკში შევრბივარ და ერთად შეგროვებულ ფოთლებში დავრბივარ,ფეხებს ვიქნევ და ფოთლებს ჰაერში ვყრი. აქა-იქ სველი ფოთლები შიშველ ფეხზეც მეკრობა. ვიღაც ქალმა ჩამიარა ძაღლს ასეირნებდა და ეჭვი მაქვს ცუდი შთაბეჭდილება დავტოვე მასზე. წვიმაში და სუსხში ფოთლებს ვყრი შიშველი ფეხებით თან ტრუსიკის ამარა, რა მაგარია… მომბეზრდა პარკში და ჩემ მთაზე მივდივარ.
მთამდე ორი კილომეტრია,გრუნტის გზა უნდა გაიარო ამიტომ ესეთ ამინდში სულ ტალახია. ავდივარ და მიწაზე ვჯდები,ქალაქისკენ ვიხედები და ვწყვეტ ყველაფერს. თავზე სქელი წვიმის წვეთები მასკდება,თავს მისველებს და დაგროვილი წვეთები სახეზე ჩამომდის. ვანკალებ და სველი ვარ. მოვიბუზე ჩემ ტალახიან ფეხებს ვეკრობი და ნიკაპზე ვიდებ. სხვათაშორის ეს ის ადგილია რომელზეც არცერთი გოგო არ ამომიყვანია და შესაბამიაად ჩემგან არ წაბილწულა. ვდგები და ვიძვრები სახლისკენ კანკალით. მეცინება, ჩემ მეზობლებს გუშინ გეი ვეგონე თერმო ელასტიკის გამო და ეხლა რო შეახედათ ჩემთვის ალბათ გიჟი ვეგონებოდი.
ღრუბელს უნდა მიწასთან შეხება და ალერსი. მონატრებისას წვიმას უშვებს,ხოლო გაბრაზებისას სეტყვას. ნებისმიერ შანს იყენებს მასთან სიახლოვისთვის. მისი სიყვარულით და ვნებით სავსე ღრუბელი ხშირად ნისლის სახით მოდის, ეალერსება და ეფათურება მიწას.

ერთი კვირაა უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ,მთელი დღეები ბარბარეზე ვფიქრობდი,მაგრამ ყველაფერი მომბეზრდა და ყველაფერი მომბეზრდა.მე მშვენიერი ცხოვრება მაქვს:დილით გაღვიძება,ჩემ დასთან ჩხუბი,სიდასთან ან ჭელიძესთან ერთად წასვლა სადმე,დალევა… არასდროს არ მომწონდა ბარები, მარა ამ ბოლო დროს მუღამი დავუჭირე.ყოველი დილა ასე იწყება https://www.youtube.com/watch?v=GlcxKasRSw4&list=PLpvkjA8ekDF4o0U2l61nwwtdGDsoaX0YL&index=2
სახლიდან წასვლა,მარტო გადასვლა და ჩემი შემოსავალი მინდა.არ შემიძლია ამის გაკეთება,გუშინ დედას ინსულტის ნიშნები ქონდა(შეიძლება გადაიტანა კიდეც ინსულტი და ჩვენ ვერ გავიგეთ)
25ში გელაშას დაბადების დღე ავღნიშნეთ და დავლიეთ,ძალიან გავითიშე და ახალციხეში წავედი სტოპითვე,დილით კლდეს გადასახვევთან გაჩერებაზე გამეღვიძა ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი.ბარბარე მაინც ვერ ვნახე ყველაფრის მიუხედავად,მინდა დავინახო მივიდა ვაკოცო და ამის მერე ვუთხრა რო შეუძლია სამუდამოდ გაქრეს.
შმაგის გერმანელ გოგოსთან ერთად კახეთში წავედი.მეორე გერმანელიც იყო ენქიენი ერქვა.საკმაოდ ლამაზია,თან სკაუტია… მთელი ნორვეგია დანია და ველსი შემოვლილი აქვს(ჩემი საოცნებო ადგილების 60% ნანახი აქვს) მთხოვა ჩემთან ერთად ილაშქრე ხოლმეო მეც რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს.
ბევრი გოგო გამოჩნდა ბარბარეს მერე მარა ყ..ზე ვიკიდებ ჯერ მაინც.იმ დღეს გენერატორში ერთი ქერა გოგო გავიცანი ლიკა ერქვა,კარგად დავლიეთ და იქვე ტვალეტში დავკავდით ერთმანეთის ალერსით. იმის კვალობაზე რო მთვრალები ვიყავით სასიამოვნო იყო მაინც.
მგონი მარტო ყოფნა უკეთესია როცა ღალატობ ნამუსი მაინც არ გაწუხებს(ნუ მე არ მაქვს ეგ რაღაც მარა მაინც)

ლაშქრობა 11 წლისამ დავიწყე,ყოველთვის ვგრძნობდი რაღაც სხვა ურთიერთობას ბუნებასთან რასაც ვერასდროს ვერ ვხსნი…მიდიხარ სრულიად უცხო ხალხთან,მათ შენი იმედი არ აქვთ.აღმართი სულ უფრო ციცაბო ხდება,შენ ეს შეგიძლია გიორგი,თუ ვიღაც წვერებიანი კაცი ადის შენ როგორ ვერ უნდა ახვიდე? გაანძრიე ტ.აკი და ადი!-ასე ავედი პირველად მზის ამოსავალ გორაზე სადაც თავი მართლაც რომ მეფე მეგონა (მეორე ავედი 9 კაცში,მართალია უჩანთოთ მაგრამ მაინც
ვედით,ზემოთ ციოდა და ქარი იყო,სიცივე ძვლებში ატანდა,ყველას ეძინება, მაგრამ აქ ხომ მზის ამოსვლის საყურებლად ვართ ამოსული.ჩვენი ასვლისთანავე მზემ ამოსვლა დაიწყო ახლა შემიძლია მთელი ღამის ძილი ავინაზღაურო მაგრამ აღარ მეძინება.ვიღაცა ყვირის მაგრამ სიტყვები გაურკვეველია,არც ქართულია არც ინგლისური.რა თქმა უნდა ეს ხო გივიკოს გერმანელი მეგობარია რომელსაც მთელი ტანით და გრძნობებით ვესაუბრებოდი შემდეგ კი დავუმეგობრდი,მაგრამ ერთმანეთის არ გვესმოდა.პრიმუსი ამოიღო და კარტოფილს ხარშავდა.ალელუია! როგორც იქნა საჭმელი,ჭამა ჩვენი არსობისა! ქვასთან ძლივს მივედი და მოხარშულ კარტოფილთან მონადირული ძეხვი და შოთის პური დამხვდა.ესეთი ნადიმი თვით მეფეებსაც არ ქონდათ(ამ დროს მართლა ასე გეჩვენება).ჭამის დროს მწვერვალის მეორე მხარეს არსებული კლდიდან არწივი გაფრინდა,აქ პირველად ვნახე არწივი.
დაშვება სადღაც 11 საათზე დავიწყეთ თუმცა სხვა მიმართულებით წავედით,გზად ჯვარი შეგვხვდა და მოვილოცეთ(მაშინ რელიგიური ფანატიზმის გზას ვედექი) გზა არცისე დამღლელი გამოდგა,ვერავინ გაიგებს მაშინ მე რას ვგრძნობდი როცა ვაცნობიერებდი რო მე ეს შევძელი იმის მიუხედავად რო 11 წლი ვიყავი და ყველა მეუბნებოდა გივიკოს და იზას გარდა რო მე ამას ვერ შევძლებდი


თავი 1
2016 წლის 18 ივლისი ბათუმი



ის დღე ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა,რომ არა ერთი წითური წერტილი.მას ბარბარევ ერქვა
დილას ხუთ საათზე მეგობარი დამადგა თავზე და გამაღვიძა…გათენებამდე ერთმანეთის სხეულებით ვტკბებოდით.ათ საათზე დელფინარიუმთან ამოსვლისას გაირკვა,რომ ჩემიძმაკაცი სახლში წასულა.ნივთები შევაგროვე და კარავში შევყარე,დალაგების თავი არ მაქვს.ესსიცხე ბოლოს მომიღებს.
ოთხი-ხუთი საათისთვის ჰილტონთან ერთტენტიან კარავს ვხედავ და გადავწყვიტე იქით გადავიდე.კარვის და ჩანთის მითრევისას ამ კარავში წითური საყვარელი გოგო მხვდება,თვალები უბრწყინავს და ლოყები აწითლებული აქვს მზისგან(ეტყობა დამწვარი აქვს),მაგრამ მაინც მიღიმის.ცოტახანს ასე ვდგავარ ხმას ვერ ვიღებ,ვეღარ ვსუნთქავ.თითქოს ფილტვები გადაკეტესო.ცოტა ხნის შემდეგ ხმას ვიღებ:
-გამარჯობა,მე გიორგი ვარ შეიძლება შენს გვერდით გავშალო კარავი?(ღმერთო როდის მერე გავხდი ასეთი ზრდილობიანი)
-მე ბარბარე ვარ.კი კი გაშალე რა პრობლემაა. თავს ყოფს კარვიდან თან ღიმილი არ შორდება.
ბანაკს ვაწყობ და ისევ ბარბარესთან მივდივარ.დაბნეული ვარ :/
-შეიძლება შემოვიდე?
ხელით მანიშნებს სად დავჯდე და მეუბნება:-კეთილი იყოს შენი კეტი ჩემს კარავში.
მეღიმება და შევდივარ,ჯიბიდან კარტს ვიღებ და თვთავაზობ ვითამაშოთ.აღმოჩნდა,რომ არცერთი თამაში არ იცოდა.დურაკას ვასწავლი და ზღვაზე გავდივართ სასეირნოთ.ულამაზესი ყვავილებიანი სარაფანი აცვია,თვალს ვერ მოწყვეტ.მე კი ლურჯი შორტი და შლოპანცები. ზღვაზე ვსხდებით და ხან ერთმანეთს,ხანაც ჰორიზონტს გავყურებთ.ხმას არცერთი არ ვიღებთ.ხელს ვკიდებ და ფეხზე ვადებ ჩვენს ხელებს.
ზღვა წყნარია.თითქმის არ არის ტალღები.მარცხნივ ბიჭი და გოგო არიან,ეს ბიჭი ქვის გაცურებას ცდილობს წყალზე,მაგრამ ხელს ისე სასაცილოდ იქნევს გეგონებოდათ მხარს ამოიგდებსო.ამაზე ვიცინივართ და ერთმანეთისკენ ვიწევით.
მარჯვნივ რუს გოგოებთან ორი ბიწეი მოდის,ბათუმელები არიან,მაგრამ რუსული არ იციან.დახმარებას ვთავაზობ წრფელი გულით მაგრამ უარს მეუბნებიან.კარკვისკენ ხელგადახვეული მივდივართ და ვთანხმდებით,რომ ჩემს კარავში იძინება და მე ღამე მხოლოდ ბალიშის მაგივრობას გავწევ.დაძინებადე სიმღერების გამოცნობაში ვეჯიბრებით ოღონდ ერთი მელოდიას ზმუის და მეორემ უნდა გამოიცნოს.ბევრს ვიცინით და ამასობაში იქვე ჰილტონში ერთ-ერთი მთავრობის წევრის დაბადების დღის აღნიშვნა მთავრდება და ჩვენც ვიძინებთ.თავი ჩემს ხელზე უდევს და მშვიდად სუნთქავს,თმებზე ნაზად ვეფერები და ჩუმად ვტკბები მისი ალისფერი თმით.ვითიშები,მაგრამ გათიშვის წინ ჩუმად ტუჩზე ვკოცნი და ვიხუტებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent